„ექიმები ცდილობენ, მას გააძლებინონ“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ექსპერტიზის ჯგუფის შეხვედრა დასრულდა. ჯგუფმა სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ შუალედური დასკვნა 48 საათში უნდა წარმოადგინონ. როგორც პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედა აცხადებს, დასკვნა მინიმალურ ვადებში უნდა მომზადდეს, რადგანაც მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა არ ითმენს. „მაინტერესებს, რომ დასკვნის მომზადება რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს. ყოველ დღე, რომ ვაკვირდები ჩემი შვილის ჯანმრთელობას, ვხედავ, რომ სიჩქარე აუცილებელია. ძალიან ბევრი რამე გაკეთებულია, მაგრამ საბოლოო დასკვნა რომ დაიდოს იქ არის კიდევ რაღაც პუნქტები, რომელიც კარგად უნდა დამუშავდეს”, – განაცხადა გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან. მისი შეფასებით, მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა და ექიმები მისი შვილის გადარჩენისთვის მუშაობენ. “რომ ვაკვირდები…

მეტი...

ნავსადგურების განაღმისთვის პრეზიდენტი იარაღის მიწოდებას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ქვეყნის ნავსადგურები ისევ ბლოკირებული და დანაღმულია, რის გამოც ტონობით მარცვლეულის გამოტანა ვერ ხერხდება. როგორც პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, იარაღის მიწოდება აუცილებელია ნავსადგურების „გასათავისუფლებლად“ „სასწრაფოდ გვჭირდება იარაღი. ამაზე ვმუშაობთ და მივიღებთ გემსაწინააღმდეგო სისტემებს. ეს არ არის მუქარა, ეს იქნება საუკეთესო გარანტიები, რომ ნავსადგურები გავათავისუფლოთ. არ არის გამორიცხული, რომ თურქეთი იყოს იმ ქვეყნებს შორის, რომლებიც მარცვლეულის ექსპორტისთვის უკრაინის ნავსადგურების დე-ბლოკადაში მიიღებენ მონაწილეობას. მზად ვართ მარცვლეულის გასატანად. ვამსხვრევთ რუსეთის რიტორიკას, რომ არ გვინდა გატანა და სასურსათო კრიზისის პროვოცირებას ვახდენთ. გვჭირდება უსაფრთხოების დერეფანი“, – აღნიშნავს პრეზიდენტი ზელენსკი.  

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში, რუს ჯარისკაცებთან შეტაკებისას კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა. დაღუპული გიორგი გრიგოლია დონეცკის ოლქში, ბახმუტის მიმდებარე ტერიტორიაზე უკრაინელებთან ერთად იბრძოდა. ის წარმოშობით აბაშიდანაა. 24 თებერვლიდან დღემდე, რუსეთ-უკრაინის ომში 13 ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

მეტი...

რუსეთის ტყვეობაში 2500-ზე მეტი „აზოვსტალელი მებრძოლი“ იმყოფება

პრეზიდენტი ზელენსკი ტყვეობაში მყოფი უკრაინელი მებრძოლების შესახებ საუბრობს და აცხადებს რომ მათი რაოდენობა 2 500-ზე მეტია. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, აქტიურად არიან ჩართულები მათი გათავისუფლების საკითხებში. კონკრეტულად კი, ამ მიმართულებით ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის მთავარი სამმართველო მუშაობს. მისივე შეფასებით, „აზოვსტალელი მებრძოლების“ წამება რუსეთის ინტერესებში არ უნდა შედიოდეს, რადგანაც, ისინი ე.წ. საჯარო ტყვეები არიან. როგორც პრეზიდენტი განმარტავს, დატყვევებულების მდგომარეობის შესახებ უკრაინული მხარე ინფორმაციას არ ფლობს.

მეტი...

ამპუტანტ ფეხბურთელებს შორის ავთანდილ ჩიხლაძის სახელობის ტურნირი გაიმართა

საქართველოს ამპუტანტთა ფეხბურთის ასოციაციის ორგანიზებით და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის მხარდაჭერით, მიმდინარე წლის 5 ივნისს, სპორტკომპლექს ’’იმედის’’ სტადიონზე, ავთანდილ (დავით) ჩიხლაძის სახელობის თასის გათამაშების ფინალური შეხვედრა გაიმართა. ფინალურ ორთაბრძოლაში, ერთმანეთს, თბილისის ’’თბილისი’’ და გორის’’ დილა’’ დაუპირისპირდნენ. მატჩი გორელების გამარჯვებით 3:1 დასრულდა. გამარჯვებულებს, ავთანდილ ჩიხლაძის სახელობის თასი, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილემ, მირონ ჩიგოგიძემ და დირექტორის მრჩეველმა, ვლადიმერ იმნაძემ გადასცეს. ავთანდილ ჩიხლაძის თასის გათამაშება მიმდინარე წლის 19 მარტს დაიწყო და მასში მონაწილეობას ქვეყნის 6 გუნდი _ ზუგდიდის ‘’ოდიში’’, ბათუმის ’’ბათუმი’’, ზესტაფონის ‘’მარგვეთი’’, გორის ’’დილა’’, გორის ’’ქართლი’’ და თბილისის ’’თბილისი’’იღებდა. ტურნირი გასულ…

მეტი...

