,,აქტიურად ვმუშაობთ საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებასა და პოლიციელებისთვის ევროპული სტანდარტის სამუშაო პირობების შექმნაზე”- ვახტანგ გომელაური

,,პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიციელებისთვის ევროპული სტანდარტის სამუშაო პირობების შექმნაზე,” – ამის შესახებ შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვახტანგ გომელაურმა, პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე, სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. მინისტრის თქმით, აქტიური მუშაობა გრძელდება სამინისტროს თითოეული თანამშრომლისთვის ღირსეული სოციალური გარანტიების უზრუნველყოფაზე. „რა თქმა უნდა, თავის მხრივ, თითოეულ ხელმძღვანელ პირს, სახელმწიფოს მეთაურს, კარგად ესმით, რა მნიშვნელობა აქვს პოლიციელთათვის ღირსეული სამუშაო პირობების უზრუნველყოფას. პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, მთავრობასთან ერთად, აქტიურად ვმუშაობთ საპოლიციო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებაზე და, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, პოლიციელებისთვის ევროპული სტანდარტის სამუშაო პირობების შექმნაზე. ასევე, აქტიურ მუშაობას განვაგრძობთ…

მეტი...

,,ჩვენი ქვეყნის ყველა პოლიციელს მადლობა ქვეყანაში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის”- ვახტანგ გომელაური

შინაგან საქმეთა სამინისტრო პოლიციელის დღეს აღნიშნავს. ამ დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებაზე შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელებს მათი დღე მიულოცა და ერთგული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. „პოლიციელებო, მინდა, საქართველოს ერთგული სამსახურისთვის ყველას დიდი მადლობა გითხრათ. ჩემთვის ძალიან დიდი პასუხისმგებლობა და პატივია, რომ კიდევ ერთხელ, თქვენთან ერთად აღვნიშნავ პოლიციელის  დღეს. თითოეულ აქ მყოფ პოლიციელს და ჩვენი ქვეყნის ყველა პოლიციელს მადლობა ქვეყანაში წესრიგისა და უსაფრთხოების დაცვისთვის. მადლობას გიხდით ღირსეული, მაღალპროფესიული და თავდაუზოგავი შრომისთვის“, – განაცხადა ვახტანგ გომელაურმა სიტყვით გამოსვლისას. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, ღონისძიებაზე მხოლოდ რამდენიმე ასეული პოლიციელია წარმოდგენილი, ხოლო მათი ათასობით კოლეგა ამ წუთებშიც…

მეტი...

,,არსებობს გარკვეული რისკი, რომ ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში დაიწყოს შემთხვევების მატება”- ბიძინა კულუმბეგოვი „მედიაცენტრ მთავარში“

,,არსებობს გარკვეული რისკი, რომ ზაფხულის ბოლოს და შემოდგომის დასაწყისში დაიწყოს შემთხვევების მატება”,- ამის შესახებ, ალერგოლოგმა , იმუნიზაციის ეროვნული საბჭოს წევრმა  ბიძინა კულუმბეგოვმა „მედიაცენტრ მთავარში“ განაცხადა. მისი თქმით, პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით, საბოლოო გადაწყვეტილებას ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია იღებს, თუმცა მეცნიერული და ეპიდემიოლოგიური საფუძვლებიდან გამომდინარე აღნიშნული ვერდიქტი ვერ იქნება ჯერჯერობით მიღებული. ,,ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია არის ის უწყება, რომელმა უნდა თქვას საბოლოო ვერდიქტი პანდემიის დასრულებასთან დაკავშირებით. ისინი ამ გადაწყვეტილების მიღებას არ ჩქარობენ და ამას აქვს მეცნიერული და ეპიდემიოლოგიური საფუძვლები. დღეს მსოფლიოში კორონავირუსის ყოველდღიური რიცხვების გენერირება,  არ არის იმ დონზე მიღწეული, რომ პანდემიის დასრულების შესაძლებლობას…

მეტი...

