,,საბჭოთა კავშირი – რა არის ეს? ეს არის ისტორიული რუსეთი”- ვლადიმერ პუტინი

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საბჭოთა კავშირი ისტორიული რუსეთია. „ნამდვილად ასეა. საჯაროდ და ყოველგვარი ყოყმანის გარეშე ვსაუბრობდი. საბჭოთა კავშირი – რა არის ეს? ეს არის ისტორიული რუსეთი. ასე გამოვიდა, რომ მან არსებობა შეწყვიტა. მინდა, ხაზი გავუსვა ამას – ჩვენ ყოველთვის პატივს ვცემდით უახლეს ისტორიაში სუვერენიზაციის პროცესებს, რომლებიც ხდებოდა პოსტსაბჭოთა სივრცეში“, – განაცხადა პუტინმა.

მეტი...

,,ვიმუშაოთ იმისათვის, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას”- რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინისა და მოლდოვასთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას ეხმიანება. რობერტა მეცოლას განცხადებით, უნდა გაგრძელდეს მუშაობა, რომ საქართველოს მოსახლეობასაც მიეცეს იგივე შესაძლებლობები. „უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსი ავტოკრატიის წინააღმდეგ, თავისუფლებისთვის ძლიერ პოლიტიკურ სიგნალს აგზავნის. ევროპარლამენტის სახელით ევროკომისიის რეკომენდაციას მივესალმები. დღევანდელი გადაწყვეტილება გვაყენებს იმ გზაზე, რომ ევროპულმა საბჭომ უკრაინას ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. ჩვენ ვდგავართ უკრაინის გვერდით. ჩვენ ასევე მივესალმებით, მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას და უნდა ვიმუშაოთ იმისათვის, რომ იგივე შესაძლებლობა მივცეთ საქართველოს მოსახლეობას. ჩვენი კარი ღია უნდა დარჩეს, რათა გავაძლიეროთ ევროპა, დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და თავისუფლება”, – განაცხადა რობერტა…

მეტი...

,,ევროკომისიამ დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა”- ილია დარჩიაშვილი

,,ევროკომისიამ პირველად, ფორმალურად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა და საქართველო აუცილებლად გახდება ევროკავშირის წევრი,”- ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, დღეს  ევროკომისიამ ევროკომისიამ დღეს ღიად დააფიქსირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება. „დღეს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველო, მოლდოვასა და უკრაინასთან ერთად, გაწევრიანების პერსპეტივის მიცემით, ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს, გაწეული ძალისხმევის და ჩატარებული რეფორმების საფუძველზე, მართალია ჰქონდა მეტის მოლოდინი აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ დღეს ღიად დააფიქსირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება. აღნიშნული რეკომენდაციით, ევროკომისიამ პირველად, ფორმალურად დაადასტურა, რომ…

მეტი...

,,ჩვენ არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო“- ვლადიმერ პუტინი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ევროკავშირი სამხედრო ორგანიზაცია არ არის და შესაბამისად, რუსეთი უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებას არ ეწინააღმდეგება. „ევროკავშირი არ არის სამხედრო ორგანიზაცია, სამხედრო-პოლიტიკური ბლოკი, ნატოსგან განსხვავებით, ამიტომ ჩვენ ყოველთვის ვამბობდით და მე ყოველთვის ვამბობდი, ჩვენი პოზიცია აქ არის თანმიმდევრული, გასაგები: ჩვენ არაფერი გვაქვს ამის საწინააღმდეგო“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა. რუსეთის პრეზიდენტის განცხადებით, ასევე,  ევროკავშირში გაწევრიანება უკრაინის ეკონომიკის ზრდას ხელს ვერ შეუწყობს.

მეტი...

ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი კიევში ჩავიდა. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი  უკვე შეხვდა ვოლოდიმირ ზელენსკის. შეხვედრის ვიდეოს უკრაინის პრეზიდენტი სოციალურ ქსელში ავრცელებს. „ომის მრავალმა დღემ დაადასტურა, რომ ბრიტანეთის მხარდაჭერა უკრაინისადმი მტკიცე და ურყევია. მოხარული ვარ, კვლავ ვიხილო ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარი კიევში“, – წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.  

მეტი...

,,ჩემი როლი არ არის, მონაწილეობა მივიღო აქციებში”- კარლ ჰარცელი

საქართველოში ევროკავშირის ელჩის, კარლ ჰარცელის განცხადებით,  20 ივნისს დაგეგმილ აქციას არ დაესწრება. „მინდა, გითხრათ, რომ მივესალმები ევროპული არჩევანის სურვილის მშვიდობიან გამოხატვას. რაც შეეხება ჩემს ყოფნას აქციებზე, ეს არ არის ჩემი ჩვევა, ან ვიტყოდი ჩემი როლი, რომ მონაწილეობა მივიღო აქციებში. გამონაკლისი იყო გუშინ, რადგან პირადად ვიყავი დაპატიჟებული პრეზიდენტის მიერ. მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ მიუხედავად ჩემი ფიზიკური ყოფნისა ასეთ ღონისძიებებზე, ყველანაირად მხარს ვუჭერ ქართველი ხალხის ასეთ ფუნდამენტურ არჩევანს“, – განაცხადა კარლ ჰარცელმა.

