,,როდესაც მოაწყობთ პროვოკაციას, მიიღებთ პასუხს”- ირაკლი ზარქუა

,,ყოველთვის უნდა ვიცოდეთ, როდესაც მოაწყობთ პროვოკაციას, მიიღებთ პასუხს,”- ასე ეხმიანება საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, “ტვ პირველის” მფლობელზე, ვატო წერეთელზე თავდასხმის ფაქტს. ზარქუას თქმით, გარკვეული ჯგუფები ცდილობენ, პროვოკაციებით სტრატეგიული პარტნიორების მმართველი გუნდის წინააღმდეგ განწყობას. „ანრი ოხანაშვილი მივიდა წერეთელთან და უთხრა, რატომ მაყენებ შეურაცხყოფასო. ამ პროცესში მოხდა შეხლა-შემოხლა და ჩვენ, ვინც ვიდექით იქ, გავაშველეთ. წერეთელი ამბობს, რომ 4 ადამიანი თავს დამესხაო და ვაგინეთ. საგინებლები კი არიან ასეთი ადამიანები, ვინც ამას ჩადიან და პროვოკატორობენ, მაგრამ იქ ამის არც აუცილებლობა იყო და არც მოცემულობა, იმიტომ, რომ ჩვენ პატივს ვცემთ ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორს. დამოუკიდებლობის…

მეტი...

ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში დაახლოებით 35 750 რუსი სამხედრო მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში დაახლოებით 35 750 რუსი სამხედრო მოკლეს. გენშტაბის მონაცემებით, რუსეთის დანაკარგები ასეთია: ჯარისკაცი – დაახლოებით 35 750, ტანკი – 1 577 ,ჯავშანტექნიკა – 3 736, საარტილერიო სისტემა – 796, სარაკეტო სისტემა – 246, საზენიტო საბრძოლო სისტემა – 105, თვითმფრინავები – 217, ვერტმფრენი – 186, ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი – 645, საკრუიზო რაკეტები – 143, საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები – 2 610, გემი/ნავი/კატარღა – 15, სპეციალური აღჭურვილობა – 61. რუსი ოკუპანტების სამხედრო დანაკარგის შესახებ განახლებულ ინფორმაცია  24 თებერვლიდან 1-ელ ივლისამდე პერიოდს მოიცავს.

მეტი...

ევროპული საბჭო ევროპარლამენტს სთხოვს სანქციების დარღვევა დანაშაულთა სიას დაემატოს

ევროპული საბჭო ევროპარლამენტს თხოვნით მიმართავს,  შემაკავებელი ზომების (სანქციების) დარღვევა ევროკავშირის დანაშაულთა სიას დაემატოს. ევროპული საბჭოს განმარტებით, აღნიშნული ნაბიჯი უზრუნველყოფს ევროკავშირის ტერიტორიაზე სანქციების აღსრულების თანაბარ დონეს და სანქციებისთვის თავის არიდების მცდელობას. ,,უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიული ომის კონტექსტში ევროკავშირმა მიიღო რიგი შემაკავებელი ზომები და აუცილებელია ამ ზომების სრულად განხორციელება. ამჟამად წევრ ქვეყნებს აქვთ ძალიან განსხვავებული დეფინიციები იმის შესახებ, თუ რას წარმოადგენს შემაკავებელი ზომების დარღვევა და რა სასჯელები უნდა იქნას გამოყენებული დარღვევის შემთხვევაში. ამან შეიძლება გამოიწვიოს სანქციების აღსრულების სხვადასხვა ხარისხი და ამ ზომების გვერდის ავლა, რაც პოტენციურად საშუალებას მისცემს სანქცირებულ პირებს გააგრძელონ წვდომა…

მეტი...

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას 343 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად  343 ბავშვი დაიღუპა, 635-ზე მეტი კი დაშავდა. ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 339, ხარკოვის ოლქში – 185, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 61, ნიკოლაევის ოლქში – 53, ხერსონის ოლქში – 52, ზაპოროჟიეს ოლქში – 31. აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა ამ ეტაპზე გართულებულია.

მეტი...

,,საფრანგეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის უკრაინას აღჭურვილობას, რომელიც თავის დასაცავად სჭირდება”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთი უკრაინას სამხედრო დახმარების სახით, კიდევ 6 ჰაუბიცას და ჯავშანტექნიკას მიაწვდის, აღნიშულ ინფორმაციას საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში” ავრცელებს. “საფრანგეთი დაუყოვნებლივ მიაწვდის უკრაინას აღჭურვილობას, რომელიც თავის დასაცავად სჭირდება, მათ შორის კიდევ 6 “კეისრის” ჰაუბიცას და ჯავშანტექნიკის მნიშვნელოვან რაოდენობას. საფრანგეთი, მოკავშირეები და ევროპელი პარტნიორები არიან და იქნებიან აქ”, – განაცხადა მაკრონმა.

