აშშ-მ მარია ზახაროვა და სხვა ჩინოვნიკები „შავ სიაში“ შეიყვანა

ამერიკის შეერთებული შტატების სახაზინო დეპარტამენტმა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი მარია ზახაროვა და 16 ადამიანი „შავ სიაში“ შეიყვანა. ჩამონათვალში ძირითადად სახელმწიფო მოხელეები შედიან, ასევე. ოლიგარქები და მათი ოჯახის წევრები. აშშ-ში სიის “შავი სიის” გავრცობას არ გამორიცხავენ. შეგახსენებთ, რომ აშშ-ის პარალელურად, “შავი სია” რუსეთს ევროპის რამდენიმე ქვეყანამაც შეუდგინა.  

მეტი...

მილიონიანი გირაოს შეთავაზების მიუხედავად, თურქი ბიზნესმენი პატიმრობაში გაუშვეს

ბათუმის საქალაქო სასამართლოში დაკავებული თურქი ბიზნესმენის სასამართლო პროცესი დასრულდა. ა, წუთებში, სასამართლო დარბაზთან სამართალდამცველები არიან მობილიზებულები, საიდაინაც დაკავებული ბიზნესმენი ქუთაისის დაწესებულებაში  უნდა გადაიყვანონ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე კოტე ჭილაიამ ​პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა, დაცვის მხარეს კი მილიონიან გირაოზე უარი უთხრა. ადვოკატები სასამართლოს გადაწყვეტილების სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. „პროკურატურის პოზიცია, რომ გამოძიება მიმდინარეობს ფინანსური კუთხით, არ ნიშნავს, რომ ბატონი გალიფი დამნაშავეა. ჩვენთვის მოულოდნელად, სასამართლომ გაიზიარა პროკურატურის შუამდგომლობა. აუცილებლად გავასაჩივრებთ გადაწყვეტილებას. ამოღებული ნარკოტიკული საშუალება ბატონ გალიფ ოზთურქს არ ეკუთვნის. საგამოძიებო ორგანოს მხრიდან ვიდეოგადაღება გვიან მოხდა და პოლიციელები თავისუფლად გადაადგილდებოდნენ საცხოვრებელ სახლში, როდესაც ბატონ გალიფს ეძინა“, – განაცხადა ადვოკატმა თენგიზ კახიძემ. ადვოკატი სოსო ბარათაშვილი კი ამბობს,…

მეტი...

„სასწრაფოდ წასაყვანია, რაც მოხდება, დედა შვილს არ აიყვანს“ – ვახტანგ კიკაბიძე მიხეილ სააკაშვილზე

მომღერალმა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძემ  კლინიკაში მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. როგორც კლინიკიდან გამოსულმა კიკაბიძემ მედიასთან განაცხადა, სანამ ქვეყანა თავზე დაგვემხობა, მიშა უნდა გაუშვან. „ძალინ სერიოზულად ავადაა, ძალიან, ჩაი დამალევინა. რამდენიმე ანეგდოტი მოვუყევი. სასწრაფოდ წასაყვანია. თუ ქართველებმა ეს ცოდვა თავზე დავიდეთ, მერე რაც მოხდება…  უკვე გვიან იქნება, დედა შვილს არ აიყვანს. ივანიშვილს ვეტყოდი, რომ თავზე არ დაემხოს ეს ცუდი ამბავი.  ყველაფერს აქვს ზღვარი, თუ რამე აქვთ ადამიანობის დარჩენილი, ალბათ გაუშვებენ“ – აცხადებს კიკაბიძე.

მეტი...

თურქეთმა ტურისტებისთვის ვაქცინაციის სერთიფიკატის წარდგენის ვალდებულება გააუქმა

1 ივნისიდან თურქეთში შემსვლელებისთვის Covid-19-ის ვაქცინაციის სერტიფიკატი ან  PCR ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის საჭირო არ არის. აღნიშნულთან დაკავშირებით, თურქეთში საქართველოს საელჩო განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ. თურქული მხარის გადაწყვეტილებით, 2022 წლის 1 ივნისიდან თურქეთის რესპუბლიკაში საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო გზით შემომსვლელთათვის მოიხსნა “Covid-19” ვაქცინაციის სერტიფიკატის და/ან PCR ტესტის ნეგატიური პასუხის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის ვალდებულება“, – ვკითხულობთ ინფორმაციაში. საელჩო მოქალაქეებს მიმართავს, დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში, დაუკავშირდნენ შემდეგ ნომრებზე: ქ. ანკარაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +90 533 690 30 40; +90 539 220 82 80 ქ. სტამბოლში საქართველოს გენერალური საკონსულოს ცხელი ხაზი: +90 541 818…

მეტი...

