ევროპარლამენტი ევროკავშირს უკრაინისთვის სტატუსის მინიჭების რეკომენდაციით მიმართავს

ევროპარლამენტმა უკრაინას ე.წ. მწვანე შუქი აუნთო და ევროკავშირს რეკომენდაციით მიმართა, ომში მყოფ ქვეყანას კანდიდატის სტატუსი მიანიჭოს. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროპარლამენტის პლენარული სხდომის  საგარეო, უსაფრთხოებისა და თავდაცვის პოლიტიკის რეზოლუციაშია აღნიშნული, რომელმაც 438-მა დეპუტატის მხარდაჭერა მოიპოვა, 65 წინააღმდეგი წავიდა, 94-მა კი თავი შეიკავა.  

მეტი...

უკრაინაში კირილ შანავა დაიღუპა

რუსეთ-უკრაინის ომს კიდევ ერთი ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა. კირილ შანავა უკრაინაში ცხოვრობდა. ის ქართული წარმოშობისაა, თუმცა, უკრაინაში გაიზარდა. კირილ შანავა უკრაინულ ბატალიონში იბრძოდა.

მეტი...

უკრაინისთვის სტატუსის მისაღებად, პოლონეთის პრეზიდენტი მხარდამჭერ ტურნეს იწყებს

უკრაინის ერთ-ერთი პირველი მოკავშირე პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ევროპაში ტურნეს იწყებს. პრეზიდენტი შეეცდება, ევროპა დაარწმუნოს, რომ უკრაინა იმსახურებს კანდიდატის სტატუსს.   ინფორმაციას პოლონური ოფიციალური მხარე ავრცელებს. ანჯეი დუდასთან ერთად, ტურნეში სლოვაკეთის პრეზიდენტი ზუზანა ჩაპუტოვაც უნდა ყოფილიყო, თუმცა, მას კორონავირუსი დაუდასტურდა.

მეტი...

თაღლითობა პატრიარქის სახელით  

პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოქალაქეებს სხვადასხვა ნივთებს სთავაზობენ. საქართველოს პატრიარქის სახელის გამოყენებასთან დაკავშირებით, საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს. „სატელეფონო ზარის მეშვეობით, თითქოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მოქალაქეებს კვლავ სთავაზობენ სხვადასხვა საეკლესიო ნივთს, ახლად დაბეჭდილ ბიბლიას ან ძვირად ღირებულ საეკლესიო ატრიბუტიკას. კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ საპატრიარქოს არც ერთი ოფიციალური სამსახური არ გასცემს ნებართვას ან კურთხევას მსგავსი მარკეტინგული საქმიანობისთვის და არც რაიმე კავშირი აქვს ასეთ პირებთან, რომლებიც პატრიარქის სახელით, სავარაუდოდ, მოსახლეობის ნდობის მოპოვებასა და ამ გზით ნივთების გაყიდვას ცდილობენ. გთხოვთ, გაითვალისწინოთ“, – აცხადებენ საპატრიარქოში.

მეტი...

„ევროპარლამენტშიც არიან ადამიანები, რომლებიც დაცლილები არიან სინდისისგან“ – ირაკლი ზარქუა

რამდენიმე საათში ევროპარლამენტი საქართველოსთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას მიიღებს. სტრასბურგში საქართველოს საკითხის განხილვისთვის ემზადებიან. უკვე გამოქვეყნდა კიდეც სია გამომსვლელებისა, რომლებიც საქართველოს საკითხზე ისაუბრებენ. მათ შორის არიან ანდრიუს კუბილიუსი, რასა იუკნევიჩიენე, ვიოლა ვონ კრამონი და სხვები, რომლებიც საქართველოს საკითხებში არიან ჩართულები. უმრავლესობის დეპუტატები ევროპარლამენტის ზოგიერთ წევრს არ ენდობიან და მათ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ალიანსში ადანაშაულებს. „ევროპარლამენტარები ზებუნებრივი ადამიანები გგონიათ? იქაც არიან ადამიანები, რომლებიც დაცლილი არიან სინდისისგან. მაგალითად, ბატონი კუბილიუსი და რაისას ვეძახი, ქალბატონი რასა. ორივე „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული მეგობარია“ – აცხადებს უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა. ევროპარლამენტარები უკვე იკრიბებიან. ისინი საქართველოსგან რეალური რფორმების გატარებას ელოდებიან,…

მეტი...

„სოცმედიაში იმართება კვაზი-ამხანაგური სასამართლოები“ – შალვა პაპუაშვილი

„არის ზოგადი ტენდენცია, რასაც ცდილობს ოპოზიციის ნაწილი და ეს არის სახელმწიფო ინსტიტუტების დისკრედიტაცია, ამ შემთხვევაში მაგალითად სასამართლოს დისკრედიტაცია, როდესაც ხდება ჩანაცვლება კვაზი-ამხანაგური სასამართლოებით, რომელიც სოცმედიაში იმართება და არის ე.წ. სოცმედია ან მედია „ტროიკები“ , რომლებიც თუ იტყვიან, რომ ვიღაც დამნაშავეა-დამნაშავეა, უდანაშაულოა-უდანაშაულოა“, – აცხადებს  პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი. შალვა პაპუაშვილი ოპოზიციის წარმომადგენელთა განცხადებებს გამოეხმაურა. „ხალხი, რომელთაც რომ ჰკითხო,  სალონურ ატმოსფეროში დაგისხდებიან და მოგიყვებიან, რას ნიშნავს კანონის უზენაესობა, დემოკრატია და შემდეგ ამასთან დაკავშირებით ლექციას წაიკითხავენ. სინამდვილეში, სულის სიღრმეში არიან „ტროიკის“ წარმომადგენლები, რომლებიც დასხდებიან და კლავიატურაზე რაღაცას აკრიფავენ, სტატუსს დაწერენ და იტყვიან-დამნაშავეა – არაა…

მეტი...

