,,ვერ მოვისმინეთ რაიმე პოლიტიკური მხარდაჭერის ჩვენი ევროკავშირის განაცხადთან დაკავშირებით” – სალომე სამადაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილსპარლამენტში ინტერპელაციის წესით უსმენენ. ოპოზიციონერი დეპუტატი, სალომე სამადაშვილი მინისტრის გამოსვლას აფასებს და აღნიშნავს, რომ რაიმე სახის პოლიტიკური მხარდაჭერა ევროკავშირის განაცხადთან დაკავშირებით მინისტრისგან ვერ მოისმინა. „დიდი ინტერესით ველოდებოდი ბატონო მინისტრო თქვენს გამოსვლას, განსაკუთრებით იმიტომ, რომ ახალი დანიშნული ბრძანდებით ამ პოსტზე და ვფიქრობ, ყველანი გაოცებული დავრჩით. არ შეიძლებოდა ამაზე არაკომპეტენტური საგარეო საქმეთა მინისტრი ჰყოლოდა ქვეყანას, მაშინ, როდესაც ჩვენი ქვეყნის ბედი წყდება სწორედ საგარეო ასპარეზზე. ვერ მოვისმინეთ თქვენგან, არა თუ ვერც ერთ კითხვაზე პასუხი, არამედ ვერ მოვისმინეთ საერთოდ ვერანაირი ნიშანი რაიმე პოლიტიკური მხარდაჭერის ჩვენი ევროკავშირის განაცხადთან დაკავშირებით.”

მეტი...

,,საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ, იყვნენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები“ – ხათუნა სამნიძე

„რესპუბლიკური პარტიის“ თავმჯდომარის ხათუნა სამნიძის განცხადებით,  საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ ევროკავშირის წევრობაზე კანდიდატის სტატუსის მიღებას. მისი თქმით, საქართველოში არის სერიოზული გამოწვევები, თუმცა  ქართველი ხალხი იმსახურებს ევროპული ოჯახის წევრობას. „იმედი გვაქვს და ოპტიმისტურად ვართ განწყობილი, რომ დადებითი გადაწყვეტილება იქნება. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში არის სერიოზული გამოწვევები, პრობლემები, რომელიც უკავშირდება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ქვეყანას ჰყავს ძალიან ცუდი ხელისუფალი, რომელიც არც ერთ ნაბიჯს არ დგამს რეფორმების თვალსაზრისით, ჩვენი ქვეყანა და ქართველი ხალხი, საქართველოს მოქალაქეები იმსახურებენ, იყვნენ ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრები“, – აღნიშნა ხათუნა სამნიძემ.

მეტი...

,,ჩვენ წინააღმდეგ პროპაგანდა მაინც გრძელდება”- ხატია დეკანოიძე

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, საგარეო საქმეთა მინისტრ, ილია დარჩიაშვილს ძალიან ფორმალური გამოსვლა ჰქონდა და აღნიშნა, რომ ვერ მოისმინა მისგან პოლიტიკური შინაარსის განცხადებები. „ქართული ოცნების“ მთელი რიტორიკა და პროპაგანდა ამ თვეების განმავლობაში არის შემდეგი, თურმე ოპოზიცია ცუდად წარმოაჩენს საქართველოს სახელმწიფოს და რეალურად, ჩვენ ვიცით, რომ საქართველოს სახელმწიფოს წარმომადგენელი საერთაშორისო ასპარეზზე ეს არის საგარეო საქმეთა სამინისტრო. მე მაინტერესებს თქვენი დამოკიდებულება, როდესაც თურმე ოპოზიცია უფრო ძლიერია საერთაშორისო ასპარეზზე, ვიდრე საგარეო უწყება, თქვენ და თითოეული დიპლომატი, რომელიც წარმოადგენს სხვადასხვა საელჩოებს, ხართ თუ არა შეურაცხყოფილი უმრავლესობის განცხადებით. იმიტომ, რომ მიუხედავად ჩვენი არაერთი განცხადებისა,…

მეტი...

