უკრაინა რუსეთს მარცვლეულის მოპარვაში ადანაშაულებს და გემის დაკავებას ითხოვს

უკრაინული მხარე თურქეთს მიმართავს, დააკავოს მის ტერიტორიაზე მცურავი გემი, რომელმაც უკრაინული ხორბალი გაიტაცა. როგორც უკრაინული მხარე ამტკიცებს, გემმა უკრაინიდან რამდენიმე ათასი ტონა მარცვლეული წაიღო. არსებული ინფორმაციით გემის მიმართულება ოკუპირებული ბორდიანსკიდან თურქეთისკენაა.  აღნიშნულთან დაკავშირებით თურქეთის პოზიცია ამ ეტაპზე უცნობია.

მეტი...

„ცოტა იმედგაცრუებული დავრჩით, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ჩვენი ღონისძიება“ – კელი დეგნანი საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ დაპირისპირებაზე

ამერიკის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მმართველი გუნდის წარმომადგენლებსა და ტვ პირველის დამფუძნებლის ფიზიკურ დაპირისპირებაზე განცხადებას აკეთებს. როგორც ელჩი აცხადებს, იმედგაცრუებული დარჩა, რომ ამ ინციდენტმა გადაფარა ღონისძიება. „ამ ინფორმაციას ვსწავლობთ. არ ვიცი, თუ დაიწყო რაიმე კონკრეტული სამართლებრივი პროცესი ამ საკითხთან დაკავშირებით, თუმცა, ვიტყვი იმას, რომ ძალადობა არის მიუღებელი, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბოლო პერიოდში ვხედავთ ასეთ შემთხვევებს მედიის წინააღმდეგ. ასევე, შეშფოთებული ვართ ცნობებით იმის შესახებ, რომ რეგიონებში სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიმართ ძალადობა ხდება. ძალიან შემაშფოთებელია, როდესაც ძალადობით ხდება ხელის შეშლა ადამიანის უფლებების, რაც გულისხმობს შეკრების თავისუფლებას, სიტყვის…

მეტი...

საქართველოში ვაკანსიები არსებობს, კვალიფიციური კადრი კი არა – ელგუჯა მელაძე „მედიაცენტრ მთავარში“

„საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის“ პრეზიდენტის ელგუჯა მელაძის განცხადებით, ქვეყანაში სამუშაო ადგილები არსებობს, თუმცა, მისი შევსება ვერ ხდება. როგრც მელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ვაკანსიები სხვადასხვა მიმართულებით არსებობს, თუმცა კადრების დეფიციტია. „ბიზნესს აქვს ძალიან ბევრი მოთხოვნა სხვადახვა სპეციალისტების მიმართულებით. საუბარია უნარების მქონე ადამიანებზე, სხვადასხვა ტექნოლოგებთან დაკავშირებით. ეს არის როგორც სოფლის მეურნეობის სფეროში, ისე, არასასოფლო სამეურნეო სხვეროში. მნიშვნელოვანია, რომ როდესაც იქმნება სხვადასხვა პროგრამა, დასაწყისშივე კარგად უნდა იმართოს შრომითი რესურსები. წინააღმდეგ შემთხვევაში,  შეიძლება მივიდეთ ისეთ მომენტამდე, როცა შრომითი პოტენციალი იყოს შედარებით მცირე“ – განაცხადა ელგუჯა მელაძემ „მედიაცენტრ მთავარში“. მისივე შეფასებით, საქართველოში სპეციალისტები ძალიან ჭირს და კომპანიები…

მეტი...

„იყო უმძიმესი პროვოკაცია, პროვოკატორმა ეთიკისა და კანონის ფარგლებში მიიღო პასუხი“ – ირაკლი კობახიძე  

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განცხადებით, ის, რაც ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მოხდა, იყო უმძიმესი პროვოკაცია, რომელზეც „პროვოკატორმა“ შესაბამისი პასუხი მიიღო. „სამწუხაროა, რომ უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც კონკრეტული საელჩოს ტერიტორია გახდა პროვოკაციის მოწყობის არეალი. ეს არის ძალიან სამწუხარო. რაც შეეხება გაგრძელებას, ესეც მნიშვნელოვანი იყო, რომ ადამიანმა კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი და მისი პროვოკაცია არ დარჩა პასუხგაუცემელი. რაც შეეხება მანდატების დატოვებას, აბსურდია. იყო უმძიმესი პროვოკაცია და პროვოკატორმა ეთიკისა და კანონის ფარგლებში მიიღო პასუხი“ – აცხადებს კობახიძე ამერიკის საელჩოში ვატო წერეთელსა და „ქართული ოცნების“ დეპუტატებს შორის მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით. მისივე შეფასებით, მმართველი…

მეტი...

,,დეპოლარიზაციის ხელშესაწყობად, საქართველოს პარლამენტის ბაზაზე შეიქმნება პოლარიზაციის მონიტორინგის ჯგუფი”- ირაკლი კობახიძე

,,პოლიტიკური პოლარიზაცია არის ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი უმთავრესი გამოწვევაა. ამ  მოცემულობის შესაცვლელად, მნიშვნელოვანია, შემცირდეს რადიკალური დაპირისპირება პოლიტიკურ ძალებს შორის და გამოცხადდეს ერთგვარი მორატორიუმი აგრესიულ რიტორიკაზე,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის განცხადებით, მმართველი გუნდი უზრუნველყოფს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის  სათანადო დროში და შესაბამისი ხარისხით შესრულებას. „შეგახსენებთ, რომ აღნიშნული პუნქტების უმეტესობა არის ასოცირების დღის წესრიგის შემადგენელი ნაწილი, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის შეთანხმდა. მმართველი გუნდი უზრუნველყოფს ევროკავშირის მიერ დადგენილი 12 პუნქტის შესრულებას სათანადო დროში და სათანადო ხარისხით შემდეგი გეგმის შესაბამისად. პირველი პუნქტი პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირება. ეს პირველი…

მეტი...

დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონონპროექტი პარლამენტს 5 ოქტომბრამდე წარედგინება

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით,  დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტი პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა. ხოლო  პარლამენტის მიერ მიიღება არაუგვიანეს 29 ნოემბრისა. „საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტთან შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომლის შემადგენლობაში იქნებიან ყველა საპარალამენტო პარტიისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები. სამუშაო ჯგუფი იმუშავებს დეოლიგარქიზაციის კანონპროექტზე, რომელიც საქართველოს პარლამენტს ინიციატივის წესით წარედგინება არაუგვიანეს 5 ოქტომბრისა და პარლამენტის მიერ მიიღება არაუგვიანეს 29 ნოემბრისა“, – განაცახდა ირაკლი კობახიძემ.

მეტი...

,,კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი”- ირაკლი კობახიძე ვატო წერეთელზე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, დღეს გამართულ ბრიფინგზე  ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა. კობახიძის თქმით, ვატო წერეთელმა კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო შესაბამისი პასუხი. ,,რაც შეეხება, გუშინდელ სამწუხარო ინციდენტს. ძალიან სამწუხაროა, რომ უკვე მეორე შემთხვევა მოხდა, როდესაც კონკრეტული საელჩოს ტერიტორია გახდა პროვოკაციის მოწყობის არეალი. ამ ადამიანმა ( ვატო წერეთელმა) კანონისა და ეთიკის ფარგლებში მიიღო პასუხი და მისი პროვოკაცია არ დარჩა პასუხგაუცემელი,”- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის განმარტებით, მან იცის რა უთხრა ვატო წერეთელმა ანრი ოხანაშვილს. ,,ვიცით რა თქმა უნდა, თუმცა ამას არ გავიმეორებ ეთიკური მოსაზრებებიდან…

მეტი...

,,ჩვენი სამი თვალსაჩინო წევრის პარტიიდან წასვლა არის გულდასაწყვეტი”- თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანის განცხადებით, „ქართული ოცნებიდან“, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის წასვლა მისთვის გულდასწყვეტია. წულუკიანის თქმით, დეპუტატებს პარტიის შიგნით მიმდინარე სიახლეების, საზოგადოებისთვის უფრო მაღალი დოზით მიწოდების სურვილი გაუჩნდათ, რის გამოც დატოვეს ფრაქცია. „არ ვიქნები მართალი, თუ ვიტყვი, რომ ჩვენი სამი თვალსაჩინო წევრის პარტიიდან წასვლა არის ჩვეულებრივი მოვლენა. რა თქმა უნდა, ეს არის გულდასაწყვეტი. ვატიკანში გახლდით, როდესაც ეს მოხდა და თქვენი დახმარებით, მედიის მეშვეობით შევიტყვე ამ ამბის შესახებ და ვარ ძალიან გულდაწყვეტილი. თუმცა, აქ საუბარია, როგორც აღმოჩნდა იმაზე, რომ ის სიმართლე თუ სიმართლეები, თუ კულუარები…

მეტი...

,,საკმარისია მხოლოდ იყო უკრაინელი, რომ შენს სახლში ბომბი მოფრინდეს”- ოლენა ზელენსკა

,,დიდი ხანია უკვე აღარ არის საჭირო სტრატეგიული ობიექტის სიახლოვეს ცხოვრება, საკმარისია მხოლოდ იყო უკრაინელი, რომ შენს სახლში მოფრინდეს ბომბი,”- ამის შესახებ უკრაინის პირველმა ლედიმ ოლენა ზელენსკამ განაცხადა. ოლენა ზელენსკა რუსეთის ძალების მიერ, ოდესის ოლქში საკურორტო დასახლებაზე სამი სარაკეტო იერიში განახორციელებას ეხმიანება და აცხადებს, რომ უკრაინელები მუდმივი საფრთხის წინაშე არიან. ,,უკრაინა გააკეთებს ყველაფერს, რომ რუსეთის დანაშაულებს არც ერთი გამართლება არ მოეძებნოს მსოფლიოში. ბავშვები, რომლებიც იქ ჩავიდნენ რათა ცოტა ხნით მაინც დაევიწყებინათ ომი და გაეხსენებინათ, როგორია ზაფხულის არდადეგები ზღვასთან ახლოს. ბიჭი 12 წლის, შესაძლოა მათი მეგობარი, რომელსაც ჯერ კიდევ გუშინ ძილის წინ…

მეტი...

