,,გამოძიებით დადგენილია ვინ მიიტანა ჩხუბის ადგილზე დანა”- 15 წლის მოზარდის დაჭრის საქმის ახალი დეტალები

74-ე სკოლასთან მომხდარი დაჭრის საქმეზე დაკავებული მოზარდის ადვოკატის განცხადებით, ჩხუბის ადგილზე დანა ბრალდებულს არ მიუტანია. მისი თქმით, საქმის მასალებიდან ირკვევა, რომ დაკავებულს მძიმე დანაშაული არ ჩაუდენია. ,,გამოძიებით დადგენილია ვინ მიიტანა ჩხუბის ადგილზე დანა. ეს არ იყო ის ბრალდებული, ვინც ახლა დაკავებულია,”- აცხადებს ადვოკატი. შეგახსენებთ, 15 წლის მოზარდის დაჭრის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა.

მეტი...

,,ევროპული პარლამენტის დისკუსიებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის წევრობის ან კანდიდატის სტატუსის მინიჭების დიდ სურვილს ვერ ვხედავ”- მარია კალიურანდი

,,ევროპული პარლამენტის დერეფნებსა და დისკუსიებში, რომელიც ევროპაში, ევროკავშირში ახლა გვაქვს, გაფართოებაზე დიდ სურვილს ვერ ვხედავ, ვერ ვხედავ აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის წევრობის ან თუნდაც კანდიდატის სტატუსის მინიჭების დიდ სურვილს”,– ამის შესახებ ევროპარლამენტარმა მარინა კალიურანდმა განაცხადა. კალიურანდის თქმით, ტრიოს წევრობის კანდიდატობის განაცხადი ახლა არ განიხილებოდა, რომ არა უკრაინის ომი. „ახლა ყველა ელოდება საბჭოს გადაწყვეტილებას მომდევნო თვის მიწურულისთვის სამი ქვეყნის განაცხადთან დაკავშირებით. თუმცა, ასევე მინდა, ვიყო ძალიან მკაფიო და გულწრფელი, წევრობის კანდიდატობის განაცხადი ახლა მაგიდაზე არ იქნებოდა, უკრაინაში ომი რომ არ ყოფილიყო, არც უკრაინისთვის და არც საქართველოსა და მოლდოვისთვის. ეს პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და…

მეტი...

„ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა მალე დაგაბრუნოთ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვლადიმირ ზელენსკის განაცხადებით,  რუსეთში იძულებით გადაყვანილ უკრაინელებს შორის 200 000 ბავშვია. ზელენსკი ბავშვებს მიმართავს და მათ სამშობლოში დაბრუნებას პირდება. „ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ყველა მალე დაგაბრუნოთ, დაგაბრუნოთ არა როგორც ზრდასრულები, არამედ – როგორც ბავშვები. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თქვენ ააშენოთ ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მომავალი, რადგან თქვენ ჩვენი მშვენიერი მომავალი ხართ, რომლისთვისაც დღეს ყველა ვიბრძვით. ამიტომ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ რაც შეიძლება მალე დაგიბრუნოთ, მაგრამ თქვენი დაბრუნება უსაფრთხო უკრაინაში მინდა“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

მეტი...

რუსეთის აგრესიას უკრაინაში 261 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურორის ინფრომაციით, რუსეთის აგრესიას უკრაინაში 261 ბავშვი ემსხვერპლა, 460-ზე მეტი ბავშვი კი დაშავდა. ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 184, კიევის ოლქში -116, ხარკოვის ოლქში – 112, ჩერნიგოვის ოლქში -68, ლუგანსკის ოლქში- 52, ხერსონის ოლქში -52, მიკოლაევის ოლქში -47, ზაპოროჟიეს ოლქში -29, სუმის ოლქში -17, დედაქალაქ კიევში -16 და ჟიტომირის ოლქში 15 ბავშვი დაზარალდა. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტმა, ვლადიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსეთში იძულებით გადაყვანილ უკრაინელებს შორის 200 000 ბავშვია.

მეტი...

