უკრაინაში სავაჭრო ცენტრის დაბომბვის შედეგად მსხვერპლი იზრდება

პოლტავას ოლქში, რუსეთის მიერ დაბომბილ სავაჭრო ცენტრში გარდაცვალებულთა რაოდენობა იზრდება. ამ ეტაპზე, ცენტრიდან 10 გვამი გამოიტანეს. ცენტრი თითქმის მთლიანად განადგურებაზე, 50-იზე მეტი ადამიანი დაშავებულია. სავაჭრო ცენტრში სამაშველო ღონისძიებები აქტიურად გრძელდება. ოკუპანტებმა ცენტრი  სამუშაო საათის  დროს დაბომბეს, მაშინ, როცა ცენტრში 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა.  

მეტი...

„ბოროტება“ და „ბარბაროსობა“ – ბორის ჯონსონი  უკრაინაში სავაჭრო ცენტრის დაბომბვაზე

უკრაინაში, კერძოდ კი პოლტავას ოლქში სავაჭრო ცენტრის დაბომბვასთან დაკავშირებით ბრიტანეთის პრემიერი შეფასებას აკეთებს და პუტინის ქმედებას  ბოროტებასა და ბარბაროსობას უწოდებს. „სავაჭრო ცენტრში განხორციელებულმა შემზარავმა თავდასხმამ კიდევ ერთხელ აჩვენა ბოროტებისა და ბარბაროსობის სიღრმე, რომელშიც რუსეთის ლიდერი ჩაიძირება. ჩვენი ფიქრები უკრაინაში, უდანაშაულო მსხვერპლთა ოჯახებთანაა.  პუტინმა უნდა გააცნობიეროს, რომ მისი საქციელი გააძლიერებს “დიდი შვიდეულის ქვეყნების” გადაწყვეტილებას, დადგეს უკრაინის გვერდით იმდენი ხანი, რამდენიც დასჭირდება”, – განაცხადა ბორის ჯონსონმა. ბრიტანეთის პრემიერის თქმით, “დიდი შვიდეულის“ სამიტზე უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის სიტყვით გამოსვლის დროს განხორციელებული თავდასხმა მოკავშირეების გადაწყვეტილებებს გააძლიერებს, რომ პუტინს კიდევ უფრო მძლავრი წინააღმდეგობა გაუწიონ. შეგახსენებთ,…

მეტი...

ტურისტის ცხედარი, რომელიც მეწყერში მოყვა, იპოვეს

ფშავში, მეწყერში მოყოლილი ტურისტის ცხედარი ნაპოვნია. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ ‘’112’’-ში ადასტურებენ. შეგახსენებთ რომ საზოგადოებამ იხილა უმძიმესი კადრები, როცა მამაკაცი მოტოციკლეტით მოძრაობს, რა დროსაც მთის მასა წყდება და ხის მორებთან ერთად პირდაპირ მამაკაცს ეჯახება. ტურისტმა უკან მოიხედა, თუმცა, გზის გადაკვეთა ვერ მოასწრო. ის მეწყერმა წაიღო. „შემოვიდა ინფორმაცია, რომ ფშავში, მთიდან წამოსულმა ღვარცოფმა გზაზე მოტოციკლით მოძრავი უცხო ქვეყნის მოქალაქის მდინარეში გადავარდნა და გაუჩინარება გამოიწვია. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა გაუჩინარებული მამაკაცის ადგილსამყოფელის დასადგენად შესაბამისი საძიებო სამუშაოები შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო. პროცესში უმოკლეს დროში ჩაერთო სტიქიის ზონაში მომუშავე სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის…

მეტი...

რუსებმა სავაჭრო ცენტრი დაბომბეს, სადაც 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა  

პოლტავას ოლქში, კრემენჩუგში, სავაჭრო ცენტრი დაიბომბა. რუსმა ოკუპანტებმა სავაჭრო ცენტრს რაკეტები მაშინ დაუშინეს, როცა ის 1000-ზე მეტი ადამიანი  იმყოფებოდა. ვიდეოკადრებში კარგად ჩანს, რომ სავაჭრო ცენტრი მთლიანად ცეცხლშია გახვეული. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით არიან დაღუპულები და დაშავებულები. უკრაინის პრეზიდენტი კი ავრცელებს ინფორმაციას, რომ ცენტრში 1000-ზე მეტი ადამიანი იმყოფებოდა. “ოკუპანტებმა სავაჭრო ცენტრი დაბომბეს, რომელშიც 1000-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე იმყოფებოდა. ცეცხლია, მაშველები ხანძრის ჩაქრობას ცდილობენ, მსხვერპლის რაოდენობის შესახებ შეუძლებელია, რომ წარმოიდგინო. რუსული არმიისთვის ეს არანაირ საფრთხეს წარმოადგენდა, არანაირი სტრატეგიული ღირებულება ჰქონდა. ხალხს მხოლოდ ნორმალური ცხოვრება სურდა, რაც ოკუპანტებს ძალიან აბრაზებს. უსუსურობის გამო რუსეთი…

მეტი...

სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე ისევ მიხეილ ჩინჩალაძე გახდა

მომავალი 5 წლის ვადით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ისევ მიხეილ ჩინჩალაძე უხელმძღვანელებს. აღნიშნული გადაწყვეტილება იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მიიღო. აღნიშნულ პოზიციაზე ჩინჩალაძე ერთადერთი კანდიდატი იყო. საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონის თანახმად, სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარე სააპელაციო სასამართლოს წევრი მოსამართლეებისგან ირჩევა. თანამდებობაზე შერჩეულ პირს კი  იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს. მიხეილ ჩინჩალაძეს ვადა მიმდინარე წლის მაისის ბოლოს ამოეწურა. შეგახსენებთ, რომ მიხეილ ჩინჩალაძე სწორედ ის მოსამართლეა, რომელსაც არასამთავრობო ორგანიზაციაბი ე.წ. კლანის წევრად მოიაზრებე და აღნიშნულთან დაკავშირებით პროტესტი არაერთხელ გამოხატეს.  

მეტი...

მცხეთა-მთოანეთიდან 170 მოსახლის ევაკუაცია განხორციელდა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა მცხეთა-მთიანეთის რეგიონიდან 170 მოქალაქე უსაფრთხო ადგილზე გადმოიყვანეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის დუშეთის მუნიციპალიტეტიდან, უხვი ნალექის შედეგად, საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვის გამო, რეგიონში ჩარჩენილი მოქალაქეების გამოყვანის პროცესი შეუჩერებლად მიმდინარეობს. „რეგიონში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გაყვანის მიზნით, პროცესში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ, დღეს დილიდან კი, სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენები ჩაერთო. სასაზღვრო პოლიციის ორი ვერტმფრენის მიერ განხორციელებული ფრენების შედეგად, მეხანძრე მაშველებმა დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებიდან 170 პირი, მათ შორის ტურისტები და არასრულწლოვნები უსაფრთხო ადგილას უკვე გადმოიყვანეს. სამაშველო ღონისძიება გრძელდება“ – აცხადებენ უწყებაში.

მეტი...

“არა ბატონებო, ფასები ამ ეტაპზე არ გაიზრდება, მაგრამ, პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარეთ” – მალხაზ დოლიძე “მედიაცენტრ მთავარში”

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძე აცხადებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი ძვირდება რაც პურის ფასზე ახდენს გავლენას. როგორც დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, მეწარმეებს არ აქვთ შესაძლებლობა ბუნებრივი აირის მიწოდებისთვის ის კომპანია აირჩიოს რაც მათთვის მისაღებია და დახმარებას ითხოვს. „არა ბატონებო, ფასები ამ ეტაპზე არ გაიზრდება, მაგრამ, პრობლემების მოგვარებაში დაგვეხმარეთ. პირდაპირ გეუბნებით ჟურნალისტებს. რაშია ეს პრობლემები? იცით, რომ ბუნებრივი აირის ფასები შეიცვალა. „სოკარმა“ რაიონებში დააწესა ტარიფი 1.15 ლარი, რაც ძალიან მისაღები ფასია, მაგრამ, „თბილისი ენერჯი“ კი აცხადებს, ამ ეტაპზე საშუალება არ გვაქვს და ტარიფი  1.38 ლარი იქნებაო. მინდა ვკითხო მათ, ვისაც…

მეტი...

რუსული ძალები მარიუპოლის მაცხოვრებლებს მტრედებზე ნადირობას და მათ ჭამას აიძულებენ

მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, უკრაინის ოკუპირებულ ქალაქ მარიუპოლში მცხოვრებ ადამიანებს, რუსული ძალები მტრედებზე ნადირობას და მათ ჭამას აიძულებენ. ბოიჩენკოს თქმით,  მოსახლეობა მტრედების დასაჭერად ხელნაკეთ ხაფანგებს იყენებს. მისი განმარტებით, რუსული ძალები ამ გზით დასცინიან ადამიანებს, რომლებიც ომამდე სრულფასოვნად ცხოვრობდნენ  და  არ იცოდნენ რა იყო შიმშილი ან სასმელი წყლის ნაკლებობა. „ეს საშინელებები ხდება 21-ე საუკუნეში, ევროპის გულში, მთელი მსოფლიოს თვალწინ“, – დასძინა მან. პირველადი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ლაზარენკოს განცხადებით, მტრედები მრავალი ვირუსული დაავადების გადამტანები არიან და მისი მირთმევა ადამიანებისთვის რისკის შემცველია. „მტრედები მრავალი ვირუსული, ბაქტერიული და სოკოვანი დაავადების გამრავლების საფუძველია.…

მეტი...

შემოსავლების სამსახური ბათუმის პორტში სანქცირებული რუსული ტვირთის შესვლას ადასტურებს

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ბათუმის ნავსადგურში შესულ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმებისას დადგინდა, რომ არც გემი და არც მისი მფლობელი არ იყვნენ შეყვანილნი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საჭიროდ თვლის, დამატებითი განცხადება გააკეთოს ბათუმის ნავსადგურში შესულ გემთან და ტვირთთან დაკავშირებით. თურქეთის დროშის ქვეშ მცურავი გემი ბათუმის ნავსადგურში შევიდა მიმდინარე წლის 26 ივნისს. კანონმდებლობით გათვალისწინებული შემოწმებისას დადგინდა, რომ არც გემი და არც მისი მფლობელი არ იყვნენ შეყვანილნი საერთაშორისო სანქცირებულთა სიაში. შესაბამისად, გემს მიეცა უფლება შემოსულიყო საქართველოს ნავსადგურში, რის თაობაზეც გაკეთდა შესაბამისი განმარტება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს მიერ. რაც შეეხება…

მეტი...

