ლუკაშენკო ამტკიცებს, რომ უკრაინა სარაკეტო დარტყმას გეგმავდა, თუმცა, მოიგერიეს

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკო აცხადებს, რომ უკრაინა ბელარუსზე სარაკეტო თავდასხმას ცდილობდა. მისივე მტკიცებით,  ბელარუსის ტერიტორიაზე ყველა რაკეტის განეიტრალება მოხერხდა. „სამი დღის, შეიძლება ცოტა მეტის წინ, უკრაინის ტერიტორიიდან ცდილობდნენ დარტყმა განეხორციელებინათ ბელარუსის სამხედრო ობიექტებზე. მადლობა ღმერთს, ჰაერსაწინააღმდეგო კომპლექსებმა შეძლეს ყველა რაკეტის ნეიტრალიზება, რომელიც უკრაინის შეიარაღებული ძალების მიერ იყო გაშვებული“,- განაცხადა ლუკაშენკომ. მან რუსეთიც გაამხნევა და აღნიშნა რომ ბელარუსი და რუსეთი მზად უნდა იყვნენ შემდგომი დღე-ღამის განმავლობაში. „ისევე როგორც გასულ საუკუნეში, ამ პროცესების უკან დგას ისევ ის ცივილიზებული დასავლეთი, ევროპა, რომელიც ჯერ ზრდიდა მონსტრს, სახელად ფაშისტური გერმანია, შემდეგ კი თავის გადასარჩენად იმას…

მეტი...

აქციის გამო, ამაღლების ქუჩაზე მოძრაობა შეზღუდულია

მიმდინარე აქციის გამო, ამაღლების ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია. სატრანსპორტო საშუალებები კოჯორის, წავკისისა და კიკეთის მიმართულებით ვერ გადაადგილდებიან. მძღოლებს აღნიშნული მიმართულებით, გადაადგილება შეუძლიათ ორთაჭალიდან, კრწანისი-შინდისის დამაკავშირებელი გზით.  

მეტი...

ლგბტ თემის საწინააღმდეგო აქციაზე 17 ადამიანი დააკავეს

სამართალდამცველებმა „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე 17 „პროტესტანტი“ დააკავეს. ისინი „თბილისი პრაიდის“ კვირეულის წინააღმდეგ გამოვიდნენ და ღონისძიებების ჩაშლას სხვადასხვა ფორმით ცდილობდნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განმარტავენ, 17-ვე ადამიანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის დარღვევისთვის დააკავეს, რაც  პოლიციელის კანონიერი განკარგულებისა ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. შეგახსენებთ, რომ აქცია დილიდან იმართება. აქციის მონაწილეებმა რუსთაველის გამზირიც გადაკეტეს და ფეხით ევროკავშირის ოფისისკენ დაიძრნენ.  

მეტი...

უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება

კალათბურთში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩთან დაკავშირებით, 4 ივლისს, 16:00-დან 22:00 საათამდე უნივერსიტეტის ქუჩაზე ტრანსპორტის გადაადგილების სქემა შეიცვლება და მოძრაობა დასაშვები იქნება მხოლოდ ერთი მიმართულებით. სატრანსპორტო საშუალებები გადაადგილებას შეძლებენ პოლიტკოვსკაიას ქუჩიდან თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით, ხოლო თამარაშვილის ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებებს უნივერსიტეტის ქუჩაზე შეხვევა შეეზღუდებათ. მძღოლები თამარაშვილის ქუჩიდან უნივერსიტეტის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას შეძლებენ ვაჟა-ფშაველას გამზირისა და სანდრო ეულის ქუჩის გამოყენებით. უნივერსიტეტის ქუჩიდან გადაადგილება შესაძლებელი იქნება დანელიას ქუჩის მიმართულებით, ხოლო დანელიას ქუჩიდან სატრანსპორტო საშუალებები მხოლოდ თამარაშვილის ქუჩის მიმართულებით იმოძრავებენ. საზოგადოებრივ ტრანსპორტს აღნიშნული შეზღუდვები არ შეეხება და დადგენილი სქემით გადაადგილდება.

მეტი...

აქციაზე ლგბტ თემისა და ევროკავშირის დროშები დახიეს

„საქართველო“…  „საქართველო“… ამ შეძახილებით, აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობიდან ევროკავშირის ოფისისკენ დაიძრნენ. „თბილის პრაიდის“ საწინააღმდეგო აქციაზე, რომელიც პარლამენტის წინ დაიწყო, ევროკავშირისა და ლგბტ თემის დროშები დახიეს „ქართული ოცნების“ ოფისთან დაყარეს. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მოძრაობა პარალიზებულია. აქციის მონაწილეები საქართველოს საპატრიარქოსთანაც შეჩერდნენ და მხარდაჭერა გამოუცხადეს. დღევანდელი აქციის მიზანია დაანახონ ლგბტ თემს, რომ მათი იდეოლოგია ვერ გაიმარჯვებს. აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორია „ალტ-ინფო“. მათ, დახეული დროშის ნაფლეთები ევროკავშირის ოფისთან უნდა მიიტანონ.

