„ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს“ – სახალხო დამცველი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია საქართველოს პრემიერ-მინისტრის დღევანდელ განცხადებებს კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში აფასებს. „საქართველოს ხელისუფლება (მთავრობა, პარლამენტი, სასამართლო ხელისუფლება) უკვე არღვევს საქართველოს კონსტიტუციას, როდესაც არ ასრულებს ევროკავშირის წინაშე აღებულ ვალდებულებებს დემოკრატიული რეფორმების განსახორციელებლად! ისტორია დაგიმახსოვრებთ ყველა უქნარას და მედროვეს, ვინც ახლა მთავრობაში ან პარლამენტში ხართ და მშვიდად უყურებთ როგორ ნადგურდება ჩვენი უკეთესი მომავლის პერსპექტივა და ამას არათუ ხელს უშლით, არამედ ამართლებთ და ეფარებით“ – აცხადებს სახალხო დამცველი. შეგახსენებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით დღეს ჟურნალისტებთან ისაუბრა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, ევროკავშირის გადაწყვეტილებას დაელოდებიან და თუ ის უსამართლო და შეურაცხმყოფელი…

მეტი...

უკრაინელებს რუსული პასპორტები გადასცეს

რუსული მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელები რუსულ პასპორტებს იღებენ. საუბარია ხერსონსა და ზაპოროჟიეში მაცხოვრებლებზე. საინფორმაციო სააგენტო “ინტერფაქსის” ცნობით, ხერსონის ოლქში რუსული პასპორტები 25-მა უკრაინელმა მიიღო. “დღეს ხერსონში პასპორტების გადაცემა პირველად მოხდა. პასპორტები უკრაინის იმ მოქალაქეებმა მიიღეს. რომლებმაც აღნიშნულზე თანხმობა განაცხადეს“ – აცხადებენ სამხედრო-სამოქალაქო ადმინისტრაციაში. შეგახსენებთ, რომ ვლადიმერ პუტინმა უკრაინის, რუსეთის მიერ კონტროლირებად ხერსონსა და ზაპოროჟიეში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებასთან დაკავშირებით განკარგულებას ხელი მოაწერა.  

მეტი...

„მას საკუთარი ადგილი უნდა მივუჩინოთ“ – ზელენსკი რუსეთზე

ომში მყოფი უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამშვიდება უკვე ძალიან დაგვიანებულია. მას საკუთარი ადგილი უნდა მიუჩინონ. უკვე აღ შეიძლება რუსეთის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის დამშვიდება, დაგვიანებულია, ძალიან დაგვიანებული. ეს – პრევენციული სანქციები, როცა საჭირო იყო მათთან ყოველდღიური საუბარი, ფართომასშტაბიან შეჭრამდე უნდა გაკეთებულიყო.  ყველაფერი მანამდე უნდა გაკეთებულიყო. თქვენ თუ მხარს უჭერთ მშვიდობას, თქვენ მხარს უჭერთ უკრაინას. მხარს თუ უჭერთ ომს, მაშინ მუდმივ გაგებაში ხართ რუსეთის ფედერაციასთან. დღეს დაგვიანებულია ამაზე საუბარი.  არაა საჭირო რუსეთის დამშვიდება. მათ ვერანაირი სიტყვებით დაამშვიდებს. ეს პოლიტიკური თამაშია და მეტი არაფერი. ახლა საჭიროა რუსეთის მმართველობას საკუთარი ადგილი მივუჩინოთ, საკუთარ…

მეტი...

მოლარეს ცივი იარაღით დაემუქრნენ და სეიფი გაიტაცეს 

სუპერმარკეტის დაყაჩაღებისთვის გორში 2 ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. მათ 9 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ორივე დამნაშავე დღეს დააკავეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წარსულში ნასამართლევი 2 პირი: 2005 წელს დაბადებული გ.თ. და 2003 წელს დაბადებული მ.ნ. ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით დააკავეს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები მიმდინარე წლის 8 ივნისს, ღამის საათებში, გორში, სუპერმარკეტების ქსელ „ლიბრეს“ ფილიალს ყაჩაღურად თავს დაესხნენ. თავდამსხმელებმა სუპერმარკეტის მოლარესა და კონსულტანტს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, ცივი იარაღის…

მეტი...