,,ეს არის ,,ალტ-ინფოს” პარტიული დაჯგუფება პარლამენტში”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი გიორგი ვაშაძე  „ქართული ოცნებიდან“, სოზარ სუბარის, მიხეილ ყაველაშვილის და დიმიტრი ხუნდაძის წასვლას ეხმაურება. ვაშაძის განცხადებით, პარტიიდან წასული დეპუტატები პარლამენტში „ალტ-ინფოს”  დაჯგუფებას წარმოადგენენ. „სამწუხაროდ, საქმე გვაქვს „ქართულ ოცნებასთან”, რომელმაც თავისი ერთი ნაწილი „ალტ-ინფოს” პარტიად აქცია და მეორე ნაწილი ვითომ მედასავლეთეა. ეს არის ,,ალტ-ინფოს” პარტიული დაჯგუფება პარლამენტში, არ მეგონა, რომ სოზარ სუბარი, რომელიც სახალხო დამცველი იყო ამ დონეზე დავიდოდა, ყაველაშვილს შეიძლება გავუგოთ, იმიტომ რომ ფეხბურთელია და ვერ იაზრებს რამდენად მძიმეა ის პროცესი, რომელშიც მონაწილეობს. ეს არის კატასტროფა და ,,ალტ-ინფო”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

მეტი...

,,თითქოს ევროპის მხარდამჭერი აქციაა არის ტყუილი, ნუ მიიღებთ მონაწილეობას საკუთარი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობაში”- თეა წულუკიანი 3 ივლისის აქციაზე

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, 3 ივლისს დაგეგმილი აქცია ვერაფერს მოიტანს და მოსახლეობას აფრთხილებს,ნურავის გამოაყენებინებთ თავს შავბნელი მიზნებისთვის. წულუკიანი მოქალაქეებს მოუწოდებს, არ მიიღონ მონაწილეობა 3 ივლისს დაგეგმილ აქციაში, რადგან აღნიშნული აქცია მისივე თქმით, არის საკუთარი ქვეყნის დესტაბილიზაციის მცდელობა. „დარწმუნებული ვართ, რომ 3 ივლისის აქცია ვერაფერს მოიტანს. მინდა, ყველა იმ ადამიანს ვუთხრა, რისთვისაც აწუხებენ, კარზე უკაკუნებენ, სოფელში აკითხავენ და ატყუებენ, ჩამოდი და ეს ევროპისაკენ მიმავალ გზაზე მხარდაჭერის აქციაა, რომ ეს არის მტკნარი სიცრუე. ნურავის გამოაყენებინებთ თავს შავბნელი მიზნებისთვის, რადგან ეს ქვეყანა, ამას ვამბობ როგორც მთავრობის წარმომადგენელი, გადის…

მეტი...

,,საკანონმდებლო ორგანოში იმ ადამიანების პასუხისმგებლობა უნდა დადგეს, ვინც იძალადა”- ხატია დეკანოიძე

„ძალადობას არანაირი გამართლება არ აქვს. ნებისმიერ ცივილიზაციაში, რა თანამდებობაც არ უნდა ეკავოს ადამიანს, როცა ის მეორე ადამიანზე ძალადობს, რა თქმა უნდა, ისჯება სისხლის სამართლებრივი პროცედურით,”- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ხატია დეკანოიძემ განაცხადა. დეკანოიძე ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირების ფაქტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ,,ქართული ოცნებისთვის“ ყველა მიუღებელია, ვინც მათი კრიტიკოსია. ,,ამერიკის საელჩოში მომხდარ ინციდენტს ვუყურებ, როგორც ერთ სურათს იმასთან მიმართებით, რაც ბოლო დღეების განმავლობაში ხდებოდა – რაც იყო ქუთაისში, ოზურგეთში და სხვადასხვა ქალაქში, როცა „ქართული ოცნება“ პირდაპირ ძალადობაზე მოუწოდებდა საკუთარ მომხრეეებს, საკრებულოსა და ფრაქციის წევრებს. პირადად მე, ეს ყველაფერი…

მეტი...

,,პუტინმა ომის დაწყების გადაწყვეტილება სულ მცირე ერთი წლით ადრე მიიღო, მას შეუძლია, გააგრძელოს ეს ომი დიდი ხნის განმავლობაში”- ოლაფ შოლცი

„ვფიქრობ, ამ ომის წარმოების გადაწყვეტილება მიღებული იყო ერთი წლით ადრე მის დაწყებამდე ან შესაძლოა, კიდევ უფრო ადრე, რადგან ის (პუტინი) ემზადებოდა ამისთვის, შესაბამისად, მას შეუძლია, გააგრძელოს ეს ომი დიდი ხნის განმავლობაში”- ამის შესახებ ​გერმანიის კანცლერმა  ოლაფ შოლცმა განაცხადა. გერმანიის კანცლერის განცხადებით, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციები რუსეთს დიდ ეკონომიკურ ზიანს აყენებს. „თქვენ გარკვეულწილად გესმით, რომ ეს (სანქციები)  ნამდვილად აყენებს პუტინს ზიანს და მას ესმის რუსეთის ეკონომიკაზე ჩვენი სანქციების ღრმა გავლენა. ეს ახლა ემართება ქვეყანას, რომელიც არ არის ძალიან განვითარებული, რომელსაც ნამდვილად სჭირდება დანარჩენი მსოფლიოს ტექნოლოგიები, რათა ჰქონდეს ცხოვრების ანალოგიური სტანდარტი, რათა…

მეტი...