მეტი...

ტამიშის ბრძოლიდან 29 წელი გავიდა

დღეს, ტამიშის ბრძოლიდან 29-ე წლისთავზე, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ, მოადგილეებთან, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლებში დაღუპულ მეომრებს პატივი კიდევ ერთხელ მიაგო. ინფორმაციას, უწყების პრესსამსახური ავრცელებს. კობა კობალაძესთან ერთად, სამშობლოს ერთიანობისათვის ბრძოლის ველზე დაცემული გმირების ხსოვნას პატივი მიაგეს და მემორიალი გვირგვინებით შეამკეს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ, დავით ჭიჭინაძემ, თავდაცვის ძალების მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა, ჯონი ტატუნაშვილმა, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ბერაიამ, პარლამენტის წევრებმა, აფხაზეთის ა/რ მთავრობის თავმჯდომარემ, რუსლან აბაშიძემ და აფხაზეთის მთავრობისა და ‘’აფხაზეთის მეომართა…

მეტი...

ორი მიწისძვრა ერთმანეთის მიყოლებით

საქართველოში ორი მიწისძვრა მოხდა. პირველი მიწისძვრა რუსეთში,  საქართველოს სახელმწიფო საზღვრიდან 1 კმ-ში  4.0 მაგნიტუდის (ML) სიდიდის მიწისძვრა მოხდა. რამდენიმე წუთში კი მეორე მიწისძვრა დაფიქსირდა, რომლის ეპიცენტრი ლაგოდეხთან, სოფელ ზემო ხეჩილთან იყო და სიმძლავრემ 3.1 (ML) მაგნიტუდა შეადგინა.  

მეტი...

პარლამენტთან ლგბტ თემის საწინააღმდეგო აქციაზე ხმაურია  

რუსთაველის გამზირი ამ წუთებში პარალიზებულია. პარლამენტის წინ  „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეები არიან შეკრებილები, რომლებიც ლგბტ თემის ღონისძიებებს აპროტესტებენ. აქციის მონაწილეებმა ლგბტ თემის დროშა დახიეს და აცხადებენ, რომ მათ ღონისძიების ჩატარების უფლებას არ მისცემენ. ადგილზე მობილიზებულის პოლიცია, აქციაზე რამდენიმე სასულიერო პირიც გამოჩნდა. ერთ-ერთმა აქციის მონაწილემ კი პროტესტის ნიშნად თავის დაწვაც სცადა და საწვავი გადაისხა. შსს „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მეტი...

შსს „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო „თბილისი პრაიდის“ ღონისძიებებთან დაკავშირებით მობილიზებულია და მოწინააღმდეგეებს მოუწოდებს დაიცვან კანონი, დაემორჩილონ პოლიციის კანონიერ მოთხოვნებს, არ გასცდნენ კანონით დასაშვებ შეკრებისა და მანიფესტაციის უფლებას. „დღეს, თბილისში პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე დაგეგმილია პრაიდის მოწინააღმდეგეთა საპროტესტო აქცია, ასევე, პარალელურად ერთ-ერთ იზოლირებულ სივრცეში იგეგმება პრაიდ კვირეულის დასკვნითი, დახურული ღონისძიება. პრაიდის კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები აგრძელებენ კომუნიკაციას აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებთან, ასევე გამოხატვის თავისუფლების დაცვის უზრუნველსაყოფად ტარდება პრევენციული ღონისძიებები. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ყველა თავშეყრის ადგილებზე უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე და მოვლენების…

მეტი...

ლგბტ ღონისძიების გასაპროტესტებლად თავის დაწვა სცადა  

პარლამენტის მიმდებარედ „თბილისი პრაიდის“ საწინააღმდეგო აქცია იმართება. პარლამენტთან შეკრებილები ლგბტ თემის ღონისძიებას აპროტესტებენ და აცხადებენ, რომ მათ არ აქვთ უფლება, რაიმე ღონისძიება ჩაატარონ. ქციის ერთ-ერთმა მონაწილემ პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართა და თავის დაწვა სცადა. მან საწვავი გადაისხა, თუმცა, ჩანაფიქრის განხორციელება ვერ მოახერხა. ის პარლამენტის წინ, შადრევანში ჩააგდეს.    

მეტი...

ასაკოვანი ცოლ-ქმარი ბინაში გარდაცვლილი იპოვეს

დიდ დიღომში უბედური შემთხვევა მოხდა. პეტრიწის ქუჩაზე, საკუთარ ბინაში, ასაკოვანი ცოლ-ქმარი გარდაცვლილი იპოვეს. როგორც მეზობლები აცხადებენ, გარდაცვალება სავარაუდოდ, წყლის გამათბობელს უკავშირდება, რომელიც არასწორად იყო დამონტაჟებული. ცხედრები ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროშია გადაასვენეს.  

მეტი...

