„დიდი შვიდეული“ რუსეთის წინააღმდეგ ერთობლივ მოქმედებებზე შეთანხმდა

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით, „დიდი შვიდეულის: ქვეყნების უკრაინის დასახმარებლად ერთობლივ ქმედებებზე შეთანხმდნენ. როგორც კანცლერმა მედიასთან განაცხადა, ეს აუცილებელია რუსეთის აგრესიის შესაჩერებლად. „ჩვენ ერთიანი ვართ უკრაინასთან დაკავშირებით. შემიძლია, თამამად  განვაცხადო, რომ გერმანია და ამერიკის შეერთებული შტატები ყოველთვის ერთად იმოქმედებს უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ასე იყო დასაწყისიდან და ასე იქნება მომავალშიც. გვექნება მჭიდრო თანამშრომლობა და კოორდინაცია“, – აღნიშნავს ოლაფ შოლცი. შოლცი ასევე გადაჭრით ამბობს, რომ პუტინი შესაჩერებელია. „დარწმუნებით შემიძლია გითხრათ, რომ პუტინი არ ელოდა, რომ უკრაინის ფართო საერთაშორისო მხარდაჭერა მისი მუდმივი თავის ტკივილი გახდებოდა“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა.  

მეტი...

მარნეულში აივანი ჩამოინგრა, არის მსხვერპლი, მათ შორის 8 თვის ფეხმძიმე ქალი

მარნეულში უბედური შემთხვევა მოხდა. საცხოვრებელი სახლის მეხუთე სართულზე აივნის ჩამონგრევას მსხვერპლი მოყვა. დაღუპულია ორი ადამიანი – ერთი 40 წლამდე ახალგაზრდა ადამიანი და მეორე ასევე ახალგაზრდა ფეხმძიმე ქალი. არიან დაშავებულებიც. კლინიკაში გადაიყვანეს ორი მოზარდიც. რვა წლის ბავშვის მდგომარეობა კი შედარებით მძიმეა. ადგილზე სამაშველო ეკიპაჟები და პოლიცია მუშაობს. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, შენობა ავარიული იყო.  

მეტი...

თუ ზელენსკი უკრაინას დატოვებს, ჯონსონი მას ბრიტანეთში ეპატიჟება

ბავარიაში, სადაც მსოფლიოს ლიდერები არიან შეკრებილები, უკრაინის საკითხზე მსჯელობენ. „დიდი შვიდეულის“ქვეყნების უკრაინისთვის გასაწევ მორიგ დახმარებას განიხილავენ და ასევე მსჯელობენ, რა დამატებითი მექანიზმების ამოქმედება შეიძლება რუსეთის შესაჩერებლად. როგორც ბრიტანეთის პრემიერმა ბორის ჯონსონმა აღნიშნა, ის დიდი სიამოვნებით უმასპინძლებს პრეზიდენტ ზელენსკის, თუ ის უკრაინას დატოვებს. „თუ პრეზიდენტ ზელენსკის შეუძლია და საჭიროდ ჩათვლის უკრაინის დატოვებას, მაშინ, დიდ ბრიტანეთი და პირადად მე მისი მასპინძელი ვიქნები, მექნება მისი მიღების პატივი“ – აღნიშნა ჯონსონმა ჟურნალისტებთან სამიტზე. ბორის ჯონსონი აღფრთოვანებას გამოხატავს ზელენსკის გმირობით, პატრიოტიზმით, ერთგულებით  და მისი გამძლეობით.  

მეტი...

„თბილისი პრაიდი“ მთავრობისგან სამივე ღონისძიების დაცვას ითხოვს და განცხადებას ავრცელებს

„თბილისი პრაიდის“ ორგანიზატორები, კვირეულის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებების დაცვას ითხოვენ და საქართველოს მთავრობას მიმართავენ. ისინი ასევე ითხოვენ, დაისაჯონ 5 ივლისის აქციის ორგანიზატორები. „მოგეხსენებათ, რომ 28 ივნისს ვხსნით „პრაიდის კვირეულს“. წელს, ძალიან გააზრებულად მივიღეთ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება საზოგადოების პოლარიზაციის და ევროინტეგრაციის პროცესში დაძაბულობის კერების თავიდან არიდების მიზნით უარი ვთქვით კონსტიტუციით გარანტირებულ საჯარო შეკრებასა და მანიფესტაციაზე – არ ვატარებთ ღირსების მარშს, „პრაიდ კვირეულის“ ყველა ღონისძიება დახურულ სივრცეში ტარდება. ამის მიუხედავად პრო-რუსული და ძალადობრივი პარტია „ალტ-ინფო“ ღიად აცხადებს, რომ კვირეულს მაინც დაესხმება თავს და გაიმეორებს 5 ივლისს. შსს გვაძლევს სამივე ღონისძიების დაცვის გარანტიებს და ამ…

მეტი...