,,პოზიტიური განწყობებია ჩვენი პარტნიორი ქვეყნებიდან, ყველა აღიარებს ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს” -ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა, საპარლამენტო უმრავლესობის წევრის მამუკა მდინარაძის კითხვის საპასუხოდ განმარტა,  ის მოლოდინები, რომელიც საქართველოს ევროკავშირში წევრობის კანდიდატის სტატუსზე აქვს. მინისტრის თქმით, პოზიტიური განწყობები შეიმჩნევა პარტნიორი ქვეყნებიდან. „თქვენი კითხვის საპასუხოდ მინდა, გითხრათ, რომ ორმხრივ ფორმატებში გამართული ყველა შეხვედრა, რომელის გაიმართა საგარეო საქმეთა სამინისტროს, მინისტრის საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან, ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, არის ოპტიმიზმით სავსე. თითოეული ჩვენი პარტნიორი, რომელიც წლების განმავლობაში მხარს უჭერდა ჩვენს ქვეყანას, ჩვენს ევროპულ პერსპექტივას, ეს განწყობები კვლავ ადგილზეა, არსად წასულა. ეს გვაძლევს დიდ ოპტიმიზმს იმისას, რომ პარტნიორებს, როდესაც საკითხი დადგება, გადაწყვეტილების მიღების…

მეტი...

,,ევროპა საქართველოს ისტორიული, პოლიტიკური და კულტურული გამოცდილების განუყოფელი ნაწილია” – ილია დარჩიაშვილი

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომელსაც ინტერპელაციის წესით უსმენენ. მინისტრის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი ისტორიული გადაწყვეტილებაა, რასაც საფუძვლად საქართველოს მოსახლეობის მტკიცე სურვილი უდევს, დაუბრუნდეს თავის ბუნებრივ ადგილს, ევროპულ ოჯახს. „საგარეო საქმეთა მინისტრის ამპლუაში პირველად მაქვს პატივი, თქვენ წინაშე წარვდგე. მინდა, თითოეული თქვენგანის მიმართ პატივისცემა დავაფიქსირო და გამოვხატო სურვილი და ინტერესი თითოეულ თქვენგანთან ძალიან ახლოს და მჭიდროდ ვიმუშაოთ, რათა ყველამ ერთად შევძლოთ ჩვენი ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ხვალინდელი დღის უზრუნველყოფა. 2022 წლის 3 მარტს საქართველომ გააკეთა განაცხადი ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე. ეს იყო ისტორიული გადაწყვეტილება, რომელსაც…

მეტი...

,,ჩამოუყალიბებელი ოპოზიცია გვყავს და იმიტომ არიან პოლიტიკურ სანაგვეში”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა პარლამენტის სხდომის დღის წესრიგს ეხმიანება. მისი თქმით, ოპოზიციას  აქვს შესაძლებლობა კონკრეტულ კითხვებზე, მთავრობის წევრებისგან კონკრეტული პასუხები მიიღონ. ,,ის რეგლამენტი, რომლის საფუძველზეც ოპოზიციამ დაიბარა პრემიერი, არის გაცილებით დემოკრატიული, ცხადყოფს იმას, რომ საქართველო გადის დემოკრატიის მნიშვნელოვან ეტაპს და ყოველწლიურად უმჯობესდება როგორც რეგლამენტი, ასევე ზოგადად მდგომარეობა ქვეყანაში. ოპოზიციის მოთხოვნით პრემიერი და დანარჩენი მინისტრები წარსდგებიან დღეს, ეს ისტორიას არ ახსოვს აქამდე, მითუმეტეს, იმ რეჟიმის დროს. დღეს გარკვეული ჯგუფების მხრიდან როგორც ქვეყნის შიგნით, ისე უკრაინის ხელისუფლების გარკვეული წარმომადგენლების მხრიდან იყო კითხვები, რომ საქართველო შეიძლება ხელს უწყობდეს სანქციების გვერდის ავლას, ამას…

მეტი...

,,იმსახურებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მოპოვებას?”- მამუკა მდინარაძე

უმრავლესობის წევრის, მამუკა მდინარაძე ოპოზიციისგან ითხოვს, დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია, იმსახურებს თუ არა საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მოპოვებას. „ამ ყველაზე აქტუალურ თემასთან დაკავშირებით წინა დღეების განმავლობაში ინტენსიურად ისმებოდა კითხვა, რომლის ადრესატი იყო ქართული ოპოზიცია – საპარლამენტო თუ არასაპარლამენტო. ჩემი აზრით, ეს არის ყველაზე აქტუალური კითხვა თქვენთან დასმულ კითხვებთან ერთად, რომელზეც ჩვენ ჯერ პასუხი არ მიგვიღია და იმედი მაქვს, ჩვენი პატივცემული ოპოზიციის წარმომადგენლები დღეს მაინც გასცემენ კითხვაზე პასუხს: დღევანდელი მოცემულობით, იმსახურებს თუ არა საქართველო კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და მოპოვებას? რაც არ უნდა სუბიექტურები ვიყოთ, დღეს ჩვენ ყველაზე მეტად გვმართებს…

მეტი...

