,,საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია“- ადამ კინზინგერი

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის, საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, კონგრესმენი ადამ კინზინგერი აშშ-ში საქართველოს ელჩ დავით ზალკალიანს შეხვდა. შეხვედრის შესახებ, ადამ კინზინგერი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. „შესანიშნავი შეხვედრა მქონდა აშშ-ში საქართველოს ახალ ელჩთან დავით ზალკალიანთან. განსახილველი ბევრია, თუმცა განსაკუთრებით უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებული ომი. საქართველო რუსეთის წინააღმდეგ მნიშვნელოვანი მოკავშირე და საყრდენია“, – აღნიშნავს ადამ კინზინგერი.

მეტი...

„არაენდემურ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი რეალურია”- ჯანმო

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურიდირექტორის, ტედროს ადჰანოს განცხადებით, არაენდემურ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი რეალურია. მისი თქმით, ამჟამად მაიმუნის ყვავილის 1000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება მსოფლიოში. „არაენდემურ ქვეყნებში მაიმუნის ყვავილის გავრცელების რისკი რეალურია, მაგრამ ამ სცენარის თავიდან აცილება შესაძლებელია. ამჟამად, მაიმუნის ყვავილის 1000-ზე მეტი დადასტურებული შემთხვევა დაფიქსირდა ჯანმოს 29 წევრ სახელმწიფოში, სადაც დაავადება ენდემური არ არის“, – განაცხადა ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა.

მეტი...

,,2008 წელს პოლონეთის პრეზიდენტი ამბობდა, რომ საქართველოს შემდეგ იქნებოდა უკრაინა”- ანჯეი დუდა

პოლონეთის პრეზიდენტის, ანჯეი დუდას განცხადებით, რუსეთს სურს სხვებს თავისუფლება წაართვას. მისი თქმით, პოლონეთის პრეზიდენტი ამბობდა, რომ საქართველოს შემდეგ იქნებოდა უკრაინა, რაც სიმართლე აღმოჩნდა. „2008 წელს, როდესაც რუსეთი თავს დაესხა საქართველოს, პოლონეთის პრეზიდენტმა თქვა სიტყვები, რომლებიც მაშინ მავნებლობად ჟღერდა, მაგრამ დღეს სამწუხარო სურათი გვაქვს. მან თქვა: რუსეთის იმპერიალიზმი განახლდა. ჩვენ ვხედავთ რუსეთის ისეთ სახეს, რომელიც ათწლეულები არ გვინახავს, მაგრამ ჩვენ ვიცით, რა სახეა ეს. ეს არის იმპერიალისტური სახელმწიფოს სახე, რომელსაც სურს სხვებს თავისუფლება წაართვას. ეს უნდა შევაჩეროთ ყველაფრის ფასად. ეს არის ევროპის და მსოფლიოს ვალდებულება. 2008 წელს პოლონეთის პრეზიდენტი ამბობდა, რომ…

მეტი...

თემურ ჩხეიძეს დღეს დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ

რეჟისორ თემურ ჩხეიძეს დღეს, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში დაკრძალავენ. სამოქალაქო პანაშვიდი 12:00-დან 15:00 საათამდე, მარჯანიშვილის თეატრში გაიმართება. თემურ ჩხეიძე 5 ივნისს, 78 წლის ასაკში გარდაიცვალა.

მეტი...

,,კრიტიკა რაც აქვთ, არ არის სამართლიანი ბევრი რამ, მაგრამ მზად ვართ განვიხილოთ დეტალებში”- გურამ მაჭარაშვილი

უმრავლესობის წევრი გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტში გამართულ დებატებს ეხმიანება, სადაც საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციაზე იმსჯელეს. მაჭარაშვილის განცხადებით, ევროპარლამენტში და ევროკავშირში კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ხათრით არავინ მიანიჭებს საქართველოს. ,,ამ განცხადებებში მე ეს დავინახე, რომ არ გახდება ეს ამის საფუძველი. ევროპარლამენტში და ევროკავშირში კანდიდატის სტატუსს მხოლოდ ხათრით არავინ მოგვანიჭებს. სად სად და ევროპარლამენტში ის არ უნდა ეშლებოდეს არავის, რომ ხალხმა აირჩიოს ის, ვინც მას უნდა, სწორედ არის ის, რის გამოც გაერთიანებულია ევროკავშირი. როცა ვსაუბრობთ, რომ ქართველი ხალხი კანდიდატის სტატუსს იმსახურებს, პატივი უნდა ვცეთ ყველამ, მათ შორის, ევროპარლამენტარებმა ქართველი ხალხის უმრავლესობის არაერთგზის მიღებულ…

მეტი...