სამთავრობო კომისიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის მომდევნო აღწერა 2024 წლის ბოლოს ჩატარდება

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისიის პირველი სხდომა გაიმართა. სხდომაზე საქართველოს სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა, კომისიას დასამტკიცებლად წარუდგინა მოსახლეობის 2024 წლის საყოველთაო აღწერის პროგრამა, რომელიც მოიცავს მოსახლეობის აღწერის ძირითად პრინციპებს,მეთოდოლოგიურ და საორგანიზაციო საკითხებს. პროგრამის შესაბამისად, მოსახლეობის მომდევნო აღწერის თარიღად საკოორდინაციო სამთავრობო კომისიამ  2024 წლის  ბოლო განსაზღვრა. აღწერის შედეგად მიღებული იქნება უახლესი ინფორმაცია მოსახლეობის რიცხოვნობის, სქესობრივ-ასაკობრივი სტრუქტურის, დასაქმების, განათლების, ჯანმრთელობის მდგომარეობის  და საცხოვრისების შესახებ. სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობის აღწერასთან ერთად ჩატარდება სასოფლო-სამეურნეო აღწერაც, რის შედეგადაც, სოციალურ და დემოგრაფიულ მონაცემებთან ერთად, შეგროვდება ინფორმაცია შინამეურნეობების სასოფლო-სამეურნეო აქტივობის შესახებ. მოსახლეობის აღწერის საკოორდინაციო სამთავრობო კომისია საქართველოს მთავრობის დადგენილებით შეიქმნა და მის შემადგენლობაში…

მეტი...

,,გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად ვეძებთ გზებს სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად და პორტების განბლოკვის მიზნით“- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტ, ვოლოდიმირ ზელენსკსა და დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ, ბორის ჯონსონს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბარი შეეხო, ბრიტანეთის მხრიდან თავდაცვის დახმარების ახალ პაკეტს და სასურსათო კრიზისის საკითხს. ,,გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრს, ბორის ჯონსონს ვესაუბრე. მივიღე დადასტურება უკრაინისთვის თავდაცვის დახმარების ახალ, გაძლიერებულ პაკეტთან დაკავშირებით. დაისვა უსაფრთხოების გარანტიებზე მუშაობის გააქტიურების საკითხი. გაერთიანებულ სამეფოსთან ერთად ვეძებთ გზებს სასურსათო კრიზისის თავიდან ასაცილებლად და პორტების განბლოკვის მიზნით“,- განაცხადა  ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

,,ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობა არ არის პენსიაზე გასვლა და მხოლოდ მაღალანაზღაურებადი პენსია”- ირაკლი კოვზანაძე

„ეროვნული ბანკის საბჭო უნდა  გახდეს კიდევ უფრო ქმედითი და  აიღოს მეტი პასუხისმგებლობა მაკროეკონომიკური, მონეტარული და ფინანსური სექტორის  სტაბილურობის მიმართულებით.  საბჭოს წევრობა არ არის პენსიაზე გასვლა და მხოლოდ მაღალანაზღაურებადი პენსია. საბჭოს წევრები აქტიურად უნდა იყვნენ ჩართული ეროვნული ბანკის საქმიანობაში,“-ამის შესახებ პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძემ კომიტეტის სხდომის დასაწყისში  განაცხადა. ირაკლი კოვზანაძის განცხადებით საქართველოს პრეზიდენტის პრეროგატივაა დაასახელოს  ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურა, კომიტეტი კი იმოქმედებს  რეგლამენტის შესაბამისად.  „ოპოზიციამ მოითხოვა კომიტეტის სხდომაზე, როცა ჩვენ გვექნება ეროვნული ბანკის წლიური ანგარიშის განხილვა   საბჭოს წევრების დასწრება. ჩვენ, შესაბამისი წერილით მივმართეთ ეროვნულ ბანკს და მოვიწვიეთ საბჭოს წევრები. ეს ხაზს უსვამს საბჭოს წევრების უფრო მეტად…

მეტი...

,,ადამიანი გამოდის და პირდაპირ საზოგადოებას აფურთხებს სახეში, შეიძლება ეს უფრო საშიში იყოს, ვიდრე „ქართული ოცნების” საწინააღმდეგო პოზიცია”- გია ვოლსკი

პარლამენტის ვიცე – სპიკერი გია ვოლსკი ,,რესპუბლიკური პარტიის” წევრებზე თავდასხმას ეხმიანება. მისი თქმით, ანგარიშსწორება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც განსხვავებულ აზრზეა, არის დანაშაული ქვეყნის წინაშე. მისივე თქმით, აღნიშნული საქმე არამხოლოდ სისხლის სამართლის კოდექსით ისჯება, არამედ საზოგადოების წინაშე ჩადენილი დანაშაულიცაა. „ერეკლე მეფეს თითქოს შეურაცხყოფას კი არ აყენებენ, შეურაცხყოფას აყენებენ, აქ არ არის მარტო ისტორიის კონკრეტულ ეპიზოდზე დავა, ეს არის ძალიან მძიმე გამოვლინება პოზიციისა, რომელიც საზოგადოებას აყენებს სერიოზულ ზიანს და წარმოშობს დაპირისპირების ატმოსფეროს, რომელიც გადაიზარდა ფიზიკურ დაპირისპირებაზე. თუმცა, ყველას უნდა ვუთხრა, ნებისმიერი ასეთი ანგარიშსწორება იმ ადამიანის მიმართ, რომელიც შენს აზრს არ იზიარებს, არის…

მეტი...