,,ეს არის სახედაკარგული „ქართული ოცნების“ ნათელი მაგალითი, ეს არის ძალადობა, რითიც უნდათ ხალხის ნებასთან დაპირისპირება”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი, გიორგი ვაშაძე გუშინ, ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე მომხდარ ფიზიკურ დაპირისპირებასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ეს არის ძალადობა, რითიც უნდათ ხალხის ნებასთან დაპირისპირება. „სამწუხაროდ, ეს არის სახედაკარგული „ქართული ოცნების“ ნათელი მაგალითი. გუშინ და გუშინ წინ საქართველოს მასშტაბით ფიზიკური თავდასხმების მთელი კასკადი, ახლა უკვე დეპუტატები ჩაერთნენ ამ ყველაფერში. ეს არ არის ცალკე ამოგლეჯილი ერთი ფაქტი, ეს არის ძალადობა, რითიც უნდათ ხალხის ნებასთან დაპირისპირება. მე მათ ვეუბნები, ძალიან ცოტა დრო, უფრო და უფრო ცოტა დრო დაგრჩათ, გონს მოეგეთ. რა თავდასხმები ხალხნო? ან რა ამერიკის ელჩთან? რაზე ვსაუბრობთ საერთოდ. ამერიკის საელჩოსთან და…

მეტი...

,,ახალაიას საქმეზე გამოსული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მარცხია”- თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის თეა წულუკიანი სტრასბურგის სასამართლოს მიერ,  ბაჩო ახალაიას საჩივრების დაუშვებლად გამოცხადებას ეხმიანება. წულუკიანის თქმით, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მარცხია. „ახალაიას საქმეზე გამოსული სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი მარცხია. მორიგი მტკიცებულება, რომ ისინი საერთაშორისო სამართლებრივ დონეზე ვერასოდეს დაამტკიცებენ, რაც არ არის სიმართლე. კერძოდ, იმას, თითქოს პოლიტიკური ნიშნით დევნილი არიან და  არასდროს არაფერი ჩაუდენიათ. რასაკვირველია, მინდა, ყველას შევახსენო, რომ ევროპული სასამართლო სტრასბურგში გახლავთ საერთაშორისო ტრიბუნალებსა და სასამართლოებს შორის თუ ყველაზე არა, ერთ-ერთი ყველაზე რეპუტაციული საერთაშორისო სამართლებრივი ორგანო და მისი ვერდიქტი არის ძალიან ნიშანდობლივი. ეს ვერდიქტი ამ შემთხვევაში, მორიგჯერ ადასტურებს,…

მეტი...

,,კანდიდატის სტატუსის მიღებას 115 დღე დასჭირდა და გაწევრიანების გზას წლები არ უნდა დასჭირდეს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,უკრაინა იბრძვის ღირებულებებისთვის და ეს ღირებულება ახალი თავისუფალი ევროპული ოჯახის წევრობაა, სამშობლოს დღეს იარაღით ხელში ვიცავთ, ვიბრძვით მომავლისთვის და მშვიდობისთვის,”- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარესთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად, მან ხელი მოაწერა  ერთობლივ განცხადებას, რომელიც არის ხელისუფლების ყველა შტოს ერთიანობის ნიშანი და მტკიცებულება იმისა, რომ უკრაინის სტრატეგიულ მიზანს – ევროკავშირის სრულუფლებიანი წევრობა წარმოადგენს. ,,უკრაინა ახალ ისტორიას იწყებს და ეს ევროკავშირია. დღეს უკრაინა და ევროპა ერთად არიან. არა ისე როგორც 2 მეზობელი რომელთა შორის საზღვარია გავლებული, არამედ მხარეები რომლებსაც საერთო ევროპული ღირებულებები და მომავალი…

მეტი...

,,გვმართებს მეტი სიფრთხილე, რადგან აგონიაში მყოფი ძალა იკადრებს ყველაფერს”- თეა წულუკიანი

,,მმართველი გუნდის წარმომადგენლები ვართ მუდმივი თავდასხმის, მუდმივი შეურაცხყოფის ქვეშ, აქამდე ეს იყო ვერბალური, ახლა უკვე გადაზრდილი ფიზიკურ თავდასხმასა და შეურაცხყოფაში,”- ამის შესახებ საქართველოს საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა. წულუკიანი  აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, “ტვ პირველის” მფლობელ  ვატო წერეთელზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება და აცხადებს, რომ მმართველ გუნდს მეტი სიფრთხილე მართებს. „ჩემი აზრით, ეს ინციდენტი კიდევ ერთხელ მოწმობს და ადასტურებს, რომ ჩვენ, მმართველი გუნდის წარმომადგენლები ვართ მუდმივი თავდასხმის, მუდმივი შეურაცხყოფის ქვეშ, აქამდე ეს იყო ვერბალური, ახლა უკვე გადაზრდილი ფიზიკურ თავდასხმასა და შეურაცხყოფაში. გვივარდებიან ოჯახებში, აშინებენ სწორედ ამ ტელევიზიის წარმომადგენლები, რომელსაც…

მეტი...