,,დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის წევრებს, არსებითი დემოკრატიული რეფორმები გაატაროს”- კარენ დონფრიდი

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ევროპისა და ევრაზიის საკითხებში, კარენ დონფრიდი საქართველოს მთავრობას მოუწოდებს არსებითი დემოკრატიული რეფორმების გატარებისკენ. მისი თქმით, საქართველომ უნდა გააგრძელოს დემოკრატიულ გზაზე სვლა. ,,სანქციები როგორც იცით არის საშუალება, რომელსაც აშშ-ის მთავრობა იყენებს მსოფლიოს მასშტაბით კორუფციასთან საბრძოლველად. ჩვენ არასდროს ვახმოვანებთ წინასწარ სანქციებთან დაკავშირებით ინფორმაციას. საქართველოსთან დაკავშირებით ვიტყვი, რომ ჩვენ დაჟინებით მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობის წევრებს, არსებითი დემოკრატიული რეფორმები გაატაროს, რომელზეც ასე მჭიდროდ გვიმუშავია ქართულ მხარესთან. ჩემი გზავნილი საქართველოს მიმართ იქნება, რომ გააგრძელოს დემოკრატიულ გზაზე სვლა, რათა გახდეს ძლიერი დემოკრატია”, – განაცხადა დონფრიდმა.

მეტი...

რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდა

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, დღეს, 07:00 საათზე რიკოთის უღელტეხილზე საავტომობილო გზა დროებით ჩაიკეტა. ადგილზე გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და მოძრაობა რამდენიმე საათში აღდგება. ,,დღეს, 07:00 საათზე, ჩქაროსნული ავტომაგისტრალის ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთის მშენებლობის ფარგლებში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის არსებული საავტომობილო გზის 149 კმ-ზე (რიკოთის უღელტეხილი) ფერდის დამუშავებისას, ქვათაცვენის საშიშროებიდან გამომდინარე, მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, საავტომობილო გზა დროებით ჩაიკეტა ამ ეტაპზე, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და პარალელურად ეწყობა მოძრაობის უსაფრთხოებისთის საჭირო დამცავი ბარიერები. საავტომობილო მოძრაობა საორიენტაციოდ რამდენიმე საათში აღდგება”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში.

მეტი...

,,ჩვენმა პარტნიორებმა დემოკრატიის უკუსვლა და რეფორმების ჩაგდება მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად დაასახელეს”- ლელო

პარტია ,,ლელო”  ევროპარლამენტში გამართული დებატების შესახებ განცხადებას ავრცელებს. როგორც პარტიაში აღნიშნავენ, ევროპარლამენტარებმა სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, დემოკრატიის უკუსვლა და რეფორმების ჩაგდება მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად დაასახელეს. ,,ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე გამართულმა დებატებმა დაადასტურა, რომ მთავარი დაბრკოლება საქართველოს ევროპული მომავლისთვის არის ივანიშვილი და “ქართული ოცნება”. ევროპისკენ მიმავალ გზაზე, ჩვენმა პარტნიორებმა ოლიგარქიული მმართველობა, ჟურნალისტების დევნა, სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ ბრძოლა, დემოკრატიის უკუსვლა და რეფორმების ჩაგდება მთავარ შემაფერხებელ ფაქტორად დაასახელეს. დებატებმა ნათელი გახადა, რომ საქართველოს და ქართველ ხალხს ყავს უამრავი მხარდამჭერი ევროპული პარლამენტის ყველა პოლიტიკურ ჯგუფში. ჩვენ დღეს, ევროპის უმაღლესი პოლიტიკური ტრიბუნიდან არაეთხელ გავიგეთ მოწოდება –…

მეტი...