„ოდნავ მოფერიანდა“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის დედა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს სახეზე ფერი ოდნავ მოუვიდა. გიული ალასანიამ მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში მოინახულა. „დიდხანს ვერ გავჩერდი, რადგან ექსპერტები უნდა შესულიყვნენ დღეს. გამიჩნდა იმედი, რომ თითქოს უკვე დაიწყო მოძრაობა ამ პროცესმა. იმის გამო, რომ გადასხმები უკეთდება და იმედი გაუჩნდა, ოდნავ მოფერიანდა კიდევაც“, – განაცხადა კლინიკიდან გამოსულმა  ალასანიამ მედიასთან. მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილს უამრავი გულშემატკივარი ჰყავს და ყველას აინტერესებს მისი ბედი. „მაჩერებენ, მადლობას მიხდიან, თანაგრძნობას გამოხატავენ“, – აღნიშნა გიული ალასანიამ.  

მეტი...

დაკავებული თურქი ბიზნესმენი ბრალს არ აღიარებს

ბათუმში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებული თურქი ბიზნესმენის  გალიფ ოზთურქის ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი დანაშაულს არ აღიარებს. როგორც თენგიზ კახიძე აცხადებს, სასამართლოს წინაშე გირაოს შუამდგომლობის დაყენებას აპირებს. „წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და არ ეთანხმება. ასევე, დაცვის მხარეც არ ვეთანხმებით. მიგვაჩნია, რომ ის უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არარეალურია. როგორც ჩვენთვის ცნობილია, პროკურატურა პატიმრობის შეფარდებას მოითხოვს, ჩვენ კი გირაოს შუამდგომლობით მივმართავთ. გაგვაჩნია მტკიცებულებები, რომ ნარკოტიკული ნივთიერებები მის საძინებელ თუ სამუშაო ოთახში არ აღმოჩენილა. ამ პერიოდში, ბატონი გალიფი შემთხვევის ადგილზე არც იმყოფებოდა“ – აცხადებს ადვოკატი. მისივე შეფასებით, ამ ეტაპზე, დასაბუთებული ვერდიქტი არ არსებობს. შეგახსენებთ,…

მეტი...

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიხეილ სააკაშვილის შესახებ განცხადებას ავრცელებს

სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიხეილ სააკაშვილის განცხადებას ავრცელებს. სპეციალური საგამოძიებო სამსახური მიხეილ სააკაშვილის მიმართ განხორციელებული არაადამიანური მოპყრობის შესაძლო ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144 (3) მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „ბ“, „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებით, გამოძიებას აქტიურ რეჟიმში აგრძელებს. უწყების  ინფორმაციით, 2022 წლის პირველი მარტიდან, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შექმნის დღიდან, აღნიშნულ საქმეზე 49 პირი გამოიკითხა. „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის მიერ ჩატარებული გამოძიების ფარგლებში, სსიპ „ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში“ სპეციალური პენიტენციური სამსახურიდან გამოთხოვილ ვიდეო-აუდიო ჩანაწერებზე კომპლექსური – ჰაბიდოსკოპიური (ფონო) ვიდეო ექსპერტიზა დაინიშნა. აღნიშნულ ვიდეო-ჩანაწერებზე ასახულია 2021 წლის 27-28 დეკემბერს სსიპ „გიორგი აბრამიშვილის სახელობის თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალიდან“…

მეტი...

,,ნიკა გვარამიამ 7 მილიონით აზარალა ტელეკომპანია”- გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე- სპიკერის გიორგი  ვოლსკის განცხადებით, ნიკა გვარამიას დაპატიმრება სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე მოხდა. მისი თქმით, აღნიშნული საქმე დანაშაულის ნიშნებს შეიცავს. ,,არსებობს კონკრეტული მოცემულობა, რაც სასამართლომ განიხილა. დახაზულია სქემა, რომ 7 მილიონით, ცოტა მეტი თუ ნაკლები ლარით, იქნა დაზარალებული ტელეკომპანია „რუსთავი 2“. თაღლითური სქემაა ფაქტობრივად, მაგრამ სამართლებრივი ფორმულირება ჩემი მხრიდან ვერც გაკეთდება. რაც შეეხება მანქანის თემას, მე ვფიქრობ, ამ სქემაში მანქანა ყველაზე მცირე ნაწილია, თუმცა, თვალსაჩინო მაგალითია. პროპაგანდისტული გამოცდილება, რაც სააკაშვილთან დაკავშირებით დაგროვდა, როცა ვითომ პიჯაკებზე იყო ლაპარაკი, ამ შემთხვევაშიც პიარ პროგრამით გამოიყენება. სასამართლომ გადაწყვეტილება გამოიტანა, დანაშაულის ნიშნები არსებობს, ფაქტია,…

მეტი...