თუ საქართველო მკლავჭიდის ჩემპიონატს რუსეთთან ერთად ჩაატარებს, პუტინი სრულ დაფინანსებას საკუთარ თავზე იღებს

„მკლავჭიდის ეროვნული ფედერაციის“ პრეზიდენტი ადასტურებს ინფორმაციას, რომ რუსეთისგან წინადადება მიიღო. საუბარია სანქციების გვერდის ავლით,  ჩემპიონატის მესამე ქვეყანაში ჩატარებაზე. საჭირო თანხას კი მთლიანად რუსეთი დაფარავს. როგორც სოსო ჯაჟვლიანმა „მედიაცენტრ მთავართან“ გამართულ სპეციალურ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მას რუსული მხარე დაუკავშირდა. „დამიკავშირდა რუსეთის მკლავჭიდის ფედერაციის ხელმძღვანელი და შემომთავაზა საქართველოს დისკვალიფიცირებულმა სპორტსმენებმა (სამინისტროს ბრალით) და უკრაინაში მიმდინარე ომის გამო დისკვალიფიცირებულმა რუსეთისა და ბელორუსიის ნაკრებებმა სევასტოპოლში ერთად ჩავატაროთ ტურნირი მკლავჭიდში. რუსეთის მკლავჭიდის ფედერაციის ხელმძღვანელის თქმით, ტურნირი სრულად დაფინანსდება მათ მიერ და გამარჯვებულები მნიშვნელოვან ფინანსურ პრემიებსაც მიიღებენ. ცხადია, საქართველოს მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია გამორიცხავს, მსგავს ტურნირში მონაწილეობას. ამავე…

მეტი...

,,მივესალმები რუსული ნავთობის აკრძალვაზე ევროკავშირის ლიდერების შეთანხმებას”- ჯოზეფ ბორელი

ევროკავშირის ლიდერები რუსული ნავთობის იმპორტზე ემბარგოს დაწესებაზე  შეთანხმდნენ. სანქციების ახალი პაკეტი ნავთობის იმპორტის ორ მესამედზე მეტის აკრძალვას ითვალისწინებს. აკრძალვა არ შეეხება მილსადენებით იმპორტირებულ რუსულ ნავთობს. აღნიშნულ გადაწყვეტილებას ოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმიანება  საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი. „მივესალმები ევროკავშირის ლიდერების გადაწყვეტილებას რუსული ნავთობის აკრძალვის შესახებ. გარდამტეხი მნიშვნელობის გადაწყვეტილება პუტინის ომის მანქანის მწყობრიდან გამოსაყვანად. ჩვენი ერთიანობა ჩვენი სიძლიერეა“- წერს ჯოზეფ ბორელი „ტვიტერზე“.

მეტი...

ყირიმ-კონგოს ცხელებით 63 წლის მამაკაცი გარდაიცვალა

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ შოლავერში 63 წლის კაცი ყირიმ-კონგოს ჰემორაგიული ცხელებით გარდაიცვალა. გავრცელებული ცნობით, 63 წლის კაცი თავდაპირველად ადიგენის, შემდეგ კი თბილისის კლინიკაში გადაიყვანეს. „ჩვენთან შეტყობინება შემოვიდა 25 მაისს. ეპიდკვლევებით აღმოჩნდა, რომ ეს პიროვნება 19 მაისს შევიდა ადიგენის “ევექსის” კლინიკაში და მას უფიქსირდებოდა მწვავე გულ-ფილტვის უკმარისობა, მეორე დღეს კატასტროფის ჯგუფმა გადაიყვანა თბილისში. იქ კონკრეტულად რა მოხდა ჩვენ არ ვიცით, მაგრამ ოჯახს ვესაუბრეთ და გადმოცემით ვიცით, რომ 26-ში დაეწყო სისხლდენა, მათ მიტანეს ეჭვი ყირიმ-კონგოზე. დადასტურებიდან ორ დღეში დაიღუპა“,- აცხადებს ექიმი.

მეტი...

,,ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანამდე”- მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინა არ დათანხმდება „მინსკ 3-ს. მისი თქმით, უკრაინა ვერ ისაუბრებს ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანამდე. მიხაილ პოდოლიაკის ცნობით, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი იწყებს საუბარს იმაზე, რომ უკრაინამ უნდა შეწყვიტოს ბრძოლა და რუსეთთან გარკვეული სამშვიდობო შეთანხმებას მიაღწიოს. „ჩვენ ვერ წავალთ ახალ „მინსკ-3“-ზე, ეს ცხადია. რადგან ეს არის გადადებული ომის ბილეთი. ჩვენ ვერ ვისაუბრებთ ცეცხლის შეწყვეტაზე უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარების გაყვანამდე. ეს ხომ გასაგებია, რომ ისინი გამაგრდებიან, დაიწყებენ თავიანთი გაძლიერებული ხაზების შექმნას და ჩვენ ძალიან გაგვიჭირდება მათი უკრაინის ტერიტორიიდან განდევნა. ჩვენ ვერ დავთანხმდებით…

მეტი...

