პირი, ვინც შვილის დაბადების დღე რესტორანში ავტომატის ჯერით აღნიშნა, დაკავებულია

პროკურატურამ ქ. მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. ვიდეო სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის უკან გავრცელდა, სადაც, ერთ-ერთი ადამიანი გარეთ გამოდის და ცეცხლსასროლი იარაღით რამდენჯერმე ისვრის. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 7 ივნისს, ქ. მცხეთაში, რესტორან „მარანი ჰოლში“ ყოფნის დროს, სხვის სახელზე რეგისტრირებული „AERO PRECISION X15”-ის მოდელის ცეცხლსასროლი იარაღიდან, კ.ნ.-მ უკანონოდ მოახდინა რამდენიმე გასროლა. იმავე დღეს ზემოაღნიშნული ცეცხლსასროლი იარაღი ამოღებული იქნა შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ. პროკურატურამ ბრალდებულ კ.ნ.-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 ნაწილით (ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო…

მეტი...

ფინეთი თურქეთის პოზიციით გაოცებულია

ფინეთის პრეზიდენტი აცხადებს, რომ თურქეთის პოზიცია ნატოში დაბლოკვასთან დაკავშირებით გასაოცარია. როგორც პრეზიდენტმა  საული ნიინისტომ ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრაზე განაცხადა, საერთო ენის გამონახვა და შეჯერება უნდა მოხდეს.   „გაოცებულები დავრჩით თურქეთის პოზიციით, მაგრამ საერთაშორისო პოლიტიკაში სერიოზულად უნდა მიიღო შენი კოლეგის მოსაზრება და სწორედ ამას ვაპირებთ. სერიოზულად მივიღოთ ის, რასაც თურქეთი ამბობს. აღნიშნულთან დაკავშირებით გვქონდა დისკუსია და იმედს ვიტოვებთ, ანკარასთან მოვძებნით ისეთ გადაწყვეტილებას, რაც  ყველას დააკმაყოფილებს“ –  განაცხადა პრეზიდენტმა. შეგახსენებთ, რომ თურქეთი ფინეთის ნატოში გაწევრიანებას ბლოკავს და მას ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებს. ერდოღანი ფინეთიდან გარკვეული პირების ექსტრადირებას ითხოვს, რომლებიც, თურქეთის შეფასებით, ტერორისტები არიან.  

მეტი...

„უნდა გვესმოდეს, რომ ნატო-ს არც ერთი  მოკავშირე დაზარალებულა ტერორიზმისგან ისე, როგორც თურქეთი“ – იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი ფინეთში იმყოფება. სტოლტენბერგი ქვეყნის პრეზიდენტს საზაფხულო რეზიდენციაში შეხვდა, სადაც ნატოში გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის პროტესტი და შეშფოთება განიხილეს. როგორც გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, თურქეთი ნატოს სტრატეგიული და მნიშვნელოვანი პარტნიორია და მისი შეშფოთება უგულვებელყოფილი ვერ იქნება. „ვმუშაობთ გულმოდგინედ ჩვენს ნატო-ს მოკავშირეებთან ერთად, მათ შორის თურქეთთან, ასევე ფინეთთან და შვედეთთან ერთად, რომ  ვიმსჯელოთ და განვიხილოთ ის საკითხები, რომლებიც თურქეთმა წამოწია. ეს ეხება ტერორიზმს, იარაღის ექსპორტს. უნდა გვესმოდეს და გავიგოთ, რომ ნატო-ს არც ერთი სხვა მოკავშირე არ დაზარალებულა ტერორიზმისგან ისე, როგორც თურქეთი. თურქეთი არის მნიშვნელოვანი მოკავშირე, სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობით, რომელიც…

მეტი...