ევროკავშირის ელჩი მთავრობას მოუწოდებს, ფარულ მიყურადებაზე გამოძიების შედეგები გამოაქვეყნოს

ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი საქართველოს მთვრობას მიმართავს და ურჩევს, გამოაქვეყნოს გამოძიების შედეგები, რომელიც დუპლომატებისა და საქართველოს მოქალაქეების ფარულ გადაღებებს ეხება. „მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, შეასრულოს თავისი ვალდებულებები საქართველოს მოქალაქეების ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების დაცვასთან დაკავშირებით და ასევე, უზრუნველყოს ადეკვატური და ეფექტიანი გარანტიები მათი პოტენციური დარღვევის წინააღმდეგ. ასევე, მოვუწოდებთ მთავრობას, დიპლომატიურ საზოგადოებას 2021 წლის სექტემბერში გამოვლენილ საქართველოს და უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიმართ ფართომასშტაბიან მიყურადებასთან დაკავშირებით დაპირებული გამოძიების შედეგები აცნობოს“ – აცხადებს ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი.  

მეტი...

მარიამ ჯიშკარიანი მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადებას ითხოვს

ცენტრი „ემპათიას“ ხელმძღვანელი მარიამ ჯიშკარიანი აცხადებს, რომ  მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება საქართველოს პირობებში შეუძლებელია და მის უცხოეთში გადაყვანას ითხოვს. როგორც ჯიშკარიანმა, სააკაშვილის მონახულების შემდეგ მედიასთან განაცხადა, საჭიროა  სხვა, უფრო თანამედროვე  მულტიპროფილური ცენტრი. „მის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით პროგრესი არ არის. საჭიროა გარკვეული კვლევები. მიმდინარეობს ექსპერტიზა.  ვფიქრობთ, რომ საჭიროა სასჯელის გადავადება, ვინაიდან,  ამ მდგომარეობის საქართველოში მკურნალობა შეუძლებლად მიგვაჩნია. აუცილებელია მიზეზზე ორიენტირებული მკურნალობა“ – აღნიშნა ჯიშკარიანმა. მისივე ინფორმაციით, საერთაშორისო ექსპერტების მოწვევასთან დაკავშირებით კონსულტაციები გრძელდება.

მეტი...

„მიმდინარე ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოს მოქა ლაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას“ – კარლ ჰარცელი

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს და ამბობს, რომ მიმდინარე ცვლილებები პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას შეზღუდავს. „გუშინ საქართველოს პარლამენტმა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებები მიიღო, რომლის შესაბამისად მატულობს სამართალდარღვევათა რაოდენობა, რომელთა მიმართებაში ნებადართული იქნება ფარული საგამოძიებო მოქმედებების ჩატარება, ხოლო ამ მოქმედებების ხანგრძლივობა იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანა უსაფრთხოების თვალსაზრისით შეიძლება ლეგიტიმური იყოს, შეშფოთებით აღვნიშნავთ, რომ მიმდინარე ცვლილებები მნიშვნელოვნად ზღუდავს საქართველოს მოქალაქეების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობას, მათ პირად ცხოვრებაში გაუმართლებელი შეჭრისა და პერსონალური მონაცემების დაცვის საკმარისი გარანტიების გარეშე. ევროკავშირმა აღნიშნული…

მეტი...

„ჩემი აზრით, უნდა შეიწყალოს, ეს ლოგიკური გამოსავალია“ – ნინო ლომჯარია ნიკა გვარამიას შეწყალებაზე

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია აცხადებს, რომ პრეზიდენტმა ნიკა გვარამია უნდა შეიწყალოს. „ადრეც ვთქვი და დღესაც ვამბობს, რომ ამ შემთხვევაში თუ არა, სხვა რა შემთხვევაში შეიძლება პრეზიდენტმა შეწყალება გამოიყენოს, როდესაც არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია თუ საერთაშორისო რეპუტაციული ორგანიზაცია ეუბნება, რომ განაჩენი დაუსაბუთებელია. ახლა თუ არა, სხვა რა შემთხვევაში შეიძლება პრეზიდენტმა შეწყალების აქტი გამოიყენოს? ვფიქრობ, რომ არის ყველანაირი საფუძველი. ვერანაირ პროგნოზს გავაკეთებ, თუმცა, ჩემი მოლოდინია, რომ უნდა შეიწყალოს. ეს იქნება ყველაზე ლოგიკური და სწორი გამოსავალი“ – აცხადებს სახალხო დამცველი.  

მეტი...

