„ერთი ატყუებს საკუთარ მოსახლეობას, მეორე უსმენს საკუთარ მოსახლეობას“ – ენტონი ბლინკენი ნატოს გაფართოებაზე   

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენის განცხადებით, ალიანსის უნდა გაფართოვდეს და შტატები მტკიცე უჭერს მხარს ფინეთისა და შვედეთის წევრობას. ბლინკენის თქმით, შვედეთი და ფინეთი გეგმავენ ნატო-ში გაწევრიანებას არა იმის გამო, რომ მათ ლიდერებს აძალებენ, არამედ იმიტომ, რომ ეს მოსახლეობამ გადაწყვიტა. „თუ ვინმეს აინტერესებს განსხვავება დემოკრატიასა და რუსეთის მსგავს ავტორიტარულ სახელმწიფოს შორის, შეუძლიათ, შეხედონ რუსეთს, ფინეთს და შვედეთს. ერთი ატყუებს საკუთარ მოსახლეობას, რომ აწარმოოს ომი, ხოლო მეორე უსმენს საკუთარ ხალხს, რომ აირიდოს ომი. აშშ ძლიერ უჭერს მხარს ფინეთისა და შვედეთის განაცხადს, ორივე ქვეყანას აქვს შესაძლებლობები, რათა გახდეს ნატო-ს წევრი იმდენად სწრაფად, რამდენიც…

მეტი...

უკრაინამ პირობა დადო, რომ სარაკეტო სისტემებს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენებს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ენტონი ბლინკენის განცხადებით, რუსეთმა ამერიკა დაარწმუნა, რომ ახალ სარაკეტო სისტემებს რუსეთის ტერიტორიაზე არ გამოიყენებს. სახელმწიფო მდივნის განცხადებით, იარაღის ახალი პაკეტი, რასაც აშშ უკრაინას გადასცემს, ზუსტად ის, რაც მათ სჭირდებათ, თუმცა, ერთი პირობით. „ნატო ალიანსის ტერიტორიის “თითოეულ დუიმს” დაიცავს.  დამატებითი 20 000 სამხედრო აღმოსავლეთ ფლანგზეა განლაგებული“ – აღნიშნა ბლინკენმა ნატო-ს გენერალურ მდივანთან იენს სტოლტენბერგთან ერთად ვაშინგტონში გამართულ პრესკონფერენციაზე. სახელმწიფო მდივნის ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ ვაშინგტონს გარანტია მისცა, რომ აშშ-ის მიერ გადაცემული მაღალტექნოლოგიური სარაკეტო სისტემებს რუსეთის ტერიტორიაზე სამიზნეების წინააღმდეგ არ გამოიყენებენ. აშშ დარწმუნებულია, რომ კიევი ამ პირობას შეასრულებს.  

მეტი...

მოსწავლის მკვლელობის მცდელობისთვის ასევე არასრულწლოვანს ბრალი წარუდგინეს

პროკურატურამ თბილისში მომხდარი 15 წლის მოზარდის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, თანასკოლელს ბრალი წარუდგინა. როგორც უწყებაში განმარტავენ, დადგინდა, რომ 30 მაისს, თბილისში, დაპირისპირებულ მხარეებს შორის მომხდარი გარჩევისა და ჩხუბის დროს, ბრალდებულმა, განზრახ მოკვლის მიზნით, 15 წლის მოზარდს დანით ჭრილობები მიაყენა. „სამართალდამცველებმა ბრალდებული იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (დამამძიმებელ გარემოებებში განზრახ მკვლელობის მცდელობა, ჩადენილი წინასწარი შეცნობით არასრულწლოვანის მიმართ) წარედგინა. პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით, თბილისის საქალაქო სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს. სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება დანაშაულთან შესაძლო კავშირში მყოფი…

მეტი...

ილია ელოშვილის ცხედარი ექსპერტიზიდან სახლში გადაასვენეს

თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის ცხედარს ექსპერტიზა ჩაუტარდა. ცხედარი უკვე სახლში გადაასვენეს. გარდაცვლილის სახლში თბილისის მერი კახა კალაძეც იმყოფება. ილია ელოშვილის ცხედრის  ექსპერტიზა სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროში ცოტა ხნის უკან დასრულდა. მის ბინაში საგამოძიებო მოქმედებებიც ჩატარდა, ამოიღეს დოკუმენტები და სხვა ნივთები. არსებული ინფორმაციით, მას ერთი ტყვია აქვს მოხვედრილი გულის არეში. ერთ-ერთი ვერსია, რაზეც გამოძიება მუშაობს, თვითმკვლელობამდე მიყვანაა. საქმეც სწორედ ამ მუხლით აღიძრა.  

მეტი...

კრემლში არ გამორიცხავენ, რუსეთ-უკრაინის ომში მესამე მხარე ჩაერთოს

რუსეთის საგარეო უწყება შეწუხებულია შესაძლებლობით, რომ რუსეთ-უკრაინის „კონფლიქტში“ მესამე მხარე ჩაერთვება. აღნიშნული ვარაუდი ამჯერად რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა გამოხატა და ირიბად, ამ ქვეყნებს მიანიშნა კიდეც, რომ ეს ნაბიჯი სიგიჟე იქნება. „რა თქმა უნდა, არსებობს რისკი, კონფლიქტში მესამე მხარე გამოჩნდეს. რასაც კიევის რეჟიმი მოითხოვს საკუთარი დასავლელი მფარველებისგან, პირველ რიგში, სცილდება წესიერებისა და დიპლომატიური ურთიერთობების ზღვარს. გარდა აღნიშნულია, ეს არის პირდაპირი პროვოკაცია საომარ მოქმედებებში დასავლეთის ჩასართავად. ევროკავშირში ყველა არა, მაგრამ, ჩრდილოეთ ნაწილში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც მზად არიან, წავიდნენ ამ სიგიჟეზე თავიანთი ამბიციების  დასაკმაყოფილებლად“ – აცხადებს ლავროვი.  