ილია ელოშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის ოჯახი განცხადებას ავრცელებს. ოჯახი აღნიშნავს, რომ პოლიციის მაღალჩინოსნის  მხრიდან გაკეთებული განცხადება სუიციდის შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება. ოჯახი თხოვნით მიმართავს საზოგადოებას, შეწყდეს აღნიშნული თემის განხილვა ილია ელოშვილის  არასრულწლოვანი შვილების მდგომარეობის გათვალისწინებით. ,,ჩვენს ოჯახში დიდი ტრაგედია დატრიალდა. ორმაგად დიდი ტკივილია ჩვენთვის სოციალურ ქსელებში გავრცელებული ვერსია  თვითმკვლელობის შესახებ, რასაც ოჯახი კატეგორიულად გამორიცხავს, რადგან არანაირი წინაპირობა ან რაიმე ნიშანი იმისა, რომ ილია ყოფილიყო ღრმა დეპრესიულ მდგომარეობაში არ არსებობდა. გასულ სამშაბათს, 31 მაისს,  მკურნალობის და რეაბილიტაციის  შემდეგ იგი გავიდა სამსახურში. ამას ადასტურებენ მისი კოლეგებიც და მეგობრებიც, ვისთანაც ილიას შეხება ჰქონდა…

მეტი...

,,რუსეთს უკრაინის ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთს ამ დროისთვის უკრაინის ტერიტორიების 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული. მისივე თქმით, საუბარია თითქმის 125 ათას კვადრატულ კილომეტრზე, რაც ბენილუქსის ქვეყნების ფართობს აღემატება. „რუსეთის არმია უკრაინის 3 620 დასახლებულ პუნქტში შემოიჭრა. მათგან 1 017-ის გათავისუფლება მოვახერხეთ, 2 603 გასათავისუფლებელი გვაქვს. დღეის მონაცემებით, ოკუპანტები ჩვენი ტერიტორიის 20 პროცენტს აკონტროლებენ, თითქმის 125 ათას კვადრატულ კილომეტრს. ეს გაცილებით მეტია, ვიდრე ბენილუქსის ქვეყნების ერთად აღებული ფართობი“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,ამ კლინიკაში მკურნალობა ვერ წარმომიდგენია”- მარიამ ჯიშკარიანი

ცენტრ ,,ემპათიას” ექსპერტები კლინიკა ,,ვივამედში” მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდნენ. „ემპათიის“ ხელმძღვანელის, მარიამ ჯიშკარიანის განცხადებით, სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამძიმებულია და ,,ვივამედში” მისი მკურნალობა სათანადოდ ვერ ხერხდება. ,,მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის დასკვნები, რომელიც ცენტრს აქვს გაცემული, სრულიად რელევანტურია. ის პროგნოზები, რომელიც არის გაკეთებული, სწორია. ამჟამად გვაქვს სწორედ იმ მდგომარეობის დამძიმება, რაც ცენტრ “ემპათიას”რეკომენდაციების შეუსრულებლობამ გამოიწვია. ამ კლინიკაში მკურნალობა ვერ წარმომიდგენია. მე მგონი, თვითონ კლინიკის სპეციალისტები ამას ალბათ გააცნობიერებენ. თუ ისინი იქნებიან მიუკერძოებულები და ობიექტურები, ამ დასკვნამდე თვითონ უნდა მივიდნენ,”- განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მეტი...

,,საქართველოს დიდი ნაწილი სააკაშვილს თავდებში დაუდგება”- ბუბა კიკაბიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბუბა კიკაბიძემ კლინიკა „ვივამედში“ მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისი თქმით, სააკაშვილი ქვეყნიდან დაუყონებლივ უნდა გაიყვანონ სამკურნალოდ და თუ საჭირო გახდება, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი მას თავდებში დაუდგება. „სერიოზულად ავად არის, ძალიან, ძალიან. ჩაი დამალევინა, რამდენიმე ანეკდოტი მოვუყევი. მემგონი, სასწრაფოდ წასაყვანია, რადგან თუ ქართველებმა ეს ცოდვა ჩვენს თავზე დავიდეთ, მერე რაც მოხდება, უკვე გვიან იქნება, დედა შვილს ვერ აიყვანს ხელში. ადრე ვიყავი ზელენსკისთან და სხვათაშორის, მესამე დღეს გამოაგზავნა უფლებადამცველი. მინდა, ვთხოვო, რომ ოფიციალურადაც თქვას მისი აზრიც. მინდა, ვუთხრა ჩვენს ე.წ. პარლამენტს, რომ ძალიან ცუდ ამბავში ყოფენ თავს, მიშას ავადმყოფობასთან…

მეტი...

,,პუტინი უნდა გახდეს მოწმე, რომ მისთვის ეს სასტიკი სტრატეგიული მარცხია და სუვერენული ქვეყნის დაპყრობა აგრესორს ძვირი დაუჯდება”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ უკრაინელებმა ომი უნდა მოიგონ და პუტინი უნდა გახდეს მოწმე, რომ მისთვის ეს სასტიკი სტრატეგიული მარცხია. მისი თქმით, უკრაინელებს სურთ,  ევროპული ოჯახის ნაწილი გახდნენ და ისინი არაფრის ფასად არ მისცემენ კრემლს უფლებას, ამ გზაზე მათ წინ აღუდგეს. „კვე 15 კვირაა, რაც რუსეთი უკრაინაში, უდანაშაულო მეზობელ ქვეყანაში შეიჭრა და ამ დროის განმავლობაში ჩვენ ძალიან ბევრი რამ გავიგეთ უკრაინელებზე, უკრაინულ სულზე. უკრაინელმა ხალხმა იპოვა გამბედაობა და სიძლიერე ერთმანეთში, რომელსაც ცოტა ხნის წინ ჩვენც ვუსმენდით ამ დარბაზში და მიუხედავად სასტიკი…

მეტი...

