,,ნებისმიერი თავდასხმა დემოკრატიულად სათავეში მოსულ პოლიტიკურ ძალაზე არის თავდასხმა ხალხზე”- თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის      თანაპრეზიდენტის ანდრიუს კუბილიუსი და „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმიანება. წულუკიანის განცხადებით, პირდაპირ ესხმიან თავს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას და აგრესიულად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში. „ბატონი კუბილიუსი და ქალბატონი, გვარი აღარ მახსოვს, უკვე ძალიან შორს მიდიან და რეალურად, პირდაპირ ესხმიან თავს ხალხის მიერ არჩეულ ხელისუფლებას. ისინი ამ განცხადებით უკვე პირდაპირ და აგრესიულად ერევიან ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში და ბატონ კუბიულიუსს და მეორე ქალბატონს საერთოდ, როგორც ჩანს, არ აინტერესებთ, ვინ არის ქართველი ხალხი და რას ფიქრობს ქართველი ხალხი. ამიტომაც, მე ვფიქრობ,…

მეტი...

ხმაური და დაპირისპირება პარლამენტში

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის მიერ პლენარულ სხდომაზე გაკეთებულ განცხადებას ხმაური მოყვა. კობახიძის მიერ ძმებ ბერძენიშვილებთან გაკეთებულმა  განცხადებამ, ხათუნა სამნიძის პროტესტი გამოიწვია. სამნიძის განცხადებით, ირაკლი კობახიძე საკუთარი განცხადებით მოძალადეებს ახალისებს. კამათში ჩაერთო მამუკა მდინარაძე და გიორგი ვაშაძეც. ,,ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები არიან ახალი დროის ბოლშევიკები”- ირაკლი კობახიძე

მეტი...

,,ბორდერიზაცია გადავიდა აქტიურ ფაზაში და მოიცვა, პრაქტიკულად, შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტი”- ირაკლი ანთიძე

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ ერგნეთში დაგეგმილი შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა, რომ შეხვედრაზე განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხს. მისი თქმით, შეხვედრაზე განიხილება უკანონო ბორდერიზაციის პროცესიც. ,,დღეს განვიხილავთ წინა შეხვედრიდან დღემდე დაფიქსირებულ ყველა მნიშვნელოვან ინციდენტს, მთავარი აქცენტი დღევანდელ შეხვედრაზეც გაკეთდება უკანონო პატიმრობაში მყოფი ჩვენი თანამოქალაქეების გათავისუფლების საკითხზე, ეს არის პრიორიტეტი და, რა თქმა უნდა, ასევე, ყურადღება დაეთმობა უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის საკითხს, რომელიც, სამწუხაროდ, უკანასკნელი პერიოდის მანძილზე, ისევ გადავიდა აქტიურ ფაზაში და მოიცვა, პრაქტიკულად, შიდა ქართლის ყველა მუნიციპალიტეტი. ზოგადად, იმ მუნიციპალიტეტებში, სადაც საოკუპაციო ძალებმა…

მეტი...

,,ბერძენიშვილები, ბოკერიები, სააკაშვილები, გვარამიები და სხვები არიან ახალი დროის ბოლშევიკები”- ირაკლი კობახიძე

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ქვეყანაში ეროვნული იდენტობის წინააღმდეგ შეტევის ახალი ტალღა მიმდინარეობს. მისი თქმით, ლევან ბერძენიშვილი არის ადამიანი, რომელიც არის ადამიანი, რომელმაც ყველაზე მეტი წიგნი ვერ გაიგო. ,,მინდა, ვისაუბრო შეტევის იმ ახალ ტალღაზე, რომელიც ხორციელდება ჩვენი ეროვნული იდენტობის მიმართ. ხედავთ, რომ გამოარჩიეს რამდენიმე დიდი ქართველი და მათი სახელის დაკნინებით ცდილობენ, დააკნინონ ჩვენი ქვეყნისა და ხალხის იდენტობა. ეს არის მცდელობა, რომელიც სახეზეა. ხან ილია ჭავჭავაძეს უწუნებდნენ პოეზიას, ხან ერეკლე მეორეს უწუნებენ პოლიტიკურ გადაწყვეტილებებს, ხან აღმაშენებელს უწუნებენ შვილებისა და შვილიშვილების აღზრდას. ვხედავთ, რომ…

მეტი...

სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები აქციას მართავენ

თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების თანამშრომლები ხელფასების 100%-ით გაზრდის მოთხოვნით, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ადმინისტრაციული შენობასთან, საპროტესტო აქციას მართავენ. აქციის მონაწილეების ცნობით, დღეს 16:00 საათზე საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარესთან, ირაკლი პეტრიშვილთან ერთად სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდებიან.  

მეტი...

,,უნდა გვესმოდეს არავითარი შემდგომი პროგრესი ოლიგარქიული მმართველობის პირობებში ჩვენს ქვეყანაში არ იქნება”- სალომე სამადაშვილი

სალომე სამადაშვილი საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის მიერ  ევროპული პარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასადმი გაგზავნილ მიმართვას ეხმიანება. სამადაშვილის თქმით, შალვა პაპუაშვილს შეეძლო, მეცოლასთვის განეცხადებინა, რომ მისი პოლიტიკური ძალა მზად არის, მიშელის შეთანხმებას დაუბრუნდეს. „უკეთესი იქნებოდა, შალვა პაპუაშვილს ქალბატონი მეცოლასთვის მიემართა წერილით, რომელშიც იტყოდა, რომ მისი პოლიტიკური ძალა მზად არის, მიშელის შეთანხმებას დაუბრუნდეს და ჟან მონეს დიალოგი შედგეს, რაც მნიშვნელოვანი პოლიტიკური ინსტრუმენტია. ეს ჩადებული იყო შარლ მიშელის შეთანხმებაში, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ჩაშალა და საკითხი შესულია პრობლემათა სიაში. ჟან მონეს პოლიტიკური დიალოგი, როგორც ინსტრუმენტი, გამოიყენება მხოლოდ კანდიდატ ქვეყნებში. ცარიელი სიტყვების ნაცვლად, შალვა პაპუაშვილს…

მეტი...

ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდები 4 ივლისს დაიწყება. გამოცდების განრიგი ასეთია: ქართული ენა და ლიტერატურა: 4 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 5 ივლისი (პირველი და მეორე სესია); 6 ივლისი (პირველი სესია); 4 ივლისი (პირველი სესია) – ოსური ენა; 8 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – მათემატიკა; უცხოური ენა: 11 ივლისი (პირველი და მეორე სესია) – ინგლისური ენა; 12 ივლისი (პირველი და მეორე  სესია) – ინგლისური ენა; 13 ივლისი (პირველი სესია) – ინგლისური ენა; 13 ივლისი (მეორე სესია) – რუსული  ენა; 13 ივლისი (მეორე სესია) – ფრანგული ენა; 13 ივლისი (მეორე სესია)  – გერმანული ენა; ფიზიკა 14…

მეტი...

,,საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს კონკრეტული მიზნით, რომ პრეზიდენტისთვის ესწავლებინათ ჭკუა”- პაატა მანჯგალაძე

პაატა მანჯგალაძე საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის, რევაზ ჯაველიძის განცხადებას ეხმიანება, რომელმაც დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. პაატა მანჯგალაძის განხადებით, აღნიშნულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურ სარჩული აქვს და მიზნად პრეზიდენტის ,,ჭკუის სწავლებას” ისახავს. „კომპეტენციებზე დავის პრაქტიკა არსებობს და ამისგან ტრაგედია არ უნდა შევქმნათ, მაგრამ მაკვირვებს „ქართული ოცნების“ განცხადებები, რომ არ გეგმავდნენ საკონსტიტუციო სარჩელის შეტანას. ახლა საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს კონკრეტული მიზნით, რომ პრეზიდენტისთვის ესწავლებინათ ჭკუა. ამას არ აქვს სამართლებრივი სარჩული, აქვს მხოლოდ პოლიტიკური სარჩული, რომ პრეზიდენტს ასწავლონ ჭკუა, მიუთითონ თავის ადგილი. სარჩელის ავტორები…

მეტი...