მეტი...

„ეს არ არის ინფექცია დააცემინა და გავრცელდა, დაახველა და გავრცელდა“ – ბიძინა კულუმბეგოვი “მაიმუნის ყვავილზე”

​ალერგოლოგ ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, „მაიმუნის ყვავილი“ ძირითადად მამაკაცებში ვრცელდება. როგორც კულუმბეგოვმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, დაინფიცირებისთვის საჭიროა დაინფიცირებულთა 2 საათზე მეტი ხნის კონტაქტი, კანით კანზე შეხება ან მისი პირადი ნივთების გამოყენება. „მაიმუნის ყვავილს“ აქვს 2 შტამი – ცენტრალური აფრიკული და დასავლეთ აფრიკული. ეს იყო ენდემური დაავადება. ძირითადად ვრცელდებოდა ცხოველებში, მღრღნელებში, მაიმუნებში და თუ ისინი ადამიანს თავს დაესხმებოდნენ, დაკაწრავდნენ და დაკბენდენ, მაშინ ემართებოდათ ადამიანებს, ენდემურად მაცხოვრებლებს. ეს ახალი შემთხვევა კი მნიშვნელოვანი და საგულისხმოა იქიდან გამომდინარე, რომ არაენდემურ დასახლებებში გავრცელდა. 20-ზე მეტ  ქვეყანაშია გავრცელებული, ბრიტანეთით დაწყებული, პორტუგალია, ბელგია, ამერიკის შეერთებული შტატები. მსგავსი შემთხვევა…

მეტი...

„ეკონომიკის მნიშვნელოვანი გაჯანსაღების ფონზე, სიღარიბის დონის მნიშვნელოვანი შემცირება დაფიქსირდა”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წარუდგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წელს ეკონომიკური აქტივობის ზრდამ 10.8% შეადგინა. „2021 წელს ეკონომიკის ზრდა ძირითადად მოხმარების, საქონლისა და მომსახურების ექსპორტის ზრდით იყო განპირობებული. ეკონომიკის სწრაფი ტემპებით გაჯანსაღების პროცესი გაგრძელდა 2022 წელს. მიმდინარე წლის იანვარ-აპრილში კი, ეკონომიკური აქტივობის ზრდამ 10.8% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ რუსეთ-უკრაინის ომით განპირობებული გამოწვევებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის მიუხედავად, მარტში ეკონომიკურმა ზრდამ 10.6% შეადგინა. ხოლო აპრილში, წინა წლის მაღალი საბაზო ეფექტის მიუხედავად (წინა წლის აპრილში შთამბეჭდავად მაღალი 44.8%-იანი ზრდა დაფიქსირდა), ეკონომიკური აქტივობის ზრდა დადებითი იყო და 2.6%-ს გაუტოლდა.…

მეტი...

ქეთევან დედოფლის გამზირზე ტრანსპორტის მოძრაობის სქემა შეიცვლება

ქეთევან დედოფლის გამზირზე შემდეგი ეტაპის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება. საგზაო სამუშაოებთან დაკავშირებით, დღეიდან, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შესაძლებელი იქნება თელავის ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში და შემდგომ ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, რეაბილიტაციის განმავლობაში, მეტროსადგურ „ავლაბრიდან“ მომავალ სატრანსპორტო საშუალებებს გადაადგილება შეეძლებათ, თელავის ქუჩის შემდეგ ბოჭორმის ქუჩაზე, ხოლო ბოჭორმის ქუჩიდან ლეხ კაჩინსკისა და იალბუზის ქუჩების მიმართულებით. მეტროსადგურ „ავლაბარიდან“ მომავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის შეზღუდული იქნება გადაადგილება ქეთევან დედოფლის გამზირიდან თელავის ქუჩის მიმართულებით და თელავის ქუჩიდან ბოჭორმის ქუჩის მიმართულებით. „მეტროსადგურ „ისნიდან“ მომავალი სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება შეზღუდული იქნება კაჩინსკის ქუჩის კვეთიდან ქეთევან დედოფლის გამზირის მიმართულებით, ხოლო კაჩინსკის ქუჩიდან მეტროსადგურ „ავლაბრის“…

მეტი...

,,მთავარი გამოწვევები არის ბავშვთა სიღარიბე და ძალადობა”- დავით სერგეენკო

პარლამენტის ვიცე- სპიკერის, დავით სერგეენკოს განცხადებით, ბავშვის უფლებების კუთხით მთავარი გამოწვევები ბავშვთა სიღარიბე და ძალადობაა. მისი თქმით, აღნიშნული საკითხების მოსაგვარებლად, სახელმწიფო უწყებების კოორდინაცია არის გადამწყვეტი. „საქართველოს პარლამენტმა სამი წლის წინ მიიღო ძალიან მნიშვნელოვანი კანონი – ბავშვის უფლებათა კოდექსი. ბავშვთა უფლებებში მეორე რიგის პრიორიტეტები არ არსებობს, მაგრამ ჩვენს შემთხვევაში, მთავარი გამოწვევები არის ბავშვთა სიღარიბე, ძალადობა და ოჯახის განმტკიცება, სადაც ბავშვი იზრდება. ამ მხრივ, სახელმწიფო უწყებების კოორდინაცია არის გადამწყვეტი. არსებული სოციალური დახმარების სისტემას აქვს ორი პრობლემა, ერთი ის, რომ ცოტაა და მეორე ის, რომ იყო გარკვეული დემოტივატორი დასაქმების. დამატებით ნაბიჯები იყო საჭირო,…

მეტი...

