„იჯიჯღინე ახლა და იყავი… ამოვიდა ყელში ეს თქვენი რაღაც, არ აგერიათ რამე“ – დაპირისპირება პარლამენტში

პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გრძელდება. უმრავლესობის დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ ოპოზიციონერ სალომე სამადაშვილს წარსული გაახსენა და უთხრა, რომ რამდენიც არ უნდა იჯიჯღინოს, მას სასიკეთო არაფერი გაუკეთებია. „იმდენი გააკეთე, რომ 2008 წელს ევროსაბჭოში რეზოლუცია მიაღებინე შენს გუნდს, მხარი დააჭერინე, სადაც ქართველი ბიჭები დაადანაშაულე ომის ესკალაციაში და რა ტონალობაში გველაპარაკები ქალბატონო სალომე? არ აგერიოს რაღაც. ამოვიდა ყელში ეს თქვენი ისა… ქედმაღლური ისინი რა… კეთილი ინებეთ და იყავით ადეკვატური.  სასიკეთო არაფერი გაგიკეთებიათ. იჯიჯღინე ახლა და იყავი“ – მიმართა ზარქუამ სამადაშვილს. „ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ… ნუ ჭიჭინებ, მცადე ერთი კაცო“ –  დეპუტატი დეპუტატს

მეტი...

,,წყარომ მომაწოდა ინფორმაცია, რომ „ქართული ოცნება“ ჩემზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, განცხადებით, „ქართული ოცნება“  მასზე ფიზიკურ თავდასხმას გეგმავს. მისი თქმით, დავალება გაცემულია პარტიის ხელმძღვანელობის მხრიდან კონკრეტულ პირებზე. „არ ვიცი, სხდომათა დარბაზში იგეგმება თუ გარეთ, ამის ნიშნები იყო გუშინ, განცხადებების შემდეგ. ზუსტი ინფორმაცია მაქვს. ისინი აპირებენ ჩემ მიმართ ფიზიკურ ანგარიშსწორებას და დაავალეს საკუთარ ფრაქციაში იმ მოჭიდავე თუ გაუგებარ დეპუტატებს, რომელთა სახელი და გვარი არავინ იცის, რომ რამენაირად პროვოკაცია მოაწყონ. „ქართულ ოცნებას“ პასუხი არ აქვს საკითხებზე, რასაც ვსვამთ და აქედან გამომდინარე, გინდათ, გადახვიდეთ ფიზიკურ ანგარიშსწორებაზე. უკან არ დავიხევთ და საზოგადოებას თქვენს რეალურ სახეს ვაჩვენებთ, როგორ იბრძვით საქართველოს ეროვნული ინტერესების წინააღმდეგ;…

მეტი...

„ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ… ნუ ჭიჭინებ, მაცადე ერთი კაცო“ –  დეპუტატი დეპუტატს

საკანონმდებლო ორგანოში სხდომა სიტყვიერი დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობს. ამჯერად, ერთმანეთის უმრავლესობის დეპუტატი და ოპოზიციონერი სალომე სამადაშვილი დაუპირისპირდა. ირაკლი ზარქუას, რომელსაც სალომე სამადაშვილის გამოსვლა არ მოეწონა, მას ხელმოცარული ყოფილი დიპლომატი უწოდა. „ხშირად მიწევს ქალბატონი სამადაშვილის მოსმენა. ვერ ვხვდები, რამე დავაშავეთ ამ ქალბატონის წინაშე? რა ტონალობაში გველაპარაკება. ერთი ხელმოცარული დიპლომატი ხარ, ყოველთვის მინდოდა ეს მეთქვა. ხელმოცარული დიპლომატი ხარ და ისიც ყოფილი. ნუ ჭიჭინებ მაცადე ერთი კაცო“ – მიმართა ირაკლი ზარქუამ სალომე სამადაშვილს.  

მეტი...