,,საფრანგეთში საქართველოს ელჩს ევროინტეგრაციის გზაზე გამოცდილება არ ჰქონდა, ის არ შეესაბამებოდა თანამდებობას”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა, საფრანგეთში საქართველოს ელჩის, თეა კაკუტიას მიერ თანამდებობის დატოვებას ეხმიანება. მისი თქმით, თეა კატუკიას ევროინტეგრაციის გზაზე შესაბამისი უნარ-ჩვევები, ხედვა და გამოცდილება არ აღმოაჩნდა. „როგორც ინფორმაცია მაქვს, კატუკია საგარეო საქმეთა სამინისტროს კარიერული წარმომადგენელი არ იყო, ის იყო სალომე ზურაბიშვილის მეგობარი და საფრანგეთის ელჩის თანამდებობაზე მისი გადაწყვეტილებით დაინიშნა. სამწუხაროდ, ისე აღმოჩნდა, რომ ევროინტეგრაციის გზაზე უნარ-ჩვევები, ხედვა და გამოცდილება არ ჰქონდა. საფრანგეთის საელჩოში, გუნდში, შიგნით სავარაუდოდ გარკვეული გაუცხოება ჰქონდა და ის გამოიწვიეს. ის, რომ მნიშვნელოვან პოზიციებზე არაკომპეტენტური კადრები არ უნდა დაინიშნონ, სწორედ ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მივმართეთ, რომ კომპეტენციები გაიმიჯნოს,…

მეტი...

,,სამწუხაროდ, შეხლა-შემოხლა ვერ ავირიდეთ”- ბექა ოდიშარია ოხანაშვილი-წერეთლის დაპირისპირებაზე

პარლამენტის დიასპორის კომიტეტის თავმჯდომარე ბექა ოდიშარია აშშ-ის საელჩოს ტერიტორიაზე, “ტვ პირველის” მფლობელ  ვატო წერეთელზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება. მისი თქმით, შეფასებებზე, ფაქტებსა და მოვლენაზე მას შემდეგ ისაუბრებს, რაც გასაჯაროვდება კადრები. „ამერიკის საელჩოში მომხდარ ინციდენტზე ვიდრე კამერები არ გასაჯაროვდება, არანაირ შეფასებებში შესვლას არ ვაპირებ. გეტყვით იმას, რაც ჩემი ორი თვალით დავინახე და ორი ყურით გავიგონე – ღონისძიების შემდეგ, რამდენიმე კოლეგა გასასვლელისკენ ერთმანეთის მიყოლებით მივდიოდით, რა დროსაც საოცრად აღელვებული ანრი ოხანაშვილი გამოჩნდა, რომელსაც ექვსი წელია, ვიცნობ და მსგავსი არაფერი მინახავს, კაცს ფერი არ ედო სახეზე. მან ისაუბრა უმძიმესი შეურაცხყოფის შესახებ, რომელიც მას მიაყენეს…

მეტი...

ოდესაში დაღუპულთა რიცხვი  19-მდე გაიზარდა

ოდესის საოლქო პროკურატურის ინფორმაციით,  ოლქში რუსეთის სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი  19-მდე გაიზარდა. გარდაცვლილებს შორის 11 წლის ბავშვია. ჰოსპიტალიზებულია 38 დაშავებული, მათგან ექვსი ბავშვი. ორი დაშავებულის მდგომარეობა მძიმეა. შეგახსენებთ,  რუსეთის ძალებმა ოდესის ოლქში საკურორტო დასახლებაზე სამი სარაკეტო იერიში განახორციელეს.

მეტი...

,,თეა კატუკიამ ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება”- საგარეო უწყება

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო საფრანგეთში საქართველოს ელჩის, თეა კატუკიას მიერ თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადებას ავრცელებს. საგარეო უწყების ცნობით, ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით. „გაკვირვებული ვართ ქ-ნი თეა კატუკიას მხრიდან საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართ წაყენებული ცილისმწამებლური ბრალდებებით. ელჩმა თანამდებობა დატოვა მასთან წინასწარი კონსულტაციის საფუძველზე, რა დროსაც ქ-ნ თეა კატუკიას განემარტა, რომ უწყება არ იყო კმაყოფილი მისი საქმიანობით საფრანგეთში ელჩად ყოფნის პერიოდში. სამწუხაროდ, მან ვერ უზრუნველყო მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობების ჯეროვნად შესრულება და ევროპის ამ უმნიშვნელოვანეს ქვეყანაში,…

მეტი...

,,ვფიქრობ „ტვ პირველის“ დამფუძნებლის მხრიდან ეს იყო პროვოცირებული და დაგეგმილი აქცია”- გია ვოლსკი

,,ვატო წერეთლის ტყუილი იმის თაობაზე, რომ ოთხი დეპუტატი თავს დაესხა გაუმართლებლად და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ეს მიუთითებს იმაზე, სად მიდის ამ პროვოკაციის ფესვები,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკიმ განაცხადა. ვოლსკის თქმით, ,,ტვ პირველის“ დამფუძნებლის მხრიდან  იყო პროვოცირებული და უკიდურესად მძიმე შეურაცხყოფა, რომელმაც  ანრი ოხანაშვილი წყობიდან გამოიყვანა. „არც ამერიკის საელჩოს ტერიტორიაზე და არც სხვაგან გამართლებული არ არის ძალადობა და ფიზიკური დაპირისპირება. საინტერესო იქნებოდა, თავად წერეთლის განმარტებები, თუმცა მისი ტყუილი იმის თაობაზე, რომ ოთხი დეპუტატი თავს დაესხა გაუმართლებლად და ყოველგვარი წინაპირობის გარეშე, ეს მიუთითებს იმაზე, სად მიდის ამ პროვოკაციის ფესვები.…

მეტი...

