,,რისი ხილვაც გვინდა, არის მობილიზაცია და შეუპოვრობა წინსვლისთვის და სწორედ ეს ვიხილეთ გუშინ“- დიეგო კოლასი

,,არსებობს ძალიან მკაფიო გზამკვლევი რეფორმებისთვის, თუ როგორ უნდა წახვიდეთ წინ, ეს ძალიან ოპტიმისტური და პოზიტიური შედეგია,”-  საქართველოში საფრანგეთის ელჩმა, დიეგო კოლასმა,  20 ივნისს თბილისის ცენტრში გამართული აქციის შეფასებისას განაცხადა. მისი შეფასებით, ევროკავშირს აქვს გარკვეული მოლოდინები და სურს იხილოს შეუპოვრობა წინსვლისთვის. „ჩვენ გვაინტერსებს, რას იტყვის ევროპული საბჭო, თუმცა გუშინდელი მშვიდობიანი, კანონიერი პროტესტი, ქმედება იყო ძალიან საინტერესო და აჩვენა ხალხის დიდი მობილიზება და მათი შეუპოვრობა. ჩემი აზრით, შეთავაზებებზე არსებობს გარკვეული იმედი მობილიზაციისა და ოპტიმიზმისთვის, რადგან არსებობს აღიარება ევროპული პერსპექტივის და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია წინ. არსებობს ძალიან მკაფიო გზამკვლევი რეფორმებისთვის, თუ როგორ უნდა წახვიდეთ…

მეტი...

,,მძღოლებს ურჩევნიათ, როდესაც გაუმართავია ავტომობილი გადაიხადონ ჯარიმა და არ გამოცხადნენ ტექინსპექტირებაზე”- ვაჟა იორდანიშვილი

,,ტექინსპეტქირების გაუვლელობაზე ჯარიმა არის 50 ლარი, ხოლო ტექდათვალიერება 60 ლარი ღირს, თან თუ გავითვალისწინებთ, რომ მძღოლები არ ჯარიმდებიან ხშირად, მათ ურჩევნიათ, როდესაც გაუმართავია ავტომობილი გადაიხადონ ჯარიმა და არ გამოცხადდნენ ტექინსპექტირებაზე,”- ამის შესახებ „საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ორგანოების ასოციაციის“ თავმჯდომარე, ვაჟა იორდანიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ვაჟა იორდანიშვილის განცხადებით, ტექდათვალიერებაზე გამსვლელი სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა წლიდან წლამდე იკლებს.  მისივე თქმით, ჯარიმის სიმწირის გათვალისწინებით, მძღოლებს ურჩევნიათ, გაუმართავი ავტომობილით იმოძრაონ, გადაიხადონ ჯარიმა და არ გამოცხადდნენ ტექინსპექტირებაზე. ,,2019 წელს სრულად შევიდა ძალაში რეფორმა და ტექდათვალიერება გახდა ყველასთვის სავალდებულობა. 2019 წელი აღმოჩნდა ყველაზე პიკური წელი, მოვიდა 788 000…

მეტი...

,,აქციაზე იყვნენ გასულები ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები არიან, მათ შორის ჩემი მეგობრებიც”- ბექა დავითულიანი

,,აქციის ორგანიზატორები, რა თქმა უნდა, იყვნენ “ნაციონალურ მოძრაობასთან” აფილირებული ადამიანები, თუმცა, აქცია იყო წარმოდგენილი და პოზიციონირებული, როგორც აპოლიტიკური,”- ამის შესახებ  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ბექა დავითულიანმა განაცხადა. მისი თქმით, აქციაზე იყვნენ გასულები ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები არიან და მათი მთავარი გზავნილი, იყო რომ საქართველო  იმსახურებს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას. „მოსახლეობის 80 პროცენტი ევროპასთან ინტეგრაციის მომხრეა და რა თქმა უნდა, აქციაზე იყვნენ გასულები ადამიანები, ვინც სხვადასხვა პარტიის ამომრჩევლები არიან, მათ შორის ჩემი მეგობრებიც, ვინც “ქართული ოცნების” ამომრჩევლები არიან. ისინი იყვნენ იმ გზავნილის გასაგზავნად, რომ საქართველო არის და იმსახურებს ევროკავშირის სრულფასოვან წევრობას. აქციის…

მეტი...

