,,ჩვენ მოგვიწოდებდა ომში ჩართვისკენ პოდოლიაკი და არესტოვიჩი, გეკითხებით, ისინი რუსულ ინტერესებს ემსახურებიან?”- ირაკლი ზარქუა

,,ჩვენ მოგვიწოდებდა ომში ჩართვისკენ უკრაინის დაზვერვის სამმართველოს უფროსი, მრჩევლები ასევე ერთიც და მეორეც – პოდოლიაკი და არესტოვიჩი, გეკითხებით, ისინი რუსულ ინტერესებს ემსახურებიან?,”- ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ირაკლი ზარქუამ  განაცხადა. ზარქუა  აშშ- ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ მმართველი პარტიის არც ერთ წევრს არ უთქვამს, რომ ამერიკას ომი უნდა. „მინდა გამოვეხმაურო ქალბატონი დეგნანის განცხადებას ომთან მიმართებაში, რომ ეს არის რუსული პროპაგანდა, მადლობა ამ პოზიციისთვის, მე მაშინ მინდა შევახსენო ქალბატონ დეგნანს, ჩვენ ეს თემა ჰაერიდან არ მოგვიტანია. ჩვენ ამისკენ მოგვიწოდებდა უკრაინის სადაზვერვო სამმართველოს უფროსი, რომ მეორე ფრონტი უნდა…

მეტი...

,,რუსეთი რთულ სიტუაციაშია”- დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი უპრეცედენტო ეკონომიკური ომის გამო რთულ სიტუაციაშია. მისი თქმით, სარეზერვო ვალუტების როლი სუსტდება და ბევრი ქვეყანა კარგავს ნდობას იურიდიული და ფინანსური სისტემების მიმართ. ,,არსებული სიტუაცია არ არის მარტივი, პირიქით, შეიძლება შეფასდეს როგორც რთული ამ უპრეცედენტო ეკონომიკური ომის თვალსაზრისით, მაგრამ არ არსებობს ბოროტება სიკეთის გარეშე – ეს ვითარება გვიბიძგებს ჩვენ და ჩვენს მეგობარ ქვეყნებს, ვეძიოთ ურთიერთქმედების ახალი გზები, ურთიერთქმედების ახალი მექანიზმები, ფინანსური ანგარიშსწორების ახალი მექანიზმები. სარეზერვო ვალუტების როლი, დოლარის როლი, ევროს როლი სუსტდება. ბევრი ქვეყანა კარგავს ნდობას იურიდიული და ფინანსური სისტემების მიმართ“,- განაცხადა პესკოვმა.

მეტი...

,,რუსული პროპაგანდაა ის, რომ საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა უნდათ”- გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილი კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება. მაჭარაშვილის შეფასებით, კელი დეგნანმა იმიტომ ჩათვალა საჭიროდ ამ განცხადების გაკეთება, რომ დაინახა სხვადასხვა პოლიტიკოსების მოწოდება, რომ ომში უნდა ჩართულიყო საქართველო. ,,ომზე ჩვენ როგორ ვსაუბრობთ?! გამოდიან პოლიტიკოსები საქართველოში თუ ფარგლებს გარეთ, რომლებიც პირდაპირ მოგვიწოდებენ, რომ მხოლოდ ჩვენი ბავშვები და ქალები არ უნდა დაიხოცონ, პირდაპირ გეუბნებიან ჩაერთეთ ომში, დაიბრუნეთ აფხაზეთი, სააკაშვილი რომ იყოს ომს დაიწყებდა. ომზე ჩვენ კი არ დავიწყეთ საუბარი, დაიწყო მავანმა, მავანი ვინ არის და არესტოვიჩი და ბევრი სხვა და საქართველოში აჰყვა რადიკალური ოპოზიციის ბევრი წარმომადგენელი. კელი დეგნანმა იმიტომ ჩათვალა საჭიროდ…

მეტი...

მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 17 ივნისიდან დაიწყება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია 17 ივნისს, საღამოდან დაიწყება და ქუჩა მთლიანად გადაიკეტება. ამის შესახებ მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კახა კალაძის თქმით, აღნიშნული ქუჩა რეაბილიტირდება ისე, როგორც თანამედროვე ინფრასტრუქტურას შეესაბამება. „ვიწყებთ მელიქიშვილის ქუჩის სრულ რეაბილიტაციას. პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელები. განახლდება სანიაღვრე ქსელი, წყლისა და წყალარინების სისტემები, გაზის მილები. ელექტროგადამცემი ხაზები მიწის ქვემოთ განთავსდება. დამონტაჟდება განათების ბოძები LED სანათებით. მოეწყობა ტროტუარები, ახალი მოსაცდელები, საავტობუსე ზოლები, ველობილიკი. დამონტაჟდება მიწისქვეშა ნარჩენშემკრები ურნები და ქუჩაზე არსებული ინფრასტრუქტურა მაქსიმალურად ადაპტირდება შშმ პირებისთვის. მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 17…

მეტი...

,,რუსული რაკეტებისგან სიკვდილისთვის მოხალისეობრივად რიგში არავინ დგება”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი საქართველოს პრემიერ-მინისტრს ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავს. პოდოლიაკი სოციალურ ქსელში გავრეცელებულ მიმართვაში აღნიშნავს, რომ უკრაინა ევროკავაშირის წევრობისა და დემოკრატიისთვის საფასურს იხდის. ,,რუსული რაკეტებისგან სიკვდილისთვის მოხალისეობრივად რიგში არავინ დგება, ირაკლი ღარიბაშვილო. უკრაინა საშინელ ფასს იხდის ევროპული დემოკრატიის არჩევისთვის. ევროკავშირი მაღალ ფასს იხდის თავისი ცივილიზაციის დასაცავად. ღირებულებები უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე სარგებელი. თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი? განაცხადის რიგის ნომერი?”- აცხადებს პოდოლიაკი.

მეტი...

თბილისის მერია შშმ ბავშვებისთვის ხუთ პროგრამას ახორციელებს

14 ივნისი საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის დღეა. პროგრამებზე, რომელსაც მუნიციპალიტეტი შშმ ბავშვებისთვის ახორციელებს, თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. „თბილისის მერიის ჯანდაცვისა და სოციალური მომსახურების საქალაქო სამსახური შშმ პირებისთვის არაერთ პროგრამას ახორციელებს. მინდა, გამოვყო რამდენიმე მათგანი, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანია: პირველი, ეს არის „აუტიზმის სპექტრის დარღვევის მქონე ბავშვთა აბილიტაცის პროგრამა“ და დღეისთვის, ამ პროგრამით 1 550 ბავშვი და მოზარდი სარგებლობს; ასევე, მნიშვნელოვანია „შშმ ბავშვთა და მოზარდთა საკურორტო მომსახურების პროგრამა“, რომლის ფარგლებში, წელს 800 ლარის ღირებულების 2 300–მდე საკურორტო ვაუჩერი გაიცა. ვაუჩერის ფარგლებში, მშობელი თავად ირჩევს საქართველოში დასასვენებელ…

მეტი...

,,ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფის მატება მოსალოდნელი არ არის”- დავით ნარმანია

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავმჯდომარის, დავით ნარმანიას განცხადებით, ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის ტარიფების ზრდა მოსალოდნელი არ არის. „მარეგულირებელ კომისიას დადგენილი აქვს, როგორც ელექტროენერგიის, ასევე ბუნებრივი გაზის ტარიფები. ამ ეტაპისთვის რაიმე სახის მოცემულობა არ გვაქვს, რომელიც იქნებოდა საფუძველი იმისა, რომ ტარიფები გაგვეზარდა. ამდენად, როგორც ბუნებრივი გაზის, ასევე ენერგეტიკის სექტორში ჩვენ ვინარჩუნებთ არსებულ სამომხმარებლო ტარიფებს და ამ გადმოსახედიდან, ტარიფების ზრდის რაიმე სახის საფუძველი არ არსებობს“, – განაცხადა დავით ნარმანიამ. ამასთან, დავით ნარმანიამ ისაუბრა „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ შესახებ. მისი თქმით, კომპანიის ეფექტურად მუშაობისთვის, საჭიროა ამორტიზებული და მოძველებული ინფრასტრუქტურის შეცვლა.…

მეტი...

