თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე მამაკაცი დაჭრეს

თბილისში, ჯავახიშვილის ქუჩაზე  47 წლის მამაკაცი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. დაჭრილი მამაკაცი კლინიკაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, მის  სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

მეტი...

დონალდ ტრამპს სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ადანაშაულებენ

აშშ-ის კონგრესში კაპიტოლიუმის შტურმის საქმის საჯარო მოსმენისას, ყოფილი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში დაადანაშაულეს. რესპუბლიკური პარტიის წევრის ლიზ ჩეინის განცხადებით, დონალდ ტრამპის განზრახვა იყო 2021 წლის იანვარში კაპიტოლიუმზე თავდასხმა. ,,6 იანვრის დილას, პრეზიდენტ დონალდ ტრამპის განზრახვა იყო, შეენარჩუნებინა შეერთებული შტატების პრეზიდენტობა, მიუხედავად 2020 წლის არჩევნების კანონიერი შედეგისა,“ – განაცხადა ლიზ ჩეინმა კომიტეტის დემოკრატი წევრის ბენი ტომფსონის განცხადებით, ამერიკელი ხალხი იმსახურებს სიმართლის დადგენას. ,,ამერიკელი ხალხი იმსახურებს პასუხებს, მომდევნო რამდენიმე კვირის განმავლობაში, ჩვენ ვაპირებთ შეგახსენოთ რეალობა, რაც მოხდა იმ დღეს”, – აღნიშნა ბენი ტომპსონმა.  

მეტი...

„საარტილერიო ომია და ჩვენ ამ ბრძოლას ვაგებთ, ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, რას მოგვცემს დასავლეთი”- ვადიმ სკიბიცკი

უკრაინის სამხედრო დაზვერვის წარმომადგენლის, ვადიმ სკიბიცკის განცხადებით, უკრაინაში ახლა საარტილერიო ომი მიმდინარეობს, რომელსაც ოკუპანტი იგებს. სკიბიცკის განცხადებით, უკრაინამ საბრძოლო მასალების მარაგი ამოწურა და დასავლეთისგან დახმარებას ელის. „ეს საარტილერიო ომია და ჩვენ ამ ბრძოლას ვაგებთ. ყველაფერი ახლა დამოკიდებულია იმაზე, რას მოგვცემს დასავლეთი. უკრაინის ერთი საარტილერიო დანადგარის საპირწონედ, რუსეთს 10-15 დანადგარი აქვს. ჩვენმა დასავლელმა პარტნიორებმა მათ ხელთ არსებული შეიარაღების მხოლოდ 10% გადმოგვცეს. ჩვენ თითქმის სრულად გამოვიყენეთ საარტილერიო საბრძოლო მასალის მარაგი და ახლა ნატო-ს სტანდარტების ჭურვებს ვიყენებთ“, – აღნიშნა სკიბიცკიმ.

მეტი...

სროლა აშშ-ში – კაცმა თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა

აშშ-ში, მერილენდის შტატში შეიარაღებულმა მამაკაცმა თანამშრომლებს ცეცხლი გაუხსნა. შემთხვევის შედეგად, სამი ადამიანი დაიღუპა. თავდამსხმელი 23 წლის მამაკაცია, რომელიც პოლიციასთან ორმხრივი სროლის შედეგად დაიჭრა. ამ დროისთვის, თავდასხმის მოტივი უცნობია.

მეტი...

,,კრემლმა უნდა გაიგოს თითოეული სისხლიანი ნაბიჯის ფასი”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქება აბსოლუტურად მიუღებელია. მისი თქმით, რუსეთი უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილის ანექსიისთვის ემზადება. ,,რუსეთის წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქების ნებისმიერი შესაძლებლობა აბსოლუტურად მიუღებელია იმის გათვალისწინებით, რომ ის უკრაინის აღმოსავლეთ და სამხრეთ ნაწილის ანექსიისთვის ემზადება. კრემლმა უნდა გაიგოს თითოეული სისხლიანი ნაბიჯის ფასი,”- განაცხადა პოდოლიაკმა.

მეტი...

უკრაინაში ომს 20 000-მდე რუსი სამხედრო ემსხვერპლა

უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე 20 000-მდე რუსი სამხედრო გარდაიცვალა. არსებული ინფორმაციით, რუსული არმიის დანაკარგი 15-დან 20 ათასამდე ჯარისკაცამდე მერყეობს. მიმდინარე საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის დადგენა, ამ ეტაპზე გართულებულია. ამასთან, უკრაინული მხარე იტყობინება, რომ ომის დაწყებიდან დღემდე 31 000-ზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა.

მეტი...

„ჰაკერული ჯგუფები საქართველოდან ახორციელებენ კიბერშეტევებს რუსეთის ფედერაციის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე”- ანდრეი კრუტსკი

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლის, ანდრეი კრუტსკის განცხადებით,  ამერიკელი, უკრაინელი, პოლონელი და ქართველი ჰაკერები რუსეთის წინააღმდეგ, არალეგალურ ოპერაციებს ახორციელებენ. „ჰაკერული ჯგუფები შეერთებული შტატებიდან, უკრაინიდან და საქართველოდან ახორციელებენ კიბერშეტევებს რუსეთის ფედერაციის სამთავრობო უწყებების ვებგვერდებზე. სულ 22 ჰაკერული ჯგუფია ჩართული რუსეთის წინააღმდეგ არალეგალურ ოპერაციებში, მათგან ყველაზე აქტიურია უკრაინის IT -არმია უკრაინა, GhostClan აშშ, GNG საქართველო, Squad303 პოლონეთი“,- განაცხადა ანდრეი კრუტსკიმ.

