სეტყვამ კახეთში მოსავალი გაანადგურა

კახეთში კერძოდ კი გურჯაანში ძლიერი სეტყვა მოვიდა. დაახლოებით 20 წუთიანმა სეტყვამ გურჯაანი და სოფელი ჩუმლაყი სერიოზულად დააზარალა დაისეტყვა ვენახები, ატმისა და გარგარის ბაღები და სხვა მოსავალი. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ხეს ნაყოფი და ფოთოლი არ შერჩა.

მეტი...

უკრაინამ ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტი აღკვეცა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, აღკვეთილია ტერორისტული აქტი რომელიც ხელმძღვანელობის წინააღმდეგ იგეგმებოდა. „ოპერატიული წყაროებიდან მიღებული ინფორმაციის დახმარებით,  მოვახერხეთ ჩვენი ქვეყნის ხელმძღვანელობის წინააღმდეგ ტერორისტული აქტის აღკვეთა“, – აცხადებს უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილეზე ევგენი იენინი. უკრაინული მხარე სხვა დეტალებზე არ საუბრობს.  

მეტი...

„მისი შემდეგი მიზანი იქნება მოლდოვა, შემდეგ საქართველო“ – რასმუსენი პუტინზე

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი აცხადებს, რომ რუსეთმა უკრაინაში არ უნდა გაიმარჯვოს. როგორც რასმუსენი აცხადებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პუტინი არ გაჩერდება. „მისი შემდეგი მიზანი იქნება მოლდოვა, შემდეგ საქართველო და შესაძლოა, ზეწოლაც მოახდინოს ბალტიისპირეთის სამ სახელმწიფოზე. ამიტომ, უკრაინელები ჩვენი სახელით იბრძვიან და ვალდებული ვართ, დავეხმაროთ მათ“, – აცხადებს ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი. „დიდი შეცდომა იყო, რომ უკრაინასა და საქართველოს არ მივეცით სტატუსი“ – ანდერს ფოგ რასმუსენი

მეტი...

„დიდი შეცდომა იყო, რომ უკრაინასა და საქართველოს არ მივეცით სტატუსი“ – ანდერს ფოგ რასმუსენი

ნატო-ს ყოფილი გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი აცხადებს, რომ საქართველოსა და უკრაინისთვის MAP-ის მინიჭების წინააღმდეგი საფრანგეთი და გერმანია იყო. როგორც რასმუსენი განმარტავს, დიდი შეცდომა იყო, რომ  უკრაინისა და საქართველოს წევრობის სამოქმედო გეგმის (MAP) მინიჭებაზე უარი უთხრეს. „დიდი შეცდომა იყო, როდესაც უკრაინასა და საქართველოს არ მივეცით სტატუსი. აღნიშნულზე  ჩვენ ნატო-ში ვერ შევთანხმდით. მე ვიყავი მომხრე, აშშ-ის პრეზიდენტი იყო მომხრე, მაგრამ განსაკუთრებით საფრანგეთი და გერმანია ეწინააღმდეგებოდნენ უკრაინისა და საქართველოსთვის წევრობის სამოქმედო გეგმის მინიჭებას. ასე, რომ ჩვენ ვერ შევძელით და ვერ მოვახერხეთ“ – აცხადებს რასმუსენი. მისივე შეფასებით, განცხადებას, რომ საქართველო და უკრაინა ნატო-ს…

მეტი...

დეკანოზი პრეზიდენტის განცხადების პათოსით გაკვირვებულია

  დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებას პრეზიდენტმა სოციალურ ქსელში „პოსტი“ მიუძღვნა, ეს რომ დეკონოზმა წაიკითხა პრეზიდენტს „პოსტზე“ „პოსტით“ უპასუხა. ამბავი კი შემდეგია: პრეზიდენტი განაწყენდა დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით. რომ პრეზიდენტს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა ეს არ გამოვიდა. პრეზიდენტმა დეკანოზი პირადი შეხვედრის სურვილის გასაჯაროებისთვის გააკრიტიკა და რჩევა მისცა. ამჯერად კი პრეზიდენტს დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ ასე უპასუხა. „დღეს, საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელის რანგში, ჩემდამი უკმაყოფილებაა გამოთქმული. მაკვირვებს საქართველოს პრეზიდენტის გვერდზე გამოქვეყნებული სტატუსის პათოსი. ჩემს კომენტარში არც განწყობა, არც რაიმე ნიშანი, პრეზიდენტისადმი პატივისცემის ნაკლულოვანებისა არ ყოფილა. პრეზიდენტის თხოვნის თაობაზე, პატრიარქთან…

მეტი...

ევროკავშირი ბუნებრივ აირს ისრაელიდან და ეგვიპტიდან მიიღებს

ევროკავშირი რუსეთთან ენერგოდამოკიდებულებას ამცირებს. შესაბამისად, ხელშეკრულება ისრაელთან და ეგვიპტესთან ბუნებრივი აირის ექსპორტთან დაკავშირებით უკვე ხელმოწერილია. „აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპისთვის ენერგომომარაგებაში წინგადადგმული ნაბიჯია, ისევე როგორც, ეგვიპტისთვის, რათა ის რეგიონალური ენერგეტიკული ცენტრი გახდეს“, – აღნიშნა  ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.  