,,მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები მალე დასრულდება”- კახა კალაძე

მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ჯავახეთისა და ნაკაშიძე- ბოლქვაძის ქუჩებზე, ინფრასტრუქტურული სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „პროექტის ფარგლებში, მეტროს მიმდებარე ტერიტორია სრულად რეაბილიტირდა – მოეწყო სანიაღვრე ქსელი, დამონტაჟდა გარე განათების სისტემა LED სანათებით, საჰაერო ქსელები მიწის ქვეშ განთავსდა და სავალ ნაწილზე ასფალტის საფარი დაიგო. ასევე, გაფართოვდა და მოეწყო საფეხმავლო ბილიკები და სატრანსპორტო კუნძულები. სავალი ნაწილი დაიხაზა, დამონტაჟდა საგზაო ნიშნები. ტერიტორია მთლიანად ადაპტირდა შშმ პირებისთვის“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის თხოვნით, მეტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე, ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოებისთვის, ლითონის მოაჯირები მოეწყო. „პროექტის განხორციელების შედეგად, გადაადგილება, როგორც ფეხით მოსიარულეთათვის,…

მეტი...

სამშენებლო სამართალდამრღვევების მიმართ ახალი წესი ამოქმედდება

სამშენებლო კანონდარღვევების აღმოფხვრის მიზნით, პარლამენტმა მიიღო კანონი, თბილისის საკრებულომ კი შესაბამისი წესი დაამტკიცა, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, აქამდე ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ჩაუბარებლობა პრობლემას წარმოადგენდა, რადგან კანონდამრღვევები ხელოვნურად აბრკოლებდნენ აღსრულების პროცესს. „სამშენებლო სამართალდამრღვევების მიმართ არაერთხელ გავამკაცრეთ სანქციები, თუმცა, ამის მიუხედავად, დღემდე პრობლემას წარმოადგენდა ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილებების ჩაუბარებლობა. კანონდამრღვევები, რომლებმაც კარგად იცოდნენ, რომ დარღვეული აქვთ კანონი და მათი სასარგებლო გადაწყვეტილება არც ადმინისტრაციული საჩივრის ფარგლებში იქნებოდა გამოტანილი, ხელოვნურად აბრკოლებდნენ გადაწყვეტილებების ჩაბარებას, არ იბარებდნენ სპეციალურად, რაც აფერხებდა აღსრულებას. ამ პრობლემის გადასაჭრელად, ჩვენი ინიციატივით, შემუშავდა კანონპროექტი, რომელიც წარედგინა პარლამენტს…

მეტი...

,,უკრაინას თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემას და არტილერიის აღმოსაჩენ რადარს მივაწვდით“- ოლაფ შოლცი

ოლაფ შოლცმა სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრთან, ედუარდ ჰეგერთან შეხვედრისას განაცხადა, რომ  გერმანია უკრაინას ანტისარაკეტო თავდაცვის თანამედროვე სისტემას მიაწვდის. გერმანიის კანცლერის თქმით,  გერმანია უკრაინას არტილერიის აღმოსაჩენ რადარსაც გადასცემს. „აშკარაა, რომ უკრაინას თავდაცვისთვის დამატებითი იარაღი სჭირდება. ამ კრიტიკულ ფაზაში ჩვენ მნიშვნელოვნად ვაფართოებთ ჩვენს მხარდაჭერას. სხვა რაღაცებთან ერთად, უკრაინას თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემას და არტილერიის აღმოსაჩენ რადარს მივაწვდით“, – განაცხადა შოლცმა.  

მეტი...

აშშ მუშაობს სხვა ქვეყნებთან, რათა აღკვეთოს უკრაინაში მოპარული მარცვლეულის გაყიდვა

თეთრი სახლის პრესმდივანის, კარინ ჟან-პიერმის განცხადებით, აშშ მუშაობს სხვა ქვეყნებთან, რათა აღკვეთოს უკრაინაში მოპარული მარცვლეულის გაყიდვა. „ჩვენ ვმუშაობთ სხვა ქვეყნებთან, რათა აღვკვეთოთ მარცვლეულის გაყიდვა, რომელიც სავარაუდოდ უკრაინიდან მოიპარეს“, – განაცხდა კარინ ჟან-პიერმა. კარინ ჟან-პიერმა აღნიშნა, რომ აშშ გააგრძელებს უკრაინის დახმარებას.