ისანში ხანძარი ლოკალიზებულია

ისანში, ავტონაწილების ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.  მიმდინარეობს ხანძრის დარჩენილი კერების სალიკვიდაციო სამუშაოები. ისნის მეტროსადგურთან მდებარე მეორადი ავტონაწილების (ე.წ. დაშლილები) ბაზრობაზე ხანძარი ცოტა ხნის წინ გაჩნდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

მეტი...

,,ახლაც არ არის გვიან, რომ ოპოზიციამ მანდატები დატოვოს”- შალვა ნათელაშვილი

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერის შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ახლაც არ არის გვიანი, ოპოზიციამ მანდატები დატოვოს. ნათელაშვილმა მათ, ,, ვინც თავს ოპოზიციად თვლის” პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდა. „როგორც ნათქვამია, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს. ახლაც არ არის გვიან, ოპოზიციამ, ვინც თავს ოპოზიციად თვლის, დატოვოს მანდატები, რაც გამოიწვევს ივანიშვილის ოლიგარქიული რეჟიმის დამთავრებას და ქვეყნის განთავისუფლებას ურჩხულის ბატონობისგან ყოველგვარი არეულობის, ქაოსისა და ბევრი საგარეო, საშინაო სირბილის გარეშე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.  

მეტი...

,,თუ ვინმე იმას გვსაყვედურობს, რომ საზოგადოებამ საპარლამენტო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მისცა, მაშინ ქართველ ხალხს საყვედურობს”- ანრი ოხანაშვილი

საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ანრი ოხანაშვილი ევროპარლამენტარ მარია კალიურანდის ეხმიანება. მისი თქმით, ევროკავშირის კანდიდასი სტატუსის მისაღებად ქართულმა მხარემ ყველაფერი გააკეთა და თუ ვინმე იმის გამო საყვედურობს ხელისუფლებას, რომ საზოგადოებამ საპარლამენტო უმრავლესობა „ქართულ ოცნებას“ მისცა, მაშინ ეს ხალხი ქართველ ხალხს საყვედურობს. „ერთია შეფასება და მეორეა კონკრეტული საქმე, რა აქვს საქართველოს გაკეთებული. 2022 წლის აპრილში, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ რეზოლუცია მიიღო, სადაც ხაზგასმულია საქართველოში გატარებული რეფორმების მნიშვნელობა და საუბარია საკონსტიტუციო რეფორმაზე, რეგლამენტის ახალ რედაქციაზე, რომელმაც საპარლამენტო ზედამხედველობა გააძლიერა. ასევე განვახორციელეთ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის რეფორმირება და უპრეცენდენტო მოდელი შემოვიტანეთ, რომელიც მაღალ გამჭვირვალობას უზრუნველყოფს.…

მეტი...

,,რუსეთის რეჟიმი აწარმოებს ომს ჩვენი დემოკრატიული ღირებულებების წინააღმდეგ“- ბორუტ პაჰორი

სლოვენიის პრეზიდენტმა  ბორუტ პაჰორმა  ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების  ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთს ევროპული დღის წესრიგი ერთ დღეში არ დაუყენებია თავდაყირა. მისი თქმით, საქართველოში 2008 წელს ან უკრაინაში 2014 წელს რუსეთის შეჭრა, მსოფლიომ სწორად ვერ შეაფასა. ,,ჩვენი მშვიდობიანი ევროპული დღის წესრიგი ერთ დღეში არ დამდგარა თავდაყირა. სიგნალები 24 თებერვლამდე გაცილებით ადრე იყო და ჩვენ ისინი არასწორად წავიკითხეთ. მაგალითად, საქართველოში 2008 წელს ან უკრაინაში 2014 წელს. ჩვენ ისინი აღვიქვით, როგორც დაუკავშირებელი ეპიზოდები და არა როგორც უფრო დიდი გამოწვევების სიმპტომები. ეს შეცდომა იყო. ზუსტად 99 დღის წინ, პუტინის ფართომასშტაბიანი შეჭრა უკრაინაში ეჭვს…

მეტი...

,,აგვისტოში დონბასში საომარი მოქმედებების კულმინაციას ვიხილავთ”- ბენ ჰოჯესი

ევროპაში აშშ-ის სახმელეთო ძალების ყოფილი მეთაურის, ბენ ჰოჯსის განცხადებით, რუსეთს ტექნიკური უზრუნველყოფის პრობლემები აქვს. მისი თქმით, საომარი მოქმედებები აგვისტოში დონბასში კულმინაციას მიაღწევს, ხოლო სექტემბერში უკრაინა კონტრშეტევაზე გადავა. ,,რუსებს აქვთ პრობლემები ტექნიკური უზრუნველყოფის, ცოცხალი ძალის, ტრანსპორტის და აღჭურვილობის მხრივ. უბრალოდ არ ვიცი, რა მდგომარეობაა არტილერიასთან დაკავშირებით. ვიცით, რომ მათ ეწურებათ მაღალი სიზუსტის იარაღი, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული ჩვეულებრივი არტილერიისა და რაკეტების შესახებ. რუსეთის კულმინაცია აგვისტოში იქნება და უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრშეტევაზე გადავა სექტემბერში, ზაფხულის ბოლოს. მე ვხედავ, რომ უკრაინაში ლოჯისტიკური მდგომარეობა ყოველ კვირა უმჯობესდება, ხოლო რუსეთში  უარესდება”,- განაცხადა  ბენ ჰოჯსიმ.  

