,,იტალიას სურვილი აქვს უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყნების რიგებში იხილოს”- მარიო დრაგი

,,მხარს ვუჭერთ ერს, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდა. იტალიას სურვილი აქვს რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყნების რიგებში იხილოს,”- ამის შესახებ ემანუელ მარიო დრაგიმ, გერმანიის, იტალიისა და რუმინეთის ლიდერებთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. იტალიის პრემიერის განცხადებით, უკრაინას დაეხმარებიან სამხედრო დანაშაულების გამოძიებასა და ომის შემდეგ აღდგენის პროცესში. ,,დღეს უკრაინაში,  უკრაინელი ერის მხარდასაჭერად ჩამოვედით. მხარს ვუჭერთ ერს, რომელიც რუსული აგრესიის წინააღმდეგ საბრძოლველად გაერთიანდა. იტალიას სურვილი აქვს რომ უკრაინა ევროკავშირის წევრი ქვეყნების რიგებში იხილოს, ამიტომ მისთვის სტატუსის მინიჭებას მხარს უჭერს. დღეს რუსული ბოროტების საშინელი ნაკვალევი ვიხილეთ. დავეხმარებით უკრაინას ამ სამხედრო დანაშაულების გამოძიებასა და ომის…

მეტი...

,,ასეთი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ არის ძალიან ცუდი, არამეგობრული”- შალვა პაპუაშვილი დავით არახამიაზე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი დავით არახამიას განცხადება ეხმიანება, რომლის თანახმადაც, უსული კომპანიები ქართულ კომპანიებს სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებენ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოფიციალური პირები უბრალოდ დეზინფორმაციის გავრცელებით არიან დაკავებული, რაც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას აზიანებს. „სამწუხარო ტენდენცია ჩამოყალიბდა და ვხვდებით, რომ განმარტებებიც კი აღარ არის საჭირო, რომ ვიცოდეთ, რამხელა ტყუილთან გვაქვს საქმე. განმარტება საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გააკეთა. სამწუხაროდ, ასეთი დამოკიდებულება ქართველი ხალხის მიმართ არის ძალიან ცუდი, არამეგობრული და თავის თავში აჩვენებს, რომ კავშირები, რომლებიც არსებობს ჩვენ შიდა პოლიტიკასა და უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთ წარმომადგენელს შორის, ვნებს როგორც ორ ქვეყანას შორის ურთიერთობას, ასევე საერთო…

მეტი...

,,უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მნიშვნელოვანია”- რუმინეთის პრეზიდენტი

,,უკრაინისთვის, მოლდოვისა და საქართველოსთვის, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭება, მნიშვნელოვანია ყველა ღირებულების ირგვლივ ძლიერი და გრძელვადიანი ფარის ასაგებად , – აღნიშნილი განცხადება  რუმინეთის პრეზიდენტმა კლაუს იოჰანისმა კიევში გამართულ  პრესკონფერენციაზე გააკეთა. რუმინეთის პრეზიდენტი აღნიშნა, რომ ყოყმანის დრო არ არის და პარტნიორებს მხარდაჭერის გაძლიერება სჭირდებათ. „ეს ჩვენს შესაძლებლობებს ეხება, ავაშენოთ უსაფრთხოება და სტაბილურობა ჩვენს სამეზობლოში. ყოყმანისთვის დრო აღარ რჩება. ჩვენს პარტნიორებს სჭირდებათ, რომ გავაძლიეროთ ჩვენი დიდი ხნის მხარდაჭერა, რათა დავეხმაროთ მათ მედეგობის ჩამოყალიბებაში და გაუმკლავდნენ როგორც ჩვეულებრივ, ისე ჰიბრიდულ გამოწვევებს“,- განაცხადა კლაუს იოჰანისმა.

მეტი...

,,ევროკავშირში გაწევრიანებას ძველ ჰაუბიცებს დაპირდნენ უკრაინას”- დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინაში 4 ევროპული ქვეყნის ლიდერის ვიზიტს აფასებს. მედვედევის განცხადებით, დრო იწურება. ,,ბაყაყების, ლიბერვურსტისა და სპაგეტის ევროპელ მოყვარულებს უყვართ კიევში სტუმრობა. ნულოვანი სარგებლით. ევროკავშირში გაწევრიანებას ძველ ჰაუბიცებს დაპირდნენ უკრაინას, დათვრნენ გორილკით და მატარებლით წავიდნენ სახლში, როგორც 100 წლის წინ. ყველაფერი კარგადაა. თუმცა, ეს არ დააახლოებს უკრაინას მშვიდობას. დრო იწურება”- განაცხადა მედვედევმა.

მეტი...