მეტი...

ავტოსაგზაო შემთხვევა ციხისძირში – დაიღუპა ერთი ადამიანი

ციხისძირში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა. ავარიას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 2 კი დაშავდა. 51 წლის კაცი სხვადასხვა სახის მოტეხილობებით ბათუმის “რეფერალურ” საავადმყოფოშია გადაყვანილი, 16 წლის გოგო კი ამჟამად სახლში იმყოფება.  

მეტი...

ევროკავშირი SWIFT-ის ბანკთაშორისი სისტემიდან სამ რუსულ ბანკს გათიშავს

დღეიდან ევროკავშირი SWIFT-ის ბანკთაშორისი სისტემიდან  რამდენიმე რუსულ ბანკს გათიშავს. სანქცირებულთა სიაში მოხვდნენ – სბერბანკი,  როსელხოზბანკი და მოსკოვის საკრედიტო ბანკი. ბანკების წარმომადგენლები, ამტკიცებენ, რომ SWIFT-დან გათიშვა არ იმოქმედებს მათ მუშაობაზე. სბერბანკში აცხადებენ, რომ ისინი ჩვეულ რეჟიმში მუშაობენ და SWIFT-დან გათიშვა არ შეცვლის მათი მუშაობის ეფექტურობას. მოსკოვის საკრედიტო ბანკში განმარტევენ, რომ ტრანზაქციები რუსეთის შიგნით გაგრძელდება ჩვეულ რეჟიმში, თუმცა, საზღვარგარეთ გადახდების შემთხვევაში, მათი შესრულების ვადები შეიძლება გაიზარდოს.  

მეტი...

,,ევროკომისია უკრაინისთვის სტატუსის მინიჭებას მოითხოვს, საქართველოსთან დაკავშირებით დარწმუნებულები არ არიან”- Politico

,,ევროკომისია მოუწოდებს ევროკავშირს, მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი ომის შედეგად განადგურებულ უკრაინას,”- აღნიშნულ ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით,  ევროკომისია რეკომენდაციას გაუწევს უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის ოფიციალური სტატუსის მინიჭებას. ამასთან, მათივე ცნობით, ევროკომისრები მხარს უჭერენ მოლდოვას, თუმცა ნაკლებად დარწმუნებული არიან საქართველოს მიმართ. „მოლდოვამ და საქართველომ ასევე გააკეთეს განაცხადი კანდიდატის სტატუსის მისაღებად. ოფიციალური პირების თქმით, კომისრები, საერთო ჯამში, მხარს უჭერენ მოლდოვას, სადაც ახლა ევროკავშირის მომხრე მთავრობაა, მაგრამ ნაკლებად არიან დარწმუნებულები საქართველოს მიმართ, რომელიც, ბოლო წლებში, განიცდის ყოვლისმომცველ პოლიტიკურ არეულობას და შესამჩნევ დემოკრატიულ უკუსვლას,“- ნათქვამია სტატიაში.

მეტი...

ალან გაგლოევი ოკუპირებული ცხინვალის რუსეთთან გაერთიანების საკითხზე მოსკოვთან კონსულტაციებს იწყებს

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ალან გაგლოევი ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და რუსეთის შემადგენლობაში შესვლის საკითხზე, მოსკოვთან კონსულტაციებს იწყებს. „კონსულტაციები დღეს გაიმართება. დელეგაციაში ასევე შედიან პარლამენტის თავმჯდომარე ალან ტადტაევი, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ოლესია კოჩიევა, ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე ემილია გაგიევი, საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი დიმიტრი მედოევი და პრეზიდენტის სახელმწიფო მრჩეველი კონსტანტინე კოჩიევი”, – ნათქვამია ინფორმაციაში.  

მეტი...