,,დაჟინებით ვითხოვთ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტს, რაც შეიძლება სწრაფად”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის დმიტრო კულებას განცხადებით, ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა რუსეთზე სანქციებით ზეწოლა უნდა გაზარდონ. მისი თქმით, უკრაინული მხარე დაჟინებით ითხოვს სანქციების მეშვიდე პაკეტის მიღებას. „დღეს მე ხელი მოვაწერე წერილს ევროკავშირის წევრი ქვეყნებისადმი, რომელიც მოიცავს უკრაინის ხედვას სამომავლო სანქციების მეშვიდე პაკეტის შესახებ. რა თქმა უნდა, სანქციებით ზეწოლა უნდა გაიზარდოს. ჩვენ დაჟინებით ვითხოვთ ევროკავშირის სანქციების მეშვიდე პაკეტის რაც შეიძლება სწრაფად მიღებას. ხაზს ვუსვამ, რომ არ არსებობს სანქციების მეშვიდე პაკეტის გადადების რაციონალური მიზეზი – ეს არის ჩვენი სიგნალი ევროკავშირისადმი, ეს არის ჩვენი სიგნალი G7-ისადმი“,- განაცხადა დმიტრო კულებამ.

მეტი...

,,უმრავლესობა და უმცირესობა სხვადასხვა სიხშირეებზე ვლაპარაკობთ”- დავით უსუფაშვილი

პარტია ,,ლელოს” წევრი, დავით უსუფაშვილის განცხადებით, უმრავლესობა და უმცირესობა სხვადასხვა სიხშირეებზე საუბრობენ. მისი თქმით, ამ მიმართულებით სწორი ნაბიჯების გადადგმაა საჭირო და ამაზე პასუხისმგებლობა პარლამენტის თავმჯდომარემ უნდა აიღოს. „კიდევ ერთი საკითხი, რომელიც სერიოზული პრობლემაა და თავმჯდომარის ნომერი პირველი საქმეა. უმრავლესობა და უმცირესობა სხვადასხვა სიხშირეებზე ვლაპარაკობთ, უნარები გვაქვს ჩახშული, რომ ერთმანეთის რამე გავიგოთ. დაიწყო ლაპარაკი უმრავლესობის წევრმა? – მე ყურები ჩახშული მაქვს, არ მესმის! ეს თქვენ უნდა მოაგვაროთ პერსონალურად, ბატონო შალვა, ამიტომ სჭირდებით ამ პარლამენტს თავმჯდომარედ. როდესაც პარლამენტის სხდომა მიგყავთ, ბიუროს სხდომა მიგყავთ, თქვენი ვალია, რომ სიხშირეები გავასწოროთ და ადამიანებს მაგალითი მისცეთ.…

მეტი...

,,სახალხო არტისტი, სახალხო მთქმელი, ვარსკვლავთბიჭუნა ზარქუა 24 რიცხვამდე იქნებ მოაშოროთ ტელეეკრანებს”- ლევან ხაბეიშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ლევან ხაბეიშვილმა პარლამენტში უმრავლესობის წევრ დეპუტატებს თხოვნით მიმართა. ხაბეიშვილი ირაკლი ზარქუა 24 რიცხვამდე, ტელეეკრანებიდან ჩამოშორებას ითხოვს. „ზოგადად, აქ არის ხოლმე ჩემი კოლეგა, სახალხო არტისტი, რომელიც მიჩივის, გამლახა, მცემა და მატკინაო და სისხლის სამართლის საქმე ამ დრომდე ჩემზეც მიმდინარეობს. ერთი თხოვნა მაქვს თქვენთან, სახალხო არტისტი, სახალხო მთქმელი, ვარსკვლავთბიჭუნა ზარქუა 24 რიცხვამდე მაინც, იქნებ მოაშოროთ ტელეეკრანებს,”- განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.  

მეტი...

,,მიგვაჩნია, რომ დადგა განაჩენი დანაშაულის გარეშე”- ნინო ლომჯარია ნიკა გვარამიაზე

სახალხო დამცველის ნინო ლომჯარია განცხადებით, ნიკა გვარამიას განაჩენი არის დაუსაბუთებელი. მისი თქმით, განაჩენი ადამიანის მიმართ დადგა იმ ქმედების გამო, რაც არ წარმოადგენს დანაშაულს. „წლების განმავლობაში ვიყავი პრეზიდენტის შეწყალების კომისიის წევრი და იქ წარმოვადგენდი ჩემს პოზიციებს სხვადასხვა საქმესთან დაკავშირებით. როგორც გითხარით, ბოლო წლებში განხილული განაჩენებიდან, ეს საქმე არის ყველაზე დაუსაბუთებელი და ამ საქმეს ასევე გამოარჩევს ის, რომ რეალურად განაჩენი ადამიანის მიმართ დადგა იმ ქმედების გამო, რაც სახალხო დამცველის შეფასებით, საერთოდ არ წარმოადგენს დანაშაულს. აქ საუბარი არ არის იმაზე, რომ მეტად დასაბუთებულია თუ ნაკლებად, ჩვენ მიგვაჩნია, რომ დადგა განაჩენი დანაშაულის გარეშე, ამიტომ…

მეტი...