,,ტექნიკური მთავრობა გამოსავალი არ არის – ეს ჩვენი ქვეყნისთვის ქაოსის გარდა, არაფრის მომტანი არ არის”- გია ვოლსკი

,,ტექნიკური მთავრობა გამოსავალი არ არის – ეს ჩვენი ქვეყნისთვის ქაოსის გარდა, არაფრის მომტანი არ არის. ყველა ევროპელი ლიდერი მიუთითებს, რომ მთავარია დეპოლარიზაცია, რათა შესრულდეს ის, რაც ევროკავშირს აინტერესებს,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, საზოგადოების უდიდესი ნაწილი ხმას ,,ქართულ ოცნებას” აძლევსიმისთვის, რომ ევროინტეგრაციის მიმართულებით სერიოზული და შედეგიანი ნაბიჯები გადაიდგა. „ოპოზიციაში წინასწარ იციან, რომ ამ თემაზე ხელისუფლებას პოზიტიური გამოხმაურება არ ექნება – რასაკვირველია, ქვეყანას ამისთვის ვერ გავწირავთ. არსებობს არჩევნების დადგენილი ვადა და არა ქაოსი, რისი ამოცანაც ჩვენ წინაშე დგას. არანაირი პოზიტიური განწყობა იმის, რომ ქვეყანამ დეპოლარიზაციას მიაღწიოს,…

მეტი...

,,ჩვენ მივიღებთ მხარდაჭერის ახალ პაკეტებს საქართველოსთვის, ბოსნია- ჰერცეგოვინისა და მოლდოვისთვის“- იენს სტოლტენბერგი

,,რაც შეეხება საქართველოს მხარდაჭერას, თუ რამე გაკვეთილი ვისწავლეთ უკრაინაში, ალიანსის ახლო, ღირებულ და მრავალწლიან პარტნიორ ქვეყანაში შეჭრით, არის დახმარების დროულად აღმოჩენის მნიშვნელობა,”- ამის შესახებ  ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა საქართველოს მხარდაჭერის საკითხზე საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, სამიტზე ალიანსის წევრები შეთანხმდებიან პოლიტიკური და პრაქტიკული მხარდაჭერის გაზრდაზე იმ პარტნიორებისთვის, რომლებიც რუსული ჩარევის რისკის ქვეშ არიან. „მხარდაჭერა დროულად უმჯობესია, ვიდრე დაგვიანებით. ნატო ეხმარებოდა უკრაინას 2014 წლის შემდეგ სხვადასხვა გზით, მაგრამ ჩვენ მეტი უნდა გავაკეთოთ სხვა პარტნიორებისთვისაც, რომლებიც მოწყვლადი არიან რუსეთის მიერ მათ შიდა პოლიტიკურ საქმეებში ჩარევის საფრთხის წინაშე. ველოდები, რომ ამ სამიტზე ჩვენ…

მეტი...

საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საინიციატივო ჯგუფი რეგისტრაციაში არ გაატარა

საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა საკანონმდებლო ცვლილების განხორციელების მიზნით შექმნილი საინიციატივო ჯგუფის რეგისტრაციაში გატარებაზე უარყოფითი დასკვნა მიიღო. კერძოდ, კომიტეტში წარდგენილი იყო განაცხადი არანაკლებ 25 000 ამომრჩევლის ინიციატივით „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში, „საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ და „საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში“ ცვლილებების და დამატებების შეტანის შესახებ კანონპროექტების წარდგენის უფლების განხორციელების მიზნით მოქალაქეთა საინიციატივო ჯგუფის (გიორგი ქარდავა, ზურაბ მახარაძე, ირაკლი მორგოშია, შოთა მარტინენკო, კონსტანტინე მორგოშია) რეგისტრაციის თაობაზე. კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ განაცხადის წარდგენისას დარღვეულია კანონის მოთხოვნები. „პარლამენტის რეგლამენტისა და ნორმატიული აქტების შესახებ ორგანული კანონის შესაბამისად თითოეულ საკანონმდებლო ცვლილებას თავისი…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი „დიდი შვიდეულის“ ლიდერებს მოუწოდებს ყველაფერი გააკეთონ, რომ ომი წლის ბოლომდე დასრულდეს

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ,,დიდი შვიდეულის” სამიტზე საჰაერო თავდაცვის სისტემები, რუსეთის წინააღმდეგ დამატებითი სანქციები და უსაფრთხოების გარანტიები მოითხოვა. „ჩვენთის მნიშვნელოვანია „დიდი შვიდეულის“ ქვეყნების თანმიმდევრული პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით, სანქციები მომავალშიც უნდა გაძლიერდეს, განსაკუთრებით, აგრესორის ექსპორტირებულ ნავთობზე ფასები უნდა შეიზღუდოს“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ინფორმაციით,  ზელენსკიმ თავის გამოსვლაში აღნიშნა უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატის სტატუსის მინიჭების გადაწყვეტილების მნიშვნელობა და ასევე  ლიდერებს სთხოვა კონცენტრირდნენ კონკრეტულ ნაბიჯებზე, რომლებიც შეიძლება სასარგებლო იყოს, როგორც უკრაინისთვის, ასევე მთელი ევროპისთვის. კერძოდ, პრეზიდენტმა ,,დიდი შვიდეულის” ლიდერებს მოუწოდა დაიწყონ  მუშაობა უკრაინის უსაფრთხოების გარანტიებზე. სახელმწიფოს მეთაურმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს…

მეტი...

