„ეს სამარცხვინო გადაწყვეტილება ვერავითარ კრიტიკას ვერ უძლებს“ – თენგიზ ცერცვაძე

„საქართველო კარგია, მაგრამ ქართველების გარეშე“, – ასე აფასებს  ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე GIMPHA-ს მიერ ორგანიზებულ საერთაშორისო კონფერენციას, რომელზედაც, საქართველოს  არცერთი კოვიდკლინიკის წარმომადგენელი არ მიიწვიეს. თენგიზ ცერცვაძე იაშვილის კლინიკის ხელმძღვანელს ივანე ჩხაიძეს ურჩევს, უარი თქვას კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლაზე. „ქართულ ინტერნაციონალური სამედიცინო და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაცია (GIMPHA) ა.წ. 4 ივნისს ქ. თბილისში სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“ ატარებს ჯანდაცვის საერთაშორისო კონფერენციას „COVID პანდემია და პოსტ-COVID-ის მართვა“. კონფერენციის უცხოელი მონაწილეების, მათ შორის უცხოეთში მოღვაწე ქართველი ექიმების ჩამონათვალი წარმომადგენლობითია და დიდი ალბათობით მათ მიერ წარმოდგენილი მოხსენებები საინტერესო და სასარგებლო იქნება. რაც შეეხება მონაწილეებს და მომხსენებლებს საქართველოდან (მხედველობაში…

მეტი...

ვოლსკის შეფასებით, სწორი გადაწყვეტილება მივიღეთ რომ ზელენსკის პარლამენტმა არ მოუსმინა

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი პრეზიდენტის განცხადებას აფასებს და ამბობს, რომ საქართველოს პარლამენტმა სწორი გადაწყვეტილება მიიღო, რომ პრეზიდენტ ზელენსკის არ მოუსმინა. „თუ საქართველოს პრეზიდენტი ამბობს, რომ უნდა დაგვეშვა პარლამენტში ვოლოდიმირ ზელენსკის გამოსვლა, მან უნდა იცოდეს, რომ ჯერ ერთი, ასეთი თხოვნით ზელენსკის არ მოუმართავს და მეორეც, მან საკმაოდ აგრესიული განცხადებები გააკეთა“ – აღნიშნა ვოლსკიმ მედიასთან. მისივე შეფასებით,  საქართველომ უკრაინის დასახმარებლად ყველა რესურსი გამოიყენა. „არსი იმისა, რომ ჩვენ უკრაინის მიმართ რაიმე შეცდომა დავუშვით, მისივე განცხადებას ეწინააღმდეგება, რომელიც სულ ახლახან გააკეთა.  ხაზგასმით და სწორად აღნიშნა, რომ საქართველოს ყველა რესურსი გამოყენებული აქვს უკრაინის დასახმარებლად.  მიუხედავად იმისა, რომ უკრაინაში…

მეტი...

„მუდმივად მაქვს შიში, რომ შეიძლება ადამიანი გელაპარაკება და უცებ შეიძლება დაეცეს“ – გიული ალასანია

ქვეყნის მესამე პრეზიდენტი კლინიკაში დედამ – გიული ალასანიამ მოინახულა. როგორც მან მედიასთან განაცხადა, ვითარება უცვლელია, მისი შვილი სუსტადაა და შეიძლება, ნებისმიერ დროს წაიქცეს. „საკმაოდ სუსტადაა. მუდმივად მაქვს შიში, რომ შეიძლება ადამიანი გელაპარაკება და უცებ შეიძლება დაეცეს. ძალიან მეშინია ამ პროცესის, ძალიან სწრაფად უნდა მოხდეს სწორედ საზღვარგარეთ გადაყვანა”, – განაცხადა კლინიკიდან გამოსულმა გიული ალასანიამ მედიასთან. გიული ალასანია არ გამორიცხავს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გადაწყვეტილება შეცვალოს და საზღვარგარეთ გაყვანაზე თანხმობა განაცხადოს.  

მეტი...

„წარმოვიდგინოთ, ევროკავშირმა არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, ვინ იქნება გახარებული? – მხოლოდ რუსეთი“ – პრემიერი

„ჩვენი ევროპელი მეგობრები უნდა დავარწმუნოთ, რომ სამივე ქვეყანას მიანიჭონ კანდიდატის სტატუსი. კანდიდატის სტატუსის მონიჭება არ ნიშნავს წევრობის მინიჭებას, რაზეც გეთანხმებით და მითქვამს კიდეც. ამიტომ, არ უნდა გვეშინოდეს ამ ახალი დემოკრატიების – საქართველოს, მოლდოვისა და უკრაინის – ასეთი შეგულიანების – ასეთი მოტივაციის,- ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში  გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა. პრემიერმა  აღნიშნა, რომ თუ ევროკავშირმა არ მოგვანიჭა კანდიდატის სტატუსი, ამ გადაწყვეტილებით გახარებული მხოლოდ რუსეთი იქნება. „რაც შეეხება მეორე კითხვას, რომელიც ბატონმა ბროკმა დასვა, რომლის ნახვაც ძალიან მიხარია, კანდიდატის სტატუსის მონიჭება არ ნიშნავს წევრობის მინიჭებას, რაზეც გეთანხმებით და მითქვამს…

მეტი...