,,ერთი მიზანი დაისახეთ, უფრო ნაკლებმა ბავშვმა გადაწყვიტოს წასვლა სხვა ქვეყანაში”- ლევან იოსელიანი

,,ვისაც არ ეკუთვნის მადლობა ეს არის ის განათლების მინისტრი, რომელიც დღეს ჰყავს საქართველოს. არ ეკუთვნის მადლობა არც მის წინამორბედებს. საუბარი, აქ არის ჩვენს დამოკიდებულებაზე  განათლების მიმართ და იმაზე გვინდა თუ არა, რომ ჩვენ გვყავდეს განათლებული თაობა“, – ამის შესახებ ლევან იოსელიანმა განაცხადა. იოსელიანმა განთლების სისტემის არაეფექტურობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ეროვნულ გამოცდებზე უკვე 40 ათასზე მეტი ბავშვი დარეგისტრირდა და თითქმის ყველა მათგანის მშობლებს მათ მომზადებაში გადახდილი აქვს ფული. დეპუტატის თქმით, ეს  მასწავლებელთა დაბალი კვალიფიკაციის გამო ხდება. „საქართველოში 9 ბავშვზე მოდის 1 მასწავლებელი, რაც ერთ-ერთი საუკეთესო მაჩვენებელია. ბევრად უფრო ნაკლებია საფრანგეთში, იაპონიაში და…

მეტი...

,,მოსკოვიდან საპასუხო რეაქცია იქნება”- მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-სპიკერი მარია ზახაროვა, საფრანგეთის მიერ ზოგიერთი რუსული სატელევიზიო არხის აკრძალვას ეხმიანება. ზახაროვას თქმით, რუსეთს საპასუხო რეაქცია ექნება. ,,ზოგიერთი რუსული ტელეარხის აკრძალვის შესახებ საფრანგეთის გადაწყვეტილებაზე მოსკოვიდან საპასუხო რეაქცია იქნება. საგარეო საქმეთა სამინისტროს ექნება რეაგირება ასეთ ქმედებებზე. ამ შემთხვევაზეც იქნება საპასუხო რეაქცია“, – განაცხადა ზახაროვამ.

მეტი...

,,უკრაინაში ბლოკირებულია 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული, ეს ძირს უთხრის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას”- შარლ მიშელი

 ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა განაცხადა, რომ უკრაინიდან რუსეთი იპარავს მარცვლეულს და  სურსათს ომის იარაღად იყენებს. მისი თქმით, უკრაინაში ბლოკირებულია 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული. „რუსეთი სურსათს ომის იარაღად იყენებს, იპარავს მარცვლეულს, ბლოკავს პორტებს და სასოფლო-სამეურნეო მიწებს საბრძოლო ველებად აქცევს. უკრაინაში ბლოკირებულია 20 მილიონ ტონაზე მეტი მარცვლეული, ხორბალი და სიმინდი. ეს ძირს უთხრის გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას და მსოფლიოში შიმშილს იწვევს. ევროპული საბჭოს შეხვედრის დროს, ჩვენ ფოკუსირებულები ვიყავით, რომ ამ პროდუქტების გლობალურ ბაზარზე გასატანად ლოჯისტიკური გამოსავალი გვეპოვნა, მათ შორის ვმუშაობთ უკრაინასთან და ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან ალტერნატიული სატრანსპორტო მარშრუტის შესამუშავებლად. გლობალური შიმშილი ყველას…

მეტი...

ევროკომისიის ინიციატივით, საქართველოს და მოლდოვას სამხედრო დახმარება გაეზრდებათ

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ ევროკომისია საქართველოსა და მოლდოვის სასარგებლოდ არალეტალური სამხედრო დახმარებას გაზრდის. „ჩვენ საქართველოსა და მოლდოვის სასარგებლოდ არალეტალური სამხედრო დახმარების ზომების გაზრდის შეთავაზებით გამოვედით. ეს მხარს დაუჭერს ლოჯისტიკას, კიბერთავდაცვას, სამხედრო სამედიცინო, საინჟინრო და მობილობის შესაძლებლობებს. ჩვენ ამ ზომებს ივნისში წარვადგენთ და მათი მიღება საბჭოს მიერ ივლისში იგეგმება“, – აღნიშნა ვალდის დომბროვსკის​მა.

მეტი...

,,სალომე სამადაშვილმა ჩართოს წამზომი და შეეცადოს 1 წუთი თუ გაძლებს, რომ ზიზღის შემცველი რიტორიკა არ გამოიყენოს”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ოპოზიციონერი დეპუტატი სალომე სამადაშვილი ზიზღის შემცვლელი რიტორიკით საუბრობს. მისი თქმით, უმჯობესია სამადაშვილი დაფიქრდეს საკუთარ ქცევაზე და რიტორიკაზე. „მოგიწოდებთ დეპუტატებს და ჟურნალისტებს, როდესაც ქალბატონი სალომე გამოვა, ჩართეთ წამმზომი და დაელოდეთ, თუ პირველივე ერთ წუთში არ იქნება ზიზღის სიტყვა. დაელოდეთ, თუ გაძლებს ერთი წუთი მაინც ზიზღი არ გამოურიოს. ჯერ კითხვა დასვა, შემდეგ დააზუსტა და თქვა ჯერ „კლოუნიო“, მერე ქალბატონ მაკაზე თქვა „დაქირავებულიო“, მერე – „მოძალადეებიო“. რა პოლიტიკურ კულტურაზე უნდა ვისაუბრო და რა იმედები გვაქვს, როდესაც ის თავად საუბრობს, რომ კოლეგებს ელაპარაკება ევროპაში და არწმუნებს. ხომ ხვდებით…

მეტი...

