ელექტროენერგიის მოსალოდნელ დეფიციტთან დაკავშირებით ჯო ბაიდენმა საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა   

აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს, სადაც საუბარია ელექტროენერგიის მოსალოდნელ კრიზისზე. აღნიშნულის გამო და მოსახლეობის გაზრდილი მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, პრეზიდენტმა ბაიდენმა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. ქვეყანაში მზის ენერგიის გამომუშავება უნდა გაიზარდოს და ამავდროულად, სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებიდან მზის პანელების იმპორტზე ტარიფები ორი წლით იხსნება. „არსებული არაერთი ფაქტორი საფრთხეს უქმნის აშშ-ის შესაძლებლობას, უზრუნველყოს საკმარისი ელექტროენერგიის გამომუშავება მომხმარებლის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად. ამ ფაქტორებს მიეკუთვნება ენერგეტიკული ბაზრების შეფერხება, რაც გამოწვეულია რუსეთის უკრაინაში შეჭრით და კლიმატის ცვლილებით. ქვეყნის ზოგიერთ ნაწილში, გვალვის პირობები და სიცხის ტალღები ერთდროულად იწვევს ელექტროენერგიის სავარაუდო დეფიციტს. აქედან გამომდინარე, კომუნალური და ქსელის ოპერატორები წინასწარ უნდა ჩაერთონ…

მეტი...

„მოთხოვნები ლეგიტიმურია“ – ირაკლი პეტრიაშვილი ბორჯომის ქარხანაში დასაქმებულებზე

„მათი მოთხოვნები ლეგიტიმურია“ – პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარე ირაკლი პეტრიაშვილი ბორჯომის ქარხანაში  დასაქმებულებს სოლიდარობას უცხადებს. „კიდევ ერთხელ გამოვხატავ სოლიდარობას ჩვენი დების და ძმების, ბორჯომის ქარხნის დასაქმებულების მიმართ. კომპანია ვალდებულია თითოეულ თანამშრომელს კუთვნილი ორი თვის ხელფასი, რომელიც არ აუღიათ,  აუნაზღაუროს. უპირობოდ უნდა აღადგინონ სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებული თანამშრომლები და გაუფორმონ უვადო შრომითი ხელშეკრულებები. ვიმედოვნებ, მედიაციის პროცესი სათანადოდ წარიმართება და დასაქმებულების სრულიად სამართლიანი  მოთხოვნები დაკმაყოფილდება“ – განაცხადა ირაკლი პეტრიაშვილმა. ბორჯომის ქარხნის დასაქმებულების გაფიცვის მერვე დღეს ბორჯომის ქახნის მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ინციდენტს ჰქონდა ადგილი. როგორც აგრარული მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის პროფკავშირის ხელმძღვანელი გიორგი დიასამიძე აცხადებს,…

მეტი...

დავით ბერძენიშვილზე თავდასხმისთვის ერთ პირს ბრალი წარუდგინეს

საქართველოს პროკურატურა დავით ბერძენიშვილზე განხორციელებულ თავდასხმასთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს. როგორც პროკურატურაში აცხადებენ, ბრალი ერთ პირს წარუდგინეს. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 2022 წლის 6 ივნისს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ბრალდებულმა დავით ბერძენიშვილის მიმართ ამ უკანასკნელის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, განახორციელა დევნა ჩადენილი ძალადობით. სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ადამიანის დევნა მის პოლიტიკურ მოღვაწეობასთან დაკავშირებით, ჩადენილი ძალადობით) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების თაობაზე სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე, დამატებითი მტკიცებულებების მოპოვების მიზნით,…

მეტი...

თურქეთისა და რუსეთის საგარეო მინისტრები უკრაინის საკითხზე იკრიბებიან

ხვალ, 8 ივნისს რუსეთის საგარეო მინისტრი თურქეთის საგარეო მინისტრს ხვდება. როგორც რუსეთის საგარეო უწყებაში აცხადებენ, მხარეები უკრაინაში მიმდინარე პროცესებსა და მოსკოვსა და კიევს შორის მოლაპარაკებების განახლების საკითხებს განიხილავენ. სერგეი ლავროვისა და მევლუთ ჩავუშოღლუს შეხვედრა თურქეთში, კერძოდ კი ანკარაში შედგება.

მეტი...

საჯარო სამსახურში სტაჟირება სამუშაო სტაჟად ჩაითვლება

დეპუტატებმა „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებაზე პირველი მოსმენით იმსჯელეს და მხარი ერთხმად, 84 ხმით დაუჭირეს. ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველი მოადგილის,  გივი მიქანაძის განცხადებით, კანონპროექტით  საჯარო დაწესებულებაში სტაჟირებასთან და სტაჟიორისათვის დადგენილ ძირითად მოთხოვნებთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება. მისივე თქმით, საჯარო უწყებებში სტაჟირება და სტაჟირების გავლის წესი დღეს ფაქტობრივად, ინდივიდუალურ პრაქტიკადაა ჩამოყალიბებული და საკანონმდებლო დონეზე არ არის დარეგულირებული. კანონს დაემატება ახალი თავი, რომელიც დეტალურად განსაზღვრავს სტაჟირების წესს და მითითებულია კონკრეტული კრიტერიუმები, რომლითაც უნდა მოხდეს სტაჟიორების შერჩევა. სტაჟიორად შეიძლება მიღებულ იქნეს პირი, რომელიც სწავლობს უმაღლესი განათლების პირველ (დამამთავრებელი წლის შემთხვევაში), მეორე ან მესამე საფეხურზე ან პროფესიული…

მეტი...