„შეიძლება, დადგეს ჩვენს ქვეყანაში იმის დროც, რომ ყველაფერი ითქვას ხმამაღლა“ – თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ჯერ დრო არ დამდგარა თუმცა, შესაძლოა მალე დადგეს დრო, როცა ყველაფრის ღიად და ხმამაღლა თქმა შესაძლებელი იქნება. „რას აკეთებს საქართველოს მთავრობა იმისთვის, რომ  ნდობა შეინარჩუნოს?  ქვეყანა მიჰყავს ევროპულ გზაზე და ინარჩუნებს ძალიან დიდი სირთულის ფასად მშვიდობას და სტაბილურობას ამ ქვეყანაში. როგორც პრემიერ-მინისტრის მიერ ითქვა, შეიძლება, დადგეს ჩვენს ქვეყანაში იმის დროც, რომ ყველაფერი ითქვას ხმამაღლა, მაგრამ ამის დრო ჯერ არ დამდგარა“ – აცხადებს მინისტრი. წულუკიანი იმასაც განმარტავს, რას გულისხმობს ამ ყველაფერში. „ვგულისხმობთ იმას, რომ სიმშვიდის, მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნება საქართველოს მთავრობისთვის რამდენიმე თვეა, აღარ არის ძალიან…

მეტი...

„იმედი მაქვს, ევროკავშირი თავისივე ხელით არ ააშენებს ახალ რკინის ფარდას და არ დატოვებს ქართველ ხალხს ამ ფარდის მიღმა“ – წულუკიანი

საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი  თეა წულუკიანი ევროსტრუქტურებში ინტეგრაციასთან დაკავშირბით მედიასთან შეფასებას აკეთებს, როგოც მინისტრი განმარტავს, არანაირ მოსაზრებას არ ეთანხმება, რომელიც გულისხმობს ევროპულ არჩევანზე უარის თქმას. „მე ვერავითარ მოსაზრებას ვერ დავეთანხმები, რომელიც გულისხმობდა, თუნდაც თეორიულად, რომ როდესმე ქართველმა ხალხმა შეაჩეროს თავისი ევროპული არჩევანის რეალიზებაზე ზრუნვა, ფიქრი, შრომა, თუმცა ყველას აქვს აზრის გამოხატვის თავისუფლება.  რა თქმა უნდა, თითოეული ჩვენი გუნდის წევრს აქვს თავისი აზრი, რომელსაც გამოხატავს თავისუფლად. მე მაქვს ჩემი აზრი, რომელიც მოგახსენეთ, რაშიც მდგომარეობს. ასევე მგონია, რომ ევროკავშირი კიდევ ერთხელ მიიღებს იმ ისტორიის წინაშე პასუხისმგებლიან გადაწყვეტილებას, რომელიც ეკუთვნის ქართველ…

მეტი...

ევროკომისიის პრეზიდენტი კიევში იმყოფება

ევროპული კომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი კიევში ჩავიდა. ინფორმაციას ფონ დერ ლაიენი თავად ავრცელებს. პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტსაც შეხვდება. „პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან შევაფასებ იმ ერთობლივ სამუშაოს, რაც საჭიროა უკრაინის რეკონსტრუქციისთვის და პროგრესს, რომელსაც უკრაინამ ევროპისკენ მიმავალ გზაზე მიაღწია. ევროპა თქვენთან არის“ – აცხადებს ურსულა ფონ დერ ლაიენი.  

მეტი...