შენობიდან ნივთი გადმოვარდა, ადამიანს დაეცა, მდგომარეობა მძიმეა

ბათუმში უბედური შემთხვევა მოხდა. ძლიერი ქარის გამო, მშენებარე სახლიდან გარკვეული მასალა ჩამოვარდა, რომელიც ახლგაზრდა მამაკაცს დაეცა. 20 წლამდე მამაკაცი, უმძიმეს მდგომარეობაში კლინიკაში მოათავსეს. დაშავებული მართვით სუნთქვაზე იმყოფება. მისი მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. არსებული ინფორმაციით, ბიჭს „DS გრუპის“ მშენებლობიდან გადმოვარდნილი ხის  საგანი დაეცა.

მეტი...

ზელენსკი ბორის ნემცოვის პრემიის ლაურეატი გახდა

„ბორის ნემცოვის ფონდის“ ადმინისტრაციის ინფორმაციით, წელს ნემცოვის ფონდის ლაურეატი გამბედაობისთვის უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი გახდა. კანდიდატებს შორის ასევე მოხვდნენ კიევის მერი ვიტალი კლიჩკო, ბენდ Okean Elzy-ის ლიდერი სვიატოსლავ ვაკარჩუკი, „მოხალისე მეომარ-მედიკოსთა დანაყოფის“ დამფუძნებელი იულია პაიევსკა, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი ალექსი არესტოვიჩი და სხვები, თუმცა, გადაწყვეტილება ზელენსკის სასიკეთოდ მიიღეს.  

მეტი...

„ფუჭი პროგნოზი არ გავაკეთოთ“ – მეუფე კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე

მეუფე ნიკოლოზი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას იმედიანად არ უყურებს და აცხადებს, რომ ფუჭი პროგნოზი არ უნდა გავაკეთოთ. „მოგიწოდებთ, რომ ფუჭი პროგნოზები არ ვაკეთოთ. სულ ცოტა დარჩა და ყველაფერი თავის ადგილზე დალაგდება. გავიგებთ რა და როგორ არის. არავინ არ ვიცით რა მოხდება, ცოტა ხანი მოვითმინოთ. ვნახოთ როგორ განვითარდება მოვლენები, ყველაფერი ცხადი გახდება”, – განაცხადა ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა, მეუფე ნიკოლოზმა მედიასთან.  

მეტი...

„რა უნდოდა რომ მოდიოდა… შიშები აქვს და არ უნდა ციხეში“ – მეუფე მიხეილ სააკაშვილზე

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით მედიასთან საუბრობს და კითხულობს – რისთვის ჩამოვიდა საერთოდ საქართველოში. „რა უნდოდა რომ მოდიოდა, რისთვის მოდიოდა? ზის და ტირის ახლა. ტირით ყველანი, გამოუშვითო, მე დავიჭირე? როგორც საცოდავი და საწყალი კაცი, ციხიდან გასაგდებია. მაშინ, ნუღარ იტყვით, მესამე პრეზიდენტიაო. თქვით, რომ ეშინია, შიშები აქვს და არ უნდა ციხეში. სხვებიც გავუშვათ, ვისაც არ უნდა ციხეში და გამოვუშვათ ყველა. მარტო მიშა რატომ? რა აქვს ისეთი გაკეთებული? ბოლო წლებში გაფუჭების გარდა რას აკეთებს? ჩემთვის გაფუჭების გარდა არაფერს აკეთებს. შემიძლია ისიც გავიხსენო, ვაშინგტონში ცნობილი პოლიტიკოსები როგორ აფასებდნენ. თუ არ გაჩერდებიან,…

მეტი...