ნათია თურნავა ეროვნული ბანკის საბჭოს წევრად აირჩიეს

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი ეროვნული ბანკის საბჭოს წევრი გახდა. თურნავა პარლამენტმა დაამტკიცა. მის კანდიდატურას მხარი 80-მა დეპუტატმა დაუჭირა. 9 დეპუტატი კი წინააღდეგი წავიდა. როგორც თურნავამ აღნიშნა, ეროვნული ბანკის მთავარი სტრატეგიული ამოცანა ინფლაციის მოთოკვა და შემცირებაა.  

მეტი...

საგურამოს მოსახლეობა შველას ითხოვს

საგურამოში ძლიერმა წვიმამ მოსახლეობა სერიოზულად დააზიანა. წვიმის შედეგად მოვარდნილმა ნიაღვარმა დაანგრია კერძო სახლების ბეტონის ღობის კონსტრუქციები და წყალი სახლებში შევარდა. დანგრეულია გზები, სადაც ნიაღვარი და ტალახი მიედინება. გზებზე ჩარჩენილია მანქანები, რომლებიც ქვებსა და ტალახში არიან გაჭედილები. გზებზე კი „მდინარე“ მიედინება. ხალხი დახმარებას ითხოვს. უმძიმესი ვითარებაა  წმ.გიორგის ტაძრის მიმდებარე ქუჩებზე. სეტყვამ ყველაფერი გაანადგურა. ხეებს ფოთლები და ნაყოფი არ შერჩათ.

მეტი...

სტიქია მცხეთა-მთიანეთში

რამდენიმე წუთის უკან, მცხეთა-მთიანეთის მხარეში ძლიერი ნალექი მოვარდა. მოვარდნილმა უხვმა ნალექმა ჩახერგა გზები, ჩამოიტანა ქვა-ღორღი, გადაკეტა მოძრაობა. სტიქიაში მანქანებიც მოყვა, რომლებიც გადაადგილებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ. ადგილზე ურთულესი ვითარებაა. სავალი გზები პარალიზებულია, ყველაფერი ქვა-ღორღოთა და ტალახითაა დაფარული. განსაკუთრებით რთული ვითარებაა საგურამოში. გზებზე ნიაღვარი მიედინება. კერძო სახლები კი დატბორილი და განადგურებულია, ბეტონის ღობის კონსტრუქციები კი დანგრეული.

მეტი...

მემორანდუმი ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთა მხარდაჭერისთვის

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურს, ვ. სანიკიძის სახელობის ვეტერანთა კლინიკურ ჰოსპიტალს, შპს. ‘’ვივამედსა’’ და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ა/რ იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სამინისტროს იმერეთის, გურიის, რაჭა-ლეჩხუმისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიულ ორგანოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანია ისეთი ერთობლივი საქმიანობის დაგეგმვა და განხორციელება, რომელიც მიმართული იქნება ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთა მხარდაჭერისკენ; კერძოდ, მემორანდუმის საფუძველზე, მხარეები თანხმდებიან, მჭიდროდ ითანამშრომლონ ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრთა ჯანმრთელობის დაცვის საკითხებზე; გამოთქვამენ მზადყოფნას, უზრუნველყონ ვეტერანთათვის სამედიცინო მომსახურების შეღავათიანი პირობებით ხელმისაწვდომობა და უფასო სამედიცინო მომსახურება წინასწარ შეთანხმებული დროის…

მეტი...

,,ნაციონალურ მოძრაობას ჰყავს ლიდერების მთელი თანავარსკვლავედი, მათ შორის ნიკა მელია, სწორედ ის არის პარტიის მთავარი ლიდერი”- მიხეილ სააკაშვილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. სააკაშვილი აღნიშნავს, რომ მას ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ,,ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს. მისი განმარტებით, პარტიას ჰყავს ლიდერების მთელი თანავარსკვლავედი, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია.   „ხშირად არა, მაგრამ ზოგჯერ ვუთმობ დროს ქართული პოლიტიკური გადაცემების ყურებას და მათ შორის ძალიან ბევრ ტელეგადაცემაში მომიხსენიებენ, როგორც “ნაციონალური მოძრაობის” ლიდერს. მინდა ყველას ვუთხრა, „ნაციონალურ მოძრაობას” ჰყავს ლიდერების მთელი თანავარსკვლავედი, მათ შორის დემოკრატიულად არჩეული და არა დანიშნული პარტიის თავმჯდომარე, ნიკა მელია და სწორედ ის არის დღეს პარტიის მთავარი ლიდერი. რაც შემეხება მე – მე დღესდღეობით უკვე საერთაშორისო…

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილთან პრობლემური ხდება საკითხები, რაც არასდროს ყოფილა პრობლემა სხვა თავისუფლება აღკვეთილ პირებთან დაკავშირებით”- შოთა თუთბერიძე

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა არ გაუმჯობესებულა. მისი თქმით, კვლავ  პრობლემად რჩება  ექსპერტების მოწვევისა და მათი ლიცენზიების გაცემის საკითხი. „გუშინ გამოთხოვილი სამედიცინო ისტორია ავიღეთ. კლინიკას ოპერატიული მუშაობისთვის მადლობას ვუხდი. რაც შეეხება ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის კვლავინდებურად იგივეა, თუმცა, ამ სამედიცინო ისტორიას განახლებული ფორმით გადავცემ საექსპერტო დაწესებულებას და იმედი მაქვს, ეს მათ ექსპერტიზის უფრო სწრაფად ჩატარებაში დაემხარება. ასევე პრობლემად რჩება ამ დრომდე უცხოელი ექსპერტების მოწვევისა და მათი ლიცენზიების გაცემის საკითხი. იმედი გვაქვს, ეს პრობლემაც მოგვარდება და საექსპერტო დაწესებულება შეძლებს, რომ ძალიან ავტორიტეტული, ძალიან კვალიფიციური უცხოელი ექსპერტები მიხეილ…

მეტი...