მეტი...

ძლიერი ხანძარი თბილისში

თბილისში, ისნის ტერიტორიაზე ძლიერი ხანძარია. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი ე.წ. დაშლილების ტერიტორიაზე გაჩნდა. ამ დროისთვის ხანძრის გამომწვევი მიზეზი უცნობია.

მეტი...

,,ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის გადაცემა წვრილმანია, მაგრამ ამას ჩვენთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების  ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება უკრაინისთვის ბევს ნიშნავს. მისივე თქმით, უკრაინელი ხალხმა ამისთვის დიდი ფასი გადაიხადა. ,,უკრაინის ევროკავშირის წევრობის საკითხი ერთ დღეში არ წყდება. ეს ჩვენთვის გასაგებია, მაგრამ ახლა უკრაინელი ხალხის ერთიანობისთვის მოტივაცია იქნება, თუ ევროკავშირი მოგვეპყრობა, როგორც თანასწორ პარტნიორს. ამისთვის კი უკრაინისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭება არის ერთ-ერთი მოტივაცია. ამ დარბაზში ბევრი ხალხია, რომლებზეც ეს გადაწყვეტილებაა დამოკიდებული. ეს არ არის მხოლოდ ფრაზა ან ტექნიკური ასპექტი. დღეს ჩვენ არ გვაქვს საკმარისი მოტივაცია უკრაინაში. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხალხის სიცოცხლის,…

მეტი...

თბილისის ბაღებში აღსაზრდელთა რეგისტრაციის პირველი ეტაპი იწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვთა ელექტრონული რეგისტრაციის პირველი ეტაპი 3 ივნისს, 10:00 საათზე დაიწყება და 10 ივნისამდე გაგრძელდება. რეგისტრაცია წარიმართება თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ვებგვერდზე – www.kids.org.ge და ამ პერიოდში რეგისტრაციას შეძლებენ პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტები. ეს კატეგორიებია: 1. ჩვილ ბავშვთა სახლის ბენეფიციარები; 2. სოციალურად დაუცველი ოჯახის შვილები (100 000-მდე ქულა); 3. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე (სსსმ) ბავშვები; 4. დედმამიშვილები (როცა აპლიკანტის დედმამიშვილი უკვე არის ამავე ბაღის აღსაზრდელი); 5. მარტოხელა მშობლის სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები; 6. მრავალშვილიანი ოჯახების სტატუსის მქონე მოქალაქეთა შვილები (ოთხი და მეტი შვილი); 7. სამხედრო…

მეტი...

სემეკმა „ბათუმის წყალი“ 25 ათასი ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „ბათუმის წყალი“ 25 ათასი ლარით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს კომპანიის მიერ სალიცენზიო პირობების დარღვევა. მოქალაქის განცხადების საფუძველზე სემეკში დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში გამოკვეთილი გარემოებების შესაბამისად, შპს „ბათუმის წყალმა“ უსაფუძვლოდ დაახარვეზა წყალმომარაგების სისტემაზე ახალი მომხმარებლის მიერთების განაცხადი.

მეტი...

,,ვრცელდება განცხადება ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნით აქციის შესახებ, ეს აქცია არ არის შეთანხმებული საპატრიარქოსთან”- ანდრია ჯაღმაიძე

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, ვრცელდება განცხადება ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნით აქციის შესახებ. დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძის ინფორმაციით, აღნიშნული განცხადება და აქცია არ არის შეთანხმებული საპატრიარქოსთან. „ვრცელდება განცხადება ანჩისხატის დაბრუნების მოთხოვნით აქციის შესახებ, გაცნობებთ რომ, ეს განცხადება და აქცია არ არის შეთანხმებული საპატრიარქოსთან. ბატონი ზაზა ნანობაშვილი თვითნებურად აკეთებს რიგ განცხადებებს საპატრიარქოსა და ეკლესიის სახელით და ადამიანები შეჰყავს შეცდომაში. იგი, რიგი გადაცდომების გამო, ცოტა ხნის წინ განთავისუფლებულ იქნა ანჩისხატის ტაძრის ეკონომუსის თანამდებობიდან და უკანასკნელ პერიოდში მოქმედებს სრულიად დამოუკიდებლად“, – წერს ანდრია ჯაღმაიძე.

მეტი...

