პრეზიდენტი აცხადებს, რომ რეზოლუცია ივანიშვილთან დაკავშირებით უსამართლოა და მთავრობამ ვერ იმუშავა

სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, მთავრობამ ევროპარლამენტარებთან ვერ იმუშავა და ამის ერთ-ერთი დადასტურებაა ის რეზოლუცია, რომელიც ევროპარლამენტმა მიიღო. „გაფუჭებული საქმე ყველაზე ნათლად გამოჩნდა რეზოლუციის იმ ნაწილში, რომელიც აპელირებს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაზე. ასეთი ტექსტი თავისი ფაქტობრივი უზუსტობებით და დაუსაბუთებელი ბრალდებებით მხოლოდ ერთი რამის მანიშნებელია, რომ არ იყო გაწეული სათანადო მუშაობა იმ ევროპარლამენტის პარტიებთან, რომლებიც მონაწილეობას იღებდნენ რეზოლუციის მომზადებაში“ – აცხადებს პრეზიდენტი. მისივე შეფასებით, ამ მიმართულებით ოპოზიციამ ხელისუფლებს აჯობა, რადგანაც მათ ევროპარლამენტთან კარგად იმუშავეს. „ეს ეხება ევროპარლამენტის ყველა პარტიას, თავის მხრივ, ოპოზიცია მუშაობდა თავისი მიზნების მისაღწევად, მთავრობას კი ის სამუშაო, რომელიც მას ევალებოდა, არ ჩაუტარებია, არჩია…

მეტი...

პრეზიდენტი ევროკავშირის 27-ვე წევრი ქვეყნის მეთაურს ოფიციალური წერილით მიმართავს

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის ლიდერებს პერსონალური წერილით მიმართავს და დაუსაბუთებს, თუ რატომ იმსახურებს საქართველოს კანდიდატის სტატუსს. „მივმართავ ქალბატონ ურსულა ფონ დერ ლაიენს, რომელსაც აქვს გადამწყვეტი სათქმელი კომისიის გადაწყვეტილების დასრულებისთვის და მოვუწოდებ, რომ საქართველოს ხალხის ნება, იმ ხალხის, რომლის ჯარისკაცებიც გერმანელ ჯარისკაცებთან ერთად იდგნენ ავღანეთში, როცა ქალბატონი ურსულა თავდაცვის მინისტრი იყო, გაითვალისწინოს, რომ ეს ხალხი იმსახურეს მისი 30-წლიანი და მეტი გავლილი გზის აღიარებას და ეს დღე დგება ახლა. ხვალვე, ასევე მე პირადად მივმართავ პერსონალური წერილით თითოეული, 27 წევრი ქვეყნის მეთაურს და წარვუდგენ ყველა პოლიტიკურ, მორალურ და სტრატეგიულ არგუმენტს, თუ რატომ იმსახურებს საქართველო ამ ისტორიულ…

მეტი...

სალომე ზურაბიშვილი 20 ივნისის აქციის გადადებას ითხოვს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 20 ივნისის აქციის ორგანიზატორებს მიმართა და მოუწოდა, რომ ეს აქცია გადაიდოს. „თუ დაფიქრდებიან, შეიძლება, გადაიდოს ეს გამოსვლა, რომელიც ბევრ საფრთხეს უკავშირდება.  ჩემი აზრით, არაა დრო პოლიტიკური ამბიციების გამოჩენის და საზოგადოების გახლეჩვა-გაყოფის“ – აღნიშნა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ 20 ივნისს ოპოზიცია მასშტაბურ აქციას გეგმავს. „ვაფრთხილებ ხელისუფლებას რაღაც განცხადებების შემდეგ, თუ მაინც ჩატარდა ეს გამოსვლა და ჩემი გადასაწყვეტია არ არის, შემიძლია, მივმართო თხოვნით. თუ მაინც ჩატარდა ეს პროტესტი, ყოველივე ექსცესზე ხელისუფლების პასუხისმგებლობა იქნება, რამეთუ დემონსტრანტების უფლება უნდა იყოს დაცული და უზრუნველყოფილი. ახლა ჩვენი ერთობის და მხოლოდ ერთობის დროა. თუ ამას შევიგნებთ, ეს იქნება…

მეტი...

„16 ივნისს ყველანი ერთად ევროპის მოედნიდან რიყეზე“  – სალომე ზურაბიშვილი

„ერთიანობა, სხვა გამოსავალი ჩვენ ერ გვაქვს. დეჟავუც მაქვს – არა იპოდრომზე მოსვლას“ – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი და ხელისუფლებას, ოპოზიციას და ნებისმიერ მოქალაქეს ევროპის მოედანზე ეპატიჟება. „ამ გადამწყვეტ მომენტში რა უნდა გავაკეთოთ და მე რას გთავაზობთ. პირველ რიგში ის, რასაც გთავაზობთ პირველი დღიდან, ერთიანობა. სხვა გამოსავალი ჩვენ არ გვაქვს. ასევე, 16 ივნისს გთავაზობთ, რომ შევიკრიბოთ ყველა ევროპის მოედნიდან რიყეზე, ოღონდ ყველა, დავინახოთ ერთმანეთი და დავანახოთ ევროპას ჩვენი თავი, ჩვენი ერთობა, ჩვენი ნება. ეს იქნება საზოგადოება, მოსახლეობა, ერთად დგომით, სადაც ყველა იქნება რიგითი მოქალაქე, მე, თქვენ და ნებისმიერი, ან პოლიტიკური პარტიის წევრები,…

მეტი...