მეტი...

,,საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, გაწევრიანების პერსპექტივის მიცემით ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია”- ილია დარჩიაშვილი

,,მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ დღეს ღიად დააფიქსირა საქართველოსთვის ევროპული პერსპექტივის გახსნის შესახებ გადაწყვეტილება,”– ამის სესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა. მინისტრის თქმით, ევროკომისიამ ფორმალურად პირველად დაადასტურა, რომ საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივა შეუქცევადი რეალობაა. „დღეს ევროკომისიამ გამოქვეყნა რეკომენდაცია საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადზე ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით. აღნიშნული რეკომენდაცია მნიშვნელოვან გზავნილებს შეიცავს სამივე ქვეყნისთვის. დღეს ევროკომისიამ განაცხადა, რომ საქართველო უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, გაწევრიანების პერსპექტივის მიცემით ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილია. საქართველოს გაწეული ძალისხმევის და ჩატარებული რეფორმების საფუძველზე, მართალია, მეტი მოლოდინი გვქონდა აღნიშნულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, მაგრამ მნიშვნელოვანია, რომ ევროკომისიამ დღეს ღიად დააფიქსირა…

მეტი...

,,რუსეთის სპეცოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება იძულებითი და აუცილებელი იყო”- ვლადიმერ პუტინი

„შექმნილ ვითარებაში, ჩვენთვის მზარდი რისკებისა და საფრთხეების ფონზე, რუსეთის სპეცოპერაციის ჩატარების გადაწყვეტილება იძულებითი იყო. რთული, რა თქმა უნდა, მაგრამ იძულებითი და აუცილებელი. ეს არის სუვერენული ქვეყნის გადაწყვეტილება, რომელსაც აქვს უპირობო უფლება,”- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა, პეტერბურგის ეკონომიკურ ფორუმზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პუტინის თქმით, ევროკავშირმა საბოლოოდ დაკარგა პოლიტიკური სუვერენიტეტი და ზიანს აყენებენ საკუთარ მოსახლეობას. „სასაქონლო და ნედლეულის ბაზრებზე ინფლაციის მკვეთრი ზრდა ფაქტი გახდა მიმდინარე წლის მოვლენებამდე დიდი ხნით ადრე. მსოფლიო მუდმივად მიჰყავდათ ასეთ სიტუაციაში ე.წ. დიდი შვიდეულის ქვეყნების მრავალწლიანი უპასუხისმგებლო მაკროეკონომიკური პოლიტიკით, მათ შორის უკონტროლო ემისია და არაუზრუნველყოფილი ვალების…

მეტი...

,,ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20-ში ბევრნი ვიყოთ”- მიხეილ სააკაშვილი

,,20-ში ბევრნი ვიყოთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ერთჯერადი გამოსვლით საბოლოო გამარჯვება არ მოიპოვება,”- ასე ეხმაურება  მიხეილ სააკაშვილი ევროკომისიის გადაწყვეტილებას, საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხზე. ,,ახლა ოლიგარქიამ შექმნა ზუსტად ის სიტუაცია, რაც იანუკოვიჩმა 2013 წელს. ორივე ხელისუფლების უკან მოჩანს პუტინის ყურები. დღეს უნდა დავამტკიცოთ, ვართ თავისუფლების ღირსი, თუ გავქრებით მსოფლიოს რუკიდან როგორც სახელმწიფო. ვისაც ჯერ კიდევ ხელისუფლების კეთილგონივრულობის იმედი აქვს, ღრმა შეცდომაშია შესული. და კიდევ ერთი: ძალიან მნიშვნელოვანია, რომ 20-ში ბევრნი ვიყოთ, მაგრამ უნდა გვესმოდეს, რომ ერთჯერადი გამოსვლით საბოლოო გამარჯვება არ მოიპოვება. დეოლიგარქიზაციისათვის საზოგადოების განგრძობადი აქტიურობაა აუცილებელი,”- წერს მიხეილ სააკაშვილი.

მეტი...

,,ევროკომისიამ დღეს საქართველოს თანხმობა გამოუცხადა და ეს ისტორიული მომენტია”- კარლ ჰარცელი

,,ევროკომისიამ დღეს საქართველოს თანხმობა გამოუცხადა და ეს ისტორიული მომენტია. მაგრამ მასში ასევე გამოხატულია შეშფოთება, ქვეყნის ამჟამინდელ ტრაექტორიაზე,”- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ბრიფინგზე განაცხადა. ჰარცელის თქმით, ევროკავშირი საქართველოს გვერდით იქნება არსებული გამოწვევების დაძლევის გზაზე. „მხოლოდ ამის შემდეგ გვექნება საბოლოო გადაწყვეტილებები უკრაინის საქართველოსა და მოლდოვის შესახებ. მოდით ნათელი იყოს, ევროკომისიამ დღეს საქართველოს თანხმობა გამოუცხადა და ეს ისტორიული მომენტია. მაგრამ მასში ასევე გამოხატულია შეშფოთება, ქვეყნის ამჟამინდელ ტრაექტორიაზე, თუმცა ამავდროულად ჩამოყალიბებულია ძალიან მკაფიო სამუშაოების სია, რომელიც საშუალებას მისცემს საქართველოს, დაძლიოს ეს შეშფოთება და ნებისმიერი სკეპტიციზმი საქართველოს გულწრფელობის შესახებ, როდესაც საქმე ეხება მის სტრატეგიულ პროევროპულ არჩევანს.…

მეტი...