შსს-მ არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა

პოლიციამ არასრულწლოვნის განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. “შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვნების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით, 2006 წელს დაბადებული გ.გ. თბილისში დააკავეს. გამოძიებით დადგინდა რომ, გ.გ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, ცივი იარაღით, ჭრილობები მიაყენა 2006 წელს დაბადებულ ლ.ა.- ს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი პირი მომხდარიდან რამდენიმე საათში, ცხელ კვალზე დააკავა. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის, 19-109-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა” ქვეპუნქტით მიმდინარეობს,”- აღნიშნულია უწყების მიერ გავრცელებულ…

მეტი...

,,ახლა არ არის შესაძლო დამნაშავის ძიების დრო, ახლა ხანგრძლივი თამაშისთვის მზადების დროა”- კარლ ჰარცელი

,,ახლა არ არის შესაძლო დამნაშავის ძიების დრო, ახლა ხანგრძლივი თამაშისთვის მზადების დროა”,- ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა განაცხადა. ელჩი კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით ვარაუდების გამოთქმას ერიდება და აღნიშნავს, რომ ახლა საქართველო სტატუსის მისაღებად, მუშაობას უნდა შეუდგეს. ,,მე მოვერიდები საკუთარი ვარაუდების გამოთქმას  იმასთან დაკავშირებით, თუ როგორი იქნება კომისიის საბოლოო შეფასება, ან როგორი იქნება წევრი სახელმწიფოების გადაწყვეტილება საქართველოსთან მიმართებით. თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმისა, თუ როგორი იქნება შედეგი – მოსალოდნელზე ნაკლები, მოსალოდნელზე მეტი, კონკრეტული პირობებით თუ მათ გარეშე – დასკვნა, რომელიც ნებისმიერ შემთხვევაში უნდა გამოვიტანოთ, არის ის, რომ ახლა…

მეტი...

ევროპული საბჭო უკრაინას 9 მილიარდ ევროს გამოუყოფს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის ცნობით,  საბჭო მზადაა, უკრაინას დამატებით 9 მილიარდი ევრო გამოუყოს. ,,ევროპული საბჭო გააგრძელებს უკრაინის დახმარებას, “დიდ შვიდეულთან“ ერთად. “ევროპული საბჭო მზადაა, უკრაინას 9 მილიარდი ევრო გამოუყოს. ძლიერი და კონკრეტული მხარდაჭერა უკრაინის რეკონსტრუქციაში”, – წერს შარლ მიშელი „ტვიტერში“.  

მეტი...

საქართველოში „მაიმუნის ყვავილის“ ამომცნობი სპეციალური PCR ტესტი შემოვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ცნობით, „მაიმუნის ყვავილის“ ვირუსის სადიაგნოსტიკოდ საქართველოში სპეციალური PCR ტესტი შემოვა, ­რომელიც ვირუსის ამოცნობას 2 საათში შეძლებს. გამყრელიძის განმარტებით, PCR ტესტები ქვეყანაში, სავარაუდოდ მომავალი კვირიდან შემოვა.

მეტი...

დაჭრილი 15 წლის მოზარდი ამ დრომდე მართვით სუნთქვაზე რჩება

არასრულწლოვნებს შორის მომხდარი სისხლიანი გარჩევის შედეგად დაჭრილი 15 წლის მოზარდი, ამ დრომდე კლინიკაში, რეანიმაციულ განყოფილებაში, მართვით სუნთქვაზე რჩება. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა საყურადღებოა, თუმცა სტაბილური. მოზარდს  ცივი იარაღით, რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის გულმკერდისა და მუცლის არეში. დაზიანებების სიმძიმის გამო, მოსწავლეს ოპერაცია ჩაუტარდა. ცნობისთვის, სკოლის მოსწავლეებს შორის ჩხუბი, გუშინ სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, ავტოფარეხში მოხდა. დაპირისპირებაში 20 – მდე არასრულწლოვანი მონაწილებდა, ერთი მოზარდი კი დაიჭრა.

