,,არ მგონია, ქართველი ხალხის ნება იყოს, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება”- თორნიკე რიჟვაძე

არ მგონია, ქართველი ხალხის ნება ან ჩვენი წინაპრების ოცნება იყოს, რომ ლიბერასტების ჩრდილოვან კაბინეტს გადავცეთ ხელისუფლება, – ამის შესახებ აჭარის მთავრობის სხდომაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მეთაურმა, თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა. რიჟვაძის თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ, გამოიწვიონ განსაკუთრებული უკმაყოფილება მოსახლეობაში, თუმცა მისივე განმარტებით,  ისინი ამ მიზანს ვერ მიაღწევენ. „დღეის მდგომარეობით, შემიძლია, დაბეჯითებით გითხრათ, რომ აჭარის რეგიონში, განსაკუთრებით კი ბათუმში სრულად არის აღდგენილი 2019 წლის ტურისტული ნაკადები, რაც ნიშნავს, რომ ჩვენი გეგმა, რომელიც ტურიზმის აღდგენას ეხებოდა, სრულად მოქმედებს. მაისის თვეში ჩვენ გვქონდა 87%-იანი აღდგენა და უკვე, ივნისის ბოლო დღეების მონაცემების ანგარიშით,…

მეტი...

,,ხშირად საუბრობენ ზვიად გამსახურდიაზე, მაგრამ სინამდვილეში მიმბაძველები არიან: სიგუას, კიტოვანის და იოსელიანის”- რატი იონათამიშვილი ოპოზიციაზე

,,მოსახლეობა ხედავს, რომ ჯერ ჯერობით „ქართული ოცნება“ არის ის პასუხისმგებლიანი პარტია, რომელიც 12 პუნქტის განხორციელებისკენ დგამს ნაბიჯებს, რადიკალური ოპოზიცია კი, ხელს უშლის ამ პუნქტების შესრულებას,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ხშირად საუბრობენ ზვიად გამსახურდიაზე, მაგრამ სინამდვილეში, მიმბაძველები არიან თენგიზ სიგუასი, იოსელიანის, კიტოვანის და იმ ადამიანების, ვინც თავის დროზე საქართველოს დიდი უბედურება დამართეს. „ხშირად, ეს ადამიანები საუბრობენ ზვიად გამსახურდიაზე, მაგრამ სინამდვილეში, მიმბაძველები არიან თენგიზ სიგუასი, იოსელიანის, კიტოვანის და იმ ადამიანების, ვინც თავის დროზე საქართველოს დიდი უბედურება დამართეს. სამწუხაროდ, მაშინ ქვეყანა სუსტი იყო და საფრთხეების…

მეტი...

უკრაინაში დაღუპულ ალუდა ზვიადაურს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ

უკრაინაში ოკუპანტების წინააღმდეგ ბრძოლაში დაღუპულ ქართველ მებრძოლს, ალუდა ზვიადაურს დღეს სამხედრო პატივით დაკრძალავენ. სამოქალაქო  პანაშვიდი ქაშუეთის ტაძარში გაიმართა, რის შემდეგაც გარდაცვლილი სამხედროს ცხედარი საგარეჯოს რაიონის სოფელ გომბორში, საკუთარ სახლში გადაასვენეს. 42 წლის ალუდა ზვიადაური  18 ივნისს, ლუგანსკის ოლქის ქალაქ სევეროდონეცკში დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, ზვიადაურს ფრონტის ხაზიდან დაჭრილი თანამებრძოლი გამოჰყავდა, რა დროსაც ოკუპანტებმა ზურგში ტყვია ესროლეს. საერთო ჯამში,  უკრაინაში რუსეთის აგრესიას 16 ქართველის სიცოცხლე შეეწირა.

მეტი...

,,ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს”- თომას ჰენდრიკ ილვესი კობახიძეს

ესტონეთის ყოფილი პრეზიდენტი, თომას ჰენდრიკ ილვესი “ქართული ოცნების” თავმჯდომარეს, ირაკლი კობახიძეს მიმართავს. ილვესი კარლ ბილდტზე, ირაკლი ღარიბაშვილისა და ირაკლი კობახიძის მიერ გაკეთებულ განცხადებებეს ეხმაურება. “როცა ორმოში ხარ, შეწყვიტეთ თხრა. როცა ასე ღრმად ხარ, უბრალოდ გააგრძელე ჩინეთამდე. ევროპას შენთვის ადგილი არ აქვს”, – წერს ილვესი სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში”. ,,კარლ ბილდტი აიჭრა, რადგან ღარიბაშვილმა მიზანში მოარტყა”- ირაკლი კობახიძე კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

მეტი...

ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებით, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება

ერთიანი ეროვნული გამოცდების დაწყებასთან დაკავშირებით, აბიტურიენტთა და დასაქმებული პერსონალის დროულად გამოცხადებისა და შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, 4 ივლისიდან 27 ივლისის ჩათვლით, საგამოცდო ცენტრების მიმართულებით, ავტობუსების დამატებითი მარშრუტები დაინიშნება. ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „N39, N173, N177, N191 და N175 საჯარო სკოლების მიმართულებით  გადაადგილება შესაძლებელი იქნება   მეტროსადგურ „ახმეტელის თეატრის“ მიმდებარე ტერიტორიიდან, ხოლო N117 საჯარო სკოლის მიმართულებით გადაადგილება შესაძლებელი იქნება მეტროსადგურ „ვარკეთილიდან“. რაც შეეხება N103 საჯარო სკოლას, აღნიშნული საგამოცდო ცენტრის მიმართულებით ავტობუსი გავა მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან“, – განაცხადა თბილისის მერმა. მისი თქმით. აღნიშნული მიმართულებით ავტობუსი…

მეტი...

კახა კალაძემ საზოგადოებას ვანდალიზმის ფაქტების წინააღმდეგ გაერთიანებისკენ მოუწოდა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, თბილისში ვანდალიზმის ფაქტები გახშირდა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, ახლად რეაბილიტირებულ და მოწესრიგებულ რეკრეაციულ სივრცეებში ინფრასტრუქტურის დაზიანება მიზანმიმართულად ხდება. „ჩვენთვის ძალიან მტკივნეულია ვანდალიზმის მოხშირებული ფაქტები, რადგან ბოლო წლებში თბილისში ბევრი კარგი პროექტი განხორციელდა. ჩვენი დედაქალაქი დღითიდღე ლამაზდება, თუმცა, სამწუხაროდ, ახლად რეაბილიტირებულ პარკებში, სკვერებში მიზანმიმართულად ხდება ინფრასტრუქტურის დაზიანება, რაც საწყენია. ამ ყველაფერში უამრავი თანხა იხარჯება, კეთდება ჩვენთვის, ჩვენი შვილებისთვის, ამ ქალაქში მცხოვრებლებისთვის. თუ ჩვენ საპარკე ინფრასტრუქტურას დავამტვრევთ, მცენარეებს მოვიპარავთ და სახლში წავიღებთ, მაშინ ყველაფერს აზრი ეკარგება“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა. კახა კალაძემ საზოგადოებას მხარდაჭერისკენ მოუწოდა, რომ…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი მადრიდში ნატო-ს სამიტში მიიღებს მონაწილეობას

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დელეგაციასთან ერთად, მადრიდში ნატო-ს სამიტში მონაწილეობის მისაღებად გაემგზავრა. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. მათივე ცნობით, საქართველოს მთავრობის მეთაური სამიტზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა მიიწვია. „მადრიდში ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ღარიბაშვილი ორმხრივ მაღალი დონის შეხვედრებსაც გამართავს. საქართველოს დელეგაციაში, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ხელმძღვანელობს, საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი, თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი რევაზ ჯაველიძე იმყოფებიან“, – ნათქვამია ინფორმაციაში. შეგახსენებთ, დღეს ესპანეთის დედაქალაქ მადრიდში NATO-ს სამიტი იწყება, რომელმაც ალიანსის ახალი სტრატეგიული კონცეფცია უნდა დაამტკიცოს უკრაინაში პუტინის ომისა და რუსეთისგან მომდინარე საფრთხეების გათვალისწინებით.

მეტი...

 ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება სპეციალური რეჟიმით აღდგა

ჟინვალი-ბარისახო-შატილის გზაზე ავტოტრანსპორტის გადაადგილება სპეციალური რეჟიმით აღდგა. ამის შესახებ ინფორმაციას საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. „შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ჟინვალი-ბარისახო- შატილის გზის კმ1-კმ22 მონაკვეთზე, ჩატარებული ინტენსიური სამუშაოების შედეგად, ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აღდგენილია, ხოლო კმ22-კმ106 მონაკვეთზე დასაშვებია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტის გადაადგილება. შეგახსენებთ, რომ 26-27 ივნისს მოსულმა უხვმა ნალექმა ჟინვალი-ბარისახო-შატილის საავტომობილო გზაზე რამდენიმე მონაკვეთი დააზიანა. უხვი ნალექის შედეგად, ამავე საავტომობილო გზის კმ43 და კმ45 მონაკვეთზე, ადიდებულმა მდინარე არაგვმა დააზიანა გზის სავალი ნაწილი, რის გამოც, კმ43-კმ50 მონაკვეთზე აკრძალული იყო ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

მეტი...

