„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით, შსს განცხადებას ავრცელებს

„თბილისი პრაიდის“ კვირეულის ფარგლებში დაანონსებულ ღონისძიებებთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უწყების მიერ დაგეგმილი პრევენციული ღონისძიებების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. შსს-ს ინფორმაციით, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი დახურული ღონისძიებების უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები მუდმივ კომუნიკაციაში იმყოფებიან აღნიშნული ღონისძიების ორგანიზატორებთან. „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით, გაერო-ს, „თბილისი პრაიდის“, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციების, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის, ასევე, დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლების მონაწილეობით, კვირეულის უსაფრთხო გარემოში ჩატარების მიზნით, ბოლო პერიოდში არაერთი სამუშაო შეხვედრა გაიმართა. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო მიიღებს ყველა შესაბამის ზომას, რათა უზრუნველყოფილ იქნას „თბილისი პრაიდის” მიერ დაგეგმილი დახურული…

მეტი...

,,ერთადერთი სწორი მოთხოვნაა საკონსტიტუციო ცვლილებები და ვადამდელი არჩევნები”- იაგო ხვიჩია

,,აქციის ორგანიზატორებს მოვუწოდებ, ეს მოთხოვნები შეცვალონ და მოითხოვონ ვადამდელი არჩევნები და მანამდე მოითხოვონ საკონსტიტუციო ცვლილებების მიღება, რათა აზრი ჰქონდეს რიგგარეშე არჩევნებს,”- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ერთ-ერთმა ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა. მისი თქმით, ერთადერთი სწორი მოთხოვნაა საკონსტიტუციო ცვლილებები და ვადამდელი არჩევნები, რადგან ქვეყანაშია პოლიტიკური კრიზისი და ამის აღმოფხვრის მთავარი წესია არჩევნები. ,,არ ვიცი, ეს მოთხოვნები სპეციალურად არის დაყენებული, რომ ადამიანებმა გული აიცრუონ, თუ ასეთი შეცდომა დაუშვეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, ამ მოთხოვნების ასე დიდი ხნის განმავლობაში დატოვება არ შეიძლება. ერთადერთი სწორი მოთხოვნაა საკონსტიტუციო ცვლილებები და ვადამდელი არჩევნები, რადგან ქვეყანაშია პოლიტიკური კრიზისი და ამის…

მეტი...

,,ასოცირების შეთანხმების მოლაპარაკების პროცესი იყო გაჭიანურებული წინა ხელისუფლების დროს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,დღეს არის საიუბილეო თარიღი. 8 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ჩვენ ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას ევროკაშირთან,”-  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერმა რამდენიმე ძირითად ხელშესახებ  შედეგზე ისაუბრა, რომელიც  ქვეყანამ მიიღო. „ეს არის მართლაც ისტორიული თარიღი, როდესაც ქვეყანა გახდა ასოცირებული წევრი ევროკავშირის და რეალურად, მას შემდეგ დაიწყო რეალური, ქმედითი ნაბიჯების გადადგმა. 8 წლის წინ მე მქონდა პატივი ჩვენი ქვეყნის სახელით ხელი მომეწერა ამ შეთანხმებაზე და მას შემდეგ,  მინდა გამოვყო რამდენიმე ძირითადი ხელშესახები შედეგი, რომელიც ქვეყანამ მიიღო. პირველ რიგში, ეს არის თავისუფალი ვაჭრობა, რომელიც გვაქვს ჩვენ, ქვეყანას,  ევროკავშირთან…

მეტი...