„უდროო და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დაკავება“ – პრეზიდენტი ნიკა გვარამიაზე

საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ნიკა გვარამიას დაკავება უდროო და მძიმე ფორმა იყო. როგორც სალომე ზურაბიშვილი განმარტავს, თუ შედეგიანი პოლიტიკა გვინდა, ყველაფერზე დროულად უნდა ვიფიქროთ. „შეიძლება ვახსენოთ გვარამიას უდროო და სასჯელის ყველაზე მძიმე ფორმით დაკავება, როცა უკვე ვიცოდით, რომ ეს საკითხები დადგებოდა ევროპარლამენტის რეზოლუციაში. მე კი მითხრეს, სასამართლოს დროულობა არ ახასიათებსო, მაგრამ პოლიტიკას – კი. თუ გვინდა შედეგიანი პოლიტიკა, ყველაფერზე დროულად უნდა ვიფიქროთ. ასევე, აჩქარებული წესით მიყურადების კანონში ცვლილებების შეტანა – ეს ყველაფერი გარედან როგორ იკითხება. იკითხება ისე, რომ ყველა ეს ნაბიჯი გადადგმულია ისე, რომ დიდად არ ვანიჭებთ მნიშვნელობას ევროკავშირის რეაქციებს, არ ვაჩვენებთ ჩვენს…

მეტი...

„არც მეგობარი გვყავს და არც მოკავშირე, ვინც ჩვენს პოზიციას გაიზიარებს და დაიცავს“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი საქართველოს მთავრობას უმოქმედებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი ეჭვებს აჩენს. „კიდევ ერთი კითხვა გაჩნდა – სხვა რა უნდა გაგვეკეთებინა? თუნდაც ის რაც გააკეთა მოლდოვამ, ჩვენზე მეტი არც სანქციები მიუღია და არც არავის მოუთხოვია არც მისგან და არც ჩვენგან მეტი სანქციები. არც ომში ჩართვა მოუთხოვია მისგან არავის და არც ჩვენგან. მაგრამ, მოლდოვამ შეძლო ის, რაც როგორც ჩანს, ჩვენ გვიჭირს. შეძლო გაჩუმება და მუშაობა  ევროპის ყველა დედაქალაქში, რაც ჩვენ არ გაგვიკეთებია, ვერ კი არა, არ გაგვიკეთებია და ეს ყველაფერი ცხადია კითხვებს სვამს ჩვენი პოლიტიკური ნების და მზადყოფნის შესახებ“…

მეტი...

 „ვიმუქრებით, თუ არ მოგვცეს სტატუსი, ფარდას ავხდითო“ – სალომე ზურაბიშვილი

პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოს მუქარა რამდენად რელევანტურია ევროპარლამენტარების მისამართით ვერ იტყვის, თუმცა, ცხადია, რომ არდა საქართველოსთვის დიდი ხანია, ახდილია. „გავანაწყენეთ ევროპარლამენტარები და ევროპარლამენტში ყველაზე ძლიერი პარტია. ანუ, ევროპის ყველა ინსტიტუტი და დღეს ერთგვარად ვიმუქრებით, თუ არ მოგვცეს სტატუსი, ფარდა ავხდით. არ ვიცი რა ფარდაც ავხდით და როგორ ავხდით, მაგრა ფარდა რომ ჩვენზე ნელნელა ახდილია, ეს უნდა გვადარდებოდეს“ – აცხადებს სალომე ზურაბიშვილი, რომელიც ამ წუთებში მედიასთან განცხადებებს აკეთებს. შეგახსენებთ, რომ პრემიერ ღარიბაშვილის განცხადებით, თუ ევროპარლამენტმა საქართველოსთან დაკავშირებით არასამართლიანი გადაწვეტილება მიიღო ყველაფერზე ილაპარაკებს. „ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე“ – სალომე ზურაბიშვილი

მეტი...

„ბრიუსელში დამხვდა ის, რასაც უნდა დავარქვა გაფუჭებული საქმე“ – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ამ წუთებში მედიისთვის პრესკონფერენციას მართავს. როგორც სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, მას ბრიუსელში ბევრი გაფუჭებული საქმე დახვდა. პრ4ზიდენტის შეფასებით, ოპოზიცია ევროპარლამენტარებთან მუშაობდა, ხელისუფლებას კი არაფერი გაუკეთებია. „დავბრუნდი საქართველოში საკმაოდ კონტრასტული ვიზიტების შემდეგ. იტალიაში მქონდა არაჩვეულებრივი მხარდაჭერა. ქვეყანა, სადაც დაიბადა ევროპა და სადაც იშვა ევროპული ცივილიზაცია. დაიწერა ევროპული კანონმდებლობა და ევროპის იდეის ინსპირატორი გახდა. მეორეს მხრივ ჩავედი ბრიუსელში ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან შარლ მიშელთან, სადაც დამხვდა დამძიმებული სურათი. შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე,  ვაპირებდი საფრანგეთსა და პოლონეთში სტუმრობას,  მაგრამ, ნურც გაფრინდები ნურც მოფრინდების ლოგიკამ გაიმარჯვა იმაზე, რაც ჩემი აზრით იქნებოდა ქვეყნის ინტერესში ამ…

მეტი...