მეტი...

პრეზიდენტი აცხადებს, რომ პატრიარქთან პირადი შეხვედრა სურდა და საპატრიარქოს აღნიშნული არ უნდა გაესაჯაროებინა

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილი საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელს მისი განცხადების გამო აკრიტიკებს და აცხადებს, რომ მან უნდა იცოდეს, პრეზიდენტი და პატრიარქი როგორ მოიხსენიოს. სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში პასუხობს. შეგახსენებთ, რომ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საქართველოს პრეზიდენტს პატრიარქთან შეხვედრა სურდა, თუმცა ეს ვერ მოხერხდა. „პატრიარქთან შეხვედრა პრეზიდენტის პირადი ხასიათის თხოვნა იყო. პატრიარქის სურვილის გარეშე, პრეზიდენტი არასდროს ასაჯაროებს შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და შეხვედრა არც არასდროს მოუთხოვია კატეგორიულად კონკრეტულ დროს. პრეზიდენტს პატრიარქისადმი აქვს განსაკუთრებული პატივისცემა, სიყვარული და სულიერი დამოკიდებულება, რაც ინსტიტუციურ ჩარჩოებს სცდება! ამ მოცემულობიდან გამომდინარე, მიზანშეწონილი არაა, რომ საპატრიარქოს…

მეტი...

“საქართველოს სტატუსს მიიღებს” – მიხეილ სააკაშვილი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი სოციალურ ქსელში საკუთარ შეფასებას აქვეყნებს და აცხადებს, რომ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს. „არ ვიცი, გაუხარდება თუ არა ეს ხელისუფლებას, მაგრამ საქართველო, ჩემი აზრით, უკრაინის დამსახურებითა და გეოპოლიტიკური გარემოების გამო, კანდიდატის სტატუსს მიიღებს. ჩვენ მივიღებთ ამ სტატუსს დათქმების ძალიან გრძელი სიით, სადაც იქნება ყველაფერი: სასამართლოში, პროკურატურაში, პოლიციაში, საარჩევნო სისტემაში სერიოზული ცვლილებები; დეოლიგარქიზაცია, მედიის თავისუფლება, ადამიანის უფლებების პრაქტიკული გარანტიები, მთელი რიგი სხვა ინსტიტუციური ცვლილებები. დათქმები უკრაინასა და მოლდოვასაც ექნებათ, ოღონდ ბევრად ნაკლები“ – წერს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი.  

მეტი...

კოჯრის გზაზე მიწის მასა ჩამოიშალა და მოძრაობა შეიზღუდა

კოჯრის გზაზე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმდებარედ, მიწის მასა ჩამოიშალა, რამაც გზის სავალი ნაწილის  მნიშვნელოვანი დაზიანება გამოიწვია. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ადგილზე ოპერატიულად იქნა მობილიზებული ყველა სამსახური, რათა გადაუდებელი ზომები გატარდეს. ამ ეტაპზე, აღნიშნულ მისამართზე სპეციალისტების მიერ კვლევა მიმდინარეობს, რომელთა დასკვნის საფუძველზე, ტერიტორიაზე გამაგრებითი სამუშაოები განხორციელდება. შექმნილი  მდგომარეობიდან გამომდინარე, უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 15 ივნისიდან გზის სავალ ნაწილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.

მეტი...

„შესაძლებელია, „მაიმუნის ყვავილის“ ერთეული შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდეს“ – ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის,  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის –  ივანე ჩხაიძის განცხადებით, შესაძლოა, „მაიმუნის ყვავილის“ ერთეული შემთხვევები საქართველოშიც დაფიქსირდეს, თუმცა, შემთხვევები მასშტაბური არ იქნება. როგორც ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, მართალია ვირუსი მსოფლიოს 28 ქვეყანაში დაფიქსირდა, თუმცა, მას მასიური გავრცელება არ აქვს. „მაიმუნის ყვავილი“ ერთ-ერთი სერიოზული გამოწვევაა, თუმცა, მხოლოდ ის ვირუსი წარმოადგენს საყოველთაო  საფრთხეს, რომელიც ხასიათდება იოლი გადამდებლობით. „მაიმუნის ყვავილი“ კი ასეთ კატეგორიას არ მიეკუთვნება. მისი გადადებისთვის აუცილებელია მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტი. სრულიად განსხვავებული კორონავირუსისგან, სადაც ერთწუთიანი კონტაქტიც კი საკმარისი იყო დაინფიცირებისთვის. „მაიმუნის ყვავილი“ დაფიქსირებულია…

მეტი...

ვირუსით ინფიცირებულები ძირითადად 5 წლამდე ბავშვები არიან

„2022 წელი გამორჩეულია გრიპის მკვეთრი რაოდენობით. წელს, სეზონური ვირუსები განსხვავებული დინამიკით ხასიათდება“ – აღნიშნა   იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა,  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავართან.“ როგორც თსსუ-ის პროფესორი განმარტავს,  ვირუსულმა დაავადებამ ზამთრის სეზონიდან გაზაფხულის პერიოდში გადაინაცვლა. „2022 წელი არის გამორჩეული. ამას იმიტომ ვამბობ, რომ ამის უკან დგას 2 განსხვავებული ნიშანი, რაც არასდროს ყოფილა. პირველი – ეს არის გრიპის და გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების მკვეთრი მატება. სტატისტიკით, საქართველოში ამ დაავადებების პიკი დეკემბერ-იანვარია, თუმცა, წელს ეს პიკი მოვიდა მარტი-აპრილის პერიოდში. შემთხვევების მატება ჩვენი ქვეყნისთვის არატიპიურ პერიოდს დაემთხვა.…

მეტი...