მეტი...

,,არ არსებობს მათზე პროვოკატორი, ანტიეროვნული და საქართველოს წინააღმდეგ ჰიბრიდული ომის მწარმოებელი ხალხი”- მამუკა მდინარაძე ოპოზიციაზე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე  “ტვ პირველის” მფლობელ, ვატო წერეთელზე თავდასხმის ფაქტს სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქში” ეხმიანება. „მხოლოდ ორი ვერსია გვაქვს: ვერსია 1: წერეთელმა უმძიმესი შეურაცხყოფა მიაყენა ანრი ოხანაშვილს (დედის გინება ყველაზე ბინძური და ამაზრზენი ფორმით), გაეცალა მყისიერად და ძალიან მალე თანმხლებ ახალგაზრდა ქალთან ერთად, ჭიქით ხელში კვლავ მიუახლოვდა, რითაც ის შეგნებულად, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე (!), წავიდა უმძიმეს პროვოკაციაზე, რასაც საბოლოოდ მათ შორის დაპირისპირება მოყვა. ვერსია 2: ამერიკის საელჩოში მიღებაზე სტუმრად მისულმა ოთხმა დეპუტატმა, დაინახეს რა „ტვ პირველის“ დამფუძნებელი ვახტანგ წერეთელი, მივარდნენ მას და უმიზეზოდ, ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე მიაყენეს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. დასკვნები…

მეტი...

,,უკრაინაში თითქმის 16 მილიონ ადამიანს ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება”- ოსნატ ლუბრანი

უკრაინაში გაეროს მუდმივმა კოორდინატორმა, ოსნატ ლუბრანმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ჰუმანიტარული დახმარება თითქმის 16 მლნ უკრაინელს სჭირდება. ,,დღეს უკრაინაში თითქმის 16 მილიონ ადამიანს ესაჭიროება ჰუმანიტარული დახმარება: წყალი, საკვები და ჯანდაცვის სერვისები”- განაცხადა ოსნატ ლუბრანმა. მისივე ინფორმაციით, უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, მინიმუმ 6 მილიონი ადამიანი იძულებით გადაადგილებულია, ხოლო 5,3 მილიონი ქვეყნის ფარგლებს გარეთ, ლტოლვილადაა ქცეული.

მეტი...

,,რუსეთს და დასავლეთს შორის “რკინის ფარდა” ეშვება” – სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის  განცხადებით, რუსეთსა და დასავლეთს შორის “რკინის ფარდა” ეშვება. მისივე განმარტებით, ევროკავშირმა ათწლეულების განმავლობაში არსებული ურთიერთობა, თავადვე გაანადგურა. ,,რუსეთს და დასავლეთს შორის “რკინის ფარდა” ეშვება” . ევროკავშირმა გაანადგურა ურთიერთობა, რომელიც ათწლეულების განმავლობაში იყო აგებული ჩვენსა და ევროკავშირს შორის”,- განაცხადა სერგეი ლავროვმა.  

მეტი...

შესაძლოა, რუსეთმა და  ბულგარეთმა  დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტონ

ბულგარეთში რუსეთის ელჩის, ელეონორა მიტროფანოვას განცხადებით, რუსეთმა ბულგარეთთან შესაძლოა დიპლომატიური ურთიერთობები გაწყვიტოს.  გავრცელებული ინფორმაციით, ბულგარეთის მთავრობამ, ჯაშუშობის ბრალდების საფუძველზე, რუსეთის საელჩოს 70 თანამშრომლის გაძევების გადაწყვეტილება მიიღო. რუსეთის ელჩის თქმით, თუ ბულგარეთის მთავრობა გადაწყვეტილებას არ შეცვლის, მოსკოვის განიხილავს დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტას.  

მეტი...

,,ანრი გახლავთ გუნდის ღირსეული პიროვნება, ჩვენი უპირობო მხარდაჭერა მას”- ელისო ბოლქვაძე ოხანაშვილზე

“ქართული ოცნების” დეპუტატი, ელისო ბოლქვაძე “ტვ პირველის” მფლობელზე, ვატო წერეთელზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. დეპუტატი სრულ მხარდაჭერას უცხადებს ანრი ოხანაშვილს. “#ჩვენიმხარდაჭერაანრის, ანრი გახლავთ ჩვენი გუნდის ღირსეული პიროვნება და მებრძოლი!! ასეთი გაწონასწორებული ადამიანის წყობიდან გამოყვანა მხოლოდ შესაძლებელი იყო უბინძურესი პროვოკაციით!!! ჩვენი უპირობო მხარდაჭერა მას!!”,- წერს ელისო ბოლქვაძე. ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე დეპუტატები მედია მფლობელს გაუსწორდნენ?!

