„ეს ადამიანი მალე აღარ იქნება და მერე კვლევებს რა აზრი აქვს“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

გიული ალასანიამ კლინიკაში საკუთარი შვილი, მიხეილ სააკაშილი მოინახულა. როგორც კლინიკიდან გამოსულმა ალასანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მისი მდგომარეობა ისევ რთულია და სასწრაფოდ უცხოეთში გადაყვანა სჭირდება. „მირჩევნია, რომ დროზე გაიყვანონ საზღვარგარეთ, ეს ადამიანი მერე აღარ იქნება და შემდეგ ამ კვლევას ან სხვა რამეს, რა აზრი აქვს? ფაქტია, რომ კარგად არ არის, ძალიან სუსტად არის. მე პირადად ველოდები და თვითონაც ელოდება კლინიკაში კომისიის შესვლას. ამ კომისიაზეა დამყარებული მთელი იმედი, რომ ისინი დადებენ ობიექტურ სურათს, ობიექტური დიაგნოზით.  ფაქტია, რომ კარგად არ არის, ძალიან სუსტად არის“,- აღნიშნა გიული ალასანიამ.  

მეტი...

საფრანგეთი და გერმანია რუსეთს „აზოვსტალის“ მცველების გათავისუფლებას სთხოვენ

ფრანგული მხარე ადასტურებს, რომ გერმანიასთან ერთად პუტინთან ჰქონდათ კომუნიკაცია და „აზოვსტალიდან“ გაყვანილი მებრძოლების დაბრუნება სთხოვეს. საფრანგეთის პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით,  პუტინთან სატელეფონო საუბრისას ემანუელ მაკრონმა და კანცლერმა ოლაფ შოლცმა „აზოვსტალის“ მცველების გათავისუფლება მოითხოვეს. ასევე, მათ პუტინთან საუბრისას დააფიქსირეს პოზიცია, რომ ცეცხლი უნდა შეწყდეს და განახლდეს დიალოგი პრეზიდენტ ზელენსკისთან. „საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა და გერმანიის კანცლერმა მოითხოვეს „აზოვსტალის“ დაახლოებით, 2 500 დამცველის გათავისუფლება, რომლებიც რუსეთის ჯარმა სამხედრო ტყვეებად აიყვანა“,- აცხადებს ფრანგული მხარე.  

მეტი...

მცხეთასთან ავტოავარიას ერთი ადამიანი ემსხვერპლა

მცხეთასთან ავტოავარია მოხდა. მიკროავტობუსი  ჯებირს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა. ერთი ადამიანი გარდაიცვალა, არიან დაშავებულები. ადგილზე სასწრაფო სამედიცინო ეკიპაჟები იმყოფებიან, რომლებსაც დაშავებულები კლინიკაში გადაჰყავთ. ​მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო.  

მეტი...

გერმანიას იარაღთან დაკავშირებით უკრაინის მოთხოვნების შესრულება არ შეუძლია

გერმანიის მხარის განცხადებით, ქვეყანა, იარაღის მოთხოვნასთან დაკავშირებულ ნებისმიერ სურვილს ვერ შეასრულებს. როგორც გერმანიის ვიცე-კანცლერი რობერტ ჰაბეკი აცხადებს, რესურსი უკვე ამოწურულია. „გერმანიას არ შეუძლია უკრაინის ყველა სურვილის დაკმაყოფილება,  რადგან ეს გარკვეულ დაძაბულობას გამოიწვევს. ვფიქრობ, ბრალდება იმის შესახებ, რომ გერმანია ძალიან ცოტას აკეთებს ურაინისთვის, მცდარია. ეს არ შეესაბამება სინამდვილეს. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომლისგანაც ხალხი სამართლიანად ითხოვს ბევრს. ასევე, ბოლო წლებში გერმანია ძალიან არაკრიტიკულად იყო განწყობილი რუსეთის ხელისუფლების მიმართ“, – აცხადებს ჰაბეკი.

მეტი...