,,სინამდვილეში, გვარამია არის, ჟურნალისტიკას ამოფარებული „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე ლიდერი”- არჩილ თალაკვაძე

,,სინამდვილეში ნიკა გვარამია  არა თავისუფალი ჟურნალისტი, არა თავისუფალი მედიის მენეჯერი, არამედ ჟურნალისტიკას ამოფარებული „ნაციონალური მოძრაობის“ დამნაშავე ლიდერი გახლავთ,”- ასე ეხმიანება არჩილ თალაკვაძე ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას. მისი თქმით,  ომბუდსმენს ყველაზე მეტად მოეთხოვება, დაბალანსებული და სამართლიანი გადაწყვეტილებები მიიღოს და სამართლიანი განცხადებები გააკეთოს თავისი მანდატის ფარგლებში. „ჩვენ გვახსოვს ანალოგიური შეფასებები იყო „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებითაც, როდესაც ორი წლის განმავლობაში სახალხო დამცველიც, სხვადასხვა ორგანიზაციებიც და მედიის წარმომადგენლები აკეთებდნენ განცხადებებს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმესთან დაკავშირებით საქართველოს სასმართლომ თითქოს არასწორი გადაწყვეტილება მიიღო. ვნახეთ, რომ ორი წლის შემდეგ როდესაც სტრასბურგის სასამართლომ განიხილა…

მეტი...

,,დღეს ვიმყოფებით იმ ქვეყნის პარლამენტში, რომელმაც შეძლო მშვიდობის შენარჩუნება და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა”- შალვა პაპუაშვილი

„დღეს ვიმყოფებით იმ ქვეყნის პარლამენტში, რომელმაც შეძლო ბოლო წლების ურთულეს საერთაშორისო და საშინაო გამოწვევებთან გამკლავება, მშვიდობის შენარჩუნება და მოქალაქეთა უსაფრთხოების უზრუნველყოფა“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა. შალვა პაპუაშვილის თქმით, დღეს საქართველო ისტორიულ პროცესში იმყოფება. ამ კონტექსტში, პარლამენტის თავმჯდომარემ საქართველოს მიერ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე შეტანილ განაცხადზე გაამახვილა ყურადღება. „3 მარტს, საქართველომ ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი შეიტანა. მისასალმებელია, რომ ევროკავშირმა მოკლე ვადებში მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის განაცხადების განხილვასა და პროცესის დაწყებასთან დაკავშირებით.…

მეტი...

„გამოვრიცხავ მივიღოთ რაიმე უპირობო კანდიდატის სტატუსი”- სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილის განცხადებით, გამორიცხულია საქართველომ უპირობო კანდიდატის სტატუსიუპირობო კანდიდატის სტატუსი მიიღოს. მისი თქმით, ევროპული საბჭოს სხდომაზე კაცრი პოლიტიკური პირობები იქნება იქნება დაწესებული „ქართული ოცნებისთვის“. „გამოვრიცხავ, რომ შევძლოთ ამ ეტაპზე, იმ ყველაფრის გამო, რაც „ქართულმა ოცნებამ“ გააკეთა, მივიღოთ რაიმე უპირობო კანდიდატის სტატუსი. ვფიქრობ, რომ იქნება ძალიან მკაცრი პირობითობა, რა პერსპექტივაც არ უნდა მოგვენიჭოს ევროპული საბჭოს სხდომაზე; ზუსტად არ ვიცი, ეს რა გადაწყეტილება იქნება, იქნება ეს კანდიდატობა პირობითი თუ პერსპექტივა ევროპული პირობითი, მაგრამ ძალიან მკაცრი პოლიტიკური პირობები იქნება, ჩემი აზრით, დაწესებული „ქართული ოცნებისთვის“. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ევროკავშირში გაწევრიანება კონკრეტული პოლიტიკური…

მეტი...