,,უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საკუთარ სამშობლოსთან სახელმწიფოს ყველა შტოს საზრუნავია”- შალვა პაპუაშვილი

,,დიასპორის ფორუმი შესანიშნავი პლატფორმაა დიასპორის წარმომადგენლებთან კომუნიკაციისთვის, სხვადასხვა საკითხზე მათი ხედვებისა და გამოცდილების გაზიარებისთვის,” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დიასპორის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. შალვა პაპუაშვილმა აღნიშნა, რომ უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეების საკუთარ სამშობლოსთან, საკუთარ ფესვებთან კავშირის შენარჩუნება და განვითარება სახელმწიფოს ყველა შტოს საზრუნავია. „ხის სიმაღლე მიწის ზევიდან კი არ იზომება, არამედ ფესვებიდან“ – ეს სიტყვები ჩვენ ძალიან კარგად ვიცით. ყველა თქვენგანის, ყველა ჩვენგანის ფესვები აქ – საქართველოშია. ჩემთვის ახლობელია ათასობით კილომეტრს მიღმა, სამშობლოსგან მოწყვეტილი, მაგრამ მასზე მუდამ მოფიქრალი, საკუთარი კულტურის, რწმენის, ადათ-წესების, სტუმარ-მასპინძლობის არდავიწყება. ეს სულიერი კავშირი…

მეტი...

,,ჩვენ ერთ -ერთ პრიორიტეტულ მიმართულებებში სწორედ საქართველოს ციფრულ და ფინანსურ მომსახურების ჰაბად ქცევაა”- ლევან დავითაშვილი

,,ჩვენ ერთ -ერთ პრიორიტეტულ მიმართულებებში სწორედ საქართველოს ციფრულ და ფინანსურ მომსახურების ჰაბად ქცევაა, ამაზე პრემიერ-მინისტრი არაერთხელ საუბრობდა,” – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა, დავოსში პრემიერის ვიზიტის შეფასებისას ჟურნალისტებს განუცხადა. მისი თქმით, კონკრეტულ კომპანიებთან საუბრით და მათი მოზიდვით საქართველოში მოხერხდა, რომ საქართველო მართლაც იქცეს გამორჩეულ ქვეყნად, რეგიონის ლიდერად, ზოგადად ინოვაციური, თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვის და ფინანსური მომსახურების განვითარების კუთხით. ჩვენ გვქონდა კომპანია Ripple-ის ხელმძღვანელობასთან შეხვედრა. მოგეხსენებათ, ეს არის კრიპტო გაცვლის და ანგარიშსწორების მსოფლიო წამყვანი კომპანია, რომელიც საქართველოთი დაინტერესდა. დაინტერესდა საქართველოში ციფრული განვითარების სახელმწიფო პოლიტიკით, რომელიც მართლა ხელსაყრელია. მათი მხრიდან აღინიშნა, რომ…

მეტი...

დიასპორის წარმომადგენლებმა საზღვარგარეთ ქართული პასპორტის აღებისას, შესაძლოა იმავე საფასურით ისარგებლონ, რომელიც საქართველოში მოქმედებს

,,რატომ იყო მაგალითად წლების განმავლობაში, რომ უცხოეთში მცხოვრები დიასპორის წარმომადგენლისთვის პასპორტის აღების ღირებულება იყო 130 აშშ დოლარი, თუ არ ვცდები და ამ დროს საქართველოში ორჯერ, სამჯერ უფრო ნაკლები. ამაზეც ვისაუბრეთ და რატი ბრეგაძის ინიციატივით, ეს ტარიფებიც გათანაბრდება. ჩვენ არავითარი დაყოფა, არავითარი განსხვავება არ უნდა გვქონდეს საქართველოში მცხოვრებ ადამიანს, მოქალაქესა და უცხოეთში მცხოვრებ მოქალაქეს შორის,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის განცხადებით, საქართველოს ჰყავს დიასპორის არაერთი წარმატებული და ბრწყინვალე წარმომადგენელი და ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ მათ შესახებ.…

მეტი...