,,ჩვენ ოთხივე მხარს ვუჭერთ უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთი, გერმანია, იტალია და რუმინეთი მხარს უჭერენ უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის დაუყონებლივ მინიჭებას. ,,ჩვენ ოთხივე (საფრანგეთი, გერმანია, იტალია და რუმინეთი) მხარს ვუჭერთ  უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭებას. ევროპა თქვენს გვერდითაა სანამ იქნება საჭირო, სანამ გამარჯვება არ იქნება მიღწეული, გამარჯვება, რომელიც დააბრუნებს მშვიდობას თავისუფალ და დამოუკიდებელ უკრაინაში“- ამის შესახებ ემანუელ მაკრონმა, უკრაინაში ოფიციალური ვიზიტის დროს განაცხადა.

მეტი...

,,ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცა ყველაფერი დამოკიდებულია კონსენსუსზე”- ლიეტუვის ელჩი

,,ლიეტუვის მთავრობის პროგრამაში გაწერილია, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, თუმცა, რა თქმა უნდა, ყველაფერი დამოკიდებულია კონსენსუსზე,”- ამის შესახებ  საქართველოში ლიეტუვის ელჩმა ანდრიუს კალინდრამ ევროპის მოედანზე გამართულ აქციაზე განაცხადა. „ვფიქრობ, ეს შეკრება ასახავს ევროპაში ზოგად განწყობას – ჩვენ ვსარგებლობთ ისეთი ღირებულებებით, როგორიცაა დემოკრატია, მშვიდობიანი შეკრებები, ჩვენი ღიმილი და საუბრები მომავალზე. რაც შეეხება თქვენს მეორე შეკითხვას, ყველაფერი დამოკიდებულია ყველა ჩვენგანზე – ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე, თქვენზე, თქვენს სახელმწიფოზე და ამ სახელმწიფოს მოსახლეობაზე, რომელსაც სურს ევროკავშირთან დაახლოება. ჩვენ, ვილნიუსში არანაირი ეჭვი არ გვაქვს, რადგან ლიეტუვის მთავრობის პროგრამაში გაწერილია, რომ ჩვენ მხარს დავუჭერთ…

მეტი...

,,რუსეთი აგრძელებს ევროპის დაშინებისთვის ახალი გზების ძიებას და ჩვენი მიწის მიტაცებას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან და იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე სოტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და უნდა ვეძებოთ გზები მშვიდობისკენ. ზელენსკის თქმით, რუსეთი აგრძელებს ევროპის დაშინებისთვის ახალი გზების ძიებას და სურს დაანახოს მსოფლიოს, რომ ევროპული ერთიანობა არ იქნება ეფექტური. „რუსეთს არ სურს მშვიდობა. მას მხოლოდ ომი სურს. როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ, მოსკოვი აგრძელებს ძალადობრივ აგრესიას დონბასში და წინ მიიწევენ ხარკოვში, ასევე აძლიერებენ პოზიციებს ჩემი ქვეყნის სამხრეთში. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს და უნდა ვეძებოთ გზები მშვიდობისკენ. დღეს,…

მეტი...

,,საქართველო შეძლებს მთელი გზის გავლას და გახდება ევროკავშირის წევრი“- ჰუბერტ ქნირში

„არ აქვს მნიშვნელობა ეს იქნება დიდი ნაბიჯი, თუ უფრო პატარა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ პროგრესი იქნება ხალხის მხარდაჭერითა და პოლიტიკური ძალების, მთავრობისა და ოპოზიციის სრული ჩართულობით, საქართველო შეძლებს მთელი გზის გავლას და გახდება ევროკავშირის წევრი“, – ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, ჰუბერტ ქნირშმა ევროპის მოედანზე განაცხადა. გერმანიის ელჩის განცხადებით, მისთვის მნიშვნელოვანია იმის ხილვა, რომ ქართველები აქციაზე გამოდიან ქვეყნის ევროპული გზის მხარდასაჭერად. „ეს არ არის არც მთავრობის და არც ოპოზიციის შეკრება, ეს არ არის რამის მხარდამჭერების ან მოწინააღმდეგეების შეკრება. მე ვესაუბრე რამდენიმე ადამიანს, ისინი ძალიან მტკიცედ უჭერენ მხარს ევროკავშირს. მათ სურთ, რომ საქართველო გახდეს…

მეტი...

,,გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებას”- ოლაფ შოლცი

,,გერმანია მხარს დაუჭერს უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის სტატუსის მინიჭებას. იგივე ვრცელდება მოლდოვაზეც“, – ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა  ოლაფ შოლცმა კიევში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. გერმანიის კანცლერის განცხადებით, გერმანია მხარს უჭერს უკრაინას და გააგრძელებს იარაღის მიწოდებას, ვიდრეს ეს იარაღი უკრაინას სჭირდება. „რუსეთის ომმა უკრაინის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა, რუსეთი ცვლის საზღვრებს ევროპაში ძალის გამოყენებით და ეს მიუღებელია. სწორედ ამიტომ გერმანია სხვა ქვეყნებთან ერთად, თავიდანვე დგას უკრაინის გვერდით. ჩვენ უკრაინას ვაწვდით ყველა სახის დახმარებას ქვეყნის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად, ამას ვაკეთებთ როგორც ფინანსური მხარდაჭერით, ისე ჰუმანიტარული დახმარებით, რადგან გერმანიამ შეიფარა 800 ათასი უკრაინელი…

მეტი...