,,საქართველო არავისზე ნაკლებად არ იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს”- მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, ასოცირებული ტრიოს სამივე სახელმწიფო იმსახურებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას. მისივე თქმით, უკრაინას და მოლდოვას საქართველო რეფორმების განხორციელების კუთხით უსწრებს. „პირობებზე როცა ვსაუბრობთ, ზოგადად, კანდიდატობა პირობებს ყველა შემთხვევაში მოიცავს და ამაში არაფერი უცნაური არ არის. კანდიდატობა იმას ნიშნავს, რომ თანამშრომლობა ახალ ეტაპზე გადადის და თანამშრომლობის ფარგლებში, საქართველოს კონკრეტული შეთანხმებული დღის წესრიგი ექნება, რომლის განხორციელებითაც შესაძლებელი იქნება წევრობა. ალბათ ეს ის სფეროა, სადაც შეფასებებში ზუსტები უნდა ვიყოთ. სტანდარტული გეგმების მიხედვით, საქართველო მიმართვას 2024 წელს აპირებდა, მაგრამ უკრაინაში განვითარებულმა მოვლენებმა პროცესები დააჩქარა. გადაწყვეტილება პოლიტიკური…

მეტი...

შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში აზარტულ თამაშებზე დამოკიდებული 1 200 ფიზიკური პირი დარეგისტრირდა

ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ცნობით,  უკვე შეიქმნა დამოკიდებულ პირთა და აკრძალულ პირთა რეესტრი, რომელსაც აწარმოებს შემოსავლების სამსახური. „პირველი მარტიდან დღემდე, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მონაცემთა ბაზაში, დამოკიდებულ პირთა სიაში რეგისტრირებულია 1200 ფიზიკური პირი, აქედან მოსამართლის ბრძანების საფუძველზე 14 პირი, ხოლო თავად პირის მომართვის საფუძველზე 1105. ამასთან, „ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, აკრძალულ პირთა სიაში დღეის მდგომარეობით შეტანილია 1 449 124 პირის შესახებ ინფორმაცია. პირის მონაცემების აკრძალულ პირთა სიაში ასახვის გარემოებების გარკვევის მიზნით, გთხოვთ, მიმართოთ შემოსავლების სამსახურის მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებს ან ისარგებლოთ მოძრავი სერვისცენტრის – RS…

მეტი...

„განცხადებები, რასაც აკეთებს ომბუდსმენი პოლიტიკური მიკერძოებით შეიძლება აიხსნას”- მიხეილ სარჯველაძე

ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე  ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით სახალხო დამცველის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეხმიანება. სარჯველაძის განცხადებით, ომბუდსმენის განცხადება უსაფუძვლოა და პოლიტიკური მიკერძოებით შეიძლება აიხსნას. „განცხადებები, რასაც აკეთებს ომბუდსმენი, რომ რომელიმე ბრალდება უსაფუძვლოა და დაუსაბუთებელი, მგონი ცოტა ,,შორს მიმავალია”, არ მგონია რელევანტური იყოს, უფრო ალბათ, პოლიტიკური მიკერძოებით შეიძლება აიხსნას. აქ არ არის რაიმე კრიტერიუმი, როდის შეიძლება პრეზიდენტმა შეიწყალოს ან არ შეიწყალოს, ამიტომ პროგნოზებს ვერ გავაკეთებ. მიზეზად რაც არის დასახელებული, რომ უნდა შეიწყალოს, ამას არ ვეთანხმები, ეს უფრო მეტად განპირობებულია პოლიტიკური მიკერძოებით ვიდრე პროფესიონალური დაკვირვების შედეგებით. ხშირად მესმის ბრალდებები და მოსაზრებები…

მეტი...

თბილისის მერია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის მასშტაბურ საზაფხულო პროგრამას იწყებს

თბილისის მერია 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდებისთვის, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის, აქტიური დასვენების, გართობისა და რეკრეაციის ხელშეწყობის მიზნით, მასშტაბურ საზაფხულო პროგრამას იწყებს. პროგრამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისი თქმით, პროგრამა ითვალისწინებს, რომ თბილისში მცხოვრებ ახალგაზრდებს პერიოდულად შესთავაზოს მათი ინტერესების გათვალისწინებით სხვადასხვა ახალგაზრდული სერვისები: ლაშქრობები, საველე-ბანაკები ( კემპინგი); საჯომარდო ტურები; ველოტურები თბილისთან ახლო მარშრუტებზე; კარტინგი, მინი გოლფი, სასროლეთი (ლისის მიმდებარე ტერიტორია); მუნიციპალური საცურაო აუზი (ზღვის უბანში). „პროგრამის ფარგლებში, ახალგაზრდები უზრუნველყოფილნი იქნებიან კვალიფიციური ინსტრუქტორების მომსახურებით, კვებით, ტრანსპორტით, ეკიპირებით და საჭირო აღჭურვილობით. პროგრამის მიზანია, ახალგაზრდებისთვის ხელმისაწვდომი გახდეს სერვისები…

მეტი...