,,1500-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთის ციხეებშია”- ირინა ვერეშჩუკი

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშუკის განცხადებით, 1500-ზე მეტი უკრაინელი მშვიდობიანი მოქალაქე რუსულ მხარეს ტყვედ ჰყავს აყვანილი. “1500-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე რუსეთის ციხეებშია. ისინი არიან როსტოვსა და კურსკში. ისინი საპყრობილეში არიან, როგორც ომის ტყვეები, თუმცა ომის ტყვეები არ უნდა იყვნენ, ისინი უნდა გათავისუფლდნენ”, – განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.

მეტი...

საჰაერო თავდასხმა ხარკოვზე – დაიღუპა სულ მცირე სამი ადამიანი

ხარკოვის რეგიონის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ოლეგ სინეგუბოვის ინფორმაციით, ორშაბათს სულ მცირე სამი ადამიანი დაიღუპა უკრაინის ჩრდილო-აღმოსავლეთით,  რუსეთის დაბომბვის შედეგად. ,,ბოლო დღეებში რუსმა ოკუპანტებმა, რომლებსაც არ შეუძლიათ ხარკოვის რეგიონში უკრაინის შეიარაღებული ძალების წინააღმდეგ ბრძოლაში წარმატებას მიაღწიონ, გააძლიერეს რეგიონალური ცენტრისა და სხვა დასახლებების დაბომბვა”,- განაცხადა ოლეგ სინეგუბოვმა.  

მეტი...

რუსმა ჟურნალისტმა მშვიდობის დარგში მიღებული ნობელის პრემია გაყიდა და უკრაინელ ბავშვებს დაეხმარება

რუსმა ჟურნალისტმა, დამოუკიდებელ გაზეთ “ახალი გაზეტის” მთავარმა რედაქტორმა, დიმიტრი მურატოვმა მშვიდობის დარგში მიღებული ნობელის პრემია აუქციონზე 103.5 მილიონ დოლარად გაყიდა. დიმიტრი მურატოვის გადაწყვეტილებით, აღნიშნული თანხით, რუსეთის აგრესიის შედეგად ლტოლვილად ქცეულ ბავშვებს დაეხმარებიან.

მეტი...

,,დავიწყოთ მომზადება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისთვის”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნების ევროკავშირში გაწევრიანების საკითხზე, ევროპის საბჭომ ამ კვირაში ძლიერი სიგნალები უნდა გააგზავნოს. ,,თქვენ იცით, რომ ევროკავშირის საბჭომ ამ კვირაში უნდა გააგზავნოს სიგნალი, რომ ჩვენ დავიწყოთ მომზადება უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის ევროპული ინტეგრაციისთვის. ეს არის ძლიერი სიგნალი. ეს არის გზავნილი, უნდა გაიგონ არა მხოლოდ უკრაინაში, მოლდოვასა და საქართველოში, არამედ მისი ექო უნდა გაისმას ძალიან ხმამაღლა, საზღვრებს მიღმა, როგორც ჩვენი ძლიერების, ერთიანობის და ამ სამი ქვეყნის მხარდაჭერის მანიფესტაცია“,- განაცხადა ბორელმა.

მეტი...

,,ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 10 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა”- ალექსეი არესტოვიჩი

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში 10 000-მდე უკრაინელი სამხედრო დაიღუპა, – აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი, ალექსეი არესტოვიჩი ავრცელებს. მისი თქმით, დაშავებულთა რიცხვი 30 000-ს აღწევს. ამასთან,  არესტოვიჩის ცნობით, დაჭრილთა 96-98 % კვლავ არმიაში აბრუნებენ. რაც შეეხება რუსეთის დანაკარგებს, გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის სამსახურის ინფორმაციით, მაისის მიწურულისთვის  უკრაინაში 15 000-მდე რუსი მებრძოლი დაიღუპა.