„სისხლში გვაქვს ხელი გასვრილი“ – არნოლდ შვარცენეგერი

კალიფორნიის ყოფილი გუბერნატორი, მსოფლიო ვარსკვლავი არნოლდ შვარცენეგერი აცხადებს, რომ მსოფლიოს სისხლში აქვს ხელი გასვრილი. ის ევროპელ ლიდერებს მიმართავს და რუსეთიდან ენერგომატარებლების შესყიდვაზე უარს თქმა ურჩევს, როგორც შვარცენეგერის აღნიშნავს, რუსეთმა უკრაინის მისამართით 1 300 რაკეტა გაუშვა, რომელთა ღირებულებაც 7,7 მილიარდი ევროა, ამავე პერიოდში ევროპამ რუსეთს ნავთობისა და ბუნებრივი აირის შესაძენად 44 მილიარდი ევრო გადაურიცხა. „ჩვენ ხელი სისხლში გვაქვს გასვრილი, რადგან ომს ვაფინანსებთ“, – აცხადებს შვარცენეგერი.

მეტი...

სამ ექიმს მუშაობა შეუჩერეს, ორი კი გააფრთხილეს

ჯანდაცვის სამინისტროში პროფესიული განვითარების საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა, ექიმთა პროფესიულ პასუხისმგებლობასთან დაკავშირებით, 5 საქმე განიხილეს და 6 ექიმის პროფესიულ პასუხისმგებლობაზე იმსჯელეს. პროფესიული განვითარების საბჭოს გადაწყვეტილებით 3 ექიმს, სხვადასხვა ვადით, შეუჩერდა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედება. 2 მედიკოსს მიეცა წერილობითი გაფრთხილება. პროფესიული განვითარების საბჭო ფუნქციებისა და უფლებამოსილებების ფარგლებში, ექიმთა პროფესიული საქმიანობის საფუძვლიან და დეტალურ შესწავლას უზრუნველყოფს. საბჭოს წევრები განიხილავენ პაციენტისთვის გაწეული სამედიცინო მომსახურების ხარისხს, სამედიცინო პერსონალის შესაძლო გადაცდომებს, პროფესიულ პასუხისმგებლობებსა და არაკეთილსინდისიერ/არაეთიკურ, პაციენტთან შეუსაბამო მოპყრობის შემთხვევებს. გამოვლენილი დარღვევების გათვალისწინებით, საბჭო უფლებამოსილია, სამედიცინო პერსონალს შეუწყვიტოს საქმიანობის უფლება, ან შეუჩეროს ოპტიმალური ვადით, დაავალოს პროფესიული…

მეტი...

პსპ GDP-ს სტანდარტის შესაბამისობის სერტიფიკატის მფლობელია

PSP ფარმას GDP (კარგი სადისტრიბუციო პრაქტიკის) სტანდარტთან შესაბამისობის სერტიფიკატი მიენიჭა. იფორმაციას კომპანია ავრცელებს. „1994 წლიდან PSP-ს მთავარი პრიორიტეტი მომხმარებელი, მთავარი საზრუნავი ჯანმრთელი საზოგადოება და მისთვის ჯანმრთელობისა და სილამაზის გარანტირებული ხარისხის პროდუქტების ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფაა, რისთვისაც მუდმივად ხდება ფიზიკური, გეოგრაფიული და ფინანსური ხელმისაწვდომობის გამარტივება, პროცესების სრულყოფა, საერთაშორისო წარმატებული გამოცდილების გაზიარება. ამის დასტურია GDP სტანდარტის შესაბამისობაზე წარმატებით გავლილი საკონტროლო აუდიტი და შესაბამისობის სერტიფიკატის მინიჭება. ევროკავშირის და მსოფლიოს განვითარებულ ქვეყნებში ფარმაცევტული პროდუქციის დისტრიბუტორებისთვის GDP-ს სტანდარტის დაცვა სავალდებულოა. წელს ჩვენი სახელმწიფო შეუერთდა ამ საერთაშორისო მოთხოვნას, რის საფძველზეც PSP-ს სადისტრიბუციო საწყობის ინსპექტირება სტანდარტის შესაბამისობაზე წარმატებით ჩატარდა…

მეტი...

„კრემლმა რუსულ წიაღისეულ საწვავზე ჩვენი დამოკიდებულება დასაშანტაჟებლად გამოიყენა”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებით, რუსეთი ევროკავშირის რუსულ წიაღისეულ საწვავზე დამოკიდებულებას შანტაჟისთვის იყენებს. „კრემლმა რუსულ წიაღისეულ საწვავზე ჩვენი დამოკიდებულება ჩვენს დასაშანტაჟებლად გამოიყენა. უკრაინაში ომის დაწყებიდან რუსეთმა მიზანმიმართულად შეწყვიტა გაზის მიწოდება პოლონეთისთვის, ბულგარეთისა და ფინეთისთვის, ჰოლანდიური და დანიური კომპანიებისთვის, რაც უკრაინისადმი ჩვენი მხარდაჭერის პასუხი იყო“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკომისიის პრეზიდენტის თქმით, კრემლის ქმედებები  აძლიერებს ევროკავშირის სურვილს, გათავისუფლდეს რუსულ წიაღისეულზე  დამოკიდებულებისგან.  

მეტი...

საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის ხელშეწყობის პროექტის ECO.Georgia საწყისი ფაზის დასკვნითი შეხვედრა გაიმართა

საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის ხელშეწყობის პროექტის ECO.Georgia საწყისი ფაზის დასკვნითი შეხვედრა ღვინის ეროვნული სააგენტოში გაიმართა. შეხვედრაზე პროექტის ბაზისური დოკუმენტაციის მომზადების, საბიუჯეტო, ტექნიკური უზრუნველყოფის ასევე, ვადებისა და ღონისძიებების საკითხები განიხილეს. საქართველოს სატყეო სექტორის რეფორმის ხელშეწყობის პროექტი ECO.Georgia და ტყის აღდგენის, ტყის კარგვის შემცირების, ტყის მდგრადი მართვისა და კონსერვაციის გზით, ხელს შეუწყობს ტყის ნახშირბადის მარაგების გაზრდას, ასევე, დაეხმარება  ენერგოეფექტური და ალტერნატიული საწვავისთვის ბაზრის განვითარებას, მოსახლეობის საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებას და ადგილობრივი თვითმმართველობის როლის გაზრდას ტყის მდგრად მართვაში. აღნიშნული პროექტი ხელს შეუწყობს საქართველოს გაეროს კლიმატის ცვლილების ჩარჩო კონვენციისადმი „ეროვნულ დონეზე განსაზღვრული წვლილის“ უპირობო და…

მეტი...