„კანდიდატის სტატუსი მოგვცემს დამატებით მოტივაციას, ეს იქნება ჩვენი პროგრესის აღიარება“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„კანდიდატის სტატუსი მოგვცემს დამატებით მოტივაციას, ეს იქნება ჩვენი პროგრესის აღიარება“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე – „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“ კითხვებზე პასუხისას განაცხადა. როგორც პრემიერმა აღნიშნა, საქართველო აცნობიერებს, რომ ეს არის სამუშაო პროცესი და ქვეყანა უფრო მეტი მოტივაციით და შემართებით გააგრძელებს რეფორმებს. „დღეს ჩვენ ვლაპარაკობთ კანდიდატის სტატუსზე და არა წევრობაზე. როგორც პრეზიდენტმა სანდუმ განაცხადა, ჩვენ არ ვეძებთ მოკლე გზებს ან იმას, რაც დაუმსახურებლად მიიღება. ჩვენ ვაცნობიერებთ, რომ ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ რეფორმები, რომლებიც ჩვენს თავზე ავიღეთ,…

მეტი...

„ახლა დგება დრო, ევროპელმა პარტნიორებმა და მოკავშირეებმა ისტორიული გადაწყვეტილებები მიიღონ“ – ირაკლი ღარიბაშვილი

„უკრაინასა და მოლდოვასთან ერთად, ჩვენი საერთო ევროპული დღის წესრიგის ფარგლებში, სწორედ ახლა დგება დრო, რომ ევროპელმა პარტნიორებმა და მოკავშირეებმა ისტორიული გადაწყვეტილებები მიიღონ და ხელშესახები შედეგები გვაჩვენონ“, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური გლობალური უსაფრთხოების  ბრატისლავის წლევანდელი ფორუმის ფარგლებში პანელურ დისკუსიაზე გამოსვლას ეხმაურება, რომლის მთავარი თემა იყო „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცება“. „ძალიან კარგი შესაძლებლობა მომეცა, გლობალური უსაფრთხოების  ბრატისლავის წლევანდელი ფორუმის (GLOBSEC 2022) ფარგლებში სიტყვით გამოვსულიყავი პანელზე „აღმოსავლეთ სამეზობლოში მოკავშირეებთან პარტნიორობის განმტკიცების“ შესახებ, მოლდოვას რესპუბლიკის პრეზიდენტ მაია სანდუსთან ერთად. უკრაინასა და მოლდოვასთან…

მეტი...

„ჩვენი გზა იქნება შვიდობიანი – ჩამოვართვათ პლაკატებს და იქიდან გავყაროთ, ჩაქოლვა არ არის ჩვენი მიზანი“ – გურამ ფალავანდიშვილი

„ჩვენ ვაპირებთ ასეთ რამეს, პოლიციას მოვუწოდებთ რომ არ დაიცვას ეს „სიბინძურე“. თუ მათ პოლიცია არ დაიცვას, ისინი ვერც გაბედავენ შეკრებას ვერც დახურულ სივრცეში და ვერც ღია სივრცეში“ – აღნიშნა „ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოების“ ხელმძღვანელმა გურამ ფალავანდიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ და ლგბტ თემის საწინააღმდეგო ღონისძიებებზე ისაუბრა. „ჩვენი მიზანია, ყველა გზით ხელი შევიშალოთ მათ ნებისმიერ აქტივობას. ბოლი დღეს, როცა აპირებენ ფესტივალს, ეს ფესტივალი არ უნდა ჩატარდეს. ყველა მიწა ჩვენია, გინდ ტყე იყოს და გინდა რუსთაველი. სიბინძურის პროპაგანდა არსად უნდა ტარდებოდეს. ჩვენი ფიზიკური სიმრავლით ეს ტერიტორიები უნდა დავიკავოთ, რომ მათ იქ მოსვლა ვერ შეძლონ…

მეტი...

„ქართველი ერი ევროკავშირის დროშასაც დაწვავს და ლგბტ-საც მიაყოლებს“ – გურამ ფალავანდიშვილი

„ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება“ და არასამთავრობო ორგანიზაცია „ზნეობა“ მხარდამჭერებთან ერთად, ორშაბათიდან ლგბტ თემის საწინააღმდეგო ღონისძიებებს იწყებს. როგორც გურამ ფალავანდიშვილმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა, ყველგან მივლენ და ყველა პოზიციას დაიკავებენ, რომ ლგბტ თემმა შეკრება ვერ მოახერხოს. „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვას, მაშინ, როდესაც საქართველო კანდიდატი წევრობის სტატუსის მინიჭებას ელოდება, თქვენს მიერ დაგეგმილი ძალადობრივი აქციები არ იქნება ხელის შემშლელი, გურამ ფალავანდიშვილმა ასე გვიპასუხა. „დიახ, ეს იქნება ხელის შემშლელი და ძალიან კარგი თუ იქნება. ეს ღონისძიება ამ რიცხვებში ჩვენ არ დაგვიანონსებია. ეს მათ (ლგბტ თემმა) დააანონსეს და ისინი უნდა უფრთხილდებოდნენ. ჩვენ სულ არ მივსტირით ევროკავშირს, ისინი…

მეტი...

,,წარმოვიდგინოთ, რომ სტატუსი არ მოგვანიჭა ევროკავშირმა, ვინ იქნება ბედნიერი ამის გამო? მხოლოდ რუსეთი”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველო ევროკავშირში გაწევრიანებისთვის  მოკლე გზებს არ ეძებს. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება ქვეყანას რეფორმების გაგრძელების მოტივაციას მისცემს. ,,ჩვენ ვლაპარაკობთ დღეს კანდიდატის თაობაზე. ჩვენ არ ვსაუბრობთ წევრობაზე. ჩვენ არ ვეძებთ მოკლე გზებს, არ ვეძებთ სიმარტივეს. ეს არის ხანგრძლივი პროცესი. ჩვენ გავაგრძელებთ რეფორმებს, მაგრამ დღესდღღეობით კითხვა ისმის ასე, მოგვანიჭებენ კანდიდატის სტატუსს თუ – არა და ეს გახლავთ გზავნილი ყველა ჩვენგანისთვის, ყველა ქვეყნისადმი. რუსეთისთვისაც კი. ჩემი მხრიდან მინდა, გავიმეორო, რომ ჩვენ შევასრულეთ ყველა რეფორმა, ჩვენ გავაძლიერეთ დემოკრატული ინსტიტუტები, საუკეთესო მაჩვენებლები გვაქვს…

მეტი...