ასოცირებულ ტრიოს რომ აცხადებენ, უკრაინა-მოლდოვას, არ მინდოდა შემედარებინა ჩვენი ქვეყანა“ – პრემიერი

„ვინარჩუნებ ოპტიმიზმს, რომ ევროპაში გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებენ, რომელიც ევროპისა და საქართველოს ინტერესებში იქნება და არ იქნება რუსეთის ინტერესებში“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ საქართველო უკრაინას, მოლდოვას და აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს ყველა პარამეტრით უსწრებს, მათ შორის, ასოცირების შეთანხმების შესრულებით, რომელიც 45%-ით არის შესრულებული და თავისუფალი ვაჭრობის შესრულებით, რომელიც უკვე 50%-ით არის შესრულებული. „კანდიდატის სტატუსის ფასი შევაფასოთ, ჩვენს მოქალაქეებს უნდა ვუთხრათ სიმართლე. მე ვარ ვალდებული და ანგარიშვალდებული ჩვენს ხალხთან, რომ მათ ვუთხრა სიმართლე. კანდიდატის სტატუსი, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია, მაგრამ არის სიმბოლური. ჯერ კიდევ დიდი იმედი მაქვს და ვინარჩუნებ…

მეტი...

„თუ ევროკომისიის გადაწყვეტილება უსამართლო და შეურაცხმყოფელი იქნება, ყველაფერს ავხდი“ – პრემიერი

„დაველოდები 23-24 ივნისს და თუ ევროკომისიის გადაწყვეტილება უსამართლო და ისეთივე შეურაცხმყოფელი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ ხალხს მხოლოდ ფაქტებით ესაუბრება და შეთქმულების თეორიებზე არ საუბრობს. „17 ივნისს იქნება ევროკომისიის მოსაზრება და მთავარი, 23-24 ივნისს დაველოდები. მანამდე, მე უბრალოდ შევინარჩუნებ რეზერვაციას, რომ უფრო მეტი არ ვილაპარაკო ჩვენი ხალხის წინაშე. თუ გადაწყვეტილება იქნება ისეთი უსამართლო, ისეთივე შეურაცხმყოფელი ჩვენი ქვეყნისთვის და ხალხისთვის, მე ვიტოვებ რეზერვაციას, რომ ყველაფერს ფარდას ავხდი და ჩვენს ხალხს ყველაფერს ვეტყვი. მე შეთქმულების თეორიებზე…

მეტი...

„არაფერს ვითხოვთ დაუმსახურებელს“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„ჩვენ არაფერს არ ვითხოვთ დაუმსახურებელს, მაგრამ როცა საუბარია დამსახურებაზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებაზე, ჩვენ მხოლოდ ამას ვითხოვთ, მე ვითხოვ სამართლიან დამოკიდებულებას, პატივისცემის გამოხატულებას“ – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ის დამოკიდებულება, რომელიც 300-მა ევროპარლამენტარმა აჩვენა, უპასუხისმგებლო და ქართველი ხალხის შეურაცხმყოფელია მაშინ, როცა საქართველოს მოქალაქეების 80% საქართველოს ევროკავშირში გაერთიანების მომხრეა. „ჩემთვის მთავარია დამოკიდებულება, რომელიც სამწუხაროდ, 300-მა ადამიანმა, ევროპარლამენტარმა აჩვენა, უპასუხისმგებლო და შეურაცხმყოფელი ჩვენი ხალხის, რომლის 80% მომხრეა ჩვენი ქვეყნის ევროპაშიგაერთიანების. ეს არის აღმაშფოთებელი იმიტომ, რომ მათ ჩვენი ქვეყნის და მოქალაქეების მიმართ სრული უპასუხისმგებლობა აჩვენეს. ეს შეურაცხმყოფელი…

მეტი...

„ევროპარლამენტის რეოლუცია გაჯერებულია ტყუილებით“ – პრემიერ-მინისტრი

„შეურაცხმყოფელია ის რეზოლუცია, რომელიც გაჯერებულია ტყუილებით, არაზუსტი ინფორმაციით, ამ რეზოლუციას გადაწყვეტილების ფორმირების პროცესში არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. ამაში მე დავინახე ირაციონალურობაც. ყოველგვარი გონივრულობა და რაციონალი ამ რეზოლუციაში არის ამოვარდნილი“ – აცხადებს პემიერ-მინისტრი. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპარლამენტის რეზოლუციას გადაწყვეტილების ფორმირების პროცესში არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. „ევროპარლამენტის ასეთ რეზოლუციას, ამ პროცესში, სადაც ჩვენ ვიმყოფებით, ანუ გადაწყვეტილების ფორმირების პროცესში არავითარი გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს და მათი როლი არის შეიძლება ითქვას სიმბოლური. შეურაცხმყოფელია ის რეზოლუცია, რომელიც გაჯერებულია ტყუილებით, არაზუსტი ინფორმაციით. ამაში მე დავინახე ირაციონალურობაც. ყოველგვარი გონივრულობა და რაციონალი ამ რეზოლუციაში არის ამოვარდნილი.…

მეტი...