14-15 ივნისს თბილისში რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია გაიმართება

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიისა (სემეკ) და სემეკთან არსებული ელიზბარ ერისთავის სახელობის ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის ორგანიზებით 14 -15 ივნისს, „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასში“ რეგიონული ენერგეტიკული კონფერენცია – „ინვესტიციები და დავის გადაწყვეტის ალტერნატიული გზები ენერგეტიკაში“ გაიმართება. კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ სამთავრობო უწყებების, ენერგეტიკის სექტორში მოქმედი კომპანიების, ენერგეტიკული თანამეგობრობის (Energy Community), სხვადასხვა ქვეყნების ენერგეტიკის სექტორების, საერთაშორისო ორგანიზაციების, დონორი და საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლები, დარგის ადგილობრივი და უცხოელი ექსპერტები. კონფერენციას გახსნიან სემეკის თავმჯდომარე დავით ნარმანია, საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე დავით სონღულაშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე…

მეტი...

,,თქვენ ბატონი კუბილიუსი საქართველოს უფროსი გგონიათ, ეს არის სამწუხარო”- გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, გურამ მაჭარაშვილი ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის ანდრიუს კუბილიუსის და „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარის, რასა იუკნევიჩიენეს მიერ გავრცელებულ წერილს ეხმიანება. მისი თქმით, ევროპარლამენტარებს ქვეყნის სუვერენულ საქმეებში ჩარევის უფლება არ აქვთ. ,,მაგალითად, კუბილიუსი ქართულ საზოგადოებას ეუბნება, რომ მართალია, ევროკავშირი შეიქმნა სუვერენული სახელმწიფოების პრინციპის საფუძველზე, მაგრამ მე და ჩემი მეგობრები რასაც ვიტყვით, ის ხელისუფლება უნდა აირჩიოთ და არა ის, ვინც თქვენ გინდათ, ეს არის ევროპული ღირებულებაო. კუბილიუსისთვის ევროპული ღირებულება და სუვერენიტეტი სხვანაირია, როცა ის იყო სააკაშვილის ხელისუფლების დამცველი. მისთვის ეს არის ევროპული ღირებულებები. ქართულმა საზოგადოებამ იცის, რა ნიშნავს ევროკავშირი, რომელიც სწორედ სუვერენული…

მეტი...

,,ათიდან ცხრა ქართველს სწამს, რომ ევროკავშირი ჩვენი ხალხის ოჯახს და ისტორიულ საბოლოო დანიშნულების ადგილს წარმოადგენს“- შალვა პაპუაშვილი

„პირადად მე, ჩემს პარტიას „ქართული ოცნება“, რომელიც ამჟამად მართავს საქართველოს, და ათიდან ყოველ ცხრა ქართველს მტკიცედ სწამს, რომ ევროკავშირი ჩვენი ხალხის ოჯახს და ისტორიულ საბოლოო დანიშნულების ადგილს წარმოადგენს“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის ევროპული პარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასადმი  მიმართვაშია ნათქვამი. რობერტა მეცოლასთვის გაგზავნილ წერილში შალვა პაპუაშვილი ხაზგასმით აღნიშნავს, ევროკავშირის წევრობაზე სამი თვის წინ განაცხადზე ევროპული საბჭოს გადაწყვეტილებას  საქართველო მოუთმენლად ელოდება. „ასე ემოციურად იშვიათად შეუკავშირებია ჩვენი ერი სხვა რომელიმე პოლიტიკურ მოვლენას, როგორც ევროკავშირის წევრობაზე ჩვენს განაცხადსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების მხრიდან მოსალოდნელ პასუხს. როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, მე წარმოვადგენ ჩვენი…

მეტი...