,,უცხოეთში მყოფ ქართველებს უნდა მივცეთ საშუალება, არჩევნებში ელექტრონული ფორმით მიიღონ მონაწილეობა” – სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისთვის“ სიტყვით გამოსვლისას, უცხოეთში მყოფ ქართველებს დიასპორის დღე და ასევე დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „ახსენეს ჩემი და დიასპორის ურთიერთობა. ზოგჯერ არ ვიცი, მათ ვეკუთვნი, თუ აქ ვარ. მინდა, პირველ რიგში, მივმართო მათ და მივულოცო დღევანდელი დღე. მივულოცო გუშინდელი დღეც, რამეთუ 26 მაისი დიასპორისთვის შეიძლება, ერთგვარად კიდევ უფრო სასიხარულო, მაგრამ ასევე მტკივნეულიც იყოს, როცა არ ხარ შენს ქვეყანაში და გარკვეული მიზეზებიდან გამომდინარე, ვერ ბრუნდები. დიასპორის დღევანდელი ბედი სულ სხვანაირია და ბევრად უფრო მჭიდროა დღეს, იმედი მაქვს, მომავალში უფრო დაკავშირებული…

მეტი...

,,ჩუტყვავილას ვაქცინას არანაირი დამცველობითი ეფექტი არ გააჩნია მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ” – მაია ბუწაშვილი ,, მედიაცენტრ მთავარში”

,,ჩუტყვავილას ვაქცინას არანაირი დამცველობითი ეფექტი არ გააჩნია ,,მაიმუნის ყვავილის” წინააღმდეგ,” – ამის შესახებ, ინფექციონისტმა მაია ბუწაშვილმა ,,მედიაცენტრ მთავარში” ისაუბრა. ინფექციონისტის განმარტებით, ,,მაიმუნის ყვავილი” და ჩუტყვავილა სხვადასხვა ჯგუფის ვირუსებია, შესაბამისად, არსებული ვაქცინა ინფიცირებისგან დასაცავად არ გამოდგება. ,,სოციალური ქსელის მეშვეობით ვრცელდება ინფორმაცია, თითქოს ჩუტყვავილას ვაქცინა იცავს “მაიმუნის ყვავილის” ინფიცირებისგან. ჩუტყვავილასთან ამ ვირუსს არანაირი კავშირი არ აქვს, აბსოლუტურად სხვადასხვა ჯგუფის ვირუსებია და შესაბამისად, ჩუტყვავილას ვაქცინას არანაირი დამცველობითი ეფექტი არ გააჩნია მაიმუნის ყვავილის წინააღმდეგ,”- განაცხადა მაია ბუწაშვილმა “მედიაცენტრ მთავარში”. ამასთან, მაია ბუწაშვილმა ,,მედიაცენტ მთავარში” მაიმუნის ყვავილის გავრცელების ისტორიაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ვირუსმა ფაქტობრივად…

მეტი...

,,ხელოვნურად შექმნილ ყველა ბარიერს ჩვენ მოვხსნით ისე, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ხელოვნურად შექმნილ ყველა ბარიერს ჩვენ მოვხსნით ისე, რომ დიასპორის წარმომადგენელს მარტივად შეეძლოს ქართული პასპორტის აღება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დიასპორის დღისადმი მიძღვნილ ფორუმზე – „ქართული დიასპორა საქართველოს ევროპული მომავლისათვის“ სიტყვით გამოსვლისას განაცხადა. პრემიერის დავალებით, იუსტიციის სამინისტრომ დაიწყო მუშაობა და სექტემბერში შესაბამისი კანონპროექტი წარედგინება პარლამენტს. „მოგესალმებით ქალბატონო პრეზიდენტო, ბატონო პარლამენტის თავმჯდომარევ, საპატრიარქოს წარმომადგენლებო, მთავრობის და პარლამენტის წევრებო, ძვირფასო თანამემამულენო! ძვირფასო დიასპორის წარმომადგენლებო, მოგესალმებით ყველას დიდი პატივისცემით, დიდი სიყვარულით!ყველას მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე. ჩვენ ყველანი ვართ ვალდებულნი, როგორც სახელმწიფო, როგორც ხელისუფლება, რომ გავაკეთოთ მაქსიმუმი, იმისთვის, რომ ის კავშირი, რომელიც…

მეტი...