,,სააკაშვილმა უნდა გააგრძელოს ციხეში კანონმდებლობის შესაბამისად სასჯელის მოხდა”- ალუდა ღუდუშაური

,,ყოველგვარი მცდელობა, რომ არაჟნებთან ერთად შემოპარული კრიმინალი სააკაშვილი ქვეყნიდან გააპარონ და გაიყვანონ, იქნება ფუჭად ჩავლილი”,- ამის შესახებ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ალუდა ღუდუშაურმა განაცხადა. მისი თქმით, სააკაშვილს კანონმდებლობის შესაბამისად სასჯელის მოხდა მოუწევს და ამას უნდა შეეგუოს. ,,ყოველგვარი მცდელობა, რომ არაჟნებთან ერთად შემოპარული კრიმინალი სააკაშვილი ქვეყნიდან გააპარონ და გაიყვანონ, იქნება ფუჭად ჩავლილი. ამიტომ ამისთვის დროს და ენერგიას ფუჭად ხარჯავენ. მათ რაც უნდა გააკეთონ, ეს არის, რომ მსჯავრდებულ სააკაშვილს უთხრან, გააგრძელოს ყველანაირი საკვების მიღება და დაემორჩილოს კანონმდებლობას, მისთვისვე იქნება უკეთესი. ამიტომ ნებისმიერი მიკერძოებული პირის, “ემპათია” იქნება თუ სხვა, არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, ასე…

მეტი...

ნინოწმინდაში ქალს მეხი დაეხა და გარდაიცვალა

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში 35 წლის  ქალს მეხი დაეცა, რის შედეგად გარდაიცვალა. უბედური შემთხვევა სოფელ თორიაში მოხდა. შემთხვევის ადგილზე მისულ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფს ქალი გარდაცვლილი დახვდა.

მეტი...

,,ერს პერსპექტივად მხოლოდ სხვა ქვეყნეებში, დღში 20 ვროდ შავ მუშად გაქცევა დაუტოვეს”- დავით ჭიჭინაძე

„კანდიდატის სტატუსი რომც მოგვცენ, ძალიან ნაკლებად მჯერა იმის, რომ ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კობახიძე შეიცვლებიან”- ამის შესახებ,  დავით ჭიჭინაძემ განაცხადა. მისი თქმით, მოსახლეობას მხოლოდ ერთი პერპექტივა, სხვა ქვეყნებში, დღეში 20 ევროდ შავ მუშად გაქცევა დარჩათ. ,,კანდიდატის სტატუსი რომც მოგვცენ, ძალან ნაკლებად მჯერა იმის, რომ ივანიშვილი, ღარიბაშვილი და კობახიძე შეიცვლებიან. თანაც ისე, რომ უცებ სხვა ეკონომიკურ მოდელს შემოგვთავაზებენ, აღარც ბიუჯეტის ძარცვა იქნება და ქვეყანაში ცხოვრების დონე მოიმატებს. რადგან, საუბარია იმ ხელისუფლებაზე, რომელმაც დაპირებები შეასრულა კი არა, ისიც კი გვითხრეს მე თქვენ საერთოდ არაფერს დაგპირებივართ, მოგეჩვენათო. და ერს, რომელსაც თავისი წარსულის, კულტურით სიამაყის…

მეტი...

ლიეტუვა თურქეთისგან შეძენილ „ბაირაქტარის“ უპილოტო საფრენ აპარატებს უკრაინას გადასცემს

ლიეტუვამ  თურქეთთან ხელშეკრულება გააფორმა და „ბაირაქტარის“ უპილოტო საფრენი აპარატები შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციით, ლიეტუვა უპილოტო საფრენ აპარატებს უკრაინას გადასცემს. გავრცელებული ინფორმაციით, რეალიზაციის შეთანხმებაზე დოკუმენტს ​ლიეტუვის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ვილიუს სემეშკამ და თურქეთის თავდაცვითი მრეწველობის სააგენტოს ხელმძღვანელმა მოაწერეს ხელი.

მეტი...

გალიფ ოზთურქის ბინიდან 7,2159 გრამი კოკაინი ამოიღეს

ბიზნესმენ გალიფ ოზთურქს ბრალდება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტზე წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით ბათუმის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. ,,ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ, განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისთვის თავის არიდების, ყალბი საანგარიშსწორებო დოკუმენტების დამზადება-გამოყენების და უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის შესაძლო ფაქტებზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, 31 მაისს, ბათუმში, გ.ო.-ს საცხოვრებელ ბინაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად, ამოღებული იქნა განსაკუთრებით დიდი ოდენობით – 7,2159 გრ. ნარკოტიკული საშუალება კოკაინი”-ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში. შეგახსენებთ, გალიფ ოზთურქი სპეცოპერაციის შედეგად ბიზნეს ცენტრში 31 მაისს დააკავეს.