,,ევროკავშირის სტატუსზე ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს”- სალომე ზურაბიშვილი

,,მე თუ გამოვედი სიტყვით და გამოვედი აქ, ეს არის იმის მაჩვენებელი, რომ მთლად ასეთი ბრმა ოპტიმიზმი არ მაქვს იმ შედეგებთან მიმართებით, თუმცა მიმაჩნია, რომ საქართველოს აქვს უფლება იყოს იქ, სადაც მოსახლეობას უნდა და ამისთვის ყველამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ,” – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა , ევროკავშირის სტატუსთან დაკავშირებით განაცხადა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, პასუხიხისმეგბლობა ხელისუფლებას ეკისრება „ხვალინდელი რეკომენდაციები ალბათ გვაჩვენებს, რა მიმართულებით არის ნაბიჯები გადასადგმელი. ცხადია, ეს პირველ რიგში არის ხელისუფლების პასუხისმგებლობა. დღეს მე აქ ვარ რიგითი მოქალაქე, არ ვარ საქართველოს პრეზიდენტი. ზოჯერ უნდა ვისწავლოთ, რომ მოქალაქეობრივი ვალი არის თავისუფლად…

მეტი...

,,შეფასებასთან დაკავშირებით კომენტარს დღეს ვერ გავაკეთებ”- კარლ ჰარცელი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

საქართველოში ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელი, ევროპის მოედანზე გამართულ აქციაში მონაწილეობს. ჰარცელის განცხადებით,  ევროკომისია საქართველოს, უკრაინასა და მოლდოვასთან დაკავშირებით თავის შეფასებას ხვალ გამოაქვეყნებს. „ეს არის მნიშვნელოვანი მომენტი. ჯერ კიდევ არ შემიძლია, ზუსტად გითხრათ, როდის გამოაქვეყნებს ევროკომისია თავის მოსაზრებებს. როგორც მესმის, ისინი ჯერ კიდევ მუშაობენ ამაზე, თუმცა, დარწმუნებული ვარ, რომ ხვალ ისინი გასაჯაროვდება. როგორც ვიცით, ეს მოსაზრებები, რომლებიც მოიცავს უკრაინას, მოლდოვას და საქართველოს, შემდგომ განხილული იქნება ევროკავშირის წევრ ქვეყნებს შორის და ერთ კვირაში, ევროპულ საბჭოზე წევრი ქვეყნები გამოთქვამენ თავიანთ მოსაზრებას იმ შეფასებაზე დაყრდნობით, რომელიც ხვალ გამოქვეყნდება.  ჩემთვის შეუძლებელია, გავაკეთო კომენტარი შეფასებასთან დაკავშირებით…

მეტი...

,,ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, ეს იყო ჩემი მიზანი”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპის მოედანზე, მის მიერ დაანონსებულ აქციაზე მივიდა. ზურაბიშვილის თქმით, , საქართველოს ერთადერთი პერსპექტივა ევროპაშია. ,,ჩვენ აქ ვართ მოსული მოუმზადებლად, არაორგანიზებულად. ეს იყო ჩემი მიზანი და ჩემი არჩევანი, რომ აქ არ ყოფილიყო ის რასაც მიჩვეული ხართ, ანუ რაღაცა პარტიული შეხვედრები. აქ მოქალაქეები არიან ვისაც სურვილი ჰქონდა, რომ დღეს გამოხატოს, რომ ჩვენ გვჯერა, რომ საქართველოს ბედი, საქართველოს პერსპექტივა, ერთადერთი არის ევროპაში. ამისი ჩვენება გვინდოდა ჩვენ ერთმანეთისთვის” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. ამასთან, პრეზიდენტი არ აპირებს 20 ივნისს დაგეგმილ აქციაში მონაწილეობის მიღებას. ,,სადაც არის პოლიტიკური მოწოდებები და ორგანიზაციები, პრეზიდენტი ვერ…

მეტი...

,,ირპენი და ბუჩა რუსეთის ომის წარმოუდგენელი სისასტიკის სიმბოლოდ იქცნენ”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, ქალაქ ერპინის მონახულების შემდეგ  სოციალურ ქსელ ,,ტვიტერში” განცხადებას ავრცელებს. შოლცის თქმით, ირპენი რუსეთის ომის წარმოუდგენელი სისასტიკის სიმბოლოდ იქცა. ,,ირპენი და ბუჩა რუსეთის ომის წარმოუდგენელი სისასტიკის სიმბოლოდ იქცნენ. ამ ქალაქში სასტიკი ნგრევა მემორიალია – ეს ომი უნდა დასრულდეს“, – წერს გერმანიის კანცლერი  „ტვიტერის“ საკუთარ გვერდზე. შეგახსენებთ,  უკრაინაში იმყოფება გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანესი.

