„ევროკავშირიც განზე დარჩება და ყველფერი“ – პარტიიდან წასული სუბარის პირველი განცხადება

სოზარ სუბარი, რომელმაც მმართველი გუნდი რამდენიმე წუთის წინ დატოვა და პოლიტიკურ თანამდებობსაც დაემშვიდობა, გადაწყვეტილების მიზეზებზე თავად საუბრობს. როგორც სუბარი მედიასთან აცხადებს, ომში ჩართვის მსურველი ბევრია და თუ ეს საფრთხე არ ავიცილეთ ყველაფერი უკან დაგვრჩება. „ისტორიულ გზაგასაყარზე ვდგავართ. ყოველ წუთიერად არის საფრთხე, რომ საქართველო შეიძლება, ჩაებას ომში და ამის მსურველი ძალიან ბევრია. გაცილებით ბევრი, ვიდრე დანილოვია ან ვინმე არახამია. მეორე მხრივ, ვართ გზაგასაყარზე, როცა იხსნება კარი ევროკავშირში ჩვენი გაწევრიანებისთვის და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ევროკავშირში რაც შეიძლება სწარაფად და რაც შეიძლება უსაფრთხოდ გავწევრიანდეთ. მაგრამ ევროკავშირიც განზე დარჩება და ყველფერი, თუკი ომში…

მეტი...

„ტექნიკური მთავრობა ჰაერიდან მოტანილია“ – მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძე გადაჭრით ამბობს, რომ ტექნიკური მთავრობა, რასაც ოპოზიცია ითხოვს, არ იქნება. „ტექნიკური მთავრობის თემა არარეალური, წარმოუდგენელი, იმდენად თითიდან გამოწოვილი და ჰაერიდან მოტანილია, რომ ვერც კი იმსჯელებ, რომ გინდოდეს. არარეალისტურია და ამ მოთხოვნებით საზოგადოებას ატყუებენ. ვერანაირი კონსტიტუციურ დათქმას ვერ მოძებნით, სადაც მსგავსი მიმართულებით შეიძლება იმსჯელო. ეს ემსახურება ერთადერთს, რა გეგმაც აქვთ, იმ გეგმის ფარგლებში უტოპიური, შეუსრულებელი მოთხოვნები უნდა დააყენონ იმისათვის, რომ შემდეგ ვინც აქციაზე იდგება, საზოგადოებრივი სიბრაზე გამოიწვიონ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე. შეგახსენებთ, რომ აქციაზე -„შინ ევროპისკენ“ მთავრობის გადადგომა მოითხოვა და ერთკვირიანი ვადაც დაუწესეს.  

მეტი...

სოზარ სუბარმა, დიმიტრი ხუნდაძემ და მიხელ ყაველაშვილმა „ქართული ოცნება“ დატოვეს

მმართველი გუნდა და საპარლამენტო თანამდებობები „ქართული ოცნების“ სამმა წევრმა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირეით განცხადება „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ გააკეთა. „მიწევს გაცნობოთ ერთი არაორდინალური გადაწყვეტილების შესახებ. ჩვენი გუნდის ღირსეული წევრები და მეგობრები სოზარ სუბარი, მიხეილ ყაველაშვილი და დიმიტრი ხუნდაძე ტოვებენ ფრაქცია „ქართულ ოცნებას“, პარტიას, საპარალამენტო თანამდებობებს“, – განაცხადა მდინარაძემ. რაც შეეხება მიზეზებს, მდინარაძემ შემდეგნაირად განმარტა: „ამის მიზეზი გახდა ერთი შეუთანხმებელი საკითხი დღევანდელ უმრავლესობის სხდომაზე, რასთან დაკავშირებით მანამდეც მიდიოდა პარტიაში დისკუსია, რომ დოზირება ინფორმაციისა, რაც ხდება პოლიტიკურ თემებთან მიმართებით ჩვენს ქვეყანაში, ჩვენს გუნდში არ არის საკმარისი იმისათვის, რომ საზოგადოება საქმის კურსში იყოს და სწორი დასკვნები…

მეტი...

უმძიმესი კადრები – ახალგაზრდებმა მოხუცი სასტიკად სცემეს

ახალგაზრდები ლაგოდეხში მოხუც კაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სასტიკად სცემეს და სისხლი ადინეს. შემთხვევა ვენახში მოხდა, თავდამსხმელები კი აზერბაიჯანელები არიან. ისინი ერთდროულად თავს დაესხნენ ვენახში მყოფ მოხუც კაცს, სასტიკად სცემეს, წააქციეს, ტალახში აგორავეს და იქვე დატოვეს, თან, ეს ყველაფერი ტელეფონით გადაიღეს. „ვაიმე“… „ვაიმე“… იძახდა მოხუცი, თუმცა, ირგვლივ მისი მშველელი არავინ იყო. „მომკალით ბარემ“ – იძახდა კაცი. უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი მამაკაცი თბილისში გადმოიყვანეს. დაკავებულია 2 თავდამსხმელი. სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია  

მეტი...