მეტი...

,,თანდათან წინ მივიწევთ ხარკოვში, ვათავისუფლებთ ჩვენს მიწებს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ზელენსკის განცხადებით, უკრაინულ არმიას გარკვეული პოზიტივი აქვს ზაპოროჟიეს ოლქსა და ხარკოვში. „ფრონტზე სიტუაცია არსებითად არ შეცვლილა. სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი და დონბასის სხვა ქალაქები წარმოადგენენ ოკუპანტების მთავარ სამიზნეს, ჯერ დგანან. გარკვეული პოზიტივი გვაქვს ზაპოროჟიეს ოლქში, სადაც ოკუპანტების გეგმის ჩაშლა ხერხდება. თანდათან წინ მივიწევთ  ხარკოვში, ვათავისუფლებთ ჩვენს მიწებს. თავდაცვას ვინარჩუნებთ მიკოლაევის მიმართულებით. მინდა, მადლობა გადავუხადო ყველა ჩვენს დამცველს, რომელთა წყალობითაც ეს შესაძლებელი გახდა, რომელთა დამსახურებითაც უკრაინამ გაუძლო ფართომასშტაბიანი ომის 106 დღეს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

აგენტები პუტინის ფეკალიებს აგროვებენ და რუსეთში გზავნიან

უცხოური გამოცემის (ParisMatch) ჟურნალისტური მოკვლევით, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ყველა ვიზიტზე სპეციალური აგენტები დაჰყვებიან, რომლებიც მის ფეკალიებს ადგილზე არ ტოვებენ. გამოცემის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაციის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის აგენტები, პუტინ საზღვარგარეთ ვიზიტებზე დაჰყვებიან და მის შარდსა და ფეკალიებს აგროვებენ. აღნიშნულის მიზეზი ის არის, რომ რეალურად, არ გახდეს საჯარო ის დაავადება, რომლითაც რუსეთის პრეზიდენტია დაავადებული. ამისთვის კი პრეზიდენტის შარდსა და ფეკალიებს სპეციალურ ჭურჭელში აგროვებენ, რომელიც მოსკოვში იგზავნება.  

მეტი...

„დაიწყეთ გამოსწორება, შეაჩერეთ რუსული დეზინფორმაცია“ – ევროპარლამენტარი საქართველოს მიმართავს

ევროპარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის შემდეგ, რომელიც საქართველოში მედიის თავისუფლებას ეხება, ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი საქართველოს მიმართავს. „საქართველოს შესახებ გარდამტეხი რეზოლუცია მივიღეთ. ევროკავშირის სამიტამდე ჯერ კიდევ არის  დრო, რომ ქართველმა პოლიტიკოსებმა ვითარების გაუმჯობესება დაიწყონ. შეწყვიტეთ პოლარიზაციის შემცველი ენის გამოყენება, ხელახლა შეუერთდით 19 აპრილის შეთანხმებას, დაიწყეთ სასამართლო სისტემის გამოსწორება, შეაჩერეთ რუსული დეზინფორმაცია“ – აცხადებს გერმანელი ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი.  

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი ჩამოასვენეს

რუსეთ-უკრაინის ომში  დაღუპული ქართველი მებრძოლი გიორგი გრიგოლია საქართველოშ ჩამოასვენეს. დაღუპული მებრძოლის პატივის მისაგებად მოქალაქეები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში შეიკრიბნენ. გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტთან ახლოს საბრძოლო მოქმედებებისას დაიღუპა. ქართველი მებრძოლი უკრაინაში ცოლ-შვილთან ერთად ცხოვრობდა. გიორგი გრიგოლიას აბაშაში გადაასვენებენ და სამხედრო პატივით დაკრძალავენ.  

მეტი...

სამ ქვეყანას უკრაინისთვის სტატუსის მინიჭება არ სურს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ევროკავშირის წევს სამ ძირითად ქვეყანას არ სურს, ომში მყოფმა უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი მიიღოს. როგორც უკრაინის ვიცე-პრემიერი ევროინტეგრაციის საკითხებში ოლჰა სტეფანიშინა აღნიშნავს, არიან სხვა ქვეყნებიც, რომლებიც  უკრაინისთვის სხვა ფორმატზე საუბრობენ. „ევროკავშირის წევრმა შვიდმა ქვეყანამ წამოაყენა  წინადადებები სხვა ფორმატზე, სადაც საუბარი იყო კანდიდატობას პირობებზე. იყო  განსხვავებული წინადადებებიც, თუმცა, არის სამი ძირითადი ქვეყანა, რომელსაც დღეს უკრაინისთვის მწვანე შუქის ანთება არ სურს “, – განაცხადა ოლჰა სტეფანიშინამ.  

მეტი...