,,რუსეთმა ჩვენი შვილების ბავშვობა მოიპარა”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებით,  რუსეთმა უკრაინელი ბავშვების ბავშვობა მოიპარა. „სამი თვის წინ ეზოებში თამაშობდნენ, „იუთუბს“ უყურებდნენ და დაბადების დღის აღნიშვნას გეგმავდნენ. 24 თებერვალს ყველაფერი შეიცვალა. რუსეთმა ჩაიდინა ყველაზე საშინელი დანაშაული – მან მოიპარა მათი ბავშვობა. ჩვენი დღევანდელი ბრძოლა არის ბრძოლა ჩვენი შვილების მომავლისთვის,“ – აღნიშნავს პოდოლიაკი.  

მეტი...

,,ეს არის უკიდურესი გულუბრყვილობა”- გიგა ბოკერია ,,ლელოს” ინიციატივაზე

„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარე გიგა ბოკერია ,,ლელოს“ ინიციატივას, შარლ მიშელის შეთანხმებაზე დაბრუნებასთან დაკავშირებით, არასერიოზულად აფასებს. მისი თქმით, „ლელოს“ აქვთ ილუზია, რომ შესაძლებელია ქვეყნის ტრანსფორმაცია. „უკიდურეს შემთხვევაში, ეს არის უკიდურესი გულუბრყვილობა. ამ დოკუმენტიდან პრაქტიკულად არაფერი დარჩენილი არ არის, მაგრამ ყველაზე მთავარია, რომ საპარლამენტო ოპოზიციას და „ლელოს“ აქვთ ილუზია, ივანიშვილის პირობებში შესაძლებელია ქვეყნის ტრანსფორმაცია. ამისკენ მოუწოდებენ, თუ ხელს რომ მოაწერენ, შემდეგ ვერ გადააგდებენ ყველას, როცა საჭირო იქნება. სრული არასერიოზულობაა ეს მოწოდება. ამის ნაცვლად, ჩვენ ყველა მოქალაქეს ავუხსნათ, მათამდე მივიტანოთ სიმართლე, რომ ივანიშვილისა და მისი გარემოცვის წრეში, ქვეყანას არ აქვს შანსი თავისუფლების დაცვის, უსაფრთხოების…

მეტი...

,,155 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით 23 მილიონი ლარი გადაიხადა”- პრემიერის მოხსენება

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წარუდგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ  თურქეთის ბაზრის გახსნამ და მეზობელი ქვეყნიდან მედიკამენტების იმპორტმა, მოსახლეობის დანახარჯები მნიშვნელოვნად შეამცირა. „დღეს საქართველოს სააფთიაქო ქსელებში ხელმისაწვდომია თურქეთიდან იმპორტირებული 400-ზე მეტი დასახელების მედიკამენტი და მათი რაოდენობა ყოველდღიურად მზარდია. რეფორმის შედეგად სახეზეა ხელშესახები ცვლილებები, რაც გამოიხატა ფასების 60% − 80%-მდე შემცირებაში. მიმდინარე წლის მარტიდან დღემდე 155 000-ზე მეტმა ჩვენმა თანამოქალაქემ შეიძინა თურქეთიდან იმპორტირებული მედიკამენტები და ძველი ფასებით, 74 მილიონის ნაცვლად, დაახლოებით 23 მილიონი ლარი გადაიხადა. შესაბამისად, პირველი მარტიდან დღემდე, სახეზე გვაქვს მნიშვნელოვანი, 51 მილიონ ლარამდე დანაზოგი“, –…

მეტი...

„ჩვენ რუსული ნავთობის იმპორტი ავკრძალეთ”- ჯოზეფ ბორელი

საგარეო საქმეთა და უშიშროების პოლიტიკის მიმართულებით ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის ჟოზეფ ბორელის განცხადებით,  ევროპამ რუსული ნავთობის შემოსავლები  90%-ით შეამცირა. „ჩვენ რუსული ნავთობის იმპორტი ავკრძალეთ, 90%-ზე მეტი შეჩერდება და ჩვენ სამხედრო დახმარებით მომარაგებას გავაგრძელებთ. ნუ დააკნინებთ იმ ფაქტის მნიშვნელობას, რომ ჩვენ რუსული ნავთობის შემოსავლის 90% შევამცირეთ“, – აღნიშნა ბორელმა. ამასთან, ჯოზეფ ბორელის ცნობით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება კვლავ გრძელდება. „იარაღის ნაკადი, რომელიც უკრაინისკენ მიედინება, მაღალი ტემპით გრძელდება. ჩვენ ეს შეგვიძლია გავზარდოთ, ყველაფერი შეიძლება გაიზარდოს. უკრაინისთვის იარაღის მიწოდებაში პრობლემას ვერ ვხედავ“, – დასძინა ბორელმა.

მეტი...