,,ჩვენი დონეცკი ძლიერი და განვითარებული ქალაქი იყო, თუმცა შემდეგ რუსეთი მოვიდა და ახლა ეს ქალაქი-მოჩვენებაა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, სევეროდონეცკი დონბასში წინააღმდეგობის ეპიცენტრად რჩება და უკრაინა აგრძელებს პოზიციების დაცვას. ,,სევეროდონეცკი დონბასში წინააღმდეგობის ეპიცენტრად რჩება. ვიცავთ ჩვენს პოზიციებს და მტერს მნიშვნელოვან დანაკარგებს ვაყენებთ. ეს ძალიან სასტიკი ბრძოლაა. ერთ-ერთი ყველაზე რთული მთელი ამ ომის განმავლობაში. მადლობელი ვარ თითოეულის, ვინც იბრძვის ამ მიმართულებით. მრავალმხრივ, ზუსტად იქ წყდება ახლა ჩვენი დონბასის ბედი. 10 წლის წინ ჩვენი დონეცკი ძლიერი და განვითარებული ქალაქი იყო, თუმცა შემდეგ რუსეთი მოვიდა და ახლა ეს ქალაქი-მოჩვენებაა, რომელმაც დაკარგა უმეტესობა ადამიანების, ათასობით სიცოცხლე და აბსოლუტურად ყველა პერსპექტივა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

,,დროა, თბილისმა გააცნობიეროს, რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყნის მომავალი“- ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას, პეტრას აუსტრევიჩიუსმა განაცხადა, რომ საჭიროა ცვლილებები, სახელმწიფო პოლიტიკასა და დამოკიდებულებაში. ,,ისეთი მიუღებელი ქმედება, როგორიცაა კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გაჩუმება, ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის შეზღუდვა, მათ მიმართ ღია მუქარა და სამართლებრივი დევნა საქართველოს ამ ამბიციებისგან აშორებს. ევროკავშირი, როგორც ფუნდამენტური თავისუფლების დამცველი იცავს და დაიცავს მედიის თავისუფლებას საქართველოში, მაშინაც კი თუ ამისთვის ხელისუფლებაში მყოფი პირების ღიად გაკრიტიკებაა საჭირო. მედიის საქმიანობაში პოლიტიკური ჩარევის ადგილი არ არის. ჩვენ ახლა ვითხოვთ ცვლილებას, სახელმწიფო პოლიტიკასა და დამოკიდებულებაში. დროა, თბილისმა გააცნობიეროს, რა საშიშროების წინაშე დგას ქვეყნის მომავალი“, – განაცხადა პეტრას აუსტრევიჩიუსმა.

მეტი...

ომს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედრო ემსხვერპლა

ომს უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი სამხედროს , 23 წლის დანიელ გერლიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.  მისი გარდაცვალების ზუსტი მიზეზი ამ დროისთვის უცნობია. არსებული ინფორმაციით, დანიელ გერლიანს დღეს კიევში დაკრძალავენ. ცნობისთვის, ომს უკრაინაში უკვე 15 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

მეტი...

,,რუსები ოკუპირებული ტერიტორიებიდან, თუნდაც საქართველოდან, საფეხბურთო გუნდები ფსევდოჩემპიონატისთვის გააერთიანონ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმერ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ზელენსკის თქმით, რუსები გეგმავენ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან რამდენიმე საფეხბურთო კლუბის ერთ ფსევდო ჩემპიონატად გაერთიანებას. ,,სწორედ დღეს ოკუპანტებმა გამოაცხადეს აბსოლუტურად გიჟური ამბავი, რომ ემზადებიან ოკუპირებული ტერიტორიებიდან – დონეცკიდან, ლუგანსკიდან, ხერსონიდან, მელიტოპოლიდან, ყირიმიდან და თუნდაც საქართველოს ნაწილიდანაც კი, რამდენიმე საფეხბურთო კლუბის ერთ ფსევდო ჩემპიონატად გაერთიანებისთვის. ეს უბრალოდ ოკუპანტის მხრიდან იმ ადამიანების დაცინვაა, რომლებსაც ყველაფერი კარგად ახსოვთ”, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,უნდა დავეხმაროთ საქართველოს, მაგრამ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ეს არ იქნება უფრო მეტი ზიანის მომტანი, როგორც მათთვის ისევე ჩვენთვის”- ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე სიტყვით გამოსვლისას, ევროპარლამენტარმა იოხამ კუსმა განაცხადა, რომ საქართველოს არსებული გამოწვევების მიუხედავად შესაძლებლობა უნდა მიეცეს. მისივე თქმით, დასავლეთი უნდა დარწმუნდეს, რომ ევროინტეგრაცია არ იქნება ზიანის მომტანი არც ერთი მხარისთვის. ,,როცა ჩვენ ვლაპარაკობთ მედიის თავისუფლებაზე საქართველოში, მე მინდა მჯეროდეს, რომ ეს თავისუფლება არსებობს, როდესაც ის 99-ე ადგილზეა მედიის თავისუფლების კუთხით და არსებობს ისეთი ხალხი, როგორიცაა ლექსო ლაშქარავა. ძალიან ბევრი ადამიანი მოხვდა ციხეში მხოლოდ იმიტომ რომ ისინი მხარს უჭერდნენ ოპოზიციურ არხს. ჩვენ უნდა მივცეთ საქართველოს შესაძლებლობა, გახდეს წევრი, მაგრამ ეს არის ფაქტიურად სილის გაწნა ყველა იმ ქვეყნისთვის დასავლეთ ბალკანეთში, რომლებსაც…

მეტი...