,,არანაირი აზრი არ აქვს გასვლითი სასამართლო სხდომის ჩატარებას კლინიკაში”- დიმიტრი საძაგლიშვილი

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის პროცესი 9 ივნისისთვის გადაიდო. ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, შესაძლოა, მომდევნო პროცესი გასვლითი სასამართლო სხდომა ჩატარდეს, თუ ამის სურვილი და შესაძლებლობა ექნება თავად სააკაშვილს. ამ თემასთან დაკავშირებით, განცხადება გააკეთა მიხეილ სააკაშვილის მეორე ადვოკატმაც. დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, გასვლითი სხდომის ჩატარებას აზრი არ აქვს. ,,მოგეხსენებათ, რომ სააკაშვილის საქართველოში დაბრუნების შემდეგ ის აქტიურად იღებდა მონაწილეობას მის წინააღმდეგ წარმოებულ პოლიტიკურ საქმეებზე, სასამართლოში გამოდიოდა სიტყვით, შესაბამისად, მას სურვილი აქვს, რომ პროცესებში მონაწილეობის მიღება მომავალშიც გააგრძელოს, როგორც კი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის შესაძლებლობას მისცემს. უბრალოდ არანაირი აზრი…

მეტი...

,,გამოძიების საგანია დაადგინოს, როგორ გადმოკვეთეს კაკულიებმა საზღვარი”- ალექსანდრე დარახველიძე

შინაგან საქმეთ მინისტრის, ალექსანდრე დარახველიძის განცხადებით, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლით დაკავებული ძმები,  გუგა და დავით კაკულიების საქმეზე გამოძიება გრძელდება. მისი თქმით, მიმდინარეობს მოკვლევა, თუ როგორ გადმოკვეთეს ბრალდებულებმა საზღვარი. ,,ძმები კაკულიები დაკავებულები არიან, წაყენებული აქვთ ბრალი, როგორც მკვლელობის მცდელობის, ისე საზღვრის უკანონო კვეთისა და იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვის მუხლებით. აღნიშნულ საქმეზე გრძელდება საგამოძიებო მოქმედებები და ყველა ის გარემობა, რაც არის დაკავშირებული როგორც მათი მხრიდან საზღვრის გადმოკვეთასთან, ასევე დანაშაულის ჩადენასთან, მათ შორის, მკვლელობის მცდელობის, გამოკვლეული იქნება საქმის ფარგლებში. სწორედ გამოძიების საგანია დაადგინოს, როგორ გადმოკვეთეს მათ საზღვარი. ფაქტია ის, რომ ეს ხალხი დაკავებულია. ბრალი…

მეტი...

რუსული ნავთობი აშშ-ის ტერიტორიაზე კვლავ იყიდება

ამერიკული მედიის ინფორმაციით, ემბარგოს მიუხედავად, რუსული ნავთობი აშშ-ის ტერიტორიაზე კვლავ იყიდება . რუსული ნედლი ნავთობისგან დამზადებული საწვავი ნიუ-იორკსა და ნიუ ჯერსიში შეიტანეს. მედიის განმარტებით, რუსული ნავთობის ექპორტიორები, ლოკაციის დაფარვის შედეგად, სანქციების გვერდის ავლით ცდილობენ შეიტანონ საწვავი აშშ-ის ტერიტორიაზე. არსებული ცნობით, რუსეთში წარმოებული ნავთობი იტუმბება გემებზე ხმელთაშუა და შავ ზღვებზე, ასევე დასავლეთ აფრიკის სანაპიროებზე, შემდეგ კი, შეცვლილი ადგილმდებარეობის მითითებით, მიეწოდება  ჩინეთს, ინდოეთს და ევროპის ქვეყნებსაც.

მეტი...

,,მხარს ვუჭერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას, ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯია ევროპისთვის”- კრიშიანის კარინიში

ლატვიის პრემიერ-მინისტრის კრიშიანის კარინიშის განცხადებით, ის მხარს უჭერს საქართველოსთვის, მოლდოვისა და უკრაინისთვის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. მისი თქმით, დროა ევროკავშირი გაფართოვდეს. „კანდიტატობის სტატუსი განხილული იქნება ივნისში, ევროკავშირის საბჭოს შემდეგ სხდომაზე. მე მხარს ვუჭერ ამ ნაბიჯს. ჩემი აზრით, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, ევროპამ პოლიტიკური გზავნილი გავაკეთოთ, თუმცა დისკუსია ჯერ კიდევ ღიაა და ვნახოთ, რა მოხდება. მე მხარს ვუჭერ კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭებას. ეს მნიშვნელოვანია ნაბიჯია ევროპისთვის, რომელიც ჩვენ უნდა გადავდგათ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ დემოკრატიებმა ერთად იმუშაონ. ჩვენ გვყავს ქვეყნები, რომელთაც ევროკავშირის წევრობა სურთ და სურთ შემდეგი ნაბიჯის გადადგმა, წინ წაწევა. ჩემი აზრით,…

მეტი...