„რუსული ძალების ამოცანა სამხრეთ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაციაა” – დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის სახმელეთო ჯარები აგრძელებენ სევეროდონეცკისა და ლისიჩანსკის ალყაში მოქცევის მცდელობას. დაზვერვის ცნობით, რუსეთი იყენებს 50 წლის წინანდელ ტანკებს სამხრეთ უკრაინის ტერიტორიის დასაკავებლად. „რუსული ძალების სამხრეთ ჯგუფის ამოცანად, როგორც ჩანს სამხრეთ უკრაინის ტერიტორიის ოკუპაცია რჩება. ბოლო დღეებში, რუსეთმა, სავარაუდოდ, 50 წლის T-62 ტიპის ტანკები რუსული ძალების სამხრეთ ჯგუფის პასუხისმგებლობის ზონაში გადაიტანა. T-62 ტანკები თითქმის დაუცველნი იქნებიან ტანკსაწინააღმდეგო იარაღის მიმართ და მათი ყოფნა ბრძოლის ველზე ხაზს უსვამს რუსეთის თანამედროვე, საბრძოლო მზადყოფნაში მყოფი აღჭურვილობის დეფიციტს,“ – აღნიშნულია დაზვერვის განცხადებაში. უწყების ცნობით,  უკრაინა ინარჩუნებს კონტროლს დონბასის გარკვეულ ტერიტორიებზე.

მეტი...

,,იყავით ჩვენი ქვეყნის ღირსეული ელჩები და ღირსეული მოქალაქენი” – ილია მეორე ემიგრანტებს მიმართავს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე დიასპორის წარმომადგენლებისადმი მიმართვას ავრცელებს. პატრიარქი მადლობას უხდის ემიგრანტებს თავდაუზოგავი შრომისათვის. ​„ჩვენო საყვარელო სულიერო შვილებო, ყველას გულითადად მოგესალმებით და გლოცავთ. მართალია, კიდევ ერთი წელი მიემატა სამშობლოსგან მოშორებით თქვენი ცხოვრების პერიოდს, მაგრამ მახარებს, რომ უცხოეთში თქვენი ყოფნა არ ნიშნავს თქვენგან და თქვენი შვილებისაგან საქართველოს დავიწყებას, არ ნიშნავს დავიწყებას ჩვენი ენის, რწმენისა და ტრადიციებისა; ამასთან, თქვენ იძენთ გამოცდილებას, ეცნობით ადგილობრივ მიღწევებს მეცნიერებასა და ტექნიკაში, ხელოვნებაში… და გეძლევათ შესაძლებლობა, გაუზიაროთ იგი თანამემამულეებს; ხოლო ჩვენი ცხოვრების წესი, სულიერი ფასეულობანი, ჩვენი წარსული და აწმყო, ჩვენი ხელოვნება… გააცნოთ უცხოელთ. მინდა, მადლობა გადაგიხადოთ…

მეტი...

,,რუსები საცხოვრებელ უბნებს უწყვეტად ესხმიან თავს”- სერგეი გაიდაი

ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის უფროსის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, 26 მაისს ოკუპანტებმა სევეროდონეცკში შესვლა სცადეს და საცხოვრებელი სახლები დაბომბეს. გაიდაის ინფორმაციით, სევერეოდონეცკზე თავდასხმას 4 ადამიანი ემსხვერპლა. ,,სევეროდონეცკის მცხოვრებლებს უკვე დაავიწყდათ, როდესაც ქალაქში სიჩუმე დამყარდა მინიმუმ ნახევარი საათის განმავლობაში. რუსები საცხოვრებელ უბნებს უწყვეტად ესხმიან თავს”, – აცხადებს გაიდაი. რუსმა სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს შევჩენკოვსკის, კიევის რაიონებს და ხარკოვს. დაიღუპა 16 ადამიანი, ხოლო 17 დაიჭრა, მათ შორის არის 9 წლის ბავშვი.

მეტი...

