ეჭვი კანიბალიზმზე – ამოღებულია დიდი რაოდენობით გახრწნილი ხორცი და სისხლი

თბილისში, კერძოდ კი სანზონის დასახლებაში სამართალდამცველები მეზობლების თხოვნით ერთ-ერთ საცხოვრებელი ბინაში შევიდნენ, სადაც შემზარავი სურათი დახვდათ. დიდი რაოდენობით გახრწნილი ხორცი და სპეციალურ პაკეტებში მოთავსებული სისხლი, რომლის სუნმაც მეზობლები შეაწუხა და იძულებულები გახდნენ პოლიცია გამოეძახებინათ. ბინაში მაცხოვრებელი ახალგაზრდა ქალმა,  44 წლის ნ.გ-მ სამართალდამცველებს კარი არ გაუღო, რამაც ეჭვები უფრო მეტად გააჩინა. ამოღებული  ხორცი ექსპერტიზაზე გადაიტანეს. ექსპერტიზის პასუხი – რა ხორცზეა საუბარი, ხვალ გახდება ცნობილი. რაც შეეხება ბინაში მაცხოვრებელ ახალგაზრდა ქალს, ის აცხადებდა, რომ მაცივარი ჰქონდა გაფუჭებული, თუმცა, დიდი ოდენობით გახრწნილი ხორცი და სისხლი ბევრ კითხვას ტოვებს. მეზობლებს ეჭვი კანიბალიზმზეც გაუჩნდათ. 44…

მეტი...

უკრაინაში რუსული მუსიკა და სიმღერები იკრძალება

უკრაინის  რადას გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე  რუსული მუსიკის შესრულება იკრძალება. საუბარია საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებსა და საჯარო სივრცეებზე, ტრანსპორტში, ტელევიზიაში, რადიოში. გარდა აღნიშნულისა, რადა მიერ მიღებული კანონით, აკრძალულია რუსული ნაწარმოებების საჯარო შესრულებას იმ ხელოვანების მხრიდან, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა 1991 წლიდან გააჩნიათ.  

მეტი...

„ურსულა დეიდამ ისიც კი თქვა, რომ უკრაინელები იხოცებიან კიდეც ევროკავშირის წევრობისთვისო“ – მედვედევი ქილიკობს

რუსეთის ყოფილი პრეზიდენტი, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე დიმიტრი მედვედევი ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატ ქვეყნებთან დაკავშირებით ქილიკით პასუხობს. როგორც რუსი მაღალჩინოსანი აცხადებს,  „ურსულა დეიდამ“ მხოლოდ თქვა და ამით დამთავრდა ყველაფერი. მისივე შეფასებით, მსოფლიოს ბედნიერებას მხოლოდ შელოცვა აკლია. „ვითარება, რომელიც კავშირშია „მსოფლიო ბედნიერებასთან“  შელოცვას მაგოებს, რომელიც ევროკავშირმა უკრაინის წევრობისთვის გააკეთა. დიახ, დაჰპირდნენ,  თან დაჰპირდნენ „მალორასიას“,  საქართველოსაც კი არა. დაჰპირდნენ გარკვეული პირობებით, რომ უკეთესები უნდა გახდნენ, სუფთები უნდა იყვნენ, ნაკლებად კორუმპირებულები და უფრო განვითარებულები, განათლებულები. ურსულა დეიდამ ისიც კი თქვა, რომ უკრაინელები იხოცებიან კიდეც ევროკავშირის წევრობისთვისო ამით  და მორჩა“, – ასე ქილიკობს მედვედევი. ის ევროკავშირის არსებობას…

მეტი...

ეკლესიის მძარცველი დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გორის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 2003 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი და ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი დ.ვ. ქურდობის ბრალდებით დააკავეს. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორში წმინდა მამა ნიკოლოზის სახელობის ტაძარი გაქურდა, შესაწირავის 2 ყუთიდან ფული მოიპარა, ასევე, უკანონოდ დაეუფლა სანთლის გაყიდვის შედეგად მიღებულ თანხას. ქურდობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს. დანაშაული 3-დან 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეტი...

ოკუპანტები საქართველოს ტირიტორიის მიტაცებას აგრძელებენ

ოკუპანტები ახალ ტერიტორიებს ნიშნავენ დ მავთულხლართების გასავლებად ბოძებს ამონტაჟებენ. გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხურვალეთის მიმდებარედ,  უკანონო  ინსტალაციების დამონტაჟებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ადასტურებს. „საკითხი მწვავედ დაისმება ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრის ფარგლებში, ასევე ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე. უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს. მიმდინარე პროცესზე სრული პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას“, – აცხადებენ სუს-ში.

მეტი...

„პუტინმა უნდა იცოდეს, რომ ბირთვულ ომს ვერ მოიგებს“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, რუსეთმა უკრაინაში ბირთვული იარაღის გამოყენებაზე არც უნდა იფიქროს, როგორც ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, პუტინი ამ ომს ვერ  მოიგებს. „არავინ იცის რამდენ ხანს გაგრძელდება ომი. შესაძლოა, ამას წლებიც დასჭირდეს. არ უნდა შევწყვიტოთ უკრაინის მხარდაჭერა. პუტინი თუ ამ ომიდან გაიგებს, რომ მას უბრალოდ შეუძლია გააგრძელოს, როგორც ეს გააკეთა საქართველოსთან 2008 წლის ომის შემდეგ და 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შემდეგ, მაშინ ჩვენ გაცილებით მაღალ ფასს გადავიხდით… რუსეთმა დაამტკიცა, რომ ის არ არის პარტნიორი და საფრთხეა ალიანსის უსაფრთხოებისთვის, მშვიდობისთვის და სტაბილურობისთვის. მან უნდა იცოდეს, რომ ბირთვულ ომს ვერ…

მეტი...