,,ურთიერთდაპირისპირება იმ სიბრტყეში გადავიტანეთ, რა სიბრტყეშიც საქართველოს ხელს უშლის, მიაღწიოს წარმატებას”- ლევან იოსელიანი

საქართველოს პარლამენტის  ვიცე სპიკერის ლევან იოსელიანის განცადებით, ქვეყნის შიგნით არსებული დაპირისპირება ხელს უშლის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს. მისი თქმით, პოლიტიკური სპექტრის წარმომადგენლებს მეტი პასუხისმგებლობა მართებთ. „ყველას კარგად გვესმის, რომ არც ჩვენ, არც უკრაინა და არც მოლდოვა შეიძლება სხვა განსხვავებულ შემთხვევაში იმ კრიტერიუმებს არ ვაკმაყოფილებთ, რაც საჭიროა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად თუმცა, პოლიტიკური გადაწყვეტილებისა და ომის პირობებში, როცა რუსეთი ცდილობს, ორ ნაწილად გაყოს სამყარო, ჩვენ, უკრაინა და მოლდოვა თავისი გავლენის ქვეშ მოგვაქციოს, მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ამ დღის წესრიგის მონაწილე ვიყოთ და თუ გადაწყვეტილება იქნება მიღებული, საქართველომ უნდა მიიღოს ეს შესაძლებლობა.…

მეტი...

,,ევროკავშირმა უნდა აჩვენოს გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის სტატუსის მინიჭებით“- პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტი დევიდ მაკალისტერის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ევროკავშირს აქვს შესაძლებლობა აჩვენოს თავისი გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ. ,,ნამდვილად სიმართლის დროა ევროკავშირისთვის და მისი საერთაშორისო აქტორობის სანდოობისა და ლეგიტიმაციისთვის. ამ სტრატეგიულ მომენტში ევროკავშირმა უნდა აჩვენოს თავისი გრძელვადიანი ინტერესი რეგიონის მიმართ საქართველოს, მოლდოვასა და უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებით“,- აღნიშნავს შალვა პაპუაშვილი. ,,როდესაც მთელი რეგიონის უსაფრთხოება სასწორზე დევს, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია“- დევიდ მაკალისტერი

მეტი...

,,როდესაც რეგიონის უსაფრთხოება სასწორზეა, სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია“- დევიდ მაკალისტერი

„ევროპის სახალხო პარტიის“ ვიცე-პრეზიდენტი დევიდ მაკალისტერი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“  განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, მაშინ როდესაც,  მთელი რეგიონის უსაფრთხოება სასწორზე დევს, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალი იქნება. „ევროპარლამენტის საგარეო საქმეთა კომიტეტი მოლდოვის, უკრაინისა და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით საკუთარ შეფასებას განიხილავს. „ევროპის სახალხო პარტიას“ მიაჩნია, რომ მაშინ, როდესაც მთელი რეგიონის უსაფრთხოება სასწორზე დევს, კანდიდატის სტატუსის მინიჭება მნიშვნელოვანი პოლიტიკური სიგნალია“, – წერს დევიდ მაკალისტერი.

მეტი...

მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი, შესაძლოა სამკურნალო დაწესებულებაში ჩატარდეს

თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთაში ბრალდებული მიხეილ სააკაშვილის პროცესი 9 ივნისისთვის გადაიდო. ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, შესაძლოა, მომდევნო პროცესი გასვლითი სასამართლო სხდომა ჩატარდეს, თუ ამის სურვილი და შესაძლებლობა ექნება თავად სააკაშვილს. ,,უბრალოდ, ამჟამინდელი მდგომარეობით, მიხეილ სააკაშვილისთვის ტრანსპორტირება კი არ არის მხოლოდ პრობლემა, პრობლემაა მის მიერ სასამართლო პროცესში მონაწილეობის მიღება. სწორედ ამიტომ ვერ მოხერხდება ამ ეტაპზე მათ შორის ვერც გასვლითი სხდომის ჩატარებაც. იმისთვის, რომ გასვლითი სხდომა ჩატარდეს, მთავარი არის, რომ მიხეილ სააკაშვილმა მონაწილეობის მიღება შეძლოს, არ აქვს მნიშვნელობა, ეს სამკურნალო დაწესებულებაში ჩატარდება თუ საქალაქო სასამართლოში. როგორც კი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამის…

მეტი...

პროკურატურამ არასრულწლოვანის გაუპატიურების მცდელობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ  ბრალდებული, არასრულწლოვანი დაზარალებულის უმწეობის გამოყენებით, მის  გაუპატიურებას შეეცადა.   სამართალდამცველებმა, ბრალდებული 31 მაისს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-137 ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარედგინა (გაუპატიურების მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ), რაც სასჯელის სახედ და ზომად თხუთმეტიდან ოც წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  პროკურატურა, ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.  სისხლის სამართლის საქმეზე გრძელდება გამოძიება.

მეტი...