მარიუპოლში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

მარიუპოლის მერის მრჩეველის პიოტრ ანდრიუშენკოს ინფორმაციით, ქალაქში კიდევ ერთი მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს. ანდიუშენკოს განცხადებით, მასობრივი სამარხში ასზე მეტი ცხედარი არის აღმოჩენილი, რომელთა დაკრძალვისთვის ოკუპანტებს არ ,,სცალიათ”. „ახალი ძმათა სასაფლაო ლევობერეჟიეს ნანგრევების ქვეშ. კიევის ქუჩა 53. კვლავ 100-ზე მეტი ცხედარი თებერვლის ბოლოდან. საოკუპაციო ხელისუფლება იმდენად არის გატაცებული აღდგენის სურათის შექმნით, რომ დაკრძალვისთვის არ სცალიათ. ქუჩაში მოწყობილი დროებითი საფლავები თანდათან მუდმივად იქცევა“, – აცხადებს ანდრიუშენკო.

მეტი...

,,ჩემი მხრიდან იყო ადეკვატური პასუხი, მე არ გავცდენილვარ საზღვრებს და ფარგლებს”- ანრი ოხანაშვილი

,,მე არ გავცდენილვარ საზღვრებს, როდესაც ადამიანის ღირსებას ეხები, იქ გაქვს მოქმედების უფლება და მე ვიმოქმედე პროპორციულად,”- ასე ეხმიანება „ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი “ტვ პირველის” მფლობელზე, ვატო წერეთელზე თავდასხმის ფაქტს. ოხანაშვილის განცხადებით, მან  კარგად იცის თმენის ვალდებულების შესახებ, თუმცა მისივე თქმით ყველა ადამიანს აქვს უფლება, იმოქმედოს მისი ღირსების დაცვისთვის. „ეს იყო პროპორციული პასუხი. ჩემი მხრიდან არ მომხდარა არც ღირსების შემლახველი და არც აბსოლუტურად არაადეკვატური პასუხი, ეს იყო პროპორციული, ადეკვატური რეაქცია და პასუხი უბინძურეს პროვოკაციაზე. გასაჯაროვდეს ყველა კადრი, ყველას გადაადგილება, ყველა ტრაექტორია. იქ იყვნენ ადამიანები, რომლებმაც დაინახეს, როგორ მოვიდა, მომიახლოვდა, გამიყვანა…

მეტი...

ფოთში გიგი უგულავასა და ლევან თარხნიშვილს მოქალაქეები დაუპირისპირდნენ

“შინ ევროპისკენ” კამპანია რეგიონებში  პროვოკაციების და ხმაურის  ფონზე მიმდინარეობს. ამჯერად, ფოთში, „ გიგი უგულავასა და ლევან თარხნიშვილს, საინფორმაციო ბროშურების დარიგებისას მოქალაქეთა გარკვეული ჯგუფი დაუპირისპირდა. „სრულიად სახე დაკარგეს და ამას განსაკუთრებით ნათლად ვხედავთ უკანასკნელი დღეებია. ფაქტი არის ერთი, მოსახლეობა მიხვდა, სად მიექაჩება ამ ქვეყანას ბიძინა ივანიშვილი. საცოდავად გამოიყურებიან, მოდიან და ყიყინებენ რაღაცებს“, – განაცხადა გიგი უგულავამ.  

მეტი...

,,უკრაინა ერთადერთი ქვეყანაა აღმოსავლეთ სამეზობლოში, რომელმაც მიიღო კანონი ოლიგარქების წნეხის დასაძლევად, ამისთვის შეგაქებთ”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

,,მე მჯერა უკრაინის ევროპული მომავალის“,- ამ სიტყვებით, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა უკრაინის რადას სპეციალურ სესიაზე დეპუტატებს მიმართა. ლაიენის განცხადებით, ევროკავშირი იდგება უკრაინის გვერდით, რამდენი ხანიც იქნება საჭირო. „პუტინის არმია აგრძელებს უკრაინელების მკვლელობას. ისინი აგრძელებენ თქვენი მიწების ოკუპაციას. იპარავენ თქვენს ხორბალს და ბომბავენ ქალაქებს. თქვენ გაბედულად იბრძვით და ევროპა თქვენ გვერდით იდგება, რამდენი ხანიც იქნება საჭირო. ჩვენ არ მოვისვენებთ, ვიდრე თქვენ არ გაიმარჯვებთ. უკრაინამ ევროკავშირში გაწევრიანების განაცხადი რუსეთის შეჭრიდან რამდენიმე დღეში შეავსო. თქვენ შეძელით ყველა საჭირო ინფორმაციის მოწოდება რეკორდულად მოკლე ვადაში. ჩვენ ევროპულ ინსტიტუტებში დღე და ღამე ვმუშაობთ თქვენს…

მეტი...

,,ნერვებმა უმტყუნა ადამიანს”- მიხეილ სარჯველაძე ოხანაშვილზე

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ტვ პირველის” მფლობელზე, ვატო წერეთელზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ანრი ოხანაშვილს ნერვებმა უმტყუნა, რადგან ვატო წერეთელმა მას მძიმე შეურაცხყოფა მიაყენა. ,,იქ მოხდა მარტივად რომ ვთქვათ მძიმე პროვოკაცია, მძიმე პროვოკაცია იმისა რასაც შეიძლება გამოეწვია კონფლიქტი, ამას მოჰყვა შელაპარაკება, მძიმე შეურაცხყოფას რომელზეც კონკრეტულად ვერ ვსაუბრობ, და ადამიანურად, ასე ვთქვა, ისეთი ფორმით ამასთან დაპირისპირება, რომელსაც შეგვიძლია დავარქვათ, რომ ნერვებმა უმტყუნა ადამიანს ისეთი მძიმე იყო შეურაცხყოფა, რომელიც მიაყენეს ადამიანს. ეს არის და ეს რაც მოხდა, ამის ისე წარმოჩენას, რომ იქ ვინმე გაუფრთხილებლად ვინმე…

მეტი...