,,ევროკავშირის წევრობის ასპირანტ ქვეყნებთან შედარებით, საქართველო მოწინავეა ასოცირების შეთანხმების სამივე კომპონენტში”- შალვა პაპუაშვილი

„ჩვენს ურთიერთობებს ამყარებს მთელი რიგი მასშტაბური და წარმატებული რეფორმები. საქართველოს რეფორმებმა და მიღწევებმა კორუფციასთან ბრძოლის, ბიზნესის კეთების პრაქტიკის გაუმჯობესების, საბაჟო და სახელმწიფო მომსახურებების ფუნდამენტური განახლების და ა.შ. კუთხით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, მათ შორის, ევროკავშირისა და მისი წევრი ქვეყნების დადებითი შეფასება“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მიმართვაშია ნათქვამი, რომელსაც შალვა პაპუაშვილი ევროპული პარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას უგზავნის. პარლამენტის თავმჯდომარე ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ აღნიშნული მიღწევები რუსეთის აგრესიული ქმედებებისა და საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის ფონზე ხორციელდებოდა. „საქართველო 2017 წლიდან არის ევროპული ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წევრი; 2017 წლიდან აქვს უვიზო მიმოსვლა შენგენის სივრცეში;…

მეტი...

უკრაინა ბელორუსის გავლით მარცვლეულის ექსპორტს არ განახორციელებს

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინა ბელორუსის გავლით მარცვლეულის ექსპორტისთვის მზად არ არის. მისი თქმით, უკრაინა მგსგავს ფორმატში არ იმუშავებს. „რაც შეეხება ბელორუსებს, ეს ღია ინფორმაციაა – შემოგვთავაზეს ბელორუსის რკინიგზით გავლით ექსპორტი. დიახ, ჩვენ გვესმის, რა მოცულობაზეცაა საუბარი და ისიც გვესმის, რატომაც შემოგვთავაზეს ეს. არ ვართ მზად ამ ფორმატში ვიმუშაოთ და დავეხმაროთ ჩვენს „მეგობრულ“ მეზობლებს“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

უკრაინაში რუსეთის აგრესიას 263 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალურ პროკურატუის ინფორმაციით, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შედეგად დაიღუპა 263 და დაშავდა 467 ბავშვი. უწყების ცნობით, 24 თებერვლის შემდეგ უკრაინაში სულ მცირე, 1940 საგანმანათლებლო დაწესებულება დაზიანდა, მათგან 184 – სრულად განადგურდა. არსებული სტატისტიკა საბოლოო არ არის, რადგან აქტიური საომარი მოქმედებების გამო გარდაცვლილთა და დაშავებულთა რაოდენობის ზუსტი მოკვლევა გართულებულია.

მეტი...

,,არსებული გეოპოლიტიკური წნეხის გათვალისწინებით, ევროკავშირმა საქართველოს დაუყოვნებლივ უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი ევროპული პარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას მიმართავს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, არსებული გეოპოლიტიკური წნეხის გათვალისწინებით, ევროკავშირმა საქართველოს დაუყოვნებლივ უნდა მიანიჭოს კანდიდატის სტატუსი. ,,ბრიუსელში განხორციელებული ჩემი ვიზიტის ფარგლებში გამართული ჩვენი ბოლოდროინდელი შეხვედრის და ძალიან კარგი საუბრის შემდეგ, გიზიარებთ ჩემს მოსაზრებებს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე, განსაკუთრებით, ამ ისტორიულ მომენტში, რეგიონში მიმდინარე გეოპოლიტიკური ძვრების ფონზე. გწერთ იმის გათვალისწინებითაც, რომ მიმდინარე ოთხშაბათს, ევროპარლამენტში დაგეგმილია დებატები საქართველოსთან დაკავშირებით. მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე დისკუსია ყოველთვის მნიშვნელოვანია. თუმცა, სამართლიანობისთვის უნდა აღინიშნოს, რომ ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს განაცხადის ფართო კონტექსტი ახლა უფრო რელევანტური უნდა იყოს, ვიდრე ყოველდღიურ პოლიტიკასთან…

მეტი...

,,ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე დაწესებული ემბარგო სერბეთს წელიწადში 600 მილიონი დაუჯდება”- ალექსანდრ ვუჩიჩი

სერბეთის პრეზიდენტის, ალექსანდრ ვუჩიჩის განცადებით, ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე დაწესებული ნაწილობრივი ემბარგო, სერბეთის ხარჯებს 600 მილიონი დოლარით გაზრდის. ,,ევროკავშირის მიერ რუსული ნავთობის იმპორტზე დაწესებული ნაწილობრივი ემბარგო სერბეთს წელიწადში 600 მილიონი დოლარი დაუჯდება. სანქციების შედეგად, წლიური აღრიცხვით, 600 მილიონი დოლარი აღებულია უშუალოდ სერბეთის მოქალაქეების ჯიბიდან და ხალხმა ეს უნდა იცოდეს“,- განაცადა ალექსანდრ ვუჩიჩმა.