„რუსეთთან მარტო გვტოვებენ? დავრჩებით და დავრჩეთ“ – მეუფე იაკობი

ბოდბელი ეპისკოპოსი მეუფე იაკობი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება-არმნიჭებასთან დაკავშირებით მედიასთან საუბრობს და ამბობს, რომ ევროპამ სწორი გადაწყვეტილება უნდა მიიღოს. „კიდევ რუსეთთან მარტო გვტოვებენ? დავრჩებით და დავრჩეთ, ძალით ხომ ვერავის ვერაფერს ეტყვი. თუ ახლა გამყიდი, მერეც გამყიდი. ამიტომ, დაველოდები მათ გადაწყვეტილებას და ვუსურვებ, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ. უკრაინას და მოლდოვას ვუსურვებ, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიეღოთ. საქართველო რატომ არ იმსახურებს? გინდ მთავრობა და ოპოზიცია რომ ავიღოთ, ორივე სჯობს მათ მთავრობებსა და ოპოზიციას. ისინიც იჭერენ პრეზიდენტებს. ისინი, თურმე, სამართლიანად იჭერენ და ჩვენთან კიდე, ვინ უნდა გადამიწყვიტოს მე, სწორედ იჭერენ თუ არა, თუმცა…

მეტი...

ოკუპანტები საქართველოს ტერიტორიებს ისევ ღობავენ და ისაკუთრებენ

რუსეთის საოკუპაციო ძალებმა საქართველოში მავთულხლართების გაბმა ისევ დაიწყეს. ე.წ. საზღვრისპირა სოფელ ზარდიაანთკარში ოკუპანტები კონსტრუქციებს ამონტაჟებენ და ახალი ტერიტორიებს ისაკუთრებენ. ხმელთაშუა ზარდიაანთკარის მონაკვეთთან მისვლა შეუძლებელია. ადგილზე  მობილიზებულია ქართული პოლიცია. ჩვენი ტერიტორიების შემოღობვის პროცესს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც ადასტურებენ. სუს-ის ინფორმაციით ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და ამოქმედებულია ცხელი ხაზი.  

მეტი...

უკრაინაში სულ 287 ბავშვი დაიღუპა

უკრაინული ოფიციალური მხარის ინფორმაციით, დღევანდელი მდგომარობით, ქვეყანაში ომის მიმდინარეობის პერიოდში დაღუპულია 287 ბავშვი. რაც შეეხება დაშავებულებს, მათი რიცხვი 508-ზე მეტია. უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, აღნიშნული მონაცემები საბოლოო არ არის,  რადგანაც ტერიტორიის ნაწილი, რომლებიც ოკუპანტების ხელშია, ვერ კონტროლდება.  

მეტი...

უკრაინაში 21 150 რუსი ჯარისკაცი გაანეიტრალეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს გენერალური შტაბის უკრაინაში მოკლულ რუს ჯარისკაცებზე ინფორმაციას ავრცელებს. როგორც გენერალურ შტაბში აცხადებენ, 21 000-ზე მეტი ჯარისკაცია მოკლული. „24 თებერვლიდან 12 ივნისამდე მტრის საერთო დანაკარგები შეადგენს: 1430 ერთეულ ტანკს, 3484 ჯავშანტექნიკას, 715 საარტილერიო სისტემას, 226 ზალპურ სარაკეტო სისტემას, 97 საჰაერო თავდაცვის სისტემებს, 212 თვითმფრინავს, 178 ვერტმფრენს, 2455 მოტორიან ავტომობილებსა და საწვავის ავზს, 13 გემებს/ნავებს, 582 ოპერატიულ-ტაქტიკურ უპილოტო საფრენ აპარატს, 54 ერთეულ სპეცტექნიკას, 125 ფრთოსან რაკეტას“, – აცხადებს უკრაინული მხარე.  

მეტი...