მეტი...

,,რუსული “სპეცოპერაცია” ჩვენ უკვე დავამარცხეთ, ომში გამარჯვება კი ჯერ წინ არის”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, უკრაინის ომში გამარჯვებას სულ მცირე რამდენიმე თვე დასჭირდება.  არესტოვიჩის ცნობით, უკრაინამ დაამარცხა რუსული ,,სპეცოპერაცია”, თუმცა ომში გამარჯვება წინ არის. ,,მინდა, გაიგოთ ძალიან მნიშვნელოვანი რამ, რუსული “სპეცოპერაცია” ჩვენ უკვე დავამარცხეთ, ომში გამარჯვება კი ჯერ წინ არის. ის ხანგრძლივი იქნება, მინიმუმ რამდენიმე თვე. საქმე აღარ ეხება, ვინ უფრო მეტ თვითმფრინავს ჩამოაგდებს ან ვინ გაანადგურებს საჰაერო დესანტს. საქმე ეხება, ვინ გაიმარჯვებს დიპლომატიურ მოედნებზე, სასანქციო მოედნებზე, ვინ გაიმარჯვებს საინფორმაციო დაპირისპირებაში და ა.შ. რუსული შესაძლებლობები ჯერ კიდევ აღემატება ჩვენსას ფინანსური თვალსაზრისით და ასე შემდეგ”, – აცხადებს არესტოვიჩი.

მეტი...

ოკუპირებულ ცხინვალში რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „რეფერენდუმის“ დანიშვნის პროცესი შეჩერდა

ოკუპირებული ცხინვალის დე ფაქტო პრეზიდენტის, ალან გაგლოევის ბრძანებით, რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „რეფერენდუმის“ დანიშვნის პროცესი შეჩერდა.  გაგლოევმა შესაბამის განკარგულებას უკვე მოაწერა ხელი. „განკარგულების“ მიხედვით, ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. პრეზიდენტი სრულად უჭერს მხარს „სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკისა და რუსეთის ფედერაციის მომდევნო ინტეგრაციის ინიციატივას“, თუმცა გასცემს „განკარგულებას“, დაუყოვნებლივ გაიმართოს კონსულტაციები მოსკოვთან მომდევნო ინტეგრაციის პროცესთან დაკავშირებული საკითხების მთელი კომპლექსის შესახებ. განკარგულებაში გაგლოევი აღნიშნავს, რომ დაუშვებელია ცალმხრივი გადაწყვეტა პრობლემების, რომლებიც ეხება რუსეთის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს. ​რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ ე.წ. რეფერენდუმი ოკუპირებულ ცხინვალში 17 ივლისს იყო დანიშნული.

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი იერუსალიმის პატრიარქმა ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენითა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა

იერუსალიმის პატრიარქმა თეოფილოს III-მ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენითა და მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებული ჯვრით დააჯილდოვა. იერუსალიმის პატრიარქმა საქართველოს მთავრობის მეთაურს, დელეგაციასთან ერთად, საპატრიარქოში უმასპინძლა. „წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქი თეოფილე III ვანიჭებ ქრისტეს ყოვლადწმინდა საფლავის რაინდის ორდენს და ჩვენი მაცხოვრის ძელიცხოველის გამშვენებულ ჯვარს საქართველოს პრემიერ-მინისტრს, მის აღმატებულება ირაკლი ღარიბაშვილს, როგორც მაცხოვრის ყოვლადწმინდა საფლავის საძმოს მეგობარსა და ქრისტეს აღდგომის ტაძრის მცველს“, – აღნიშნულია წმინდა ქალაქ იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქის თეოფილე მესამის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში, რომელიც დაჯილდოების ცერემონიაზე იერუსალიმის საპატრიარქოს მდივანმა, მთავარეპისკოპოსმა არისტარხოსმა წაიკითხა. იერუსალიმის…

მეტი...