,,საკითხავია 2 წელიწადში, სად იქნება დიმიტრი მედვედევი“- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი, დიმიტრი მედვედევის განცხადებას ეხმიანება. პოდოლიაკის განცხადებით, რუსულ იმპერიალიზმს  სახე რომ ჰქონდეს, ის აუცილებლად მედვედევი იქნებოდა. „რუსულ იმპერიალიზმს რომ ჰქონდეს სახე, ის აუცილებლად მედვედევი იქნებოდა. პატარა კაცი, უზარმაზარი კომპლექსებით, რომელიც თავის დამკვიდრების ერთადერთ გზას მიმართავს და ან უკრაინის მიმართ შხამს აფრქვევს, ან მთელ მსოფლიოს ემუქრება. უკრაინა იყო, არის და იქნება. საკითხავია, 2 წელიწადში, სად იქნება დიმიტრი მედვედევი“, -განაცხადა მიხაილო პოდოლიაკმა. ,,ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს მსოფლიო რუკაზე”- დიმიტრი მედვედევი

მეტი...

,,რუსეთის უკრაინაში შეჭრა არის პირველი ნაბიჯი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ჩეხეთის პარლამენტისთვის  მიმართვისას განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრა არის პირველი ნაბიჯია. მისი თქმით, რუსეთის ამბიციები მიმართულია ვარშავიდან სოფიამდე. „რუსეთი მხოლოდ ჩვენი ქალაქებით: მარიუპოლით, სევეროდონეცკით, ხარკოვითა და კიევით არ არის დაინტერესებული. მისი ამბიციები მიმართულია ვარშავიდან სოფიამდე. როგორც წარსულში, რუსეთის უკრაინაში შეჭრა არის პირველი ნაბიჯი, რომელიც რუსეთის ხელმძღვანელობას სჭირდება, რომ სხვა ქვეყნებისკენ, სხვა ხალხის დაპყრობისკენ გზა გაეხსნას,”- განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,მათთან შედარებით მართლა ანგელოზები ვართ”- თორნიკე რიჟვაძე ,,ნაციონალურ მოძრაობაზე”

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე ,,ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლის ბრალდებას ეხმიანება. მისი თქმით, ბრალდებები უნდა დაამტკიცონ, როგორც ქვეყნის კანონმდებლობა მოითხოვს. „ჩვენ რასაც ვამბობთ, იმას ვასრულებთ. ამიტომ, შემდეგი 5 წელი “ნაცმოძრაობასთან” დაკავშირებით კომენტარი აღარ იქნება. არარაობებთან დაკავშირებით მე კომენტარს აღარ გავაკეთებ. ჩვენ ხალხს ყველაფერი ვაჩვენეთ, ყველა ვამხილეთ თუ ვინ რას წარმოადგენს. არავის გვაქვს ამბიცია, რომ ანგელოზები ვართ, თუმცა მათთან შედარებით მართლა ანგელოზები ვართ. ამიტომ, კომენტარი აღარ იქნება. თქვენც მინდა გთხოვოთ, მედიის წარმომადგენლებს, რომ “ნაცმოძრაობის” “კლოუნადასთან” და მათ ბანდიტურ განცხადებებთან დაკავშირებით არასოდეს გვთხოვოთ საპასუხო კომენტარები. ბრალდებები უნდა დაამტკიცონ, როგორც ამ ქვეყნის წესებს და…

მეტი...

საქართველოში ,,მაიმუნის ყვავილის” პირველი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში„მაიმუნის ყვავილის“ ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა დადასტურდა. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, ინფიცირებულს ევროპაში მოგზაურობის ისტორია აქვს. ,,პაციენტს ვირუსის მსუბუქი ფორმა აღენიშნებოდა და შესაბამისი მკურნალობის შემდეგ, მალევე გაეწერა სამედიცინო დაწესებულებიდან. მას აქვს ევროპაში მოგზაურობის ისტორია. ასევე მიმდინარეობდა კონტაქტებზე დაკვირვება და არც ერთ შემთხვევაში კლინიკური ნიშნები არ გამოვლინდა. დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი, საჭიროების შემთხვევაში, გააგრძელებს საეჭვო შემთხვევების შესწავლას“, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში.

მეტი...