კახა კალაძემ მერის მოადგილის თანამდებობაზე კახა გულედანის კანდიდატურა წარადგინა

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე თბილისის მერმა, კახა კალაძემ საზოგადოებას მოადგილის კანდიდატურა წარუდგინა. მისი თქმით, ამ მიმართულებას კახა გულედანი ჩაიბარებს, რომელიც ამ დრომდე, თბილისის მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობდა. „კახა გულედანი წლების განმავლობაში, მუნიციპალიტეტში მუშაობს და საკმაოდ დიდი გამოცდილება აქვს. ამჟამად, მუნიციპალურ ინსპექციას ხელმძღვანელობს. ასევე, წლების წინ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილის თანამდებობას იკავებდა. კახა გულედანი იყო სამგორის რაიონის გამგებელიც. მინდა, მას წარმატებები ვუსურვო ამ თანამდებობაზე. დარწმუნებული ვარ, ის წამოწყებული საქმეები და უდიდესი გამოწვევები, რომელსაც ჩვენ ილიასთან ერთად შევეჭიდეთ, ბოლომდე ღირსეულად იქნება მიყვანილი“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა.

მეტი...

თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი დედაქალაქის საკრებულოს შენობაში განთავსდება

,,თბილისის თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმი დედაქალაქის საკრებულოს შენობაში განთავსდება,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მუზეუმისთვის გამოყოფილი ტერიტორიის პროექტირება მიმდინარე წელს დაიწყება. „თოჯინებისა და სათამაშოების მუზეუმის ფონდში უნიკალური ნიმუშებია დაცული. სასიხარულოა, რომ ის თბილისის ისტორიულ შენობაში განთავსდება. ყველას ექნება შესაძლებლობა, თოჯინების უნიკალური და ძვირფასი ნიმუშები დაათვალიეროს. მუზეუმის მოწყობის ხარჯები კი 2023 წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

თხინვალაში გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყო

ვაკის რაიონში, თხინვალას დასახლებაში, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის სახელობის სკვერი მოეწყო. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „ადგილობრივ მოსახლეობას დავპირდით, რომ იქ არსებული ტერიტორია მოწესრიგებული იქნებოდა. თხინვალაში ძველად არსებული სტადიონის ტერიტორია, რომლის ფართობი 2 500-მდე კვადრატული მეტრია, რეაბილიტირდა, გამწვანდა, დაირგო 200-ზე მეტი სხვადასხვა ჯიშის ხე, დაიგო ბალახი, მოეწყო სარწყავი და განათების ქსელები. დამონტაჟდა შესაბამისი საპარკე ინფრასტრუქტურა, საბავშვო-გასართობი ატრაქციონები, დასასვენებელი პავილიონები. ყველაფერია, რაც შეიძლება, იყოს პარკში, რათა ადამიანმა დაისვენოს, განიტვირთოს, ბავშვები გაერთონ, გაკეთებულია“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივით, სკვერში გიორგი ანწუხელიძის სახელობის…

მეტი...