რუსეთი „ჩრდილოეთის ნაკადით“ გაზით მიწოდებას 40 პროცენტით ამცირებს

„გაზპრომის“ განცხადებით რუსეთი 40 პროცენტით ამცირებს გაზსადენ „ჩრდილოეთის ნაკადით“ ბუნებრივი აირის მიწოდებას. „გაზპრომი“  დღიურად 167 მილიონი კუბური მეტრის ნაცვლად, მხოლოდ 100 მილიონი კუბური მეტრი გაზის მიწოდებას შეძლებს. მიზეზი გერმანული კონცერნის – „სიმენსის“ მხრიდან საჭირო ნაწილების დაგვიანებაა. „კომპანია „სიმენსის“ მიერ ბუნებრივი აირის სატუმბი დანადგარის სარემონტოდან დაბრუნების დაგვიანებასთან დაკავშირებით, დანადგარის სარემონტო ვადის ამოწურვისა და ძრავების ტექნიკური გაუმართაობის გამო, „პორტოვაიას“ სადგურზე შესაძლებელი იქნება ბუნებრივი აირის მხოლოდ სამი სატუმბი დანადგარის გამოყენება“, – ნათქვამია ,,გაზპრომის” განცხადებაში. კომპანიამ პოლონეთს, ბულგარეთს, ფინეთს და ნიდერლანდებს ბუნებრივი აირის მიწოდება უკვე შეუწყვიტა.

მეტი...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი განცხადებას ავრცელებს და  სტუდენტებს მოლაპარაკების ფორმატზე გადასვლისკენ მოუწოდებს. „ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა და ადმინისტრაციამ 14 ივნისს პროტესტის მონაწილე სტუდენტებს კიდევ ერთხელ შესთავაზა შეხვედრა და პროცესის კონსტრუქციულ რეჟიმში გადატანა. ადმინისტრაცია მოუწოდებს სტუდენტებს, დატოვონ რექტორატი და გადავიდნენ მოლაპარაკების ფორმატზე. ასევე, მზადყოფნას გამოთქვამს ყველა აქტუალურ საკითხთან დაკავშირებით გამართოს შეხვედრები. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ადმინისტრაცია პატივს სცემს გამოხატვის თავისუფლების პრინციპს და ყოველთვის მზად არის სამუშაო ფორმატში შეხვედრისთვის. ვიმედოვნებთ, რომ სტუდენტთა ჯგუფიც გამოთქვამს მზადყოფნას კონსტრუქციული დიალოგისთვის საუნივერსიტეტო საზოგადოების საერთო ინტერესების დასაცავად. სტუდენტებს კიდევ ერთხელ შევახსენებთ, რომ უნივერსიტეტის ყველა ფაკულტეტზე ფინალური…

მეტი...

რუსეთი სევეროდონეცკის აზოტის ქარხანაში ჩარჩენილ უკრაინელებს ევაკუაციას სთავაზობს

რუსეთი სევეროდონეცკის ქარხანაში ჩარჩენილ უკრაინელებს ევაკუაციას სთავაზობს. არსებული ინფორმაციით,  რუსული მხარე სევეროდნეცკის აზოტის ქიმიურ ქარხანაში ჩარჩენილი მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის, შექმნის ჰუმანიტარულ დერეფანს. ,,ჰუმანურობის პრინციპების ხელმძღვანელობით, რუსეთის შეიარაღებული ძალები და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის ფორმირებები მზად არიან მოაწყონ ჰუმანიტარული ოპერაცია მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაციისთვის,”- ნათქვამია რუსეთის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

მეტი...

,,თუ სტატუსს არ მოგვცემენ, მაშინ შეიძლება ხალხმა დასვას კითხვა: რა ვქნათ, დსთ-ში შევიდეთ, რომ სტატუსი მივიღოთ”- სოზარ სუბარი

,,თუ ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებენ, მაშინ შეიძლება ქართველმა ხალხმა მართლაც დასვას კითხვა, რა ვქნათ – დსთ-ში შევიდეთ იმისთვის, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, თუ მოლდოვას მსგავსად ნეიტრალური სტატუსი გამოვაცხადოთ? – ამის შესახებ განცხადებას სოზარ სუბარი აკეთებს. სოზარ სუბარის განცხადებით, საქართველომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მისაღებად დიდი მსხვერპლი გაიღო და რეფორმების გატარების კუთხით, საქართველო უსწრებს მოლდოვას და უკრაინას. ,,ჩვენი ქვეყნის ამოცანა არის ევროკავშირში გაწევრიანება. ეს საქართველოს კონსტიტუციაში მკაფიოდ ჩაიწერა და ერთადერთი პარტია, ვინ ამ ჩანაწერს ხმა მისცა, არის “ქართული ოცნება“. საქართველოს ხელისუფლებას გაცხადებული ჰქონდა, რომ ევროკავშირში წევრობის კანდიდატის მოსაპოვებლად 2024 წლისთვის გავაკეთებდით…

მეტი...