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება უცვლელად დატოვა

თბილისის საპელაციო სასამართლომ  გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე მსჯავრდებულთა სარჩელი განიხილა და უცვლელი დატოვა. პროკურატურის ინფორმაციით ძალაში დარჩა მცხეთის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. „სააპელაციო ინსტანციაში პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებებით კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ სწორედ მსჯავრდებულებმა 2020 წლის 18 ივნისს, გვიან ღამით, მცხეთაში მდებარე აგარაკზე მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მოტივით მდინარე არაგვის ნაპირთან სასტიკად სცემეს გიორგი შაქარაშვილი და გადააგდეს მდინარეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი გარდაიცვალა. აღნიშნული პირები მსჯავრდებულნი არიან სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ე“ ქვეპუნქტით, რაც გულისხმობს დამამძიმებელ გარემოებებში – ჯგუფურად ჩადენილ განზრახ მკვლელობას. სასამართლომ სამ პირს სასჯელის სახით 16-16…

მეტი...

რუსთავის საკრებულოს დეპუტატს ფიზიკური ძალადობისთვის ბრალი წაუყენეს

საქართველოს პროკურატურამ ფიზიკური ძალადობის ფაქტზე, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს, ვ.მ.-ს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინსტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 12 ივნისს, ქ. რუსთავში, ვ.მ.-მ ორ პირთან ერთად, ზ.ვ.-სთან წარსულში არსებული უთანხმოების გამო, მის მიმართ ფიზიკური ძალადობა განახორციელა. ვ.მ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) წარედგინა. საქართველოს პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით გირაოს შეფარდების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.  

მეტი...

„დიდი შვიდეული“ ჩინეთს რუსეთზე ზეწოლისკენ მოუწოდებს

„დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ, სამიტის მონაწილეებმა ერთობლივი კომუნიკე შეიმუშავეს. მის მიხედვით, ჩინეთმა აქტიური როლი უნდა შეასრულოს რუსეთ-უკრაინის ომის დასრულებაში. შესაბამისად, G7-ის წევრები ჩინეთს მიმართავენ. „რუსეთი აწარმოებს თავის გაუმართლებელ, არაპროვოცირებულ და უკანონო ომს უკრაინის წინააღმდეგ. მოვუწოდებთ ჩინეთს, ზეწოლა მოახდინოს რუსეთზე, რომ მან დაუყოვნებლივ შეასრულოს საერთაშორისო სასამართლოს 2022 წლის 16 მარტის იურიდიულად სავალდებულო ბრძანება, შეასრულოს გაერო-ს გენერალური ასამბლეის რეზოლუციები, შეაჩეროს მისი სამხედრო აგრესია და დაუყონებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ჯარები უკრაინიდან“, – აღნიშნულია ერთობლივ კომუნიკეში. ასევე, „დიდი შვიდეული“ ჩინეთს მიმართავს, შეასრულოს საერთაშორისო სამართლით ნაკისრი ვალდებულებები და წვლილი შეიტანოს საერთაშორისო უსაფრთხოებაში. „ვახსენებთ ჩინეთს, დაიცვას გაერო-ს…

მეტი...

„რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს“ – ემანუელ მაკრონი

„დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ, შვიდეულის წევრი ლიდერები თანხმდებიან და ერთად აკეთებენ განცხადებას, რომ რუსეთ-უკრაინის ომში პუტინმა არ უნდა გაიმარჯვოს. როგორც საფრანგეთის პრეზიდენტმა აღნიშნა, წლის ბოლომდე გამოსავალი უნდა მოიძებნოს. „რუსეთმა ამ ომში არ უნდა გაიმარჯვოს. მას გამარჯვების მოპოვება არ შეუძლია.  ჩვენი მხარდაჭერა უკრაინისადმი და ჩვენი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ შენარჩუნდება, მანამდე, ვიდრე ეს საჭირო იქნება და იმ ინტენსივობით, რაც მნიშვნელოვანი იქნება უახლოეს პერიოდში“, – განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა სამიტის შეჯამებისას. ემანუელ მაკრონს იმედი აქვს, რომ წლის ბოლომდე, ყველას ჩართულობით გამოსავალი მოიძებნება. „არავინ საუბრობს და არავის აქვს იმედის, რომ  ომი უახლოეს პერიოდში დასრულდება. იმედს ვიტოვებ,…

მეტი...

„პუტინმა ეს ომი არ უნდა მოიგოს“ – ოლაფ შოლცი

„დიდი შვიდეულის“ სამიტის შემაჯამებელ გამოსვლაში გერმანიის კანცლერმა მნიშვნელოვანი გზავნილები გააჟღერა და განაცხადა, რომ ეს ომი პუტინმა არ უნდა მოიგოს. „დავასრულეთ ინტენსიური და კონსტრუქციული დღეები. ყველანი ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა არ უნდა მოიგოს ეს ომი.  გავაგრძელებთ უკრაინის აქტიურ მხარდაჭერას და ვიზრუნებთ, რომ  პრეზიდენტ პუტინის მიერ გადახდილი ეკონომიკური და პოლიტიკურ ფასი გაიზარდოს,“-  განაცხადა ოლაფ შოლცმა სამიტის დასრულების შემდეგ. მან შვიდეულის წევრ ლიდერებსაც მიმართა, რომ საჭიროა დამატებითი თანხის მობილიზება უკრაინის გრძელვადიანი რეკონსტრუქციისთვის. „დიახ, ნამდვილად გვჭირდება „მარშალის გეგმა“ უკრაინისთვის, ეს კარგად უნდა დაიგეგმოს და კარგად განვითარდეს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.  