მეტი...

,,ზურაბიშვილი საკუთარი პოზიციის გაძლიერებას ცდილობს ივანიშვილის კარზე”- გიგა ბოკერია

,,ზურაბიშვილი საკუთარი პოზიციის გაძლიერებას ცდილობს ივანიშვილის კარზე, ეს არაფერ შუაშია იმ პრობლემასთან, რაც ჩვენ გვაქვს,”- ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერიამ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილი ცდილობს საკუთარი რეპუტაცია დაიცვას. „ევროპული არჩევანი არის როგორი ქვეყანა ხარ, როგორ ცხოვრობ. ამიტომ სწორედ ევროპული, თავისუფალი არჩევანის საწინააღმდეგო ამბავია ფარისევლობა, ბუნდოვანების შეტანა და მკაფიო პოზიციის არქონა იმაზე თუ ვინ რას წარმოადგენს. ხვალ რომ თქვას „ალტინფომ“ გადავიფიქრეთ, ჩვენ გვინდა ევროპა, მოდით ერთად დავდგეთო, ოღონდ ყველა სხვა საკითხში ისევ ისე იქცეოდნენ, როგორც ახლა იქცევიან, იგივეა ეს რეჟიმიც. ამ რეჟიმის პრობლემა ის კი არ არის, რომ…

მეტი...

,,ყირიმი უკრაინის სტრატეგიული მიზანია”- ალექსეი რეზნიკოვი

უკრაინის თავდაცვის მინისტრის, ალექსეი რეზნიკოვის განცხადებით, უკრაინის მიზანი ყველა ტერიტორიის რუსეთისგან გათავისუფლებაა. მისი თქმით, მიზნისკენ ქვეყანა ნაბიჯ-ნაბიჯ ივლის. „ჩვენ ვაპირებთ, ჩვენი ყველა ტერიტორია გავათავისუფლოთ. ყველა, მათ შორის – ყირიმი. ყირიმი უკრაინის სტრატეგიული მიზანია, რადგან ის უკრაინის ტერიტორიაა. ჩვენ ამ მიზნისკენ ნაბიჯ-ნაბიჯ ვივლით“, – ამბობს რეზნიკოვი. შეგახსენებთ, ყირიმი 2014 წლის შემდეგ, რუსეთის მიერ არის ანექსირებული.

მეტი...

რუსეთში კვლავ ხანძარია – ცეცხლი ,,გაზპრომის” საბადოს გაუჩნდა

უკრაინული მედიის ინფორმაციით, ხანძარი 15 ივნისს ღამით, გაზპრომის “დობიჩა ურენგოს” უბანზე მეშვიდე და მერვე საბადოებს შორის 1,4 მეტრი დიამეტრის მილის დაზიანებისას, ცეცხლი გაჩნდა. არსებული ცნობით, ცეცხლი  ამ დროისთვის  ლიკვიდირებულია.

მეტი...

მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება

თბილისის მერია მეტეხის ხიდის სრულ რეაბილიტაციას ახორციელებს. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე მეტეხის ხიდის თაღის რეაბილიტაცია იწყება. მათივე ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო, 18 ივნისს 00:00-დან 06:00 საათამდე, მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, მეტეხის ხიდის ქვედა მხარეს, გზის სავალი ნაწილის ერთ ზოლზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება. სამუშაოებიდან გამომდინარე, მსგავსი ტიპის შეზღუდვები პერიოდულად იმოქმედებს.

მეტი...

,,ვფიქრობ, არცერთ აქციას აზრი არ აქვს”- იაგო ხვიჩია

,,გირჩის“ ლიდერის,  იაგო ხვიჩიას განცხადებით, დაგეგმილ აქციებს აზრი არ აქვს, რადგან პოლიტიკოსებს ადამიანებთან ჯერ არ უსაუბრიათ ევროპაზე. მისი თქმით, ,,გირჩი” აქციას 18 ივნისს გამართავს. „ვფიქრობ, არცერთ აქციას აზრი არ აქვს, რადგან ჩვენ ადამიანებთან ჯერ არ გვისაუბრია, რა არის ევროპა. რას ვშორდებით სინამდვილეში და როგორი ქვეყანა გვინდა, რომელსაც პროევროპულს დავუძახებთ. სანამ ეს თემები არ გაგივლია, ჩემი აზრით, მანამდე არცერთ აქციას არ აქვს აზრი. რაც შეეხება ჩვენს აქციას, ის განსხვავებულია, ჩვენ მხარდამჭერებთან შეხვედრა მოგვენატრა“, – განაცხადა ხვიჩიამ.

მეტი...