,,დღეები დარჩა, რომ ყველას და ყველაფერს დაერქვას თავისი სახელი“- გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღაშენებელის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით,  ვერავინ დაემალება იმ სიმართლეს რომელსაც ხალხი ითხოვს. მისი თქმით, მაქსიმუმ რამდენიმე კვირაში, ყველას და ყველაფერს დაერქმევა თავისი სახელი. „საქართველოს მთავარი, ყველაზე დიდი თავის ტკივილი არის ბიძინა ივანიშვილი. საქმეს აფუჭებენ „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ერთად. ისინი ცალ-ცალკე არ მოქმედებენ და ამ ილუზიას ვერავის შეუქმნიან. ბოლო დღეებში ათასობით ადამიანს შევხვდი და ყველაფრის ლუსტრირება ხდება. რა თქმა უნდა, როგორც პრეზიდენტი დავალებულია ივანიშვილის მხრიდან, რადგან მან მხარი დაუჭირა საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით, მაგრამ ვერავინ დაემალება იმ სიმართლეს, რომელსაც ხალხი ითხოვს. დღეები დარჩა, მაქსიმუმ კვირები იმისთვის, რომ ყველას და…

მეტი...

16 ივნისს „თვინინგის“ მე-5 პროექტი გაიმართება

16 ივნისს, 11:00 საათზე სასტუმრო „რუმსის“ საკონფერენციო დარბაზში „გარდენ ჰოლი“, გაიმართება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული „თვინინგის“ მე-5 პროექტის „საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის მხარდაჭერა დიგიტალიზაციისთვის შესაბამისი გარემოს შექმნისა და დიგიტალიზაციის სტრატეგიის შემუშავების შესახებ“ ოფიციალური გახსნის ღონისძიება. ღონისძიებას გახსნიან სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, სემეკის წევრი გიორგი ფანგანი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე რომეო მიქაუტაძე და პროექტის უცხოელი პარტნიორები. ინფორმაციას სემეკი ავრცელებს.

მეტი...

,,მტკიცედ ვუჭერთ მხარს უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას”- რუმინეთის პრეზიდენტი

,,ჩემი აზრით, კანდიდატის სტატუსის მინიჭება რაც შეიძლება, მალე უნდა მოხდეს“,- ამის შესახებ რუმინეთის პრეზიდენტმა, კლაუს იოჰანისმა კონსტანცაში, საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა. რუმინეთის პრეზიდენტის განცხადებით, სამივე ქვეყანამ უნდა მიიღოს სარგებელი ოპტიმალური სტრუქტურიდან, დამსახურებისა და რეფორმების პროცესში მიღწეული პროგრესის შესაბამისად. „ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ უკრაინის, მოლდოვის რესპუბლიკისა და საქართველოს განცხადებებთან დაკავშირებით, ჩვენ ხაზი გავუსვით, რომ მტკიცედ ვუჭერთ მხარს ამ სახელმწიფოების ევროპულ ინტეგრაციას. რუმინეთის თვალსაზრისით, ამ სამმა ასპირანტმა უნდა მიიღოს სარგებელი ოპტიმალური სტრუქტურიდან რეფორმების განხორციელების პროცესისთვის და ერთიანი მიდგომისთვის, მათი დამსახურებისა და რეფორმების პროცესში მიღწეული პროგრესის შესაბამისად“, – განაცხადა იოჰანისმა.

მეტი...

„თუ იქნება უსამართლო გადაწყვეტილება, მძიმედ აისახება საზოგადოების განწყობაზე”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, უსამართალობა იქნება თუ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს საქართველოს ვერ მიიღებს. მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში მმართველ გუნდს სათანადო პასუხის გაცემა მოუწევს. „თუ იქნება უსამართლო გადაწყვეტილება, რა თქმა უნდა, ეს მძიმედ აისახება საზოგადოების განწყობაზე, დღეს არის 85 პროცენტიანი მხარდაჭერა ჩვენი წყალობით. ჩვენც იძულებული ვიქნებით გვქონდეს მძიმე რეაქცია თუ ასე მოხდა, მაგრამ არ გავუსწრებთ მოვლენებს, რადგან ჩვენ გვაქვს ოპტიმისტური მოლოდინი. თეორიულად რომ დავუშვათ, რომ უკრაინას, მოლდოვას ანიჭებს სტატუსს, მაგრამ არ ანიჭებს საქართველოს, რა თქმა უნდა, ჩვენ მოგვიწევს ამაზე პასუხის გაცემა და არგუმენტირებული იქნება ეს პასუხი,”- განაცხადა კობახიძემ. ამასთან,…

მეტი...

,,უკრაინის პრეზიდენტს და მის ლიდერებს მოუწევთ მოლაპარაკებების წარმოება რუსეთთან”- ემანუელ მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის განცხადებით, საომარი მოქმედებების შესაწყვეტად, უკრაინას რუსეთთან მოლაპარაკებების გამართვა მოუწევს. მაკრონის თქმით, მოლაპარაკების მაგიდასთან ევროპელი ლიდერებიც იქნებიან, რადგან საქმე ევროპის კონტინენტის უსაფრთხოებას ეხება. „უკრაინას ვუსურვებ, რომ გაიმარჯვოს და განსაკუთრებით, რათა შეწყდეს საომარი მოქმედებები. ჩვენ მოგვიწევს მოლაპარაკების წარმოება, უკრაინის პრეზიდენტს და მის ლიდერებს მოუწევთ მოლაპარაკებების წარმოება რუსეთთან და ჩვენ, ევროპელები ვიქნებით მოლაპარაკებების მაგიდასთან უსაფრთხოების განარტიების შესახებ, რომლის შემადგენელი ნაწილები ჩვენს კონტინენტს ეხება და ეს არის რელობა. ჩვენ გვსურს მშვიდობის აშენება. ეს ნიშნავს, რომ რაღაც მომენტში ჩვენ გვსურს, საომარი მოქმედებები შეწყდეს და მოლაპარაკებები განახლდეს. მე უბრალოდ ვიყენებ ამ მეთოდს,…

მეტი...