,,გავათავისუფლეთ ჩვენი ტერიტორიების ნაწილი და ვაგრძელებთ ოკუპანტებისთვის ღირსეულ წინააღმდეგობის გაწევას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი სოციალურ ქსელში ომის მეასე დღეს აჯამებს და განცხადებას ავრცელებს. ზელენსკის თქმით, უკრაინულმა მხარემ ტერიტორიების ნაწილი გაათავისუფლა და ოკუპანტებს ღირსეულ წინააღმდეგობას უწევს. ,,ჩვენი ბრძოლის 100 დღე. ერთიანობისა და დაუმორჩილებელი სულის 100 დღე. ამ დროის განმავლობაში, მტერმა ვერ მიაღწია ვერც სტრატეგიულ მიზანს და ცდილობს, თავისი უძლურება სამოქალაქო ინფრასტრუქტურასა და ხალხზე გადმოანთხიოს. ჩვენ შევაჩერეთ „მსოფლიოს მეორე არმია“, გავათავისუფლეთ ჩვენი ტერიტორიების ნაწილი და ვაგრძელებთ ოკუპანტებისთვის ღირსეულ წინააღმდეგობის გაწევას. მადლობელი ვარ ყველასი, ვისი წყალობითაც უკრაინა 100 დღეა უძლებს და აგრძელებს იმის დაცვას, რაც მას ეკუთვნის. ჩვენ გავიმარჯვებთ!“,- აღნიშნავს ზელენსკი.

მეტი...

,,ჩვენ რეგიონში დემოკრატია გადარჩება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველო და უკრაინა ევროკავშირის წევრები გახდებიან”- მაია სანდუ

მოლდოვის პრეზიდენტმა, მაია სანდუმ GLOBSEC-ის უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რეგიონში დემოკრატია მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩება, თუ საქართველო და უკრაინა ევროკავშირის წევრები გახდებიან. მისივე თქმით, ევროკავშირიდან პოზიტიური ნიშნის მიღება მნიშვნელოვანია უსაფრთხოების გაძლიერების თვალსაზრისით. „ჩვენ ძალიან ბევრი გამოწვევა გვაქვს. სიტუაცია კიდევ უფრო გართულდა. უსაფრთხოება – ეს არის ჩვენი შეშფოთების საგანი, რადგან ახლოს ვიმყოფებით საომარ ზონასთან. ენერგოკრიზისი, ეკონომიკა, ყველა აღნიშნული პრობლემა, არის ისეთივე მნიშვნელოვანი, როგორც სხვა ქვეყნებისთვის. ჩვენ ასევე მივიღეთ უკრაინელი დევნილები. ჩვენი განაცხადი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის, რადგან ჩვენი დემოკრატია დამოკიდებულია ამაზე. ჩვენ რეგიონში, ჩვენ ნაწილში დემოკრატია გადარჩება მხოლოდ იმ…

მეტი...

რუსეთმა უკრაინაში მოპარული 100 ათასი ტონა ხორბალი სირიაში გაგზავნა

ლიბანში, უკრაინის საელჩოს ინფორმაციით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე, რუსეთმა  უკრაინაში მოპარული  100 ათასი ტონა ხორბალი სირიაში გაგზავნა. მოპარული ხორბლის საერთო ღირებულება 40 მილიონი დოლარს შეადგენს. საელჩოს ცნობით, მარცვლეულით ხომალდი რუსეთის მიერ ანექსირებულ სევასტოპოლის პორტში დაიტვირთა და სირიის ლატაკიის პორტში მაისის ბოლოს ჩავიდა. საერთო ჯამში ოკუპირებულ რეგიონებში 500 ათასი ტონა ხორბალი მოიპარეს და რუსეთის ტერიტორიაზე გადაიტანეს.

მეტი...

,,ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება, ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების  ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ საქართველომ ევროპეიზაციისთვის ხელშესახებ შედეგებს მიაღწია. მისი თქმით, ასოცირების ხელშეკრულების 45 პროცენტი უკვე შესრულდა და ლიდერია აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ,,ჩვენ შევასრულეთ საშინაო დავალება, ველოდებით ევროკავშირის გადაწყვეტილებას, უნდა გავიგოთ, რომ სტატუსის მინიჭება ან არმინიჭება არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, ეს გახლავთ სტრატეგიული და ასევე მორალური თემა. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში ჩვენ განვახორციელეთ ძალზე ამბიციური რეფორმები, 2012 წლიდან ყველა მიმართულებით, სასამართლო, მასმედიის თავისუფლება, კანონის უზენაესობის სფეროში, დემოკრატიის კონსოლიდაციის სფეროში. 2014 წელს ასოცირების ხელშეკრულებას მოვაწერეთ ხელი და ეს არის ძირითადი გეგმა ჩვენი ქვეყნისთვის, საქართველოს…

მეტი...