შსს რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოგუზ ინსასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

შინაგან საქმეთა სამინისტრო რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოგუზ ინსასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, უარი ეთქვა საქართველოში შემოსვლაზე, ვინაიდან იგი იძლეოდა აშკარად ცრუ და ურთიერთსაწინააღმდეგო ინფორმაციას თავისი ვიზიტის მიზნების შესახებ, რაზეც შედგა შესაბამისი სამართლებრივი დოკუმენტი და ჩაბარდა კანონით დადგენილი წესით. „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე გვსურს საზოგადოებას მივაწოდოთ ინფორმაცია რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოგუზ ინსასთან დაკავშირებით. 2022 წლის 12 ივნისს რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო გამტარი პუნქტიდან საქართველოს საზღვარზე შემოვიდა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ოგუზ ინსა (OGUZ INSA), რაც დაფიქსირდა რუსეთის ფედერაციის მიერ მის პასპორტში გაკეთებული შტამპით. აღნიშნულ პიროვნებას „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის…

მეტი...

,,ვიმედოვნებ, სახელმწიფოს ლიდერები არ კონცენტრირდებიან უკრაინის შემდგომ მხარდაჭერაზე”- დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, კრემლი იმედოვნებს, რომ ევროპელი ლიდერები კიევში მიმდინარე შეხვედრაზე არ კონცენტრირდებიან უკრაინაში იარაღის შეტანასა და ქვეყნის შემდგომ მხარდაჭერაზე. ,,ვიმედოვნებ, რომ ამ სამი სახელმწიფოს ლიდერები, ისევე როგორც რუმინეთის პრეზიდენტი, რომელიც მათთან ერთად იქნება, არ კონცენტრირდებიან მხოლოდ უკრაინის შემდგომ მხარდაჭერაზე და უკრაინაში იარაღის შეტანაზე, რადგან ეს გააგრძელებს ხალხის ტანჯვას”,- განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. შეგახსენებთ,  უკრაინაში იმყოფება გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი, იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი და რუმინეთის პრეზიდენტი კლაუს იოჰანესი.

მეტი...

,,ჩვენ ყველამ ვიხილეთ აქ ბარბაროსობის კვალი”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინის ქალაქ ირპენში იმყოფებოდა. მისი განცხადებით, სწორედ ირპენში შეაჩერეს უკრაინელმა ჯარისკაცებმა რუსი ოკუპანტები. ,,გმირობა, არა მხოლოდ სამხედროებმა, არამედ ხალხმაც გამოიჩინა . ჩვენ ყველამ ვიხილეთ აქ ბარბაროსობის კვალი, აქ სამხედრო დანაშაულები იქნა ჩადენილი და ამის ნიშნებიც საკმარისად არის. ჩვენ უკრაინისა და მისი ხალხის გვერდით ვდგავართ და ვეხმარებით, როგორც სამხედრო ისე ფინანსური თვალსაზრისით, რათა ეს ქალაქები რომლებიც დაზარალდა მალე იქნას აღდგენილი”,- განაცხადა ემანუელ მაკრონმა. შეგახსენებთ,  უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი ევროპული ქვეყნების ლიდერებთან შეხვედრას მართავს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით მყოფ გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს, იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგს  და რუმინეთის პრეზიდენტ კლაუს იოჰანესს ხვდება. ქვეყნის ლიდერები ზელენსკისთან შეხვედრამდე ირპენში იმყოფებოდნენ  და საკუთარი თვალით იხილეს რუსული აგრესიის კვალი.  

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი კლინიკაში გაიმართება

მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი  ე.წ. საზღვრის კვეთაზე კლინიკა ,,ვივამედში” გაგრძელდება. მოსამართლემ  პროკურატურის შუამდგომლობა, გასვლითი სხდომის ჩატარების შესახებ დააკმაყოფილა. მიხეილ სააკაშვილის შოთა თუთბერიძის ადვოკატის განცხადებით, სასამართლოსთვის გასვლითი სხდომის გამართვაზე შუამდგომლობით არცერთ მხარეს არ მიუმართავს. „გვითხრეს, რომ სხდომა ტარდებოდა „ვივამედში“, ბუნებრივია, დაცვის მხარემ კოდექსზე მიუთითა და ამის გადაწყვეტა მხარეთა ინიციატივით არ შეიძლება. დღეს შუადღის შემდეგ გვაცნობეს, რომ შეიცვალა გადაწყვეტილება და სხდომა დარბაზში ჩატარდება. მე არ ვიცი, ბრალდება რა შუამდგომლობას დააყენებს. როცა ჯანმრთელობის მდგომარეობა არ იძლევა საშუალებას, შეუძლებელია, პროცესის ჩატარება. ცნობა წარდგენილი აქვს სასამართლოს ამის შესახებ. მიხეილ სააკაშვილს არ შეუძლია სხდომაში მონაწილეობა, რადგან…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილმა ნიკა გვარამიას შეწყალების შესახებ დღესვე უნდა გამოსცეს აქტი”- რომან გოცირიძე