„თუ ახლა, უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე ვერ გახდება, ვერ წარმომიდგენია, მეტი რა უნდა გააკეთოს უკრაინელმა ხალხმა”- იაგო ხვიჩია

პარტია ,,გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია ევროპარლამენტარ მარია კალიურანდის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ უკრაინელი ხალხი ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მისაღებად ყველაფერს აკეთებს. მისი თქმით, თუ ევროკავშირი უკრაინას კანდიდატის სტატუსს არ მისცემს, იმ ღირებულებებს  უღალატებს, რისთვისაც თავის დროზე შეიქმნა. „თუ ახლა, უკრაინა ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მქონე ვერ გახდება, ვერ წარმომიდგენია, მეტი რა უნდა გააკეთოს უკრაინელმა ხალხმა? თუ ეს არ გამოვა და ევროპაში ისევ სკეპტიკურები არიან განსაკუთრებით უკრაინასთან დაკავშირებით, მაშინ „ნაციონალური მოძრაობის“ არ იყოს, ევროკავშირიც უნდა დაიშალოს. ამ თავისუფლების მოყვარე გმირ ხალხთან ერთად უნდა ვმოძრაობდეთ. თუ ამ ხალხს არ მიიღებენ ევროკავშირში, მგონია, რომ…

მეტი...

,,ვინც 1980 წლამდეა დაბადებული, „მაიმუნის ყვავილი“ მათთვის საშიშროებას არ წარმოადგენს”- ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელის,  იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს“ სამედიცინო დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, 1980 წლამდე დაბადებული პირებისთვის „მაიმუნის ყვავილი“ საშიშროებას არ წარმოადგენს. ,,დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ყველა ის ადამიანი, ვინც დაბადებულია 1980 წლამდე, მათთვის ეს ვირუსი საშიშროებას არ წარმოადგენს, ისინი ვაქცინირებულები არიან ამ ვირუსის წინააღმდეგ „ყვავილის ვაქცინით“. ვაქცინის შექმნას მაშინ აქვს აზრი, როდესაც ბევრი შემთხვევა გვაქვს. ვაქცინის შექმნას მაშინ აქვს აზრი, როდესაც საუბარია არა 600 და 700 შემთხვევაზე, არამედ ათეულ ათასობით შემთხვევაზე. თუ ამ ვირუსმა უფრო მეტი გავრცელება მიიღო, მაშინ აზრი აქვს ვაქცინის შექმნას“,- განაცხადა ჩხაიძემ. ამასთან,…

მეტი...

,,სემეკი მხარს უჭერს განახლებადი ენერგიების პოტენციალის ათვისებასა და მისი ეფექტიანი გამოყენების პოლიტიკას”- გიორგი ფანგანი

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრის, გიორგი ფანგანის განცხადებით, სემეკი მხარს უჭერს განახლებადი ენერგიების პოტენციალის ათვისებასა და მისი ეფექტიანი გამოყენების პოლიტიკას. განახლებადი ენერგიების საკითხზე სემეკის წევრმა „The Voice of Renewables"-ის ორგანიზებით გამართულ კონფერენციაზე ისაუბრა. პანელურ დისკუსიაზე გიორგი ფანგანმა ყურადღება გაამახვილა მწვანე ენერგიის ადგილობრივი წარმოების ზრდის აუცილებლობაზე, სემეკის როლსა და იმ მარეგულირებელ ნორმებზე, რომლებიც ხელს უწყობს განახლებადი ენერგიების გამოყენებას საყოფაცხოვრებო სექტორშიც. „ქვეყანაში ელექტროენერგიის მოხმარება ყოველწლიურად, საშუალოდ 4%-იანი ზრდის ტენდენციით ხასიათდება, რასაც ჩამორჩება ელექტროენერგიის ადგილობრივი წარმოების ზრდის მაჩვენებელი. იმისთვის, რომ არ მივიღოთ კიდევ უფრო მეტად გაზრდილი იმპორტი, აუცილებელია ადგილობრივი…

მეტი...

„თითოეულ ევროპარლამენტარს თავისი შეხედულება აქვს და მათ შეფასებებს ყურადღებით ვისმენთ”- გურამ მაჭარაშვილი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გურამ მაჭარაშვილი ევროპარლამენტარ მარია კალიურანდის განცხადებას ეხმიანება და აღნიშნავს, რომ ქართული მხარე ევროინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობის მიზნით, ქმედით ნაბიჯებს დგამს. „თითოეულ ევროპარლამენტარს თავისი შეხედულება აქვს და მათ შეფასებებს ყურადღებით ვისმენთ, თუმცა ვაანალიზებთ, რომ არიან პოლიტიკოსები, რომელთაც შეიძლება, თავისი შეხედულება ჰქონდეთ, რომელიც სიმართლეს ემთხვევა, ან – არა. შეფასებას, რომ სურვილს ვაკლებთ ამ პროცესს, არათუ სურვილს ვაკლებთ, არამედ პრაქტიკულ ნაბიჯებსაც ვდგამთ“, – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა. ,,ევროპული პარლამენტის დისკუსიებში აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის წევრობის ან კანდიდატის სტატუსის მინიჭების დიდ სურვილს ვერ ვხედავ”- მარინა კალიურანდი

მეტი...