,,შურს ვიძიებთ ყველა მსხვერპლისთვის”- აზოვის პოლკი განცხადებას ავრცელებს

2014 წლის 13 ივნისს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა  ქალაქი მარიუპოლი პრორუსი ტერორისტებისგან გაათავისუფლეს. აზოვის პოლკი ამ თარიღთან დაკავშირებით მიმართვას ავრცელებს. ,,რვა წლის წინ აზოვის პოლკმა გაათავისუფლა მარიუპოლი. ყოველწლიურად ქალაქი აღნიშნავდა ამ დღეს. დღეს მარიუპოლში არ არის დღესასწაული და არც ჩვენ მასთან ერთად, მაგრამ აზოვი ცოცხალია და ქალაქი იცხოვრებს. შურს ვიძიებთ ყველა მსხვერპლისთვის, თითოეული დანგრეული შენობისთვის, ყველა ქუჩისთვის, რომელიც რუსეთმა „გათავისუფლებით“ შეურაცხყო. პუტინი ფიქრობს, რომ “აზოვი” აზოვის ნანგრევების ქვეშ რჩება. მაგრამ აზოვი ახლა მთელი ქვეყანაა. აზოვი მარიუპოლს დააბრუნებს. ჩვენ ვიბრძოლებთ მანამ, სანამ უკრაინის ყველა ქალაქი და სოფელი არ განთავისუფლდება ოკუპანტებისგან,” – ნათქვამია…

მეტი...

,,ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, რომ ჩაშალოს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი  „დროას“ ლიდერის, ელენე ხოშტარიას განცხადებას ეხმიანება.  პაპუაშვილის განცხადებით, ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ, არის შეტევა საქართველოს ევროპულ მომავალზე. „ზუსტად ასეთ ნაბიჯებზე ვსაუბრობთ, როცა ვამბობთ, რომ ოპოზიცია აკეთებს ყველაფერს, რომ ჩაშალოს საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღება, ვინაიდან ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც მიმართულია სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაციისკენ, არის ნაბიჯი, რომელიც მიმართულია საქართველოს ევროპული მომავლის დისკრედიტაციისკენ. ნებისმიერი ასეთი დამოკიდებულება თუ შეტევა სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ, არის შეტევა საქართველოს ევროპულ მომავალზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა. შეგახსენებთ, ელენე ხოშტარიამ სასამართლო სისტემაში დასაქმებული პირების სანქცირება მოითხოვა.

მეტი...

,,მხოლოდ მცირე რაოდენობის „ნაცსექტანტები“ დარჩნენ, რომლებსაც ჰგონიათ, სააკაშვილის ხსენებით მეტ ადამიანს მიიზიდავენ”- სოზარ სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, სოზარ სუბარის განცხადებით, 20 ივნისს დაგეგმილ აქციაზე მოსახლეობის დიდი ნაწილი არ მივა. მისი თქმით, ოპოზიცის დაგეგმილი ნებისმიერი აქცია, საბოლოოდ  მიდის არეულობის მცდელობამდე და ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნამდე. ,,გაუგებარია, როდესაც ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების წინ ასეთი აქცია იმართება, თუმცა კარგად გამოჩნდა აზრთა სხვადასხვაობა და განხეთქილება, რომელიც ოპოზიციურ სპექტრშია. პრაქტიკულად უკანასკნელი სიტყვებით აგინებენ, ლანძღავენ ერთმანეთს და ერთმანეთს ეცილებიან აქციის ორგანიზატორობას. ერთი რამ, რაც ძალიან კარგად გამოჩნდა ამ ყველაფერში, არის პოლიტიკური კეთროვანი მიხეილ სააკაშვილი. სადაც მისი სახელი გამოჩნდება, იქ საპროტესტო აქციებზე ლაპარაკი ზედმეტია. ეს დაინახა ოპოზიციამაც. მხოლოდ მცირე რაოდენობის ნაცსექტანტები დარჩნენ, რომლებსაც…

მეტი...

,,მე არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით დადგეს”- ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით არ დადგება. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის ყველა მნიშვნელოვან მომენტში, თავისთვის სასარგებლო  აქტივი გამოადნოს. ,,რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის გადასვლა-გადმოსვლას, რადიკალური ოპოზიცია ყოველთვის ყველა მნიშვნელოვან მომენტში ცდილობს, რომ თავისთვის სასარგებლო რაღაცა პოლიტიკური, შიდა პოლიტიკური აქტივი გამოადნოს. მე არ მგონია, რომ სალომე ზურაბიშვილი “ნაციონალური მოძრაობის” გვერდით დადგეს, რომელსაც ებრძოდა წლების მანძილზე. შეწყალების ნაწილთან მიმართებაში, ეს არის პრეზიდენტის პრეროგატივა და დისკრეცია, მე არ ვიცი სალომე ზურაბიშვილი რას იზამს, ფეისბუქზე დაასტატუსა არა და არასდროს”,- განაცხადა ბექა დავითულიანმა.

მეტი...