მეტი...

,,რუსეთი ძალიან ნერვიულობს ჩვენი აქტიურობით”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმერ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ ხარკოვი ინტენსიურად იბომბება. მისი თქმით, ოკუპანტები პასუხს იღებენ ჩვენს წინააღმდეგ მათ ქმედებებზე. “როგორც ვიწინასწარმეტყველე, რუსეთი ძალიან ნერვიულობს ჩვენი აქტიურობით. ისევ ხარკოვის დაბომბვა, ოდესა, ისევ სასტიკი შეტევითი მოქმედებების მცდელობა დონბასში. ეს არის ბოროტება, რომლის დაწყნარება მხოლოდ ბრძოლის ველზეა შესაძლებელი. ჩვენ ვიცავთ ლისიჩანსკს და სევეროდონეცკს. მთელი ეს რეგიონი ყველაზე რთულია, არის უმძიმესი ბრძოლები. მაგრამ ჩვენი ძლიერი ბიჭები და გოგოები იქ არიან. ოკუპანტები პასუხს იღებენ ჩვენს წინააღმდეგ მათ ქმედებებზე. მადლობელი ვარ არმიისა და დაზვერვის, რომელიც ამას უზრუნველყოფს”,- აცხადებს წელენსკი.

მეტი...

,,უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია”- შარლ მიშელი

,,ახლა დრო არის, რომ გავაცნობიეროთ, უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მომავალი ევროკავშირშია. მოგიწოდებთ, მიანიჭოთ კანდიდატის სტატუსი უკრაინას და მოლდოვას,”- ამის შესახებ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე წერს. მისი თქმით, უკრაინას და მოლდოვას მოუწევთ პირობების შესრულება ევროპულ გზაზე. განსაკუთრებით კანონი უზენაესობის სფეროში და კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. „მე მჯერა, რომ ახლა არის დრო, ვაღიაროთ უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს ევროპული პერსპექტივა. ამ ქვეყნების და მათი ხალხის მომავალი ევროკავშირშია. უფრო სპეციფიკურად, ჩემი განზრახვაა, რომ ჩვენ გადავწყვეტთ კანდიდატის სტატუსის მინიჭებას უკრაინისთვის და მოლდოვისთვის. ცხადია ამ ქვეყნებს მოუწევთ პირობების შესრულება ევროპულ გზაზე. განსაკუთრებით კანონი…

მეტი...

გაზი, წყალი, დენი – ამ ეტაპზე, სამომხმარებლო ფასების ზრდა არ იგეგმება

პროფესიონალები  კორექტირებას უწოდებენ, რიგითი მომხმარებლები კი  ფასების მატებას. რაზეა დამოკიდებული ფასების მატება და უახლოეს მომავალში უნდა ველოდოთ თუ არა გაზრდილ კომუნალურ გადასახადებს? ამ თემაზე „მედიაცენტრ მთავართან“   საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარემ – დავით ნარმანიამ ისაუბრა. „ტარიფების ზრდა დამოკიდებულია სხვადასხვა ფაქტორზე, მათ შორისაა ინვესტიციები. რაც მეტი ინვესტიცია ხორციელდება სისტემაში, ეს ყველაფერი ტარიფში უნდა აისახოს. განსაკუთრებით, იმპორტის შემთხვევაში, ეს დამოკიდებულია ლარის გაცვლით კურსზე უცხოურ ვალუტასთან მიმართებით. ასევე, ხარჯების სტრუქტურაზე, რომლის აუდიტს მარეგულირებელი კომისია ყოველთვის აკეთებს და მაქსიმალურად დაწურული ფორმით დგება სამომხმარებლო ტარიფები. ბუნებრივია, ენერგოკომპანიები უფრო მეტს ითხოვენ, მათი მოლოდინი…

მეტი...