მეტი...

,,რუსულმა ძალებმა გაანადგურეს მარცვლეულის მეორე უდიდესი ტერმინალი უკრაინაში, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ სასურსათო კრიზისს”- ჯოზეფ ბორელი

საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის განცხადებით, რუსულმა ძალებმა გაანადგურეს მარცვლეულის მეორე უდიდესი ტერმინალი მიკოლაევში. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი ხელს უწყობს გლობალურ სასურსათო კრიზისს. ,,კიდევ ერთი რუსული სარაკეტო დარტყმა, რომელიც ხელს უწყობს გლობალურ სასურსათო კრიზისს. რუსულმა ძალებმა გაანადგურეს მარცვლეულის მეორე უდიდესი ტერმინალი უკრაინაში, მიკოლაივში. ასეთი ცნობების ფონზე, პუტინის მიერ გავრცელებული დეზინფორმაცია, რომელიც უარყოფს ბრალს, სულ უფრო ცინიკური ხდება,“- განაცხადა ბორელმა.

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება ევროკავშირის მომავალს გადაწყვეტს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი განცხადებით, უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება, გადაწყვეტს აქვს თუ არა ევროკავშირს მომავალი, როგორც ნამდვილად ძლიერ გაერთიანებას. „ეს არის საკვანძო პოლიტიკური საკითხი სწორედ ახლა. უკვე უახლოეს კვირებში ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას კანდიდატობასთან დაკავშირებით ჩვენს განაცხადზე. მიმაჩნია, რომ ეს იქნება გადაწყვეტილება არა მხოლოდ უკრაინის, არამედ მთელი ევროპული პროექტის შესახებ, იმის შესახებ, აქვს თუ არა მას მომავალი, როგორც ნამდვილად ძლიერ გაერთიანებას“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

ევროპარლამენტარები ანდრიუს კუბილიუსი და რასა იუკნევიჩიენე ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართავენ

ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტი ანდრიუს კუბილიუსი და „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარე რასა იუკნევიჩიენე ქართველ ხალხს ღია წერილით მიმართავენ. მათი განმარტებით, ევროკომისია ივნისის შუა რიცხვებში საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესახებ. მათივე განცხადებით, საქართველოში არსებული გამოწვევები თბილისშია მოსაგვარებელი და არა ბრიუსელში. „ივნისის შუა რიცხვებში ევროკომისია გამოაქვეყნებს რეკომენდაციებს უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესახებ. აღნიშნულის შემდეგ, ივნისის ბოლოს ევროკავშირის წევრი ქვეყნების მთავრობები კანდიდატი ქვეყნის სტატუსის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებენ ევროსაბჭოში. ამ პროცესის შედეგის პროგნოზირება რთულია. ამ ღია წერილით ჩვენ გვინდა, მოვუწოდოთ ქართველ პოლიტიკურ ძალებსა და ხალხს, ნაკლებად ოპტიმისტური შედეგის შემთხვევაში, იმედგაცრუებულნი არ დარჩნენ და ნაცვლად ამისა,…

მეტი...

,,საქართველოში ომთან დაკავშირებით დასავლეთის პასუხი საკმარისი არ იყო და დღესაც იპყრობს რუსეთი ქართულ მიწებს”- ფილიპ ბრიდლავი

