,,სისტემების მმართველობაში არის ოლიგარქია, რომლის დანგრევაც დღეს ჩვენი ამოცანაა”- ელენე ხოშტარია

„დროას“ ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, დღეს გამართული ბრიფინგზე იმ პროკურორების სახელები დაასახელა, ვინც მისი თქმით, ოლიგარქიის საყრდენია. მისი განცხადებით, ღირსეული ადამიანები ქვეყანას ემსახურებოდნენ და არა ბიძინა ივანიშვილს. „საქართველოს ჰყავს ღირსეული ბიზნესმენებიც, ღირსეული მოსამართლეებიც, პოლიციელებიც და პროკურორებიც, მაგრამ ამ სისტემების მმართველობაში არის ოლიგარქია, რომლის დანგრევაც დღეს ჩვენი ამოცანაა, რომ ღირსეული ადამიანები ქვეყანას ემსახურებოდნენ და არა ბიძინა ივანიშვილს. მართლმსაჯულების სისტემის და პროკურატურის კონტროლის თავში ოთარ ფარცხალაძე დგას, რომელზეც მე პატარა ოლიგარქებთან ერთად ვისაუბრე, იმიტომ, რომ ის არის ერთის მხრივ, მაღალი დონის კორუფციულ საქმეებში ჩართული, არის ბიძინა ივანიშვილის კართან მიახლოებული და მეორეს მხრივ, მისი მთავარი დამსახურება ბიძინა ივანიშვილთან არის პროკურატურის კონტროლი.…

მეტი...

,,დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივცემთ კანდიდატის სტატუსს უკრაინას და მოლდოვას”- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში ევროკავშირის სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ დღეს ევროკავშირი გეოპოლიტიკურ არჩევანს გააკეთებს. მიშელი დარწმუნებულია, რომ კანდიდატის სტატუსს უკრაინა და მოლდოვა მიიღებენ. „ეს გადამწყვეტი მომენტია ევროკავშირისთვის, გეოპოლიტიკური არჩევანი, რასაც დღეს გავაკეთებთ. დარწმუნებული ვარ, ჩვენ მივცემთ კანდიდატის სტატუსს უკრაინას, მოლდოვას და გამოვხატავთ ცხად, ძლიერ ევროპულ პერსპექტივას უკრაინისთვის, საქართველოსა და მოლდოვისთვის. დღეს ასევე მნიშვნელოვანი შეხვედრაა დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ლიდერებთან. მნიშვნელოვანი მომენტია, რადგან არის ძალიან ძლიერი პოლიტიკური ნება პროცესის გამოცოცხლებისთვის დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებთან დაკავშირებით, რომ გაიგზავნოს ცხადი შეტყობინება. მოვლენების განვითარებას აქტიურად ვაკვირდებით საფრანგეთის საპრეზიდენტო მანდატთან ერთად, რომ შეძლებისდაგვარად სწრაფად დაიწყოს…

მეტი...

,,ჩვენ გვჭირდება სამივე ქვეყნის მიღება, როგორც კანდიდატი ქვეყნების”- რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტმა, რობერტა მეცოლამ ბრიუსელში ევროპული საბჭოს სამიტის დაწყებამდე განაცხადა, რომ ევროპარლამენტმა პირველივე დღიდან განსაზღვრა, სამივე ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საჭიროება. „ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში ბევრ ქართველს ვესაუბრე. საბჭოს დასკვნის ფორმულირება ხსნის გზას საქართველოსთვის. ეს არის ის, რაც ევროპარლამენტმა განსაზღვრა პირველივე დღიდან, რომ ჩვენ გვჭირდება სამივე ქვეყნის მიღება, როგორც კანდიდატი ქვეყნების. ეს ფორმულირება ასახული იქნება დღევანდელ გადაწყვეტილებებში ევროკავშირის საბჭოში. დღეს ასევე არის ისტორიული და განსაკუთრებული დღე, რადგან გვაქვს ომი ჩვენს კონტინენტზე და იმედი მაქვს, მივცემთ კანდიდატის სტატუსს უკრაინასა და მოლდოვას“, – განაცხადა მეცოლამ. შეგახსენებთ, ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები საქართველოს, მოლდოვისა და…

მეტი...