მეტი...

,,ჩვენ გვაქვს ხუთი პარტიისგან შექმნილი მთავრობა, რომლებმაც დაძლიეს უთანხმოება ერთი ოლიგარქის მოსაშორებლად”- მარკეტა გრეგორევა

ჩეხი ევროპარლამენტარი, მარკეტა გრეგორევა ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის განცხადებას ეხმაურება, რომლის თანახმადაც, გრეგორევას საკუთარ ქვეყანაში პოლიტიკური მხარდაჭერა არ აქვს. ,,დიახ, ჩვენი ახალგაზრდა ჩეხური დემოკრატია საკმაოდ ამაყობს თავისი პლურალიზმით. ჩვენ გვაქვს ხუთი პარტიისგან შექმნილი მთავრობა, რომლებმაც დაძლიეს უთანხმოება ერთი ოლიგარქის მოსაშორებლად. იმავეს ვუსურვებ საქართველოს. მეტი თანამშრომლობა 15%-იან პარტიებთან, რომელიც ასახავს საზოგადოების მრავალფეროვნებას”- წერს მარკეტა გრეგორევა.  შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ მარკეტა გრეგოროვას პარტია ჩეხეთში 15 პროცენტიანი მხარდაჭერა აქვს და  არ აქვს უფლება ქართულ ოცნება გააკრიტიკოს.

მეტი...

,,ოლიგარქიას არსად ეჩქარება, მათ უნდა ოლიგარქიული რეჟიმი შეინარჩუნონ და მეტი ფული აკეთონ”- გიორგი ვაშაძე

,,კობახიძეს არსად ეჩქარება, მაგრამ გვეჩქარება ჩვენ, ამიტომ უნდა ვიყოთ 3 ივლისს აქციაზე და შევუერთდეთ იმ საერთო სახალხო, ეროვნულ პროცესს რომელიც დაიწყო საქართველოში,”- – ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის“ თავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ განაცხადა. მისი თქმით,  ქართველ ხალხს ეჩქარება ევროკავშირის წევრობა იმიტომ, რომ ეს პირდაპირპროპორციულია ნორმალური, ადამიანი ცხოვრების გარემოსთან და ღირსების დაფასებასთან. ,,ოლიგარქიას არსად ეჩქარება, მათ უნდა ოლიგარქიული რეჟიმი შეინარჩუნონ და მეტი ფული აკეთონ. ქართველ ხალხს კი ნამდვილად ეჩქარება ევროკავშირის წევრობა იმიტომ, რომ ეს პირდაპირპროპორციულია ნორმალური, ადამიანი ცხოვრების გარემოსთან და ღირსების დაფასებასთან. რა თქმა უნდა, კობახიძეს არსად ეჩქარება, მაგრამ გვეჩქარება ჩვენ. ამიტომ უნდა…

მეტი...

,,სამიტზე ჩვენ განვსაზღვრავთ იმ საფრთხეებს, რომლის წინაშეც ახლა ვართ და ვიქნებით მომავალში”- პედრო სანჩესი

,,ჩვენ ერთიანები ვართ დემოკრატიის დასაცავად და იმ ღირებულებების დასაცავად, რომელიც გვაერთიანებს – თავისუფლება, პოლიტიკური პლურალიზმი, ადამიანის უფლებების პატივისცემა და ასევე წესებზე დამყარებული საერთაშორისო წესრიგის დაცვა,”- ამის შესახებ ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა ნატო-ს მადრიდის სამიტის დაწყებამდე პრესკონფერენციაზე განაცხადა. მისი თქმით, ნატო-ს მადრიდის სამიტზე განისაზღვრეა ის საფრთხეები, რომლის წინაშეც ახლა არის მსოფლიო. ,,ესპანეთისთვის ამ სამიტის მასპინძლობა ძალიან დიდი პატივია, რადგან აქ მივიღებთ ახალ სტრატეგიულ კონცეფციას ნატო-სთვის, რომელიც განსაზღვრავს მომდევნო 10 წელიწადში ნატო-ს ქმედებებს და მას მადრიდის სახელი ერქმევა, რაც მნიშვნელოვანია ჩვენთვის. ასევე, მეორე საკითხი ის არის, რომ ჩვენ ველოდებით, როგორ დასრულდება ნატო-ს…

მეტი...

კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებმა, სავარაუდოდ საჰაერო განგაშის დროს ცენტრი არ დახურეს

უკრაინის გენერალური  პროკურორის, ირინა ვენედიქტოვას განცხადებით, კრემენჩუკის სავაჭრო ცენტრის თანამშრომლები შესაძლოა, პასუხისგებაში მისცენ. ვენედიქტოვას ცნობით, თუ გამოძიებით დადგინდება, რომ სავაჭრო ცენტრის თანამშრომლებმა საჰაერო თავდასხმის დროს უგულებელყვეს უსაფრთხოების ზომები, ისინი პასუხისგებაში მიეცემიან. ამასთან, კრემენჩუკის მერის, ვიტალი მალეცკის განცხადებით, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ 23 ივნისს მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საჰაერო განგაშის დროს, დაწესებულება არ დაიხურებოდა. ,,როგორც გამოძიებისთვის გახდა ცნობილი, სავაჭრო ცენტრის ადმინისტრაციამ ჩატში განაცხადა, რომ 23 ივნისიდან სავაჭრო ცენტრი არ დაიხურება საჰაერო განგაშის დროს“, – წერს მალეცკი. ქალაქის მერის თქმით, საჰაერო განგაშის იგნორირება, დანაშაულია. უკრაინაში სავაჭრო ცენტრის დაბომბვის შედეგად მსხვერპლი იზრდება

მეტი...