,,ყველამ ერთად ვაიძულოთ ხელისუფლებას, გააკეთოს ის, რაც არის გასაკეთებელი”- სალომე ზურაბიშვილი

,,რა არის გასაკეთებელი, სია მოცემულია, რა არის გასაკეთებელი. ეს არის მთავრობის პასუხისმგებლობა. ოპოზიციის ნაწილის პასუხისმგებლობაა, დაანებოს თავი სირბილს სხვადასხვა დედაქალაქში,”- ამის შესახებ  საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, თუ არ შესრულდება ევროკომისიის რეკომენდაციები, ქვეყანა წინსვლის გზაზე ვერ აღმოჩნდება. „საზოგადოების პასუხისმგებლობაა, შევინარჩუნოთ სტაბილურობა. საქმეა გასაკეთებლი, ყველა უნდა ჩავერთოთ ამ საქმეში. დღეს არანაირი დესტაბილიზაციის დრო არ არის, როცა მიმდინარეობს ომი უკრაინაში, როცა რუსეთის ნებისმიერი რეაქცია მოულოდნელია. ეს არის ის, რაც უნდა გაითვალისწინონ ასევე ევროკავშირის საბჭოს ხელმძღვანელებმა, როდესაც კიდევ ერთხელ დაუბრუნდებიან ამ საკითხებს, რომ რაღაცნაირად ყურადღება მიაქციონ ჩვენი ქვეყნის დღევანდელ გეოპიოლიტიკურ ვითარებას.…

მეტი...

,,ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას მიღებული, ეს საქართველოსთვის ფხიზლად ყოფნის მომენტია”- კარლ ჰარცელი

,,როცა შედეგებს ვუყურებთ, არ შეიძლება, არ აღინიშნოს, რომ საქართველომ ნაკლებად ხელსაყრელი მოსაზრება მიიღო, ვიდრე უკრაინამ და მოლდოვამ და ეს არის გზავნილი, რომელიც სერიოზულად უნდა იქნას მიღებული. დღეს ევროკომისიამ საქართველოს თანხმობა გამოუცხადა, და ეს ისტორიული მომენტია,”- ამის შესახებ აქართველოში ევროკავშირის ელჩმა კარლ ჰარცელმა ბრიფინგზე განაცხადა. ელჩის განცხადებით, პირველი შემთხვევაა, როდესაც ევროკომისიამ საქართველოსთვის, უკრაინასა და მოლდოვასთვის რეკომენდაციები შეიმუშავა. „ევროკომისიამ გასცა რეკომენდაცია, რომ საქართველოს მიენიჭოს ევროპული პერსპექტივა და გარდა ამისა, კანდიდატის სტატუსი მას შემდეგ, როდესაც მთელი რიგი პრიორიტეტული ქმედებებისა წარმატებით განხორციელდება. ნება მიბოძეთ, ხაზი გავუსვა ამ გზავნილის მნიშვნელობას. კომისიის რეკომენდაციაა, რომ საქართველო უნდა იყოს…

მეტი...

,,ევროპამ არ გადაგვაგდო, არ გვითხრა უარი, უნდა ვიმუშაოთ და ფარ-ხმალი არ დავყაროთ”- სალომე ზურაბიშვილი

,,რაც გააკეთა ამ ქვეყანამ 30 წლის მანძილზე, რომ ისე ჩამოვრჩით ჩვენს ორ მეგობარს და პარტნიორს, ჩვენი ბრალია,”– ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა თბილისის ქალთა საერთაშორისო კონფერენციაზე „ლიდერები კონფლიქტების, მშვიდობისა და უსაფრთხოების შესახებ“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მისივე თქმით, ახლა საჭიროა ევროპის საბჭოს მიერ გაცემული რეკომენდაციები და არ დავყაროთ ფარ-ხმალი. „მინდა, მოგმართოთ თქვენ, ვინც დღეს სახლიდან გაიგეთ ის გადაწყვეტილება, რომელიც ჯერ არ არის გადაწყვეტილება და არის მხოლოდ რეკომენდაცია, მაგრამ გაიგეთ ის, რომ ერთგვარად, საქართველო არ დგას იმ სამეულის ჯგუფში, რომელიც ჩვენ შევქმენით და რაღაცნაირად ამ ჯგუფს ჩამოვრჩით. შეიძლება, იყოთ იმედგაცრუებული. მე…

მეტი...