„ოცნება პარტნიორებთან ამტერებს ქვეყანას”- მიხეილ დაუშვილი

,,ჩვენ უნდა მოგვესმინა არა გინება და ლანძღვა, არა 9 წლის და 10 წლის შედარებები, რომელიც დღეს უკვე არაფრის მომცემია, არამედ უნდა მოგვესმინა პრობლემების აღიარება, რომელიც გვაქვს,”- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის” დეპუტატმა მიხეილ დაუშვილმა პრემიერ- მინისტრის გუშინდელი საპარლამენტო გამოსვლის შეფასებისას განაცხადა. მისი თქმით, ,,ქართული ოცნება” პარტნიორებთან ამტერებს ქვეყანას, ნაცვლად იმისა, რომ ახალი პარტნიორების შეძენაზე მუშაობდეს. „ნაცვლად იმისა, რომ პარტნიორების შეძენაზე მუშაობდეს „ოცნება“, პარტნიორებთან ამტერებს ქვეყანას, რაც ყველაზე მძიმეა – ამით ზრდი რუსულ საფრთხეებს და უახლოვდები რუსეთს, რადგან სხვა მოცემულობა არ გაქვს, ან ევროპასთან ერთად ხარ ან რუსეთთან, შუაში ადგილი არ არსებობს.…

მეტი...

სტიქია ამბროლაურში – დაიტბორა ეზოები და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები

უხვი ნალექისა და ძლიერი ქარის შედეგად, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფელში დაზიანდა გზები, ელექტრო გადამცემი ბოძები, ამასთან დაიტბორა ეზოები და დაზიანდა საცხოვრებელი სახლები. ამ დროისთვის, ამბროლაურის მუნიციპალიტეტის სოფლებში სტიქიის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და ზარალს ითვლიან. უხვმა ნალექმა პრობლემები შექმნა  ქუთაისშიც, სადაც მდინარე რიონი კალაპოტიდან გადმოვიდა და რამდენიმე საცხოვრებელი სახლი დატბორა.

მეტი...

,,როდესაც კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოხდება ავტომატურად”- ჯოზეფ ბორელი

„ზუსტად ასეა, როდესაც ეს კრიტერიუმები დაკმაყოფილდება, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მოხდება ავტომატურად“,-  ასე უპასუხა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა კითხვას, მიენიჭება თუ არა კანდიდატის სტატუსი საქართველოს, მას შემდეგ რაც დააკმაყოფილებს შესაბამის კრიტერიუმებს. ამასთან, მისი თქმით, ქართველებს ახლა აქვთ მკაფიო გზა და შესასრულებელი საქმეები. „ჩემი გზავნილია, რომ ეს არის მათთვის წინგადადგმული ნაბიჯი. მათ არ უნდა განიხილონ ეს ნეგატიურად. ახლა მათ აქვთ მკაფიო გზა, ახლა მათ აქვთ შესასრულებელი საქმეები, აქვთ განრიგი, ასე რომ ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი, გააგრძელეთ ამაზე მუშაობა, თქვენ კარგ გზაზე ხართ“, – აღნიშნა ბორელმა.

მეტი...

,,დღეს ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აღიარებს”- შარლ მიშელი

ევროკავშირის წევრი ქვეყნების ლიდერები საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადზე საბოლოო გადაწყვეტილებას დღეს მიიღებენ. ევროპელ ლიდერებს უკვე გაეგზავნებათ ევროპარლამენტის რეზოლუციაც, რომელიც დღეს დამტკიცდება. ,,დღეს ევროპული საბჭო უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროპულ პერსპექტივას აღიარებს,” – წერს ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, შარლ მიშელი ,,Instagram-”ის ოფიციალურ გვერდზე.

მეტი...

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 4 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, შიდა ქართლსა და იმერეთში, უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 4 პირი დააკავეს. შსს-ს ინფორმაციით, თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ისანი-სამგორის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა 1993 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ლ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს. ამასთან, სამართალდამცველებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე ბრალდებულის საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, პისტოლეტი, მჭიდი და 7 ვაზნა ნივთმტკიცების სახით ამოიღეს. „შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმის და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებთან ერთობლივარ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი პირი –…

მეტი...