,,გირჩევდით, ლევან ბერძენიშვილი დაიქირაოთ, რათა თქვენი უმრავლესობის წევრები ლოგიკურ მეტყველებაში ავარჯიშოს”- სალომე სამადაშვილი

პლენარულ სხდომაზე პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს სალომე სამადაშვილმა მიმართა. ოპოზიციონერმა დეპუტატმა, შალვა პაპუაშვილს მოუწოდა ლევან ბერძენიშვილი დაიქირაოს, რადგან უმრავლესობის წევრები ლოგიკურ მეტყველებაში ავარჯიშოს. ,,ბატონო შალვა გირჩევდით, ლევან ბერძენიშვილი დაიქირაოთ, რათა თქვენი უმრავლესობის წევრები ლოგიკურ მეტყველებაში ავარჯიშოს. იქნებ მათ რაღაც განათლება დაჩქარებული კურსით მისცეს, რათა სიტყვის თქმისას მულტფილმების ციტირება არ სჭირდებოდეთ, რაც ჩემი აზრით ძალიან სირცხვილია“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა. შეგახსენებთ, ალუდა ღუდუშაურმა გიორგი ვაშაძე მულტფილმ „თაგვი და კატას” პერსონაჟს შეადარა. ,,არ ვაპირებთ თქვენს ცემას”- დეპუტატი დეპუტატს

მეტი...

,,მსოფლიოში რეალურად საკვების კრიზისია”- მევლუთ ჩავუშოღლუ

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, მსოფლიოში რეალურად საკვების კრიზისია და ეს ეხება როგორც უკრაინულ ხორბალს, ასევე რუსულ სასუქებს. მისი თქმით, რუსეთის მოთხოვნა, მზესუმზირის და ხორბლის პროდუქტების ექსპორტის სანაცვლოდ, სანქციების მოხსნაზე, სრულიად ლეგიტიმურია. „მსოფლიოში რეალურად საკვების კრიზისია. ჩვენ არ უნდა შევაფასოთ საკვების კრიზისი შეზღუდულად მხოლოდ უკრაინიდან ხორბლის ექსპორტის კუთხით, არამედ ასევე არის სასუქების პრობლემაც. სერგეი ლავროვს ჰქონდა ოფიციალური ვიზიტი ლათინური ამერიკის ქვეყნებში და ჩვენ დავინახეთ, რომ მათ აქვთ წუხილი ამ მიმართულებით. ასე რომ, რუსეთის და უკრაინის ხორბლის პროდუქტები წარმოადგენს გლობალური წარმოების ერთ მესამედს. თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ ტერიტორიის ნაღმებისგან…

მეტი...

,,უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებულ მდგომარეობას საერთო არაფერი აქვს მსოფლიოში სასურსათო კრიზისთან“- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, სერგეი ლავროვმა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრისას განაცხადა, რომ უკრაინულ მარცვლეულთან დაკავშირებულ მდგომარეობას საერთო არაფერი აქვს მსოფლიოში სასურსათო კრიზისთან. მისი თქმით, დასავლეთი ცდილობს საყოველთაო კატასტროფა შექმნას. „ჩვენ დიდი ყურადღება მივაქციეთ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის პრობლემას. ჩვენი დასავლელი კოლეგები და თავად უკრაინელები ამ საკითხის საყოველთაო კატასტროფის კატეგორიაში გაყვანას ცდილობენ. თუმცა ამ უკრაინული მარცვლეულის წილი ხორბლისა და სხვა მარცვლეულის გლობალური წარმოების ერთ პროცენტზე ნაკლებია. ჩვენ გარანტიას ვაძლევთ ამ ტიპის მარშრუტების უსაფრთხოებას და გარანტიას ვაძლევთ, რომ როდესაც და თუ უკრაინა გაასუფთავებს ნაღმებს და დაუშვებს გემების გაყვანას თავისი პორტებიდან, ჩვენ არ…

მეტი...

,,გვარამიას გარდა, საქართველოს უამრავი პატიმარი ჰყავს, დამნაშავე ყველა დამნაშავეა”- კახა კალაძე

თბილისის მერის, კახა კალაძის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის გადასაწყვეტია, შეიწყალებს თუ არა ნიკა გვარამიას. მისი თქმით, გვარამიას გარდა, საქართველოს უამრავი პატიმარი ჰყავს. ,,ეს მისი გადასაწყვეტია. გვარამიას გარდა, საქართველოს უამრავი პატიმარი ჰყავს. დამნაშავე ყველა დამნაშავეა. ვინც დანაშაულს სჩადის, ყველა დამნაშავეა”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

,,თავის დროზე კორპუსთან ვერ ჩადიოდნენ უბნის ბიჭების შიშით და ეს ხალხი ომის პროპაგანდას ეწევა”- მამუკა მდინარაძე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე, იორგი ვაშაძის განცხადებას უპასუხა, სავარაუდოდ მის მიმართ დაგეგმილი ცემის ფაქტზე. მდინარაძის თქმით, გიორგი ვაშაძის განცხადება სიმართლეს არ შეესაბამება. ,,მარტო გიორგი ვაშაძე ხომ არ არის, ადამიანები ომის პროპაგანდას აწარმოებენ, ვაჟკაცებად გამოჰყავთ თავიანთი თავი და დარბაზში ვერ შემოდიან ბრიფინგებით დაზღვევის გარეშე. ერთხელ ვთქვი და ძალიან ეტკინათ და ეწყინათ, თავის დროზე კორპუსთან ვერ ჩადიოდნენ უბნის ბიჭების შიშით და ეს ხალხი ომის პროპაგანდას ეწევა და ეს ადამიანი დარბაზში ვერ შევიდა ბრიფინგი რომ არ ჩაეტარებინა. შიშის საფუძველი არ აქვს, ჰალუციანაცია დავარქვი ამას, რაც საფუძველს გამორიცხავს. ჰალუცინაცია იმიტომ ვთქვი, რომ საფუძველი…

მეტი...