4 ივნისს სვეტიცხოველში ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი აღესრულება

საქართველოს საპატრიარქოს განცხადებით, 2022 წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი. „დღეს საქართველოს საპატრიარქოს სახელით ტაძრების წინამძღვრებს დაეგზავნათ შეტყობინება. ინფორმაციის გასაცნობად უცვლელად გთავაზობთ შეტყობინების შინაარსს:  გაცნობებთ, რომ შაბათს, 2022 წლის 4 ივნისს, 12:00 საათზე, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში აღესრულება ერეკლე მეფის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი და წმინდა მეფე-დედოფალთა სავედრებელი პარაკლისი. გთხოვთ, აუწყოთ მრევლის წევრებს, მობრძანდეთ და პატივი მივაგოთ ჩვენი ქვეყნის ღირსეულ შვილებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,ამერიკის შეერთებული შტატები ცეცხლზე ნავთს ასხამს მიზანმიმართულად და მონდომებით”- დიმიტრი პესკოვი

 კრემლის პრესსპიკერის დიმიტრი პესკოვის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მიზანმიმართულად ცდილობს ებრძოლოს რუსეთს. მისი თქმით, უკრაინისთვის იარაღის მიწოდება ცეცხლზე ნავთს ასხამს. „ჩვენ უკვე ვთქვით, აქ ახალი არაფერია. მიგვაჩნია, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ცეცხლზე ნავთს ასხამს მიზანმიმართულად და მონდომებით. აშშ, ცხადია, ნამდვილად იცავს ხაზს ებრძოლოს რუსეთს უკანასკნელ უკრაინელამდე. ასეთი მიდგომა ხელს არ უწყობს უკრაინის ხელისუფლებაში სამშვიდობო მოლაპარაკების განახლების შესახებ სურვილის გაღვიძებას. ამიტომ, ჩვენ ამას, რა თქმა უნდა, ნეგატიურად ვუყურებთ“, – აღნიშნა პესკოვმა. ამასთან, პესკოვის ცნობით, რუსეთს უკრაინული მხარის მიმართ ნდობა არ აქვს. „იმისთვის, რომ ვენდოთ, საჭიროა გამოცდილება შემთხვევებში, როდესაც მოცემული დაპირებები სრულდებოდა. სამწუხაროდ,…

მეტი...

,,მიუხედავად იმ დიდი უბედურებისა, რაც საქართველოს დაატყდა თავს, საქართველომ უნდა გააგრძელოს ევროკავშირისკენ სვლა”- მიხეილ სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ,,ფეისბუქის” პირად გვერდზე განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით,  არსებული გამოწვევების მიუხედავად საქართველომ უნდა გააგრძელოს ევროკავშირისკენ სვლა. ,,ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, სოციალურ ქსელებში სათანადოდ ვერ ვაქტიურობ, მაგრამ გადავწყვიტე, ამ თემას გამოვეხმაურო. გუშინ, ევროპის ყველაზე გავლენიანი სახალხო პარტიის ყრილობა ვნახე, რომელსაც როტერდამში ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრი, მარკ რუტტე მასპინძლობდა და რომელსაც ესწრებოდა ევროპის მრავალი სახელმწიფოს ლიდერი. პარტიის თავმჯდომარემ, ევროპის ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა პოლიტიკოსმა, დონალდ ტუსკმა თავისი სიტყვის დასასრულს ჩემი მიმართვა წაიკითხა. ჩემი სკამი სიმბოლურად პირველ რიგში დადგეს იულია ტიმოშენკოს სკამის გვერდით. იულია ზუსტად ასევე უსამართლოდ იყო დაპატიმრებული უკრაინაში იანუკოვიჩის მიერ და ტყვეობიდან მაიდანმა დაიხსნა. ის,…

მეტი...

,,იმედი მაქვს, ევროკავშირს ეყოფა სიმამაცე, , რუსეთის განწყობების პირისპირ თავისი გადამწყვეტი სიტყვა თქვას”-შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით,  საქართველოს ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა, რათა  კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით პოზიტიური მოლოდინების ყოფილიყო. მისი თქმით, ახლა ჯერი ევროკავშირის  გადაწყვეტილებაზეა. „ევროკავშირის 27-ვე ქვეყანა უნდა შეთანხმდეს და ადვილი გადაწყვეტილება არ არის, რომელსაც იღებს ევროკავშირი. ვიცით, რომ მათ შორის სკეპტიკოსებიც არიან ევროკავშირის შიგნით. განაცხადის შეტანა და კითხვარის გამოგზავნა დაჩქარებული წესით მოხდა, პასუხები დაჩქარებული წესით გავაგზავნეთ. რა თქმა უნდა, ამან მოლოდინები შექმნა, რომ ევროკავშირი ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის მზად არის და იმედი მაქვს, რომ ევროკავშირი ასეთ გადაწყვეტილებას მიიღებს. მთავარია, საქართველო იყოს მზად იმისთვის და ჩვენი მხრიდან შესრულებული იყოს ჩვენი საშინაო…

მეტი...

,,არ არსებობს თემა, რომელზეც რადიკალურ ოპოზიციას ეუხერხულება მღელვარებისა და არეულობის გამოწვევა”- შალვა პაპუაშვილი

პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნონა მამულაშვილის განცხადებას ეხმიანება, რომელიც ოპოზიციის პარლამენტიდან გასვლას ბრძოლის სტრატეგიის ერთ-ერთი ფაქტორად განიხილავს. პაპუაშვილის განცხდებით, ოპოზიციის მხრიდან პარლამენტის დატოვება პირდაპირი განზრახვაა ქვეყნის არევის. „იმედი ჰქონდათ, რომ ქვეყანას არევდნენ, მაგრამ იმასაც ვხედავთ, რომ ამისი რესურსიც არ აქვთ, დომ ქვეყანა არიონ. ვხედავთ, საპარლამენტო არჩევნების შემდეგ რამდენი ტალღა იყო სხვადასხვა საკითხების გამოყენების, რომ ქვეყანა არიონ. პიროვნული ტრაგედიებიდან დაწყებული ევროკავშირის პერსპექტივით დამთავრებული თემა არ არსებობს, რომელზეც რადიკალურ ოპოზიციას ეუხერხულება რომ ჩაეჭიდოს და რამენაირად ინსტრუმენტად გამოიყენოს იმისთვის, რომ მღელვარება და არეულობა გამოიწვიოს. ეს განზრახვები ჩანს და სამწუხაროა, რომ ოპოზიციის ნაწილი ამ…

მეტი...