,,ნებისმიერ შესაძლებლობას თუ ფორმატს განვიხილავთ, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას, დავაჩქაროთ ევროინტეგრაცია”- ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ქართული მხარე განიხილავს ნებისმიერ შესაძლებლობას,  რომელიც ქვეყანას მისცემს შესაძლებლობას, დაჩქარდეს ევროინტეგრაცია. მისივე თქმით, ემანუელ მაკრონის მიერ დაანონსებული ალიანსის შექმნა, არ წარმოადგენს ევროკავშირის ალტერნატივას. ,,საფრანგეთის პრეზიდენტის ინიციატივის შესახებ მხოლოდ ის ვიცით, რაც მისი განცხადებიდან იყო მოწოდებული. ამაზე მეტი დეტალი არ არსებობს. ცოტა ხნის წინ შეხვედრა მქონდა ფრანგ კოლეგასთან და ჩვენი საუბრიდან ცალსახად შემიძლია, გითხრათ, რომ საფრანგეთი ამ ფორმატს არ განიხილავს რომელიმე სხვა ფორმატის ალტერნატივად. ჩვენ ჩვენი ევროინტეგრაციის გზა ვიცით, როგორ უნდა გავიაროთ ჩვენი დღის წესრიგის შესაბამისად, თუმცა ნებისმიერ სხვა შესაძლებლობას, პლატფორმას თუ ფორმატს, რომელიც…

მეტი...

ავარია სოფელ ჭოგნარში – მიკროავტობუსი 30 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადავარდა

სამტრედიის რაიონ, სოფელ ჭოგნარში ავარია მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მიკროავტობუსი, დაახლოებით, 30 მეტრი სიმაღლიდან ხევში გადავრდა. არსებული ცნობით, შემთხვევის შედეგად არიან დაშავებულები. დამატებითი დეტალები ამ დროისთვის უცნობია.

მეტი...

,,დაბლოკილია სერბეთის საერთაშორისო საქმიანობა რუსეთის მიმართულებით”- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, სერგეი ლავროვი სამი ქვეყნის მხრიდან, მისი თვითმფრინავისთვის საჰაერო სივრცის ჩაკეტვას ეხმიანება. მისი თქმით, სერბეთს მეზობელმა ქვეყნებმა სუვერენული პოლიტიკის გატარების უფლება ჩამოართვეს. ,,რა თქმა უნდა, წარმოუდგენელი რამ მოხდა და მე მესმის თქვენი ინტერესი ჩვენი შეფასებით ამ აღმაშფოთებელი ქმედებების მიმართ. სუვერენულ სახელმწიფოს საგარეო პოლიტიკის განხორციელების უფლება ჩამოერთვა. დაბლოკილია სერბეთის საერთაშორისო საქმიანობა რუსეთის მიმართულებით. თუ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი დასავლეთში აღიქმება, როგორც თითქმის გლობალური მასშტაბის საფრთხე, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთში საქმე საკმაოდ ცუდადაა“,- განაცხადა ლავროვმა.

მეტი...

,,რომელ სულელს მოუვიდა თავში აზრად, რომ ჩვენს კოლეგებზე თავდასხმა “ქართულმა ოცნებამ” წაახალისა”- ირაკლი ზარქუა

,,ქართული ოცნების” წევრი, ირაკლი ზარქუა ხათუნა სამნიძესა და დავით ბერძენიშვილზე თავდასხმის ფაქტს ეხმიანება. მისი თქმით, აღნიშნული ფაქტი მიუღებელია. ,,მინდა გამოვეხმაურო ჩვენს კოლეგებზე თავდასხმის ფაქტს, რაც მიუღებელია. არ ვიცი, რომელ სულელს მოუვიდა თავში აზრად, რომ ჩვენს კოლეგებზე თავდასხმა “ქართულმა ოცნებამ” წაახალისა. რაც არ უნდა მიუღებელი იყოს მათი განცხადებები მოსახლეობისთვის, უმრავლესობისთვის თუ უმცირესობისთვის, ეს არ არის საფუძველი თავს დაესხა და შეურაცხყოფა მიაყენო. ეს დასაგმობია და არ შეიძლება. მინდა ვთხოვო მოქალაქეებს, მაქსიმალურად თავი შევიკავოთ რადგან განსხვავებული აზრის პატივისცემა არის სწორედ დემოკრატია და ის ღირებულებები, რასაც ჩვენ მივაღწიეთ, განსხვავებით რეჟიმისგან, რაც 2012 წლამდე იყო”,…

მეტი...