„მალე დავემშვიდობებით „ოცნებას“ და როგორ?! – ამას შემდეგ გამოსვლაში გიამბობთ“ – კახა ოქრიაშვილი

„ბატონმა ივანიშვილმა, ღარიბაშვილის მეშვეობით, ახალი მესიჯბოქსი შემოგვთავაზა საზოგადოებას: თურმე, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობა შევასრულეთ და ხელს მარტო ნაციონალური მოძრაობა გვიშლის. გამოდის, ნაციონალურ მოძრაობას იმხელა გავლენა აქვს ევროკავშირის 27-ვე ქვეყანაზე, რომ შეუძლია ჩვენი წევრობა დაბლოკოს, ან პროცესი დადებითად გადაწყვიტოს“ – აცხადებს საქართველოს პარლამენტის წევრი კახა ოქრიაშვილი. დეპუტატის კითხულობს, ამ ლოგიკით, რაში გვჭირდება „ოცნება“, თუ ნაციონალურ მოძრაობას შეუძლია ევროკავშირის წევრი გაგვხადოს, თანაც ავტომატურად, ერთი ზარით?! „ევროკავშირის ელჩი საქართველოში, კარლ ჰარცელი აცხადებს, ცუდად ხართ მომზადებულებიო  და ევროკავშირის წევრობის გზაზე ნაკისრ დემოკრატიულ რეფორმებს არ ატარებთო. ივანიშვილი კი პასუხობს, რომ ყველა პირობა შესრულებული აქვს.  აქედან…

მეტი...

,,ჩვენ უნდა მივაღწიოთ ჩვენი ტერიტორიის სრულ დეოკუპაციას“- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინელებისგან მსგავსი მასშტაბის გამბედაობას არვინ ელოდა. მისი თქმით, უკრაინა მზადაა იბრძოლოს თავისუფლებისთვის და ღირებულებებისთვის. ,,უკრაინამ გამოავლინა უკიდურესი გამბედაობა. ჩვენ არ დავნებდით რუსეთს. ჩვენ შევაჩერეთ და გამუდმებით ვდევნით ჩვენი ტერიტორიიდან დამპყრობელთა ჯარს, რომელიც სულ ცოტა ხნის წინ ძლიერებით მეორე ჯარად ითვლებოდა მსოფლიოში. არავინ ელოდა უკრაინელებისგან მსგავსი მასშტაბის გამბედაობას. მაგრამ ეს მასშტაბი არის და ეს ჩვენი ხასიათის თვისებაა – მზაობა ვიბრძოლოთ თავისუფლებისთვის და ჩვენი ღირებულებებისთვის,”- განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ. ამასთან, ზელენსკის განცხადებით, უკრაინის მიზანი რუსეთის მიერ ოკუპირებულ  ტერიტორიაზე კონტროლის აღდგენაა. ,,ჩვენ უკვე ძალიან ბევრი ადამიანი დავკარგეთ, რომ უბრალოდ…

მეტი...

,,კომპანიებს ბიზნესები გადმოაქვთ ან ახალს ხსნიან საქართველოში, სხვადასხვა საკითხი იჩენს თავს და ახალი შესაძლებლობები იქმნება”- სარა უილიამსონი

,,ძალიან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა ინვესტორთა საბჭოს დღევანდელ სხდომაზე. გამიხარდა, თუმცა არ გამკვირვებია, რომ საქართველოს მთავრობა, ბიზნეს ასოციაციები და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები ერთ აზრზე არიან და ძალიან ძლიერ მხარდაჭერას გამოხატავენ ქვეყნის ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ, ”-   ამის შესახებ,  საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის პრეზიდენტმა  სარა უილიამსონმა, ინვესტორთა საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომელიც მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით გაიმართა. მან ასევე აღნიშნა, რომ კომპანიებს ბიზნესები გადმოაქვთ ან ახალს ხსნიან საქართველოში, სხვადასხვა საკითხი იჩენს თავს და ახალი შესაძლებლობები იქმნება. „მთავრობას მკაფიოდ განვუცხადეთ, რომ ძალიან გვინდა დახმარება საჯაროდ გამოვხატოთ საქართველოს მიერ ევროკავშირში წარდგენილი განაცხადის მიმართ. მთავრობამ ძალიან კარგად…

მეტი...

ბიზნესასოციაციებმა და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებმა გამოთქვეს მზადყოფნა, საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში აქტიურად იყვნენ ჩართული

ევროკავშირის წევრობაზე საქართველოს მიერ გაკეთებული განაცხადი და ამ გზაზე განხორციელებულ და მიმდინარე რეფორმებში ინვესტორთა საბჭოს ჩართულობა იყო განხილვის მთავარი თემა ინვესტორთა საბჭოს მორიგ სხდომაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ინვესტორთა საბჭოს წევრებმა გამოთქვეს სრული მზადყოფნა, მომავალშიც აქტიურად დაუჭირონ მხარი მთავრობის ყველა იმ ნაბიჯსა თუ რეფორმას, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს ევროკავშირთან დაახლოებას, ქვეყნისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ასოცირების შეთანხმების წარმატებით განხორციელებას. საბჭოს სხდომაზე, რომელიც მთავრობის მეთაურმა გახსნა, მისასალმებელი სიტყვებით გამოვიდნენ გაერთიანებული სამეფოს ელჩი საქართველოში მარკ…

მეტი...