გაერო-მ ოკუპირებული აფხაზეთიდან და ცხინვალიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა სტატუსის შესახებ რეზოლუცია მიიღო

ნიუ-იორკში, გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ, 76-ე სესიის ფარგლებში, მიიღო საქართველოსა და მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონის ქვეყნების მიერ (სულ 61) ინიცირებული რეზოლუცია – „აფხაზეთიდან, საქართველო და ცხინვალის რეგიონიდან/სამხრეთ ოსეთი, საქართველო იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ“. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი დაუჭირა 95-მა სახელმწიფომ. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, საქართველო აღნიშნულ რეზოლუციას გაერო-ს გენერალურ ასამბლეაზე 2008 წლიდან წარადგენს. „რეზოლუცია გმობს რუსეთის მიერ ოკუპირებულ საქართველოს რეგიონებში ძალისმიერი გზით განხორციელებულ დემოგრაფიულ ცვლილებებს, ადასტურებს დევნილთა უფლებას, ეთნიკური კუთვნილების მიუხედავად, დაბრუნდნენ საკუთარ სახლებში ღირსეულად და უსაფრთხოდ და ხაზს უსვამს მათი საკუთრების უფლების პატივისცემისა და დაცვის აუცილებლობას. ჰუმანიტარული კონტექსტის…

მეტი...

,,სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოიწვიოს საქართველო ევროკავშირში, ეს რომ არ მოხდეს, ხელსაყრელი იქნება პუტინისთვის“- ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტარმა რიჩარდ ჩარნეცკიმ ევროპარლამენტში მიმდინარე დებატებზე განაცხადა, რომ თუ საქართველო, მოლდოვა და უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ვერ მიიღებენ, ეს ხელსაყრელი მხოლოდ პუტინისთვის იქნება. მისი თქმით, , საქართველო იმსახურებს ადგილს ევროკავშირში. „ჩვენ ვიცით, რომ საქართველო იყო პირველი ქვეყანა, რომელსაც რუსეთი დაესხა თავს 2008 წელს. პეკინის ოლიმპიური თამაშების დროს. მიუხედავად იმისა, რას ვფიქრობ მიმდინარე ხელისუფლებაზე, საქართველო იმსახურებს ადგილს ჩვენს პოლიტიკურ ოჯახში, რომელიც არის ევროკავშირი. ჩვენმა შემდეგმა სამიტმა უნდა მიიღოს გადაწყვეტილება, მოიწვიოს როგორც საქართველო, ასევე, უკრაინა და მოლდოვა ევროკავშირში, როგორც კანდიდატი ქვეყნები. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ქვეყნებმა დაიმსახურეს ეს. ეს რომ არ მოხდეს,…

მეტი...

„ჩვენ ვართ შეშფოთებული ბოლოდროინდელი უარყოფითი ცვლილებებით კანონის უზენაესობისა და დემოკრატიის სფეროში”- სვენ მიქსერი

რეზოლუცია, რომელსაც 9 ივნისს ვუყრით კენჭს, არის საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე, ამ ფრონტზე მართლაც ბევრი მიზეზია კრიტიკისთვის, – ამის შესახებ ესტონელმა ევროპარლამენტარმა, სვენ მიქსერმა ევროპარლამენტში განაცხადა. მისი თქმით, შეშფოთებას იწვევს, ბოლოდროინდელი უარყოფითი ცვლილებებით კანონის უზენაესობისა და ზოგადად დემოკრატიის სფეროში. „ჩვენ ყველა ლეგიტიმურად ვართ შეშფოთებული ბოლოდროინდელი უარყოფითი ცვლილებებით კანონის უზენაესობისა და ზოგადად დემოკრატიის სფეროში. საქართველოს ხელისუფლების ბოლოდროინდელი ქცევა გულწრფელად იმედის გამაცრუებელია. ვფიქრობ, ასეთ ვითარებაში ჩვენ უნდა მივიღოთ უფრო გადამწყვეტი და მომთხოვნი პოზიცია ქართველ მმართველებთან კომუნიკაციაში, რათა მათ რეალურად ესმოდეთ, რომ სწორედ მათ უნდა მიიტანონ ქართველ ხალხამდე ევროპული მისწრაფება. თუმცა,…

მეტი...