მეტი...

საქართველოდან გერმანიაში შესვლა მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი

საქართველოში გერმანიის საელჩო, საქართველოდან გერმანიაში შესვლის  შესახებ ინფორმაციას ავრცელებს. საელჩოს განცხადებით, საქართველოდან გერმანიაში შესვლა ამ ეტაპზე კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი. „გერმანიის შესაბამისმა უწყებებმა გვაცნობეს, რომ საქართველოდან გერმანიაში შესვლა ამ ეტაპზე კვლავ მხოლოდ მინიმუმ ორი დოზით აცრილი პირებისთვის არის შესაძლებელი. ვაქცინა აღიარებული უნდა იყოს ევროკავშირის მიერ“, – აღნიშნულია განცხადებაში.

მეტი...

აშშ უკრაინას 700 მილიონი დოლარის იარაღს და აღჭურვილობას გადასცემს

აშშ-ს თავდაცვის მდივნის მოადგილის პოლიტიკის საკითხებში, კოლინ კალის განცხადებით, აშშ უკრაინას 700 მილიონი დოლარის იარაღს და აღჭურვილობას გადასცემს. დახმარება მოიცავს საშუალო დისტანციის სარაკეტო სისტემას და საბრძოლო მასალას, მათ შორის ჰაიმარსის, ვერტმფრენების, ჯაველინებისა და სათადარიგო სისტემების გადაცემას. ,,პრეზიდენტმა ბაიდენმა ბრძანება გასცა თავდაცვის დეპარტამენტის ინვენტარიდან დამატებით 700 მილიონი აშშ დოლარის იარაღისა და აღჭურვილობის გაცემაზე. აღნიშნული პაკეტი მორგებულია და ითვალისწინებს უკრაინის კრიტიკულ საჭიროებებს დღევანდელ ბრძოლებში, მათ შორისაა სარაკეტო არტილერიაც. პაკეტში შედის მაღალი მობილობის საარტილერიო სარაკეტო სისტემები, მათ შორის “ჰაიმარსის” და მართვადი საბრძოლო სისტემა 70 კილომეტრზე მანძილით; 5 კონტრსაარტილერიო და 2 საჰაერო სათვალთვალო რადარი; 1000 ჯაველინი; 6000 ჯავშანტექნიკა; 15 000…

მეტი...

,,ევროკავშირსა და პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი გააჩნია”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბრატისლავაში, გლობალური      უსაფრთხოების  ფორუმში მონაწილეობს. მთავრობის მეთაური სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს, რომ ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი აქვს და  მშვიდობის და სტაბილურობის უზრუნველყოფა შეუძლია რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ. ,,მოხარული ვარ, რომ ვმონაწილეობ გლობალური უსაფრთხოების  ბრატისლავის წლევანდელ ფორუმში (GLOBSEC 2022). მოუთმენლად ველი ნაყოფიერ შეხვედრებსა და საუბრებს. ევროკავშირსა და რეგიონში პარტნიორებთან კავშირების გაღრმავების გზით, საქართველოს საკუთარი უსაფრთხოების გაძლიერების პოტენციალი გააჩნია, თან იმავდროულად შეუძლია უზრუნველყოს მშვიდობა და სტაბილურობა ჩვენს რეგიონსა და მის ფარგლებს მიღმა,”- აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი.

მეტი...

,,ყველაზე მეტი რუსული საქმე ამ ქვეყანაში და პოსტსაბჭოთა სივრცეში აკეთა სააკაშვილმა”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ, ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეთავაზებით გამოქვეყნებულ სტატიას ეხმიანება. მისი შეფასებით,  EPP-ის სახელით გამოქვეყნებული სტატიის მიზანი, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მიღებაში ხელის შეშლაა. „აქ მოქმედებს სამწუხარო პრინციპი, რომელიც ისტორიულად ცნობილია, რომ ვიღაც ცუდი ბიჭია, მაგრამ არის ჩემი ცუდი ბიჭი. ეს ძალიან ცუდი პრაქტიკაა, ცოტა რბილად ვთქვი, „ნაცმოძრაობასაც“ უფრო უხეში ტერმინები შეესაბამება. რეალობა ეს არის, სამწუხაროდ, EPP-ისთვის ეს არის დამახასიათებელი, შეუძლია ხელი დააფაროს ისეთ პოლიტიკურ პარტიასაც კი, თუ არის წევრი, რომელსაც უმძიმესი დანაშაულები აქვს ჩადენილი და „ნაცმოძრაობა“ ამის ყველაზე ნათელი მაგალითია. ეს არის ძალიან სამწუხარო. ეს არის…

მეტი...