,,მარიუპოლში დაიწყო პირველი სოციალური ობიექტების მუშაობა“- სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, სერგეი შოიგუს განცხადებით,  მარიუპოლის ნავსადგურის განაღმვის სამუშაოები დასრულებულია და მარცვლეულის გადაზიდვა, ჩვეულ რეჟიმში მოხდება. მისი თქმით, მარიუპოლში წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება ეტაპობრივად აღდგება. ,,მარიუპოლისა და ბერდიანსკის საზღვაო ნავსადგურები ნორმალურ რეჟიმში მუშაობენ და მზად არიან მარცვლეულის გადასაზიდად. მარიუპოლში ეტაპობრივად აღდგება წყლისა და ელექტროენერგიის მიწოდება საცხოვრებელ ადგილებში, იწმინდება ქუჩები, დაიწყო პირველი სოციალური ობიექტების მუშაობა“,- განაცხადა სერგეი შოიგუმ.

მეტი...

,,იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სახელმწიფო ვიზიტით იტალიის რესპუბლიკას და იტალიის პრეზიდენტს, სერჯო მატარელას შეხვდა. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იტალია არის ერთ-ერთი ევროპული ქვეყანა, რომელიც ყველაზე მყარად უჭერს მხარს საქართველოს ინტეგრაციას. „25 წლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის პირველი სახელმწიფო ვიზიტი იტალიაში გაიმართა დღეს და ამავე დროს ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობების 30 წელს. ეს თარიღები ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან საქართველოს და იტალიას აქვს არა 30-წლიანი, არამედ საუკუნოვანი ურთიერთობები. ჩვენი ორი კულტურა და ცივილიზაცია ძალიან ბევრი საუკუნის წინ უკვე ერთმანეთს იცნობდნენ და თანამშრომლობდნენ. ვიმყოფები რომში და ალბათ ეს შემთხვევითი არ არის, სადღაც 65 წლის წინ რომის ტრაქტატების…

მეტი...

,,რა მორალზე მელაპარაკებით თქვენ, როცა ბავშვებს იჭერდით?”- თორნიკე რიჟვაძე გია აბულაძეს მიმართავს

აჭარის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე, აჭარის მთავრობის თავმჯდომარეს თორნიკე რიჟვაძის ანგარიშს მოუსმინეს. მოხსენების დასრულების შემდეგ, თორნიკე რიჟვაძემ დასმულ შეკითხვებს უპასუხა, რასაც ხმაური მოჰყვა. „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ელგუჯა ბაგრატიონმა  რიჟვაძე ნეპოტიზმში დაადანაშაულა, რაზეც აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ დეპუტატი მას მორალს ვერასდროს წაუკითხავს. „ბატონო ელგუჯა, თქვენ და თქვენს კოლეგებს მინდა გითხრათ, რომ აქ რომ შემობრძანდით, ეს თქვენს თავმოყვარეობაზეა, ეს ერთი, მეორე მორალს და სენტენციებს მიკითხავთ, ყოველდღიურად ახსენებთ ჩემი ოჯახის წევრებს, მათ შორის მამაჩემს, თქვენც საჯარო პირი ხართ, თქვენი ოჯახის წევრები მიხსენებია ოდესმე? 1999 წელს ნასამართლევი ხართ ჯგუფური ძარცვისთვის, ავტომობილის გატაცებისთვის და ყაჩაღობისთვის. თქვენ მე მორალს ვერასდროს წამიკითხავთ“…

მეტი...

,,სად ერეკლე და სად ქართული ოცნება”- გიორგი ვაშაძე

,,სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის გიორგი ვაშაძის განცხადებით,  ერეკლე მეფის საკითხზე დისკუსია ხელოვნურად არის გამოწვეული. „ფსევდოპატრიოტიზმი გვესმის, სად ერეკლე და სად “ქართული ოცნება”, ან სად საქართველოს ისტორია და სად “ქართული ოცნება”? გგონიათ სამშობლო უყვართ? თავიანთი თავი, ბევრი ფული და კორუფცია უყვართ, მეტი არაფერი, თორემ ასეთი დაჩაჩანაკებული არ იქნებოდა ქვეყანა. როცა არგუმენტი არ აქვს დარჩენილი მმართველ პარტიას, რაზე მიდის ხოლმე – ფსევდოპატრიოტიზმზე. გგონიათ ღარიბაშვილმა იცის ერეკლე მეფის ქმედებების შესახებ, ან სამშობლო უყვარს? მაშინ დღე და ღამე იშრომებდა, რომ კანდიდატის სტატუსი მივიღოთ, ჩვენს გულშემატკივრებს თავს კი არ დაესხმებოდა. ხალხი გიჟს ჰგავს, ნაბიჯი გადმოდგითო ეუბნებიან…

მეტი...

,,ჩემთვის პირადად, ალტ-ინფოს და ნაცმოძრაობის განწყობები არის ერთი მედლის ორი მხარე”- მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ალტ-ინფოს და ,,ნაციონალური მოძრაობის” განწყობები არის ერთი მედლის ორი მხარე. მისი თქმით, ისინი ერთი და იგივე საქმეს ემსახურებიან, თუმცა განსხვავებული მეთოდებით. ,,ჩემთვის პირადად, ალტ-ინფო და მისი ეს განწყობები და ნაცმოძრაობის ქცევები და განწყობები არის ერთი მედლის ორი მხარე. ჩემი აზრით, ამით ყველაფერია ნათქვამი, ერთი მედლის ორი მხარე. ერთი და იგივე საქმეს ემსახურებიან, ოღონდ სხვადასხვა პიარული ეგიდით, ეს არის სულ, ერთ საქმეს ეხმაურებიან, საბოლოო ჯამში. ისინი ვითომ პროდასავლური ეგიდით აკეთებენ, ამის დეკლარირებით, მაგრამ  რეალურად აკეთებენ რუსულ საქმეს, მეორე მხრივ ეს ადამიანები აკეთებენ რუსულ საქმეს,…

მეტი...