,,არახამიას ინტერესი აქვს საქართველოში განვითარდეს რევოლუციური პროცესი და ამან ყველაფერმა მიგვიყვანოს ქაოსამდე”- გია ვოლსკი

,,არახამიას და ადამიანების გარკვეულ ჯგუფს ინტერესი აქვს საქართველოში განვითარდეს რევოლუციური პროცესი და ამან ყველაფერმა მიგვიყვანოს ქაოსამდე, მეორე ფრონტის გახსნის იდეა დღის წესრიგიდან არ მოხსნილა,”- ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა. მისი თქმით, მეორე ფრონტის გახსნის იდეა  დღის წესრიგიდან  არ მოხსნილა და ახლა შემოვლითი გზით გადაწყვიტეს შემოტევა. “პარლამენტში არიან შეძლებული ადამიანები, ბიზნესიდან მოსული ადამიანები, რომლებსაც შესაძლებლობაც აქვს, მათ შორის უცხოეთშიც იქონიოს ანგარიში. ასეთი რამდენია და ვინ არის, არ ვიცი, მაგრამ ამაში დასაძრახი არაფერია. გამოვრიცხავ ისეთ მონაცემებს, რომელიც აქვს არახამიას და არ აქვს უფრო კომპეტენტურ სტრუქტურებს. თუ მკითხავთ, აბა რა…

მეტი...

,,ბრალდებები დეფოლტის შესახებ აბსოლუტურად არამართლზომიერია”- დიმიტრი პესკოვი

,,ამ სიტუაციაში არ არსებობს არავითარი საფუძველი, რომ ამას დეფოლტი ეწოდოს“,- ასე ეხმაურება რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის პრესსპიკერი, დიმიტრი პესკოვი რუსეთის მიერ გამოცხადებულ დეფოლტს. პესკოვის განმარტებით, ხელისუფლებამ  გადასახადი ჯერ კიდევ მაისში გადაიხადა, თუმცა ის ფაქტი, რომ ეს თანხა დააკავეს და ის ადრესატამდე არ მივიდა, ეს უკვე რუსეთის პრობლემას არ წარმოადგენს. „ეს ბრალდებები დეფოლტის შესახებ აბსოლუტურად არამართლზომიერია, რადგან უცხოურ ვალუტაში გადახდა ჯერ კიდევ მაისში განხორციელდა და ის ფაქტი, რომ Euroclear-მა ეს თანხა დააკავა და მიმღებებთან ვერ მივიდა, ჩვენი პრობლემა აღარ არის. ამ შემთხვევაში, არ არსებობს საფუძველი, რომ ამ ვითარებას დეფოლტი ვუწოდოთ“, –…

მეტი...

ფშავში, ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე ჩამოწოლილ მეწყერში მოყოლილ ტურისტს ეძებენ

ფშავში ჩამოწოლილმა  მეწყერმა ერთი ადამიანი, სავარაუდოდ ტურისტი მოიყოლა. სოციალურ ქსელში ვრცელდება კადრები, რომელშიც ჩანს,  ტურისტი, რომელიც მოტოციკლით გადაადგილდება ფშავში, ბარისახო-შატილის გზის მონაკვეთზე. ტურისტი მაღაროსკარსა და ხომს შორის გზის სავალ ნაწილზე გადმოსულმა ღვარცოფმა მოიყოლა. არსებული ინფორმაციით, ადგილზე ტურისტის სამძებრო-სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს.

მეტი...

,,ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში”- ,,დიდი შვიდეული”

„ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო და დიპლომატიური მხარდაჭერის გაწევას და უკრაინის გვერდით ვიდგებით რამდენი ხანიც დასჭირდება“, – ამის შესახებ  ,,დიდი შვიდეულის” სამიტის განცხადებაშია ნათქვამი. ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან დაეხმარონ უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში. “ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ უკრაინას სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვაში, საკუთარი თავის დასაცავად და საკუთარი მომავლის არჩევაში. უკრაინის გადასაწყვეტია სამომავლო სამშვიდობო მოგვარების გადაწყვეტილება გარე ზეწოლისა და გავლენისგან თავისუფალი”, – ნათქვამია განცხადებაში. . ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი ერთად იმუშავებენ, რათა დაეხმარონ უკრაინას თავის დაცვაში ომის დასრულების შემდეგ. „ომის შემდგომი სამშვიდობო მოგვარების პერსპექტივის მიზნით,…

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ლაგოდეხში – დაშავდა 5 წლის ბავშვი

ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ლაგოდეხში 5 წლის ბავშვი დაიღუპა. თვითმხილველების ინფორმაციით, ავტომობილი, ლაგოდეხი-თბილისის მიმართულებით მოძრაობდა. სოფელ შრომასთან მანქანას ბავშვმა გადაურბინა, მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მოზარდს დაეჯახა. დაშავებული მცირეწლოვანი, კლინიკაში გადაიყვანეს, მისი მდგომარეობა მძიმეა.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ისევ გადაიდო

სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე, ბრალდებული ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კვლავ გადაიდო. პროცესი 14:00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში უნდა გამართულიყო, თუმცა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო სხდომა გადაიდო. სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით,  სხდომა გადაიდო, ვიდრე სასამართლო  დააზუსტებს სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის დეტალებს. “სასამართლომ გადადო სხდომა, ვიდრე სასამართლო შემადგენლობა დააზუსტებს სამკურნალო დაწესებულების მიერ გაცემული ცნობის დეტალებს და “ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მიერ პროცესში ჯეროვანი მონაწილეობის შესაძლებლობას”,- განაცხადა თუთბერიძემ.