მელიქიშვილის ქუჩაზე გადაადგილება დროებით შეიზღუდება და საზოგადოებრივი ტრანსპორტის მარშრუტები შეიცვლება

მელიქიშვილის ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ვარაზისხევისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთიდან კოსტავას ქუჩისა და მელიქიშვილის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. შეზღუდვა 18 ივნისის 00:00 საათიდან ამოქმედდება. უწყების ცნობით, სამუშაოების განმავლობაში, სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შესაძლებელი იქნება კეკელიძის ქუჩიდან და ჭავჭავაძის გამზირიდან ვარაზისხევის მიმართულებით, ხოლო ვარაზისხევზე სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ ორივე მიმართულებით. ვარაზისხევიდან გადაადგილება შესაძლებელი, როგორც მტკვრის მარჯვენა სანაპიროსა და თამარ მეფის გამზირის, ასევე, კოსტავას ქუჩის მიმართულებით. კოსტავას ქუჩაზე მოძრაობა შესაძლებელი იქნება ორივე მიმართულებით. თბილისის საკონცერტო დარბაზიდან გმირთა მოედნისკენ მოძრავ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება კოსტავას ქუჩიდან ნიკოლაძის ქუჩაზე…

მეტი...

,,ეკა გიგაური 20 წელია, ბრეჟნევივით არის ერთი და იგივე „ენჯეოს“ ხელმძღვანელი და იღებს დაფინანსებას ერთი და იგივე წყაროდან”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ეკა გიგაურის განცხადებები მეორე ფრონტის შესახებ აზრის მომწიფებას ემსახურება. კობახიძის თქმით, გარკვეულ პირებს ამგვარი აზრის მომწიფება არ გამოუვიდათ, თუმცა საზოგადოებას ყველაფერი ახსოვს. „წაგიკითხავთ ტექსტს, თავად შეგიძლიათ, განსაჯოთ, რას ამბობდა ეკა გიგაური მაშინ და როგორ იხევს ახლა უკან. ეკა გიგაური: „რუსეთი ომს აგებს უკრაინაში, იქ არ ჰყოფნის რესურსი, ამიტომ ვერ დაიწყებს ყველა მიმართულებით საომარ მოქმედებებს. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ეს შესაძლებლობების ფანჯარა გამოვიყენოთ“. ეს არის ციტატა და ახლა ამბობს, რომ სხვა რამეს ამბობდა. საზოგადოებას ახსოვს ყველაფერი და არაფერი ავიწყდება, მით უმეტეს, რომ ვერც „ფეისბუქიდან“…

მეტი...

,,განვიხილავთ, როგორ გავაძლიეროთ რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერა, მათ შორის საქართველოსი”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ს მინისტერიალის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განაცხადა, რომ ალიანსი განიხილავს, გაძლიერდეს რისკის ქვეშ მყოფი პარტნიორების მხარდაჭერა, მათ შორის ბოსნია-ჰერცეგოვინის და საქართველოსი. სტოლტენბერგის განცხადებით, ნატო მზად არის, გააგრძელოს უკრაინისთვის სამხედრო აღჭურვილობის მიწოდება და მხარი დაუჭიროს ევროპაში ახლო პარტნიორების ტერიტორიულ მთლიანობას. „ორ კვირაში ნატო-ს ლიდერები შეიკრიბებიან მადრიდში ჩვენი უსაფრთხოებისთვის გადამწყვეტ მომენტში. რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ ათწლეულების განმავლობაში ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის უდიდეს საფრთხეს წარმოადგენს. რუსეთი ჩართულია აგრესიის სასტიკ ომში უკრაინელი ხალხის წინააღმდეგ, რაც იწვევს ფართომასშტაბურ მსხვერპლს და განადგურებას, ასევე გლობალურ შედეგებს, რაც წარმოდგენილია სასურსათო და ენერგოკრიზისით, რომელიც მიზანმიმართულად მართულია რუსეთის…

მეტი...

,,მე არ მინდა არც „ნაცების“ მხარეს, არც „ქოცების“ მხარეს“- ვახტანგ მეგრელიშვილი

,,გირჩის“ წევრის, ვახტანგ მეგრელიშვილის განცხადებით, ოპოზიციური პარტია არ წავა აქციაზე არც 16 ივნისს და არც 20 ივნისს. მისი თქმით, დაანონსებული ორი აქციის ფონზე, ერთიანობა მიღწეული ვერ იქნება. „აბსოლუტურად ვეთანხმებით ქალბატონ სალომეს, რომ ერთიანობა ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ როგორც აღმოჩნდა, მაინც ორი აქცია გვექნება და შესაბამისად ეს ერთიანობა მთლად მიღწეული ვერ არის იმ ვერსიაში, რომელიც ქალბატონმა პრეზიდენტმა დაასახელა. ჩვენ გვინდა, რომ მაქსიმალურად დავეხმაროთ ორივე მხარეს, აბსოლუტურად ვიზიარებთ ქალბატონი სალომეს ერთიანობის მოწოდებას, ამიტომ ჩვენ 18-ში დავაანონსეთ აქცია, რომელზე მოსული ადამიანებიც შეგვიძლია, მივაწეროთ, როგორც 16-ში აქციას, ისე 20-ში აქციას. აქედან გამომდინარე ჩვენ წავალთ აქციაზე…

მეტი...