,,გთხოვთ, არ შეეჩვიოთ ომს, რადგან თუ ყველა მიეჩვევა, ეს ომი შეიძლება არასდროს არ დასრულდეს”- ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედის ოლენა ზელენსკას განცხადებით, უკრაინელები თავისუფლებისთვის და დამოუკიდებლობისთვის ბოლომდე იბრძოლებენ. ამასთან, პირველი ლედი მოუწოდებს მსოფლიოს არ შეეჩვიონ უკრაინაში მიმდინარე ომს, რადგან თუ ყველა მიეჩვევა, ეს ომი შეიძლება არასდროს არ დასრულდეს. „ჩვენ მზად არ ვართ დავთმოთ ჩვენი თავისუფლება, ჩვენი ტერიტორიები. არ შეიძლება საკუთარი ტერიტორიების დაკარგვა და შემდგომში მშვიდად ყოფნა. აგრესორი არ შეჩერდება ჩვენს ტერიტორიაზე, არ გაჩერდებიან, სანამ სრულად არ გაგვანადგურებენ. ამიტომ ჩვენ სხვა გამოსავალი არ გვაქვს, გარდა იმისა, რომ ვიბრძოლოთ ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისთვის ბოლომდე.  დიახ, თქვენგან ის შორსაა, დიდხანს გრძელდება და მისგან შეიძლება დაიღალო, მაგრამ გთხოვთ, არ შეეჩვიოთ, იმიტომ…

მეტი...

,,იტალია მხარს უჭერს საქართველოს”- სერჯო მატარელა

იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელას განცხადებით, საქართველო ევროპული ცივილიზაციის წევრია და  აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგებია, რომ მას უნდა, ევროპის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. მისი თქმით, იტალია მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. „ჩვენ არ ვაღიარებთ საქართველოს დეფაქტო ოკუპაციას რუსეთის მხრიდან აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში. რუსეთის ფედერაციის უკრაინაში აგრესიას ძალიან დიდი გამოძახილი აქვს რეგიონში და ამან კიდევ ერთხელ დააჩქარა საქართველოსა და ევროპას შორის პარტნიორობა, საერთო ძალისხმევა რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლდ. საქართველოს მრავალათასწლიანი, საუკუნოვანი გამოცდილება აქვს, იგი ევროპული ცივილიზაციის წევრია და ამდენად აბსოლუტურად ლოგიკური და გასაგებია, რომ მას უნდა, ევროპის სრულუფლებიანი წევრი გახდეს. იტალია მხარს უჭერს…

მეტი...

,,მოვუწოდებ მმართველ გუნდს გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ უზრუნველყონ ემიგრანტების ჩართულობა არჩევნებში”- გიორგი ხოჯევანიშვილი

,,მოვუწოდებ მმართველ გუნდს გადადგას ქმედითი ნაბიჯები იმისთვის, რომ უზრუნველყონ ჩვენივე მოქალაქეების, ემიგრანტების ხმების დაცვა და მათი გარანტირებული ჩართულობა არჩევნებში,”- ამის შესახებ პარტია “საქართველოსთვის” წევრმა გიორგი ხოჯევანიშვილმა პარლამენტის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ემიგრანტების უმეტესობა არჩევნებში მონაწილეობას ვერ ახერხებს და აუცილებელია დაინერგოს ელექტრონული ხმის მიცემის სისტემა. ,,სამწუხაროდ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებით, ემიგრანტებით  არავინ ინტერესდება. მე მინდა გავამხნევო ჩვენი ემიგრანტები, ადამიანები, რომლებსაც მოუწიათ ჩვენი ქვეყნიდან წასვლა იმისთვის, რომ ოჯახები არჩინონ. ბოლო პერიოდში ჩვენ ვხედავთ  ძალიან სამწუხარო ტენდენციას, როდესაც ათობით, ასობით, ათასობით ადამიანი ტოვებს ჩვენს ქვეყანას იმისთვის, რომ აქ დარჩენილი ოჯახები არჩინონ. ძალიან სამწუხაროა, რომ…

მეტი...

,,წელს პირველ კვარტალში 14%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს, რატომ არ მოგწონთ, რატომ ხართ ჩასაფრებული?”- ირაკლი ზარქუა

რეგიონული განვითარებისა და  თვითმმართველობის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, ირაკლი ზარქუა ოპოზიციის ნაწილს მოუწოდებს გაეცნოს ციფრებს და ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებზე ობიექტურად ისაუბროს. „ვუსმენ ოპოზიციას და გაოგნებული ვარ. ყველა თუ თანახმა ხართ და იზიარებთ იმ სულისკვეთებას, რომ საქართველომ კანდიდატის სტატუსი მიიღოს, მაშინ როგორ გავიგოთ რადიკალური ოპოზიციის პოზიცია, როდესაც მათი პარტნიორი ორგანიზაცია  – ევროპის სახალხო პარტია ასეთ განცხადებებს აკეთებს და თქვენ ხმა არ ამოგიღიათ, რომ დაგეგმოთ, გამიჯვნოდით. ამ ორმაგ სტანდარტს ხედავს მოსახლეობა და ამიტომ არის, რომ სამართლიან და კონკურენტულ გარემოში მერამდენე არჩევნებს აგებთ. მე გამკვირვებია ბატონი  ირაკლი ოქრიაშვილის, ბიზნესმენი კაცია. წელს პირველ კვარტალში 14%-იანი ეკონომიკური ზრდა…

მეტი...