მეტი...

,,საკუთარი თვალით ვნახე რუსეთის არმიის მიერ გადამწვარი სახლები, ეს ტრაგედიაა, რომლის სიტყვებით გადმოცემაც ძალიან რთულია”- მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. მან  უკვე მოინახულა კიევის ოლქის ქალაქები ,ბოროდიანკა, ბუჩა და ირპინი. მისი თქმით, მოლდოვა მამაცი უკრაინელი ხალხის გვერდით ვდგავართ, რომლებიც მათი და ევროპის თავისუფლებისთვის იბრძვიან. „დღეს მე უკრაინაში პრეზიდენტ ვოლოდიმერ ზელენსკის მოწვევით ვიმყოფები. ვიზიტი დავიწყეთ კიევის რეგიონში განადგურებული ქალაქების მონახულებით. საკუთარი თვალით ვნახე რუსეთის არმიის მიერ ბოროდიანკასა და ირპენში გადამწვარი სახლები, საავადმყოფოები, მაღაზიები, საბავშვო ბაღები. ვნახეთ მასობრივი სამარხები ბუჩაში. ეს ტრაგედიაა, რომლის სიტყვებით გადმოცემაც ძალიან რთულია. ოთხი თვეა, უკრაინა, ჩვენი მეზობელი და მეგობარი ქვეყანა ომში ცხოვრობს. მოლდოვის რესპუბლიკა პირველივე დღიდან გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სამხედრო აგრესიას და მოვუწოდებთ საერთაშორისო საზოგადოებას, ყველაფერი გააკეთონ,…

მეტი...

,,საქართველო რუსეთის ფედერაციისთვის „შავ ხვრელად“ გადაიქცა, რომ მათ თავი აარიდონ სანქციებს”- ლევან ბეჟაშვილი

,,ხელისუფლებას ერთი ნაბიჯიც არ გადაუდგამს, რათა თავიდან აღეკვეთა ასეთი უკანონო ეკონომიკური საქმიანობა ოკუპანტ სახელმწიფოსთან. ამიტომ, ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციებზე საუბარი ბუნებრივი იქნება,”- ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საქართველო რუსეთის ფედერაციისთვის „შავ ხვრელად“ გადაიქცა, რომ მათ თავი აარიდონ სანქციებს. „რამდენიმე თვის წინ უკრაინის სადაზვერვო სამსახურებმა განცხადება გააკეთეს, რომ ინფორმაცია არსებობდა, ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობდა რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს მთავრობას შორის, რათა სანქციების გვერდის ავლით ეკონომიკური ურთიერთობები გაღრმავებულიყო. გვახსოვს, „ქართულ ოცნებას“ როგორი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ ფაქტია, რომ ეს ინფორმაციები რეალიზდება და დასტურდება. ვხედავთ, ჩრდილოეთ საბაჟოზე რამდენი მანქანა მიდის…

მეტი...

,,გემი და მისი მფლობელი არ არის სანქცირებული, ტვირთთან მიმართებაში სკრინინგს ახორციელებს შემოსავლების სამსახური”- საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო

საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის თამარ იოსელიანის განცხადებით, ბათუმის პორტში შემოსული გემი და არც გემთმფლობელი სანქცირებული არ არის, ტვირთის სკრინიგს  კი, შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტი ახორციელებს. მისი თქმით, საქართველოში ნავსადგურები არის კერძო მფლობელობაში. აქედან გამომდინარე სახელმწიფო კომერციულ საქმიანობაში ვერ ერევა. „საქართველოში და საქართველოს ნავსადგურებში შემავალ ყველა გემთან მიმართებაში ორდონიანი სკრინინგი ტარდება – პირველზე პასუხისმგებელია საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო და შესაბამისი დეპარტამენტები ახორციელებენ როგორც გემის, ასევე გემთმფლობელის შემოწმებას სანქციებთან მიმართებაში და თუ გემი ან გემის მფლობელი არის სანქცირებული, მაშინ მას საქართველოს ნავსადგურებში არ ეძლევა შემოსვლის უფლება. რაც შეეხება ტვირთს, ტვირთთან მიმართებაში სკრინინგს…

მეტი...

,,დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსულ ნავთობზე ფასის დაწევას ეცდებიან

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსულ ნავთობზე ფასის დაწევას ეცდებიან, – აღნიშნულ ინფორმაციას „სიენენი”,  აშშ-ის ოფიციალურ  პირზე დაყრდნობით ავრცელებს. ლიდერებმა განაცხადეს, რომ ისინი დაავალებენ თავიანთ გუნდებს, იპოვონ გზა, რათა დაწიონ რუსული ნავთობის ფასი,  მოსკოვისთვის  შემოსავლის ძირითადი წყაროს ჩამორთმევის მიზნით. ,,მიზანი აქ არის რუსეთის დაუძლურება, რათა პუტინს ამოვუწუროთ ნაღდი ფულის მიღების წყარო და დავწიოთ რუსული ნავთობის ფასი, რომ შევამციროთ პუტინის ომის გავლენა“, – განაცხადა აშშ-ს ადმინისტრაციის მაღალჩინოსანმა. იმის გამო, რომ ნავთობის ფასები გაიზარდა, რუსეთის ნავთობის შემოსავალი  გლობალური იმპორტის აკრძალვის მიუხედავად, გაიზარდა. ლიდერებს სურთ გამოიყენონ თავიანთი კოლექტიური ბერკეტები იმ შემოსავლის შესამცირებლად, რომელსაც რუსეთი იღებს…

მეტი...