,,შევთანხმდებით ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტზე უკრაინისთვის, რათა დავეხმაროთ მათ თავდაცვის უფლების დაცვაში”- იენს სტოლტენბერგი

,,ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ მხარდაჭერა, რადგან, უკრაინა დგას სისასტიკის წინაშე, რომელიც ჩვენ არ გვინახავს ევროპაში მეორე მსოფლიო ომის შემდეგ,” – ამის შესახებ ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა მადრიდში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. სტოლტენბერგის თქმით, უკრაინისთვის მხარდაჭერა და შესაბამისი აღჭურვილობის გადაცემა კვლავ გაგრძელდება. „მადრიდის სამიტი იქნება გადამწყვეტი სამიტი. ჩვენ შევთანხმდებით ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე, რომელიც იქნება ნატო-ს პროგრამა უფრო სახიფათო და არაპროგნოზირებად მსოფლიოში. ჩვენ შევთანხმდებით ფუნდამენტურ გარდაქმნაზე შეკავებაში და თავდაცვაში, მეტი მზადყოფნაში მყოფი ძალებით, მეტი აღჭურვილობით. ჩვენ შევთანხმდებით ყოვლისმომცველი დახმარების პაკეტზე უკრაინისთვის, რათა დავეხმაროთ მათ თავდაცვის უფლების დაცვაში. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ მზად ვართ, გავაგრძელოთ…

მეტი...

მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 1-ელ ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი იკრძალება

საქართველოს მთავრობის განკარგულებით, 2023 წლის 1-ელ ივლისამდე საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი იკრძალება. შესაბამის დოკუმენტს პრემიერ-მინისტრმა ხელი უკვე მოაწერა. როგორც მთავრობის განკარგულებაშია აღნიშნული, გადაწყვეტილება მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე იქნა მიღებული. „მსოფლიოში შექმნილი სასურსათო უსაფრთხოების პრობლემებიდან გამომდინარე, რაც დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის ომთან, 2023 წლის 1-ელ ივლისამდე აიკრძალოს საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი. განკარგულება ძალაშია ხელმოწერისთანავე და ვრცელდება 2022 წლის 4 ივლისიდან წარმოშობილ ურთიერთობებზე“, – აღნიშნულია მთავრობის განკარგულებაში.

მეტი...

,,ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი: ამ აზროვნებითა და ძალისხმევით, რაც თქვენ გაქვთ, საქართველო ევროკავშირის წევრი ვერასდროს ვერ გახდება”- არმაზ ახვლედიანი

,,ირაკლი კობახიძეს ვეტყოდი: ამ აზროვნებითა და ძალისხმევით, რაც თქვენ გაქვთ, საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი ვერასდროს ვერ გახდება”- ასე მიმართა იოპოზიციონერმა დეპუტატმა, არმაზ ახვლედიანმა მმართველ გუნდს. მისი თქმით, პასუხისმგებლიანი ოპოზიცია, არ უნდა წავიდეს არანაირ კომპრომისზე, მანამ სანამ ევროკავშირის რეკომენდაციების 12 პუნქტი არ შესრულდება. ,,ბატონ ირაკლი კობახიძეს და „ქართული ოცნების” სხვა წარმომადგენლებს ვეტყოდი: – ძვირფასო მეგობრებო, ამ სვლით, ამ ჭკუით, ამ აზროვნებითა და ძალისხმევით, რაც თქვენ გაქვთ, საქართველო ნატოსა და ევროკავშირის წევრი 15 წლის შემდეგ კი არა, ვერასდროს ვერ გახდება – ევრაზიული კავშირისა და ყველა სხვა სიმახინჯის წევრი კი მალე გავხდებით! პასუხისმგებლიანი ოპოზიცია…

მეტი...

,,თუ უკრაინელი სამხედროები იარაღს დაყრიან, ყველაფერი 24 საათში დასრულდება”- დიმიტრი პესკოვი

,,საომარი ოპერაცია უკრაინაში გეგმის მიხედვით მიმდინარეობს და მის დასრულების ვადა განსაზღვრული არ არის“,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა. მისი თქმით, თუ უკრაინელი სამხედროები იარაღს დაყრიან და კიევი შეასრულებს რუსეთის მოთხოვნას, ყველაფერი 24 საათში დასრულდება. „უკრაინულმა მხარეს შეუძლია, ყველაფერი 24 საათში დაასრულოს, საჭიროა ბრძანება, რომ ნაციონალისტურმა ქვედანაყოფებმა დაყარონ იარაღი, ბრძანება, რომ სამხედროებმა დაყარონ იარაღი და უნდა შესრულდეს რუსეთის პირობები და ყველაფერი შეიძლება, დასრულდეს მომდევნო 24 საათში“, – განაცხადა პესკოვმა.

მეტი...