,,სწრაფად უნდა მოხდეს ყველაფერი იმიტომ, რომ ადამიანი მართლა ავად არის”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედის, გიული ალასანიას განცხადებით, ალტერნატიული ექსპერტიზის დანიშვნის მიზეზი შესაძლოა, პროცესის გაჭიანურება იყოს. მისი თქმით, სააკაშვილი ავად არის და დრო არ ითმენს. „ის, რომ პროცესის გაჭიანურება სურთ, ჩემთვის უკვე დიდი ხანია ნათელია, მაგრამ ამ შემთხვევაში, არ შეიძლება, დაუშვებელია იმიტომ, რომ ჩვენ დრო არ გვაქვს, სულ ამას ვიმეორებ. სწრაფად უნდა მოხდეს ყველაფერი იმიტომ, რომ ადამიანი მართლა ავად არის, მართლა პრობლემა აქვს და არ ვიცი, რას ემსახურება ეს გაჭიანურება. ალბათ, სჯობს, რომ გაერთიანებული ექსპერტიზა ჩატარდეს”,-განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

,,სამხედრო ოპერაციას ერთ-ერთი მთავარი მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ხალხის დაცვაა”- დიმიტრი პესკოვი

კრემლის პრესსპიკერის  დიმიტრი პესკოვის განცხადებით, რუსეთი უკრაინაში ომს გააგრძელებს, ვიდრე მათი ყველა მიზანი არ იქნება მიღწეული. ,,რუსეთი უკრაინაში სამხედრო ოპერაციას გააგრძელებს, ვიდრე ყველა მისი მიზანი მიღწეული არ იქნება. ოპერაციის ერთ-ერთი მთავარი მიზანი დონეცკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკებში ხალხის დაცვაა. მიღებულია ზომები მათი დაცვის უზრუნველსაყოფად და მიღწეულია გარკვეული შედეგები,”- განაცხადა დიმიტრი პესკოვმა.

მეტი...

თურქეთი რუსეთის მიერ უკრაინაში მოპარულ მარცვლეულს ყიდულობს

თურქეთში უკრაინის ელჩის ვასილი ბოდნარის ინფორმაციით, თურქეთი რუსეთის მიერ უკრაინაში მოპარულ მარცვლეულს ყიდულობს. ელჩის განცხადებით, მან თურქეთის ხელისუფლებას და ინტერპოლს დახმარებით თხოვნით მიმართა, რათა გაირკვეს, ვინ არის დაკავშირებული თურქეთის წყლების გავლით მარცვლეულის მიწოდებასთან. როგორც უკრაინული მედია იტყობინება,  უკრაინა პარტნიორებთან ერთად განიხილავს საერთაშორისო მისიის შექმნის იდეას, ექსპორტისთვის უკრაინული პორტების განსაბლოკად. ამისთვის  საჭიროა, რუსეთმა უკრაინის გარშემო აკვატორიაში თავისი ძალები გაიყვანოს და უსაფრთხოების გარანტიები უზრუნველყოს.  

მეტი...

,,თუ ექსპერტიზა ჩატარებული იქნება სამართლიანობის პრინციპის დაცვით, ბუნებრივია, ჩვენ მასში მონაწილეობას მივიღებთ”- დიმიტრი საძაგლიშვილი

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივამედში”  ადვოკატმა დიმიტრი საძაგლიშვილმა  მოინახულა. საძაგლიშვილის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ადვოკატის თქმით, რომ ექსპერტიზასმხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდებიან, თუ ის სამართლიანად ჩატარდება. ,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, სამწუხაროდ გაუმჯობესებული არ არის. პირიქით, მდგომარეობა სტაბილურად უარესდება. თუ ექსპერტიზა ჩატარებული იქნება სამართლიანობის პრინციპის დაცვით, ბუნებრივია, ჩვენ მასში მონაწილეობას მივიღებთ. ექსპერტიზა ინიშნება დაწესებულებაში, ამ შემთხვევაში სამხარაულის ბიუროში, თუმცა ექსპერტების ჯგუფის შემადგენლობაში შეყვანილები უნდა იყვნენ ჩვენს მიერ შეთავაზებული ექსპერტები”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, დიმიტრი საზაგლიშვილმა.

მეტი...

მოსკოვში ბიზნეს ცენტრი იწვის

მოსკოვში ბიზნეს ცენტრი “გრანდ სეტურნ პლაზა” იწვის. რუსული მედიის ინფორმაციით, ხანძრის გამომწვევი მიზეზი ფასადზე არასწორად დამონტაჟებული განათების სისტემა გახდა.

მეტი...

,,ზურაბიშვილმა მთლიანად ჩამოუშალა “ქართულ ოცნებას” პროპაგანდისტული მანქანის განხორციელებული ზეწოლა მოქალაქეებზე”- რომან გოცირიძე

„ნაციონალური მოძრაობის” წევრი რომან გოცირიძე სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც  ხელისუფლება დასავლელ პარტნიორებზე თავდასხმით უპასუხისმგებლობას და დანაშაულს სჩადის. რომან გოცირიძის განცადებით, ზურაბიშვილმა ხელისუფლება ამხილა იმაში, რომ არ დგას უკრაინის გვერდით. „ზურაბიშვილის განცხადება იყო უმძიმესი ბრალდება „ქართული ოცნების” მიმართ, სხვათა შორის, არცთუ ისე დიპლომატიური ენით. ყველა თემას შეეხო, განსაკუთრებით მათ მთავარ იდეოლოგიურ საყრდენს, რომ თურმე ვიღაცები ქვეყანაში თუ საზღვარგარეთ ომის მომხრეები არიან, ზურაბიშვილმა თქვა, რომ ეს არის აბსურდი და მთლიანად ჩამოუშალა “ქართულ ოცნებას” პროპაგანდისტული მანქანის მიერ განხორციელებული ზეწოლა მოქალაქეებზე. ფაქტობრივად, ამხილა იმაში, რომ არ უდგას ხელისუფლება უკრაინას გვერდით. ჯუჯა სახელმწიფო…

მეტი...