,,ელენე ხოშტარიას რუსულ ფულს რატომ არ იმჩნევთ?”- მამუკა მდინარაძე

,,ელენე ხოშტარიას რუსულ ფულს რატომ არ იმჩნევთ? თქვენ გჯერათ, რომ 50 000 $ საშუალოდ თვეში არის ჰონორარი? კარგი, საზოგადოებას არ ჯერა და არასდროს დაიჯერებს,”-  ამ კითხვით „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ ტვ „პირველს“ და „მთავარ არხს“  ბრიფინგზე მიმართა. მდინარაძის თქმით, საზოგადოებას არ ჯერა და არასდროს დაიჯერებს, რომ ელენე ხოშტარიას მამა 50 000 $  თვეში, ჰონორარის სახით იღებს. „რატომ არ იმჩნევთ ელენე ხოშტარიას ქეისს? ხომ არ იცით, თქვენი ტელევიზია რატომ არ იმჩნევს რუსეთიდან გადმორიცხულ ფულებთან დაკავშირებით, არ იცით? „მთავარი არხი“ რატომ არ იმჩნევს? რუსულ ფულზე პასუხია ბიძინა ივანიშვილი? რომელსაც ჩაეხსნა…

მეტი...

,,საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი”- არჩილ თალაკვაძე

,,ჩვენ, როგორც საქართველოს ხელისუფლება, საზოგადოებასთან ერთად განვაგრძობთ სვლას, თანმიმდევრული რეფორმებით ევროკავშირისკენ და საქართველო აუცილებლად გახდება ევროპული ოჯახის წევრი, რაც ევროკომისიის დღევანდელ განცხადებაში იყო ცალსახად აღნიშნული,”- ამის შესახებ  საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ ევროკომისიის რეკომენდაციასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, საქართველო იზიარებს მხარს უჭერს და იცავს იმ ძირითად ღირებულებებს და პრინციპებს, რაც საქართველოს ევროპასთან აკავშირებს. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ევროკავშირმა, ამ შემთხვევაში, ასეთი მაღალი დონის დოკუმენტში უკვე ასახა და დაადასტურა საქართველოს ევროპული პერსპექტივა მას შემდეგ, რაც ჩვენ საქართველოს კონსტიტუციაში ავსახეთ საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებები და ჩვენი ხალხის, ჩვენი ქვეყნის გადაწყვეტილებაა ევროპულ ოჯახში…

მეტი...

უკრაინა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აწესებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ქვეყანა რუსეთის მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმს აწესებს. „უსაფრთხოება დღეს ნომერ პირველი პრიორიტეტია. რუსეთის მიერ დაწყებული სრულმასშტაბიანი ომის ფონზე აუცილებელია, გაძლიერდეს კონტროლი უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მოქალაქეების შესვლაზე“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ანდრეი იერმაკმა.  

მეტი...

,,ეს რეჟიმი უნდა წავიდეს, ამ რეჟიმით საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ ექნება”- ელენე ხოშტარია

,,ევროპამ ქართველ ხალხს უთხრა, შენ პერსპექტივა გაქვს თუ დაუბრუნდები ევროპულ ფასეულობებს, ოლიგარქიულ რეჟიმს პერსპექტივა არ აქვს,”- ამის შესახებ ,,დროას” ლიდერმა ელენე ხოშტარიამ, ევროკომისიის გადაწყვეტილების შეფასებისას განაცხადა, რომელმაც საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაცია არ გასცა. ხოშტარიას განცხადებით, არსებული ხელისუფლების პირობებში საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ ექნება. ,,სურათი არის ძალიან ნათელი, ევროპამ ქართველ ხალხს უთხრა, შენ პერსპექტივა გაქვს თუ დაუბრუნდები ევროპულ ფასეულობებს, ოლიგარქიულ რეჟიმს პერსპექტივა არ აქვს, უნდა მოხდეს დეოლიგარქიზაცია ამ ქვეყნის, ეს რეჟიმი უნდა წავიდეს, ამ რეჟიმით საქართველოს ევროპული პერსპექტივა არ ექნება. ჩვენ მოგვცეს წლის ბოლომდე დრო, რომ ამ ოლიგარქიული მმართველობის…

მეტი...

,,ევროპის ისტორია იქმნება”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება  ევროკომისიის გადაწყვეტილებას უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში” ეხმიანება. ,,ევროპის ისტორია იქმნება, ჩვენ მივესალმებით ევროკომისიის გადაწყვეტილებას, რომ უკრაინას უნდა მიენიჭოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი ევროკავშირის სამიტზე მომავალ კვირას. ეს იქნება ევროპული ლიდერობის ნათელი დადასტურება და უკრაინის შემდგომი ტრანსფორმაციებისთვის უზარმაზარი სტიმული,”- განაცხადა კულებამ.

მეტი...