NATO-ს ჯარების ყოფილი სარდალის, გენერალ ფილიპ ბრიდლავის განცხადებით, მსოფლიომ რუსეთის შეჭრას საქართველოში ადეკვატური პასუხი ვერ გასცა. მისი თქმით, საქართველოში ომთან დაკავშირებით დასავლეთის პასუხი საკმარისი არ იყო და დღესაც იპყრობს რუსეთი ქართულ მიწებს. ,,მე ყოველთვის ვახსენებ გარშემომყოფებს, რომ საქართველოში ომთან დაკავშირებით დასავლეთის პასუხი საკმარისი არ იყო და დღესაც იპყრობს რუსეთი სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს, ქართულ მიწებს. 2014 წელს უკრაინაში არაადეკვატური და არასაკმარისი იყო ასევე დასავლეთის პასუხი და რუსეთმა ხელში ჩაიგდო ყირიმი და დონეცკისა და ლუჰანსკის რეგიონების ნაწილი. ახლა ვხედავთ შეტევას უკრაინაზე. ახლა კითხვა ასეთია, საკმარისს აკეთებს დასავლეთი? თუ კიდევ ერთხელ სურს,…

მეტი...

,,მსოფლიოს სჭირდება ასეთი ლიდერები”- მიხაილო პოდოლიაკი ბორის ჯონსონზე

უკრაინის პრეზიდენტის აპარატის უფროსის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკი განცხადებით, ბორის ჯონსონი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც რუსეთის საშიშროება გააცნობიერა და პრეზიდენტ ზელენსკის გვერდში დაუდგა. მისი თქმით, დიდი ბრიტანეთი უკრაინის კარგი მეგობარია. ,,ლიდერობა ყოველთვის მძიმე ტვირთია. ბორის ჯონსონი იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც რუსეთის საშიშროება გააცნობიერა და პრეზიდენტ ზელენსკის გვერდში დაუდგა, რათა დაეცვა თავისუფალი სამყარო ბარბაროსული შემოჭრისგან. მსოფლიოს სჭირდება ასეთი ლიდერები. დიდი ბრიტანეთი უკრაინის კარგი მეგობარია. ბრიტანეთის გვირგვინი დემოკრატიული სამყაროს ფარია”,- განაცხადა პოდოლიაკმა.

მეტი...

,,ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკე დასრულდება”- კაია კალასი

ესტონეთის პრემიერ-მინისტრის, კაია კალასის განცხადებით, მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტისკენ ან მშვიდობისკენ ჯერ კიდევ ნაადრევია. მისი თქმით, მსოფლიომ საქართველოში, დონბასსა და ყირიმში შეცდომა უკვე დაუშვა, რაც აღარ უნდა განმეორდეს. „მე ძალიან მაღელვებს ნაადრევი მოწოდებები ცეცხლის შეწყვეტისკენ ან მშვიდობისკენ, ვინაიდან ცეცხლის შეწყვეტა არ ნიშნავს, რომ ოკუპირებულ ტერიტორიებზე სისასტიკე დასრულდება. ჩვენ უკვე დავუშვით ეს შეცდომა სამჯერ, საქართველოში, დონბასსა და ყირიმში და ვერ დავუშვებთ ამ შეცდომას კვლავ“, – აღნიშნა კაია კალასმა. კაია კალასის განცხადებით, სანქციების ფონზე ერთიანობის შენარჩუნება ევროკავშირში გართულებულია. მისი განმარტებით, სანქციები მხოლოდ რუსეთს არ აზარებს და გავლენას ახდენს ევროპულ ქვეყნებზეც. „ჩვენ იმ ეტაპზე…

მეტი...

,,კრემლი სურსათის მარაგებს იყენებს, როგორც უჩინარ რაკეტებს განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ”- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, რუსეთი გლობალური სასურსათო კრიზისის შექმნაში დამნაშავეა. მისი თქმით, რუსმა სამხედროებმა  უკრაინაში სამხედრო დანაშაულები ჩაიდინეს კაცობრიობის წინააღმდეგ. „რამდენიმე თვის წინ მე ვიყავი ბოროდიანკაში, სადაც რუსმა სამხედროებმა სისასტიკეები ჩაიდინეს – სამხედრო დანაშაულები, დანაშაულები კაცობრიობის წინააღმდეგ. ამ დანაშაულების ჩამდენი პირები უნდა დაისაჯონ და დაისჯებიან. იმისათვის, რომ მათ პასუხი ვაგებინოთ, ჩვენ გვჭირდება მტკიცებულებები, სწორედ ამიტომ, ჩვენ ახლა ვეხმარებით ამ სამხედრო დანაშაულების მტკიცებების შეგროვებაში. დაუსჯელობა გამოსავალი არ არის. ბატონო რუსეთის ელჩო, მოდით, გულწრფელი ვიყოთ. კრემლი სურსათის მარაგებს იყენებს, როგორც უჩინარ რაკეტებს განვითარებადი ქვეყნების წინააღმდეგ. რუსეთის ომის დრამატული შედეგები ვრცელდება მთელ…

მეტი...