,,უკრაინამ მოიპოვა შანსი გერმანიისგან მიიღოს უახლესი და თანამედროვე იარაღი”- რუსლან სტეფანჩუკი

უკრაინის უმაღლესი რადას თავმჯდომარე რუსლან სტეფანჩუკი გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს, ბერლინში შეხვდა. სტეფანჩუკის განცხადებით, უკრაინა გერმანიისგან უახლეს და თანამედროვე იარაღს მიიღებს. „ყინული დაიძრა. უკრაინამ მოიპოვა შანსი გერმანიისგან მიიღოს უახლესი და თანამედროვე იარაღი. რა თქმა უნდა, უკრაინა გერმანიისგან მეტ შეიარაღებას ისურვებდა. პირველ რიგში, ჩვენ გვჭირდება მძიმე შეიარაღება, თანამედროვე ტექნიკა. რუსეთის წინააღმდეგ ძველი ტექნიკით ბრძოლა – ხანგრძლივი დრო სჭირდება და არაეფექტიანია. ჩვენ საკუთარი ტერიტორიის დაცვა, რაც შეიძლება მალე გვინდა. ამიტომ უკიდურესად მნიშვნელოვანია, გადაწყვეტილების მიღების გარდა, მისი სწრაფი განხორციელება“, – განაცხადა სტეფანჩუკმა.

მეტი...

,,როდესაც მძიმე ეპითეტებით მოიხსენიება ესა თუ ის კონსტიტუციური ორგანოები, ამას სულ მცირე უნდა მოყვეს არგუმენტი”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სასამართლო სისტემასთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება. პაპუაშვილის თქმით, ეპითეტებით საუბრის ნაცვლად საჭიროა არგუმენტები. „ჩვენ მოვისმინეთ ეპითეტი, მაგრამ არ მოვისმინეთ არგუმენტი, ეს არის მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით, როდესაც ასეთი მძიმე ეპითეტებით მოიხსენიება ესა თუ ის კონსტიტუციური ორგანოები, ამას სულ მცირე უნდა მოყვეს არგუმენტი. აქ საკმარისი არ არის, რომ ვიღაცამ გააკრიტიკა, ვიღაცამ ასე თქვა და ვიღაცამ ისე თქვა. აქ მნიშვნელოვანია არგუმენტი, ჩვენ ვსაუბრობთ კონსტიტუციურ ორგანოზე, როდესაც ერთი კონსტიტუციური ორგანო მეორე კონსტიტუციურ ორგანოს ასეთი ეპითეტით ამკობს. ამ კუთხით მნიშვნელოვნად მიმაჩნია, რომ იყოს არგუმენტები. სწორედ ამიტომაც, პარლამენტში შექმნილია ჯგუფი, რომელშიც ოპოზიციაც…

მეტი...

,,ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება არ იქნება დაფუძნებული ერთ სამართლებრივ საქმეზე”- რინა კალიურანდი

საქართველოში ესტონეთის ელჩის რინა კალიურანდის განცხადებით, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება არ იქნება დაფუძნებული ერთ სამართლებრივ საქმეზე. მისი თქმით, კანდიდატის სტატუსის მიღება დამოკიდებული იქნება მართლმსაჯულების ფუნქციონირების ზოგად შეფასებაზე. „ჩემთვის რთულია, კომენტარი გავაკეთო რომელიმე სპეციფიკურ სამართლებრივ საქმეზე. ვფიქრობ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღება არ იქნება დაფუძნებული ერთ სამართლებრივ საქმეზე, ის დამოკიდებული იქნება მართლმსაჯულების ფუნქციონირების ზოგად შეფასებაზე. საქართველოს აქვს კარგი პროგრესი ამ მიმართულებით, მაგრამ წინ გასავლელი კიდევ ძალიან, ძალიან გრძელი გზაა. იმედი მაქვს, ეს ბოლო სამართლებრივი საქმეები არ ეფუძნება რაიმე სახის პოლიტიკურ გადაწყვეტილებას. ჩვენ მხარს ვუჭერთ თავისუფალ და დამოუკიდებელ სასამართლო პროცესებს, მათთან…

მეტი...

,,ჩვენი ევროპული გზის ერთგულნი ვრჩებით, რაც ქართველი ერის უძველესი არჩევანია”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ძალიან კარგი საუბარი მქონდა საქართველოს მეგობართან – ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შევჩოვიჩთან,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ოფიციალურ გვერდზე წერს. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროკავშირისადმი საქართველოს ერთგულება ამ გზაზე გადადგმულ ყოველ ნაბიჯში დასტურდება. „მე მას კვლავ დავუდასტურე, რომ ჩვენი ევროპული გზის ერთგულნი ვრჩებით, რაც ქართველი ერის უძველესი არჩევანია. ევროკავშირისადმი საქართველოს ერთგულება ამ გზაზე გადადგმულ ყოველ ნაბიჯში დასტურდება – იქნება ეს კომპლექსური რეფორმები, ევროკავშირის პოლიტიკასთან შესაბამისობა, თუ ევროკავშირის სტანდარტების დანერგვა“, – აცხადებს პრემიერი.

მეტი...