„გადაუდებელი აუცილებლობაა, გადაიჭრას ეს პოლიტიკური პოლარიზაცია და გაძლიერდეს დემოკრატიული ზედამხედველობა”- ევროკომისია

„საქართველო არის ევროპული სახელმწიფო, რომელიც მოწოდებულია იმ ღირებულებების წინ წასაწევად, რომელზეც დაფუძნებულია ევროკავშირი. ამიტომ, ევროკომისია რეკომენდაციას უწევს საბჭოს, რომ საქართველოს უნდა მიეცეს პერსპექტივა, რომ ის გახდება ევროკავშირის წევრი“,- ამის შესახებ ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადთან დაკავშირებით ევროკომისიის დოკუმენტშია ნათქვამი. დოკუმენტის თანახმად, დაუყონებლივ უნდა დასრულდეს  ქვეყანაში არსებული პოლიტიკური პოლარიზაცია და გაძლიერდეს დემოკრატიული ზედამხედველობა. „გადაუდებელი აუცილებლობაა, გადაიჭრას ეს პოლიტიკური პოლარიზაცია და გაძლიერდეს დემოკრატიული ზედამხედველობა. სარგებლის მიღებისთვის პირადი ინტერესების აღმოფხვრა უნდა იყოს დიდი პრიორიტეტი. საქართველოს აქვს კარგად განვითარებული და დინამიური სამოქალაქო საზოგადოება, რომლის მოსაზრება უფრო სისტემატიურად უნდა იქნას გათვალისწინებული. არსებობს სახელმწიფო ადმინისტრაციის რეფორმების სტრატეგიული…

მეტი...

,,მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება და გავისაუბროთ, მოგვიკაკუნეთ კვლავ, ჩვენი კარები ღიაა”- ნიკა მელია

,,მკაფიოდ გვითხრა დასავლეთმა, დეოლიგარქიზაცია მოხდება და გავისაუბროთ, მოგვიკაკუნეთ კვლავ, ჩვენი კარები ღიაა. ეგუებით ოლიგარქს, გინდათ ბიძინა ივანიშვილის მცველები მაღალ თანამდებობაზე? კი ბატონო, თქვენ გადაწყვიტეთ,”- ამის შესახებ  „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა, ნიკა მელიამ  განაცხადა. მისი თქმით, ხელისუფლებას არ აქვს ნება, გაატაროს წარმატებული დემოკრატიული რეფორმები. „როდესაც ამას გართმევს ოლიგარქი, დაგცინის, გეუბნება, რომ ყველაფერი კარგად არის და შენც, ევროპელებიც და ამერიკელებიც, თქვენ ყველანი იტყუებით და ბიძინა ივანიშვილი არის მაგარი კაცი, ეს რომ არ იყოს, რა გვეშველებოდა და დააფასეთ, როდესაც ასეთი მდაბიო კომენტარები კეთდება, ამით უნდათ, ფონს გავიდნენ, ეს არ გაუვათ. თუ გვინდა, ჩვენი შვილები და მომავალი თაობები ცხოვრობდნენ…

მეტი...

,,ოპოზიცია აანონსებს პოლარიზაციას და 20 ივნისი უნდა იყოს პოლარიზაციის რეპეტიცია”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე  შარლ მიშელის შეთანხმებაზეც ისაუბრა. მისი თქმით, 19 აპრილის შეთანხმების მთავარი საფუძველი პოლიტიკური პოლარიზაციის დასრულება იყო, რასაც ოპოზიცია  100 დღე ხელს არ აწერდა. კობახიძის განმარტებით, 20 ივნისს დაგეგმილი აქცია პოლარიზაციის გაღრმავებას ემსახურება. „აქ საუბარია 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებაზე და სულისკვეთება რა იყო, გამიზნული იყო იმაზე, რომ დაესრულებინა პოლარიზაცია, ასეთ დროს არათუ პოლარიზაციის წინააღმდეგ არ დგამენ ნაბიჯებს, არამედ აანონსებენ პოლარიზაციას და 20 ივნისი უნდა იყოს რეპეტიცია ამ პოლარიზაციისთვის. 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით არც მაშინ მოქმედებდა ოპოზიცია, ამიტომ არ მოაწერა ხელი 100 დღე ამ…

მეტი...

,,გამოვფხიზლდეთ მეგობრებო, რა გვინდა? პუტინი თუ დასავლეთი?”- გიორგი ვაშაძე

,,დღეს ყველაზე უკმაყოფილო ამ გადაწყვეტილებით არის ქართული ოცნება. ისინი ლამობდნენ, რომ ბოლომდე უარი მიგვეღო ჩვენ და ამას ვერ მიაღწიეს. ეს გზავნილი ევროპის მხრიდან არის ქართველი ხალხისთვის. გამოვფხიზლდეთ მეგობრებო, რა გვინდა? პუტინი თუ დასავლეთი?”- ამის შესახებ ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა. ვაშაძის განცხადებით, საქართველო ახლა  დიდი არჩევანის წინაშეა. ,,საქართველო არის დიდი არჩევანის წინაშე: ან გეოპოლიტიკური კატასტროფა, რომლისკენაც მივყავართ “ქართულ ოცნებას”, ან ევროკავშირი და დასავლეთი. დღევანდელი გადაწყვეტილება არის ბოლო შანსი ჩვენი ქვეყნისთვის, ვირჩევთ ოლიგარქს ან დასავლეთს, ვირჩევთ რუსეთს ან ევროპას და ამერიკას. ძალიან მარტივია, ცხადზე ცხადია ეს ყველაფერი. დღეს ამერიკის სახელმწიფო…

მეტი...