,,ილია ელოშვილის მიერ დაწყებულ ყველა საქმეს ბოლომდე მივიყვანთ”- კახა კალაძე

დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე მერის მოადგილე ილია ელოშვილის ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს. როგორც თბილისის მერმა, კახა კალაძემ აღნიშნა, ილია ელოშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია, მუნიციპალიტეტი კი მის მიერ წამოწყებულ ყველა საქმეს ბოლომდე მიიყვანს. „დღეს უმძიმესი მთავრობის სხდომაა. დავკარგეთ საუკეთესო მეგობარი, ადამიანი, რომელიც უზომოდ იყო შეყვარებული საკუთარ საქმეზე, ქვეყანაზე, უპატიოსნესი, პროფესიონალი. მინდა კიდევ ერთხელ წუთიერი დუმილით პატივი მივაგოთ მის ხსოვნას. ილიას ტრაგიკული გარდაცვალებით გამოწვეული დიდი ტკივილი და დანაკლისი სამუდამოდ დაგვრჩება, თუმცა, ჩვენი ვალია მისი ხსოვნის წინაშე, რომ ილიას მიერ დაწყებული ყველა საქმე მივიყვანოთ ბოლომდე, ღირსეულად განვახორციელოთ ის პროექტები, რასაც წარმატებით უძღვებოდა.…

მეტი...

მსოფლიო ბანკი უკრაინას $1.49 მილიარდს გამოუყოფს

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელმა საბჭომ, უკრაინის მხარდასაჭერად, 1,49 მილიარდი დოლარის დამატებითი დაფინანსების გამოყოფა დაამტკიცა. დახმარება მთავრობისა და სოციალური მუშაკების ხელფასების გადახდას ისახავს მიზნად. უკრაინისთვის გაწეული არასამხედრო მხარდაჭერის ჯამური მოცულობა თითქმის 20 მილიარდ დოლარს მიაღწია.

მეტი...

,,ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი საარტილერიო სისტემების გადაცემით უპასუხისმგებლობას ავლენს”- რუსეთის საელჩო

აშშ-ში რუსეთის საელჩოს განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი საარტილერიო სისტემების გადაცემით უპასუხისმგებლობას ავლენს. საელჩოს განმარტებით, მთავარი რისკი არის კონფლიქტის ესკალაცია. ,,ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის შორ მანძილზე მოქმედი საარტილერიო სისტემების გადაცემით უპასუხისმგებლობას ავლენს, მთავარი რისკი არის კონფლიქტის ესკალაცია, თუ უკრაინის შეიარაღებული ძალები ამ სისტემებს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე დარტყმისთვის გამოიყენებენ. ეს ქმედება სავსეა არაპროგნოზირებადი შედეგებით. გარდა ამისა, ვაშინგტონი უგულებელყოფს საფრთხეს, რომ თანამედროვე, მაღალი სიზუსტის იარაღი, შესაძლოა, რადიკალ ნაციონალისტებს, ტერორისტებს და ბანდიტურ ფორმირებებს ჩაუვარდეთ ხელში,“- ნათვამია საელჩოს განცხადებაში.

მეტი...

პარლამენტმა ეროვნული ბანკის და სახელწიფო აუდიტის სამსახურის დამოუკიდებელი აუდიტორის შესარჩევი კომისიები დაამტკიცა

პარლამენტმა  ეროვნული ბანკის და  სახელწიფო  აუდიტის სამსახურის 2022-2023 წლების დამოუკიდებელი აუდიტორის  შესარჩევი კომისიების შემადგენლობა  დაამტკიცა. კომისიების შემადგენლობა დეპუტატებს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ გააცნო. კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით,   ორივე კონკურსში მონაწილეობას მსოფლიოს ოთხ უმსხვილეს აუდიტორულ კომპანიას, ე.წ. „დიდი ოთხეულს” – Ernst & Young- ს, PricewaterhouseCoopers- ს, Deloitte Touche-Tohmatsu-სა და KPMG- ს სთავაზობენ. კომისია აუდიტორულ კომპანიას ოქტომბრამდე შეარჩევს.

მეტი...

რუსმა სამხედროებმა სევეროდონეცკსა და რუბეჟნოეში საავადმყოფოები დაბომბეს

უკრაინის ქალაქ სევეროდონეცკსა და რუბეჟნოეში რუსმა სამხედროებმა, სულ მცირე 2 საავადმყოფო დაბომბეს. სევეროდონეცკში, საავადმყოფოს კომპლექსის რამდენიმე შენობას, რომელთა სახურავებზეც წითელი ჯვარია გამოსახული, ოკუპანტებმა დაბომბეს. ამასთან, რუბიჟნეში იერიში მიიტანეს საავადმყოფოზე, რის შედეგადაც, მიმდებარე ტერიტორია სრულად განადგურდა.