,,უკრაინის ნატო-ში შესვლამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს”- დიმიტრი მედვედევი

რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი იმუქრება. მისი თქმით, თუ უკრაინას ნატო-ს წევრი სახელმწიფო გახდება, შესაძლოა მესამე მსოფლიო ომი დაიწყოს და მსოფლიო ტოტალუტი კატასტროფის წინაშე აღმოჩნდეს. ,,უკრაინის ნატო-ში შესვლამ შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომი გამოიწვიოს, თუ ის შემდგომში შეეცდება ყირიმის ხელყოფას.ჩვენთვის ყირიმი რუსეთის ნაწილია. ყირიმის ხელყოფის ნებისმიერი მცდელობა ჩვენი ქვეყანისთვის ომის გამოცხადებაა და თუ ნატო-ს წევრი ქვეყანა ამას გააკეთებს, ეს არის კონფლიქტი მთელ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსთან. მესამე მსოფლიო ომი. ტოტალური კატასტროფა”, – განაცხადა მედვედევმა.

მეტი...

,,რუსული ნავთობის ყიდვა და ტრანსპორტირება ნიშნავს ტერორისტებისთვის ფულის მიცემას“- ვოლოდიმირ ზელენსკი

„მსოფლიოში ყველამ უნდა იცოდეს, რომ რუსული ნავთობის ყიდვა და ტრანსპორტირება, რუსულ ბანკებთან კავშირების შენარჩუნება, რუსეთის სახელმწიფოსთვის გადასახადების გადახდა ნიშნავს ტერორისტებისთვის ფულის მიცემას“, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ზელენსკის თქმით, უკრაინას თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა სჭირდება ოკუპანტებზე ზეწოლის გასაძლიერებლად. „ამიტომ ომი შეიძლება, არ გაჭიანურდეს, თუ ყველა ერთად შევძლებთ ოკუპანტებზე ზეწოლას და მათ განდევნას ჩვენი უკრაინული მიწიდან. რაც უფრო მალე მოხდება ეს, მით უფრო მეტი სიცოცხლე შენარჩუნდება. ჯერ კიდევ ფართომასშტაბიანი ომის დაწყებამდე ჩვენ ვეუბნებოდით პარტნიორებს, რომ გვჭირდება თანამედროვე რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვა. ვიმეორებდით ამას 24 თებერვლის შემდეგაც. კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრში ადამიანები…

მეტი...

მისურიში სამგზავრო მატარებელი სატვირთო მანქანას დაეჯახა – დაიღუპა 3 ადამიანი

მისურის შტატში სამგზავრო მატარებელი სატვირთო მანქანას დაეჯახა და ლიანდაგებიდან გადავიდა. შემთხვევის შედეგად გარდაიცვალა სამი და დაშავდა 50-ზე მეტი ადამიანი. სარკინიგზო ინციდენტის დროს ლოს-ანჯელესი ჩიკაგოს მატარებელში დაახლოებით 243 მგზავრი იმყოფებოდა. შემთხვევა ქალაქ მენდონთან მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის ორი მატარებელში იმყოფებოდა, მესამე კი სატვირთო მანქანის მძღოლი იყო.

მეტი...

,,ეროვნულ თანხმობით შევაბიჯებთ კიდევ ევროპაში, თუ ვიქნებით ერთიანნი და დავივიწყებთ ქიშპობას”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ვატიკანში საქართველოსა და წმინდა საყდარს შორის დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა, საიდანაც საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს მიმართა. „მინდა, აქედან [ვატიკანიდან] მივმართო საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს! თქვენო უწმინდესობავ, თქვენ გუშინ მიანიჭეთ სრულიად საქართველოს დიდი ბედნიერება. როცა თქვენი „ავემარია“ გაჟღერდა „სიქსტის კაპელაში“, მაშინ ჩვენ თქვენთან ერთად და თქვენ ჩვენთან ერთად დაამტკიცეთ, რომ ჩვენ ევროპაში ვართ, ევროპის გულში და ეს ყველასთვის უდიდესი სიამაყე და უდიდესი სიხარული იყო. სიხარული იმ დროს, როცა სასიხარულო ბევრი რამ არ არის ამ ქვეყნად. ეს არის ის ნიშანი, როცა საქართველო შემოდის „სიქსტის კაპელაში“, ეს…

მეტი...

ლისიჩანსკზე სარაკეტო დარტყმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა

ლუგანსკის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ლისიჩანსკზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმის შედეგად რვა ადამიანი დაიღუპა,  23 პირი კი დაშავდა. სარაკეტო თავდასხმამდე  გაიდაი მოქალაქეებს მოუწოდებდა, სასწრაფოდ დაეტოვებინათ ლისიჩანსკი მოსალოდნელი, რეალური საფრთხის გამო. შეგახსენებთ, ლისიჩანსკი ლუგანსკის ოლქში უკანასკნელი მსხვილი ქალაქია, რომელსაც უკრაინული ძალები აკონტროლებენ.

მეტი...