,,გამორჩევა რომელიმე ქვეყნის იქნებოდა არასწორი პოლიტიკური გზავნილი, მიდგომა უნდა იყოს ერთიანი”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, სტატუსის მინიჭებაზე რომელიმე ქვეყნის გამორჩევა არასწორი პოლიტიკური გზავნილი იქნება. მისი თქმით, სამივე ქვეყნის მიმართ მიდგომა უნდა იყოს ერთიანი. „ბოლო პერიოდში სხვადასხვა მოდელთან დაკავშირებით გვესმის, ვხედავთ, რომ კითხვის ნიშნის ქვეშ არის პოზიტიური გადაწყვეტილებების მიღება სამივე ქვეყნის მიმართ. ვხედავთ, რომ რთულია რაიმე პროგნოზების გაკეთება, ექსპერტებსაც უჭირთ. ერთადერთი, საუბრებიდან გამომდინარე, რაც ამ დღეებშიც იყო და მანამდეც, ბრიუსელში ჩემი ვიზიტის დროს, ვფიქრობ, განწყობა იმის მიმართ, რომ ახლა გამორჩევა რომელიმე ქვეყნის იქნებოდა არასწორი პოლიტიკური გზავნილი. თუ მიდგომა იქნება, მიდგომა უნდა იყოს ერთიანი, რადგან აქ აწონ-დაწონვა, მით უმეტეს, ახლა, როცა…

მეტი...

,,დღეს საქართველო არ იარსებებდა, რომ არა ამერიკის ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა”- რომან გოცირიძე

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის, რომან გოცირიძე აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება. გოცირიძის თქმით, დეგნანმა არცთუ ისე დიპლომატიური ფორმით შეახსენა ხელისუფლებას, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი არის ევროკავშირი და აშშ. ,,ეს არის პირდაპირი შეხსენება არცთუ ისე დიპლომატიური ფორმით იმის, რომ დღეს საქართველო არ იარსებებდა, რომ არა ამერიკის ფინანსური, სამხედრო და პოლიტიკური მხარდაჭერა. საქართველოს დამოუკიდებლობის გარანტი არის ევროკავშირი და აშშ, ხოლო ეს ადამიანები, რომლებიც დღეს წკავწკავებენ და ევროპას და აშშ- ს თავს ესხმიან, მომართულნი არიან ერთი მიზნით, მათთვის არ არსებობს არაფერი წმინდა, არც სამშობლო, არც მათი მომავალი, მათი ამოცანაა ივანიშვილის ძალაუფლების შენარჩუნება და…

მეტი...

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში 14 ნარკორეალიზატორი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში 14 ნარკორეალიზატორი დააკავეს. „ნარკოტიკული საშუალებების უკანონო შეძენა-შენახვა-გასაღებისა და გასაღების მცდელობის ბრალდებით დაკავებულები არიან: 1967 წელს დაბადებული თ.ლ., 1972 წელს დაბადებული ა.მ., 1986 წელს დაბადებული მ.ჩ., 1977 წელს დაბადებული ი.ბ., 1975 წელს დაბადებული ზ.ლ., 1982 წელს დაბადებული დ.ჯ., 1995 წელს დაბადებული ა.კ., 1990 წელს დაბადებული გ.ა., 1980 წელს დაბადებული კ.ბ. (მეტსახელად „კოკინიჩი“), 1984 წელს დაბადებული გ.ს. (მეტსახელად „ლისოვიჩი“), 1974 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი ბ.ფ. და უცხო ქვეყნის მოქალაქე – 1980 წელს…

მეტი...

აუდიტმა პროკურატურას 2021 წელს გამოსაძიებლად 19 ანგარიში გადაუგზავნა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, აუდიტმა პროკურატურას 19 ანგარიში გადაუგზავნა, საიდანაც 18-ზე გამოძიება დაიწყო. მექვაბიშვილის თქმით, იმ საქმეებიდან, რომელზეც პროკურატურამ გამოძიება დაიწყო, განაჩენი დამდგარია დაახლოებით ნახევარზე მეტ საქმეზე. ,,გასულ წელს, პანდემიის მიუხედავად, 50-მდე აუდიტის ჩატარება შევძელით. ჩვენი აუდიტების ჯამური ციფრი დარღვევებიდან გამომდინარე არის 107 მილიონი ლარი. პროკურატურაში, მაღალი რისკიანობიდან გამომდინარე, გადაგზავნილი გვაქვს 19 ანგარიში, საიდანაც 18 -ზე დაწყებულია გამოძიება. საქმეები ძირითადად აღძრულია საბიუჯეტო სახსრების გაფლანგვა-მითვისებაზე, თანამდებობის ბოროტად გამოყენებაზე, გულგრილობასა და თაღლითობაზე. ბოლო პერიოდში, რაც ახლა მახსენდება, ეს არის თაღლითობის ფაქტი, რომელიც აღმოვაჩინეთ გორის მუნიციპალიტეტში, ასევე ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ივანე ჯავახიშვილის სახელობის…

მეტი...

ბუჩაში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს

უკრაინის სამხარეო პოლიციის ხელმძღვანელის, ანდრეი ნებიტოვის ინფორმაციით,  ბუჩაში მასობრივი სამარხი აღმოაჩინეს, სადაც 7 მშვიდობიანი მოქალაქის ცხედარი იყო დამარხული. მისივე ცნობით, ცხედრებს წამების კვალი აღენიშნებათ, ბევრს ხელები შეკრული აქვს, გარდაცვალების მიზეზი კი თავში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობებია.

მეტი...