მეტი...

საქართველოს პარლამენტში დღეს უსაფრთხოების დამატებითი ზომები იმოქმედებს

8 ივნისს  საქართველოს პარლამენტის სასახლეში და მიმდებარე ტერიტორიაზე უსაფრთხოების დაცვის რეჟიმის შესახებ“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2016 წლის 30 დეკემბრის N259/3 ბრძანებით დადგენილი რეგულაციების შესაბამისად, იმოქმედებს პარლამენტის შენობაში დაშვების შეზღუდული რეჟიმი, გარდა მედიის წარმომადგენლებისა. აღნიშნული ღონისძიების მიზანია შესაძლო პროვოკაციების პრევენცია და საქართველოს პარლამენტის წევრებისა და აპარატის თანამშრომლებისთვის სამუშაო პირობების უზრუნველყოფა.

მეტი...

ნინო ლომჯარია პრეზიდენტს ნიკა გვარამიას შეწყალებისკენ მოუწოდებს

სახალხო დამცველი ,,მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განაჩენთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. შესწავლილი საქმის საფუძველზე, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენი არსებითად დაუსაბუთებელია. „საქართველოს სახალხო დამცველმა შეისწავლა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2022 წლის 16 მაისის განაჩენი, რომლითაც „რუსთავი 2-ის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია სსკ 220-ე მუხლის 2 ეპიზოდში იქნა დამნაშავედ ცნობილი. განაჩენის შესწავლის შედეგად სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ სასამართლოს მსჯელობა დაუსაბუთებელია როგორც მსჯავრდების, ისე – სასჯელის განსაზღვრის კუთხით. ე.წ. რეკლამების გაყიდვის ეპიზოდი – განაჩენის თანახმად, ნიკა გვარამიამ ჩაიდინა საწარმოს, ტ/კ „რუსთავი 2-ის“ დამაზიანებელი მოქმედება იმით, რომ 2015 წელს,…

მეტი...

,,უკრაინის წინააღმდეგ სრულიად უაზრო ომისთვის რუსეთი ყოველდღიურად იხდის თითქმის 300 სამხედროს სიცოცხლეს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინაში  31 ათასზე მეტი რუსი სამხედრო დაიღუპა. მისი თქმით, ომისთვის რუსეთი ყოველდღიურად იხდის თითქმის 300 სამხედროს სიცოცხლეს. ,,უკრაინაში უკვე დაიღუპა 31 ათასზე მეტი რუსი სამხედრო. 24 თებერვლიდან უკრაინის წინააღმდეგ სრულიად უაზრო ომისთვის რუსეთი ყოველდღიურად იხდის თითქმის 300 სამხედროს სიცოცხლეს. და მაინც, დადგება დღე, როცა ზარალის რაოდენობა თუნდაც რუსეთისთვის ზარალის ზღვარს გადააჭარბებს. უკრაინაში მწამებლების წიგნი შეიქმნება, რომელშიც დოკუმენტირებული იქნებიან ომის დამნაშავეები და კრიმინალები რუსული არმიიდან. მწამებლების წიგნი არის ერთ-ერთი საფუძველი, დაეკისროთ პასუხისმგებლობა არა მხოლოდ ომის დანაშაულების ჩამდენებს, არამედ მათ მეთაურებს, ვინც ბრძანებებს იძლეოდა. ნაბიჯ-ნაბიჯ მივაღწევთ იმას,…

მეტი...