,,კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკან დაიხია მისი განცხადებიდან”- ირაკლი კობახიძე

,,კარგია, რომ სალომე ზურაბიშვილმა უკან დაიხია მისი განცხადებიდან, როდესაც სააკაშვილი, გვარამია და ბიძინა ივანიშვილი ერთ სიბრტყეში დააყენა და თქვა, რომ ქვეყანა არც ერთს არ უნდა გადავაყოლოთ,”’- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. მისი თქმით, სალომე ზურაბიშვილს საქართველოს მთავრობის ე.წ. ანტიევროპულ რიტორიკაზე საუბრის, არავითარი საფუძველი არა აქვს. ,,სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ისაუბრა მმართველი პარტიისა და საქართველოს მთავრობის ე.წ. ანტიევროპულ რიტორიკაზე, რასაც არავითარი საფუძველი არა აქვს. ევროპარლამენტარების ის ნაწილი, რომელიც სააკაშვილისა და გვარამიას განთავისუფლებასა და ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას ითხოვს არაა ევროპა და აქამდე გვეგონა, რომ ანტიევროპულ რიტორიკად მათი კრიტიკის გამოცხადება…

მეტი...

,,კრიმინალები იხდიან სასჯელს, ორნიშნა ტემპით იზრდება საქართველოს ეკონომიკა, ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა”- ირაკლი კობახიძე

,,კრიმინალები იხდიან სასჯელს, ორნიშნა ტემპით იზრდება საქართველოს ეკონომიკა, ქვეყანაში არის მშვიდობა და სტაბილურობა, ეს არის ის, რაც არ მოსწონთ რადიკალურ ოპოზიციას და მის ლობისტებს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის თქმით, სალომე ზურაბიშვილმა ვერ წარმოადგინა ვერცერთი არგუმენტი ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის შესახებ. მისივე განმარტებით, დემოკრატიული უკუსვლა არის ე.წ. აღქმა, რომლის უკანაც არავითარი ფაქტი არ დგას. „სალომე ზურაბიშვილმა გუშინ გამოიყენა „ნაციონალური მოძრაობისა“ და მისი სატელიტების კიდევ ერთი მესიჯბოქსი ე.წ. დემოკრატიულ უკუსვლასთან დაკავშირებით. ე.წ. დემოკრატიული უკუსვლის შესახებ განცხადების გამყარება მან რამდენიმე გარემოებით სცადა. შევეხებით თითოეულ მათგანს: 19 აპრილის შეთანხმების ანულირება.…

მეტი...

,,კიდევ კარგი მართლა მთავარსარდალი არ არის სალომე ზურაბიშვილი”- ირაკლი კობახიძე

,,ჰაერიდან არაფერი არ არის მოტანილი, როდესაც პრეზიდენტი ამბობს, რომ მეორე ფრონტის რისკი არ არსებობს, მე არ ვიცი, ეს ღიმილის მომგვრელია, კიდევ კარგი მართლა მთავარსარდალი არ არის სალომე ზურაბიშვილი,”- ამის შესახებ, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძის განცხადებით, უკრაინაში მოხალისეებით სავსე თვითმფრინავი რომ გაეშვა მთავრობას, ახლა მეორე ფრონტი უკვე დამდგარი შედეგი იქნებოდა „რაც შეეხება უკრაინის, სანქციებისა და მეორე ფრონტის თემას, სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ლოიალურად შეაფასა უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლების განცხადებები იმის შესახებ, რომ საქართველოში უნდა გაიხსნას მეორე ფრონტი და უკრაინელი ქალებისა და ბავშვების გარდა, ქართველი ქალები და ბავშვებიც უნდა იხოცებოდნენ. ამასთან,…

მეტი...

,,მოუმზადებელ აქციას უნდა გავემიჯნოთ”- ირაკლი კობახიძე

,,როდესაც შენ ატარებ მოუმზადებელ აქციას, სადაც იქნება სერიოზული ხარვეზები, ლოჯისტიკის თუ სხვადასხვა კუთხით, ასეთ დროს მოუმზადებელ აქციას უნდა გავემიჯნოთ,”- ასე შეაფასა ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებული აქცია. კობახიძის განმარტებით, სალომე ზურაბიშვილის მოწოდება ერთიანობისკენ რადიკალურ ოპოზიციასთან, არასერიოზულია. ,,ამ აქციის კონტექსტში საქართველოს პრეზიდენტმა მოგვიწოდა ერთიანობისკენ ომის პარტიასთან, როგორც მას თავადვე უწოდა რადიკალურ ოპოზიციასთან, რომელიც თავადვე სახელმწიფოს საწინააღმდეგო კამპანიაში ამხილა, რაც რბილად რომ ვთქვათ არასერიოზულია. ყველამ ძალიან კარგად იცის, მათ შორის ევროპაშიც, რომ ევროინტეგრაციას საქართველოს მოსახლეობის 85% უჭერს მხარს და ამ ფაქტობრივ მოცემულობას ხვალინდელი მოუმზადებელი აქცია მხოლოდ დააკნინებს. გარდა…

მეტი...