,,როცა სალომე ზურაბიშვილი მართავს აქციას, ამ აქციას უნდა ჰქონდეს მისი მატერიალური მხარე, რაც ერთი პრობლემის გადაწყვეტაში მაინც უნდა გამოიხატებოდეს,”- ამის შესახებ ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრმა რომან გოცირიძემ განაცხადა. მისი თქმით, საქართველოს პრეზიდენტმა დღესვე უნდა გამოსცეს ნიკა გვარამიას შეწყალების აქტი. ,,ხელისუფლების წყალობით, საქართველო უმძიმეს მდგომარეობაში ჩავარდა. საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ არ უნდა იყოს უკრაინა და მოლდოვა ერთმანეთს დაცილებული, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ტრიოს შეიძლება დასცილდეს საქართველო. რაც ყველაზე ცუდია, მან ქვეყანა მოიხსენია სხვა გეოპოლიტიკურ სიბრტყეში, ეს არის ფაქტობრივად ჩვენი გადაგდება ევრაზიულ სივრცეში. აქამდე მიიყვანა ხელისუფლებამ ქვეყანა და როცა სალომე ზურაბიშვილი მართავს აქციას, ამ…

მეტი...

,,ოპოზიციის ლიდერებს შეხედეთ, რამდენს აქვს შემოსავალი რუსეთიდან, მაგრამ ხელისუფლების სანქცირებას ითხოვენ“- ირაკლი ქადაგიშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ქადაგიშვილი, ელენე ხოშტარიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თანახმადაც, მამამისს უკვე 25 წელია, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპეკტაკლისთვის რუსეთიდან. როგორც ქადაგიშვილი აღნიშნავს, ოპოზიციის წარმომადგენლები შემოსავალს იღებენ რუსეთიდან, მაგრამ ისინი ხელისუფლების სანქცირებას ითხოვენ ამავდროულად. „ეს არის სწორედ ორმაგი სტანდარტები. თუ მას შეიძლება, არ ვიცი კანონიერად არ ვიცი როგორ, ერიცხებოდეს რუსეთიდან ფული, ეს ნორმალურია, მაგრამ ვიღაც თუ წავა რუსეთში რაღაცის გასაკეთებლად ან შეიძლება ვიღაცას ერიცხებოდეს ფული რაღაცისგან, თუ მის პოლიტიკურ ნავში არ ზის, სანქცირებისა და ბულინგის ქვეშ უნდა მოჰყვეს? სწორედ ეს არის ორმაგი სტანდარტი. ეს არის ის დაბალი მორალური პოლიტიკური დონე, რითაც ოპოზიცია ხელმძღვანელობს.…

მეტი...

,,20-22 ათასი ადამიანია დაკრძალული მასობრივ საფლავებში”- მარიუპოლის მერის მრჩეველი

მარიუპოლის მერის მრჩეველის, პეტრ ანდრიუშენკოს ინფორმაციით, ქალაქის მასობრივ საფლავებში 20-22 ათასი ადამიანია დაკრძალული. ანდრიუშენკოს ცნობით, მარიუპოლის მოსახლეობას არ მიეწოდება შესაბამისი სამედიცინო სერვისები. ,,ჩვენი შეფასებით, დაახლოებით 20-22 ათასი ადამიანია დაკრძალული მასობრივ საფლავებში. ასევე, უცნობია, კიდევ რამდენია ნანგრევების ქვეშ. ეს ყველაფერი ამბობს, რომ უბრალოდ არ არსებობს სამედიცინო სისტემა. არ არის წამალი, არ არის აღჭურვილობა”,- განაცხადა ანდრიუშენკომ.  

მეტი...

სემეკში ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ახალი პროექტი დაიყო

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) რიგით მე-5 დაძმობილების პროექტი დაიწყო. ევროკავშირის მიერ დაფინანსებული თვინინგ ლაითის პროექტის – „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის შესაბამისი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ გახსნის ცერემონიაზე სიტყვით წარდგნენ სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის წევრი გიორგი ფანგანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე, ევროდელეგაციისა და პროექტის პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლები. „მადლობას ვუხდი ევროკავშირის წარმომადგენლობას საქართველოში, იტალიის საელჩოს საქართველოში და საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს იმისათვის,  რომ  კიდევ ერთხელ მოგვცეს საშუალება, დაძმობილების პროექტის  ინსტრუმენტი გამოგვეყენებინა კომისიის ინსტიტუციური შესაძლებლობების გაძლიერებისათვის.…

მეტი...

