საქართველოს მინი ფეხბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე პირველი გამარჯვება მოიპოვა

5 ივნისს, ევროპის მინი ფეხბურთის ჩემპიონატზე MFC EURO2022 კოშიცე (სლოვაკეთი) საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი გამარჯვება მოიპოვა მონტენეგროს ნაკრებთან. მონტენეგრო ჯგუფის ფავორიტად მიიჩნეოდა, მაგრამ საქართველოს ნაკრებმა დამაჯერებელი ანგარიშით 2:0 დაამარცხა. ორივე გოლი FC PSP-ს და ამჟამად საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა გიორგი აფციაურმა გაიტანა. საქართველოს ეროვნული ნაკრების ბირთვი FC PSP-ს მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული, ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბესარიონ არველაძე ასევე არის ეროვნული ლიგის გამორჩეული და PSP-ს გუნდის მწვრთელი. 6 ივნისს საქართველოს ეროვნული ნაკრები მეორე მატჩს ბულგარეთის ეროვნული ნაკრებთან მართავს.    

მეტი...

ევროკავშირი ხორბლის კრიზისში რუსეთს ადანაშაულებს და ბლოკადის მოხსნისკენ მოუწოდებს

400 ტონა უკრაინული ხორბალი ისევ რუსეთის ბლოკადაშია, მიუხედავად არაერთი მოწოდებისა, რუსეთი არ იძლევა შესაძლებლობას, უკრაინის ნავსადგურიდან ხორბალი გაიტანონ. როგორც  საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი აცხადებს, სწორედ რუსეთია პასუხისმგებელი მსოფლიოში მარცვლეულის დეფიციტზე, რადგან ბლოკირებული აქვს უკრაინის ნავსადგურები. დიპლომატის შეფასებით, ევროკავშირის სანქციები  სოფლის მეურნეობის პროდუქციას და მის ტრანსპორტირებას არ ეხება და რუსეთი ამ თემით მხოლოდ სპეკულირებს. „ევროკავშირის სანქციები მიმართულია რუსეთის შესაძლებლობის წინააღმდეგ, აწარმოოს ომი. ისინი არ არის მიმართული ხორბლის წინააღმდეგ. სოფლის მეურნეობის პროდუქცია და მათი ტრანსპორტირება ცალსახად გამონაკლისია. რუსეთის მიერ უკრაინის პორტების მიმდინარე ბლოკადა შეუძლებელს ხდის მსოფლიოს ერთ-ერთ მთავარ მწარმოებელ…

მეტი...

„გთხოვთ, ნუ გაანადგურებთ კაცობრიობას“ – პაპი ფრანცისკე

რომის პაპი მსოფლიო ლიდერებს მიმართავს, ყველაფერი იღონონ, რომ უკრაინაში ომი შეაჩერონ. „გრძელდება სიკვდილის მრისხანება და ნგრევა უკრაინაში. ვრცელდება წინააღმდეგობრივი პოზიციები, რაც ასაზრდოებს ესკალაციას და რომელიც სულ უფრო საშიში ხდება ყველასთვის. კვლავ მივმართავ ეროვნულ ლიდერებს: ნუ გაანადგურებთ კაცობრიობას“  –  განაცხადა პაპმა წმინდა პეტრეს მოედანზე შეკრებილთა წინაშე ქადაგებისას. პაპი დიპლომატებს ურჩევს, მოლაპარაკებების პროცესში ჩაერთონ და ნგრევა შეაჩერონ. „გამართეთ ნამდვილი მოლაპარაკებები. ყური დაუგდეთ დატანჯული ხალხის განწირულ ხმას, რასაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში.  პატივი ეცით ადამიანურ სიცოცხლეს, ყველგან შეაჩერეთ ქალაქებისა და სოფლების საშინელი ნგრევა“, – განაცხადა რომის პაპმა.  

მეტი...

რეჟისორი თემურ ჩხეიძე გარდაიცვალა

78 წლის საკში ყველასთვის ცნობილი ქართველი რეჟისორი თემურ ჩხეიძე  გარდაიცვალა. თემურ ჩხეიძე წლების განმავლობაში სარეჟისორო საქმიანობას ეწეოდა არაერთ ცნობილ თეატრში როგორც საქართველოში, ისე  მის ფარგლებს გარეთ. 1965-1967 წლებში იყო ზუგდიდის დრამატული თეატრის რეჟისორი, 1967-1970 წლებში იგი მოზარდ მაყურებელთა თეატრში მოღვაწეობდა, 1970-1980 წლებში გახლდათ რუსთაველის თეატრის, ხოლო 1980-1990 წლებში მარჯანიშვილის თეატრის რეჟისორი. 1981-1988 წლებში იგი იყო საქართველოს სატელევიზიო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი. 1991 წლიდან თემურ ჩხეიძე იყო სანქტ-პეტერბურგის დიდი დრამატული თეატრის რეჟისორი, 2004 წლიდან მთავარი რეჟისორი, ხოლო 2007-2013 წლებში სამხატვრო ხელმძღვანელი. თემურ ჩხეიძე საგანმანათლებლო საქმიანობითაც იყო დაკავებული, 1969 წლიდან იყო თბილისის სახელმწიფო…