,,კრემლი ელოდება, რომ მსოფლიო დაიღლება უკრაინით”- მიხაილო პოდოლიაკი

,,კრემლი ელოდება, რომ მსოფლიო დაიღლება უკრაინით. დროა ვაჩვენოთ: მსოფლიო დაიღალა რუსეთის შანტაჟით,“- ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი „ტვიტერზე“ წერს. მისი თქმით, რუსული პოლიტიკის შედეგები, მსოფლიოსთვის რთულ გამოწვევებად გარდაიქმნა. ,,დაუსჯელი რუსული ბოროტება ყოველთვის იზრდება. არჩევნებში ჩარევა, პოლიტიკური მკვლელობები და ქიმიური იარაღი – ქალაქების დაბომბვად, მიგრაციულ კრიზისად და შიმშილობის საფრთხედ გარდაიქმნა,”- აღნიშნა პოდოლიაკმა.    

მეტი...

,,მოვუწოდებთ ევროპელ მეგობრებს, მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას”- აშშ-ის ჰელსინკის კომისია

აშშ-ის ჰელსინკის კომისია ევროპელ პარტნიორებს მოუწოდებს, სამივე კანდიდატ ქვეყანას, საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვას კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. როგორც განცხადებაშია ნათქვამი, საქართველოს მოსახლეობამ  დიდი მსხვერპლი გაიღო ბოლო ათწლეულების განმავლობაში თავისი ევროპული იდენტობისთვის. „საქართველოს მოსახლეობამ ასევე დიდი მსხვერპლი გაიღო ბოლო ათწლეულების განმავლობაში თავისი ევროპული იდენტობისთვის, რუსეთის საომარი მოქმედებებისა და მტკივნეული რეფორმების გამოწვევების მიუხედავად. მათ აჩვენეს, რომ შეუძლიათ, გაუმკლავდნენ გამოწვევებს, თუ გზა სუფთაა. ჩვენ გვჯერა, რომ მათ ასევე უნდა შესთავაზონ ევროკავშირის წევრობის თანაბრად კონკრეტული საგზაო რუკა. ევროპული საბჭოს შეხვედრის წინ ჩვენ მოვუწოდებთ ევროპელ მეგობრებს, მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი სამივე ქვეყანას. ლიბერალური დემოკრატიისკენ გზა არასდროს არის პერიოდული წარუმატებლობების, გადახვევების გარეშე და…

მეტი...

,,ნებისმიერი საუბარი კალინინგრადის ბლოკადაზე სიცრუეა”- ინგრიდა სიმონიტე

ლიეტუვის პრემიერ-მინისტრის, ინგრიდა სიმონიტე განხადებით,  რუსეთის განცხადება კალინინგრადის სარკინიგზო ბლოკადის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ,,ნებისმიერი საუბარი კალინინგრადის ბლოკადაზე სიცრუეა. ლიეტუვა ემორჩილება ევროკავშირის მიერ რუსეთის მიმართ მისი აგრესიისა და უკრაინის წინააღმდეგ ომის გამო დაწესებულ სანქციებს, რომლებზეც ევროკავშირის წევრი ყველა ქვეყანა 15 მარტს შეთანხმდა,“- განაცხადა ლიეტუვის პრემიერმა. ლიეტუვის გადაწყვეტილებით, ქვეყნის ტერიტორიაზე აიკრძალა ევროკავშირის მიერ სანქცირებული პროდუქციის ტრანზიტი. მათ შორის – ქვანახშირის, მეტალების, სამშენებლო მასალის და ახალი ტექნოლოგიების ტრანსპორტირება. შეგახსენებთ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, კალინინგრადის ოლქსა და რუსეთის დანარჩენ ტერიტორიას შორის ლიეტუვის გავლით ტვირთის ტრანზიტი სრულად თუ არ აღდგება, რუსეთი ეროვნული ინტერესების…

მეტი...