,,უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები მიზანმიმართულად კეთდება საქართველოს დასაზიანებლად”- ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილი, დავით არახამიას განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, რუსული კომპანიები ქართულ კომპანიებს სანქციების გვერდის ავლისთვის იყენებენ და აშშ-მა ამის გამო ზომები უნდა მიიღოს. ირაკლი ქადაგიშვილი აღნიშნავს, რომ საქართველოს დასაზიანებელი განცხადებები, უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან მიზანმიმართულად კეთდება. „სწორედ ეს განცხადებები, რომლებიც მრავლად გვაქვს ნანახი, მათ შორის პროვოკაციული განცხადებები, რომლებიც ქვეყნის შიგნით გარკვეული განწყობების შექმნას უნდა მოხმარებოდა, რომ საქართველოს მოსახლეობას მოეთხოვა მეტი კონფრონტაცია რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, მათ შორის პირდაპირი მოწოდებები, რომ ცხინვალის რეგიონში დროა უკვე საქართველომ ტერიტორიული მთლიანობა აღადგინოს, რაც პირდაპირ საომარ მოქმედებებში შესვლას ნიშნავს, განცხადებები, რომ…

მეტი...

,,გამოვრიცხავთ, სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით შეძლოს ფინანსური ოპერაციის განხორციელება”- ეროვნული ბანკი

საქართველოს ეროვნული ბანკი განცხადებით, საქართველოს საფინანსო სექტორი გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილია და საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს. ეროვნული ბანკის ცნობით, გამორიცხულია, სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს. „ქვეყნის ცენტრალური ბანკი კატეგორიულად გამორიცხავს, რომ სანქცირებულმა პირმა საქართველოს საბანკო სექტორის გამოყენებით ნებისმიერი სახის ფინანსური ოპერაციის განხორციელება შეძლოს. ასეთის აღმოჩენის შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უმკაცრეს რეაგირებას მოახდენს. საქართველოს საფინანსო სექტორი გლობალური საფინანსო სისტემის ნაწილია და ბუნებრივია, საერთაშორისო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად მოქმედებს. არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ საქართველოს ეროვნული ბანკი საფინანსო სექტორის რეგულირებისას ყოველთვის საერთაშორისო რეზოლუციებით განსაზღვრული მოთხოვნებით ხელმძღვანელობს.…

მეტი...

,,ჩვენ გავაგრძელებთ უკრაინის დახმარებას”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის, ოლაფ შოლცის განცხადებით,  უკრაინის ფინანსური, ჰუმანიტარული და სამხედრო დახმარება კვლავ გაგრძელდება. ,,ჩვენ არ გვინდა მხოლოდ სოლიდარობის დემონსტრირება, ჩვენ ასევე გვინდა განვაცხადოთ, რომ ჩვენ გავაგრძელებთ დახმარებას, რომელსაც ჩვენ ვაორგანიზებთ – ფინანსური, ჰუმანიტარული, ასევე, როცა საქმე იარაღს ეხება”,- განაცხადა გერმანიის კანცლერმა. შეგახსენებთ, უკრაინაში ვიზიტით  იმყოფება გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი, საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი და იტალიის პრემიერ-მინისტრი მარიო დრაგი.

მეტი...

,,მოლდოვა უკრაინისგან არ უნდა გამოვყოთ, საქართველო გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, ევროკავშირმა მკაფიო და პოზიტიური სიგნალი უნდა  გაუგზავნოს უკრაინასა და მოლდოვას საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე. უცხოური მედიის ცნობით, საქართველოს საკითხი  იქნება განხილვის მაგიდაზე, როგორც პოტენციური კანდიდატი ქვეყანა, რომელიც მაკრონის თქმით, “გეოპოლიტიკურად განსხვავებულ ადგილზეა”. ,,მინდა, მკაფიო და პოზიტიური სიგნალი გამოვგზავნოთ, მაგრამ ჩვენ უნდა დავამყაროთ ერთსულოვნება ევროკავშირის წევრებს შორის. არ ვფიქრობ, რომ ჩვენ შეგვიძლია გამოვყოთ მოლდოვა უკრაინისგან იმ პერსპექტივით, რომელიც ჩვენ გვაქვს”, – განაცხადა მაკრონმა.

მეტი...

,,საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის არც ერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა”- იუსტიციის სამინისტრო

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, წამების პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) შეფასებით, საქართველოს ციხეებში არასათანადო მოპყრობის არც ერთი შემთხვევა არ ფიქსირდება. არსებული ცნობით, დელეგაციას არ მიუღია ინფორმაცია ციხის თანამშრომლების მხრიდან პატიმრების არასათანადო მოპყრობის არცერთ ფაქტზე. „2022 წლის 16 ივნისს გამოქვეყნდა ევროპის საბჭოს წამების, არაადამიანური და ღირსების შემლახველი მოპყრობისა თუ დასჯის პრევენციის ევროპული კომიტეტის (CPT) ვიზიტისშემდგომი ანგარიში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომენტარებთან ერთად. CPT დადებითად აფასებს, რომ დელეგაციას ვიზიტის ფარგლებში შესანიშნავი თანამშრომლობა და სრული მხარდაჭერა ჰქონდა როგორც იუსტიციის სამინისტროსა და პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელობისგან, ისე პენიტენციური დაწესებულებების თანამშრომლებისგან. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს პენიტენციური სისტემის…

მეტი...