ადვოკატები ადვოკატთა ასოციაციის დაშლას ითხოვენ და სასამართლოში ჩივიან

ადვოკატი ლაშა ჯანიბეგაშვილი და მარიამ ჭყონია ადვოკატთა ასოციაციის გაუქმებას ითხოვს.  აღნიშნულთან დაკავშირებით ადვოკატებმა „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრეს. როგორც ისინი განმარტავენ, 6000 კაციანი ასოციაცია დასაშლელია და აღნიშნულთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლო 17 ივნისს იმსჯელებს. საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეზე 1424 და 1490  ლაშა ჯანიბეგაშვილი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, საკონსტიტუციო სასამართლოში 2022 წლის17 ივნისს გაიმართება. ლაშა ჯანიბეგაშვილი სადავოს ხდის პარლამენტის მიერ 2005 წელს მიღებულ კანონს,  რომლითაც ადვოკატები იძულებული არიან მათი ნების საწინააღმდეგოდ  ერთადერთ ასოციაციაში გაწევრიანდნენ. „სასამართლო პროცესები  არსებითად განხილვაზეა გასული,  რაც ნიშნავს, რომ  50/ 50%-ზეა შესაძლებლობა. სარჩელი რომ დაკმაყოფილდეს 6000 კაციანი ასოციაცია დაიშლება და რამდენიმე ასოციაცია იქმნება.…

მეტი...

უკრაინის საგარეო მინისტრი ფიქრობს, რომ ევროპას უკრაინისთვის სტატუსის მინიჭება ეშინია

ქვეყნები, რომლებმაც ევროკავშირის კანდიდატის სტატუსზე განაცხადი დააფიქსირეს, დღეებს ითვლიან. მათ შორისაა ომში მყოფი უკრაინა, როგორც უკრაინის საგარეო საქმეთა  მინისტრი აცხადებს, მისი აზრით, ევროპის ქვეყნებს უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ეშინიათ. „მათ ნათლად განგვიმარტეს, რომ შეუძლებელია უვიზო მიმოსვლა მისცენ უკრაინელებს და ამავდროულად არ მისცენ რუსებს.  უვიზო რეჟიმს, სავარაუდოდ, უკრაინიდან ლტოლვილთა და კრიმინალთა ნაკადი უნდა მოჰყოლოდა, მსგავსი არაფერი მომხდარა. ეს შიში დღესაც არსებობს. ერთი თვის უკან, ძნელი წარმოსადგენი იყო, რომ ისტორიული გადაწყვეტილების ზღურბლზე ამ დისკუსიის წერტილს მივაღწევდით. ყველას, ვინც დიდი ხანია უკრაინის ევროინტეგრაციაშია ჩართული, ესმის, რომ ეს კვანტური ნახტომია“, – აცხადებს დმიტრო კულება. ის ყველა მოუწოდებს, არსებული შიში დაძლიოს.…

მეტი...

ძმების და დედის დაჭრისთვის ძებნილი პირი დააკავეს

თელავის მუნიციპალიტეტში მომხდარ მკვლელობისა და დაჭრის ფაქტზე ძებნილი პირი დააკავეს. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებულია 1970 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი ი.გ. რომელიც დამამძიმებელ გარემოებაში რამდენიმე პირის განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის იძებნებოდა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. „გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 21 მაისს, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ აკურაში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, თანასოფლელ ძმებს – 1976 წელს დაბადებულ კ.მ.-ს და 1986 წელს დაბადებულ ბ.მ.-ს, ასევე, მათ დედას – 1954 წელს დაბადებულ ე.მ.-ს და საკუთარ შვილს – 1993 წელს დაბადებულ გ.გ.-ს სანადირო თოფიდან გასროლით სხეულზე ჭრილობები მიაყენა და…

მეტი...

დღეს „რუსეთის დღეს“ აღნიშნავენ, მსოფლიოში კი აქციები გაიმართება

12 ივნისი – რუსეთის დღე. რუსეთის სახელმწიფო დღესასწაულს მსოფლიო საპროტესტო აქციებით შეხვდება, რუსეთი კი ზეიმით. მსოფლიოს მოსახლეობა, უკრაინაში განხორციელებული საომარი მოქმედებების გამო, რუსეთს პროტესტს  უცხადებს და მის  დღესასწაულსაც საპროტესტო გამოსვლებით აღნიშნავს. აქციების ორგანიზტორები სხვადასხვა ქვეყანაში მაცხოვრებელი რუსები არიან, რომლებიც პუტინის აგრესიულ პოლიტიკას მხარს არ უჭერენ. მათ ადგილობრივებიც შეუერთდებიან. აქციები ძირითადად დაგეგმილია რუსეთის საელჩოსთან. მოსახლეობა ოკუპანტი ქვეყნის საელჩოებს მიაკითხავს აშშ-ში, ლონდონში, ბერლინში, ერევანში, ვენაში, პრაღაში, ჰელსინკიში, თბილისსა და პარიზში.