,,ზელენსკი მასპინძლობის თხოვნით არ მიმართავს იმ ქვეყნის პარლამენტს, რომელთანაც დიპლომატიური დემარში აქვს გამოცხადებული”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, უკრაინის პრეზიდენტს მასპინძლობის თხოვნით არასდროს მიუმართავს საქართველოს პარლამენტისთვის. მისი თქმით, საქართველო არის ევროპაში ერთადერთი ქვეყანა, საიდანაც უკრაინის ხელისუფლებას ელჩი ჰყავს გაწვეული და სწორედ ამიტომ, ქვეყანას, რომლის მიმართაც დიპლომატიური დემარში აქვს გამოცხადებული, მის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოს არ მიმართავს თხოვნით მას უმასპინძლოს „მიკვირს, უკრაინის პრეზიდენტს რამდენი მეურვე და მისი სახელით მოსაუბრე ადამიანი გამოუჩნდა. მაშინაც ვთქვი და კიდევ ერთხელ განვმეორდები, უკრაინის პრეზიდენტს არც ერთხელ არ გამოუთქვამს სურვილი და ალბათ არის ამის მიზეზი, მე ვვარაუდობ, რა შეიძლება იყოს ამის მიზეზი. თქვენ იცით, სამწუხაროდ, დღემდე საუბარი იყო, რომ თითქმის…

მეტი...

,,ოპოზიციის ნაწილი ცდილობს, რომ სიტყვის თავისუფლებად გამოაცხადოს ბულინგი, ზიზღის ენა”- შალვა პაპუაშვილი

„ბოლო რამდენიმე წელია, მე როგორც ჩვეულებრივი მოქალაქე ვაკვირდები, რომ გაუხეშდა ენა,  მედიაში და პოლიტიკაში. პირდაპირი შეურაცხყოფა აღიქმება სიტყვის თავისუფლების პიკად და თითქოს ყველაფერი მოსულა, ვინაიდან ეს არის სიტყვის თავისუფლება – ეს არის ყველაზე დიდი ტყუილი, რომლის დამკვიდრებასაც განსაკუთრებით ცდილობს ოპოზიციის ნაწილი, რომ სიტყვის თავისუფლებად გამოაცხადონ ბულინგი, ზიზღის ენა, ადამიანის გაჩუმება“,- ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე პლენარულ სხდომაზე დასმულ შეკითხვებს სიძულვილის ენის, სიტყვის გამოხატვის თავისუფლებისა  და ეთიკის საბჭოს დაკომპლექტების შესახებ. „გამოსვლების სიმძაფრე, ეთიკა და ასე შემდეგ, ხედავთ, რომ გამოწვევაა  არა ჩვენი პარლამენტის, არამედ ზოგადად პოლიტიკური დისკუსიის. ეს არის სამწუხარო რეალობა, რომელიც, მე ვიტყოდი, რომ…

მეტი...

,,ნინო ლომჯარია „ნაცების“ სახალხო დამცველად გადაიქცა”- მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე, სახალხო დამცველის განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ნინო ლომჯარია „ნაცების“ სახალხო დამცველად გადაიქცა. ,,ნინო ლომჯარია, ამ ბოლო დროს განსაკუთრებით, „ნაცების“ სახალხო დამცველად გადაიქცა. ეს არის როგორც ჩანს მისი ბოლო მისია და ფუნქცია. რატომ არის განაჩენი დაუსაბუთებელი, უდანაშაულობის ერთი არგუმენტი ბრძანეთ. მოსამართლის დისკრეციაა ეს, ამას თქვენ და მე ვინ გვეკითხება. მართლა ცუდია ჩემი მხრიდან ამის თქმა და ცოტა მძიმეც არის, ჩვენი არჩეულია და კიდევ ვიმედოვნებდით, რომ მიუხედავად იმისა, რომ „ნაცმოძრაობის“ და მისი განშტოებების წარმომადგენლები ძალიან ლობირებდნენ, ვიფიქრეთ, კარგი, დავუშვათ ეს ე.წ. კვოტა, ეს ადამიანი თავს ზემოთ ძალას იპოვის და…

მეტი...

,,ანგარიშის წარდგენის ინსტრუმენტი ხაზს უსვამს თუ რამდენად გარდაქმნა „ქართულმა ოცნებამ“ პარლამენტარიზმი”- შალვა პაპუაშვილი

„ანგარიშის წარდგენის ინსტრუმენტი ხაზს უსვამს თუ რამდენად გარდაქმნა „ქართულმა ოცნებამ“ საქართველოს პარლამენტი, პარლამენტარიზმი და მათ შორის, ანგარიშვალდებულების საკითხის გაგება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა. მოხსენების შემდეგ, შალვა პაპუაშვილი დეპუტატების შეკითხვებს პასუხობს. „ანგარიშის წარდგენის  ტრადიცია და არა რეგლამენტში გაწერილი წესი, დაამკვიდრა  თავად „ქართულმა ოცნებამ“ 2019 წელს, მაშინდელმა მთავრობამ, მაშინდელმა პარლამენტმა, რომ მთავრობა მიდის პარლამენტში  და უსმენს პარლამენტის თავმჯდომარის ანგარიშს პარლამენტის საქმიანობის შესახებ.  მთავარი მიზანია, რომ მთავრობამ, სხვა სტუმრებმა, მათ შორის, დიპლომატიურმა კორპუსმა პარლამენტის თავმჯდომარის მხრიდან მოისმინოს რა…

მეტი...