„მედიის დევნა საქართველოს ამბიციებისგან აშორებს“ – ევროპარლამენტარი

  მედიის დევნისა და უფლებების შელახვისთვის საქართველოს ხელისუფლებას კიდევე რთი ევროპარლამენტარი აკრიტიკებს, როგორც პეტრას აუცტრევიჩიუსი აცხადებს, ამბიციას, რომ გახდეს ევროპული ოჯახის წევრი, საქართველოს მედიიის მიმართ დამოკიდებულება და დევნა აშორებს. „ევროკავშირი, როგორც ფუნდამენტური თავისუფლების დამცველი იცავს და დაიცავს მედიის თავისუფლებას საქართველოში, მაშინაც კი თუ ამისთვის ხელისუფლებაში მყოფი პირების ღიად გაკრიტიკებაა საჭირო. თავისუფალი და დამოუკიდებელი მედია საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის განუყოფელი ნაწილია” – აღნიშნა ევროპარლამენტარმა პეტრას აუსტრევიჩიუსმა საქართველოს საკითხის განხილვისას. მისი შეფასებით, მთავარია მოხდეს რეალური ცვლილება. „კრიტიკულად განწყობილი ჟურნალისტების გაჩუმება, ინფორმაციაზე თავისუფალი წვდომის შეზღუდვა, მათ მიმართ ღია მუქარა და სამართლებრივი დევნა საქართველოს ამ…

მეტი...

„არსებობს ჟურნალისტების დაშინების, მუქარისა და დევნის შემთხვევები“ – მარკეტა გრეგოროვა

ევროპარლამენტში, საქართველოს საკითხის განხილვისას, მედიის თავისუფლების საკითხებსა და მედიის შანტაჟზე არაერთი კრიტიკა გამოითქვა. როგორც ევროპარლამენტარებმა აღნიშნეს, ამ მხრივ, საქართველოში პრობლემები ჯერ კიდევ არსებობს. „ჟურნალისტებს ძალადობრივად ესხმიან თავს უპრეცედენტო რაოდენობით.  არსებობს ჟურნალისტების დაშინების, მუქარისა და დევნის შემთხვევები. მრავალი გამოძიებაა დაწყებული მედიაში დასაქმებულთა და მფლობელთა წინააღმდეგ. ამასთან, იმედგაცრუებული ვარ, რომ მთავრობა და სხვა პოლიტიკოსები უერთდებიან მედიაზე ნადირობას, ნაცვლად იმისა, რომ დაიცვან დემოკრატიისა და საზოგადოების სვეტი“ – აღნიშნა ევროპარლამენტარმა მარკეტა გრიგოროვამ. მისივე შეფასებით, ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაა ცალმხრივი არ არის. „შევახსენებ საქართველოს მთავრობას და ხელისუფლებას, საქართველოს მოქალაქეებმა გამოთქვეს მათი სურვილი ევროპულ მისწრაფებასთან დაკავშირებით.…

მეტი...

„მოგმართავთ თქვენ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს“ – ევროპარლამენტარი

ევროპარლამენტში საქართველოს საკითხის განხილვისას, დეპუტატმა ანა ფოტიგამ ევროპარლამენტარებს მიმართა და საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება სთხოვა. „ევროკავშირში ინტეგრაციას ქართველი ხალხის უდიდესი მხარდაჭერა აქვს, მრავალმა მთავრობამ და პოლიტიკური ელიტის წევრებმა ხელი შეუწყვეს ამ შედეგს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახა ციხეშია, ისევე, როგორც ნიკა გვარამია.  მან მოგვმართა ჩვენ, საქართველოს საუკეთესო მეგობრებს, მიუხედავად ამჟამინდელი მთავრობის კრიტიკისა, გრძნობენ ისტორიულ მნიშვნელობას და ისტორიულ საფრთხეს მათი ქვეყნისთვის, მივანიჭოთ კანდიდატის სტატუსი და არ დავტოვოთ საქართველო პოსტსაბჭოთა ჭაობში და არ დავსაჯოთ ქართველი ხალხი, პოტენციური რკინის ფარდის მიღმა დატოვებით. მოგმართავთ თქვენ, მიანიჭეთ კანდიდატის სტატუსი საქართველოს, ისევე როგორც უკრაინასა და…

მეტი...