ცენტრ ,,ემპათიის” ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდნენ

კლინიკა ,,ვივამედში” ცენტრ ,,ემპათიის” ექსპერტები მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მივიდნენ. ,,ემპათიის” დირექტორის, მარიამ ჯიშკარიას განცხადებით, ჯანმრთელობის შესწავლის შემდეგ მიღებული დასკვნა შესაძლებელია  სასჯელის გადავადების საფუძველი გახდეს. ,,საექსპერტო დასკვნა განიხილავს მკურნალობისა და რეაბილიტაციის ეფექტურობას – რამდენად ეფექტური იყო პენიტენციური სამსახურის განხორციელებული მკურნალობა და რეაბილიტაცია, რამდენად ადეკვატური იყო მდგომარეობის დიაგნოსტიკა, რამდენად აქვს შესაძლებლობა პენიტენციურ სამსახურს განახორციელოს ეფექტური მკურნალობა. რა თქმა უნდა, იგი შესაძლებელია გახდეს საფუძველი, რათა სასამართლოში წარიმართოს პროცესი სასჯელის გადავადებასთან დაკავშირებით,” – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

მეტი...

,,ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე ევროკავშირში გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის”- სალომე სამადაშვილი

პარლამენტის წევრის, სალომე სამადაშვილის განცხადებით, ტრიოს ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ევროკავშირში პოლიტიკური გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის. მისი თქმით, მნიშვენლოვანია მოლდოვა, უკრაინა და საქართველო კოორდინირებულად  მოქმედებდნენ. „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სამივე ქვეყანა – მოლდოვა, უკრაინა და საქართველო კოორდინირებულად მოქმედებდეს და კოორდინირებულად იცავდეს საკუთარ ინტერესებს. ყველა პრობლემა, რომელსაც „ქართული ოცნება“ ქმნის ჩვენი ქვეყნის განაცხადის წარმატებასთან დაკავშირებით, ასევე უქმნის გამოწვევას სამივე ქვეყანას. ჩვენ არ უნდა მოვიაზროთ, რომ განცალკევებული კონტექსტია სამივე ქვეყანასთან მიმართებით. პოლიტიკური გადაწყვეტილების ლობირებისთვის ყველაზე კარგი იქნებოდა პოლიტიკურად ამ სამ ქვეყანას ერთად შეძლებოდა საკუთარი დღის წესრიგის დაცვა ევროკავშირში. სამწუხაროდ, „ქართული ოცნების“…

მეტი...

,,შეუძლებელია, გადმოვცე მდგომარეობა, როგორ ვგრძნობ თავს ილია ელოშვილის დაკარგვის გამო”- კახა კალაძე

თბილისის მერი კახა კალაძე ილია ელოშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და  მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს. „ძალიან მიჭირს უდიდეს ტრაგედიაზე სიტყვების მოძებნა… შეუძლებელია, გადმოვცე ის მდგომარეობა, როგორ ვგრძნობ თავს ილიას დაკარგვის გამო… დავკარგე მეგობარი და ძვირფასი ადამიანი, რომელსაც თვალდახუჭული ვენდობოდი ნებისმიერ საკითხში. დავკარგეთ კაცი, რომელსაც უამრავი ადამიანის პრობლემა გულთან მიჰქონდა და ეხმარებოდა, ყველას ბოლომდე გვერდში ედგა. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს. ამ ტკივილს ვეღარაფერი ამოავსებს. ღმერთმა გაანათლოს მისი სული“, – წერს კახა კალაძე. თბილისის მერის მოადგილე ილია ელოშვილი საცხოვრებელ სახლში გარდაცვლილი იპოვეს.

მეტი...

,,პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის განაცხადის შედეგზე”- ლელო

პარტია ,,ლელო” ხელისუფლებას მოუწოდებს , სასწრაფოდ დაბრუნდეს შარლ მიშელის შეთანხმებაში. მათი განცხადებით, კანდიდატი ქვეყნის სტატუსის განაცხადის შედეგზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს . „ახალმა გეოპოლიტიკურმა რეალობამ ჩვენს ქვეყანას მისცა უპრეცედენტო შანსი მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი. ამ ისტორიული შესაძლებლობის ხელიდან გაშვებამ შეიძლება კიდევ დიდ ხანს დატოვოს საქართველო გეოპოლიტიკურ გაურკვევლობაში. „ლელოს“ მთავარი პოლიტიკური ამოცანა იყო, არის და იქნება ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური მომავალის უზრუნველყოფა. შესაბამისად, აუცილებლად მიგვაჩნია: 1. შევახსენოთ ხელისუფლებას, რომ პოლიტიკური პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება მმართველ გუნდს კანდიდატი ქვეყნის სტატუსის განაცხადის შედეგზე. 2. 19 აპრილის ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მედიაციით შეთანხმებული…

მეტი...