,,ველოდებით, რომ ნატო-ს სამიტზე აღიარებული იქნება პროგრესი, რაც ჩვენს ქვეყანას ალიანსში ინტეგრაციის მიმართულებით აქვს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ხვალ იწყება ნატო-ს სამიტი, სადაც მთავრობის დელეგაცია მიემგზავრება ჩემი ხელმძღვანელობით. ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას ნატო-ს სამიტზე. პირადად გენერალური მდივნის მოწვევა მივიღე და ველოდებით, რომ იქნება შეფასებული და აღიარებული ყველა ის პროგრესი, რომელიც ჩვენმა  ქვეყანამ მიიღო ამ წლების განმავლობაში,” –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.   როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, მას ექნება მაღალი დონის შეხვედრები ევროპელ ლიდერებთან.   „მექნება მაღალი დონის შეხვედრები ჩვენს ევროპელ ლიდერებთან და მიმაჩნია, რომ ქვეყანამ ძალიან დიდი პროგრესი განიცადა, თუნდაც ნატო-სთან ინტეგრაციის მიმართულებით. ჩვენ ერთდროულად გავხსენით ნატო-სთან ერთობლივი საწვრთნელი  ცენტრი კრწანისში და ვფიქრობ,  ქვეყანამ…

მეტი...

,,ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა, იზრდება ტურიზმი, ვაჭრობა, ექსპორტი, ლარი არის გამყარებული”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ გავაგრძელებთ წინსვლას, ჩვენი ქვეყნის განვითარებას, მშვიდობა, სტაბილურობა იქნება ქვეყანაში და კეთილდღეობა ჩვენი მოქალაქეების. ეს არის ჩვენი ხალხის დაკვეთა და ჩვენ ამ დაკვეთას ყველანი ერთად შევასრულებთ,”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, იმ ფონზე, როდესაც ეკონომიკა რეცესიას განიცდის და უკრაინის ომის ფონზე ყველა ქვეყანას აქვს გამოწვევა, საქართველომ მოახერხა ის, რომ 5 თვეში  ორნიშნა ეკონომიკური ზრდა ექნება. „ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი ეკონომიკური ზრდა. წინასწარი მონაცემებით, რაც მე ფინანსთა მინისტრისგან მივიღე, თუმცა ჩვენ რა თქმა უნდა, ჩვენ ველოდებით საქსტატის ოფიციალურ მონაცემებს. მაისშიც ველოდებით ორნიშნა ეკონომიკურ მონაცემებს. გამოდის,…

მეტი...

რთული მეტეოროლოგიური ვითარების გამო, საბაჟო გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“ დროებით მუშაობას წყვეტს

დარიალის ხეობაში არსებული რთული მეტეოროლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, შექმნილი საგანგებო სიტუაციის გამო, „ყაზბეგის“ საბაჟო გამშვებ პუნქტზე შეჩერებულია ყველა სახის საბაჟო კონტროლის პროცედურები. „უხვი ნალექის შედეგად, ადიდებულმა მდინერეებმა („თერგი“ და „დევდორაკი“) დააზიანეს რუსეთის ფედერაციის საზღვართან ახლოს (დარიალი-ლარსის 165-ე კილომეტრი), საქართველოსა და რუსეთის დამაკავშირებელი საერთაშორისო მნიშვნელობის გზის მონაკვეთი. საქართველოს საბაჟო საზღვარზე საქონლის შემოტანა-გატანა, აგრეთვე აღნიშნული საბაჟო გამშვები პუნქტის გავლით სახელმწიფო საზღვრის გადამკვეთ ფიზიკურ პირთა მიმართ საბაჟო კონტროლის პროცედურები ვერ განხორციელდება. უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან კოორდინირებული მუშაობის შედეგად, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო გამშვებ პუნქტში „ყაზბეგი“ თანამშრომლები და მგზავრები გადაყვანილი არიან დაცულ/უსაფრთხო ტერიტორიაზე. ამინდის გაუმჯობესებისა და…

მეტი...