,,უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს”- ვალდის დომბროვსკისი

ევროპარლამენტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკომისიის აღმასრულებელმა ვიცე-პრეზიდენტმა, ვალდის დომბროვსკისმა განაცხადა, რომ ომი უნდა დასრულდეს კიევისთვის მისაღები პირობებითა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. მისივე თქთმი, უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როგორც არასდროს. „ომი უნდა დასრულდეს კიევისთვის მისაღები პირობებითა და საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სრული პატივისცემით. ევროკავშირი განაგრძობს უკრაინის მტკიცე მხარდაჭერას ამ ომში გამარჯვებისთვის. უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო და არაპროვოცირებული აგრესიის კონტექსტში, „სტრატეგიული კომპასი“ მკაფიოდ უსვამს ხაზს ჩვენს განზრახვას, გავაძლიეროთ ჩვენი თანამშროლობა აღმოსავლეთ პარტნიორებთან უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროში. უკრაინის, საქართველოს, მოლდოვის და სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მხარდაჭერა მნიშვნელოვანია, როგორც…

მეტი...

,,როდესაც ქვეყანას ენიჭება კანდიდატის სტატუსი, არის უამრავი რამ, რისგანაც ამ ქვეყანამ შეიძლება, სარგებელი მიიღოს”- რობერტა მეცოლა

ევროპარლამენტის თავმჯდომარე რობერტა მეცოლამ უპასუხა ჟურნალისტის კითხვას, არის თუ არა მოსალოდნელი ევროპარლამენტის მხრიდან მხარდაჭერას  უკრაინის, მოლდოვის და საქართველოს მიმართ ევროპულ პერსპექტივასთან დაკავშირებით. მეცოლას განცხადებით, ევროპარლამენტის პოზიციაა, რომ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ, კარი არ უნდა დაიხუროს. „დღეს ჩვენ განვიხილავთ უკრაინის რადას სპიკერთან, ისევე როგორც ჩემს კოლეგებთან მოლდოვიდან და საქართველოდან. ევროპარლამენტი აცხადებს უკიდურესად მკაფიოდ, რომ იმ ქვეყნებისთვის, რომლებიც ევროპას თავიანთ სახლად მიიჩნევენ, კარი არ უნდა დაიხუროს. ეს ეხება ყველა ქვეყანას, რომელმაც შეიტანა განაცხადი და სურს, ევროპულ ოჯახს შეუერთდეს.  ევროპარლამენტში სხვადასხვა პოლიტიკურ ჯგუფს თუ ჰკითხავთ, ისინი ახსნებენ იმ ქვეყნებს, რომლებიც ელოდებიან ევროკავშირში…

მეტი...

სემეკს, საჯარო აუდიტის ინსტიტუტსა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულკომისიას (სემეკ), საჯარო აუდიტის ინსტიტუტსა და ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, საჯარო აუდიტის ინსტიტუტის დირექტორმა გელა წიკლაურმა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ. მემორანდუმის მიზანია სემეკში დასაქმებულთა პროფესიული განვითარება, სტუდენტების, სპეციალისტების, დაინტერესებული პირების ცნობიერების ამაღლება და ენერგეტიკული სფეროს პოპულარიზაცია. მხარეები ითანამშრომლებენ ერთობლივი პროფესიული, სასწავლო-საგანმანათლებლო პროექტების, ღონისძიებების დაგეგმვისა და განხორციელების კუთხით, უზრუნველყოფენ ტრენინგ-კურსების, სემინარებისა და კვლევების, ერთობლივი სასწავლო ღონისძიებების, სამუშაო შეხვედრების ორგანიზებას.

მეტი...

,,არ ვაპირებთ თქვენს ცემას”- დეპუტატი დეპუტატს

,,ქართული ოცნების” დეპუტატმა ალუდა ღუდუღაურმა, გიორგი ვაშაძის განცხადებას უპასუხა, სავარაუდოდ მის მიმართ დაგეგმილი ცემის ფაქტზე. ღუდუშაურის განცხადებით, გიორგი ვაშაძე  მშიშარაა და მას ცემას არავინ უპირებს. ,,დღეს ჩვენთან დარბაზში იმყოფება ჩვენი კოლეგა, ოპოზიციიდან, რომელიც მე პირადად მაგონებს, ჩემ ბავშვობაში იყო მულტფილმი “თაგვი და კატა”, რომელსაც ორგანულად ეშინოდა და ითხოვდა როგორმე, სურვილი ჰქონდა. გახდა ლომი და მაინც ეშინოდა ბუნებრივია კატის. ჩვენთან არის ეგეთი დეპუტატი, გიორგი ვაშაძე, რომელიც ომახიანად გამოდის ხოლმე, მოგვიწოდებს ომახიანად სხვადასხვა რაღაცებზე, მაგალითად ვიომოთ, გვასწავლის როგორი მაგარია, როგორი მებრძოლია, მაგრამ ამავდროულად ბუნებრივად არის ისეთი მშიშარა და მხდალი, რომ თუ ბრიფინგი…

მეტი...