,,ჩვენ არ შეგვიძლია, რომ პუტინს ვენდოთ”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, პუტინის სიტყვას არ ენდობა. აღნიშნული განცხადება კულებამ, მას შემდეგ გააკეთა, რაც გავრცელდა ინფორმაცია, რომ  უკრაინამ, რუსეთმა და თურქეთმა მარცვლეულით დატვირთული უკრაინული გემების ოდესიდან გასვლის წინასწარი სქემა შეათანხმეს. „პუტინი ამბობს, რომ ის სავაჭრო გზებს ოდესაზე თავდასხმისთვის არ გამოიყენებს. ეს იგივე პუტინია, რომელმაც გერმანიის კანცლერს, ოლაფ შოლცსა და საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს ჩვენს ქვეყანაში სრულმასშტაბიან შემოჭრამდე რამდენიმე დღით ადრე უთხრა, რომ უკრაინას თავს არ დაესხმებოდა. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ პუტინს ვენდოთ, მისი სიტყვები ცარიელია“, – წერს კულება „ტვიტერზე“.

მეტი...

,,დიდი სურვილი გვაქვს, რომ წლის ბოლოს დავიწყოთ სამუშაოები”- ირაკლი ღარიბაშვილი მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის მიწის გადაცემაზე

,,ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კონცეფციაზე, პროექტირებაზე მუშაობა დასრულდეს რამდენიმე თვეში და ჩვენი დიდი სურვილია, რომ წლის ბოლოს იქ უკვე დავიწყოთ სამუშაოები, ეს არის ჩვენი გეგმა და რა თქმა უნდა, ამის თაობაზე პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს მოქალაქეებს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, მდინარე იორდანესთან საქართველოსთვის მიწის გადაცემაზე საუბრისას განაცხადა. მისივე თქმით, როგორც კი მზად იქნება კონცეფცია და პროექტი, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები. „იორდანიის ვიზიტთან დაკავშირებით მე მინდა, ვუთხრა ჩვენს მოქალაქეებს, რომ წარმატებით დასრულდა ეს პროცესი – გადმოგვეცა მიწის ნაკვეთი მდინარესთან ძალიან ახლოს, იქვე, ათ მეტრში. ასე რომ, ჩვენ დავიწყებთ ახლა მუშაობას აქტიურად, მოგეხსენებათ, რომ კომისია გვაქვს შექმნილი, სადაც ჩართულნი იქნებიან საპატრიარქოს წარმომადგენლები. მინდა, რომ ამ კვირაში უკვე შევიკრიბოთ, პირველი შეხვედრა გავმართოთ. დავიწყოთ აქტიური მუშაობა ზოგად კონცეფციაზე, პროექტირებაზე და როგორც კი მზად იქნება კონცეფცია და პროექტი, დაიწყება მუშაობა და სამშენებლო სამუშაოები. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ კონცეფციაზე, პროექტირებაზე მუშაობა დასრულდეს რამდენიმე თვეში და ჩვენი დიდი სურვილია, რომ წლის ბოლოს იქ უკვე დავიწყოთ სამუშაოები, ეს არის ჩვენი გეგმა და რა თქმა უნდა, ამის თაობაზე პერიოდულად მივაწვდით ინფორმაციას ჩვენს მოქალაქეებს,“- განაცხადა პრემიერმა.

მეტი...

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტები აქციას მართავენ

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, სტუდენტები საპროტესტო აქციას მართავენ. ისინი  უნივერსიტეტის რექტორის გადადგომას, საერთო საცხოვრებლის მშენებლობას  და ფინალური გამოცდების ფორმატის შეცვლას ითხოვენ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი შარვაშიძე აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, სტუდენტებს ჰქონდათ შესაძლებლობა სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში განთავსებულიყვნენ, თუმცა ამ დრომდე საერთო საცხოვრებლები ცარიელია. ამასთან, მისივე თქმით, უნივერსიტეტი ხელს შეუწყობს ყველა სტუდენტის საგამოცდო პროცესში ჩართულობას. „სტუდენტებს ჰქონდათ ობიექტური პრობლემა ბინების გაძვირებასთან დაკავშირებით. ჩვენთვის გასაგები იყო ეს პრობლემა და უნივერსიტეტმა, ერთი მხრივ, სწავლა გააგრძელა შერეულ ფორმატში და მეორე მხრივ, გაგრძელდა მიღება სტუდენტურ საერთო საცხოვრებლებში. აღმოჩნდა, რომ მძიმე ფონის მიუხედავად, მსურველების…

მეტი...

ადვოკატის განცხადებით, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილთან მნახველების შეშვება აიკრძალოს

მიხეილ სააკაშვილის კლინიკა ,,ვივამედში” ადვოკატმა შოთა თუთბერიძემ მოინახულა. მისი თქმით, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილთან მნახველების შეშვება აიკრძალოს. ,,პენიტენციური სამსახურიდან ჩვენ მივიღეთ წერილი, რომლის ადრესატი გახლავთ ექსკორტირების სამმართველოს ხელმძღვანელი და თან ახლავს კლინიკა “ვივამედის” ნორმატიული აქტი, მნახველების დაშვების წესთან დაკავშირებით, რომლის თანახმადაც მნახველების დაშვება მსჯავრდებულებთან აკრძალულია, გარდა იმისა თუ არსებობს კოვიდ ტესტის უარყოფითი პასუხი და კლინიკის დირექტორის თანხმობა. ამ ეტაპზე პრობლემა ჯერ არ გვქონია და იმედი გვაქვს, რომ არც მომავალში გვექნება. თუმცა ვფიქრობ, მსგავსი მკაცრი მოწესრიგება გარკვეულ რისკებს შეიცავს არა მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის, არამედ ყველა პაციენტთან დაკავშირებით. შესაძლებელია ეს უკავშირდებოდეს და საფუძველი…

მეტი...