„ტექნიკური მთავრობის საკითხი აბსოლუტურად არაკონსტიტუციურია”- ირაკლი ქადაგიშვილი

,,პოზიცია დაკავებულია იმით, რომ  გაურკვეველ ტექნიკურ და სხვა სახის მთავრობებს იგონებს, რასაც რეალურ პოლიტიკურ პროცესთან არანაირი საერთო არ აქვს,”– ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ქადაგიშვილის თქმით, ექნიკური მთავრობის საკითხი აბსოლუტურად არაკონსტიტუციურია და არ ჯდება იმ დღის წესრიგში, რაც საქართველოს ევროკავშირთან აქვს „ტექნიკური მთავრობის საკითხი აბსოლუტურად არაკონსტიტუციურია და მთავრობის სახელებიც კი, მიტინგის წამყვანების აზრითა და ხალხის რაოდენობით იცვლება – ხან ტექნიკურია, ხან ერთობისაა, ხან დროებითია, ხან გარდამავალია. ეს ყველაფერი არ ჯდება კონსტიტუციური განვითარების ჭრილში და იმ დღის წესრიგში, რაც საქართველოს ევროკავშირთან აქვს ახალი პერსპექტივიდან გამომდინარე.…

მეტი...

,,საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას, მაგრამ სამწუხაროდ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული”- კახა კალაძე

,,გულდასაწყვეტია, რომ კანდიდატის სტატუსი არ მოგვანიჭეს, რადგან საქართველო იმსახურებდა ამ სტატუსს, ყველაფერი გავაკეთეთ იმ ქვეყნებთან შედარებით, რომლებთაც მისცეს ეს სტატუსი,”- ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. მისი თქმით, რთულია იმის თქმა, რამდენი ხანი დასჭირდება ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას. „რთულია, ვთქვათ, რამდენი ხანი დასჭირდება კანდიდატის სტატუსის მიღებას. მთავარია ჩვენ განვახორციელოთ ის რეფორმები, რაც დათქმებში იყო. გარდა ამისა, ჩვენ გვაქვს ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი მთელი რიგი ვალდებულებები, ეს ყველაფერი გასაკეთებელია და ყველაფერი დამოკიდებულია ევროკავშირზე. საქართველო იმსახურებდა კანდიდატის სტატუსის მიღებას, მაგრამ სამწუხაროდ, პოლიტიკური გადაწყვეტილებაა მიღებული. მიუხედავად ამისა, რა თქმა უნდა,  უნდა გავაგრძელოთ…

მეტი...

,,პუტინმა ამ ომში არ უნდა გაიმარჯვოს, ვეცდებით მან მაღალი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი გადაიხადოს”- ოლაფ შოლცი

„24 თებერვალი არის წყალგამყოფი მომენტი, არაფერია იმგვარად, როგორც მანამდე იყო. ჩვენ ცხადად ვამბობთ, რომ უკან დასახევი გზა არ შეიძლება, იყოს. ჩვენ გვაქვს სამი მთავარი გზავნილი,”- ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა განაცხადა. კანცლერმა „დიდი შვიდეულის“ სამიტის დასრულების შემდეგ იმ  მთავარ გზავნილებზე ისაუბრა, რაზეც „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნები შეთანხმდნენ. ,,პირველი, „დიდი შვიდეული“ ერთად დგას უკრაინის მხარდაჭერაში. ჩვენ ვთანხმდებით, რომ პრეზიდენტმა პუტინმა ამ ომში არ უნდა გაიმარჯვოს. ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის მხარდაჭერას. ჩვენ ვეცდებით, რომ პრეზიდენტ პუტინმა ამისთვის მაღალი ეკონომიკური და პოლიტიკური ფასი გადაიხადოს. ამიტომ უნდა ვიყოთ ერთად, თუნდაც დიდი ხნით მოგვიწიოს ამ…

მეტი...

რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი გაიტაცეს

მერის მრჩეველის, გალინა ლიაშევსკაიას ინფორმაციით, რუსმა ოკუპანტებმა ხერსონის მერი, იგორ კოლიხაევი გაიტაცეს. ლიაშევსკაიას ცნობით, მერი   ერთ-ერთ მუნიციპალურ დაწესებულებაში მივიდა, რა დროსაც  მანქანიდან გადმოსვლისთანავე შეიარაღებულმა გვარდიელებმა გაიტაცეს. ,,დარწმუნებული ვარ, კოლიხაევის დაკავება საოკუპაციო ხელისუფლებასთან თანამშრომლობაზე უარს უკავშირდება. რამდენიმე დღის წინ კოლიხაევმა მიიღო წერილი „ახალდდანიშნული“ მერისგან.  კოლიხაევი არ წავიდა. შეხვედრაზე უარის თქმის გამო კი დაჭერით დაემუქრა. ჩვენ ყველა საფრთხეში ვართ. ყველაფერი თავდასხმის ქვეშაა,”- წერს ლიაშევსკაია.

მეტი...

,,ეს არის არაკონსტიტუციური, არაკანონიერი, საერთოდ აბსურდია”- კახა კალაძე ტექნიკურ მთავრობაზე

თბილისის მერი, კახა კალაძე სახალხო მოძრაობის მოთხოვნას მთავრობის გადადგომასა და ტექნიკური მთავრობის შექმნაზე, განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, ექნიკური მთავრობის შექმნა არაკონსტიტუციური და არაკანონიერია. “ეს არის სრული სისულელე, აზრი არ აქვს შევიდეთ მაგ პოლიტიკაში. ეს არის სრული სისულელე, სრული პასუხისმგებლობით [ვამბობ] არაკონსტიტუციური, არაკანონიერი, საერთოდ აბსურდია”, – თქვა კახა კალაძემ.