,,თუ ჩვენ დავთმობთ ტერიტორიებს, აგრესორი ამით არ გაჩერდება”- ოლენა ზელენსკა

უკრაინის პირველი ლედის, ოლენა ზელენსკას განცხადებით, რუსეთისთვის გარკვეული ტერიტორიის დათმობა თავისუფლების დათმობა ტოლფასი იქნება და ეს პუტინის აგრესიას არ დაასრულებს. „უკრაინელები ვერ იღებენ იმ განცხადებებს, რომელსაც ჩვენ ხანდახან ვისმენთ ქვეყნების ლიდერებისგან – ზოგიერთ შემთხვევაში დიდი და გავლენიანი ქვეყნების ლიდერებისგან. შეუძლებელია, უბრალოდ დათმო ტერიტორიის ნაწილები.მაშინაც კი, თუ ჩვენ დავთმობთ ტერიტორიებს, აგრესორი ამით არ გაჩერდება, ის გააგრძელებს ზეწოლას, ის გააგრძელებს უფრო და უფრო მეტი თავდასხმის განხორციელებას ჩვენს ტერიტორიაზე,”- განაცხადა ოლენა ზელენსკამ.

მეტი...

აშშ უკრაინისთვის უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვას აპირებს

აშშ უკრაინისთვის MQ-1C Gray Eagle ტიპის უპილოტო საფრენი აპარატების მიყიდვას გეგმავს, რომლებსაც Hellfire-ის რაკეტებით აღჭურვის შესაძლებლობა აქვს. არსებული ცნობით, შესაძლოა საფრენი აპარატების რეალიზაციას კონგრესმა ხელი შეუშალოს. უკრაინა უკვე იყენებს  შორ მანძილზე მოქმედი უპილოტო დრონებს, მათ შორის „ბაირაქტარს“ და „აეროვაირონმენტს“.  MQ-1C Gray Eagle-ს სხვა   უპილოტო დრონებისგან განსხვავებით, სამჯერ მეტი წონის გადაზიდვა და დიდი მოცულობით სადაზვერვო მონაცემების შეგროვება შეუძლია.

მეტი...

დღეს საზღვრის კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება

საზღვრის კვეთის საქმეზე დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება. სხდომას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ვერ დაესწრება. ადვოკატის ინფორმაციით,  იმის გათვალისწინებით, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა მას პროცესზე დასწრების საშუალებას არ აძლევს, დღევანდელი სასამართლო, სავარაუდოდ, გადაიდება. ამჟამად ვიმყოფებით მის მიერ ჩვენების განმარტების ეტაპზე, ამიტომ, დიდი ალბათობით ეს პროცესი გადაიდება და გაგრძელდება მაშინ, როცა მიხეილ სააკაშვილს ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს მონაწილეობა მისივე სასამართლო პროცესებში. გასამართლება საკუთარ ქვეყანაში დაბრუნებისთვის, საკუთარი ქვეყნის საზღვრის კვეთისთვის არის სამართლებრივი და პოლიტიკური აბსურდი. ამას ადასტურებს ყველა ის განცხადება, რომელიც კეთდება როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო არენაზე”, –…

მეტი...

,,იგორ დოდონი, მიუხედავად მისი ორიენტაციისა, ახლოს ვერ მივა, სამწუხაროდ, ჩვენი ხელისუფლების ყოფილ ლიდერებთან”- ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტის იგორ დოდონის და მიხეილ სააკაშვილის დაპატიმრების მოტივები აბსულუტურად განსხვავებულია. მისი თქმით, სააკაშვილს 5 სისხლის სამართლის საქმეზე ედავებიან და მოლდოვის ყოფილი პრეზიდენტი “ახლოსაც ვერ მივა” ხელისუფლების ყოფილ ლიდერებთან. ,,ევროკავშირის კანდიდატობაზე განაცხადის წარდგენის შემდეგ, მოლდოვაში ყოფილ პრეზიდენტზე, იგორ დოდონზე აღძრეს საქმე და რამდენიმე დღეში დაიჭირეს კიდეც ამ ბრალის საფუძველზე. ახლა რაც შეეხება შინაარსს, დოდონს მეორე პოლიტიკოსთან ჰქონდა შეხვედრა, მდიდარ პოლიტიკოსთან და შეხვედრის დასასრულს მან შავი ცელოფანი გადასცა და ეჭვია, რომ აქ იყო ფული, თუმცა არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, გარდა იმისა, რომ ჩანს ცელოფნის გადაცემა.…

მეტი...