,,ყველას ძალიან უნდა, მაქსიმალურად გვიბიძგონ ჩვენთვის არასასურველი შედეგისკენ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, ზოგიერთი დასავლელი პოლიტიკოსი უკრაინას მშვიდობის სანაცვლოდ, არამომგებიანი შედეგებისკენ უბიძგებენ. მისი თქმით, ამ ეტაპზე, მსგავსი ტიპის მოლაპარაკებებს არ აწარმოებს. „არანაირი მოლაპარაკებები გეგმების შესახებ მე არ მაქვს, ასეთი მოლაპარაკებები დღეს ნულის დონეზეა. ყველას ძალიან უნდა, მაქსიმალურად გვიბიძგონ ჩვენთვის ნამდვილად არასასურველი შედეგისკენ, რადგან ჩვენთვის ჯერ არაფერი უკითხავთ, ხოლო მომგებიანია ამა თუ იმ მხარისთვის, რომლებსაც აქვთ თავიანთი ინტერესები, როგორც ფინანსური, ისე პოლიტიკური. დაღლილობა იზრდება, ადამიანებს სურთ რამე შედეგი თავისთვის, ჩვენ კი გვჭირდება რამე შედეგი ჩვენთვის. ამ ომის საკითხის გადაწყვეტასთან დაკავშირებული სტრუქტურები ჩვენთვის დადებითი შედეგებით, მე მათთან არ განმიხილავს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

პუტინი ბლოკავს საკვების ექსპორტს, მათ მინდვრები დანაღმეს” – ენტონი ბლინკენი

„20 მილიონ ტონამდე ხორბალია ჩარჩენილი ოდესის მახლობლად საწყობებში და მარცვლეულით დატვირთული ხომალდები ბლოკირებლია ოდესის პორტში რუსეთის ბლოკადის გამო“ – აცხადებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და რუსეთის ქმედებას  შანტაჟად აფასებს. მისი შეფასებით, რუსეთის მიერ უკრაინული მარცვლეულის ექსპორტის ბლოკირება მსოფლიოს აზარალებს. „რუსეთის ძალებმა დაიკავეს უკრაინის ყველაზე ნაყოფიერი სასოფლო-სამეურნეო მიწების ნაწილი. მათ მინდვრები დანაღმეს. გაანადგურეს სოფლის მეურნეობის სასიცოცხლო მნიშვნელობის ინფრასტრუქტურა. არსებობს სანდო ცნობები, რომ რუსეთი იპარავს უკრაინულ მარცვლეულს საკუთარი სარგებლისთვის გასაყიდად. პუტინი ბლოკავს საკვების ექსპორტს და აგრესიულად იყენებს პროპაგანდისტულ მანქანას, რომ აირიდოს პასუხისმგებლობა. მას იმედი აქვს, რომ მსოფლოს აიძულებს დათმობაზე წასვლას და სანქციების…

მეტი...

ბორის ჯონსონი ვერ გადააყენეს

ბრიტანეთის პრემიერ-მინისტი ბორის ჯონსონი თანამდებობაზე რჩება. პრემიერმა ნდობის გამოცხადების ბარიერი გადალახა და კენჭისყრაში,  211 ხმა მოაგროვა. მის გადაყენებას კი 148 წევრმა დაუჭირა მხარი. ბორის ჯონსონის გადაყენების საკითხი დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც ე.წ. ფართიგეითის  სკანდალი გამჟღავნდა. კერძოდ, ფაქტმა, რომ კოვიდპანდემიისა და “ლოქდაუნის” დროს პრემიერი წვეულებაზე იმყოფებოდა.  

მეტი...