„ბიძინა ივანიშვილის დატოვებულმა გუნდმა და მისმა პარტიამ გავაფორმეთ ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტი“ – პრემიერი

„ბიძინა ივანიშვილის მიერ დატოვებულმა გუნდმა და მისმა პარტიამ გავაფორმეთ ყველა მნიშვნელოვანი სტრატეგიული დოკუმენტი, რამაც რეალურად, ხელშესახებად დაგვაახლოვა ევროპასთან“ – აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი. როგორც პრემიერ-მინისტრი განმარტავს, ყველა ის ეფექტური ნაბიჯი, რაც მთავრობას უნდა გადაედგა, შესრულებულია. „მეგობრებო, ყველას შეგახსენებთ, რომ ბიძინა ივანიშვილის ხელისუფლება როდესაც 2012 წელს მოვიდა სათავეში, მაშინ ჩავიბარეთ უმძიმესი მემკვიდრეობა. ეს იყო რეალურად დიქტატორული რეჟიმი, სადაც ადამიანებს კლავდნენ, ხოცავდნენ, აუპატიურებდნენ, და საშინელება ხდებოდა. არ არსებობდა არც თავისუფალი მედია, არც თავისუფალი სასამართლო. არავითარი დემოკრატიის ნიშან-წყალი ქვეყანაში არ არსებობდა 2012 წელს. რაც შეეხება აწმყოს, ჩვენ, ბოლო 9 წლის განმავლობაში იგივე ბიძინა ივანიშვილის…

მეტი...

„პრეზიდენტი ქვეყნის მტრების განცხადებებს იმეორებს და მათ ნარატივში ჩაჯდა“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„სამწუხაროა ის, რომ პირდაპირ, რომ იტყვიან, იმეორებს ქალბატონი სალომე ამ დესტრუქციული, მავნებელი ოპოზიციის, ქვეყნის მტრების განცხადებებს და მათ ნარატივში ჩაჯდა, რაც ძალიან სამწუხაროა. იმედი მაქვს, რომ იგი გაერკვევა უკეთ მთავრობის მუშაობაში“, –  განაცხადა პრემიერ-მინისტრი ყველას ახსენებს, რომ  ქვეყანა მხოლოდ კანონებით იმართება. მისივე შეფასებით, მან პრეზიდენტის ყველა მომართვას ხელი მოაწერა და დააკმაყოფილა. „მინდა, ზოგადად ყველას შევახსენო შემდეგი, რომ ჩვენი სახელმწიფო, პირველ რიგში, არის სუვერენული სახელმწიფო და დამოუკიდებელი ქვეყანა, ეს ერთი და მეორე, მთავარი, ჩვენი ქვეყანა იმართება კანონით, კანონებით და კონსტიტუციით. რა თქმა უნდა, მინდა შევახსენო ყველას, მათ შორის, ქალბატონ პრეზიდენტს, რომ…

მეტი...

“ახალი სპორტის სასახლე დასრულებულია და მზად ვართ, რომ „ევრობასკეტს“ ვუმასპინძლოთ” – იკრაკლი ღარიბაშვილი

„ახალი სპორტის სასახლე დასრულებულია და მზად ვართ, რომ „ევრობასკეტს“ ვუმასპინძლოთ“ -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა თბილისში, ახლად აშენებული სპორტის სასახლის დათვალიერების შემდეგ, ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა. მთავრობის მეთაურმა კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროსა და მშენებელ კომპანიას მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ კომპანიამ რეკორდულ დროში ააშენა უნიკალური კომპლექსი. პრემიერ-მინისტრის თქმით, „ევრობასკეტი“1 სექტემბერს გაიმართება, მანამდე კი, 4 ივლისს გაიმართება სატესტო მატჩი. „მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს ვაცნობო, რომ ჩვენი ქვეყანა მზად არის, რომ „ევრობასკეტს“ ვუმასპინძლოთ, რომელიც 1 სექტემბერს გაიმართება. მანამდე, 4 ივლისს, სატესტო მატჩი გაიმართება, ეს ახალი დარბაზი არის დასრულებული და კიდევე ერთხელ…

მეტი...