სროლა ოკლაჰომას შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში

აშშ-ის ოკლაჰომას შტატის ერთ-ერთ საავადმყოფოში,  35-დან 40-წლამდე ასაკის მამაკაცმა ცეცხლი გახსნა და ოთხი ადამიანი მოკლა, შემდეგ კი, სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილთა შორის არიან პაციენტები და მედპერსონალიც. თავდასხმის შედეგად არიან დაშავებულებიც.  

მეტი...

დიდი ბრიტანეთი უკრაინაში სარაკეტო სისტემების გასაგზავნად აშშ-ს ნებართვას სთხოვს

დიდი ბრიტანეთი აშშ-სგან ნებართვას ითხოვს, ხელი მოაწეროს ამერიკაში წარმოებული, მოწინავე, საშუალო-რადიუსზე მოქმედი სარაკეტო სისტემის უკრაინისთვის გადაცემას. არსებული ინფორმაციით, აღნიშნულ თემაზე საუბარი უკვე შედგა  ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ ბორის ჯონსონსა და პრეზიდენტ ჯო ბაიდენს შორის. გაერთიანებულ სამეფოს უკრაინისთვის „ემ-270“ ტიპის სარაკეტო სისტემის გაგზავნა სურს, რომელსაც სამიზნის განადგურება 80 კილომეტრის რადიუსში შეუძლია, თუმცა ექსპორტისთვის ნებართვა მწარმოებელმა ქვეყანამ, შეერთებულმა შტატებმა უნდა გასცეს.

მეტი...

,,სააკაშვილს უნდა, გავიდეს ქვეყნიდან და ახალი კონტეინერით შემოვიდეს”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მიზანი არის, ის რომ, ყოფილი პრეზიდენტი თავისუფალ სივრცეში აღმოჩნდეს. ,,საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მიზანი არის ის, რომ ეს ადამიანი გავიდეს ქვეყნიდან, იქ იყოს თავისუფალ სივრცეში და მერე ალბათ, ახალი კონტეინერით თუ ტრაილერით შემოვიდეს საქართველოში, ეს არის მიზანი. არაჟნის კონტეინერებს რა დალევს, მე მგონია, რომ ამის პრობლემა მას არ ექნება. აუცილებლად ცდის ბედს. თვითონ თუ არ გადაწყვიტა, ვიღაცები გადააწყვეტინებენ”,- აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

მეტი...

,,სამხედრო-პოლიტიკურ ხელმძღვანელობას ეჭვი არ ეპარება, რომ ომი უნდა განვითარდეს უკრაინის სცენარით”- მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის ხელისუფლება კარგად აცნობიერებს ომის მიმდინარეობის ყველა სცენარს. „რა თქმა უნდა, ეს არის კონსოლიდირებული გადაწყვეტილება და პასუხისმგებლობა. უმაღლეს მთავარსარდალს სამხედროებთან ყოველდღიური ურთიერთობა აქვს ოპერატიულ ტაქტიკურ ვითარებასთან დაკავშირებით. სამხედრო-პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ კარგად იცის, საით უნდა წავიდეს უკრაინა. ჩვენ კარგად ვაცნობიერებთ ყველა რისკს, როგორც გაყინულ ომს, ასევე უკრაინის სცენარის მიხედვით დაუსრულებელ ომს”, – აცხადებს პოდოლიაკი. პოდოლიაკის თქმით, დასავლეთშიც კარგად  ესმით, რომ რუსეთი უკრაინაში უნდა შეაჩერონ და პუტინი დამარცხდეს. „ასეთი რამ წარმოუდგენელი იყო ორი თვის წინ. ახლა დასავლეთი გვაძლევს ფულსა და იარაღს. ერთადერთი საკითხია მისი შეგროვების დრო. ჩვენთვის…

მეტი...