ავღანეთში მიწისძვრას 1 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა

ავღანეთში  მიწისძვრის შედეგად ათასზე მეტი ადამიანი დაიღუპა,დაშავებულთა რაოდენობა კი 1500-ს აღწევს. ოძრაობა „თალიბანი“ საერთაშორისო დახმარებას ითხოვს. თალიბანის მაღალჩინოსნის განცხადებით, ავღანეთი ჰუმანიტარულ და ეკონომიკურ კრიზისშია და მთავრობა ფინანსურად ვერ შეძლებს ყველა ადამიანს შესაბამისი დახმარება გაუწიოს. „სამწუხაროდ, მთავრობა სანქციების ქვეშ არის და არ შეუძლია, ფინანსურად დაეხმაროს ხალხს საჭირო მოცულობით. საერთაშორისო ჰუმანიტარული სააგენტოები გვეხმარებიან, მეზობელმა ქვეყნებმა, რეგიონის და მსოფლიოს ქვეყნებმა დახმარება შემოგვთავაზეს, რასაც ჩვენ ვაფასებთ და მივესალმებით. დახმარება უნდა გაიზარდოს ძალიან დიდი მასშტაბებით, რადგან ეს იყო გამანადგურებელი მიწისძვრა, რომლის მსგავსი ათობით წლის განმავლობაში არ მომხდარა“, – განაცხადა „თალიბანის“ წარმომადგენელმა აბდულ ქაჰარ ბალხიმ. გაერო-ს ხელმძღვანელის ანტონიო…

მეტი...

,,ბრძოლის ველზე სასწრაფოდ საჭიროა პარიტეტი, რომ გავაჩეროთ ეს ეშმაკისეული არმადა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც უკრაინის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში არსებულ მდგომარეობაზე საუბრობს. მისი თქმით, რუსი ოკუპანტების მიზანი, მარიუპოლის მსგავსად, სხვა უკრაინული ქალაქების განადგურებაა. „დამპყრობლებმა ნიკოლაევში შვიდი რაკეტა ჩამოაგდეს. საბედნიეროდ, დაღუპულები არ არიან, ხუთი ადამიანი დაშავებულია. დარტყმები განხორციელდა ხარკოვის ოლქში. არის მსხვერპლი. ცეცხლი გაუხსნეს ჩერნიგოვის და სუმ-ის ოლქების საზღვრებს. დონბასში გრძელდება მასიური საავიაციო და საარტილერიო დარტყმები. დამპყრობლების მიზანი ამ მიმართულებით უცვლელია – მათ ნაბიჯ-ნაბიჯ სურთ მთელი დონბასის განადგურება. ლისიჩანსკის, სლავიანსკის, კრამატორსკის – ნებისმიერი ქალაქი მათ უნდათ, რომ აქციონ ისეთად, როგორიც მარიუპოლია. მთლიანად განადგურებულად. სწორედ ამიტომ ჩვენ მუდმივად ხაზს ვუსვამთ უკრაინისთვის იარაღის მიწოდების დაჩქარებას.…

მეტი...

დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის დელეგაციისთვის ვიზები არ გასცა

რუსული მედიის ინფორმაციით, დიდმა ბრიტანეთმა რუსეთის დელეგაციის წევრებს ვიზებზე უარი უთხრა. მათ ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიაში უნდა მიეღოთ მონაწილეობა. აღნიშნული ინფორმაცია, რუსეთის საბჭოს საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, ვლადიმერ ჯაბაროვმა გაავრცელა. მისი  თქმით,  რუსეთი არ აღიარებს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სესიის გადაწყვეტილებებს, რომელშიც რუსეთის დელეგაციის წევრები ვერ მიიღებენ მონაწილეობას.

მეტი...

,,ქართველმა ხალხმა უკეთ იცის, ვინ დაადანაშაულოს იმ ფორმულირებისთვის, რომლის გამოყენებაც ევროკომისიას მოუწია”- მიხაილ გალერი

ევროპარლამენტარი მიხაილ გალერი საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებებს ეხმიანება. მისი თქმით, ქართველმა ხალხმა უკეთ იცის, ვინ უნდა დაადანაშაულოს, ევროკომისიის გადაწყვეტილებაში, რომელიც საქართველოსთვის  კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხება. ,,დარწმუნებული ვარ ქართველმა ხალხმა, რომელიც საქართველოს ევროპული მომავლის დემონსტრირებას ახდენს, უკეთ იცის, ვინ დაადანაშაულოს იმ ფორმულირებისთვის, რომლის გამოყენებაც ევროკომისიას მოუწია, რათა შესაბამისად და სამართლიანად გამოხმაურებოდა საქართველოს მთავრობის პრობლემებს”,- განაცხადა მიხაილ გალერმა.