„საქართველო ადრე მოწინავე იყო, ახლა კი არასწორი მიმართულება აქვს აღებული“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი  ვიოლა ფონ კრამონი საქართველოსთან მიმართებით ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას აფასებს და აცხადებს, რომ საქართველოს არასწორი მიმართულება აქვს აღებული.     ვილა ფონ კრამონის შეფასებით,  საქართველოს,  ჯერ კიდევ აქვს პრობლემა. „რაც შეეხება საქართველოს, მას აქვს პრობლემა. წარსულში, ის ყოველთვის მოწინავე იყო რეფორმებში, კორუფციასთან ბრძოლაში, საზოგადოების განვითარებაში, მაგრამ, ახლა, მათ არასწორი მიმართულება აქვთ აღებული. ბზარების ამოვსების ნაცვლად, ისინი ამ ბზარს აფართოებდნენ და ურთულებდნენ ევროპულ საბჭოს გადაწყვეტილებას, მიენიჭებინათ მათთვის იგივე სტატუსი, რაც უკრაინას და მოლდოვას. სამართლიანია მხოლოდ შემდეგი – თავდაპირველად შეასრულეთ „საშინაო დავალება“ და მხოლოდ შემდეგ მოგანიჭებთ იმ სტატუსს, რომელიც დანარჩენ ორ ქვეყანას მივეცით“, – აცხადებს ვიოლა ფონ…

მეტი...

„გადაწყვეტილება, რომელიც მოლდოვასა და უკრაინის საკითხზე იყო მიღებული, ძალიან იაფფასიანია“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარი  ვიოლა ფონ კრამონი  ევროკავშირის საბჭოს გადაწყვეტილებას უკრაინისა და მოლდოვისათვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით  იაფფასიან გადაწყვეტილებად აფასებს. როგორც ევროპარლამენტარი განმარტავს, ამ ქვეყნებს, შესაძლოა, მოლოდინის რეჟიმში ყოფნა მუდმივად მოუწიოთ. „გადაწყვეტილება, რომელიც მოლდოვასა და უკრაინის საკითხზე იყო მიღებული, ძალიან იაფფასიანია. გეოპოლიტიკურად ძალიან რთულ სიტუაციაში, ამ ქვეყნებისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არაფერი გვიჯდება. მათ ამ სტატუსით “მოლოდინის ოთხაში” ყოფნა, როგორც ეს თურქეთისა და დასავლეთ ბალკანეთის შემთხვევვაში ვნახეთ, შეიძლება მუდმივად მოუწიოთ. კანდიდატის სტატუსი იყო უკანასკნელი, რისი გაკეთებაც ევროპის ლიდერებს შეეძლოთ, ფინანსური ვალდებულებების აღების გარეშე“ – აცხადებს გერმანელი ევროპარლამენტარი. მისი შეფეასებით, ევროპას მეტის გაკეთება შეეძლო ამ ქვეყნებისთვის,…

მეტი...

„შეუწყვიტონ ჟანგბადით მომარაგება რუსული ომის მანქანას“ – შარლ მიშელი

ევროპის საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი, რომელიც გერმანიაში იმყოფება, აცხადებს, რომ მსოფლიომ რუსეთს ყველა რესურსი უნდა ჩაუკეტოს. აღნიშნული განცხადება პრეზიდენტმა „დიდი შვიდეულის“ სამიტზე გააკეთა, რომელსაც შვიდეულის წევრი  ქვეყნის ლიდერების ესწრებიან. „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები ერთსა და იმავე მიზანს იზიარებენ, რომ – შეუწყვიტონ ჟანგბადის მიწოდება რუსულ ომის მანქანას“ – ასეთია შარს მიშელის გზავნილი G7-ის სახელით. სამიტი ბავარიაში იმართება, რომელსაც გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი მასპინძლობს. „ომი უკრაინაში ევროკავშირსაც გარდაქმნის. უკანასკნელ სამიტზე ჩვენ შევთანხმდით, რომ უკრაინას და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მივანიჭებთ და ასევე მზად ვართ, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი ბოსნიას და საქართველოს, როგორც კი…

მეტი...