კანადა უკრაინის მხარდასაჭერად ახალ სანქციებს აწესებს

კანადის პრემიერ-მინისტრის ჯასტინ ტრუდოს განცხადებით, კანადა უკრაინის მხარდასაჭერად რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს. სანქციები შეეხება – რუსეთის თავდაცვის სექტორთან დაკავშირებულ 6 ფიზიკურ და 46 იურიდიულ პირს; უკრაინის 15 მოქალაქეს, რომლებიც მხარს რუსულ ოკუპაციას უჭერენ და 13 სამთავრობო პირს ბელარუსიდან.  

მეტი...

ტეხასის შტატში სატვირთო მანქანაში სულ მცირე 42 ადამიანის ცხედარი იპოვეს

ტეხასის შტატის ქალაქ სან ანტონიოში სატვირთო მანქანაში სულ მცირე 42 ადამიანის ცხედარი იპოვეს. გარდაცვლილები სავარაუდოდ მიგრანტები არიან. გავრცელებული ინფორმაციით 16 ადამიანი ჰოსპიტალიზებულია. სატვირთო მანქანა სან ანტონიოს რკინიგზასთან ახლოს აღმოაჩინეს. უცნობია, რომელი ქვეყნის მოქალაქეები არიან გარდაცვლილები. პოლიცია მანქანის მძღოლს ეძებს, რომელიც სავარაუდოდ ადგილიდან მიიმალა. სან ანტონიო, აშშ-მექსიკის საზღვრიდან 250 კილომეტრში მდებარეობს, რომელიც მთავარი სატრანზიტო გზაა ხალხის არალეგალურად გადაადგილებისთვის. ამ გზას ხშირად იყენებენ სატვირთო მანქანებს საბუთების არ მქონე პირების საზღვარზე გადასაყვანად.    

მეტი...

,,მსურს, გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა უკრაინის მიმართ ამ მორიგი სასტიკი თავდასხმის გამო”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას  სოციალურ ქსელ „ტვიტერში“  ეხმაურება. სალომე ზურაბიშვილი სოლიდარობას უცხადებს უკრაინას ამ მორიგი სასტიკი თავდასხმის გამო. „როდესაც ვხედავთ კადრებს კრემენჩუკიდან, მსურს, გამოვხატო ჩვენი სრული სოლიდარობა უკრაინის მიმართ ამ მორიგი სასტიკი თავდასხმის გამო. ნება მიბოძეთ, კიდევ ერთხელ ვთქვა: თავისუფლება და დამოუკიდებლობა ყოველთვის გაიმარჯვებს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.

მეტი...

,,კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის სარაკეტო დარტყმა ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თავხედური ტერორისტული აქტია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

,,ასეთ ობიექტზე დარტყმის განხორციელება შეუძლიათ მხოლოდ ყველაზე ცივსისხლიან ტერორისტებს, რომელთა ადგილი დედამიწაზე არ უნდა იყოს,”- ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი  ვოლოდიმირ ზელენსკი, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებული სარაკეტო დარტყმას. მისი თქმით, უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მსხვერპლთა ზუსტი რაოდენობა ჯერ უცნობია, სამაშველო ოპერაცია გრძელდება. „დღევანდელი რუსული დარტყმა კრემენჩუკში სავაჭრო ცენტრზე ევროპის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თავხედური ტერორისტული აქტია. მშვიდობიანი ქალაქი, ჩვეულებრივი სავაჭრო ცენტრი, შიგნით ქალები, ბავშვები, ჩვეულებრივი მოქალაქეები… საჰაერო განგაშის გამოცხადებამდე შენობაში ათასამდე ადამიანი იმყოფებოდა. საბედნიეროდ, რამდენადაც ეს ახლა ცნობილია, ბევრმა გამოსვლა მოასწრო. მათი გამოყვანა მოასწრეს. თუმცა, შიგნით კიდევ რჩებოდა ხალხი: თანამშრომლები, კლიენტების…

მეტი...

„ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ ამ სასტიკი თავდასხმის უდანაშაულო მსხვერპლის გლოვაში”- ,,დიდი შვიდეულის” ლიდერები

„დიდი შვიდეულის“ ლიდერები, უკრაინის ქალაქ კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე რუსეთის მიერ განხორციელებულ სარაკეტო დარტყმასთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. „ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ ამ სასტიკი თავდასხმის უდანაშაულო მსხვერპლის გლოვაში. განურჩეველი თავდასხმა უდანაშაულო მოქალაქეებზე წარმოადგენს ომის დანაშაულს“, – ნათქვამია განცხადებაში. „დიდი შვიდეულის“ ლიდერების განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი და სხვა დამნაშავე პირები პასუხს აგებენ. ცნობისთვის, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრზე განხორციელებული სარაკეტო იერიშის შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა, 56 კი დაშავდა. უკრაინაში სავაჭრო ცენტრის დაბომბვის შედეგად მსხვერპლი იზრდება

მეტი...