რუსეთმა ბელარუსის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან შეიარაღებული ძალები განათავსა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ბელარუსის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან რუსეთს შეიარაღებული ძალები ჰყავს განთავსებული. ,,ბელარუსის ტერიტორიაზე, უკრაინის საზღვართან იმყოფებიან რუსეთის ცალკეული საჯარისო დანაყოფები, რომლებსაც შეიარაღებაში აქვთ სარაკეტო კომპლექსები და ოპერატიულ-ტაქტიკური ავიაციის თვითმფრინავები. სასაზღვრო რეგიონებში ძალების სადემონსტრაციოდ მოწინააღმდეგე შეტევებს ახორციელებს სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე ჩერნიგოვისა და სუმის ოლქებში”,- ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

მეტი...

„ბორჯომის აქციონერი, თანამფლობელი გახდება სახელმწიფო”- ირაკლი ღარიბაშვილი

„ბორჯომთან დაკავშირებით, მინდა რამდენიმე სიტყვით ვთქვა, რომ ეკონომიკის სამინისტრომ უკვე პრაქტიკულად დაასრულა მოლაპარაკებები, ერთი კვირის თავზე მთავრობის სხდომაზე გამოვიტანთ საკითხს და „ბორჯომის“ აქციონერი, თანამფლობელი გახდება სახელმწიფო და ამით ეს პრობლემა მოგვარდება,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. პრემიერის თქმით, არსებობს გარკვეული სირთულეები, მათ შორის დასაქმებულების პროტესტი. „დღეს დილით მქონდა საუბარი ბატონ ზურაბ აზარაშვილთან, მისი დავალებით უკვე ჩართულია შრომის ინსპექცია, მინდა, ვუთხრა ყველას, რომ ჩვენი არც ერთი მოქალაქე არ დაიჩაგრება და ყველას სამართლიანად მოვეპყრობით, ყველაფერი მოგვარდება ისე, როგორც არის საჭირო“, – აღნიშნა პრემიერმა.

მეტი...

„ოპოზიცია სერიოზულად მოემზადა, რომ ხელისუფლებამ ევროკავშირის მხრიდან პოზიტიური დამოკიდებულება არ მიიღოს”- გია ვოლსკი

პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკის განცხადებით, ოპოზიცია ცდილობს „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროკავშირის მხრიდან რაიმე პოზიტიური დამოკიდებულება არ მიიღოს. მისი თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რომ ხელისუფლებას წარმატება არ ჰქონდეს. „ოპოზიცია ძალიან სერიოზულად მოემზადა და გააფთრებული შეტევა აქვთ იმაზე, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებამ ევროკავშირის მხრიდან როგორმე რაიმე პოზიტიური დამოკიდებულება არ მიიღოს. ამ შემთხვევაში, საქართველოსთვის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება სწორედ იმ რაკურსში განიხილება, რომ „ქართული ოცნება“ პოლიტიკურად იმარჯვებს და „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი სატელიტები – მარცხდებიან. ყველაფერი, რაც ევროკავშირის წევრების კანდიდატობას ეხება, სწორედ ამ მიმართულებით არის განხილული. ოპოზიციას დღეს სხვა თემა არ…

მეტი...

,,არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება, არც მეორე ომი არ იქნება საქართველოში”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,არავითარი მეორე ფრონტი არ იქნება, არც მეორე ომი არ იქნება საქართველოში,  ჩვენ და ჩვენს ხალხს გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება”- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროპის შუაგულში მიმდინარეობს ფართომასშტაბიანი ომი, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი გამოწვევა ევროპას არ ჰქონია და გასაგებია უკრაინის მიმართ ევროპელების სკეპტიკური დამოკიდებულება. პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ  საქართველომ ამ პროცესში მშვიდობა და სტაბილურობა შეინარჩუნა და  ევროკავშირისგან სწორ და სამართლიან შეფასებას და გადაწყვეტილებას ელოდება. „ჩვენ კარგად გვესმის და მე მინდა ჩვენს მოქალაქეებს ავუხსნა, რომ არ არის მარტივი სიტუაცია, ბუნებრივია. დღეს, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ასეთი…

მეტი...

,,ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა, პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 14%-იანი ეკონომიკური ზრდით”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ამასობაში, ჩვენ ვაგრძელებთ ეკონომიკის განვითარებას, ქვეყანაში არის ძალიან პოზიტიური დინამიკა, ჩვენ გვაქვს უპრეცედენტო ეკონომიკური ზრდა. ჩემი ევროპელი კოლეგები გაოცებულები ისმენდნენ ჩვენს, ჩემი და ლევან დავითაშვილის საუბრებს. ჩვენ როცა გვქონდა საუბარი, სულ ახლახანს ვიყავით ბრატისლავაში, ასეთი ეკონომიკური ზრდა ძალიან ცოტა ქვეყანას აქვს მთელ მსოფლიოში. პირველი კვარტალი ჩვენ დავხურეთ 14%-იანი ეკონომიკური ზრდით და ოთხ თვეში ჩვენ გამოგვივიდა 10.8 % ეკონომიკური ზრდა. რაც, რა თქმა უნდა, არის ძალიან სასიხარულო,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისივე თქმით, სრულად აღდგენილია ტურიზმი და იზრდება ექსპორტი, ბიზნესის ბრუნვა, ქვეყანა აგრძელებს ასოცირების…

მეტი...

ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის პოზიციაზე ნათია თურნავას კანდიდატურას შესაბამისმა კომიტეტმა მხარი დაუჭირა

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად ნათია თურნავას კანდიდატურა წარუდგინა. ნათია თურნავამ  ეროვნული ბანკის საბჭოში საკუთარ ხედვაზე და იმ პრიორიტეტებზე ისაუბრა, რაც მისი არჩევის შემთხვევაში, ეროვნული ბანკის წარმატებული საქმიანობისკენ იქნება მიმართული და დეპუტატების კითხვებს უპასუხა. „პირველი მთავარი პრიორიტეტი არის ეროვნული ბანკის მთავარი სტრატეგიული ამოცანა – ინფლაციის მოთოკვა და შემცირება, ფინანსური მდგრადობის და სტაბილურობის შენარჩუნება;   მეორე- ეს არის ახალი ინოვაციები, ციფრული ტექნოლოგიების ახალი პლატფორმების, ახალი სტარტაპების დანერგვა და მესამე არის კაპიტალის ბაზრის რეფორმა, რომელშიც ჩემი გამოცდილებისა და კომპეტენციის ფარგლებში ჩავერთვები და ჩემს…

მეტი...

,,ჩვენ ვართ აბსოლუტურად გამჭვირვალე, დემოკრატიული მთავრობა, რომელიც, მართლაც, ხალხის დაკვეთას ასრულებს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,საქართველო ბოლო 9 წელია არის გამორჩეული რეფორმატორი და ლიდერი აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებს შორის და უფრო მეტიც, გასულ წელს, ჩვენ გავაფორმეთ ე.წ. მემორანდუმი, შეთანხმება და გამოიყო ჯგუფი ქვეყნების, ასოცირებული ტრიო – საქართველო, მოლდოვა, უკრაინის სახით,” –  ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მთავრობის მეთაურის თქმით,  ასოცირებული ტრიოს ქვეყნებს შორის საქართველო უპირობო ლიდერია ყველა მიმართულებით, ყველა პარამეტრით და რაც მთავარია, ყველა მიღწევით. „ეს არ არის გაზვიადებული შეფასება, ეს არის ჩვენი კოლეგების, ჩვენი ევროპელი, ამერიკელი კოლეგების და ძალიან ბევრი საერთაშორისო ავტორიტეტული ინსტიტუტების და ორგანიზაციების შეფასება, რომ საქართველო ყველა პარამეტრით არის…

მეტი...

,,გაოცებული მიყვებოდნენ ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია არის წამოწყებული საკუთარი ქვეყნის, მოქალაქეების წინააღმდეგ”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ დესტრუქციული ძალები ცდილობდნენ შეკვეთილი სტატიებით, სიუჟეტებით, ბრიუსელში შეხვედრებით აწარმოონ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია ქვეყნის წინააღმდეგ. მისი თქმით, სჯერა, რომ ევროკავშირში კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით  სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებენ. „სამწუხაროა ის ფაქტი, რომ ქვეყნის შიგნით მოქმედი დესტრუქციული ძალები ცდილობდნენ და ჯერ კიდევ ცდილობენ, მათ შორის შეკვეთილი სტატიებით, სიუჟეტებით უცხოურ მედიაში, პრესაში, მათი შეხვედრებით ბრიუსელში, გაოცებული მიყვებოდნენ აქედან ჩვენი ევროპელი კოლეგები, თუ რაოდენ ანტისახელმწიფოებრივი კამპანია არის წამოწყებული საკუთარი ქვეყნის, მოქალაქეების წინააღმდეგ. თქვენ გახსოვთ, მაშინ, როდესაც უვიზო რეჟიმზე იყო მიღებული გადაწყვეტილება, მაშინ არწმუნებდნენ, სთხოვდნენ, ემუდარებოდნენ, რამენაირად არ მიეცათ…

მეტი...

,,ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი  და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და თავისუფალი ვაჭრობის გაფორმებით, შემდეგ უვიზო რეჟიმის მიღებით, ახლა უკვე ოფიციალური განაცხადის შეტანით, ჩვენმა მთავრობამ დაამტკიცა, რომ ჩვენ ვართ ერთგულნი  და პირნათლად ვასრულებთ ჩვენი ხალხის დაკვეთას,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველომ ზედმიწევნით შეასრულა ყველა ის ვალდებულება და პირობა, რომელიც აღებული ჰქონდა ევროკავშირთან. „ჩვენ ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, რომ ჩვენ საკმაოდ აქტიური საგარეო პოლიტიკა ვაწარმოეთ. ჩემი დავალებით, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ბატონი ილია დარჩიაშვილი აქტიურად ელაპარაკება თავის ევროპელ კოლეგებს. მან, უკვე დღეის მდგომარეობით, გამართა 20-ზე მეტი…

მეტი...