მეტი...

„მჯერა, უკრაინა მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დარწმუნებულია, რომ უკრაინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს მიიღებს. მისი თქმით, ევროკავშირის გადაწყვეტილება უკრაინისთვის იქნება ისტორიული მოვლენა, რომელიც დიდი მოტივაციას მისცემს უკრანელ ხალხს. „მჯერა, რომ ამ გადამწყვეტ დღეებში უკრაინა მიიღებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ამისკენ ძალიან დიდ ხანს მივდიოდით, ჩვენი ხალხი, ჩვენი რევოლუციები, ჩვენი ომი. და ეს სტატუსი არის ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი. ეს არის ჩვენი ისტორიის სხვა ფურცელზე გადასვლა, ძალიან დადებითი გადასვლა. მე მჯერა, რომ ევროპის 27-ივე ქვეყანა მხარს დაუჭერს ჩვენთვის ასეთ სტატუსს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

აზარტული თამაშების აკრძალულ სიაში 1 500 000 ადამიანია შეყვანილი

„ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში შეტანილი არის თითქმის 1 500 000 ადამიანი“ – აცხადებს პემიერ-მინისტრი. ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, ამ ქმედებით, ოჯახებს თანხები დაეზოგათ. „1 500 000-ს ადამიანს შევუზღუდეთ ეს მავნე, მომაკვდინებელი თამაშები. ამან, რა თქმა უნდა, ჩვენს ოჯახებს, ჩვენს ქართველ ხალხს დაუზოგა თანხებიც და ა.შ. იმ თანხებს სხვა რაღაცეებში მიმართავენ. იცით, რომ აზარტულ კომპანიებს გავუზარდეთ გადასახადები და აქაც, უფრო მეტად გაზრდილია, მეტ გადასახადს იხდიან ბიუჯეტში. 110 მლნ ლარი არის შემოსავლები, რომელიც ბიუჯეტში გადაიხადეს ამ კომპანიებმა“, – განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

,,არაფერი გცხიათ ევროპულობის და ვერავითარ წვლილს ვერ შეიტანთ ჩვენს ევროპულ პერსპექტივაში”- ირაკლი კობახიძე ოპოზიციას

„თქვენ არაფერი გცხიათ ევროპის, არანაირი ფორმით არ გავხართ თქვენ ევროპას, რაც კიდევ ერთხელ დაადასტურეთ დღევანდელ სხდომაზე. პრემიერი საუბრობდა ჩანაწერის მნიშვნელობაზე, რომელიც უკავშირდება ჩვენს ევროპულ პერსპექტივას. ამაზე იყო საუბარი და მაშინვე გამოავლინეს უკულტურობა, ჩაეჭრნენ პრემიერს და სცადეს, მოეწყოთ ობსტრუქცია,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის განცხადებით, ერთადერთი პუნქტი, რომელიც უნდა შეასრულოს ოპოზიციამ, არის პოლარიზაციის შემცირება, თუმცა მისივე თქმით, ოპოზიციაყველაფერს აკეთებს, რომ კიდევ უფრო გააღრმავოს პოლარიზაცია და  დაპირისპირება საზოგადოებაში. „ეს არის ერთადერთი პუნქტი, რომელიც უნდა შეასრულოს ოპოზიციამ, თუმცა პირველ რიგში სწორედ ამ პუნქტს არ ასრულებს და ყველაფერს აკეთებს, რომ კიდევ უფრო…

მეტი...