,,იტალია არის ჩვენთვის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია, ძალიან ბევრი კიდევ გვასწავლოს”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი იტალიის პრეზიდენტ სერჯო მატარელას შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. სალომე ზურაბიშვილის განცხადებით, იტალია საქართველოსთვის ერთ-ერთი ახლო მეგობარია. „ვისაუბრეთ ჩვენი ორმხრივი თანამშრომლობის, რომელიც ჯდება ამ ახალ მსოფლიოში და ახალ ევროპაში. ცხადია, ეს უნდა ნიშნავდეს, რომ ჩვენს ურთიერთობებშიც ასევე გაჩნდეს ახალი საწყისები. საერთოდ პრეზიდენტების ვიზიტები იმისთვის არის საჭირო, რომ მივცეთ ახალი ბიძგი ახალ ურთიერთობებს. არ უნდა დავკმაყოფილდეთ იმით, რაც არის, უნდა მოვითხოვოთ უფრო მეტი, უნდა ვაჩვენოთ ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ბიზნესს, რომ არსებობს ძალიან ბევრი შესაძლებლობა და საჭიროა, რომ გამოვიყენოთ უფრო სრულყოფილად ეს შესაძლებლობები. ჩვენ გვაქვს ერთობლივი…

მეტი...

,,იმედი მაქვს, ევროკავშირი მოგვანიჭებს კანდიდატის სტატუსს ქვეყნის დემოკრატიზაციის რეგრესის მიუხედავად”- კახა ოქრიაშვილი

„ბატონმა ივანიშვილმა, ღარიბაშვილის მეშვეობით, ახალი მესიჯბოქსი შემოგვთავაზა საზოგადოებას. თურმე, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ყველა პირობა შევასრულეთ, ხელს მარტო „ნაციონალური მოძრაობა“ გვიშლის. გამოდის, ნაციონალურ მოძრაობას იმხელა გავლენა აქვს ევროკავშირის 27-ვე ქვეყანაზე, რომ  შეუძლია ჩვენი წევრობა დაბლოკოს ან პროცესი დადებითად გადაწყვიტოს.  ამ ლოგიკით, რაში გვჭირდება „ქართული ოცნება“, თუ, „ნაციონალურ მოძრაობას“ შეუძლია ევროკავშირის წევრი გაგვხადოს“, – ამის შესახებ ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ – „გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ წევრმა კახა ოქრიაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, ევროკავშირის წევრობის გზაზე ნაკისრი ვალდებულებების და ქვეყნის დემოკრატიული განვითარებისთვის, მნიშვნელოვანია, რომ საქართველომ მიიღოს ევროკავშირის კანდიდატი წევრის სტატუსი. „ევროკავშირის ელჩი საქართველოში კარლ ჰარცელი…

მეტი...

,,მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას უნდა, ეს ქვეყანა ახალგაზრდებისგან დაიცალოს”- ანა ბუჩუკური

,,სამწუხაროდ, მრჩება შთაბეჭდილება, რომ ხელისუფლებას უნდა, ეს ქვეყანა ახალგაზრდებისგან დაიცალოს, სხვანაირად მისი პოლიტიკა ვერ აიხსნება,” – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა და დეპუტატმა ანა ბუჩუკურმა პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომაზე განაცხადა. ანა ბუჩუკური თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში მიმდინარე სტუდენტების პროტესტს გამოეხმაურა. დეპუტატმა აღნიშნა, რომ ახალგაზრდების პროტესტზე ხელისუფლების მხრიდან არანაირი გამოხმაურება არ მოყოლია. „რამდენიმე კვირაა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში გვესმის სტუდენტების პროტესტი, თუმცა რაც არ გვესმის – არის ხელისუფლების ადეკვატური პასუხი და რეაგირება, ამ პროცესის მიმართ ან თუნდაც ინტერესი. პრინციპში არაფერს განსაკუთრებულს ეს ახალგაზრდები და ეს ბავშვები არ ითხოვენ. ისინი ითხოვენ  ელემენტარული სოციალური…

მეტი...

„მოგიწოდებთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, დაჩქარებული წესით მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები”- ჰერმან საბო

„მოგიწოდებთ, რამდენადაც ეს შესაძლებელია, დაჩქარებული წესით მივიღოთ საკონსტიტუციო ცვლილებები და ეს პროცესი, მინიმუმ, დავიწყოთ მანამ, სანამ ევროკავშირს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით თავისი ვერდიქტი გამოუტანია“, – განაცხადა  პლენარულ სხდომაზე საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა, ჰერმან საბომ. მისი თქმით,  ეს არის მნიშვნელოვანი პროცესი, რომელიც საქართველოში მომავალში მოიტანს  პოლიტიკურ პლურალიზმს, პატარა პარტიებს დაეხმარება  დარჩნენ პოლიტიკაში და არ მოხდება პოლიტიკური ცენტრის  კიდევ უფრო პოლარიზება.  „ეს საკითხი შესული  იყო შარლ მიშელის შეთანხმებაში და ამ საკითხს თითოეულმა თქვენგანმა პირველი მოსმენით უკვე მხარი დაუჭირა. საკონსტიტუციო ცვლილებები „ქართულმა ოცნებამ“, რატომღაც, დააპაუზა და თვლის, რომ 2023 წელს უნდა მიიღოს გადაწყვეტილება ამ საკითხთან დაკავშირებით. მაგრამ,…

მეტი...