ევროსაბჭო სექტემბერში რუსეთის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის მორალური ზიანის ანაზღაურების საქმეს განიხილავს

ევროპის საბჭო 2006 წელს რუსეთიდან საქართველოს მოქალაქეების მასობრივი დეპორტაციის გამო დაკისრებული კომპენსაციების გადახდას აიძულებს. საქმეს ევროსაბჭო სექტემბერში განიხილავს. რუსეთს საქართველოს 1 500 მოქალაქისთვის მორალური ზიანის მიყენების გამო 10 მილიონი ევრო უნდა გადაიხადოს. ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ორგანიზაციის წევრ სახელმწიფოებს მოუწოდებს შეისწავლონ ყველა შესაძლო მექანიზმი, რათა კრემლმა დაკისრებული კომპენსაცია გადაიხადოს.

მეტი...

,,ჩვენ არ გვაქვს დრო მოლაპარაკებებისთვის, რომელიც არ მუშაობს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის რეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა მზად არის რუსეთთან მოლაპარაკებებისთვის, თუ მოსკოვს ნამდვილად სურს ომის დასრულება. მისი თქმით, უკრაინას არ აქვს დრო, იმ მოლაპარაკებებისთვის, რომელიც არ მუშაობს. ,,ჩვენ არ გვაქვს დრო მოლაპარაკებებისთვის, რომელიც არ მუშაობს. ჩვენ ზუსტად ვიცით, რას ვაკეთებთ. ხაზს ვუსვამ, ჩვენ არ გვაქვს ეჭვები და ჩვენ მზად ვართ, ვილაპარაკოთ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მეორე მხარე მზად არის, ომი დაასრულოს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

,,რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების სრულ იურიდიულ ანექსიას სექტემბრამდე გეგმავს”- პიოტრ ანდრიუშენკო

ქალაქ მარიუპოლის მერის მრჩეველის, პიოტრ ანდრიუშენკოს განცხადებით, რუსეთი უკრაინის ოკუპირებული ტერიტორიების სრულ იურიდიულ ანექსიას სექტემბრამდე გეგმავს. მისი თქმით,  რუსეთს უკრაინის ოკუპირებულ ტერიტორიებზე განათლების, საბანკო და საკანონმდებლო სისტემა რუსულ სისტემაზე გადაჰყავს. „გუშინ რუსეთის ახალგაზრდობის განათლების პროპაგანდის მინისტრმა განცხადების ფორმით, ისაუბრა, როგორ ჩაატარებენ საგანმანათლებლო პროცესს „რუსეთის“ დონეცკის, ლუგანსკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის ოლქებში. არანაირი კვაზირესპუბლიკები და სატელიტები. არაფერი იმალება“, – განაცხადა ანდრიუშენკომ.

მეტი...

,,მარიუპოლი ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა, რთულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა”- ვადიმ ბოიჩენკო

მარიუპოლის მერის ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ქალაქში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობაა შექმნილი. მისი თქმით, საჭიროა ადგილობრივი მოსახლეობის ევაკუაციისთვის მწვანე დერეფნის შექმნა და ამისთვის, საერთაშორისო პარტნიორებს დახმარებას სთხოვს. „სამწუხაროდ, ქალაქში სიტუაცია ძალიან რთულია, ჰუმანიტარული კატასტროფის ზღვარზეა. ამას გარდა, რთულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ზაფხულში გართულდება. ბევრი მასობრივი სამარხია, რადგან რუსებმა ბევრი ადამიანი მოკლეს. არ ხდება ნაგვის გატანა. ქალაქში არ მუშაობს კანალიზაცია, თითქმის არ არის წვდომა სასმელ წყალზე. ყველაფერმა ამან შეიძლება, ინფექციური დაავადებების გავრცელება გამოიწვიოს, რის შედეგადაც, ჩვენი ექიმების მონაცემებით, ამ ზაფხულს მოსალოდნელია გარდაცვალების იმდენივე შემთხვევა, რამდენიც ამ გამანადგურებელ და სასტიკ ომს ემსხვერპლა. საუბარია ათასობით…

მეტი...