„კაციჭამია, კანიბალი რომ გელაპარაკებოდეს ვეგეტარიანელობაზე, იგივეა ამათი მდგომარეობა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

პრემიერი „ნაციონალურ მოძრაობას“ კანიბალებს ადარებს და აცხადებს რომ უბედირებაა მათგან მაღალფარდოვან სიტყვებზე საუბარი. „ყველაზე ანტიევროპული ძალა დღეს მელაპარაკება ევროპულობაზე. გესმით, რა ხდება? ეს უბედურებაა. კაციჭამია, კანიბალი რომ გელაპარაკებოდეს ვეგეტარიანელობაზე, იგივეა ამათი მდგომარეობა“ – აცხადებს ღარიბაშვილი. პრემიერმა ისაუბრა მადრიდის სამიტის შესახებ და აღნიშნა, რომ სათანადოდ იქნება დაფასებული და შეფასებული საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი. „რას ველით ნატოს მადრიდის სამიტიდან. პირველი, რაც უნდა ითქვას, ველით, რომ სათანადოდ იქნება დაფასებული და შეფასებული ჩვენი პროგრესი, ბოლო ერთ წელიწადში მიღწეული პროგრესი. ასევე ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ რამდენიმე თვეა ალიანსთან, წარდგენილი გვაქვს ჩვენი ხედვა. თქვენ გახსოვთ, რომ ჩემი…

მეტი...

,,ეს ბიჭი – შეკეთებას აღარ ექვემდებარება”- კარლ ბილდტი ირაკლი ღარიბაშვილზე

შვედეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი და ევროპული საბჭოს საგარეო კომიტეტის თანათავმჯდომარე კარლ ბილდტი საქართველოს პრემიერ-მინისტრის  ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას  ეხმაურება. ბალდტის თქმით, ღარიბაშვილი ”რელსებიდან გადავიდა”. “ეს ბიჭი – საუბარი მაქვს საქართველოს პრემიერმინისტრზე – შეკეთებას აღარ ექვემდებარება. პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას ჩემი ცოლის დადანაშაულება საქართველოს ბიუჯეტიდან მილიონების მოპარვაში, აჩვენებს, რომ რელსებიდან გადავიდა. ის ტრაგედიაა ძალიან კარგი ქვეყნისთვის”, -წერს კარლ ბილდტი. კარლ ბილდტის ცოლის კომპანიას მილიონები აქვს წაღებული ბიუჯეტიდან, დღეს გამოდის და გვმოძღვრავს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

მეტი...

„ბაზაში არის 200 000 შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი ადამიანი“ – პრემიერი

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველთა ბაზაში, რომლებიც სახელმწიფო დახმარებას იღებენ, 200 000 შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი ადამიანი და მთავრობის სურვილია, ყველას დასაქმდეს მომდევნო წლების განმავლობაში. „მე უკვე ვისაუბრე დასაქმების პროგრამის მიმდინარეობაზე და ამას ჩვენ უფრო მეტი ტემპით გავაგრძელებთ. ჯამში ბაზაში არის 200 000 შრომისუნარიანი, სოციალურად დაუცველი ადამიანი და ჩვენ გვინდა, რომ ყველას დასაქმება შევძლოთ მომდევნო წლების განმავლობაში. წელს თუ ავედით 50 000-ზე ძალიან კარგი მონაცემი იქნება, კარგი შედეგი იქნება და შემდეგ უფრო გავააქტიურებთ, ესაა ჩვენი მოლოდინები,“- განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

მომავალ კვირას „დიდი შვიდეული“ იკრიბება, რომელიც უკრაინის საკითხს განიხილავს

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი ადასტურებ ინფორმაციას, რომ მომავალ კვირას „დიდი შვიდეული“ შეიკრიბება, სადაც განსახილველი ერთ-ერთი საკითხი უკრაინა იქნება. კანცლერი არ გამორიცხავს, რომ „მარშალის გეგმაზეც“ იმსჯელონ. „უკრაინას დღეს ნამდვილად სჭირდება „მარშალის გეგმა“ აღმშენებლობისთვის, გაძლიერებისთვის. მილიარდობით დოლარი იქნება საჭირო წლების განმავლობაში აღმშენებლობის პროგრამების დასაფინანსებლად. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება ეფექტური, თუ ევროპული ქვეყნები, დონორები და საერთაშორისო ორგანიზაციები ერთად იმუშავებენ,“- აცხადებს გერმანიის კანცლერი. გერმანია „დიდი შვიდეულის“ სამიტს  26 ივნისიდან უმასპინძლებს.  