,,ქვეყნის ინტერესებზე და ხელისუფლებაზე მუდმივი თავდასხმები თქვენ პატივისცემა გგონიათ, აშკარად არასწორად გესმით ევროპა”- ნინო წილოსანი

„ევროპა ღირებულებებია და არა ღირებულებების ნგრევა ან შეურაცხყოფა. ევროპა ხალხის და ადამიანების პატივისცემაა და არა ამ ადამიანების ფეხქვეშ გათელვა, რასაც წლებია აკეთებდით, რომ არ გაგვეჩერებინეთ და ახლაც, ნაციონალები იქნებიან თუ მათთან მიტმასნილი რადიკალები, რაც შეგიძლიათ, აზიანებთ ხალხს“, – ასე მიმართა საპარლამენტო ოპოზიციას ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრმა ნინო წილოსანმა. მისი თქმით,  ხალხის არჩეულ ხელისუფლებასთან განუწყვეტლივ ბრძოლა არის ხალხის არჩევანის პატივისცემის ნაკლებობა. „თუ სისტემატიურად ინსტიტუციებზე, ქვეყნის ინტერესებზე და ლეგიტიმურ ხელისუფლებაზე მუდმივი თავდასხმები თქვენ პატივისცემა გგონიათ, აშკარად არასწორად გესმით ევროპა და ყოველ ჯერზე, როდესაც ევროპას ახსენებთ, მინდა საზოგადოებას მივანიშნო, რომ თქვენ  სხვა განზომილებას გულისხმობთ…

მეტი...

,,ოპოზიციაში ცდილობენ, სტატუსს თუ მივიღებთ, ეს დაიბრალონ და ნეგატიური გადაწყვეტილება თუ იქნება, ხელისუფლებას დაბრალდეს”- მამუკა მდინარაძე

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციამ გეგმა შეიმუშავა, რომლის მიხედვით, სტატუსის მიღების შემთხვევაში, ეს დაიბრალონ და ნეგატიური გადაწყვეტილება თუ იქნება, ხელისუფლებას დაბრალდეს. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება იმ რეფორმების დამსახურებაა, რომელიც ასოცირების ვალდებულების შესრულების კონტექსტში ხორციელდებოდა. „ამ დღეების ერთ-ერთი მთავარი პარადოქსია და ამავდროულად, იშიფრება ოპოზიციის პიარული გეგმა. საქართველოსთვის თუ პოზიტიური გადაწყვეტილება იქნება, ეს დაიბრალონ, თითქოს ალდე-მ, „ევროპის სახალხო პარტიამ“ და ცალკეულმა წარმომადგენლებმა უზრუნველყვეს ეს ყველაფერი. ამ დროს სინამდვილეში ხალხზეა საუბარი, რომელიც თუკი რაიმე უნდა მოიგონო ქვეყნის შიგნით და შემდეგ გაავრცელო ქვეყნის გარეთ, ამას აკეთებენ, ცდილობენ, მათ მიეწეროს ეს…

მეტი...

,,გინდათ, რომ ქვეყანა აირიოს ნებისმიერ ფასად, თუ ეს იქნება ომი, ესეც გაწყობთ და მისაღებია თქვენთვის”- არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ საკანონმდებლო ორგანოში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა,რომ ოპოზიციის ერთი ნაწილის მხრიდან გაჟღერებული განცხადებები არის თვალთმაქცობის კიდევ უფრო მაღალი დონე. მისი თქმით, ხელისუფლება ძალადობას არ ახალისებს. „ეს ადამიანები თავის სამშობლოს უყენებენ პირობებს და ჩვენ გველაპარაკებიან ევროპულ ფასეულობებზე. ქალბატონ ხათუნა სამნიძეს მინდა, ვუთხრა. ძალადობის წახალისებაში ჩვენ რომ გვადანაშაულებს, სინამდვილეში, ჩვენ ვგმობთ ძალადობას, ვრეაგირებთ ძალადობაზე. აქაც პოლიციამ დროულად იმოქმედა და დაიცვა ადამიანები ძალადობისგან. ძალადობა და ძალადობის წახალისება, სინამდვილეში, არის ის, რასაც თქვენ აკეთებდით და აკეთებთ, როდესაც მთავარ მოძალადეს აცხადებთ თავისუფალი მედიის მენეჯერად. როდესაც ადამიანის უფლებების უმძიმეს დარღვევებში ბრალდებული ადამიანი გმირად გამოგყავთ…

მეტი...

„ამ ქვეყნის იდენტობას და მომავალს ებრძვით თქვენ, როდესაც რეალურ პრობლემებზე არ საუბრობთ”- ხათუნა სამნიძე

„ამ ქვეყნის იდენტობას და მომავალს ებრძვით თქვენ, როდესაც რეალურ პრობლემებზე არ საუბრობთ და ცდილობთ საზოგადოება კიდევ უფრო დააპირისპიროთ ფსევდო პატრიოტიზმის გამო“  – ამის შესახებ „რეფორმების ჯგუფის“ თავმჯდომარემ, ხათუნა სამნიძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.  „ამ ყველაფრის ნაცვლად,  გვესმის მისგან ძალადობის წახალისება, რომელსაც ადგილი აქვს ქვეყანაში და ამ წახალისებასთან ერთად, ერთგვარი მოწოდებაც, რომ მომავალშიც ყველა მოძალადე, ვინც არ ეთანხმება რომელიმე პოლიტიკოსს, პოლიტიკურ შეხედულებას – მზად იყოს, რომ მათი თავდასხმა არ იქნება დასჯილი.  თურმე ახლა მმართველი პარტიის თავმჯდომარემ უნდა ისაუბროს ეროვნულ იდენტობაზე. სინამდვილეში მისთვის ერეკლე მეორის კრიტიკა კი არ არის პრობლემა არამედ, „ქართული ოცნების“ მეფე, მთავარი…

მეტი...