,,ხალხის ნაწილი ფიქრობს, რომ ამერიკას უნდა საქართველოს ომში ჩართვა”- სოზარ სუბარი

საქართველოს პარლამენტის თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარე სოზარ სუბარი აშშ-ის ელჩის, კელი დეგნანის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ელი დეგნანის მსგავსი მკაფიო განცხადებები მისასალმებელია და თუ ასეთ განცხადებებს მოვისმენთ კიდევ არაერთი სხვა პოლიტიკოსის მხრიდან, უკეთესი იქნება. „კელი დეგნანის განცხადებას მივესალმები, ძალიან კარგი განცხადება იყო. კელი დეგნანისგან ამ ტიპის პირველი განცხადება არ არის, მან არაერთხელ ძალიან მკაფიოდ იგივე აზრი გამოთქვა, რომ შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს უსაფრთხოებასა და მშვიდობას საქართველოში. თუმცა ჩვენ არაერთი განცხადება მოგვისმენია ქართველი პოლიტიკოსების მხრიდან, მოგვისმენია ძალიან მკაფიოდ და ძალიან ღიად უკრაინელი პოლიტიკოსების, უკრაინის ხელისუფლების პირველი პირების მხრიდან და მოგვისმენია არაერთი…

მეტი...

,,რატომ არ დაიკეტა საჰაერო სივრცე, რატომ არ მოგვაწოდეს იარაღი ამ შემოჭრამდე და რატომ არ დააწესეს პრევენციული სანქციები”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დასავლეთს მისთვის, რომ მოესმინა უკრაინას მეტი შანსი ექნებოდა, შეეჩერებინა რუსეთის ფედერაციის შემოჭრა. ზელენსკის თქმით, არსებობს კითხვებით, თუ რატომ არ დაიკეტა საჰაერო სივრცე და არ დაწესდა  პრევენციული სანქციები რუსეთის პრეზიდენტის გასაფრთხილებლად. „ჩემი რომ გაეგონათ, უკრაინას მეტი შანსი ექნებოდა, შეეჩერებინა რუსეთის ფედერაციის შემოჭრა. სიგნალები, რომლებსაც იხსენებთ, ყველა განსხვავებული იყო. თუ ყველაფერი ასე იყო, თუ ყველამ გააფრთხილა უკრაინა, რომ ხვალ იქნება სრულმასშტაბიანი შემოჭრა, ისმის კითხვა – რატომ არ დაიკეტა საჰაერო სივრცე, რატომ არ მოგვაწოდეს იარაღი ამ შემოჭრამდე და რატომ არ დააწესეს პრევენციული სანქციები რუსეთის პრეზიდენტის გასაფრთხილებლად“, – განაცხადა…

მეტი...

სლოვაკეთის პრემიერმა ოლაფ შოლცს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს უკრაინისთვის, საქართველოსთვის და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა, ედუარდ ჰეგერმა გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცს მოუწოდა, მხარი დაუჭიროს უკრაინას, საქართველოსა და მოლდოვას, როგორც ევროკავშირის წევრობის კანდიდატებს. „ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირის გაფართოება აუცილებელია. მსოფლიოს სჭირდება, რომ ევროპა იყოს ძლიერი“, – განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა. ჰეგერმა ასევე აღნიშნა, რომ ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ინდივიდუალური ძალისხმევა გასწიოს,  ევროკავშირის წევრობისთვის. „ყველა ქვეყანას უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, ინდივიდუალური ძალისხმევა გასწიოს, რათა გახდეს ევროკავშირის წევრი. სწორედ მათ ძალისხმევაზე დაყდნობით უნდა გადაწყდეს, როდის შევლენ ისინი ევროკავშირში“, –  განაცხადა სლოვაკეთის პრემიერმა.

მეტი...

,,თუ ევროკავშირი არ მოგვცემს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ამაზე პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” დაეკისრება”- სალომე სამადაშვილი

ოპოზიციონერი დეპუტატის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, თუ ევროკავშირი არ მოგვცემს კანდიდატი ქვეყნის სტატუსს, ამაზე სრული პოლიტიკური პასუხისმგებლობა “ქართულ ოცნებას” დაეკისრება. მისი თქმით, ,,ქართულმა ოცნების” წარმომადგენლების განცხადებები ხელს უშლის ჩვენი ქვეყნისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ,,უნდა გვესმოდეს, “ქართულო ოცნება” სამარცხვინოდ ატყუებს ჩვენს საზოგადოებას. მაგალითად, დაიწყო ღია პროპაგანდა გუშინ, მათ შორის “იმედმა” საკუთარი კვლევებით, თითქოს, საქართველოს ხელისუფლებას ვინმე სთხოვს ომში ჩართვას. ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ მოლდოვის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით არის ძალიან ფრთხილი, მოზომილი, სწორედ საკუთარი უსაფრთხოების გამოწვევებიდან გამომდინარე. დღეს ვხედავთ, ღიად არის საუბარი იმაზე, რომ მოლდოვას შესაძლოა, გაცილებით უკეთესი შანსი ჰქონდეს, ვიდრე…

მეტი...

,,სახეზე გვაქვს უმძიმესი და უბოროტესი შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებელის“ ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით, მიმდინარეობს უმძიმესი და უბოროტესი შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით გააქტიურებულია რუსული აგენტურული ქსელები. „ღიად უნდა ვთქვათ, რომ სახეზე გვაქვს უმძიმესი და უბოროტესი შეთქმულება საქართველოს სახელმწიფოს და ქართველი ხალხის წინააღმდეგ. დიახ, მთელი საქართველოს მასშტაბით გააქტიურებულია რუსული აგენტურული ქსელები, რომლებიც დეზინფორმაციას ავრცელებენ საზოგადოებაში. რაც ყველაზე საგანგაშოა, მათი იდეოლოგიური წყარო არის „ქართული ოცნების“ ლიდერების განცხადებები, სწორედ ის ანტიდასავლური, ანტიეროვნული და ანტიქართული განცხადებები, რომელიც გვესმის „ქართული ოცნების“ ლიდერების მხრიდან. დავდივართ რაიონებში და მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს მოქალაქეების განწყობა არის ერთიანი ევროპულ პერსპექტივასთან…

მეტი...