მეტი...

„ვხედავთ არა ევროპისკენ მიმავალ მთავრობას, არამედ ევროპით შეშინებულ მთავრობას“ – დავით უსუფაშვილი

„ჩვენ აქ ვხედავთ არა ევროპისკენ მიმავალ მთავრობას, არამედ ევროპით შეშინებულ მთავრობას. ევროკავშირში 27 სკამი დგას. 27 ქვეყნის პრემიერი ზის იქ და წყვეტს ასობით მილიონი ევროპელი მოქალაქის ბედს. საქართველოს იქ შესვლის შემდეგ, პრემიერი ღარიბაშვილი უნდა დაჯდეს ოცდამერვედ და მან უნდა გადაწყვიტოს მთელი ევროპის ბედი“, – განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფი „ლელოს“ თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა. როგორც დეპუტატმა აღნიშნა, საქართველოს ახლა აქვს ისტორიული შანსი და მთავრობამ ეს შანსი გონივრულად უნდა გამოიყენოს. „თუ ვერ მივიღებთ კანდიდატის სტატუსს, მივმართავთ ევროპასაც და ყველა ქვეყანას, რომ დაუჯეროს იმ ხალხს ვინც 20 ივნისს გარეთ იდგა. დაუჯეროს თქვენი ამომრჩევლის დიდ…

მეტი...

„როგორ ბედავთ, რომ ახსენებთ ბატონო ივანიშვილის გვარს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

“საერთოდ, როგორ ბედავთ, როგორ ახსენებთ ბატონი ივანიშვილის გვარს თქვენ, გიორგი ვაშაძე; ივანიშვილმა მოიტანა სწორედ ასოცირების შეთანხმებაც და მისმა გუნდმა, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა“ – ასე მიმართა ირაკლი ღარიბაშვილმა გიორგი ვაშაძეს. პრემიერის თქმით, ივანიშვილმა მოიტანა სწორედ ასოცირების შეთანხმებაც და მისმა გუნდმა, თავისუფალი ვაჭრობა, უვიზო რეჟიმი და ახლა უკვე ევროპული პერსპექტივა. „ბატონო გიორგი, რა გნებავთ მაინც ვერ გავიგეთ, რას ითხოვთ. დეოლიგარქიზაციაზე საუბრობთ. თქვენ კარგად იცით, მშვენივრად იცით ყველაფერი, მით უმეტეს, რომ ეს არის ტყუილი. თქვენ ახსენებთ ადამიანის გვარს, ბატონ ივანიშვილს ახსენებთ და საერთოდ, როგორ ბედავთ, როგორ ახსენებთ…

მეტი...

„ყველა აგებს პასუხს ამ ღალატისთვის. ქვეყანაში არ იქნება ომი, არ იქნება არც მეორე, არც მესამე ფრონტი – ირაკლი ღარიბაშვილი

შევეცდებით, ავუხსნათ ჩვენს ევროპელ კოლეგებს, რომ საქართველო იმსახურებს უფრო მეტს, იმსახურებს მშვიდობას, განვითარებას კეთილდღეობას და ვერაფერს დააკლებენ ვერც შიდა მტრები, ვერც გარემტრები. როგორც კი დასრულდება, ევროპული საბჭოს გადაწყვეტილება როგორც კი იქნება მიღებული და ისინი დაამტკიცებენ ევროკომისიის რეკომენდაციებს, ჩვენ დასაკარგი არ გვაქვს არც ერთი დღე. უნდა გავაგრძელოთ მშვიდად, მტკიცედ, გონივრულად ამ რეფორმების განხორციელება, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა პარლამენტში, დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განაცხადა. მისივე თქმით, როცა მთელი მსოფლიო სამწუხაროდ, ვერ აჩერებს ომს და ეს პატარა ქვეყანა გინდა, რომ ჩართო პროვოკაციაში და ჩართო ომში, ეს არის მტრობა და ღალატი ქვეყნის და ხალხის, რისთვისაც ყველა…

მეტი...