მეტი...

,,რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს”- ალეკო ელისაშვილი

,,მთელი ერისთვის მთავარი ამოცანა არის ის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობა მიიღოს, რა დროს რაღაც მთავრობის შექმნაა, რომელსაც არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს? – მიტინგზე ხუთმა ადამიანმა გადაწყვიტა, რომ მთავრობამ შექმნას? – ეს ასე არ ხდება,”- ამის შესახებ  „მოქალაქეების“ წევრმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომისა და ტექნიკური მთავრობის შექმნის მოთხოვნა არასერიოზულია. ,,არადა, მოცემულობაა, რომ მთელი ერისთვის მთავარი ამოცანა არის ის, რომ საქართველომ ევროკავშირის კანდიდატობა მიიღოს და ამისთვის ექვს-თვიანი ვადა გვითხრეს, კონკრეტული დავალებები მოგვცეს. მიტინგის ორგანიზატორების, ოპოზიციისა და „ქართული ოცნების“ მთელი ძალისხმევა მიმართული უნდა იყოს იმისკენ, რომ 12 რეკომენდაცია შევასრულოთ და რეალური…

მეტი...

რუსეთმა ჯო ბაიდენს და მის ოჯახს სანქციები დაუწესა

რუსეთმა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, ბაიდენის ცოლს, ჯილ ბაიდენსა და ქალიშვილს, ეშლი ბაიდენს სანქციები დაუწესა. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, აღნუშნული გადაწყვეტილება არის პასუხი რუსი პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების წინააღმდეგ აშშ-ის მიერ დაწესებულ სანქციებზე.

მეტი...

,,ჩვენს მიერ გატარებულმა რეფორმებმა, მოგვცა შესაძლებლობა 2021 წელს გვქონოდა 10.4%-იანი ეკონომიკური ზრდა”- ირაკლი კოვზანაძე

„ჩვენ გვაქვს პოტენციალი, რომ მიმდინარე წელი დავასრულოთ იმაზე მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლით ვიდრე სახელმწიფო ბიუჯეტის კანონშია ჩადებული  (6%),“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ, ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილების პროექტის (TWINNING) დახურვის ცერემონიაზე განაცხადა. ირაკლი კოვზანაძემ სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ეკონომიკურ მაჩვენებლებზეც გაამახვილა ყურადღება, რაც  მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს სადაზღვევო ბაზრის განვითარებისთვის. „საქართველომ საკმაოდ რთული და არაორდინარული წლები გაიარა პანდემიური შოკის გავლენით. რუსეთ-უკრაინის ომმა კი ახალი ეკონომიკური და გეოპოლიტიკური გამოწვევების წინაშე დააყენა როგორც მსოფლიო ასევე ჩვენი ქვეყანა. თუმცა, ჩვენს მიერ გატარებულმა რეფორმებმა და სწორმა ნაბიჯებმა მოგვცა შესაძლებლობა 2021 წელს გვქონოდა 10.4%-იანი ეკონომიკური…

მეტი...

,,სასამართლო არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო და არავინ აპირებს სასამართლოს მართვაში ჩარევას”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი იუსტიციის საბჭოს მიერ თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარედ მიხეილ ჩინჩალაძის ხელმეორედ არჩევას ეხმაურება. მისი თქმით, სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებელი შტოა და არავინ აპირებს სასამართლოს მართვაში ჩარევას. „იუსტიციის უმაღლესი საბჭო იღებს გადაწყვეტილებას. სასამართლო არის ხელისუფლების დამოუკიდებელი შტო და არავინ აპირებს სასამართლოს მართვაში ჩარევას. ყველანაირი სასამართლოს რეფორმის არსია, რომ ერთი შტო მეორეს საქმიანობაში არ უნდა ერეოდეს. ამიტომ, ორგანიზაციები, რომლებიც ამბობენ, რომ დემოკრატიის გვერდის ავლით უნდა მოხდეს მთავრობის შეცვლა, მგონი, ამ ორგანიზაციების პოზიციებს დიდი წონა არ აქვს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ისევ მიხეილ ჩინჩალაძე გახდა

მეტი...

,,ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივანს, სამიტამდე მოვახდინეთ პოზიციების კოორდინაცია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტვიტერის“ ოფიციალურ გვერდზე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, მადრიდში ნატო-ს სამიტის დაწყებამდე ტელეფონით ესაუბრა ნატო-ს გენერალურ მდივანს. „ტელეფონით ვესაუბრე ნატო-ს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს. მადრიდის სამიტამდე მოვახდინეთ პოზიციების კოორდინაცია. ხაზი გავუსვი მძლავრი ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის მნიშვნელობას, რუსეთის მხრიდან ტერორისტული აქტების პრევენციისთვის,“ – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი. შეგახსენებთ, ნატო-ს სამიტი მადრიდში დღეს იწყება.

მეტი...