,,ბურთი “ქართული ოცნების” მოედანზეა”- ვიოლა ფონ კრამონი

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. კრამონი მხარს უჭერს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებს და მისივე თქმით, ახლა ბურთი “ქართული ოცნების” მოედანზეა. ,,საქართველოსთვის მნიშვნელოვანი დღეა, ევროპარლამენტი განიხილავს საკვანძო რეზოლუციას ისტორიულ სამიტამდე ცოტა ხნით ადრე. საქართველოს ჰყავს სიცოცხლით სავსე, ევროპული საზოგადოება. ჩვენ მხარს ვუჭერთ საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატურის მინიჭებას, როგორც კი მისი მთავრობა შეწყვეტს დემოკრატიულ უკან დახევას. ბურთი “ქართული ოცნების” მოედანზეა”,- აღნიშნავს ვიოლა ფონ კრამონი

მეტი...

„ბატონო შალვა, შეგიძლიათ გაიხედოთ თქვენგან მარცხნივ?! ხედავთ ცარიელ სკამებს?”- გიორგი ვაშაძე

შალვა პაპუაშვილმა ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის 2021 წლის ანგარიში და 2022 წლის სამოქმედო გეგმა წარადგინა. ,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ შალვა პაპუაშვილს მიმართა და განაცხადა, რომ საქართველოს კონსტიტუციით პარლამენტს აქვს საზედამხედველო ფუნქცია მთავრობაზე და არა მთავრობას პარლამენტზე. „ბატონო შალვა, შეგიძლიათ გაიხედოთ თქვენგან მარცხნივ?! ხედავთ ცარიელ სკამებს?! სწორედ ეს არის მთავრობის დამოკიდებულება პარლამენტთან, თქვენს ანგარიშთან მიმართებაში. საქართველოს კონსტიტუციით პარლამენტს აქვს საზედამხედველო ფუნქცია მთავრობაზე და არა მთავრობას პარლამენტზე, ეს სწორედ ის დამოკიდებულებაა, რომელიც მათ დღეს აქვთ პარლამენტთან მიმართებაში და პირადად თქვენთან მიმართებაში, თქვენი ვალდებულებაა, რომ ამ ადამიანებს ბოლომდე აქ ყოფნა ვალდებულებაში…

მეტი...

,,იყო ტყუილი და ამ ტყუილის შედეგად საკუთარი ქვეყნისთვის მიყენებული რეპუტაციული ზიანი”- შალვა პაპუაშვილი

,,პარლამენტის წევრებმა ამომრჩევლის იმედები სწორედ საპარლამენტო საქმიანობაში აქტიური ჩართულობით, მათ პრობლემებზე გამოსვლის შეთავაზებით უნდა გაამართლონ და არა ლეგიტიმურ სახელმწიფო ინსტიტუტებზე შეტევით, შტურმით და ძალადობით,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა პარლამენტში წლიური მოხსენების წარდგენისას განაცხადა. როგორც შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, დღეს საქართველოს პარლამენტი გამართულად ფუნქციონირებს, თუმცა 2021 წელი ამ ცენტრალური სახელმწიფო ინსტიტუტისთვის რთული იყო. „2020 წლის ივლისში მიღებული საკონსტიტუციო ცვლილებებისა და საკანონმდებლო რეფორმების შედეგად შესაძლებელი გახდა უფრო ინკლუზიური საკანონმდებლო ორგანოს ჩამოყალიბება, ამის შედეგად პირველად პროპორციული წარმომადგენლობის ბარიერი ცხრა საარჩევნო სუბიექტმა გადალახა, ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაცია თანხმდებოდა, რომ არჩევნები ჩატარდა…

მეტი...

,,საგურამოში წვიმა მოვიდაო, ბარემ ნიკარაგუაში ქარი, რომ ამოვარდება მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს?”- ალეკო ელისაშვილი

,,როდემდე შეიძლება საქართველოს დედაქალას წყალმომარაგების კომპანია ემსახურებოდეს, რომელსაც ნატამალი სინდისი და პასუხისმგებლობა არ აქვს”,- ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა. ელისაშვილის განცხადებით,  დედაქალაქის მცხოვრები მილიონ-ნახევარი ადამიანი უპასუხისმგებლო კომპანიაზეა დამოკიდებული. ,,ისეთი გაცოფებული ვარ, გუშინ ჯერ წყალი შემიწყდა და შემდეგ მომივიდა მესიჯი, რომ წყალი შეგიწყდებათო. მინდოდა მთელი მთავრობისთვის მეთქვა, როდემდე შეიძლება საქართველოს დედაქალაქის წყალმომარაგების კომპანია ემსახურებოდეს, რომელსაც ნატამალი სინდისი და პასუხისმგებლობა არ აქვს. საგურამოში წვიმა მოვიდაო, ბარემ ნიკარაგუაში ქარი, რომ ამოვარდება მაშინაც წყალი უნდა შეგვიწყდეს? როდემდე უნდა იყოს მილიონ-ნახევარი ადამიანი ასეთ უპასუხისმგებლო კომპანიაზე დამოკიდებული. ქვითრების დაბეჭდვაში ხომ არიან ყოჩაღები.რამე გაფუჭდება…

მეტი...