,,ასოცირების ხელშეკრულების ხელმოწერით ქვეყანას ევროკავშირის პროგრამებში მონაწილეობის დამატებითი იმპულსი მიეცა”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,სამი ძირითადი მიღწევის გარდა ჩვენ ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს თუნდაც ზოგადად, ევრო რეგულაციებისა და ევრო დირექტივების შესრულება, დაახლოებით 45%-ია შესრულებული,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, განხორციელდა უმნიშვნელოვანესი რეფორმები, მათ შორის,  ადამიანის უფლებების სფეროში, პენიტენციურ, განათლებისა და მეცნიერების სფეროებში, ასევე ნოვაციების, სოფლის მეურნეობის, ტრანსპორტის სფეროებში, საჯარო სამსახურის რეფორმის მიმართულებით, ენერგეტიკის, რეგიონული განვითარების კუთხით. „რამდენიმე ძირითადი შედეგი მინდა გამოვყო, ამ სამი ძირითადი მიღწევის გარდა ჩვენ ყველა მიმართულებით, იქნებოდა ეს თუნდაც ზოგადად, ევრო რეგულაციებისა და ევრო დირექტივების შესრულება, დაახლოებით 45%-ია შესრულებული. DCFTA-ს ნაწილში უკვე შესრულებული გვაქვს…

მეტი...

„სიქსტის კაპელაში“ ქართული გალობის მოსმენა ის ემოციური მომენტია, რომელიც ჩვენი ისტორიის წიგნებში დარჩება”- სალომე ზურაბიშვილი

„სიქსტის კაპელაში“ ქართული გალობის მოსმენა ის ემოციური მომენტია, რომელიც ჩვენი ისტორიის წიგნებში დარჩება. მადლობა სამების საკათედრო ტაძრის საპატრიარქო გუნდს“,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს. პრეზიდენტის თქმით, „სიქსტის კაპელაში“ სამების საკათედრო ტაძრის მგალობელთა გუნდის კონცერტი გასულ წელს, მისი ვატიკანში ვიზიტის დროს დაიგეგმა „შარშან, როდესაც წმინდა საყდარს ოფიციალური ვიზიტით ვესტუმრე, მის უწმინდესობა პაპთან შეხვედრისას ვისაუბრეთ დღევანდელი ლამაზი საღამოს დაგეგმვის შესახებ, ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წლისთავის აღსანიშნავად. დღეს ემოციური მომენტის მომსწრენი გავხდით, რომელიც ჩვენს მოგონებებში დარჩება. ჩემი უდიდესი მადლიერება პაპ ფრანცისკეს“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. ამასთან, პრეზიდენტმა სოციალურ ქსელ ,,ფეისბუქშიც” შეაფასა სამების საკათედრო…

მეტი...

,,ჯანმრთელობა იგივეა, სისუსტე, საკვების მიუღებლობა ადგილზეა”- გიული ალასანია

გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა კვლავ მძიმეა. სააკაშვილი დედის შეფასებით, სამედიცინო დასკვნა ძალიან ჭიანურდება. ,,ჯანმრთელობა იგივეა, სისუსტე, საკვების მიუღებლობა ადგილზეა. პრობლემა ის არის, რომ სამედიცინო დასკვნა ძალიან ჭიანურდება, ხომ უნდა დაიდოს ბოლოსდაბოლოს, რომლის საფუძველზეც შეიძლება რაღაცაზე მსჯელობა. შემდგომი ნაბიჯი, რასაც ვითხოვდით თავიდან გადაყვანას, გადავადებას, ამაზეა დაფუძნებული. ბრიუსელიდან ძალიან კეთილგანწყობილი არიან, გულშემატკივრობენ, ფიქრობენ, რომ ეს ადამიანი აქ არ უნდა იყოს, უნდა იყოს ნორმალურ კლინიკაში, სადაც ჩაუტარდება ნორმალური გამოკვლევა”,- განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

იაპონია რუსეთის წინააღმდეგ ახალ სანქციებს აწესებს

იაპონიის პრემიერმინისტრ, ფუმიო კიშიდას ინფორმაციით, იაპონია რუსეთის წინააღმდეგ დამატებით სანქციებს აწესებს. სანქციებს შორისაა რუსული ოქროს იმპორტის აკრძალვა, რუსეთის ფედერაციის კიდევ 70 პირისა და ორგანიზაციის აქტივების გაყინვა  და საქონლის მიყიდვის აკრძალვა თავდაცვის სექტორთან დაკავშირებული 90 ორგანიზაციისთვის. კიშიდას თქმით, ისეთი უწყებები, როგორიცაა მაგალითად გაეროს უშიშროების საბჭო, საკმარისად ვერ გაუმკლავდა არსებულ ვითარებას.