სავარაუდოდ, ნიკო კვარაცხელიას მკვლელობის დღეს ძმები კაკულიები საქართველოში იმყოფებოდნენ

ნიკო კვარაცხელიას ოჯახის ადვოკატის, პაატა მეხრიშვილის განცხადებით, კვარაცხელიას მკვლელობის დღეს ძმები გურამ და დავით კაკულიები საქართველოში იმყოფებოდნენ. ადვოკატის თქმით, მკვლელობის შემდეგ დანაშაულში მსჯავრდებული ალეკო ჭელიძე და გიორგი კავილაძე ძმებ კაკულიებს გაგარინის ქუჩაზე შეხვდნენ. ოჯახი ნიკა კვარაცხელიას საქმეში ძმებ კაკულიების როლის დადგენას ითხოვს. კვარაცხელიას საქმის პროკურორისთვის უცნობია, კაკულიები კვარაცხელიას მკვლელობის დღეს იყვნენ თუ არა თბილისში და შეხვდნენ თუ არა მკვლელობის შემდეგ დანაშაულში მსჯავრდებულებს. შეგახსენებთ, 2021 წლის 15 სექტემბერს თბილისში, ანჯაფარიძის ქუჩაზე ნიკა კვარაცხელიას ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად, კვარაცხელია საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

მეტი...

,,ცარიელი სკამი დიდხანს დარჩება ცარიელ სკამად, თუ უნდათ, ზედ დაახატონ და დააწერონ მიხეილ სააკაშვილის სახელი”- სოზარ სუბარი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი, „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ გამართულ კონგრესს აფასებს, სადაც მიხეილ სააკაშვილისთვის სპეციალური ადგილი იყო გამოყოფილი. მისი თქმით, EPP ნაცვლად  საქართველოს ევროპული მისწრაფებების მხარდაჭერისა , „ნაციონალური მოძრაობის“ დაკვეთით ხელს უშლის ქვეყნის ევროინტეგრაციას. „მიხეილ სააკაშვილის ადგილი არის იქ, სადაც მიუსაჯა მას სამართლიანმა სასამართლომ. თუ ვინმეს ამაში ეჭვი ეპარება, ამისთვის არსებობს სტრასბურგის სასამართლო, რომელმაც ერთხელ უკვე უთხრა უარი სააკაშვილს, განეხილა საკითხი, რომელიც მის მიმართ თითქოს უღირს მოპყრობას ეხებოდა. ცარიელი სკამი დარჩება ცარიელ სკამად, ზედ დაახატონ და დააწერონ თუ უნდათ მიხეილ სააკაშვილის სახელი, ძალიან დიდხანს მოუწევს ამ სკამს ცარიელად ყოფნა და ყველაზე მტკივნეული…

მეტი...

არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით შუახნის მამაკაცი დააკავეს

შიდა ქართლში არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდებით შუახნის მამაკაცი დააკავეს. მსხვერპლი კი მე-5 კლასის მოსწავლე ბიჭია, მოძალადე კი 60 წლამდე ასაკის მწყემსი. გავრცელებული ინფორმაციით, შუახნის მამაკაცი 1 წლის განმავლობაში ძალადობდა მოზარდზე. 11 წლის ბიჭს მოძალადე, ხმის ამოღების შემთხვევაში მოკვლით ემუქრებოდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 19-137-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 15-დან 20 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  

მეტი...

,,მაბრაზებს ალიანისის ის განცხადება, რომ უკრაიანა ნატოს სტანდარტებს არ აკმაყოფილებს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნატო-ს აკრიტიკებს. მისი თქმით, უკრაინას ალიანსისთვის ბევრი რამის შეთავაზება შეუძლია, მათ შორის ძლიერი თავდაცვითი პერიმეტრის. ,,მე მაბრაზებს ალიანისის ის განცხადება, რომ უკრაიანა ნატოს სტანდარტებს არ აკმაყოფილებს. ეს არ არის სამართლიანი. ამას მხოლოდ ცუდი ლიდერები ამბობენ. ნატოს უარით ალიანსი სისუსტის დემონსტრირებას ახდენს. ჩვენი მიღებით მათ ბევრ უპირატესობას ვთავაზობთ, მათგან არაფერს ვიღებთ, პირიქით ვაძლევთ. ახლა ჩვენი ხალხი იბრძვის. ჩვენ ვართ ძლიერი თავდაცვითი პერიმეტრი. ეს არ არის რაღაც ჩვეულებრივი. ეს არ არის რაღაც ბუნებრივი. ეს ერთგვარი ფიზიკური ბარიერია, რომელიც ჩვენი ხალხისგან შედგება. პუტინი სუსტია, რადგან მას არ სურს საუბარი. ახლა ის თითქმის…

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობა ერთი ხელით ხელს აწერს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიიღოს, ხოლო მეორე ხელით ამის საწინააღმდეგოს აკეთებს”- ლევან იოსელიანი

პარტია „მოქალაქეების“ წევრის, ლევან იოსელიანის განცხადებით, „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადება უარყოფით გავლენას მოახდენს ქვეყნის ინტერესებზე. მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი ხელით აწერს ხელს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიიღოს, ხოლო მეორეთი საწინააღმდეგოს აკეთებს, „დღეს ყველა უნდა იყოს დაკავებული იმით, რომ პროევროპული რესურსის სასარგებლოდ, მოხდეს რესურსის მობილიზება, რაც ქვეყნის გარეთ გვაქვს. ვხედავთ ამის საწინააღმდეგოს. ვინ იძლევა გარანტიას, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ განცხადება უარყოფით გავლენას არ მოახდენს? „ნაციონალური მოძრაობა“ ერთი ხელით ხელს აწერს, რომ ქვეყანამ ევროკავშირის წევრობის სტატუსი მიიღოს, ხოლო მეორე ხელით ამის საწინააღმდეგოს აკეთებს. რატომ არ აქვს „ქართულ ოცნებას“ მხარდაჭერა სტრასბურგსა…

მეტი...