,,შეიძლება მეტს ველოდით, მეტის სურვილი გვქონდა, მაგრამ რომ არა უკრაინაში ომი, საერთოდ არ იქნებოდა ამ თემაზე საუბარი”- მამუკა მდინარაძე

,,ნეგატიურ თემებთან დაკავშირებითაც ხელისუფლებას აქვს პასუხისმგებლობა, ამას ვერავინ გაექცევა. ობიექტური კრიტერიუმებიდან გამომდინარე, საქართველო ასოცირებულ ტრიოში არის პირველ ადგილზე და თუკი საუბარია პრობლემებზე, გამოწვევებზე, ომზე, აქ ბოლო ადგილზეა,” – ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა. მდინარაძის განცხადებით, ევროპამ არსებული მძიმე ვითარებიდან გამომდინარე უკრაინა და მოლდოვა წაახალისა. „ამ მიმართულებით, სამწუხაროდ შეუდარებლად დიდი პრობლემები აქვს უკრაინას; ოკუპანტი ქვეყანა ახორციელებს ომს და პრობლემების ის პირველ ადგილზეა. მას სჭირდებოდა მორალური მხარდაჭერა, გარკვეული წახალისება და ევროპამ მასთან მიმართებით ეს სწორი ნაბიჯი გადადგა, ასევე მძიმე მდგომარეობაშია (არა ამდაგვარად) მოლდოვა, სადაც ნახევარი მილიონი ლტოლვილია…

მეტი...

,,უკრაინისთვის, მოლდოვისთვის, საქართველოსთვის ჩვენს საერთო კონტინენტზე დემოკრატიისთვის ეს არის გადამწყვეტი მომენტი”- ჯოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი კომისარი ჯოზეფ ბორელი სოციალურ ქსელში, ევროკომისიის მიერ, უკრაინისა და მოლდოვასთვის  კანდიდატის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას ეხმიანება. ,,უკრაინისთვის, მოლდოვისთვის, საქართველოსთვის და ევროკავშირისთვის, ასევე ჩვენს საერთო კონტინენტზე მშვიდობისა და დემოკრატიისთვის ეს არის გადამწყვეტი მომენტი. დღევანდელი შეფასებები არის მათი ევროპული მისწრაფებების შესრულებისკენ გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი. ევროკავშირი მხარს დაუჭერს ყველა რეფორმის ძალისხმევას, რომ ეს რეალობად აქციოს“, – წერს ჯოზეფ ბორელი.

მეტი...

,,ყველა გაზომვადი პარამეტრით, საქართველო წინ უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას”- ირაკლი კობახიძე

,,კიდევ ერთხელ გავიმეორებთ მარტივ ჭეშმარიტებას, რომ ყველა გაზომვადი პარამეტრით, საქართველო წინ უსწრებს როგორც უკრაინას, ისე მოლდოვას – იქნება ეს დემოკრატია, სამართლის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა და კორუფციასთან ბრძოლა,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. კობახიძის განცხადებით, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მიღება არსებულმა არაორდინალურმა პოლიტიკურმა ვითარებამ განაპირობა. ,,რუსეთის სამხედრო აგრესიამ და მიმდინარე ომმა უკრაინას უკვე უმძიმესი ჰუმანიტარული და ეკონომიკური ზიანი მიაყენა. ომის შედეგად დაიღუპა 10 ათასობით უკრაინელი სამხედრო და სამოქალაქო პირი, ყოველი მესამე უკრაინელი დევნილად ან ლტოლვილად არის ქცეული, განადგურებულია ქვეყნის ინფრასტრუქტურის დიდი ნაწილი, დანგრეულია ასობით ქალაქი…

მეტი...

,,სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი, ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე, ევროკომისიის პირობებში ნახსენებ დეოლიგარქიზაციაზე ისაუბრა. მისი თქმით, აღნიშნული პუნქტი მიხეილ სააკაშვილსა და თავდაცვის ყოფილ მინისტრს, დავით კეზერაშვილს ეხება. ,,ჩვენ გვყავს ძალიან ცნობილი ოლიგარქები საქართველოში, და ესენი არიან ადამიები, რომლებიც 9 წელი ძარცვავდნენ ქართველ ხალხს და ქართულ სახელმწიფოს, მაგალითად სააკაშვილი არის ერთ-ერთი ცნობილი ოლიგარქი და შეგახსენებთ, რომ დღეს ის ზის ციხეში და დეოლიგარქიზაციისკენ კონკრეტული ნაბიჯი უკვე გადაიდგა, მან თავისი ნებით გააკეთა პრინციპში ეს ყველაფერი, თავისი ნებით ჩაჯდა ციხეში. ეს ერთი, კეზერაშვილი, მეორე ოლიგარქი, მასზეც არის, რა თქმა უნდა, სისხლის სამართლის საქმე და რა…

მეტი...