„არავის დავუთმობთ სამხრეთს, ყველაფერს დავიბრუნებთ“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ არავისთვის არაფრის დათმობას აპირებს. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკი განმარტავს, ის, რაც დროებით უკრაინის არა რის, უკრაინა ყველაფერს დაიბრუნებს. „ვბრუნდები სამხრეთიდან – მოვინახულე ჩვენი ფრონტის ხაზის პოზიციები მიკოლაევის რეგიონში, მოვინახულე თავად მიკოლაევი და  ოდესის რეგიონი. ვესაუბრე ჩვენს დამცველებს – სამხედროებს, პოლიციას, ეროვნულ გვარდიას, ტერიტორიულ დაცვას. ჩვენს გამარჯვებაში არავის ეპარება ეჭვი. არავის დავუთმობთ სამხრეთს, ყველაფერს დავიბრუნებთ, რაც ჩვენია და ზღვა იქნება უკრაინული და უსაფრთხო“,- აცხადებს პრეზიდენტი.

მეტი...

სამი ადამიანი დაჭრა და მიიმალა, დამნაშავე დაკავებულია

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, 2004 წელს დაბადებული ლ.ვ. ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ბრალდებით დააკავეს. მან სამი ადამიანი დაჭრა და მიიმალა. დანაშაული 9-დან 13 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა ქალაქ რუსთავში, ურთიერთშელაპარაკებისას, სამი პირი – 1992 წელს დაბადებული გ.ა.,1988 წელს დაბადებული ლ.შ. და 1994 წელს დაბადებული ლ.ხ. დანის გამოყენებით დაჭრა, შემდეგი კი შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. „დაჭრილი სამი მამაკაცი საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც შესაბამისი სამედიცინო დახმარება ჩაუტარდათ. ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ლ.ვ. ცხელ კვალზე დააკავეს. სამი პირის მიმართ ჩადენილ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე…

მეტი...

„გვსურს, უკრაინას მხარი იმდენ ხანს დავუჭიროთ, რამდენი ხანიც  საჭირო იქნება“ – ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის  ოლაფ შოლცის განცხადებით, გერმანია და „დიდი შვიდეულის“ ქვეყნები არ აპირებენ უკრაინის მიტოვებას. მისი შეფასებით, G7 უკრაინის გრძელვადიან დახმარებაზე იმსჯელებს. „გვსურს, უკრაინას მხარი იმდენ ხანს დავუჭიროთ, რამდენი ხანიც იქნება საჭირო. გვსურს, დავრწმუნდეთ, რომ რუსეთის პრეზიდენტის გათვლები არ იმუშავებს. პუტინს იმედი აქვს, რომ ის უკრაინის ტერიტორიის საკმარის ნაწილს დაიკავებს და ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება, თუმცა, ეს ილუზიაა“ – აცხადებს კანცლერი შოლცი. მისივე ინფორმაციით, „დიდი შვიდიანის“ სამიტზე ერთ-ერთი მთავარი თემა სწორედ უკრაინა იქნება.

მეტი...

პრეზიდენტის მკვლელობა ხუთჯერ სცადეს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, პრეზიდენტ ზელენსკის მკვლელობა ხუთჯერ სცადეს. როგორც უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანი ალექსი დანილოვი აცხადებს,  ყველა ტერაქტი თებერვალ-მარტში იყო დაგეგმილი. როგორც დანილოვი განმარტავს, ვოლოდიმერ ზელენსკიზე თავდასხმას და მის განეიტრალებას ჩეჩნები გეგმავდნენ, რომლებიც უკრაინულმა მხარემ გაანადგურა.  

მეტი...

ბავშვებს მანქანა დაეჯახა, ერთი მცირეწლოვანი გარდაიცვალა

ბათუმში უბედური შემთხვევა მოხდა. ორ მცირეწლოვანს, რომლებიც ქვეითად გადაადგილდებოდა, ავტომანქანა დაეჯახა. ერთი მცირეწლოვანი ბავშვი გარდაიცვალა, მეორე კი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევის მუხლით დაიწყო, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.    

მეტი...

„20 ივნისი თვითგადარჩენის ბრძოლის დასაწყისია“ – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი ქართველ ხალხს გადარჩენისა და ბრძოლისთვის მოუწოდებს. „ის, რაც გუშინ ევროპასთან დაკავშირებით მოხდა, საქართველოსთვის გეოპოლიტიკური კატასტროფაა. ეს ის შემთხვევაა, როცა მთავრობა ან გაქცეულია ან ღიად მტრის მხარესაა. საკუთარი თავისა და სამშობლოს დაცვა თავისსავე ხელში უნდა აიღოს ქართულმა საზოგადოებამ თუ არ გვინდა, რომ ისტორიის მორევში გადავიჩეხოთ. 20 ივნისი ამ დიდი, თვითგადარჩენისთვის ბრძოლის დასაწყისია“ – ასეთია მიხეილ სააკაშვილის გზავნილი. შეგახსენებთ, რომ ხვალ 20 ივნისს ოპოზიციის აქცია იმართება.

მეტი...

უკრაინაში ქართველო მებრძოლი დაიღუპა

ალუდა ზვიადაური მეთექვსმეტე ქართველია, რომელიც რუსეთ-უკრაინის ომში დაიღუპა. როგორც უკრაინაში მებრძოლი სხვა ქართველები ამბობენ, ზვიადაურს ბრძოლის ველიდან დაჭრილი უკრაინელი მებრძოლი გამოჰყავდა, თუმცა, მას, რუსმა ოკუპანტებმა ზურგში ესროლეს. როდის გადმოასვენებენ ქართველი მებრძოლის ცხედარს საქართველოი, ამ ეტაპზე უცნობია.  

მეტი...