,,ევროკავშირის წევრობაზე განაცხადების საფუძველი იყო გეოპოლიტიკური, გადაწყვეტილებაც გეოპოლიტიკაზე უნდა იყოს დაფუძნებული”- შალვა პაპუაშვილი

„უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს მხრიდან ამ განაცხადების საფუძველი იყო გეოპოლიტიკური და გადაწყვეტილებაც უნდა იყოს სწორედ გეოპოლიტიკაზე დაფუძნებული – ასოცირებულმა ტრიომ ყველაფერი გავაკეთეთ, რათა ჩვენი ქვეყნები მზად ყოფილიყვნენ ამ განაცხადისთვის“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ ფინეთის რესპუბლიკის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.  შალვა პაპუაშვილის თქმით, საქართველოს მოსახლეობა ევროკავშირის მხრიდან მნიშვნელოვან გადაწყვეტილებას ელოდება და დარწმუნებულია, რომ ჩვენს ქვეყანას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით, ფინეთის მხრიდან სრული მხარდაჭერა ექნება.  „მადლობას ვუხდი სპიკერს ძალიან თბილი მიღებისთვის. ძალიან საინტერესო საუბრები და დისკუსია გვქონდა. სრული სიმპატია გვაქვს ფინეთის მხრიდან ევროკავშირში წევრობაზე ჩვენს განაცხადზე. ახლა მნიშვნელოვანი…

მეტი...

,,სალომე ზურაბიშვილი რატომ ჩაჯდა რადიკალური ოპოზიციის მესიჯბოქსში, ამის განსჯას საზოგადოებას მივანდობთ”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე სალომე ზურაბიშვილის გუშინდელ ბრიფინგს აფასებს. კობახიძის განცხადებით, პრეზიდენტის ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. ,,სამწუხაროდ, სალომე ზურაბიშვილის გუშინდელი ბრიფინგი პირდაპირ იყო მიმართული საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ. ერთი მხრივ, სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ რადიკალური ოპოზიცია ბრიუსელში სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებდა და მეორე მხრივ საჯაროდ თავად იმეორებს იმ სიცრუეს, რაზეც ნაციონალური მოძრაობისა და მისი სატელიტების ანტისახელმწიფოებრივი კამპანიაა აგებული. როდესაც სალომე ზურაბიშვილი კანდიდატის სტატუსის შესახებ გადაწყვეტილების მიღებამდე ერთი კვირით ადრე აცხადებს, რომ შარშან ივლისში საქართველო იყო პირველ ადგილზე ახლა…

მეტი...

,,16-ში ვისაც გინდათ, მიბრძანდით, 20-ში კი, ყველას გთხოვთ, რომ მოხვიდეთ აქციაზე”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი, გიორგი ვაშაძის განცხადებით, საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ დიდი შეთქმულება მიმდინარეობს. მისი თქმით, ვისაც არ უნდა უნდოდეს განხეთქილების შემოტანა, ამის შესაძლებლობა არ უნდა მიეცეს. ,,ნებისმიერს, ვისაც მისვლა უნდა, შეუძლია, მივიდეს ამ აქციაზე, მაგრამ 20-ში არის ძალიან მნიშვნელოვანი აქცია. ყველაზე ცუდი ის არის, რომ ახლა არ უნდა დაიწყოს 16 თუ 20, რაც მეტი აქცია, რაც მეტი შეკრება იქნება, რაც მეტი კონტაქტი უკეთესი. ჩვენ მთელ საქართველოში დავდივართ და შეგიძლიათ, ნახოთ, ათასობით ადამიანს ვეხმიანებით, ვაძლიერებთ და განსაკუთრებით სამეგრელოში იგრძნობა ევროპული, საოცარი მზაობა და სურნელი, რომლისთვისაც მზად არის საქართველო, რომ იბრძოლოს. დღეს…

მეტი...

,,თუ პრეზიდენტს პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, მასაც შეუძლია შესაბამისი ნაბიჯების გადადგმა”- ნინო ლომჯარია

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, თუ სალომე ზურაბიშვილს პრეტენზიები აქვს მთავრობასთან, მას შეუძლია შესაბამისი ქმედითი ნაბიჯები გადადგას. ნინო ლომჯარიას განმარტებით, პრეზიდენტს შეეძლო ვეტო დაედო იმ კანონებისთვის, რომელიც გაუმართლებლად მიაჩნდა. ,,მეც მაქვს შეკითხვები პრეზიდენტთან, იმიტომ რომ თუ ის თვლიდა, რომ გარკვეული საკანონმდებლო ცვლილებები და კანონები რისი მიღებაც მისი აზრით იყო გაუმართლებელი, მასაც შეეძლო ემოქმედა და ვთქვათ ან ვეტო დაედო ამ კანონებისთვის, ან მათ შორის როგორც იცით შეუძლია შეწყალების უფლების გამოყენებაც პრეზიდენტს და ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით მივმართე კიდევაც, რატომღაც მან არ ახსენა ის, რომ რეზოლუციაში ეს საკითხიც არის მოხსენიებული და გვერდი აუარა…

მეტი...