,,ჩვენ ეტაპობრივად ვათავისუფლებთ ჩვენს მიწას და ვუახლოვდებით იმ წერტილს, როდესაც რუსეთს იარაღის დაყრა მოუწევს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ზელენსკის თქმით, ოკუპანტებმა, უკრაინაში უკვე ნახევარი მილიონი ტონა მარცვლეული მოიპარეს და ახლა ეძებენ გზებს მის გასაყიდად. ამასთან, უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთის მიერ შავ ზღვაში უკრაინული პორტების ბლოკირების გამო, უკრაინა ექსპორტზე ვერ აგზავნის 22 მილიონ ტონა მარცვლეულს, რაც გლობალურ კრიზისს იწვევს. ვიდეომიმართვაში ზელენსკიმ კიდევ ერთხელ მოუწოდა ევროკავშირს, დააწესოს ემბარგო რუსულ ნავთობზე და გაზარდონ ზეწოლა აგრესორ ქვეყანაზე. ,,ვითარება დონბასში უკიდურესად მძიმეა. რუსეთის არმია კვლავ ცდილობს, რომ გარკვეულ რეგიონებში ძალები შეკრიბოს და ჩვენს დამცველებზე უფრო მეტი ზეწოლა მოახდინოს. ოკუპანტების მთავარ სამიზნედ რჩება სევეროდონეცკი, ლისიჩანსკი, ბახმუტი, ავდიივკა, კურახოვე,…

მეტი...

,,თავისუფლება არასდროს ყოფილა უფასო”- ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ რუსეთი აწარმოებს აგრესიულ ომს თავისუფლების, დემოკრატიის და უკრაინის  იდენტობის გასანადგურებლად. მისივე თქმით, თავისუფლება უფასო არასდროს ყოფილა და უკრაინელები ღირსეულად იბრძვიან მის შესანარჩუნებლად. ,,ახლა, როდესაც რუსეთი აწარმოებს მორიგ აგრესიულ ომს თავისუფლების, დემოკრატიის, მეზობელი უკრაინის კულტურის და იდენტობის გასანადგურებლად, ჩვენ ცხადად ვხედავთ ყველაფერს, რაც დევს სასწორზე. თავისუფლება არასდროს ყოფილა უფასო, დემოკრატიებს ყოველთვის სჭირდებათ ჩემპიონები. დღეს დემოკრატიისთვის და თავისუფლებისთვის მრავალწლიან ბრძოლაში უკრაინა და მისი ხალხი მოწინავე ხაზზე არიან და იბრძვიან თავიანთი ქვეყნის გადასარჩენად, თუმცა, მათი ბრძოლა არის უფრო დიდი ბრძოლის ნაწილი, რომელიც ყველა…

მეტი...

ევროპული საბჭო საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის განაცხადს  კანდიდატობასთან დაკავშირებით, ივნისში მიუბრუნდება   

ევროპულმა საბჭომ, სხდომის შემდეგ დასკვნითი განცხადება გამოაქვეყნა, სადაც საუბარია უკრაინის, მოლდოვისა და საქართველოს ევროკავშირში წევრობის განცხადებაზე. როგორც საბჭოს ერთობლივ გზავნილშია ნათქვამი, ამ საკითხს ივნისის შეხვედრაზე განიხილავენ. „ევროპული საბჭო გმობს უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის ომს. მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ შეწყვიტოს თავისი განურჩეველი თავდასხმა მოქალაქეებზე და სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე, დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაიყვანოს ყველა თავისი სამხედრო დანაყოფი და აღჭურვილობა უკრაინის მთელი ტერიტორიიდან საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკე, გამოწვეული ტანჯვა და ნგრევა აღუწერელია. ევროპული საბჭო მოუწოდებს რუსეთს, დაუყოვნებლივ დაუშვას ჰუმანიტარული წვდომა და უსაფრთხო გასასვლელი ყველა მოქალაქისთვის. ევროპული საბჭო ელოდება, რომ სრულად დაცული იქნება ჰუმანიტარული სამართალი, მათ შორის სამხედრო…

მეტი...

ევროპული საბჭო ყველა ქვეყანას მოუწოდებს, ევროკავშირის სანქციებს შეუერთდეს

ევროპული საბჭოს სხდომაზე, რომელიც გუშინ შეიკრიბა, უკრაინასთან დაკავშირებით რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღეს. ერთ-ერთი საკითხი, რაზეც ლიდერებმა იმსჯელეს, რუსეთის მიმართ სანქციების გაძლიერებაა. ევროპული საბჭო მზადაა, გააძლიეროს რუსეთსა და ბელარუსზე ზეწოლა, რომ უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ომის შეაჩეროს. ასევე, ევროპული საბჭო ყველა ქვეყანას მიმართავს, სანქციებს მიუერთდეს. „სანქციების გვერდის ავლის ან რუსეთის სხვა საშუალებებით დახმარების ნებისმიერი მცდელობა უნდა იქნას აღკვეთილი“, – აღნიშნულია საბჭოს განცხადებაში.