,,უკრაინასა და მოლდოვას თუ ავცდით, ეს იქნება „ქართული ოცნების“ დანაშაული”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს კანდიდატის სტატუსი თუ არ მიენიჭება და მიენიჭებათ უკრაინასა და მოლდოვა, ეს მხოლოდ „ქართული ოცნების“ დანაშაული იქნება. ვაშაძის თქმით, მოსახლეობამ მთელ ევროპას უნდა გააგონოს ხმა, რომ ევროინტეგრაციას ვიმსახურებთ. „ისე თუ მოხდა, რომ უკრაინასა და მოლდოვას ავცდით, ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ „ქართული ოცნების“  დანაშაული ქართველი ერისა და საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ. მეგობრებო, ყველა შეკრებაზე ძალიან ბევრი უნდა ვიყოთ. რაც შეიძლება ხმამაღლა მთელ ევროპას უნდა გავაგონოთ ხმა, რომ ევროინტეგრაციას ვიმსახურებთ. ასევე, რაც შეიძლება ხმამაღლა, „ქართულ ოცნებას“ უნდა შევაგნებინოთ, რომ ისინი ევროპული ინტეგრაციის გზას ვერ აგვაცდენენ.…

მეტი...

„დღეს ჩვენ ისე გვჭირდება აგრესორის წინააღმდეგ გაერთიანებული ყოფნა, როგორც არასდროს”- ჯუანშერ ბურჭულაძე

ბრიუსელში მიმდინარე ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში საქართველოს თავდაცვის მინისტრი ალიანსის შტაბ-ბინაში გამართულ სამუშაო შეხვედრას დაესწრო. შეხვედრის თემა,  უსაფრთხოების თანამედროვე გამოწვევებისა და სამომავლო სტრატეგიის განხილვას მოიცავდა. სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა გართულებული უსაფრთხოების გარემოს ფონზე ალიანსთან ინტენსიური თანამშრომლობის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი. მან ასევე უკრაინის მიმართ მხარდაჭერა გამოხატა. „დღეს ჩვენ ისე გვჭირდება აგრესორის წინააღმდეგ გაერთიანებული ყოფნა, როგორც არასდროს. ევროპული უსაფრთხოების არქიტექტურა ვერ იქნება სრულყოფილი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოებისა და სტაბილურობის გარეშე“, – განაცხადა ჯუანშერ ბურჭულაძემ და აღნიშნა, რომ საქართველო მიესალმება სათანადო მხარდაჭერის მიღებას, როგორც საქართველოსთვის მოკავშირეთა გაძლიერებული დახმარების ხელშესახებ მექანიზმს. მინისტრმა იმედი გამოთქვა, რომ…

მეტი...

,,ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო, არ გამოვა ეს აფიორა”- ელენე ხოშტარია

„დროას“ დამფუძნებელი ელენე ხოშტარია სოციალურ ქსელში, ,,იმედის” მიერ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმიანება, რომლის მიხედვითაც მისი ოჯახის წევრს რუსეთიდან მილიონობით რუბლი ერიცხება. ,,ირაკლი რუხაძის მხილებამ ძალიან ააღელვა „იმედი“. მინდა, გითხრათ, უახლოეს დღეებში კიდევ გაგაცნობთ მასალას რუხაძის კავშირებზე სანქცირებულ ადამიანებთან. ხოშტარიას კრემლიდან ერიცხება ფულიო, მამაჩემი არის სოლიკო ვირსალაძის მემკვიდრე, თეატრის მხატვრის, რომელიც მეოცე საუკუნეში მოღვაწეობდა მარიისნკის თეატრში და რომლის სპექტაკლები მთელ მსოფლიოში იდგმება. შესაბამისად, ჰონორარები ერიცხება ყველა მისი დადგმული სპექტაკლიდან უკვე 25 წელია. რუსეთის საავტორო ორგანიზაცია „რაოსთან“ გაწყვეტილი აქვს ურთიერთობა. არ გამოვა ეს აფიორა და არც რუხაძეს უშველის ეს. ოლიგარქიული მმართველობის საყრდენების შესახებ…

მეტი...

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღო – დაკავებულია 7 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ბოლო პერიოდში, თბილისში, შიდა ქართლში, იმერეთში, სამეგრელოსა და კახეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები, ასევე, საბრძოლო მასალა ამოიღეს და 7 პირი დააკავეს. მომხდარ ფაქტებზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, ასევე, 19-229-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაულები 3-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ,,1990 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ლ.ბ. ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისა და ტარების ბრალდებით, თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი და ავტომობილის ჩხრეკისას, ცეცხლსასროლი პისტოლეტი, 2 მჭიდი და 16 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. 1996 წელს დაბადებული…

მეტი...