,,ბრძო­ლას დრო სჭირ­დე­ბა და მე ვი­წყებ, უსა­თუ­ოდ და­გიბ­რუნ­დე­ბით” – გიორგი კეკელიძე

ეროვ­ნუ­ლი ბიბ­ლი­ო­თე­კის დი­რექ­ტო­რი გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში მიმართვას ავრცელებს. ,,ძა­ლი­ან დიდი მად­ლო­ბა თი­თო­ე­ულ თქვენ­განს ამ­ხე­ლა სიყ­ვა­რუ­ლის­თვის და თა­ნად­გო­მის­თვის. დეპ­რე­სია და შფოთვე­ბი ვე­რა­გია, მაგ­რამ აუ­ცი­ლებ­ლად უნდა გა­ვი­მარ­ჯვოთ. და­ნე­ბე­ბა გა­მო­სა­ვა­ლი არ არის – უხე­ში წერ­ტი­ლია სი­ცო­ცხლის, ამ უც­ნა­უ­რი და ზოგ­ჯერ და­მაბ­ნე­ვე­ლი წი­ნა­და­დე­ბის. ბრძო­ლას დრო სჭირ­დე­ბა და მე ვი­წყებ. უსა­თუ­ოდ და­გიბ­რუნ­დე­ბით”, – წერს გი­ორ­გი კე­კე­ლი­ძე.  

მეტი...

მარიუპოლში დაღუპული 210 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი უკრაინის ტერიტორიაზეა გადასვენებული

უკრაინის თავდაცვის სამინისტროს სადაზვერვოს მთავარი სამმართველოს განცხადებით, არსებული მდგომარეობით, მარიუპოლში დაღუპული 210 უკრაინელი ჯარისკაცის ცხედარი უკრაინის ტერიტორიაზეა გადასვენებული. ,,მარიუპოლში დაღუპული ჯარისკაცების ცხედრების დაბრუნების პროცესი, ტყვეთა მკურნალობის საკოორდინაციო შტაბის ძალისხმევით მიმდინარეობს. ყველა დაღუპული ჯარისკაცი უნდა დაბრუნდეს უკრაინის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე. და თითოეულ მათგანი სამხედრო პატივით წაემართება ბოლო გზაზე”,- ნათქვამია უწყების განცხადებაში. ამასთან, რუსეთის ძალების ტყვეობაში 2500-ზე მეტი ადამიანია.

მეტი...

უკრაინას ისრაელისგან რკინის გუმბათის შეძენა სურს

ისრაელში უკრაინის ელჩის, ევგენ კორნიიჩუკის განცხადებით, უკრაინას რუსული რაკეტებით დაბომბვისგან თავდაცვისთვის, ისრაელისგან რკინის გუმბათის შეძენა სურს. მისი თქმით, უკრაინას სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერა სჭირდება. ,,მინდა, ისრაელის მთავრობამ კომფორტის ზონა დატოვოს და რეალობას დაუბრინდეს. ჩვენ ისრაელის დახმარება გვჭირდება. გვჭირდება სამხედრო-ტექნიკური მხარდაჭერა, ასევე რკინის გუმბათი, რომელიც მოგვცემს საშუალებას, გადავარჩინოთ მშვიდობიანი ქალები და ბავშვები რუსული რაკეტებით დაბომბვისგან” – აღნიშნა ევგენ კორნიიჩუკმა.

მეტი...

,,ჩვენ უნდა მოვემზადოთ ზამთრისთვის, ეს იქნება ყველაზე რთული ზამთარი”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, უკრაინას ყველაზე რთული ზამთარი ელოდება. მისი თქმით, მოსახლეობა და სახელმწიფო ამისთვის უნდა მოემზადოს ,,რასაც არ უნდა გეგმავდნენ ოკუპანტები, ჩვენ უნდა მოვემზადოთ ზამთრისთვის – ჩვენს სახელმწიფოში, ჩვენს მიწაზე, ყველა მოქალაქისთვის. დღეს განვიხილეთ გათბობის სეზონისთვის გაზის შესყიდვის, ქვანახშირის დაგროვების, ელექტროენერგიის წარმოების საკითხები. რუსეთის აგრესიის გამო შექმნილ ვითარებაში, ეს იქნება ყველაზე რთული ზამთარი დამოუკიდებლობის წლების მანძილზე. ჩვენ უნდა გავიაროთ ეს ყველაფერი ისე, რომ ჩვენმა ხალხმა იგრძნოს სახელმწიფოს ნორმალური მუშაობა. ამ დროისთვის ჩვენ არ გავყიდით გაზს და ნახშირს საზღვარგარეთ. მთელი შიდა წარმოება ჩვენი მოქალაქეების საჭიროებებზე იქნება…

მეტი...