„ევროკავშირის წევრობისთვის მხოლოდ ხალხის სურვილი საკმარისი არ არის“ – ევროპარლამენტარი

საქართველოში მედიის მდგომარეობის შესახებ რეზოლუციას ევროპარლამენტი კენჭს დღეს უყრის. გუშინ კი საქართველოს საკითხზე განხილულ დისკუსიაში არსებულ პრობლემებზე ისაუბრეს და ქვეყანას მისი გამოსწორებისკენ მოუწოდეს. როგორც ევროპარლამენტარმა ანდრიუს კუბილიუსმა აღნიშნა, წევრობისთვის მხოლოდ სურვილი საკმარისი არ არის. „შეშფოთებისთვის მრავალი თემაა. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ქართველი ხალხი იმსახურებს, იყოს ევროპული ოჯახის ნაწილი. ჩვენ გვსურს, რომ ქართველი იყოს ევროკავშირის წევრი, მაგრამ წევრობისთვის საკმარისი არ არის ხალხის სურვილი გაწევრიანებაზე, ქვეყანას სჭირდება წევრობის კრიტერიუმების დაკმაყოფილება –  დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების კრიტერიუმების დაკმაყოფილება. ეს პირველ რიგში, დამოკიდებულია მმართველი პარტიის პოლიტიკაზე და ქვეყნის ხელმძღვანელობაზე“ – აღნიშნა ევროპარლამენტარმა…

მეტი...

„მიიღეთ დღევანდელი დისკუსია, როგორც გამოფხიზლების ბოლო ზარი“ – ევროპარლამენტარები საქართველოს აფრთხილებენ

ბრიუსელში საქართველოსთან დაკავშირებით მწვავე დებატები გაიმართა. ევროპარლაენტარების საქართველოს ხელისუფლებას აფრთხილებენ, დღევანდელი დისკუსია გამოფხიზლებად ჩათვალონ. „რამდენიმე თვის წინ, ამ შენობაში ჩვენ ძალიან დიდი უმრავლესობით მივიღეთ რეზოლუცია, რომელიც მოუწოდებდა უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას. რამდენიმე კვირის წინ კარგი დისკუსია გვქონდა მოლდოვის პრეზიდენტთან და ვაღიარეთ მოლდოვის მიღწევები ევროინტეგრაციისკენ. დღეს განვიხილავთ საქართველოში მედიის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უსაფრთხოებას. მე არ ვიყავი რეზოლუციის ინიციატორი, არ განვიხილავდი ამას სასწრაფო საკითხად“ – განაცხადა ევროპარლამენტარმა მარია კალიურანდმა დებატებისას. მისივე შეფასებით, ქვეყანამ ტემპი, რომელიც წლების წინ ჰქონდა, რადიკალურად შეცვალა და დააგდო. „ქვეყანა, რომელიც რამდენიმე წლის წინ იყო ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორებს შორის,…

მეტი...

„ევროკავშირმა დიდი თანხის ინვესტიცია განვახორციელეთ საქართველოში, რეფორმების ნაცვლად, განცხადებები უყურადღებოდ დარჩა“ – დებატები ბრიუსელში  

ბრიუსელში  საქართველოს საკითხზე დებატები გაიმართა. საკითხი მედიის თავისუფლებას ეხებოდა. როგორც ერთ-ერთმა გამომსვლელმა, ევროპარლამენტარმა ვიოლა ფონ კრამონმა აღნიშნა, საქართველო რეფორმების პროცესის ნაცვლად უყურადღებობის შთაბეჭდილებას უფრო ტოვებს. „დიდი იმედები გქონდა ქვეყნის მიმართ, პოსტსაბჭოთა სახელმწიფოში, საქართველოში. ბრძოლა კორუფციის წინააღმდეგ, საზოგადოების მოდერნიზება ან პოლიციის რეფორმები – ეს ახასიათებს ამ ქვეყანას. პოლიტიზებული საზოგადოებიდან ღირსეულ საზოგადოებად გადაქცევა იყო 2012 წელს და ჩვენ, ევროკავშირში დიდი თანხის ინვესტიცია განვახორციელეთ ამ ქვეყანაში. ახლა კი ვხედავთ, თუ რას მიაღწია ქვეყანამ და ნაცვლად რეფორმების პროცესისა, მთელი ეს პროდასავლური განცხადებები უყურადღებოდ დარჩა. ვხედავთ, რომ კორუფციისა და პრესის თავისუფლების ინდექსები მცირდება. დაცვის ნაცვლად,…

მეტი...