,,არ გამოვრიცხავ, ოპოზიციიდან ვინმე იყოს ტვინარეული, მიდიოდეს და ევროპელ პოლიტიკოსებს არწმუნებდეს, საქართველოს პერსპექტივა არ მისცენ”-ალეკო ელისაშვილი

ალეკო ელისაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც ოპოზიცია ხელისუფლების შეცდომებით სარგებლობს და  ბრიუსელში დადიან. ელისაშვილის თქმით, საქართველოს საწინააღმდეგო განცხადებებს არ აკეთებს  და პრეზიდენტის კრიტიკას საკუთარ თავზე ვერ მიიღებს. „პრეზიდენტის განცხადებას აბსოლუტურად ვეთანხმები, რადგან „ქართული ოცნება“ მიეჩვია ევროპარლამენტარებზე ისე ლაპარაკს, როგორც მიჩვეულია საკუთარ ოპონენტებთან და მათ ნაწილს უკვე ეძახის კიდეც „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები არიანო. ეს რაღაც საყმაწვილო სენია, რომ იმ ადამიანებს ლანძღავ, რომელთაც გადაწყვეტილება უნდა მიიღონ საქართველოს ევროპის პერსპექტივაზე. რა თქმა უნდა, აქ ზოგიერთი ჩვენი ოპოზიციონერი კოლეგაც სცოდავს, რომელიც სახელმწიფო მნიშვნელობის საკითხს და პარტიულ შიდა ინტერესებს ვერ ანახვავებს და ამით შეგნებულად აზიანებენ ქართულ სახელმწიფოს.…

მეტი...

,,სტრასბურგის სასამართლომ პირდაპირ ხელი დაადო სააკაშვილს, რომ ის ხელს აფარებდა სანდრო გირგვლიანის მკვლელებს”- შალვა პაპუაშვილი

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსისგან პირდაპირ ისმის მოწოდებები იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილმა საპატიმრო უნდა დატოვოს. მისი თქმით, ევროპელი პოლიტიკოსები ყალბ ინფორმაციებს ეყრდნობიან ან მიაჩნიათ, რომ  ადამიანის მკვლელობის დაფარვა ჩვეულებრივი წვრილმანი დანაშაულია. „პირდაპირ ვხედავთ განცხადებებს ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის, რომელშიც პირდაპირ ჩანს, რომ ყალბ აღქმებს ეფუძნება, მაგალითად მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით. როდესაც ევროპელი პოლიტიკოსი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა საპატიმრო უნდა დატოვოს ანუ სასჯელი არ უნდა მოიხადოს, ეს ნიშნავს, რომ ის ადამიანი თვლის, რომ დანაშაული არ ჩაუდენია მიხეილ სააკაშვილს, რაც სამი ინსტანციით არის დადასტურებული. არ მგონია, ვინმეს ეჭვი ეპარებოდეს ამ ორ დანაშაულთან დაკავშირებით,…

მეტი...

,,შეიძლება პრეზიდენტს სხვა შეხედულება ჰქონდეს, ხოლო მმართველ პარტიას – სრულიად სხვა”- დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო სალომე ზურაბიშვილის განცხადებებს აფასებს, რომლის თქმითაც ნიკა გვარამიას დაკავების შესახებ გადაწყვეტილება პოლიტიკურად დროული არ იყო. სერგეენკოს თქმით, სავსებით მისაღებია პრეზიდენტს  მმართველი პარტიისგან განსხვავებული შეხედულება ჰქონდეს. ,,მართლმსაჯულების პროცესი დამოუკიდებელი უნდა იყოს და სასამართლოს გადაწყვეტილებები ადგილობრივ თუ საერთაშორისო პოლიტიკურ ვითარებასთან არ უნდა სინქრონიზირდებოდეს. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებები ყოველთვის მნიშვნელოვანია, თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ პრეზიდენტი რომელიმე პარტიის წარმომადგენელი არ არის. მან კენჭი როგორც დამოუკიდებელმა კანდიდატმა იყარა და არანაირი ვალდებულება არ არის, რომ პრეზიდენტისა და მმართველი პარტიის პოზიციებს შორის აბსოლუტური სინქრონი იყოს – პოლიტიკური პროცესია, შეიძლება პრეზიდენტს სხვა შეხედულება ჰქონდეს,…

მეტი...

,,შვედეთი განაგრძობს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას”- ულრიკ ტიდესტრომი

საქართველოში შვედეთის ელჩის  ულრიკ ტიდესტროს განცხადებით, შვედეთი განაგრძობს ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით საქართველოს რეფორმების მხარდაჭერას. მისივე თქმით, საქართველოში საკმაოდ ფართო შეთანხმება არსებობს, რომ მართლმსაჯულების გასაძლიერებლად და ნდობისთვის მეტის გაკეთებაა შესაძლებელი. „საკმაოდ მოკლე ვადაში ჩვენ ველოდებით ევროკომისიის მოსაზრებას, შემდეგ კი ევროკავშირის წევრებს შორის დისკუსიებს. არ მინდა სპეკულირება ან ნაადრევი კომენტარების გაკეთება ევროკომისიის მომავალ დასკვნასთან და არც ევროკავშირის წევრებს შორის დისკუსიებთან დაკავშირებით. რასაც დღეს ხაზგასმით აღვნიშნავ, სამი საკითხია. პირველი, ევროპული ინტეგრაცია ეს ხანგრძლივი ამბავია. მეორე, თუ რა უნდა გააკეთოს საქართველომ ამ ხანგრძლივი პროცესის დროს და როგორც მეგობარი, ჩემი რჩევა იქნება, ძლიერი ეროვნული ერთიანობა,…

მეტი...