მეტი...

რუსეთის უმსხვილესი ბანკის, „სბერბანკის“ SWIFT-ის სისტემიდან გათიშავენ

ევროკავშირის ლიდერები, რუსული ნავთობის  ემბარგოსთან ერთად, მეორე უმნიშვნელოვანეს საკითხზეც შეთანხმდნენ. საუბარია  რუსეთის უმსხვილესი ბანკის, „სბერბანკის“ SWIFT-ის სისტემიდან გათიშვაზე, რომელიც ამ დრომდე ღია იყო. „ვიცით, რომ დაგვჭირდა რამდენიმე კვირა, ვიდრე ამ გადაწყვეტილების მივიღებდით. დღეს ჩვენ გავაგზავნეთ ძალიან ძლიერი სიგნალი, რადგან ბოლო საათებში და ბოლო დღეებში იყო სპეკულაციები ევროკავშირის ერთიანობის ნაკლებობის საფრთხის შესახებ. ვფიქრობ, როგორც არასდროს, ახლა მნიშვნელოვანია, ვაჩვენოთ, რომ შეგვიძლია, ვიყოთ ძლიერები, რათა დავიცვათ ჩვენი ღირებულებები და ჩვენი ინტერესები“, – აცხადებს შარლ მიშელი. ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმდნენ

მეტი...

ევროკავშირის ლიდერები რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეექვსე პაკეტზე შეთანხმდნენ

კომპრომისი მიღწეულია. ევროკავშირის ლიდერები, რომლებიც გუშინ ერთ-ერთ მთავარს საკითხს, უკრაინა-რუსეთის ომს განიხილავდნენ, შეთანხმდნენ, რომ რუსული ნავთობის ორ მესამედს ემბარგო შეეხება. რუსულ ნავთობზე ემბარგოს დაწესება ბრიუსელში დამტკიცებული სანქციების მეექვსე პაკეტის ნაწილია. „ეს მოიცავს რუსეთიდან ნავთობის იმპორტის ორ მესამედზე მეტს, რაც წყვეტს მისი ომის მანქანის დაფინანსების უზარმაზარ წყაროს,“- ასეთია ევროპული საბჭოს პრეზიდენტის  შარლ მიშელის გზავნილი. შეთანხმება კომპრომისულია და თავდაპირველად აკრძალვა არ შეეხება მილსადენებით იმპორტირებულ რუსულ ნავთობს. ემბარგო რუსული ნავთობის 75%-ს შეეხება. ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ აკრძალვა წლის ბოლომდე, ფაქტობრივად, შეამცირებს რუსეთიდან ევროკავშირში იმპორტირებული ნავთობის დაახლოებით 90%-ს, რადგან გერმანია და…

მეტი...

სკანდალი – რუსეთი საქართველოს ბელორუსიის ნაკრებთან ერთად, ჩემპიონატის სევასტოპოლში ჩატარებას სთავაზობს

„მედიაცენტრი მთავარის“  ინფორმაციით, სანქციებში მოქცეული რუსეთის მკლავჭიდის ფედერაცია საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციას ჩემპიონატის სანქციების გვერდის ავლით ჩატარებას სთავაზობს. საუბარია იმაზე, რომ მკლავჭიდის ჩემპიონატი სამი ქვეყნის მონაწილეობით სევასტოპოლში ჩატარდეს. აღნიშნულის მიზეზი კი ის არის, რომ როგორც საქართველოს, ისე რუსეთის ნაკრები დისკვალიფიცირებულია და მათ ჩემპიონატში მონაწილეობის უფლება რ გააჩნიათ. რუსული მხარე ქართულ მხარეს ტურნირის სრულად დაფინანსებას სთავაზობს.   უფრო მეტიც, თუ ტურნირში ქართველო მკლავჭიდელები გაიმარჯვებენ, ფინანსურ პრემიასაც რუსეთი გაიღებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით, „მედიაცენტრ მთავარში“ საქართველოს მკლავჭიდის ფედერაციის ხელმძღვანელი ისაუბრებს. (ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება აუცილებელია)

მეტი...