„წისქვილკომბინატები არ მუშაობს, ხორბალი არ შემოდის“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

„მეპურეებიც ამბობენ, რომ გარკვეულწილად ფასის შენარჩუნებისკენ მიდიან, თუმცა სამომავლოდ პროგნოზებს ვერც ისინი აკეთებენ და ვერც ჩვენ. როგორი იქნება პურის ფასი ამისი თქმა ამ ეტაპზე შეუძლებელია“ – – აღნიშნული განცხადება „მედიაცენტრ მთავარში“ „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ გააკეთა. როგორც რესპონდენტმა აღნიშნა, საქართველოში ხორბლის მარაგი არ არსებობს, არც შემოდის და მხოლოდ ფქვილის იმპორტი ხორციელდება. „მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ხორბლის მარაგი არსებობდეს. ეს არის  გაეროს რეკომენდაცია, რომ ქვეყანაში 2-თვიანი მინიმალური მარაგი უნდა არსებობდეს. დღეს საქართველოში წისქვილკომბინატები არ მუშაობს. ხორბალი თითქმის არ შემოდის. ის, რომ იმპორტირებული ფქვილი 3-4 ლარით იაფად შემოდის,…

მეტი...

,,ბატონო ირაკლი, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, საქართველოს და მისი მოქალაქეების ინტერესებიდან გამომდინარე გადადგეთ”- გიორგი ვაშაძე ღარიბაშვილს

,,ხალხი ახლა ირაკლი ღარიბაშვილისგან ელოდება არა პოზიტიური სტატისტიკური მონაცემებით მანიპულაციას, არამედ გადადგომას, როგორც იმ მთავრობის ხელმძღვანელის პასუხისმგებლობას, რომელმაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მოპოვება ვერ უზრუნველყო,”- ამის შესახებ “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა. გიორგი ვაშაძემ  საქართველოს პრემიერ-მინისტრს გადადგომისკენ და დეპოლარიზაციისთვის ხელის შეწყობისკენ მოუწოდა. ,,კარგი იქნება ღარიბაშვილმა ციფრებით ჟონგლიორობას თავი დაანებოს და კონკრეტული ნაბიჯები გადადგას იმ ეროვნული ამოცანის შესასრულებლად, რომელსაც საქართველოს ევროპაში ინტეგრაცია ჰქვია. რაც შეეხება ციფრებს – მას არ უხსენებია მისი და „ქართული ოცნების“ მთავარი მიღწევა, რომ ქვეყანა რეფორმების ჩემპიონობიდან რეგიონის მაჩანჩალა სახელმწიფოდ იქცა. სწორედ ამიტომ, ხალხი ახლა მისგან ელოდება არა პოზიტიური…

მეტი...

„რკინის მუშტი” ადგილზეა, არავინ დაივიწყოს“- ილჰამ ალიევი სომხეთს ემუქრება

აზერბაიჯანის პრეზიდენტი, ილჰამ ალიევი სომხეთს ემუქრება და აფრთხილებს, რომ თუ სომხეთი საზღვრების დადგენისას ძველ ტაქტიკას გააგრძელებს, ინანებს. მისი თქმით, აზერბაიჯანის პოზიციები სომხეთის საზღვართან გაძლიერდება. „ჩვენი პოზიციები სომხეთთან საზღვარზე კიდევ უფრო გაძლიერდება. თუ სომხეთი კვლავ დაიცავს თავის წინა ტაქტიკას საზღვრების დადგენისას, შეეცდება გააჭიანუროს დრო, შედეგად ინანებს. ყურადღებით ვაკვირდებით სომხეთში წარმოშობილ რევანშისტული ძალების ქმედებებს. მათაც უნდა იცოდნენ. ჩემი სიტყვები დაწერილია მთის წვერზე: „რკინის მუშტი“ ადგილზეა, არავინ დაივიწყოს“, – განაცხადა ალიევმა.

მეტი...

უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას  339 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესიას  339 ბავშვი ემსხვერპლა, 614-ზე მეტი კი დაშავდა. ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის რეგიონში – 335, ხარკოვის ოლქში – 179, კიევის ოლქში – 116, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 57, ხერსონის ოლქში – 52, ნიკოლაევის ოლქში – 48, ზაპოროჟიეს ოლქში – 31, სუმის ოლქში – 17. აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა გართულებულია, შესაბამისად აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის.

მეტი...

„ასოცირების ხელშეკრულებამ ხელი შეუწყო, საქართველოს ტრანსფორმაციის პროცესი გადაეყვანა ევროპულ კალაპოტში“- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“,  საქართველოსა და ევროკავშირს შორის ასოცირების ხელშეკრულების გაფორმების მერვე წლისთავს ეხმაურება. მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულებამ საქართველოსა და ევროკავშიის პარტნიორული ურთიერთობები  ახალ დონეზე გადაიყვანა. „ასოცირების ხელშეკრულებამ წარმატებულად წარმოაჩინა საქართველოს ევროპიზაციის პოტენციალი, საქართველოსა და ევროკავშირის პარტნიორული ურთიერთობები გადაიყვანა ხარისხობრივად ახალ დონეზე და ხელი შეუწყო, საქართველოს ტრანსფორმაციის პროცესი გადაეყვანა ევროპულ კალაპოტში“, – წერს შალვა პაპუაშვილი.