,,ჩვენ აღვადგენთ ყველაფერს, რაც დამპყრობლებმა გაანადგურეს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს და აცხადებს, რომ უკრაინული არმია დროებით ოკუპირებულ ყველა ტერიტორიას გაათავისუფლებს. მისი თქმით, ომის დასრულების შემდეგ, ყველაფერს, რაც დამპყრობლებმა გაანადგურეს უკრაინა აღადგენს. „ვთხოვ ყველას, ვისაც აქვს ასეთი შესაძლებლობა, ესაუბრეთ ხალხს ოკუპირებულ სამხრეთში, დონბასში, ხარკოვის ოლქში. ელაპარაკეთ მათ უკრაინაზე. უთხარით სიმართლე, უთხარით, რომ თავისუფლება იქნება. უთხარით, რომ უკრაინული არმია აუცილებლად მოვა. რა თქმა უნდა, ჩვენ გავათავისუფლებთ ჩვენს ყირიმსაც. უკრაინის დროშა კვლავ აღიმართება იალტის და სუდაკის, ჯანკოის და ევპატორიის თავზე. ყველა რუს მაღალჩინოსანს, რომელმაც მიიტაცა ძვირფასი მიწა ყირიმში, ახსოვდეს: ეს ის მიწა არ არის, სადაც ისინი მოსვენებას ნახავენ. არ არსებობს…

მეტი...

ზელენსკი აცხადებს, რომ გერმანიას უკრაინის მხარდაჭერაში დარწმუნება სჭირდება

პრეზიდენტი ზელენსკი უკრაინასთან დაკავშირებით  გერმანიის პოზიციით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ მათ დარწმუნება სჭირდებათ. „კანცლერ ემანუელ შოლცისგან გვჭირდება დარწმუნება, რომ გერმანია მხარს უჭერს უკრაინას. მან და მისმა მთავრობამ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება. არ უნდა იყოს მცდელობა, უკრაინასა და რუსეთთან ურთიერთობებს შორის ბალანსის შესანარჩუნებლად. უკრაინის დახმარების მხრივ პირველი იყო აშშ, ასევე სლოვაკეთი, პოლონეთი, დიდი ბრიტანეთი, ბულგარეთი, ბალტიის ქვეყნები. გერმანია და საფრანგეთი იყვნენ ბევრად მოგვიანებით.  ეს სიმართლეა“  – აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი. მისივე შეფასებით, თავდაპირველად, გერმანია უკრაინას პოლიტიკურ მხარდაჭერას დაპირდა, მაშინ, როცა ომის პირობებში, მათ არა პოლიტიკა, არამედ, რეალური დახმარება სჭირდებოდათ.  

მეტი...

კობთან, გვირაბის მშენებლობაზე ჩინეთის მოქალაქე დაიღუპა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, სოფელ კობთან მიმდინარე გვირაბის სამშენებლო სამუშაოების წარმოებისას ჩინეთის მოქალაქე დაიღუპა. როგორც უწყებაშო განარტავენ,  დაღუპული აღნიშნულ მშენებლობაზე იყო დასაქმებული. „მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში დაწყებულია გამოძიება“, – აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.  

მეტი...

აშშ პარტნიორებთან ერთად, უკრაინას საჭირო იარაღით მოამარაგებს

უკრაინის საჭირო შეიარაღებით მომარაგებასთან დაკავშირებით აშშ-ის თავდაცვის მინისტრი საუბრობს. როგორც ლოიდ ოსტინი აცხადებს,  უკრაინამ მიიღო და კიდევ მიღებს საჭირო შეიარაღებას. „აშშ მზადაა, დაეხმაროს უკრაინას წარმატების მიღწევაში. ჩვენ გაითვალისწინეთ, რომ გვყავს პარტნიორები მთელი მსოფლიოდან, რომლებიც ასევე მზად არიან, დაეხმარონ უკრაინას. უკვე გავგზავნეთ უკრაინაში დიდი რაოდენობით ჰაუბიცები და მნიშვნელოვანი რაოდენობით საბრძოლო მასალა, სხვა ბევრ რამესთან ერთად, მაგრამ სხვა ქვეყნებმაც ასევე გაგზავნეს 155 ჰაუბიცა,“- აცხადებს თავდაცვის მინისტრი. როგორც ლოიდ ოსტინი აღნიშნავს, აშშ და პარტნიორები მუშაობენ უკრაინისთვის მეტი შეიარაღების მისაწოდებლად. შეგახსენებთ, რომ უკრაინულმა მხარემ მძიმე შეიარაღება, ჰაუბიცები და მრავალჯერადი გაშვების სარაკეტო სისტემები ითხოვა.  

მეტი...