მეტი...

მარიუპოლში დაბომბვის შედეგად დაღუპული 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს

მარიუპოლის მერის მრჩეველის, პეტრო ანდრიუშჩენკოს ინფორმაციით, მარიუპოლში, დაბომბვის შედეგად დაღუპული 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარი იპოვეს. ანდრიუშჩენკოს თქმით, დაბომბვის შედეგად დაღუპული 100-ზე მეტი ადამიანის ცხედარი ამ დრომდე კორპუსის ნანგრევებშია დარჩენილი. ,,ექსჰუმაცია გრძელდება. პრიორიტეტულად სკოლებისა და საბავშვო ბაღების ეზოებში. ექსჰუმაციის შემდეგ აქ მუშავდება სუნიანი ორმოები. ქუჩებში და ეზოებში დამუშავება არ ხდება”, – განაცხადა ანდრიუშჩენკომ.

მეტი...

მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დროებით აიკრძალა

ძლიერი წვიმის და უხვი ნალექის გამო, გვიან ღამით საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე, მდინარე თერგის ადიდების შედეგად, გზის 80 მ-მდე მონაკვეთი დაზიანდა. ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა და ადიდებული მდინარის დონის დაწევისთანავე დაიწყება გზის აღდგენის სამუშაოები შესაბამისი ღონისძიებების გატარებამდე მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზის 136-ე კილომეტრზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

მეტი...

ექიმებმა მარნეულში, აივნის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ნაყოფის გადარჩენა შეძლეს

ექიმებმა მარნეულში, 5-სართულიან კორპუსში, აივნის ჩამონგრევის შედეგად დაღუპული ორსულის ნაყოფის გადარჩენა შეძლეს. ჩვილი ამ დროისთვის კლინიკაში, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. შემთხვევის შედეგად დაშავებული კიდევ 2 ბავშვი საავადმყოფოში რჩება. მათ შორის ერთი, 8 წლის ბავშვი მრავლობითი დაზიანებებით სპეციალიზირებულ კლინიკაში გადაიყვანეს. მარნეულში აივანი ჩამოინგრა, არის მსხვერპლი, მათ შორის 8 თვის ფეხმძიმე ქალი

მეტი...

რუსეთმა უცხოურ ვალუტაში საგარეო ვალზე დეფოლტი გამოაცხადა

„ბლუმბერგის“ ინფორმაციით, რუსეთმა 1918 წლის შემდეგ პირველად, უცხოურ ვალუტაში საგარეო ვალზე დეფოლტი გამოაცხადა. გამოცემის ცნობით, , რუსეთის მიერ დეფოლტის გამოცხადება,  დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების კულმინაციაა. რუსეთს 26 ივნისს დაახლოებით 100 მილიონი დოლარის ოდენობის პროცენტის გადახდის საშეღავათო პერიოდი ამოეწურა, რაც დეფოლტის საფუძველი გახდა. მარტის დასაწყისიდან ქვეყნის ცენტრალური ბანკის სავალუტო რეზერვები  გაყინულია და უმსხვილესი ბანკები მოწყვეტილია გლობალურ ფინანსურ სისტემას. რუსეთის ფინანსთა მინისტრის, ანტონ სილუანოვის განცხადებით,  რუსულ ევრობონდებზე უცხოურ ვალუტაში გადახდების შეწყვეტა და რუბლის სქემაზე გადასვლა არ ნიშნავს დეფოლტს. სილუანოვის თქმით,რუსეთი უარს არ ამბობს ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე და ახორციელებს ყველა ქმედებას ინვესტორებამდე თანხების…

მეტი...