უკრაინაში გლოვის დღეა

ოდესაზე მიტანილი იერიშის შედეგად მსხვერპლთა რაოდენობა იზრდება. ამ ეტაპზე არსებული მონაცემებით, დაღუპულია 21 ადამიანი. უკრაინაში 2  ივლისი გლოვის დღედ გამოცხადდა. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ბრძანებას ხელი მოაწერა, რომლის მიხედვითაც, ადგილობრივი თვითმმართველობის, საწარმოების, დაწესებულებებისა და ორგანიზაციების სახლებსა და შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება.  

მეტი...

რატო ვერ საქმდებიან ადგილობრივი კადრები და რატომ ჩამოჰყავთ მუშახელი უცხოეთიდან? – ელგუჯა მელაძე „მედიაცენტრ მთავართან“

„დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტი ელგუჯა მელაძე „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრისას აცხადებს, რომ საქართველოში სამუშაო ადგილები არსებობს, თუმცა კადრების დეფიციტია. სწორედ ამით ხსნის მელაძე იმ ფაქტს რომ მეწარმეები იძულებულები არიან, სამუშაო ძალა უცხოეთიდან მოიწვიონ. „ყველაფერს აქვს თავისი ფასი და ღირებულება. არიან ადამიანები უმუშევრები, რომლებიც მართალია არიან სპეციალისტები, მაგრამ ეს გამოცდილება მოძველებულია.  დიდი მასაა ადამიანების, რომლებმაც გაიარეს სწავლება წლების წინ, თუნდაც 5 წლის წინ, თუმცა, ამ 5 წლის მანძილზე ძალიან  ბევრი რამ შეიცვალა ტექნოლოგიებში და გაცვდა ის გამოცდილება. ადამიანებს მუდმივად სჭირდება გადამზადება. თუ გადამზადებული და პროფესიონალი კადრი თუნდაც 5 წლის განმავლობაში არ მუშაობს, მას აუცილებლად…

მეტი...

„სირცხვილია“ ღამით რუსთაველის გამზირზე დარჩენას გეგმავს  

კვირას, 3 ივლისს, მოძრაობა „სირცხვილია“ გეგმავს, რომ მთელი ღამე რუსთაველის გამზირზე გაატაროს. ორგანიზაციის ინფორმაციით, რუსთაველის გამზირი გაივსება და მხოლოდ ამ გზით შეიძლება ხელისუფლების იძულება, მოთხოვნები შესრულდეს. „ბოლო დღეებში ხელისუფლების მიერ გადადგმული ნაბიჯები ადასტურებს, რომ ოლიგარქი არ აპირებს სახალხო მოთხოვნების დაკმაყოფილებას, ამიტომ 3 ივლისს, 20:00 საათზე, კვლავ ვიკრიბებით რუსთაველის გამზირზე! იმისთვის, რომ ხელისუფლებას დათმობებზე წასვლა ვაიძულოთ, ჩვენი პროტესტი უფრო მწვავე გახდება, თუმცა აუცილებლად შეინარჩუნებს მშვიდობიან და არაძალადობრივ ფორმას. სწორედ ამიტომ, ვემზადებით იმისთვის, რომ 3 ივლისს, ერთი ღამით რუსთაველის გამზირზე დავრჩეთ, რასაც კონკრეტული მიზანი ექნება. პარლამენტთან გატარებული ღამე თითოეული მოქალაქისთვის საინტერესო და მრავალფეროვანი…

მეტი...

ბორის ჯონსონს ოდესის საპატიო მოქალაქის წოდება მიანიჭეს  

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი ოდესის საპატიო მოქალაქეა. შესაბამის განკარგულებას ხელი ოდესის მერმა მოაწერა. „ხელი მოვაწერე განკარგულებას დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონის გრიგორი მარაზლის I, II და III ხარისხის საპატიო სამკერდე ნიშნების მინიჭების შესახებ. ამრიგად, ის ოდესის საპატიო მოქალაქე ხდება”, – აცხადებს ოდესის მერი. მისივე ინფორმაციით, ბორის ჯონსონი პირველი ბრიტანელია, რომელსაც აღნიშნული წოდება ერგო.

მეტი...

გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „თბილისი პრაიდის“ მოწინააღმდეგეთა აქციაზე 26 ადამიანის დააკავა. დაკავება მთაწმინდაზე მოხდა, სადაც „თბილისი პრაიდის“ ღონისძიება იმართებოდა. ყველა მათგანი ადმინისტრაციული წესითა დააკავეს. მათ ბრალად ედებათ წვრილმანი ხულიგნობა და 173-ე პოლიციის მიმართ წინააღმდეგობის გაწევა. დაკავებულთა შორის არიან „ალტ-ინფოს“ ლიდერები – ზურაბ მახარაძე და ირაკლი მარტინენკო, ასევე, გურამ ფალავანდიშვილი და მისი შვილი ალექსანდრე ფალავანდიშვილი. ისინი „თბილისი პრაიდის“ ღონისძიების ჩაშლას ცდილობდნენ.  

მეტი...