,,შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობა დაცული იყოს”- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რათა არა მხოლოდ საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის, არამედ ყველა პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება დაცული იყოს. ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განაცხადა. „სააკაშვილი გახლავთ ჩვეულებრივი პატიმარი და მას მოუწევს სასჯელის მოხდა. რაიმე საჭიროებები თუ აქვს, შესაბამისი უწყება ყველაფერს გააკეთებს, რომ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა და უსაფრთხოება მაქსიმალურად იყოს დაცული. ჰუმანიტარული მიზნებით, საქართველოში ყველანაირი მკურნალობაა შესაძლებელი. თუ რაიმე დამატებით აუცილებლობა იქნება, შესაბამისი უწყება, პენიტენციური სისტემა ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ არა მხოლოდ სააკაშვილის, არამედ ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობა მაქსიმალურად იყოს…

მეტი...

,,მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, საქართველოდან ხორბლის და ქერის ექსპორტი აკრძალოს”- ოთარ შამუგია

„რეგიონში შექმნილი ვითარების გათვალისწინებით, სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, მნიშვნელოვანია, ადგილობრივი წარმოების ხორბლის და ქერის რეალიზაცია მხოლოდ შიდა ბაზარზე განხორციელდეს“, – ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ განაცხადა. მინისტრის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო სრულად დამოკიდებულია ხორბლის იმპორტზე (ყოველწლიურად 500 ათასი ტონა) დამცირე წარმოების გამო ექსპორტს ვერ ახორციელებს, შექმნილი ვითარება აჩენს რისკს, ქვეყნიდან გარკვეული რაოდენობის ხორბალი ექსპორტზე გავიდეს. რაც შეეხება ქერს, საქართველოში წარმოებული ქერის ექსპორტი ერაყსა დაირანში ხორციელდება. მეცხოველეობის, მეფრინველეობისა და მეღორეობის დარგში საკვები რესურსი ქერი, მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე, მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე იქნას რეალიზებული. მიმდინარე წელს, ქერის…

მეტი...

,,თითქოს სტატუსის მიღება ნიშნავს თითო სოფელში ხუთ მილიონს ან ამერიკაში ვიზებს, ეს არის ტყუილი”- შალვა პაპუაშვილი

„მთელი პროპაგანდა რაც იყო იმის თაობაზე, თითქოს სტატუსის მიღება ნიშნავს თითო სოფელში ხუთ მილიონს ან ამერიკაში ვიზებს, ეს არის ტყუილი,”- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, ქვეყანას დამატებით ფინანსურ სარგებელს არ მოუტანს. „მთელი პროპაგანდა რაც იყო იმის თაობაზე, თითქოს სტატუსის მიღება ნიშნავს თითო სოფელში ხუთ მილიონს ან ამერიკაში ვიზებს, ეს არის ტყუილი. ამ ადამიანებმა იციან, რაზეც საუბრობენ და როცა შეგნებულად საუბრობენ, ამით საზოგადოება შეცდომაში შეჰყავთ. ამის მიზანი რა არის? – საზოგადოებაში დაბნეულობის გამოწვევა, რაც არის პროპაგანდისტული ხერხი, როცა სხვადასხვა ინფორმაციის მიწოდებით გონების არევა…

მეტი...

,,მოლოდინი გვაქვს, რომ ნატოს მადრიდის სამიტზე საქართველოს მიმართ უფრო მკაფიო გზავნილები იქნება”- შალვა პაპუაშვილი

,,ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციასთან ვისაუბრეთ თოთხმეტწლიან ჩიხზე, სადაც, ერთის მხრივ, ნატო-ს წევრობის კარი ღიაა, მაგრამ მეორეს მხრივ, ამისთვის პრაქტიკული ნაბიჯები არ იდგმება. მნიშვნელოვანია, რომ განსაკუთრებით, უსაფრთხოების კუთხით თანამედროვე გამოწვევების გათვალისწინებით, ამ მხრივ იყოს წინსვლა,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის თავდაცვისა და უსაფრთხოების კომიტეტის დელეგაციასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველო სრულად თავსებადია ნატო-ს სტანდარტებთან და მადრიდის სამიტიდან მკაფიო გზავნილების მოლოდინი აქვს. „საქართველო, ფაქტობრივად, უკვე სრულად თავსებადია ნატოს სტანდარტებთან. ჩვენი შეიარაღებული ძალების 80%-ზე მეტს სხვადასხვა ფორმით მიღებული აქვს მონაწილეობა ნატო-ს მისიებში თუ სხვადასხვა სახის…

მეტი...

,,მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გააკეთოს ყველაფერი, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდეს”- ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა

ევროპული საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. განცხადების თანახმად, მიხეილ სააკაშვილს დაუყოვნებლივ ესაჭიროება თანამედროვე ევროპულ კლინიკაში გადაყვანა და სტრესისგაგან თავისუფალ გარემოში მკურნალობა. ,,ამის შეუსრულებლობამ შესაძლოა გამოიწვიოს დემენცია, მრავალი ორგანოს უკმარისობა და სიკვდილი. ადამიანის უფლებათა ორგანიზაცია Amnesty International ასევე იზიარებს შეშფოთებებს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე. ჩვენ მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას გააკეთოს ყველაფერი მისი შესაძლებლობების ფარგლებში, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდეს. გარდა ამისა, ლოგიკური გადაწყვეტილება იქნებოდა მკურნალობა ევროპულ სპეციალიზებულ კლინიკაში, რომელსაც უკვე აქვს მსგავსი შემთხვევების გამოცდილება. ეს არის უპირველეს ყოვლისა ჰუმანიტარული საზრუნავი. ჩვენ ასევე შეშფოთებულები ვართ ქართული დემოკრატიის არასტაბილურობით…

მეტი...