,,საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი”- ირაკლი კობახიძე

,,როგორც ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ პირდაპირ მიგვანიშნეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი,”- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე განაცხადა. ირაკლი კობახიძე გამოვთქვამს იმედს, რომ გეოგრაფიული ფაქტორი მომავალში აღარ გახდება საქართველოსთვის კანდიდატის ან წევრის სტატუსის მინიჭების გაჭიანურების საფუძველი. ,,ევროკავშირის მიერ ევროპული პერსპექტივის ოფიციალურად აღიარებას საქართველო მრავალი წლის მანძილზე ელოდა. მოხარული ვართ, რომ დღეს ეს პერსპექტივა ევროპულმა კომისიამ ოფიციალურად აღიარა და კანდიდატის სტატუსის მიღებისთვის კონკრეტული გზამკვლევიც შემოგვთავაზა. როგორც ევროპელმა ლიდერებმა წინასწარ პირდაპირ მიგვანიშნეს, საქართველოს კანდიდატის სტატუსის მიღებაში გეოგრაფიულმა მდებარეობამაც შეუშალა ხელი. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ გეოგრაფიული ფაქტორის…

მეტი...

,,სასამართლო რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტური სტრატეგიის მიღება”- ევროკომისიის პირობები

ევროკომისია რეკომენდაციების სიას ავრცელებს, რომელთა შესრულების საფუძველზეც ევროკომისია მიიღებს გადაწვეტილებას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. ევროკომისიის რეკომენდაციების სია ასეთია: პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხის მოგვარება 19 აპრილის შეთანხმების სულისკვეთებით პოლიტიკურ პარტიებს შორის თანამშრომლობის უზრუნველყოფის გზით. ყველა სახელმწიფო ინსტიტუტის სრული ფუნქციონირების გარანტია, მათი დამოუკიდებელი და ეფექტური ანგარიშვალდებულების გაძლიერება, აგრეთვე მათი დემოკრატიული ზედამხედველობის ფუნქციები; საარჩევნო ჩარჩოს შემდგომი გაუმჯობესება, ეუთო/ODIHR-ის და ევროპის საბჭოს/ვენეციის კომისიის მიერ გამოვლენილი ყველა ხარვეზის აღმოფხვრა ამ პროცესებში. სასამართლო რეფორმის გამჭვირვალე და ეფექტური სტრატეგიის მიღება და განხორციელება და 2021 წლის შემდგომი სამოქმედო გეგმა, რომელიც ეფუძნება ფართო, ინკლუზიურ და მრავალპარტიულ საკონსულტაციო პროცესს; უზრუნველყოს სასამართლო სისტემა,…

მეტი...

,,ეს არის პირველი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღებას, სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში” ეხმიანება. ,,მივესალმები ევროკომისიის დადებით დასკვნას კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს არის პირველი ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანებისკენ, რაც აუცილებლად დაგვაახლოებს საბოლოო გამარჯვებასთან. მადლობა პრეზიდენტ ფონ დერ ლაიენს და ევროკომისიის თითოეულ წევრს ისტორიული გადაწყვეტილებისთვის. მოუთმენლად ველი ევროპული საბჭოსგან დადებით შედეგებს მომდევნო კვირას”, -წერს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მეტი...

,,ახლა საქართველომ უნდა გადადგას საჭირო ნაბიჯები”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ახლა საქართველოზეა დამოკიდებული, როდის მიიღებს ქვეყნა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს. ,,უზარმაზარი ნაბიჯია საქართველოსი წინ გადადგმული, რომ ევროპული პერსპექტივა მიიღოს, ეს არის ძალიან დიდი მიღწევა, კარები ფართოდ არის ღია. ახლა საქართველოს გადასადგმელია საჭირო ნაბიჯები, რომ წინ იაროს, ქვეყანა გაერთიანდეს პოლიტიკური მხარის თვალსაზრისით და ეს თქვენზეა დამოკიდებული, რაც უფრო მალე შეასრულებთ, რაც უფრო მალე იქნება პროგრესი, ეს არის საქართველოს ხელში, რომ დააჩქაროს და იმოძრაოს ამ ღია კარისკენ “, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მეტი...

,,გვსურს ყველა იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც მიღწეული იყო ევროკავშირის ფასილიტაციით”- ოლივერ ვარჰეი

ევროკომისარმა ოლივერ ვარჰეიმ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე საქართველოსთვის შედგენილი პრიორიტეტების ყოვლისმომცველი სია წარადგინა, რომელთა შესრულების საფუძველზეც ევროკომისია მიიღებს გადაწვეტილებას, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით. „ჩვენ გვსურს ვიხილოთ პოლარიზაციის დასრულება, რაც დამახასიათებელია ქვეყნისთვის. ჩვენ გვსურს ყველა პოლიტიკური პარტიის თანამშრომლობა და იმ შეთანხმების შესრულება, რომელიც მიღწეული იყო ევროკავშირის ფასილიტაციით. ეს ასევე მოიცავს მართლმსაჯულების რეფორმას, რადგან ეს შეთანხმება ეხება ამ საკითხსაც. ასევე გვჭირდება პროგრესი კორუფციასთან ბრძოლის კუთხით. ანტიკორუფციული სააგენტოს დამოუკიდებლობა უნდა იყოს უზრუნველყოფილი. ჩვენ ასევე გვჭირდება ბრძოლის გაძლიერება ორგანიზებულ დანაშაულთან, გვჭირდება აქტიური, ჯანსაღი გამოძიება, გასამართლება და სანდო შედეგებზე დაფუძნებული ისტორია. და ბოლოს, ფუნდამენტურ უფლებებზე…

მეტი...