„ევროპის სახალხო პარტიის ტრიბუნიდან პირდაპირ დასცინეს მართლმსაჯულების იდეას, მოკლულ გირგვლიანს, მის ოჯახს”- შალვა პაპუაშვილი

 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი „ევროპის სახალხო პარტიის“ მიერ მაგართული კონგრესის შესახებ საუბრობს. მისი თქმით, „ევროპის სახალხო პარტიის“ მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ დასცინეს ქართულ მართლმსაჯულებას. „ევროპის სახალხო პარტიის კონგრესზე ცარიელ სკამს და სახელსა და გვარს რაც შეეხება, რა თქმა უნდა, ეს ძალიან მძიმე სურათი იყო. ჩვენ გუშინ ვიხილეთ, რომ „ევროპის სახალხო პარტიის“ მაღალი ტრიბუნიდან პირდაპირ დასცინეს მართლმსაჯულების იდეას, მოკლულ გირგვლიანს, მის ოჯახს, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ქართველი ხალხის სურვილს, რომ მართლმსაჯულება აღსრულდეს და დასცინეს ფუნდამენტურ ევროპულ ღირებულებას – კანონის უზენაესობას. პატრონაჟი და პროექცია, რასაც ჩვენ ვხედავთ „ევროპის სახალხო პარტიის“ მხრიდან მიხეილ სააკაშვილის…

მეტი...

თბილისის საქალაქო სასამართლო გურამ და დავით კაკულიებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

თბილისის საქალაქო სასამართლო დაკავებულ ძმებ, გურამ და დავით კაკულიებისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებასთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც საქალაქო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, თბილისის საქალაქო სასამართლოს საგამოძიებო და წინასასამართლო სხდომის კოლეგიამ განიხილა ბრალდების მხარის შუამდგომლობა, ბრალდებულების დ.კ.-ს და გ.კ.-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების თაობაზე. „დ.კ.-ს და გ.კ.-ს ბრალად ედებათ განზრახ მკვლელობის მცდელობა, ისეთი საშუალებით, რომელიც განზრახ უქმნის საფრთხეს სხვათა სიცოცხლეს და ჯანმრთელობას, ჩადენილი ჯგუფურად; ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვა და ტარება, ჩადენილი ჯგუფურად და საქართველოს საზღვრის უკანონო გადაკვეთა. საქმის მასალების თანახმად, 2022 წლის 27 მაისს, თბილისში,…

მეტი...

,,პოლიტიკური ლიდერები არ ქილიკობენ საპატიმრო დაწესებულებებში მოთავსებულ ადამიანზე”- დავით უსუფაშვილი

პარტია „ლელო საქართველოსთვის“ წევრის დავით უსუფაშვილის განცხადებით, ევროპაში არსებული პოლიტიკური ჯგუფები კრიტიკულად არიან განწყობილნი საქართველოში მიმდინარე პროცესების გამო. უსუფაშვილის თქმით, პატიმრობაში მყოფ მიხეილ სააკაშვილზე ქილიკი სწორი არ არის. ,,პრობლემები თვალსაჩინოა. “ქართულმა ოცნებამ“ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის პატიმრობა, მისი პირობები და მისდამი დამოკიდებულება გამხდარიყო ახალი თემა მსოფლიო დემოკრატიულ წრეებში. ასე პრეზიდენტებს და პოლიტიკოსებს არ ექცევიან, ადამიანებს არ ეპყრობიან, ასე პოლიტიკური ლიდერები არ ქილიკობენ საპატიმრო დაწესებულებებში მოთავსებულ ადამიანზე. ასეთ აგდებულ და ცინიკურ დამოკიდებულებას ცივილიზებული მსოფლიო აღარ ავლენს სუპერ მოძალადე დამნაშავეების მიმართაც კი. ამ ყველაფერმა გააჩინა პრობლემები და ბევრ რამეს ახლა…

მეტი...

,,პარლამენტის დატოვებაზე საუბარი იმ პირობებში, როცა არაფერზე უარს არ ამბობენ, არც ერთ პრივილეგიაზე მგონი, უხერხულია”- ლევან იოსელიანი

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი, ლევან იოსელიანი ნონა მამულაშვილის განცხადებას ეხმაურება, რომელიც ოპოზიციას პარლამენტის დატოვებისკენ მოუწოდებს. იოსელიანის განცხადებით, იმისთვის, რომ ქვეყანა განვითარდეს, ოპოზიცია პარლამენტში უნდა დარჩეს. „ბერკეტები, რომელიც პარლამენტში არსებობს, ამისთვის უნდა გამოიყენო. ვინმეს თუ ეს არ უნდოდა, მაშინ არც უნდა შემოსულიყო. ყოველ ჯერზე პარლამენტის დატოვებაზე საუბარი იმ პირობებში, როცა არაფერზე უარს არ ამბობენ, არც ერთ პრივილეგიაზე, არც ერთ სერვისზე, მგონი, უხერხულია. ნონა მამულაშვილისგან პარლამენტის დატოვებაზე ბევრჯერ მსმენია და ერთხელ დავიჯერე კიდეც, მაგრამ რომ მოვედი, პარლამენტში დამხვდა და ამ თემას სერიოზულად არც განვიხილავ“, – აღნიშნა ლევან იოსელიანმა.    

მეტი...