„როგორც კი გაიგებდნენ ჩემი შვილის სახელს, სახე უნათდებოდათ, ეს არის სახელი“ – გიული ალასანია ბრიუსელში ვიზიტზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში დედამ მოინახულა. როგორც გიული ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, ძირითადად ბრიუსელში ვიზიტზე ესაუბრა და ყველაფერი მოუყვა, როგორ აფასებენ მას. „შევხვდი, ვისაუბრეთ. აშკარად სისუსტე აქვს. როგორც კი წამოდგა, იმ წუთში დაბარბაცდა. ჯანმრთელობის მხრივ, ჩემი თვალით, თითქოს ძველებურად არის. ბრიუსელის ამბები მოვუყევი. ძალიან გადატვირთული დღე გვქონდა. ბრიუსელში არის ჯგუფი, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობს საქართველოს საკითხზე. ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენზე უკეთ იციან ჩვენი ვითარება. როგორც კი გაიგებდნენ ჩემი შვილის სახელს, სახე უნათდებოდათ. სწორედ ეს არის სახელი“, – განაცხადა ალასანიამ ჟურნალისტებთან.  

მეტი...

შესაძლოა, ქალაქში ავტომანქანის ხილული კვამლი დაჯარიმებას დაექვემდებაროს

საქართველოში ტექნიკურად გაუმართავი ავტომანქანების რიცხვი 600 000-ზე მეტია. ეს ის ავტომანქანებია, რომლებსაც ტექნიკური ინსპექტირება გავლილი არ აქვთ, თუმცა, თავისუფლად გადაადგილდებიან. პარლამენტში უკვე შევიდა კანონპროექტი, რომელიც იმ ტრანსპორტის დაჯარიმებას ითვალისწინებს, რომლის გაუმართაობაც თვალხილულია. „პარლამენტში შესაბამის კანონპროექტი შევიდა, რომელიც ითვალისწინებს ხილული კვამლის შემთხვვაში ავტომანქანის გაჩერებას, შემოწმებას და დაჯარიმებას. ეს მნიშვნელოვანი კომპონენტია, ვინაიდან თუ ტექინსპექტირებაზე ავტომანქანების ნახევარ არ მიდის და გზაზე მხოლოდ და მხოლოდ კამერა აჯარიმებს, რომელი გამართულად არც მუშაობს, საპატრულო ეკიპაჟს ექნება შესაძლებლობა, ხილული კვამლის შემთხვევაში ავტომანქანა გააჩეროს და დააჯარიმოს“ – აღნიშნა „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე, ვაჟა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან.“   

მეტი...

“რეფორმა მთლიანად ჩამოკიდებულია „ჭკვიან კამერებზე“ – ავარიული ავტომანქანების პრობლემა 

„ჭკვიანი კამერების მეშვეობით მძღოლები ტექინსპექტრების გაუვლელობაზე ხშირად არ ჯარიმდებიან. ჯარიმა იმდენად დაბალია – 50 ლარი, მძღოლებს ურჩევნიათ იარონ გაუმართავი ავტომობილებით და გადაიხადონ ჯარიმა“ – აღნიშნა „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე, ვაჟა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან.“ მისი შეფასებით, რეფორმა მთლიანად ჩამოკიდებულია „ჭკვიან კამერებზე“. „მილიონ ნახევარია აქტიური რეგისტრაციის მქონე სატრანსპორტო საშუალება ქვეყანაში. აქედან ტექინსპექტირებას გადის ნახევარი. დასკვნის გამოტანა მარტივია. ეს ის სატრანსპორტო საშუალებაა, რომელიც საშიშია. შეიძლება 60 ლარის გადახდა უჭირთ მძღოლებს, თუმცა, წელიწადში ერთჯერადადაა ეს თანხა გადასახდელი“ – აღნიშნა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“. კითხვაზე, სად გვაქვს პრობლემა – აღსრულების ნაწილში თუ საკანონმდებლო ნაწილში,…

მეტი...

რუსეთის მიერ დეპორტირებული უკრაინელები ქვეყანაში საბუთების გარეშე შევლენ

  უკრაინის გადაწყვეტილებით, მათი მოქალაქეები, რომლებიც რუსეთის ფედერაციამ იძულებით დეპორტაციაც დაუქვემდებარა, ქვეყანაში თავისუფლად დაბრუნდებიან. უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერესჩუკის განცხადებით, საუბარია მოქალაქეებზე, რომლებსაც რუსულმა მხარემ პასპორტები ჩამოართვა და ყველაფრის გარეშე დატოვა. „შევიმუშავებთ მარშრუტებს, რომელზეც უფასო იქნება და დაეხმარება უკრაინელებს ფულისა და პასპორტის გარეშე შემოვიდნენ ქვეყანაში. მათ პასპორტები არ აქვთ, რადგან ართმევენ საფილტრაციო ბანაკებში. მათ დავეხმარებით უკრაინაში ჩამოსაღწევად“, – განაცხადა ვერესჩუკმა.  