,,როცა კი რამე სერვისი საჭირო იყო, ყველა სერვისი მიეწოდებოდა მიხეილ სააკაშვილს”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც თუ მიხეილ სააკაშვილის  მკურნალობა საქართველოში ვერ ხერხდება, მაშინ ხელისუფლებამ მისი საზღვარგარეთ გაყვანა ან უცხოელი ექიმის ჩამოყვანა უნდა უზრუნველყოს. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, როდესაც რამე სერვისი საჭირო იყო, ყველა სერვისი მიეწოდებოდა მიხეილ სააკაშვილს. „მიხეილ სააკაშვილის სახელთან დაკავშირებით არის ორი განზომილება. ერთი, მიხეილ სააკაშვილმა დადასტურებულად ჩაიდინა ორი დანაშაული. ეს არის სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმე, ეს არის დადასტურებული. არავის ამ ქვეყანაში ეჭვი არ ეპარება ამ საკითხში, თუკი, ის მიკერძოებული არ არის. შესაბამისად, დანაშაულის გამო სასჯელი ყველა ადამიანმა უნდა მოიხადოს. სხვათა შორის, ამ ბოლო პერიოდში რასაც…

მეტი...

,,ზელენსკის საქართველოს პარლამენტში ჩართვის სურვილი არასდროს გამოუთქვამს”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი,  საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც  ვოლოდიმირ ზელენსკისთვის შესაძლებლობა უდნა მიეცათ, საქართველოს პარლამენტისთვის სიტყვით მიემართა. პაპუაშვილის განცხადებით, ზელენსკის თავად არ გამოუთქვამს სურვილი საქართველოს პარლამენტისთვის სიტყვით მიემართა. „რაც შეეხება პრეზიდენტ ზელენსკის ჩართვას, მთელი საკითხი იმაშია, რომ მგონი, ყველას დაავიწყდა, პრეზიდენტს ზელენსკის არც არასდროს გამოუთქვამს სურვილი პარლამენტს ჩართვოდა. ყველას კარგად გახსოვთ, რომ ეს „ნაციონალური მოძრაობის“ იდეა გახლდათ. ასე რომ, მე არ ვიცი საერთოდ ეს საკითხი საიდან დადგა, ვინაიდან არ ყოფილა არცერთი მომენტი, როდესაც მას ასეთი სურვილი ჰქონდა გამოთქმული“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

მეტი...

,,მოსამართლე იმიტომ არის მოსამართლე, რომ მისი გადაწყვეტილება ვიღაცას არ მოსწონდეს”- თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი, თეა წულუკიანს სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, იკა გვარამიას დაკავების შესახებ გადაწყვეტილება არ იყო პოლიტიკურად დროული. წულუკიანის თქმით, ამ ქვეყანაში ყველამ უნდა ისწავლოს მოსამართლის და მისი გადაწყვეტილების პატივისცემა. „ალბათ, ყველამ უნდა ვისწავლოთ ამ ქვეყანაში მოსამართლის პატივისცემა. მოსამართლე იმიტომ არის მოსამართლე, რომ მისი გადაწყვეტილება ვიღაცას არ მოსწონდეს. სასამართლო პროცესში ყოველთვის არის ორი მხარე და არასდროს არ გამოდის ისე, რომ ორივე მხარემ მოიგოს დავა. როგორც წესი, ერთი იგებს, მეორე აგებს. როდის გამოიტანს მოსამართლე გადაწყვეტილებას და რა გადაწყვეტილებას გამოიტანს, ეს არის მხოლოდ მოსამართლის საქმე. ხანდახან ისე ჩანს, რომ მსოფლიოს ყველა…

მეტი...

,,ახლა დრო არის, ევროკავშირმა მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება და არა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უყუროს საქართველოს”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცახადებით, ახლა არ არის დრო ევროკავშირმა კრიტიკის ჭუჭრუტანიდან უყუროს საქართველოს, უკრაინას, თუ მოლდოვას. მისი თქმით, საჭიროა ევროკავშირმა დაუყონებლივ მიიღოს პოლიტიკური გადაწყვეტილება. „რაც შეეხება ევროინტეგრაციის პროცესს და სწორი ნაბიჯების გადადგმას, ეს პროცესი მიჰყავს საქართველოს მთავრობას, პარლამენტს. 2014 წელს ხელი მოეწერა ასოცირების შეთანხმებას, რომელსაც გარწმუნებთ, რომ ყოფილიყო წინა ხელისუფლება, კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდებოდა. ამის შემდეგ, სწორად გატარებული რეფორმების შედეგად, საქართველომ მიიღო უვიზო რეჟიმი შენგენის ქვეყნებში და ჩვენ ახლა ვართ სწორედ იმ გადაწყვეტილების წინაშე, როდესაც ველოდებით კანდიდატის სტატუსის დადასტურებას. რაც შეეხება ევროკავშირის პოზიციას ამ კუთხით. ვფიქრობ, დღეს არ…

მეტი...

,,ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს ვთხოვოთ, სანქციებს მხარი დაუჭიროს”- რიინა კალიურანდი

საქართველოში ესტონეთის ელჩის, რიინა კალიურანდის განცახებით, საქართველომ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი იყო. მისი თქმით, საქართველომ მხარი უნდა დაუჭიროს სანქციებს. „ვფიქრობ, ევროპის ერთიანობა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში სათანადოდ არ იყო შეფასებული. ამ კრიზისმა დაამტკიცა რომ, ჩვენ ნამდვილად შეგვიძლია მობილიზება და ეს მნიშვნელოვანია. ესტონეთი ყველაფერს აკეთებს უკრაინის მხარდასაჭერად. ჩვენ ვხელმძღვანელობთ მაგალითით, რაც მნიშვნელოვანია: თუკი გვსურს, ვინმემ მხარი დაგვიჭიროს და მიგვიღოს რაღაც მომენტში, ჩვენც უნდა შევასრულოთ ჩვენი როლი, სწორედ ამიტომ ვაკეთებთ ყველაფერს, რომ საქართველოს ვთხოვოთ, სანქციებს მხარი დაუჭიროს, გააკეთოს ყველაფერი, რაც საჭიროა იმისთვის, რომ ევროპული ოჯახის ნაწილი…

მეტი...