მეტი...

პუტინი ისევ იმუქრება, რომ ახალ სამიზნეს დაარტყამს

რუსეთის პრეზიდენტი პუტინი ისევ იმუქრება. ამჯერად, ის მუქარას ამერიკის შეერთებულ შტატებს უთვლის და აფრთხილებს. როგორც პრეზიდენტი პუტინი აცხადებს, ახალ სამიზნეებზე იერიშს მიიტანს თუ შეერთებული შტატები უკრაინისთვის დიდ რადიუსზე მოქმედი რაკეტების მიწოდებას დაიწყებს. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა კიევზე შტურმი დილით განახორციელა. როგორც ჩანს, აღნიშნული პუტინის გამაფრთხილებელი დარტყმა იყო. რაც შეეხება კიევისთვის დიდ რადიუსზე მოქმედი რაკეტების მიწოდების საკითხს, ის აშშ-ში აქტიურად განიხილება. ამავდროულად, შტატებმა უკრაინისგან პირობა მიიღო, რომ სისტემებს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენებს და მას მხოლოდ თავდასხმისგან დასაცავად გამოიყენებს.  

მეტი...

პრეზიდენტ ბაიდენისა და პირველი ლედის ევაკუაცია განხორციელდა

​დელავერის რეზიდენციიდან აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ევაკუაცია განხორციელდა. როგორც საერთაშორისო მედია ავრცელებს ინფორმაციას, ინცინდენტი უცნობ საფრენ აპარატს უკავშირდება. პრეზიდენტი და პირველი ლედი დელავერის შტატში ისვენებდნენ, როდესაც აკრძალულ საჰაერო სივრცეში მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი შეამჩნიეს. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, აშშ-ის პრეზიდენტისა და პირველი ლედის ევაკუაცია განხორციელდა. „მცირე ზომის კერძო თვითმფრინავი აკრძალულ საჰაერო სივრცეში შევიდა. მიღებულ იქნა სიფრთხილის ზომები. პრეზიდენტსა და მის ოჯახს საფრთხე არ ემუქრება“, – აღნიშნულია ოფიციალურ განცხადებაში. მოგვიანებით გაირკვა, რომ აკრძალულ ზონაში თვითმფრინავი შეცდომით მოხვდა და პილოტთან კომუნიკაციის შემდეგ, ის აღნიშნული ზონიდან გაიყვანეს.  

მეტი...

კიევზე სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა

უკრაინული მხარის ინფორმაციით, ოკუპანტებმა კიევს შეუტიეს. კერძოდ, უკრაინის დედაქალაქში რამდენიმე აფეთქება მოხდა. როგორც კიევის მერი ვიტალი კლიჩკო აცხადებს, შესაბამისი ჯგუფები შემთხვევის ადგილზე გასულები არიან და ვითარებაში შეძლებისდაგვარად ერკვევიან. „რამდენიმე აფეთქება მოხდა. საუბარია დარნუცკის და დნიპროვსკის რაიონებში“ – აცხადებს კლიჩკო. განხორციელებული სარაკეტო თავდასხმების შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა, რომელიც კლინიკაში გადაიყვანეს. კიევზე განხორციელებულ შეტევას უკრაინის გენერალური შტაბიც ადასტურებს.  

მეტი...