მეტი...

„45 რუსული რაკეტა მხოლოდ ერთ ღამეს და დილით“ – უკრაინის რეალობა

პრეზიდენტ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის ცაზე ისევ რუსული რაკეტები ცვივა, თუმცა, პუტინმა უკრაინელები მაინც ვერ გატეხა. „რუსული რაკეტა, ვერცერთი დარტყმა გატეხს უკრაინელების სულს“ – აცხადებს პრეზიდენტი ვიდეომიმართვაში. „45 რუსული რაკეტა მხოლოდ ერთ ღამეს და დილით. ეს ხდება  ჟიტომირის ოლქში, ლვოვის ოლქში, ჩერნიგოვის ოლქში, მიკოლაევში. ყველა რაკეტა გაუშვეს ერთი მიზნისთვის – ეჩვენებინათ, რომ თითქოს რუსეთს შეუძლია რაიმეს გადაწყვეტა, რომ ვითომ რუსულ არმიას რაღაც გამოუვა. დღეს დაიწყო რუსეთის სრულმასშტაბიანი შემოჭრის მეხუთე თვე. ოკუპანტები მეხუთე დღეს აპირებდნენ ჩვენი ქვეყნის უმეტესი ნაწილის ხელში ჩაგდებას, მაგრამ მეხუთე თვეა, იძულებული არიან, მოაწყონ ისეთი სარაკეტო შოუ, რომელიც სტრატეგიულად…

მეტი...

“დიდი შვიდეული” რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე იმსჯელებენ 

გერმანიაში „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები შეიკრიბებიან. G7-ის სამიტის მთავარი განსახილველი თემა უკრაინაში მიმდინარე ომი იქნება. არსებული ინფორმაციით, განიხილება სანქციების საკითხიც, რომელიც შესაძლოა, რუსეთის ფედერაციას დამატებით დაუწესდეს. ასევე, ვრცელდება ინფორმაცია, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები რუსეთიდან ოქროს იმპორტის აკრძალვაზე იმსჯელებენ. სამიტის მასპინძელი ქვეყანა  გერმანია იქნება. მონაწილე ქვეყნების შემადგენლობა კი შემდეგია:  აშშ-ი, იტალია, გერმანია, იაპონია, კანადა, დიდი ბრიტანეთია და საფრანგეთია.  სამიტს ევროკომისიის და ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტებიც დაესწრებიან. ცნობილია, რომ ოქროს ექსპორტი რუსეთის უდიდესი შემოსავლის წყაროა და ის ენერგორესურსების შემდეგ განიხილება.    

მეტი...

უკრაინა დროებით უარს ამბობს ნატო-სკენ გადასადგმელ ნაბიჯებზე

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, მოკლევადიან მომავალში, უკრაინის ნატო-ში გაწევრიანება არარეალურია, ამიტომ, უკრაინა დროებით უარს ამბობს ნატოში გასაწევრიანებლად საჭირო კონკრეტულ ქმედებებზე. აღნიშნულ ინფორმაციას პრეზიდენტ ზელენსკის ადმინისტრაციის წარმომადგენელი იგორ ჟოვკვა აჟღერებს. როგორც ის ერთ-ერთ უცხოულ გამოცემასთან აცხადებს, მოკლევადიან პერსპექტივაში ეს არ გამოვა. „ნატოს წევრებმა უარყვეს ჩვენი მისწრაფებები. ეს ფაქტია. შესაბამისად, ამ მიმართულებით, ჩვენ სხვას არაფერს გავაკეთებთ… საკმარისი არ არის მხოლოდ სიტყვა „პარტნიორის“ წაშლა. ველით, რომ ნატოს სტრატეგიულ კონცეფციაში, იქნება ბევრად მკაცრი გაფრთხილება რუსი აგრესორის მისამართით. თუ ნატოელები არ ისაუბრებენ რეალურ ვითარებაზე, რაც ხდება ევროპაში, უკრაინაში, მაშინ ეს დოკუმენტი არააქტუალური დოკუმენტი“,- აცხადებს ჟოვკვა.…

მეტი...