PSP წლის ორი უმნიშვნელოვანესი ბიზნეს დაჯილდოვების – „ოქროს ბრენდი 2021“ და „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXII“-ის გამრჯვებულია

25 ივნისს „ბიზნეს ოსკარად“ წოდებული „ოქროს ბრენდის“ დაჯილდოვებაზე PSP კვლავ N1 ფარმაცევტულ ბრენდად აღიარეს. 29 ივნისს „ეროვნული ბიზნეს რეიტინგი XXI“-ის დაჯილდოვებაზე ნომინაციაში -„უმსხვილესი დამსაქმებელი, მომხმარებლის არჩევანი, მომსახურების ევროპული სტანდარტი“ PSP წლის საუკეთესო კომპანიად დასახელდა. ბიზნეს რეიტინგის მიხედვით საქართველოში მოღვაწე კომპანიების დაჯილდოვების ცერემონია ჰოლდინგ „ჯორჯიან თაიმსის“ ორგანიზებით „სევსამორა რეზორტ & სპა ჰოტელში“ ჩატარდა. ექსპერტების მიერ უკვე 22-ედ გამოვლინდნენ წლის საუკეთესო კომპანიები, რომელთაც წლის განმავლობაში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვთ ქვეყნის ეკონომიკის გაძლიერებაში. Global Idea -ს და The FINANCIAL -ის მიერ ორგანიზებული, ბიზნესის ოსკარად წოდებული ოქროს ბრენდის რიგით მეჩვიდმეტე დაჯილდოვების ცერემონიალი სასტუმრო „ჰოთელს &…

მეტი...

,,ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი ადამიანი, ვერც ერთი ქართველი, ვინც ამ საქციელთან მიმართებაში რეაქციას ვერ გამოავლენდა”- ანრი ოხანაშვილი

„ქართული ოცნების“ წევრი ანრი ოხანაშვილი “ტვ პირველის” მფლობელზე, ვატო წერეთელზე თავდასხმის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. ოხანაშვილის თქმით, მას ვერ წარმოუდგენია ვერც ერთი ადამიანი, ვერც ერთი ქართველი, ვინც მსგავს  პროვოკაციაზე რეაქციას ვერ გამოავლენდა. ამასთან,  ოხანაშვილი გუშინდელი ინციდენტის კადრების გასაჯაროებას ითხოვს და ვატო წერეთელს  ექსპერტიზის ჩატარებისკენ მოუწოდებს. „აქ საუბარი არ არის რაღაც კრიტიკულ დამოკიდებულებაზე, პერსონალურ სიტყვაზე, ეს იყო აბსოლუტურად გამიზნული, როგორც ჩანს, დაგეგმილი უბინძურესი საქციელი. მე ვერ წარმომიდგენია ვერც ერთი ადამიანი, ვერც ერთი ქართველი, ვინც ამ საქციელთან მიმართებაში რეაქციას ვერ გამოავლენდა. ეს იყო სიბილწის საზღვარი, თუ შეიძლება, რომ ყველაფერს გასცდე, იკადრო და…

მეტი...

საფრანგეთში საქართველოს ელჩი, საგარეო უწყების მხრიდან ზეწოლის გამო თანამდებობას ტოვებს

საფრანგეთში საქართველოს ელჩი, თეა კაკუტია თანამდებობას საგარეო უწყების მხრიდან ზეწოლის გამო თანამდებობას ტოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას თეა კატუკია სოციალურ ქსელში ავრცელებს. მისი თქმით, გადადგომის თაობაზე მის გადაწყვეტილებას წინ უძღოდა საგარეო საქმეთა სამინისტროს მხრიდან ელჩის თანამდებობაზე დანიშვნის პირველი დღიდან მუდმივ რეჟიმში განხორციელებული ზეწოლა. „დღეს მე ვტოვებ საფრანგეთის რესპუბლიკაში საქართველოს ელჩის თანამდებობას. პირველ მაისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს წარვუდგინე გადადგომის თაობაზე ჩემი განცხადება, რომელიც ძალაში შევიდა დღეს პირველ ივლისს. მსურს, მადლობა გადავუხადო საქართველოს პრეზიდენტს, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილს იმ ნდობისთვის, რომელიც მან 2019 წელს გამომიცხადა ელჩის თანამდებობაზე ჩემი კანდიდატურის წარდგენით. ჩემთვის აღნიშნული თანამდებობა…

მეტი...