,,უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია”- ჯოზეფ ბორელი

,,ევროკავშირის გაფართოება კვლავ დღის წესრიგშია და ეს სამართლიანია. გასულ კვირას ევროკავშირის საბჭომ გადაწყვიტა, რომ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია, – ამის შესახებ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა  განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთან, მოლდოვასთან, უკრაინასთან და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან ერთად გაფართოება ევროკავშირის სტრატეგიულ ინტერესებშია. ​„უკრაინის ლიდერებმა საკმაოდ მკაფიოდ განაცხადეს, რომ სამხედრო მხარდაჭერასთან ერთად რუსეთის აგრესიისგან თავის დასაცავად ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მათი პრიორიტეტია. მსგავს მსჯელობას ვხედავთ მოლდოვას მთავრობისგანაც. და ბოლოს, ამას ვხედავთ საქართველოს მთავრობის განაცხადში და ათი ათასობით ქართველ დემონსტრანტში, რომლებიც გამოვიდნენ თბილისის ქუჩებში ევროკავშირის დროშებით. ევროკავშირის მხრიდან,…

მეტი...

,,დემოკრატია მუშაობს არჩევნებით, ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიას გვერდს ვერავინ აუვლის”- შალვა პაპუაშვილი

,,საპარლამენტო უმრავლესობის აზრი კი არ არის გადამწყვეტი, გადამწყვეტია ხალხის აზრი, რადგან არჩევნებზე ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უმრავლესობა უნდა ჰქონოდა „ქართულ ოცნებას“,”- ასე უპასუხა  საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა კითხვას, თუ რატომ შეიძლება, საპარლამენტო უმრავლესობა წინააღმდები იყოს აღმასრულებელი ხელისუფლების შეცვლის . ,,არჩევნებზე ხალხმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ უმრავლესობა უნდა ჰქონოდა „ქართულ ოცნებას“, მთავრობა უნდა დაეკომპლექტებინა „ქართულ ოცნებას“. ეს არის დემოკრატიული მანდატი. ხალხმა თქვა, რომ მთავრობა უნდა დააკომპლექტოს „ქართულმა ოცნებამ“ და ახლა ზოგიერთი პარტია და არასამთავრობო ორგანიზაცია გვეუბნება, რომ ხალხის გადაწყვეტილებით კი არ უნდა იყოს დაკომპლექტება, არამედ ისე, როგორც ამას ჩათვლის საჭიროდ რამდენიმე…

მეტი...

,,წარმოუდგენელია, რომ სანქცირებული ტვირთი მოჰქონდეს იმ გარანტიის გარეშე, რომ ამ ტვირთს მიიღებენ აქ”- ელენე ხოშტარია

,,დროას” ლიდერი, ელენე ხოშტარია ბათუმის ნავსადგურში, სანქცირებული ნავთობპროდუქტით შემოსულ გემთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს.  მისი თქმით, წარმოუდგენელია, რომ სანქცირებული ტვირთი მოჰქონდეს წინასწარი შეთანხმების გარეშე და იმ გარანტიის გარეშე, რომ ამ ტვირთს მიიღებენ აქ. ,,უნდა გავამახვილოთ ყურადღება რამდენიმე ფაქტზე, გემი, რომელიც გადის 500 კმ-ს წარმოუდგენელია, რომ სანქცირებული ტვირთი მოჰქონდეს წინასწარი შეთანხმების გარეშე და იმ გარანტიის გარეშე, რომ ამ ტვირთს მიიღებენ აქ. მეორე, პორტში შემოსვლის მომენტისთვის ყველა გემი გადის პროცედურას, რომელსაც ამოწმებს ყველა უწყება, მათ შორის საბაჟო, რომელიც მერე იტყუებოდა რომ ამასთან შეხება მას არ ჰქონია, სხვა შემთხვევაში ის ვერ მოხვდებოდა პორტში.  რა…

მეტი...

,,2 და 3 ივლისს, დედაქალაქის მერია საკონცერტო საღამოებზე გეპატიჟებათ”- კახა კალაძე

მუსიკალური პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ გრძელდება. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, პროექტის ფარგლებში კონცერტები ამჯერად სამგორის რაიონში, 2 და 3 ივლისს გაიმართება. „პროექტი „თბილისის ცის ქვეშ“ ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობს, უამრავი ადამიანი ესწრება. პროექტის ფარგლებში, ესტრადის წარმომადგენლებს ვაძლევთ შესაძლებლობას, რომ დედაქალაქის სხვადასხვა რაიონში კონცერტები გამართონ. პროექტი გრძელდება და ამჯერად, სამგორის რაიონს ვეწვევით, სადაც 2 და 3 ივლისს, დედაქალაქის მერია საკონცერტო საღამოებზე გეპატიჟებათ. თქვენს განწყობაზე საესტრადო შემსრულებლები და მუსიკალური ბენდები იზრუნებენ. კონცერტები აფრიკის დასახლებაში, გუმათჰესის სკვერში, 19:00 საათზე გაიმართება. დასწრება თავისუფალია“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პროექტი მომავალშიც გაგრძელდება და…

მეტი...