მეტი...

ოდესაში მსხვერპლის რაოდენობა იზრდება

რუსეთის მიერ უკრაინაზე მიტანილი მორიგი იერიშის შედეგად არიან დაღუპულები და გარდაცვლილები. ამჯერად, ოკუპანტებმა იერიში ოდესის ოლქის ბელგოროდ-დნესტროვსკის რაიონზე მიიტანეს. სარაკეტო თავდასხმას, ბოლო მონაცემებით, 14 ადამიანი ემსხვერპლა. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რაოდენობა 30-ზე მეტია. დაშავებულთა შორის არიან ბავშვებიც. რუსეთის ჯარებმა დარტყმა მაღასართულიან კორპუსზე მიიტანეს.  

მეტი...

„ბართლომეოს“ წიგნების პრეზენტაცია გარდაცვალების შემდეგ

საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ტრაგიკულად დაღუპული პოლკოვნიკისა და პოეტის – პაატა მახარაძის (ბართოლომეო) შემოქმედებითი საღამო გაიმართება, სადაც წარდგენილი იქნება პოეტის ორი წიგნი “გარიგება სიკვდილთან” და “ხილვა”. მონაწილეობას მიიღებენ: პაატა მახარაძის და – ცნობილი მევიოლინე ბელა ბერკემერ-მახარაძე და ცნობილი კომპოზიტორი უვე ბერკემერი, პიანისტი ლიკა რამიშვილი და მგალობელ ქალთა ტრიო. პაატა მახარაძე ავტოავარიაში დაიღუპა. როგორც ბელა მახარაძე აცხადებს, მის ძმას ბავშვობიდანვე ჰქონდა ხილვები და ათეული წლების წინ სწორად ასეთი ხილვის დროს ბერად აღიკვეცა. პაატა მახარაძის ლექსები ბელა მახარაძემ სწორედ მისი გარდაცვალების შემდეგ გაასაჯაროვა და უფრო მეტიც წიგნების სახეც მისცა. ლექსების…

მეტი...

საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებაზე აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს

გუშინ, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე, სადაც მიწვეულ სტუმრებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, საელჩო განცხადებას ავრცელებს. „აშშ-ის საელჩოსთვის ცნობილია ინფორმაცია ჩვენი დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებისას საელჩოს ტერიტორიაზე დაპირისპირების შესახებ. ჩვენ ვსწავლობთ ამ ინფორმაციას“,- აღნიშნულია საელჩოს ფეისბუქპოსტში. შეგახსენებთ, რომ ფიზიკური დაპირისპირება „ტვ პირველის“ დამფუძნებლის, ვატო წერეთელსა და „ოცნების“ დეპუტატებს შორის მოხდა. წერეთელი აცხადებს, რომ მას თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. „ქართული ოცნების“ დეპუტატი ანრი ოხანაშვილი კი საპირისპიროს აცხადებს. ორივე მხარე ვიდეოკადრების გასაჯაროებას ითხოვს. ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე დეპუტატები მედია მფლობელს გაუსწორდნენ?!

მეტი...

„კუნძული “ზმეინის“ სტრატეგიული წერტილია და მნიშვნელოვნად ცვლის ვითარებას შავ ზღვაში“ – ზელენსკი

„დღევანდელი დღის სიტყვა ნამდვილად არის კუნძული „ზმეინი“ – აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში და დასძენს, რომ ამ კუნძულის გათავისუფლება ვითარებას რადიკალურად ცვლის. პრეზიდენტი კუნძულის გათავისუფლებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობას უხდის სამხედრო მოსამსახურეებს. „დღევანდელი დღის სიტყვა ნამდვილად არის კუნძული „ზმეინი“. ამდენი ამ კუნძულზე მხოლოდ მაშინ ვისაუბრეთ, როდესაც იქ რუსული გემი ჩავიდა. შემდეგ გემიც სამუდამოდ წავიდა და ახლა კუნძულიც თავისუფალია. მინდა, მადლობა ვუთხრა დაზვერვის მთავარ სამმართველოს, ალფას მებრძოლებს, ჩვენს არტილერისტებს, არმიის პილოტებს, კუნძული ზმეინი არის სტრატეგიული პუნქტი და მნიშვნელოვნად შეცვლის სიტუაციას შავ ზღვაში. ეს ჯერ არ არის უსაფრთხოების გარანტია. ეს ჯერ კიდევ არ არის გარანტია, რომ მტერი არ…

მეტი...