„მაიმუნის ყვავილი“ ბიოტერორიზმის საფრთხედ განიხილება

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილი არ გამორიცხავს, რომ „მაიმუნის ყვავილის“ გავრცელებამ პანდემიის სახე მიიღოს. როგორც ინფექციონისტმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ინფექცია ბიოტერორიზმის საფრთხედაც კი განიხილება. „ჯერჯერობით, შემთხვევათა რაოდენობიდან გამომდინარე, პანდემიურ გავრცელებაზე საუბარი ნაადრევია, თუმცა, არ არის გამორიცხული, „მაიმუნის ყვავილმა“ პანდემიის სახეც მიიღოს. პანდემიის საწინააღმდეგო გავრცელების არგუმენტად შეგვიძლია მოვიყვანთ ის, რომ ადვილად არ ვრცელდება და მეორე – არსებობს ნაწილობრივ იმუნური ფენა და ეს მაღალი ასაკის ადამიანები არიან. თუმცა, კიდევ გავიმეორებ, გამორიცხული არ არის რომ პანდემიური ხასიათი მიიღოს. ზოგადად, „ყვავილი“ „მაიმუნის“ ყვავილიც და კიდევ რამდნიმე სხვა ინფექციური აგენტი მიჩნეულია ბიოტერორიზმის შესაძლო საფრთხედ. ამიტომ, ამერიკის შეერთებული…

მეტი...

„პუტინი მშვიდობიან მოლაპარაკებაზე არ წავა“ – აცხადებენ პენტაგონში

პენტაგონი რუსეთს ისევ მიმართავს და მოუწოდებს, უკრაინიდან ჯარები გაიყვანოს. როგორც პენტაგონის პრესსპიკერი აცხადებს, ამ ეტაპისთვის პუტინი უკრაინასთან მშვიდობიან მოლაპარაკებაზე არ წავა. „აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა უკვე განაცხადა, რომ , პუტინს შეუძლია, გააკეთოს სწორი რამ აქ და ახლა – გაიყვანოს ჯარები, დაჯდეს ზელენსკისთან მოლაპარაკებების მაგიდასთან და აწარმოოს კეთილსინდისიერი მოლაპარაკებები, თუმცა, ახლა არ ჩანს ასეთი მოლაპარაკებების იმედი“, – აღნიშნა ჯონ კირბიმ. მისი შეფასებით, პუტინს კონფლიქტის დიპლომატიურად დარეგულირების სურვილი არ გააჩნია. „მან აჩვენა, რომ მზად არის, გააგრძელოს ომი დონბასში. ის აგრძელებს ჯარების გაზრდას, აღჭურვილობის შეყვანას და ახორციელებს ავიადარტყმებს უკრაინის ტერიტორიაზე“, -აცხადებს ჯონ კიბრი.  

მეტი...

„მაიმუნის ყვავილის“ ვაქცინა უკვე არსებობს, გერმანიამ 40 00 დოზა შეუკვეთა

ინფექციონისტ მაია ბუწაშვილის ინფორმაციით, ევროპაში გავრცელებული „მაიმუნის ყვავილის“ ვაქცინა უკვე შექმნილია და მსოფლიოს ქვეყნები მას აქტიურად იმარაგებენ. როგორც ინფექციონისტმა „მედიაცენტრ მთავართან“ განაცხადა, ვაქცინა ერთ-ერთი დაცვის მექანიზმია. „ამ ვირუსთან ეფექტურია „ყვავილის“ ვაქცინაც. ასევე, არსებობს „მაიმუნის ყვავილის“ ვაქცინაც, რომელიც 2019 წელს დარეგისტრირდა. რაც შეეხება ანტივირუსულ მედიკამენტებს, არსებობს დარეგისტრირებული ანტივირუსული მედიკამენტებიც. 18 მაისს დარეგისტრირდა ვენაში გასაკეთებელი ფორმაც იმათთვის, ვისთვისაც ყლაპვა იქნება გართულებული დამძიმებული მდგომარეობის გამო“, – აღნიშნა ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“. კითხვაზე, როგორ უნდა მოემზადოს საქართველო, იმ ფონზე, რომ ვირუსი ევროპაში ვრცელდება, ინფექციონისტმა გვიპასუხა, რომ ვაქცინაზე უნდა ვიფიქროთ. „მზადყოფნა გამოხატული იქნებოდა იმაში, რომ დაგვეწყო…

მეტი...