,,20 ივნისის აქცია არის წმინდა პოლიტიკური, ომის პარტიის მიერ დაანონსებული აქცია“- გურამ მაჭარაშვილი

უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი 20 ივნისს დაგეგმილი აქციის შესახებ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, აღნიშნული აქცია რის წმინდა პოლიტიკური, ომის პარტიის მიერ დაანონსებული აქცია. „ის რომ 20 ივნისს „ნაციონალურ მოძრაობას“ და ომის პარტიას დაანონსებული აქვს აქცია, არავინ დაუჯერებს, რომ ეს აპოლიტიკური აქციაა. თქვენ ნახეთ სოციალურ ქსელშიც როგორი დაპირისპირება იყო. ეს დაახლოებით ისეთი განცხადებაა სალომე სამადაშვილმა რომ თქვას, ჩემ განცხადებაში არ იქნება არანაირი სიძულვილის ენა. ამას არავინ დაუჯერებს სამწუხაროდ, ასევე არავის სჯერა, რომ 20 ივნისის აქცია არის მხოლოდ და მხოლოდ ევროპისკენ სწრაფვის აქცია. ეს არის წმინდა პოლიტიკური, ომის პარტიის მიერ დაანონსებული აქცია“,…

მეტი...

,,ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისთვის, რომ ევროკავშირის ღირსეული წევრი გავხდეთ”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ირაკლი ზარქუას განცხადებით, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას საქართველო იმსახურებს. მისი თქმით, ქვეყანამ ამისთვის საკმარისი საფასური გადაიხადა. „საქართველო თუ ამ შესაძლებლობის მიღმა დარჩა, თუმცა ამის არ მჯერა, პოზიტიური მოლოდინი მაქვს სამართლიანობიდან გამომდინარე, საქართველომ გადაიტანა ამ 30 წლის განმავლობაში ყველა ის უბედურება, რაც ჩვენ გზაზე შეგვხვდა – ომები, დაპირისპირება, ქიშპობა, რუსეთთან ერთი ომი, მეორე ომი, თუ ეს არ დაუფასდა საქართველოს და ქართველ ხალხს, ამის შემდეგ ძალიან გაგვიჭირდება ჩვენი მოსახლეობის დარწმუნება. დიახ, სწორედ ევროპაა სამართლიანობა, ევროპაა უკეთესი სტანდარტები, ევროპაა კონკურენცია და ევროპაა სიმართლე. ჩვენ ძალიან ბევრი განსაცდელი გამოვიარეთ. დღეს უკრაინა იგივე ეტაპს…

მეტი...

,,რაც არ უნდა აღიზიანებდეს რუსეთს საქართველოს დამოუკიდებლობა, აშშ თავის პარტნიორებს ზურგს არ შეაქცევს”- აშშ-ის საელჩო

საქართველოში აშშ-ის საელჩო განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, თითქოს  ტყუილების მრავალჯერ გამეორებით რეალობა შეიცვლება და ისტორიას გადაწერენ. „რუსული დეზინფორმაციის მანქანას სჯერა, რომ აბსურდული ტყუილების მრავალჯერ გამეორებით რეალობა შეიცვლება და ისტორიას გადაწერენ. ფაქტები კი ასეთია: 1991 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2014 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში 2022 წელს რუსეთი შეიჭრა უკრაინაში ამ და სხვა საომარი მოქმედებების დაწყებას რუსეთი აბრალებს ყველას, საკუთარი თავის გარდა. მათ თუ დავუჯერებთ, უკრაინაში ომი დაიწყო თავად უკრაინამ, ნატო-მ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს – ებრაელმა…

მეტი...

,,არსებობს ცრუ მოლოდინების შექმნის დიდი რისკი”- პორტუგალიის პრემიერი უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

პორტუგალიის პრემიერ-მინისტრის ანტონიუ კოშტას განცხადებით, ევროკავშირი უკრაინის კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით ცრუ მოლოდინებს უქმნის. კოშტას თქმით, საჭიროა ნაკლები სამართლებრივი დებატები და მეტი პრაქტიკული გადაწყვეტილებები „ორიენტირებული ვარ, რომ შემდგომ ევროპულ საბჭოზე მივიღო მკაფიო ვალდებულება სასწრაფო მხარდაჭერაზე და უკრაინის აღდგენის მხარდასაჭერად გრძელვადიანი პლატფორმის შექმნაზე. ეს არის ჩემი პრიორიტეტი. ყველაზე მნიშვნელოვანი არა უკრაინის შესახებ სამართლებრივი დებატები, არამედ პრაქტიკული მიწოდებაა. ამ მკაფიო და დაუყოვნებელი მხარდაჭერისთვის, ჩვენ არ გვჭირდება ახლა მოლაპარაკებების დაწყება ან პროცედურა, რომელსაც მრავალი წელი დასჭირდება. მაკრონი საუბრობს ათწლეულებზე, მე არ ვსაუბრობ ათწლეულებზე, მაგრამ რა თქმა უნდა, ხანგრძლივ პერიოდზე. არსებობს ცრუ მოლოდინების შექმნის დიდი…

მეტი...

თბილისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

თბილისში, მუხრანის ქუჩაზე ნარკოტიკულ დანაშაულთან დაკავშირებით სპეცოპერაცია მიმდინარეობს. არსებული ინფორმაციით, სამართალდამცველებმა დააკავეს ნარკორეალიზატორი. გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის ფარგლებში დაკავებულები არიან ნარკორეალიზატორები.

მეტი...