„ასეთი ადამიანი ციხეში რატომ უნდა გყავდეს საერთოდ?“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი დედა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საერთოდ არც უნდა აჩერებდნენ ციხეში, მისი თქმით, ამ დონის ადამიანი საერთოდ არ უნდა იყოს ციხეში. „აღფრთოვანებულია, ისეთი განსხვავებული განწყობა აქვს, ორი დღე მართლაც ძალიან ამაღელვებელი იყო ჩვენთვისაც, ყველასთვის და მისთვის განსაკუთრებით. წარმოიდგინეთ, ამდენი ხალხი ახსენებდა და თან, როგორ კონტექსტში ახსენებდა. გამოდის, რომ ყველაზე პოპულარული ქართველია გარეთ და აქ, შიგნით, უჭირთ ხოლმე პოლიტიკოსებსაც მისი სახელის ხსენება. ლაპარაკი იყო გაყვანაზე. მე რომ მკითხოთ, გაყვანა კი არა, საერთოდ, რა უნდა ციხეში, ასეთი ადამიანი ციხეში რატომ უნდა გვყავდეს. არ არის ახლა ეს უცნაური ვითარება?”…

მეტი...

“პროფესორების ფიზიკური შეურაცხყოფა და ამგვარად “მიზნის” მიღწევა ამორალური და დაუშვებელია“ (ვიდეო)

„რაც არ უნდა სამართლიანი იყოს მოთხოვნები (თუმცა ჩემი პოზიცია ამ უსამართლობაზე ერთ-ერთმა პირველმა ადრე საჯაროდ უკვე დავაფიქსირე), ამ ფორმით ასაკოვანი ადამიანების, ჩვენი პროფესორების ფიზიკური შეურაცხყოფა და ამგვარად “მიზნის” მიღწევა ამორალური და დაუშვებელია“ – აცხადებს უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენელი ნატა ასათიანი. ფაქტი უნივერსიტეტში სტუდენტების პროტესტს ეხება, კერძოდ, რექტორის კაბინეტში შეჭრას, კაბინეტის დაკავებასა და პროფესორისთვის ფიზიკურ შეურაცხყოფას. „დღეს სტუდენტებმა რეალობის განცდა დაკარგეს და გადავიდნენ მორალურ ზღვარს. ბევრი სტუდენტური პროტესტი მახსოვს და მაშინ სოლიდარული ვიყავი მათი. სამართლიანი და მართლაც შესრულებადი მოთხოვნები კი პოლიციისა და ხელკეტების ძალით იხშობოდა. დღეს სხვა ვითარებაა. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ…

მეტი...

სტუდენტებმა დეკანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და უნივერსიტეტიდან გაათრიეს

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ვითარება უკიდურესად დაიძაბა. პროტესტის მონაწილე სტუდენტები, რომლებიც რექტორის კაბინეტში შეიჭრნენ და დაიკავეს, უნივერსიტეტის დეკანს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შებოჭეს და ერთიანი ძალებით პერიმეტრიდან გაათრიეს. მომხდართან დაკავშირებით განცხადება უნივერსიტეტის ადმინისტრაციამაც გაავრცელა. „დღეს უნივერსიტეტში სტუდენტთა მცირე ჯგუფის და გარეშე პირების საპროტესტო გამოსვლისას არაერთ ძალადობრივ ქმედებას ჰქონდა ადგილი. აქციის მონაწილეებმა ფიზიკური ზეწოლით დაიკავეს რექტორატი, რა დროსაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაცვისა და უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები დაშავდნენ. ოთხი თანამშრომელი გადაყვანილია კლინიკაში. ასევე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პროფესურას, დეკანს. ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ ამ ძალადობის მონაწილენი იყვნენ როგორც სხვა უნივერსიტეტების სტუდენტები, ასევე გარეშე პირები. თბილისის…

მეტი...