ევროკომისიის რეკომენდაციით, მოლდოვას უნდა მიენიჭოს კანდიდატის სტატუსი

ევროკომისიის რეკომენდაციით, უკრაინას და მოლდოვას უნდა მიენიჭოთ კანდიდატის სტატუსი.  ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე ევროკომიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა რეკომენდაცია გასცა მიენიჭოს მოლდოვას კანდიდატის სტატუსი. „მოლდოვას რაც შეეხება, ჩვენი შეფასება იგივე მიმართულებით წარიმართა, როგორც უკრაინასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ჩვენ რეკომენდაციას ვაკეთებთ, რომ ევროპული პერსპექტივა და კანდიდატის სტატუსი მიენიჭოს მოლდოვას იმ თვალსაზრისით, რომ მნიშვნელოვან რეფორმას ჩაატარებს ქვეყანა. წარსულ პერიოდში მოლდოვამ განახორციელა გადამწყვეტი ნაბიჯები რეფორმების თვალსაზრისით, ნათელი მანდატი თავისი მოქალაქეების მხრიდან. ეს არის პრორეფორმული ანტიკორუფციული ევროპული გზა დამოუკიდებლობის შემდეგ პირველად. მოლდოვას ასევე ძალიან გრძელი გზა გააჩნია, მისი ეკონომიკა და საჯარო ადმინისტრაცია მოითხოვს ძირითადად გაუმჯობესებას,…

მეტი...

,,ჩვენ ვაძლევთ საქართველოს რეკომენდაციას ევროპულ პერსპექტივაზე”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია  საქართველოს აძლევს რეკომენდაციას ევროპულ პერსპექტივაზე, რომლის შემდეგაც განიხილება სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის. ,,რაც შეეხება საქართველოს. საქართველოსაც გააჩნია იგივე ამბიცია, როგორც უკრაინას და მოლდოვას,მათ იმისთვის, რომ მიაღწიონ წარმატებას ქვეყანა უნდა გაერთიანდეს პოლიტიკურად და ამისთვის საჭიროა, რომ განახორციელოს რეფორმები და ჩართოს ამ რეფორმებში სამოქალაქო საზოგადოება, ამიტომ ჩვენ ვაძლევთ საქართველოს რეკომენდაციას ევროპულ პერსპექტივაზე და ვნახავთ როგორ განახორციელებს რეკომენდაციას იმისთვის რომ კიდევ ერთხელ განვიხილოთ სტატუსის მინიჭება საქართველოსთვის,”- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენი.

მეტი...

,,კომისია რეკომენდაციას იძლევა, უკრაინას მიეცეს კანდიდატის სტატუსი”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, ევროკომისია უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციას იძლევა. ,,მინდა დავიწყო უკრაინით, კომისია რეკომენდაციას იძლევა საბჭოსადმი, რომ უკრაინას მიეცეს ევროპერსპექტივა და ამავდროულად კანდიდატის სტატუსიც. ეს რა თქმა უნდა, არის იმის საფუძველზე გაკეთებული, რომ ქვეყანაში შემდგომი მნიშვნელოვანი რეფორმები განხორციელდება”,- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

მეტი...

,,მოლოდინი მაქვს, რომ სტატუსს მოგვანიჭებენ”- დავით სერგეენკო

,,მე არ მაქვს მოლოდინი, რომ შეუსრულებელი მისიები და ამოცანები დაგვიწესოს ევროკავშირმა,”- ამის შესახებ  პარლამენტის ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ განაცხადა. სერგეენკოს განცხადებით, სავარაუდოდ ევროკავშირის მხრიდან გარკვეული პირობები და დათქმები იქნება, კანდიდატის სტატუსის მიღების სანაცვლოდ. ,,რა შეფასებაც არ უნდა იყოს, მჯერა, ჩვენი მიმართულება, მოძრაობა ამით არ უნდა შეიცვალოს და ნებისმიერ შემთხვევაში, უფრო ინტენსიური უნდა გახდეს. სტატუსის მინიჭება ალბათ, ყველა შემთხვევაში პირობებით იქნება, რადგან ყველაფერს რომ ვაკმაყოფილებდეთ, მაშინ არა კანდიდატის, არამედ წევრის სტატუსზე იქნებოდა საუბარი. პირობები, დათქმები ალბათ, იქნება, მაგრამ მოლოდინი მაქვს, რომ სტატუსს მოგვანიჭებენ. მე არ მაქვს მოლოდინი, რომ შეუსრულებელი მისიები და…

მეტი...

,,ჩვეულებრივ სიტუაციაში უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ვერ იქნებოდა”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, რომ არა საომარი მოქმედებები, უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ვერ იქნებოდა. ,,ჩვეულებრივ სიტუაციაში უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ვერ იქნებოდა, ამას ომის გამო ვაკეთებთ. გზა გრძელი იქნება, მაგრამ ეს არის იმედის ნიშანი. ეს ასევე არის რუსეთის მისამართით გაკეთებული გზავნილი“, – განაცხადა მაკრონმა.

მეტი...