„ქალაქები განადგურებულია, ზღვა ბლოკირებულია, ჩვენ კი თავისუფლები ვრჩებით”, – პრეზიდენტი ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა სტენფორდის უნივერსიტეტში გამოსვლისას ამერიკა-უკრაინის ურთიერთობასა და რუსეთ უკრაინის ომზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყველაფრის მიუხედავად, უკრაინა თავისუფალია. როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, ომის დასრულების შემდეგ, უკრაინის აღდგენა სწრაფად უნდა მოხდეს და ამ პროცესში ჩართვა სტუდენტებსაც შეუძლიათ. „ამ ომის შემდეგ, რაღაც შეიცვლება თქვენ. ამერიკელ ხალხსა და ჩვენს ურთიერთობაში ის უკვე იცვლება, ჩვენ უფრო დავახლოვდით. ზუსტად ვიცით, რომ ჩვენ ერთსა და იმავეს ვგულისხმობთ, როდესაც სიტყვა “თავისუფლებას” ვამბობთ. რამდენის გაკეთება შეგვეძლო ერთად. ახლა ვგრძნობ მსგავს ამაღლებულ განწყობას, იმიტომ რომ მე ვხედავ თქვენს თვალებს და მჯერა, რომ ბევრი თქვენგანი იქნება უკრაინაში და ჩვენს ომის…

მეტი...

„პუტინის მიზანია აღმოფხვრას უკრაინული ერის კულტურა“ – ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის განცხადებით,  პუტინის მიზანია აღმოფხვრას უკრაინელი ერის კულტურა და თავს დაესხას წესებზე დაფუძნებულ საერთაშორისო წესრიგს. „ის არა მხოლოდ უკრაინის დაპყრობას ცდილობს, არამედ ნამდვილად ცდილობს, გაანადგუროს უკრაინელი ხალხის კულტურა და იდენტობა. ის თავს ესხმის სკოლებს, ბაღებს, საავადმყოფოებსა და მუზეუმებს. ამ ქმედებებს არავითარი სხვა მიზანი არ აქვს, გარდა კულტურის აღმოფხვრისა და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის ფუნდამენტურ პრინციპებზე პირდაპირი თავდასხმისა“, – აღნიშნა ჯო ბაიდენმა უკრაინაზე საუბრისას.  

მეტი...

„მაიმუნის ყვავილი“ სქესობრივი გზითაც ვრცელდება და განსაკუთრებული რისკია ჰომოსექსუალებში

ევროპაში გავრცელებული ახალი ვირუსი – „მაიმუნის ყვავილი“ სიმპტომებთ გრიპს ჰგავს, თუმცა, 3 დღის შემდეგ გამონაყარი ვითარდება. კიდევ რა სიმპტომები ახასიათებს „მაიმუნის ყვავილს“ და როგორც უნდა ამოვიცნოთ ის, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა „მედიაცენტრ მთავართან“ ისაუბრა. როგორც ინფექციონისტმა აღნიშნა, ვირუსი წვეთოვანი გზით ვრცელდება, ასევე ბიოლოგიურ სითხეებზე მჭიდრო კონტაქტით. „ეს არის ვირუსული ტიპის ინფექცია, ჰგავს ყვავილის ვირუსს. იწვევს დაავადებას, რომელსაც აქვს უფრო მსუბუქი სიმპტომები. იწყება მაღალი სიცხით, გრიპის მსგავსი სიმპტომით. ახასიათებს თავის ტკივილი და ლიმფური ჯირკვლების გადიდება., სამ დღეში იწყება გამონაყარი სახიდან, შემდეგ კი სხეულის სხვა ნაწილებზე ვრცელდება. სპეციფიკურია, რომ ხელის და ფეხის გულებზეც…

მეტი...