,,საპარლამენტო რესპუბლიკებში ელჩის დანიშვნის მატერიალური უფლებამოსილება ეკუთვნის მთავრობას”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე მთავრობის მხრიდან,  დიპლომატიური წარმომადგენლობის ხელმძღვანელთა დანიშვნასა და გათავისუფლებაზე, პრეზიდენტსა და მთავრობას შორის უფლებამოსილებების გამიჯვნაზე საკონსტიტუციო სასამართლოსთვის მიმართვას ეხმიანება. მისი თქმით, საქმე ეხება კონკრეტული ელჩების დანიშნვნაზე პრეზიდენტის მხრიდან უარს და აღნიშნული საქმე ვერავითარ შემთხვევაში არ გახდება და ვერ გახდება იმპიჩმენტის საფუძველი. „ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ეს კონკრეტული საქმე ვერავითარ შემთხვევაში არ გახდება და ვერ გახდება იმპიჩმენტის საფუძველი. შესაბამისად, ეს არის სპეკულაცია. ერთადერთი, რასაც გააკეთებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ეს არის ნორმის განმარტება. ანუ განმარტავს იმას, როგორ უნდა დაინიშნონ ელჩები, ვისი მატერიალური პრეროგატივაა ელჩების დანიშვნა. ამით შემოიფარგლება საკონსტიტუციო…

მეტი...

,,ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ადამიანებს თვალი ავუხილოთ, რომ თქვენ ხართ საქართველოს ისტორიის გამყალბებლები”- გიორგი ვაშაძე

„მთელი კამპანია თვეების მანძილზე იყო, რომ ოპოზიცია ებრძვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას.  ამას წერტილი დაესვა შაბათს, როდესაც ALDE-მ (ლიბერალ-დემოკრატიული ალიანსი ევროპისთვის), სწორედ ჩვენი, ოპოზიციური პარტიების ინიციატივით, მხარი დაუჭირა საქართველოსთვის  ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას, EPP-მ დააინიცირა რეზოლუცია, სადაც ასევე მხარდაჭერილია ეს ყველაფერი. ამის გაგრძელებაა, რომ ევროპარლამენტის ფრაქციების ხელმძღვანელებს გააქვთ რეზოლუცია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოსთვის, უკრაინისა და მოლდოვისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას.“ – ამის შესახებ საპარლამეტო პოლიტიკური ჯგუფი „რეფორმების ჯგუფი“-ს წევრმა გიორგი ვაშაძემ პლენარულ სხდომაზე განაცხადა, მისი თქმით, ხელისუფლება ცდილობს შექმნას პოლიტიკური ფონი, რომ საქართველოს არ მისცენ ევროკავშირის კანდიდატის სტატური. „თქვენ თავს ესხმით…

მეტი...

„თქვენ რომ რაიმე გდომებოდათ, ან მშვიდობას შეინარჩუნებდით, ან იომებდით, ვერც ერთი ქენით – ვერც მეორე”- ირაკლი ქადაგიშვილი

„ევროკავშირი, ევროცივილიზაცია საქართველოს ისტორიული არჩევანია. ამ არჩევანისკენ მიდიოდა ყველა ქართველი მეფე და რელიგიური თუ საერო მოღვაწე მიუხედავად იმისა, რომ მათ ფიზიკური შემხებლობა არ ჰქონდათ იმ გეოპოლიტიკურ სივრცესთან, სადაც ევროპული ცივილიზაცია ყალიბდებოდა“,- განაცხადა  საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ქადაგიშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე პოლიტიკური განცხადებების ფორმატში გამოსვლისას. მისი თქმით, სწორედ ერეკლე მეფის არჩევანი იყო ის, რაც დღეს საქართველოში რეალიზების გზაზეა. „როგორც დღეს გვეუბნებიან, თურმე ის მეფე მოღალატეა; თურმე ის ეკლესია ხელის შემშლელია, თურმე ევროკავშირში ლობირება უნდა გავუწიოთ იმ გადაწყვეტილებას, რომ  სამების ტაძრის აშენებაში, ანუ ცივილიზაციურ მშენებლობაში  ვინც იღებდა მონაწილეობას, იმ…

მეტი...

„ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც ჩვენთვის და არც ქართული საზოგადოებისთვის”- ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძე ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის თანაპრეზიდენტის ანდრიუს კუბილიუსი და „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-თავმჯდომარის, რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას ეხმიანება. მისი თქმით, ევროპარლამენტარების განცხადებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. „ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენეს განცხადებას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს არც ჩვენთვის და არც ქართული საზოგადოებისთვის. ეს არის დაახლოებით იგივე, რომ გუბაზ სანიკიძემ და სალომე სამადაშვილმა რომ გააკეთონ ხვალ ერთობლივი განცხადება. არავითარი განსხვავება არ არის კუბილიუსსა და გუბაზ სანიკიძეს შორის, ასევე რასას და სალომე სამადაშვილს შორის. ისინი არიან „ნაცმოძრაობის“ ლობისტები, სააკაშვილის, „ნაცმოძრაობის“ მეგობრები და რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ მეგობარი საქართველოს მეგობარი ვერ იქნება“, – აღნიშნა კობახიძემ. ამასთან, ირაკლი კობახიძის განცხადებით, საქართველო…

მეტი...