თურქეთი აცხადებს, რომ ფინეთსა და შვედეთს პრობლემების გამოსწორება არც დაუწყია

ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრინებასთან დაკავშირებით თურქეთს ისევ პრობლემები აქვს. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ამ პრ ქვეყანას, პრობლემების გამოსწორება არც დაუწყია. „ჩვენ კონსტრუქციულად გავუზიარეთ ჩვენი მოლოდინი და შეშფოთება ჩვენს შვედ და ფინელ კოლეგებს. ხაზი გავუსვით ტერორიზმთან ბრძოლის მნიშვნელობას და ამ ქვეყნებში ისეთი კრიმინალური ორგანიზაციების წევრების ყოფნის დაუშვებლობას, როგორებიცაა PYD/YPG და ფეთულაჰ გიულენის მიმდევრები. ანკარამ ჰელსინკსა და სტოკჰოლმს გადასცა სრული ინფორმაცია ამ სტრუქტურების სისხლიანი დანაშაულების შესახებ, ასევე ტერორისტების შესახებ შვედეთსა და ფინეთში“, – აცხადებს თურქეთის პრეზიდენტის პრესმდივანი იბრაჰიმ კალინი. მისივე შეფასებით, თურქეთი დაელოდება ფინეთისა და შვედეთის მხრიდან ტერორიზმთან ბრძოლის მიმართულებით კონკრეტული…

მეტი...

რომის პაპი უკრაინაში ჩასვლაზე ფიქრობს  

  რომის პაპი ვატიკანში ბავშვებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი სხვადასხვა სასწავლო ინიციატივა და საგანმანათლებლო შესაძლებლობები იყო. შეხვედრაზე პაპს ერთ-ერთმა ბავშვმა თხოვნით მიმართა და ომში მყოფ ქვეყანაში ჩასვლა სთხოვა. „მე არ მაქვს კითხვა,  მაქვს თხოვნა. შეგიძლიათ უკრაინაში ჩახვიდეთ ყველა ბავშვის გადასარჩენად, ვინც ახლა იქ იტანჯება?“- მიმართა ბავშვმა რომის პაპს. პაპმა ფრანცისკემ კი უპასუხა, რომ უკრაინაში ჩასვლა სურს. „ბევრს ვფიქრობ ბავშვებზე, რომლებიც უკრაინაში არიან და ამიტომაც გავგზავნე კარდინალები დასახმარებლად,  რომ ხალხთან და ბავშვებთან ახლოს იყვნენ. ნამდვილად ვისურვებდი უკრაინაში წასვლას. უბრალოდ, უნდა დაველოდო დროს, ამის გასაკეთებლად. მარტივი არაა გადაწყვეტილების მიღება, რომელმაც შეიძლება მეტი ზიანი…

მეტი...

„შემდეგი იქნება პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, სლოვაკეთი და სხვები“ – თავდაცვის მინისტრი

უკრაინულ მხარეს იმედი აქვს, რომ რუსეთი უკრაინაში ომს მიმდინარე წელს დაასრულებს. აღნიშნული შესაძლებლობის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა ისაუბრა, როგორც ალექსი რეზნიკოვი აღნიშნავს, ოპტიმისტური პროგნოზებით, უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომი წელს დასრულდეს. „რუსეთი აგრძელებს ძალისხმევის გაწევას მთელი ჩვენი სახელმწიფოს ოკუპაციისთვის. შუძლებელია წინასწარმეტყველება,  როდის დასრულდება ომი, მაგრამ ჩემი ოპტიმისტური პროგნოზია, რომ რეალურია ამის გაკეთება ჯერ კიდევ მიმდინარე წელსაც. შემდეგი იქნება პოლონეთი, ბალტიის ქვეყნები, სლოვაკეთი და სხვები, ამიტომ ჩვენ უნდა შევაჩეროთ რუსეთი და შევაკავოთ მომავალში“,- აცხადებს რეზნიკოვი.  

მეტი...

ზუგდიდელი ვეტერანებისთვის საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ვ.სანიკიძის სახელობის ომის ვეტერანთა კლინიკური ჰოსპიტალისა და კლინიკა ‘’ვივამედის’’ მედპერსონალმა, ერთობლივი საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩაატარა. “აქცია მოიცავდა გასტროენტეროლოგის, ქირურგის, გინეკოლოგის, ენდოკრინოლოგის, ოტო-რინო-ლარინგოლოგის, ნევროლოგის, თერაპევტის,უროლოგის, ოფთალმოლოგის კონსულტაციას, ასევე, ექოსკოპიას და კარდიოგრამას. მასში მონაწილეობა ორივე სტაციონარის მედიკოსთა 25 კაციანმა ჯგუფმა მიიღო. აქციის ფარგლებში, კვალიფიციური სამედიცინო მომსახურება, უსასყიდლოდ გაეწია სამსახურის 117 ბენეფიციარს. განხორციელდა 465 სამედიცინო ვიზიტი. აქციის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნენ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის მოადგილე, ჯანდრი უბირია, სამსახურის სოციალურ საკითხთა და სააღრიცხვო-ანალიტიკური დეპარტამენტის უფროსი, ვალერიან…

მეტი...