,,სანქციებს დიდი გავლენა არ მოუხდენია რუსეთის მიმდინარე კურსზე უკრაინის წინააღმდეგ ომში”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს დიდი გავლენა არ მოუხდენია რუსეთის მიმდინარე კურსზე უკრაინის წინააღმდეგ ომში. მისი თქმით, კონკრეტული დასავლელი პოლიტიკოსების მოლაპარაკებებს მართავენ უკრაინის ,,ზურგს უკან”, რაც ზელენსკისთვის მიუღებელია. ,,სანქციებს დიდი გავლენა არ მოუხდენია რუსეთის მიმდინარე კურსზე უკრაინის წინააღმდეგ ომში. ჩვენ გვჭირდება მუდმივი ინტერესი დასავლეთის მხრიდან, დასავლეთის მხარდაჭერა უკრაინის სუვერენიტეტის მიმართ. არ შეიძლება მოლაპარაკებები უკრაინის ზურგს მიღმა. როგორ შეიძლება უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მიღწევა, უკრაინის პოზიციის მოსმენის გარეშე? ეს გასაოცარია“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

,,ევროკავშირი თუ უკრაინასა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივას არ მისცემს, ეს იქნება ისტორიული შეცდომა”- ჯეიმი შეა

ნატო-ს გენერალური მდივნის თანაშემწის ყოფილმა მოადგილის ჯეიმი შეას განცხადებით, ევროკავშირი გაწევრების შესაძლებლობა უნდა მისცეს უკრაინას და მასთან ერთად საქართველოსაც. მისი თქმით, აღნიშნული ქვეყნები ერთმანეთთან შავი ზღვის უსაფრთხოებით არიან დაკავშირებულნი და ყოველთვის ერთად უნდა განიხილებოდნენ. „უკრაინა თუ გაქრება როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო, მაშინ იმპერიალისტური, აგრესიული რუსეთი ევროპას მოადგება. მოადგება ჩვენს საზღვრებს ბელარუსსა და მოლოდვაში, ასევე პოლონეთსა და ბალტიისპირეთში. ეს არ არის ჩვენს ინტერესში. ამიტომ, ევროკავშირის ინტერესში შედის, მიიღოს ის ქვეყნები, რომლებიც არიან ევროპული სახელმწიფოები, იქცევიან ევროპულად და რეალურად იზიარებენ ევროკავშირის ღირებულებებს. წარსულში ჩვენ ძალიან უცნაური სიტუაციაში აღმოვჩნდით, როდესაც ბალკანეთის სახელმწიფოებს 2002 წლიდან…

მეტი...

,,რუსეთს ყოველთვის ერთი ფეხი უდგას ქვეყანაში, შემდეგ კი შეუძლებელს ხდის ქვეყნისთვის დასავლეთისკენ ორიენტირებას”- ანგელა მერკელი

გერმანიის ყოფილი კანცლერის, ანგელა მერკელის განცხადებით, თუ უკრაინას ნატო-ს  სამოქმედო გეგმას მიანიჭებდნენ, პუტინი გაცილებით ადრე შეიჭრებოდა უკრაინაში. მერკელის განცხადებით, მან კარგად იცოდა, რომ პუტინი რაიმეს მოიმოქმედებდა და სწორედ ამიტომ, ეთქვა უარი საქართველოს და უკრაინას. „ზელენსკიმ ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ უკრაინა ნატო-ს წევრი რომ ყოფილიყო, ჩვენ აქტიურად დავიცავდით მას დღეს ჩვენი სამხედროებით. თუმცა, ეს პროცესია და ამ პროცესში ვიცოდი, რომ პუტინი მოიმოქმედებდა რამეს, რაც არ იქნებოდა კარგი უკრაინისთვის. სწორედ ამიტომ ვიყავი წინააღმდეგი და შედეგი იყო უარი წევრობის სამოქმედო გეგმაზე საბოლოო ჯამში, რამაც იმედი გაუცრუა საქართველოსა და უკრაინას. და იმისათვის, რომ…

მეტი...