მეტი...

ფინეთი თურქეთის მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარს ამბობს, თურქეთი კი მას დაბლოკვით ემუქრება

თურქეთის პრეზიდენტის მოთხოვნა ფიენთისა და შვედეთს ნატოში დაბლოკვასთან დაკავშირებით ისევ აქტუალურია.  მოთხოვნა, რომელიც თურქეთმა ფინეთს წაუყენა, ღიად რჩება. კერძოდ, ფინეთი არ აპირებს, ტერორიზმში სავარაუდო ეჭვმიტანილები, როგორც ამას თურქეთი ითხოვს, თურქეთს გადასცეს. შეგახსენებთ, რომ თურქეთმა ფინეთი ტერორისტების მფარველობაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ ნატოში მისი ადგილი არ არის. ამავდროულად, პირობა წაუყენა, რა შემთხვევაში მისცემდა თანხმობას ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას. ერთ-ერთი პირობა ათი პირის თურქეთში ექსტრადირება იყო, რომელიც,  ერდოღანის მტკიცებით, ტერორისტულ საქმიანობას ეწევიან და  ფეთჰულაჰ გიულენის მოძრაობასთან და „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“ არიან დაკავშირებულნი. ფინეთის მთავრობამ კი მხოლოდ შვიდის საკითხი გადაწყვიტა. თურქეთში ჯერჯერობით…

მეტი...

„კიდევ რა უნდა მოხდეს?“ – უკრაინის პრეზიდენტი ევროკავშირისგან სამართლიან გადაწყვეტილებას ელოდება

​ვოლოდიმირ ზელენსკი ევროკავშრისგან კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით პოზიტიურ პასუხს ელოდება და აცხადებს, რომ ამისთვის უკრაინაში ყველანაირი წინაპირობა არსებობს. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, ევროკავშირის წევრობა არა მხოლოდ უკრაინას, ევროკავშირსაც გააძლიერებს. „დარწმუნებული ვარ, უკრაინის კანდიდატის სტატუსის შესახებ პასუხს მალე მივიღებთ. ასევე  დარწმუნებული ვარ, რომ ამ გადაწყვეტილებას შეუძლია, გააძლიეროს არა მხოლოდ ჩვენი სახელმწიფო, არამედ მთელი ევროკავშირი. კიდევ რა უნდა მოხდეს ევროპაში, რომ  სკეპტიკოსებისთვის ცხადი გახდეს, რომ უკრაინის ევროკავშირის გარეთ დარჩენის ფაქტი ევროპის წინააღმდეგ მუშაობს.  გავაგრძელებთ კიდევ უფრო ძლიერად მუშაობას ყველა დონეზე, რომ  მივიღოთ სწორი გადაწყვეტილება. ჩვენთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია“, – განაცხადა პრეზიდენტმა მორიგი ვიდეომიმართვისას.

მეტი...

გერმანიის კანცლერი კიევში ჩავა

გერმანიის კანცლერი და უკრაინის ერთ-ერთი მხარდამჭერი ოლაფ შოლცი, სხვა უმაღლესი პოლიტიკური პირების მსგავსად, ომში მყოფ უკრაინაში ჩასვლას გეგმავს. “დოიჩე ველე-ს” ინფორმაციით, შესაძლოა, კიევში სამი ქვეყნის ლიდერი ერთად ჩავიდეს. საუბარია საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონსა და იტალიის პრემიერ-მინისტრ მარიო დრაგისთან ერთად დაგეგმილ ვიზიტზე. ვიზიტს პოლიტიკური მხარდაჭერის გარდა, სიმბოლური დატვირთვაც ექნება.

მეტი...