მეტი...

,,რადიკალურ ოპოზიციას არჩევნების გარეშე ხელისუფლების შეცვლა უნდა და ამისთვის ნებისმიერ შემთხვევას იყენებს”- ირაკლი ქადაგიშვილი

,,საქართველოში მიტინგის ჩატარებას არავის უშლიან, ისევე, როგორც აზრის გამოხატვას, მაგრამ არსებობს მიტინგზე უფრო მძლავრი და დიდი იარაღი ეს არის არჩევნები, რადიკალური ოპოზიცია არჩევნებს არასოდეს არ აღიარებს,”- ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, ტექნიკური მთავრობის მოთხოვნა თანხვედრაში არ არის იმ პოლიტიკურ დღის წესრიგთან, რაც საქართველომ ევროკავშირისგან მიიღო. „ჩვენ გვაქვს ძლიერი გზავნილი, პერსპექტივა და გეგმა, რაც მიმდინარე წელს უნდა განხორციელდეს. მთავრობასა და პარლამენტს პასუხისმგებლობა აქვთ, ეს რეკომენდაციები ხარისხიანად იყოს შესრულებული. მთავრობის ცვლილება, არასტაბილურობა და ქართულ პოლიტიკაში სხვა მომენტების შემოტანა იმ სულისკვეთებას ეწინააღმდეგება, რაც ევროკავშირმა მიიღო. ასეთ…

მეტი...

,,არახამია ემსახურება რუსეთის ინტერესებს”- გურამ მაჭარაშვილი

,,არახამიას ნებისმიერი განცხადება რუსეთის ინტერესებს ემსახურება, ამ ადამიანს პირდაპირ აქვს სურვილი, რომ საქართველოში დესტრუქცია იყოს,”- ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, დავით არახამიას რუსეთთან კავშირი დადგენილია. „არახამია არ არის სამშობლოს მოყვარული ადამიანი, მისი განცხადებები არის დესტრუქციული, ომისკენ მოწოდება და ა.შ. მისი რაღაც ლოზუნგები, თითქოს საქართველოა ჩართული რუსეთთან მხარდაჭერაში, მის საწინააღმდეგოდ მოქმედებს. მისი განცხადება, რომ გვარებს დაასახელებს, შემიძლია, დაგისახელოთ სახელი და გვარი, რომელიც აღიარებს, რომ რუსეთიდან დიდი ოდენობის თანხებს იღებს. ამას საზოგადოებას ვეუბნებით. არავის სჯერა ისეთი ადამიანების განცხადებების, რომელთაც ვერ გაურკვევიათ, რომელ სამშობლოს და საერთოდ ვის ემსახურებიან.…

მეტი...

„ფასი გაზრდილია როგორ ხორბალზე, ისე ფქვილზე“ – მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე მალხაზ დოლიძემ ფქვილისა და პურის ბაზარზე არსებულ ვითარებაზე „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფასი გაიზარდა როგორც ხორბალზე, ისე ფქვილზე. „გიდასტურებთ, რომ როგორც ხორბალზე, ისე ფქვილზე ფასი გაზრდილია. პურის ფასმა უკვე მოიმატა, შესაბამისად, ალ ეტაპზე, კიდევ მატება მოსალოდნელი არ არის. ახლა არის ახალი მოსავლის აღების პერიოდი. გარდა ამისა, ხორბალი და ფქვილი შემოდის, ამიტომ ჯერჯერობით მე დაგიდასტუროთ, რომ პურის გაძვირებას არ ველოდები. რაც შეეხება ფასების ცვლილებას, შემდეგია: თუ ადრე 1 ტომარა პირველი ხარისხის ფქვილი დაახლოებით, 75-76 ლარად იყიდებოდა,  დღეს 79 ლარი ღირს.  გარდა ამისა, რუსეთიდან შემოსული ფქვილის…

მეტი...

შსს-მ მცხეთა-მთიანეთიდან ვერტმფრენებით მოქალაქეთა გამოყვანის პროცესი დაიწყო

მცხეთა-მთიანეთიდან მოქალაქეთა უსაფრთხოდ გამოყვანისთვის სპეციალური ღონისძიება მიმდინარეობს. აღნიშნულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. მცხეთა-მთიანეთის მუნიციპალიტეტში უხვი ნალექის შედეგად საავტომობილო გზაზე მოძრაობის შეზღუდვის გამო რეგიონში ჩარჩენილი მოქალაქეების დახმარების მიზნით შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა მიერ სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენებით მოქალაქეთა გამოყვანის პროცესი დაიწყო. მოქალაქეთა გამოყვანა ხორციელდება სოფლებიდან კორშა, როშკა, ბარისახო და ჩარგლი. რეგიონში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხო ადგილზე გაყვანის მიზნით, პროცესში სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის თანამშრომლები დაუყოვნებლივ ჩაერთნენ, დღეს დილიდან კი, სამაშველო ღონისძიებაში სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ჩაერთო.  

მეტი...