,,ერთადერთი, რაც „დავაშავეთ“ არის ის, რომ არ დავუთმეთ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლება”- ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციური სპექტრიდან ხორციელდებოდა ზეწოლა ორი მიმართულებით. კობახიძის თქმით, „ნაცმოძრაობას“ სურდა რიგგარეშე არჩევნები და სასამართლო სისტემაზე კონტროლი. „ფაქტები გავიხსენოთ, რა მოხდა, ამ წელიწადნახევრის განმავლობაში – ერთადერთი, რაც „დავაშავეთ“ არის ის, რომ არ დავუთმეთ „ნაცმოძრაობას“ ხელისუფლება, სხვა დანაშაული ჩვენ არ მიგვიძღვის, ერთი რომ, არ გადავაბარეთ ხელისუფლება და მეორე, სასამართლო არ მივეცით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი. ორი მიმართულებით იყო ზეწოლა და ეს საბოტაჟი თავიდან ბოლომდე ემსახურებოდა ამ ორ რამეს. ერთი, რომ გადაგვებარებინა „ნაცმოძრაობისთვის“ პარლამენტი, ანუ რიგგარეშე არჩევნები და ა.შ. ეს სცენარი ჰქონდათ შემოთავაზებული და მეორე, პირდაპირ…

მეტი...

უკრაინელებმა რუსული კატერი ჩაძირეს

უკრაინელებსა და რუს სამხედროებს შორის სამხრეთ ნაწილში შეტაკება მოხდა. უკრაინელები თავს დაესხნენ რუსულ საბრძოლო საცავს და ორი  სადესანტო კატერი ჩაძირეს. უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსული მხარე სამხედროები კატერებს დნეპერ-ბუგის შესართავთან მალავდნენ და დივერსიისთვის ემზადებოდნენ. უკრაინულმა მხარემ, შეტაკებისას, რამდენიმე ერთეული ტანკი, უპილოტო საფრენი აპარატი და სხვა ტექნიკა გაანადგურა.

მეტი...

პრეზიდენტ ზელენსკის ინფორმაციით, უკრაინაში დაღუპულია 243 და დაშავებულია 446 ბავშვი   

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე,  243 ბავშვი დაიღუპა. როგორც ვოლოდიმირ ზელენსკის ვიდეომიმართვაში აღნიშნა, დაკარგულია 139 ბავშვი და მათ კვალს ამ დრომდე ვერ მიაგნეს. „98 დღეში, 446 ბავშვი დაშავდა დამპყრობელთა თავდასხმების შედეგად. ეს მხოლოდ ის არის, რაც ვიცით. ჩვენ ჯერ არ გვაქვს ინფორმაცია ოკუპირებული ტერიტორიებიდან. მაგრამ, რაც ცნობილია, 446 ბავშვი დაშავდა, 243 დაიღუპა, 139 კი დაკარგულია. სამუდამო ხსოვნა იყოს თითოეულის, ვისი სიცოცხლეც უკრაინის წინააღმდეგ, რუსულმა -აგრესიამ შეიწირა“, – აღნიშნა პრეზიდენტმა. რაც შეეხება დევნილებს, ომის დაწყებიდან 12 მილიონამდე ადამიანი იძულებული გახდა საცხოვრებელი დაეტოვებინა, ხუთ მილიონზე მეტმა კი ქვეყანა დატოვა.

მეტი...

„ვაცხადებ ახალ, მნიშვნელოვან პაკეტს” – ჯო ბაიდენი უკრაინის მორიგ დახმარებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ომში მყოფი უკრაინის დახმარების ახალი პაკეტის შესახებ განცხადება გააკეთა. როგორც პრეზიდენტი აღნიშნავს, საუბარია კრიტიკულ დახმარებაზე. „ვაცხადებ ახალი მნიშვნელოვანი პაკეტის შესახებ უსაფრთხოების სფეროში. ეს პაკეტი განკუთვნილია უკრაინელი სამხედროების თანამედროვე და კრიტიკული დახმარებისთვის. დამატებითი დაფინანსების წყალობით, რომელიც მიღებულია ამერიკის კონგრესის ორპარტიული მხარდაჭერით, აშშ შეძლებს განაგრძოს უკრაინისთვის მეტი იარაღის მიწოდება, რომლებსაც ისინი ასე ეფექტურად იყენებენ რუსეთის შეტევის წინააღმდეგ“, – აღნიშნავს პრეზიდენტი ბაიდენი. პაკეტის შემადგენლობაში შედის როგორც HIMARS-ის საარტილერიო სარაკეტო სისტემები, ისე სხვა შეიარაღება. ის, რაც დღეს უკრაინელებს ყველაზე მეტად სჭირდებათ.  

მეტი...