უკრაინამ რუსეთთან სავიზო რეჟიმი აამოქმედა

უკრაინის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის ხელმძღვანელის სერგეი დეინეკოს ინფორმაციით, დღეიდან უკრაინამ რუსეთთან სავიზო რეჟიმი აამოქმედა. „დღეიდან საზღვარზე ამოქმედდა მთავრობის გადაწყვეტილება რუსებისთვის უვიზო მიმოსვლის შეწყვეტის შესახებ. სავიზო რეჟიმი ასევე საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოება. ამიერიდან რუსეთის თითოეულ მოქალაქეს მოუწევს, წინასწარ დაასაბუთოს უკრაინაში გამგზავრების მიზანი. თუმცა, მინდა, გავაფრთხილო რუსეთის მოქალაქეები: იმ შემთხვევაშიც კი, თუ ვიზას მიიღებთ, ნუ მოდუნდებით! ეს არ უზრუნველყოფს უკრაინაში დაუბრკოლებლივ შესვლას, რადგან ვიზის მფლობელები უნდა პასუხობდნენ უკრაინის საზღვრის გადაკვეთის სხვა პირობებსაც. მესაზღვრეები მათ აუცილებლად შეამოწმებენ. დასაბუთებული საფუძველის არსებობის შემთხვევაში კი, ვიზა ადგილზევე გაუქმდება“, – წერს დეინეკო.

მეტი...

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ თბილისში 600 კგ-მდე მავნედ მიჩნეული ხორცი

სურსათის ეროვნული სააგენტოს ცნობით, თბილისის საქალაქო სამსახურის ინსპექტორებმა, ხორცისა და ხორცპროდუქტების 9 სარეალიზაციო ობიექტი შეამოწმეს. სამ ობიექტს, კრიტიკული შეუსაბმობებისთვის (დარღვეული სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, ეტიკეტირების წესი და შენახვის პირობები) შეუჩერდა საწარმოო პროცესი, ასევე გამოვლინდა და დაილუქა 600 კგ-მდე მავნედ მიჩნეული ხორცი. ,,კრიტიკული შეუსაბამობები გამოვლინდა შემდეგ ბიზნესოპერატორებთან: • შპს უნივერსალი, ს/კ 454407641 – ხორცისა და ხორცპროდუქტების წარმოება, გადამუშავება და კონსერვირება, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რაფაელ აგლაძის N32, შენობა N38 (ტემპერატურული რეჟიმისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა); ბიზნესოპერატორი დაჯარიმდა 1000 ლარის ოდენობით და შეუჩერდა საწარმოო პროცესი. • ი/მ – ხორცის რეალიზაცია, ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი,…

მეტი...

რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთს ჯერ კიდევ შეუძლია შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების დაბლოკვა

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის განცხადებით, თურქეთს ჯერ კიდევ შეუძლია შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების დაბლოკვა, თუ ეს ორი ქვეყანა ანკარასთან გაფორმებულ მემორანდუმში გაწერილ პუნქტებს არ შეასრულებს. „ცხადია, ეს მემორანდუმი არის მხოლოდ დასაწყისი, მთავარი არის დადებული პირობის შესრულება. შემდეგ პერიოდში ჩვენ ზედმიწევნით დავაკვირდებით მემორანდუმში ჩაწერილი საკითხების შესრულებას და შესაბამისად გადავდგამთ ჩვენს ნაბიჯებს“, – აღნიშნა ერდოღანმა. ცნობისთვის, თურქეთმა, შვედეთმა და ფინეთმა სამმხრივი მემორანდუმი 29 ივნისს გააფორმეს. თურქეთმა სწორედ აღნიშნული შეთანხმების საუძველზე დაუჭირა მხარი, ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას.

მეტი...

,,ძალიან გული მწყდება, რომ ამ ინციდენტს არ შევსწრებივარ”- იაგო ხვიჩია ოხანაშვილი-წერეთლის დაპირისპირებაზე

პარტია გირჩის ერთ-ერთი ლიდერი იაგო ხვიჩია,  “ტვ პირველის” მფლობელზე, ვატო წერეთელზე თავდასხმის ფაქტთს ეხმიანება. ხვიჩია თქმით, ჩხუბი და ხელის დარტყმა დასაგმობია, განსაკუთრებით კი, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს ტერიტორიაზე. ,, ძალიან გული მწყდება, რომ ამ ინციდენტს არ შევსწრებივარ, ამიტომ მიჭირს ამაზე საუბარი. ამერიკის ტერიტორიაზე ჩხუბი მისაბაძი საქციელი არ არის, საქართველოს ტერიტორიაზე სჯობდა. მე არ ვიცი, რამდენად გვქონდა ძალადობასთან საქმე, არ შევსწრებივარ. ძალადობა რა თქმა უნდა, დასაგმობია და ორჯერ და ათჯერ მეტად არის დასაგმობი ისეთ ადგილას, სადაც ეს ძალადობა მოხდა, თუ მოხდა. ჩხუბი და ხელის დარტყმა მეგობარი ქვეყნის მიღებაზე კარგი ამბავი არ…

მეტი...

თურქეთში, ხოფასთან ავტობანზე კლდე ჩამოიშალა – არის მსხვერპლი

თურქული მედიის ინფორმაციით, თურქეთში, საზღვრისპირა ქალაქ ქემალფაშასა და ხოფას შორის მდებარე ავტობანზე, კლდე ჩამოიშალა და ლოდები ტრაილერების რიგს დაეცა. შემთქვვევა დაახლოებით დილის 8 საათისათვის მოხდა. არსებული ცნობით,  შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი, ორი კი მძიმედ დაშავდა. წინასწარი ინფორმაციით, ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები არ დაშავებულან.

მეტი...