,,ნატო-ს არ სურს შავი ზღვის განბლოკვაში მიიღოს მონაწილეობა”- მირჩა ჯოანა

ნატო-ს გენერალური მდივნის მოადგილე, მირჩა ჯოანა აცხადებს, რომ ნატო-ს არ სურს შავი ზღვის განბლოკვაში მიიღოს მონაწილეობა. „ნატო-ს არ სურს შავი ზღვის განბლოკვაში მიიღოს მონაწილეობა. ნატო-ს სამხედრო შესაძლებლობების ჩართვა სიტუაციას ვერ მოაგვარებს. პირიქით, ჩვენ გვჯერა, რომ ეს გამოიწვევს გამწვავებას“, – განაცხადა ჯოანამ. ჯოანას თქმით, პარტნიორები უკრაინიდან შავი ზღვის გავლით სავაჭრო გზების განბლოკვის ვარიანტების შესახებ მსჯელობენ. მისი განმარტებით, განიხილება სარკინიგზო და საავტომობილო გზებით ევროკავშირის ქვეყნების პორტებამდე უკრაინული მარცვლეულის მიტანა. „მეორე ვარიანტი, რომელიც მართლაც ძალიან რთულია, არის შავი ზღვის გასწვრივ უსაფრთხო დერეფნების ორგანიზება. რუსეთი იქნება მათი თანაორგანიზატორი, რადგან რუსეთი მოთამაშეა ამ სცენაზე“, –…

მეტი...

ლევან დავითაშვილი ადასტურებს, ბათუმში სანქცირებული რუსული ტვირთის შემოსვლას ადასტურებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ლევან დავითაშვილი  ბათუმის ნავსადგურში სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით დატვირთული გემის შემოსვლას ადასტურებს. მისი თქმით, საბაჟო ორგანოებს ტვირთის მიღებაზე თანხმობა არ გაუციათ. „სამწუხაროდ, ხდება ისე, რომ ნებისმიერი საკითხი, რომელიც შეძლება, ეხებოდეს დღეს სანქციებს, ხდება ხოლმე არასწორი ინტერპრეტირების საგანი. ის, რომ ბათუმის ნავსადგურში არსებული გემი შემოვიდა სანქცირებულ კომპანიასთან გაფორმებული ტვირთით, ეს ფაქტია. ჩვენ დოკუმენტები შევისწავლეთ და შესაბამისად, საბაჟო ორგანოები იღებენ გადაწყვეტილებას პასუხისმგებლობით, რომელიც მათ გააჩნიათ. საქართველოში, არც ერთი ფაქტი სანქციების ან გვერდის ავლის, ან სანქციების დარღვევის, არ ყოფილა. ამ შემთხვევაშიც ასე იქნება. ვიღაცას შეიძლება სურვილი ჰქონდეს საქართველოში ასეთი პროდუქტების…

მეტი...

,,რადიკალურმა ოპოზიციამ ვერასდროს დაამთხვია საკუთარი ინტერესები საზოგადოების ინტერესებს”- გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციამ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების ნაცვლად, საკუთარი შვიდპუნქტიანი გეგმა შეიმუშავა. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს იმის განცდა არ აქვთ, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობენ, სადაც საზოგადოება პოლიტიკურად გაზრდილია. „12-პუნქტიანი რეკომენდაციების ნაცვლად, საკუთარი შვიდპუნქტიანი გეგმა შეიმუშავეს. იმის ნაცვლად, რომ ხელისუფლება, ოპოზიცია, საზოგადოება ერთად დავდგეთ და ეს პუნქტები მაქსიმალურად შევასრულოთ, რაღაც ე.წ. ტექნიკურ მთავრობაზე საუბრობენ, თითქოს ენჯეოს აფუძნებდნენ – რამდენიმე ადამიანი შეიკრიბება, არასამთავრობო ორგანიაციას დააფუძნებს და ლაპარაკობს ხალხის სახელით. ჰგონიათ, ხელისუფლებაც ასე კომპლექტდება. ამ ადამიანებს იმის განცდა არ აქვთ, რომ სამართლებრივ სახელმწიფოში ცხოვრობენ, სადაც საზოგადოება…

მეტი...

,,ნებისმიერი ადამიანი როდესაც სხვა ადამიანს ბრალს სდებს, უნდა იყოს ფაქტებით გამყარებული”- ლევან დავითაშვილი არახამიაზე

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ლევან დავითაშვილი მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე, დავით არახამიას მიერ „ტელეგრამის“ საშუალებით გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა. მინისტრის თქმით, ეს იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელსაც არანაირი ფაქტები არ ამყარებდა. „ბატონი არახამიას ცრუ ბრალდებებს რაც შეეხება, რომელიც მანამდეც არაერთი მოგვისმენია, ეს იყო აბსოლუტურად უპასუხისმგებლო განცხადებები, რომელსაც არანაირი ფაქტები არ ამყარებდა. დღესაც იგივეა. ჩვენ მოვისმინეთ საუბარი მხოლოდ ბრალდებებზე, მაგრამ ეს არ არის კონკრეტული ფაქტებით გამყარებული. მან უნდა წარმოადგინოს ფაქტები, ძალიან მარტივია. ნებისმიერი ადამიანი როდესაც სხვა ადამიანს ბრალს სდებს, უნდა იყოს ფაქტებით გამყარებული. ეს არის აბსოლუტურად უპასუხისმგებლო, შეურაცხმყოფელი ჩარევა საქართველოს…

მეტი...