ძმებ დავით და გურამ კაკულიებს პატიმრობა შეეფარდათ

ძმებ დავით და გურამ კაკულიებს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. კაკულიებს ბრალად ედებათ 27 მაისს არაყიშვილის ქუჩაზე განზრახ მკვლელობის მცდელობა. ბრალდების მხარის განცხადებით, 27 მაისს 16:30 საათზე კაკულიებმა სერგო ქურთიაშვილს მიაყენეს რამდენიმე ცეცხლნასროლი დაზიანება, გიორგი კაჭკაჭაშვილი კი დაიჭრა, კერძოდ, მაღაზიაში შევარდა მათ მიერ ნასროლი ტყვია. არსებული ცნობით, კაკულიებმა შეიძინეს იარაღი გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, რომელსაც ნაქირავებ ბინაში ინახავდნენ გორგასლის ქუჩაზე.  ამასთან კაკულიებმა  სახელმწიფო საზღვარი 2021 წლის ივლისიდან 2022 წლის 26 მაისამდე პერიოდში უკანონოდ გადაკვეთეს. წარდგენილი ბრალდებები 13-დან 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. თავად კაკულიები  თავს დამნაშავედ არ ცნობენ.  

მეტი...

თბილისის მერია ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტზე განცხადებას ავრცელებს

თბილისის მერია, თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის გარდაცვალების ფაქტს  ეხმაურება და განცხადებას ავრცელებს. ,,ღრმა მწუხარებას გამოვთქვამთ თბილისის მერის მოადგილის, ილია ელოშვილის მოულოდნელი გარდაცვალების გამო.ვუსამძიმრებთ მის ოჯახს, ახლობლებს, თბილისის მუნიციპალიტეტს. ილია ელოშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია თბილისის მერიისთვის, ჩვენი ქალაქისთვის”,- ნათქვამია განცხადებაში.

მეტი...

,,ქართული მხარე მართავს კონსულტაციებს, რათა მადრიდის სამიტის დასკვნით დოკუმენტში საქართველოს ნატოში გაწევრიანების საკითხი ადეკვატურად იქნეს ასახული”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა პარლამენტს სამთავრობო პროგრამის შესრულების შესახებ მოხსენება წარუდგინა. დოკუმენტში აღნიშნულია, რომ საქართველო აგრძელდებს თანმიმდევრულ სვლას ევროკავშირში ინტეგრაციისაკენ, რაც გამოიხატება რეფორმების გატარებაში ასოცირების შეთანხმებით აღებული ვალდებულებების შესაბამისად. მოხსენებაში საუბარია ნატო-სთან თანამშრომლობის შესახებაც და აღნიშნულია, რომ აქტიურად ვითარდება ნატო-საქართველოს თანამშრომლობა პრაქტიკული მექანიზმების გათვალისწინებით. „ალიანსმა შეიმუშავა 2021 წლის წლიური ეროვნული პროგრამის განხორციელების შეფასების დოკუმენტი, რომელიც დადებითად აფასებს საქართველოში სხვადასხვა სფეროში განხორციელებულ რეფორმებსა და მნიშვნელოვან პროგრესს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე. 2022 წლის აპრილში კი შემუშავდა საქართველოს 2022 წლის რიგით მე-14 წლიური ეროვნული პროგრამის სამუშაო ვერსია და გაიგზავნა ნატოს შტაბ-ბინაში. მიმდინარეობდა ნაყოფიერი მუშაობა…

მეტი...

,,ნონა მამულაშვილი ამბობს პარლამენტიდან წასვლა მინდაო, ვეუბნები, წადი”- დავით უსუფაშვილი

„ლელოს“ წევრის დავით უსუფაშვილი ნონა მამულაშვილის განცხადებას პასუხობს. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა ნონა მამულაშვილმა აღნიშნა, რომ ოპოზიციამ პარლამენტი უნდა დატოვოს. დავით უსუფაშვილი აღნიშნავს, რომ ნონა მამულაშვილს თუ სურვილი აქვს, შეუძლია  პარლამენტი დატოვოს. „თუ არ უნდა, დატოვოს პარლამენტი, რა პრობლემაა? ანუ, რას ამბობს, ვერ ვივარგე პარლამენტში და ამიტომ წავიდეო? – წავიდეს. ანუ, პარლამენტში სუსტი ვარ და უნდა წავიდეო? – წავიდეს. სხვა რა ვთქვა? მისგან ამ თემის წამოწევა რატომ ხდება, მართლა არ ვიცი. ასეთი განცხადებები „ლელოს“ არ ასუსტებს, თავისმა პარტიამ თავად გასცეს პასუხი. აგერ ვდგავარ მე, მამულაშვილი ამბობს წასვლა მინდა და ვეუბნები – წადი-თქო. აქ ჩემს…

მეტი...

მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ტურიზმის რეიტინგში საქართველო 44-ე ადგილზეა

მსოფლიო ეკონომიკურმა ფორუმმა (WEF) გამოაქვეყნა ანგარიში, სახელწოდებით „მოგზაურობისა და ტურიზმის განვითარების ინდექსი 2021“ (Travel & Tourism Development Index 2021). ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ინფორმაციით, რეიტინგში სხვადასხვა ქვეყანაში ტურიზმის განვითარების ტემპებია შეფასებული. საქართველო რეიტინგში მსოფლიო საუკეთესო 50-ეულში პირველად მოხვდა. „ანგარიშში წარმოდგენილია 117 ქვეყნის რეიტინგი, სადაც საქართველო 44-ე ადგილს იკავებს. 2019 წლის რეიტინგში Travel & Tourism Competitiveness index საქართველოს 68-ე ადგილი ეკავა. აღნიშნული შედეგით, საქართველო საუკეთესოა თავის სამეზობლოში, უსწრებს სომხეთს, აზერბაიჯანსა და თურქეთს. საქართველო აგრეთვე უსწრებს ევროკავშირის მთელ რიგ წევრ ქვეყნებს, მათ შორის ხორვატიას. საქართველო მოწინავეა ისრაელის, ბრაზილიის, ეგვიპტისა და სხვა გლობალური ტურიზმის…

მეტი...