,,ვერ ვისწავლეთ პარტიის ვიწრო ჭუჭრუტანის იქით დავინახოთ მოვლენები”- ალეკო ელისაშვილი

,,პოლიტიკოსების პრობლემაა, რომ ვერ ვისწავლეთ პარტიის ვიწრო ჭუჭრუტანის იქით დავინახოთ მოვლენები,” – ამის შესახებ ,,მოქალაქეების” ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ოპოზიციონერი დეპუტატი 16 და 20 ივნისს დაგეგმილ აქციებში მონაწილეობას მიიღებს. ,,ლოგიკას უნდა მივყვეთ, თუ გვინდა, რომ გარკვეული გავლენა მოვახდინოთ ევროპელი პოლიტიკოსების გადაწყვეტილებაზე, რომელიც 17 ივნისს იქნება, მაშინ მანამდე უნდა შევიკრიბოთ, მანამდე არის 16 ივნისი. 20- შიც შევიკრიბოთ, 20 ივნისსაც მივალ, ისედაც ვაპირებდი მისვლას ჩემს თანაგუნდელებთან ერთად. 20- შიც და 16- შიც გვერდით ვიქნები როგორც ერთი რიგითი მოქალაქე და არა წინ, როგორც მედროშე. 20 ივნისთან დაკავშირებით მაქვს ჩემი განცხადებები, ჩემი პროტესტი და…

მეტი...

,,არ მგონია, სწორი შეჯიბრი იყოს, რასაც აკეთებენ „სირცხვილია“, „ნაციონალური მოძრაობა“, სალომე ზურაბიშვილი”- სოზარ სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის მიმართავს ეხმიანება, რომელმაც საზოგადოებას, პარტიებს, ევროკავშირის ქვეყნების ელჩებს 16 ივნისს ევროპის მოედანაზე შეკრების ინიციატივით მიმართა. სოზარ სუბარის განმარტებით, მმართველი გუნდი აღნიშნულ აქციაში მონაწილეობას არ მიიღებს. „ამას არ სჭირდება ახალი დადასტურება აქციებით. როდესაც აქციაზეა საუბარი და იწყება შეჯიბრი, ვინ მოაწყობს აქციას, ვინ უნდა იყოს წამყვანი, რომელი აქცია უფრო ადრე იქნება და ვინ უფრო მეტ ხალხს შეკრებს, არამგონია ხელს უწყობდეს საქართველოს ევროპულ ინტეგრაციას. ასეთ მოკლე ვადაში სერიოზული აქციების მოწყობა კითხვის ნიშნებსაც ბადებს და შეიძლება, შეიქმნას მცდარი შთაბეჭდილება, თითქოს საქართველოს მოსახლეობას არ აინტერესებს საქართველოს ევროპული ინტეგრაცია.…

მეტი...

,,ვინც დაბადებულია 1980 წლამდე და გაკეთებული აქვს ყვავილის აცრა, დაცულია მაიმუნის ყვავილისგან”- ივანე ჩხაიძე

,,ყველა ის ადამიანიმ ვინც დაბადებულია 1980 წლამდე და გაკეთებული აქვს ყვავილის აცრა, ისინი გარკვეულწილად დაცულები არიან  მაიმუნის ყვავილისგან,”- ამის შესახებ, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორმა ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. ივანე ჩხაიძის განმარტებით, ,,მაიმუნის ყვავილი” არ მიეკუთვნება ისეთი ვირუსების კატეგორიას, რომელიც მარტივად და ხანმოკლე კონტაქტის შედეგად გადადის. ,,მაიმუნის ყვავილი ერთ-ერთ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს, თუმცა რამდენად აქვს მნიშვნელობა საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის, ამაზე საუბარი ჯერ ნაადრევია. მხოლოდ ის ვირუსი შეიძლება წარმოადგენდეს საყოველთაო საფრთხეს, რომელიც ხასიათდება იოლი გადადებით. ,,მაიმუნის ყვავილი” არ მიეკუთვნება ასეთი ვირუსების კატეგორიას, მისი…

მეტი...

,,ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს მსოფლიო რუკაზე”- დიმიტრი მედვედევი

რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე, დიმიტრი მედვედევი უკრაინის მხრიდან, Lend-Lease-ის ფარგლებში ბუნებრივი აირის საფასურის გადავადების მოთხოვნას ეხმიანება. ,,ვნახე შეტყობინება, რომ უკრაინას, Lend-Lease-ის ფარგლებში, სურს ოკეანის იქით მყოფი მბრძანებლებისგან მიიღოს თხევადი ბუნებრივი აირი გადახდის ორწლიანი გადავადებით. წინააღმდეგ შემთხვევაში, ზამთარში უბრალოდ გაიყინებიან. ​ ერთი შეკითხვა მაქვს. და ვინ თქვა, რომ ორ წელიწადში უკრაინა იარსებებს მსოფლიო რუკაზე? მიუხედავად იმისა, რომ ამერიკელებს აღარ აინტერესებთ – მათ იმდენი ინვესტიცია ჩადეს “ანტი-რუსეთის” პროექტში, რომ ყველაფერი დანარჩენი მათთვის წვრილმანია,”- განაცხადა მედვედევმა.

მეტი...