,,ბორჯომის” თანამშრომლებისა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის არსებულ დავაში ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორი ჩაერთვება

კომპანია ,,IDS ბორჯომის” თანამშრომლებისა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის არსებულ დავაში ჯანდაცვის სამინისტროს მედიატორი ჩაერთვება და მხარეებთან შეხვედრებს გამართავს. ,,შრომის ინსპექციის სამსახურისა და ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით დანიშნული მედიატორის ჩართულობით, შეხვედრები გაიმართება კომპანიაში დასაქმებულებთან და დამსაქმებლებთან, რათა მხარეებს შორის შედგეს შეთანხმება, მათი ინტერესები იყოს სრულად გათვალისწინებული და აღდგეს მინერალური წყლის ჩამომსხმელი ქარხნების სრულფასოვანი ფუნქციონირება”- ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში. „IDS ბორჯომის“ თანამშრომლებმა ქარხნების შესასვლელები სრულად გადაკეტეს

მეტი...

ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში მედიის 32 წარმომადგენელი გარდაიცვალა

უკრაინის რადას თავმჯდომარის პირველი მოადგილის, ოლეკსანდრ კორნიენკოს განცხადებით, ომის დაწყებიდან დღემდე უკრაინაში მედიის 32 წარმომადგენელი გარდაიცვალა. „ჟურნალისტების დღე უკრაინაში. 32 მედიის წარმომადგენელი დაიღუპა სრულმასშტაბიანი შემოჭრის დაწყების შემდეგ. ჩვენ პატივს მივაგებთ დაღუპულთა ხსოვნას. სიმამაცეს და გამძლეობას ვუსურვებთ ყველას, ვინც უკრაინას საინფორმაციო ფრონტზე იცავს. გმადლობთ თქვენი მუშაობისთვის!“, – წერს კორნიენკო ,,ტვიტერზე”.

მეტი...

უკრაინა 12 ათასი ფიზიკური და 3 ათასი იურიდიული პირისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, ერმაკ-მაკფაულის საერთაშორისო სამუშაო ჯგუფმა რუსეთის წინააღმდეგ, ინდივიდუალური სანქციების განხორციელების გეგმა  შეიმუშავა. სანქციების მიზანი, რეჟიმის ელიტაზე ზეწოლის გაზრდაა. უკრაინული მხარე   12 ათასი ფიზიკური და 3 ათასი იურიდიული პირისთვის სანქციების დაწესებას ითხოვს. ,,შემოთავაზებულია სანქცირებული პირების შემდეგი კატეგორიები: ოლიგარქები, ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირები, კომპანიის ძირითადი მენეჯმენტი, მათ შორის უცხოელები, რუსი პროპაგანდისტები, პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ყველა ამ ადამიანის ოჯახის წევრები და მარიონეტები. ასევე შემოთავაზებულია განიხილოს ყველა რუსი სპორტსმენის მიმართ ინდივიდუალური სანქციების შემოღება. ანსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს იმ ოლიგარქებს, რომლებიც აქამდე ახერხებდნენ სანქციების თავიდან აცილებას. მაგალითად, ვლადიმერ პოტანინი, Norilsk Nickel-ის…

მეტი...

 ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან გურამ ფალავანდიშვილი დააკავეს

ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისთან  ,,ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება “და “ზნეობა” საპროტესტო აქციას მართავენ. პოლიციამ ადგილზე აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, გურამ ფალავანდიშვილი დააკავა. აქციის მონაწილეებს ევროკავშირის დროშა უნდა დაეწვათ, რასაც პოლიციის მხრიდან აქციის მონაწილეების დაკავება მოჰყვა. აქციის მონაწილეები ,,ლგბტ” საზოგადოების მხარდამჭერი ელჩების საქართველოდან გაძევებას ითხოვენ.

მეტი...

თავდასხმა ხათუნა სამნიძეზე- დაკავებულია ორი პირი

რუსთაველის გამზირზე ,,რესპუბლიკური პარტიის” წევრებზე დავით ბერძენიშვილსა და ხათუნა სამნიძეს თავს დაესხნენ. აღნიშნულ საქმეზე  პოლიციამ 2 პირი დააკავა. დეპუტატის განცხადებით, თავდამსხმელები კი მათ სამართალდამცავების თანდასწრებითაც ემუქრებოდნენ. ,,თავს დაგვესხნენ ფიზიკურადაც, იყო ხელის კვრაც, გინებაც, მოგვსდევდნენ, მე და დათო ბერძენიშვილს. ახლა პატრულმა დააკავა. მთავარი ფრაზა იყო „აქ მარტო ვერ გაივლით დაცვის გარეშე, ისეთ დღეში ჩაგაყენებთ. ვიღაც ორი ადამიანი იყო, ქაშუეთთან იდგნენ,“- განაცხადა ხათუნა სამნიძემ.

მეტი...

ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ‘’უნიქალმედში’’ ჩატარდა

მიმდინარე წლის 4 ივნისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ქუთაისის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, მრავალპროფილური კლინიკა ‘’უნიქალმედის’’ ექიმებმა, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, საქველმოქმედო-სამედიცინო აქცია ჩაატარეს. აქცია მოიცავდა ნევროლოგის, ანგიოლოგის, თერაპევტის, ქირურგის, უროლოგის და კარდიოლოგის კონსულტაციას. აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის 91 ბენეფიციარს. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ – ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, დირექტორის მოადგილე ჯანდრი უბირია, სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან ძებისაშვილი, სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის იმერეთის სამმართველოს უფროსი, გელა ცინაძე და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე,…

მეტი...

,,გამოწვევებით სავსე, მაგრამ საინტერესო დროს მინდა, აღმოვჩნდე ეროვნული ბანკის საბჭოში და სარგებელი მოვუტანო ჩვენს ქვეყანას“- ნათია თურნავა

პარლამენტის საფინანსო საბიუჯეტო კომიტეტის სხდომაზე ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის თანამდებობაზე ასარჩევად წარდგენილ ნათია თურნავას მოუსმინეს. მისი თქმით, არსებული გამოწვევების ფონზე, მზადაა მისი წვლილი შეიტანოს ეროვნული ბანკის საქმიანობაში. „პირველ რიგში, მადლობელი ვარ საქართველოს პრეზიდენტის, სალომეს ზურაბიშვილის იმ ნდობისთვის, რაც მან გამომიცხადა. ვფიქრობ, ჩემი გამოცდილება და ეკონომიკური სექტორის დეტალური ცოდნა, ის პროექტები, რისი განხორციელებაც ჩვენს ეკონომიკურ გუნდთან ერთად მოვახდინეთ, მომცემს საშუალებას, ჩემი წვლილი შევიტანო ეროვნული ბანკის საქმიანობაში. ვფიქრობ, დღეს არის საკმაოდ რთული პერიოდი მსოფლიოსთვის, ჩვენი რეგიონისთვის. ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკისა და ეროვნული ბანკის წინაშე დგას ახალი გამოწვევები. ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც დღეს…

მეტი...

,,პუტინი იყენებს გაზს ჩვენს დასაყოფად“- ტიერი ბრეტონი

ევროკავშირის შიდა ვაჭრობის კომისარის, ტიერი ბრეტონის განცხადებით, ევროკავშირმა რუსული გაზის ჩანაცვლების გეგმა შეიმუშავა. ევროკომისრის ცნობით, ევროკავშირი  რუსეთიდან ყოველწლიურად  155 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის იმპორტს ახორციელებს. მისივე  განმარტებით, ახალი სტრატეგიის ფარგლებში, ბრიუსელი 50 მილიარდი კუბური მეტრი თხევადი ბუნებრივი აირის იმპორტს შეერთებული შტატებიდან ან ყატარიდან გეგმავს,  25 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივ აირს ქარის ტურბინების და მზის პანელების მიერ გამომუშავებული ენერგიით მიიღებენ. ევროკომისრის განცახებით, ვლადიმერ პუტინი ევროპის დასაყოფად  გაზის გამოყენებით ცდილობს. „ის ცდილობდა ჩვენს დაყოფას თავისი წარუმატებელი ვაქცინა „Sputnik“-ით, მან ყველაფერი გააკეთა, რათა ჩარეულიყო ჩვენს დემოკრატიებში „Russia Today“-ის დახმარებით და ახლა ის…

მეტი...

ხათუნა სამნიძეს რუსთაველზე თავს დაესხნენ

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, მას რუსთაველის გამზირზე ორი კაცი თავს დაესხა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. ,,ესეც მოხდა. თავს დაგვესხა ორი კაცი რუსთაველზე და გინება, ხელით შეხება მეტს ვერც ვწერ ისე ვარ. პატრული მოვიყვანე. ხმა აღარ მაქვს”,- წერს სოციალურ ქსელში ხათუნა სამნიძე.

მეტი...

,,ეს რეზოლუცია პასუხია იმ პროპაგანდისა, რაც ისმის „ქართული ოცნებისგან”, თითქოს ოპოზიცია ხელს უშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას”- ხათუნა სამნიძე

„რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერის, ხათუნა სამნიძის განცხადებით, ALDE-ს მხარდაჭერით მიღებული რეზოლუცია პასუხია იმ პროპაგანდისა, რაც ისმის „ქართული ოცნებისგან”, თითქოს ოპოზიცია ხელს უშლის კანდიდატის სტატუსის მიღებას. მისივე თქმით, ოპოზიციამ ევროპელი პარტნიორები დაარწმუნა, რომ საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრი ქვეყნის კანდიდატის სტატუსს. „ჩვენმა ევროპელმა პარტნიორებმა ამ რეზოლუციით კიდევ ერთხელ დაადასტურეს, რომ ისინი ცალსახად უჭერენ მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას, დღეს უკვე, ამ შესაძლებლობის ფანჯრის გამოყენებას და კანდიდატის სტატუსს. ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ „ქართული ოცნება” საკუთარ ევროპულ ოჯახთან მსგავსად იმუშავებს. ასევე ვერ ვხედავთ „ქართული ოცნების” აქტიურობას და სისტემურ შეხვედრას ევროპის დედაქალაქებში, რაც იქნებოდა დასტური იმისა, რომ…

მეტი...