,,უკრაინის ომის შემდეგ რუსეთს სანქციებს არ ვუწესებთ”- თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველი

თურქეთის პრეზიდენტის მრჩეველის, იბრაჰიმ კალინმას განცხადებით, თურქეთი რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს, ქვეყნის ინტერესების გათვალისწინებით არ უერთდება. ერდოღანის პრესსპიკერის თქმით, სანქციების დაწესება უფრო მეტად დააზარალებს თურქეთის ეკონომიკას, ვიდრე რუსეთს. „ჩვენ ვავითარებთ ურთიერთობებს რუსეთთან, როგორც ამას ვაკეთებთ ირანთან. უკრაინის ომის შემდეგ რუსეთს სანქციებს არ ვუწესებთ. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი ქვეყნის ინტერესები. ვინ დაელაპარაკება რუსეთს, თუ ყველა დაანგრევს ხიდებს? ჩვენი ეკონომიკური ურთიერთობები ისეთი ხასიათისაა, რომ სანქციების დაწესება უფრო მეტად დააზარალებს თურქეთის ეკონომიკას, ვიდრე რუსეთს. ჩვენ მკაფიო პოზიცია დავიკავეთ. ამჟამად დასავლელებმაც მიიღეს ეს. თურქეთის პოზიციაზე არაფერს ამბობენ გეოპოლიტიკური მიზეზების გამო. არის პროცესი, რომელშიც…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა მცხეთის მაგისტრალზე – დაიღუპა ერთი ადამიანი

მცხეთის მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად,  ერთი ადამიანი დაიღუპა. ადგილზე საპატრულო პოლიციისა და სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ეკიპაჟები იყო მობილიზებული. ამ დროისთვის დამატებითი დეტალები უცნობია.

მეტი...

,,საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება”- დავით არახამია

უკრაინის ფრაქცია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე, დავით არახამია, დასავლეთის მიერ სანქცირებული, რუსული ნავთობის ტანკერის საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება. არახამიას ცნობით, შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს, ერთ-ერთი განსახილველი თემა ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესებას შეეხებოდა. “შეერთებულ შტატებში ვიზიტის დროს ჩვენი დელეგაციის მუშაობის ნაწილი იყო ჩვენი მოკავშირეების გაცნობა რუსების მიერ გამოყენებული სქემების შესახებ სანქციების თავიდან ასაცილებლად. ერთ-ერთი მათგანია საქართველოს იურისდიქციის გამოყენება. საქართველოს ხელისუფლება რუსეთს სანქციების გვერდის ავლით ეხმარება. როდესაც ეს ინფორმაცია ამერიკისთვის გახდა ხელმისაწვდომი, ქართველი ჩინოვნიკებისგან ბევრი სიტყვა მოვისმინეთ, რომ ეს სიმართლეს არ შეესაბამება. მაგრამ დროთა განმავლობაში…

მეტი...

,,კიევის ცაში, ხარკოვის მიწაზე, დონბასში, ხერსონში – სწორედ აქ წყდება, როგორი იქნება ცხოვრება ევროპაში სამომავალოდ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ  ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც აცხადებს, რომ უკრაინას თანამედროვე, სრულად ეფექტური, ძლიერი საჰაერო თავდაცვა სჭირდება, რომელსაც შეუძლია, უზრუნველყოს სრული დაცვა რუსეთის მიერ ნასროლი რაკეტებისგან. მისი თქმით, „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს აქვთ საკმარისი რესურსი, შეაჩერონ რუსული აგრესია „ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მივიღებთ ყველაფერს, რასაც ვითხოვთ და ზუსტად ისეთ ვადებში, რომელშიც გვჭირდება – იარაღი, ფინანსური მხარდაჭერა და სანქციები რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ. ამ ომში სხვაგვარად არ შეიძლება. ბოლოს და ბოლოს, აქ, კიევის ცაში, ოდესის მახლობლად ზღვაში, ხარკოვის რეგიონის მიწაზე, დონბასში, ხერსონში და ზაპოროჟიეს რეგიონში – სწორედ აქ წყდება, როგორი…

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

თბილისის დროით 07:49 საათზე საქართველოში მიწისძვრა მოხდა. სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, ეპიცენტრი დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 25 კილომეტრში, სოფელ სამებასთან იყო. არსებული ინფორმაციითმ ბიძგების სიძლიერემ  4.1 მაგნიტუდა შეადგინა.

მეტი...