სექსუალური და ფიზიკური ძალადობა ბავშვებზე – ყველაზე პატარა მსხვერპლი 8 წლისაა (ჟურნალისტური მოკვლევა)

საქართველოში, ბავშვებსა და მოზარდებში სექსუალური და ფიზიკური ძალადობის ფაქტები განსაკუთრებით გახშირდება კოვიდპანდემიის პერიოდში. სექსუალური ძალადობის ყველაზე პატარა მსხვერპლი 8 წლისაა. არის კონკრეტული შემთხვევები, როცა ბავშვებზე სექსუალურად საკუთარი ოჯახის წევრებიც ძალადობენ,  მათ შორის, მამები, ბაბუები, ძმები. ისტორია არაერთია და ყველა ერთმანეთზე უარესი მოსასმენია. ამბავი #1 ერთ-ერთი ისტორია 13 წლის  მოზარდს ეხება. მსხვერპლი შვილია, რომელზეც თავად მშობლები ძალადობენ. გავრცელებულ ვიდეომასალაში, ყველაფერი ცხადად ჩანს, მოძალადეების სისასტიკეც და „სიამოვნებაც“ როცა ძალადობის მსხვერპლ ბავშვს ვიდეოს უღებენ. ბავშვს მამა სასტიკად უსწორდება, ბვშვს კი შარდვა ეწყება. მშობლები ამ ფაქტით უფრო ღიზიანდებიან და ბავშვს აიძულებენ, საკუთარი შარდი სახით გაწმინდოს. …

მეტი...

,,არ შეიძლება, პირად პარტიულ ინტერესებს ყველაფერი გადავაყოლოთ”- ჰერმან საბო

„გირჩის“ წევრის, ჰერმან საბოს განცხადებით, სალომე ზურაბიშვილიც პოზიციები სრულ თანხვედრაშია პარტია ,,გირჩის” პოზიციასთან. მისი თქმით, რიტორიკის ნაწილში მმართველ გუნდს უფრო რბილად რომ ესაუბრა, კანდიდატის სტატუსის მიღების გაცილებით მაღალი შანსი ექნობდა საქართველოს. „​ვთვლით, რომ ხელისუფლებას ყველა ბერკეტი აქვს, კანდიდატის სტატუსს პროცესს უფრო მომზადებული შევხვედროდით. რიტორიკის ნაწილში მმართველ გუნდს უფრო რბილად რომ ესაუბრა, შეიძლება, ჩვენი შანსები უფრო მეტად მაღალი ყოფილიყო. ფაქტები არ მაქვს, რომ ჩვენი რომელიმე ოპოზიციონერი კოლეგა ასეთ საქმიანობას ეწეოდეს. იმ პროცესის პარალელურად, რასაც ახლა საქართველო გადის, არ შეიძლება, პირად პარტიულ ინტერესებს ყველაფერი გადავაყოლოთ. ხელისუფლების მიმართ ჩვენი კრიტიკა მაქსიმალურად მოზომოლი უნდა…

მეტი...

,,პრეზიდენტი ცდილობს, არ იჯდეს იმავე ნავში, რომელშიც ზის ქართული ოცნება“- ანა ნაცვლიშვილი

„ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი სალომე ზურაბიშვილის განცხადებას ეხმიანება, რომლის თქმითაც, უმრავლესობის წევრებისგან  დაუფიქრებელი და არასაჭირო განცხადებები ისმის. ნაცვლიშვილის განცხადებით, როდესაც კანდიდატის სტატუსზე უნდა იმსჯელოს ევროკავშირმა პრეზიდენტის განსხვავებული პოზიციები გასაკვირი არ არის. „გასაკვირი არ არის, რომ პრეზიდენტი ხაზგასმით ცდილობს ჰქონდეს განსხვავებული პოზიციები, განსაკუთრებით ახლა, როცა კანდიდატის სტატუსზე უნდა იმსჯელოს ევროკავშირმა და არაერთი მწვავე საკითხია ქვეყნის შიგნით. „ქართულ ოცნებას“ აქვს იმდენად არასწორი ხაზი და გეზი, რომ ყველა გონიერი პოლიტიკური ფიგურა ცდილობს არ იჯდეს იმავე ნავში, რომელშიც ზის „ქართული ოცნება“, რადგან ეს ნავი ცუდი მიმართულებით მიდის, ამიტომ გასაკვირი არ არის ჩემთვის, როცა პრეზიდენტი…

მეტი...

,,ხელისუფლება იყენებს კიდევ ერთ მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტს თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად”- შოთა თუთბერიძე

მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესწავლაში სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიურო ერთვება. სააკაშვილის ადვოკატის,  შოთა თუთბერიძის  განცხადებით, ხელისუფლება თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად მის ხელთ არსებულ კიდევ ერთ ინსტრუმენტს იყენებს. ,,ახლა, როდესაც ცენტრმა ემპათიამ დაიწყო ნეიტრალური ექსპერტიზის ჩატარება, სწორედ ახლა გადაწყვიტა სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმაც სამხარაულისთვის მიემართა და ექსპერტიზის ჩატარების მხრივ ინფორმაცია გაევრცელებინა. ბუნებრივია, ეს იმას ნიშნავს, რომ ხელისუფლება იყენებს კიდევ ერთ მის ხელთ არსებულ ინსტრუმენტს სწორედ თავისი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად და ცდილობს გამოიყენოს ეს სამსახური ან სხვისი დასკვნის გასაშავებლად, რეპუტაციის შესალახად ან საკუთარი პოზიციის გასამყარებლად”, – განაცხადა  შოთა თუთბერიძემ.

მეტი...