,,პოლიტიკური დევნის მაგალითი არის ნიკა გვარამია” – რომან გოცირიძე

დღეს პარლამენტში ინტერპელაციის წესით, მთავრობის 4 წევრს, მათ შორის, იუსტიციის მინისტრს რატი ბრეგაძეს მოუსმენენ. პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ ბრეგაძისგან ელოდება პასუხს კითხვაზე – რა ღონისძიებები ტარდება სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში ბრალდებულთა უფლებების დაცვის კუთხით. „იუსტიციის მინისტრს აქვს შეხება პოლიტიკურ მართლმსაჯულებასთან, პოლიტიკური დევნა არის ის რასაც აღიარებს მთელი მსოფლიო, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები. პოლიტიკური დევნის მაგალითი აგერ არის, სულ ბოლო ნიკა გვარამიას სახით და მანამდე მიხეილ სააკაშვილის, როგორც პოლიტიკური პატიმრის სახით. ბუნებრივია, რომ ამ შემთხვევაში მისი დაბარება იყო ლოგიკური“, – განაცხადა რომან გოცირიძემ.

მეტი...

,,როგორც ჩანს, იან კელის „ნაცმოძრაობის“ სიყვარული თან გაჰყვა”- თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ყოფილი ელჩი, იან კელი ყოველთვის უჭერდა მხარს იმ პოლიტიკურ ძალებს, რომელთა ქმედებები ხალხის ნების წინააღმდეგ იყო მიმართული. „პოლიტიკური ოპოზიციის მიერ მართულ ერთ-ერთ ქართულ ტელეარხზე, ბატონ იან კელის განუცხადებია, თეა წულუკიანის მხრიდან, ცრუ ბრალდებაა, თითქოსდა მე საქართველო არ მიყვარსო. სასიამოვნოდ ხვდება გულს ამგვარი თავის მართლება. მინდა, მჯეროდეს კიდეც, რომ მას უყვარს ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხი. როგორც ბატონი იან კელი ინტერვიუში აღნიშნავს, საქართველოში მისი ელჩობისას, ჩვენ მართლაც გვქონდა მჭიდრო ურთიერთობა. თუმცა, ამ ურთიერთობას ვერც მეგობრულს დავარქმევ და ვერც სასიამოვნოს. ეს…

მეტი...

26 მაისისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს ახმეტის მუნიციპალიტეტში ნიკოლოზ კვეზერელი დაესწრო

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორის პირველი მოადგილე, ნიკოლოზ კვეზერელი, ახმეტის მუნიციპალიტეტში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს დაესწრო. ღონისძიების დაწყებამდე, ნიკოლოზ კვეზერელმა და ახმეტის მუნიციპალიტეტის მერმა, ალექსი ფიცხელაურმა, სოფელ ქვემო ალვანში, საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის მემორიალი გვირგვინით შეამკეს. სოფელ მატანში, ჩოლოყაშვილების ციხე-გალავანში, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მე-4 მექანიზებული ბრიგადის წვევამდელთა მიერ სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს, ნიკოლოზ კვეზერელთან, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის რეგიონული მართვის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს წარმომადგენლებთან და ალექსი ფიცხელაურთან ერთად, თავდაცვის სამინისტროსა და ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგებელი თანამდებობის პირები ესწრებოდნენ. დღესვე, ნიკოლოზ კვეზერელმა და ალექსი ფიცხელაურმა, ახმეტაში საზეიმოდ გახსნეს შინმოუსვლელთა სკვერი…

მეტი...

PSP ბიზნესის კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის ფორუმზე CSR FORUM 2022 ანგარიშით წარსდგა

CSR FORUM 2022 The FIANCIAL Media-ს ორგანიზებით წელს სასტუმრო მერიოტში გაიმართა. ფორუმი მსოფლიოში ყველაზე აქტუალურ საკითხებს მიეძღვნა, უკრაინაში მიმდინარე ომს და პანდემიის მართვას, რამაც ახალი გამოწვევების წინაშე დააყენა თითოეული ადამიანი და ბიზნეს კომპანიები. PSP ომის დაწყების პირველივე დღეებში შეუერთდა საერთაშორისო სოლიდარობას, ეტაპობრივად ახორციელებს ჰუმანიტარულ დახმარებას უკრაინის საელჩოს, საჭიროებისამებრ მოთხოვნილ მედიკამენტებს, სამედიცინო დანიშნულების საგნებს, ბავშთა კვების, მოვლის და ჰიგიენის საშუალებებს; ჩაერთო საქართველოში მყოფი უკრაინელების დახამრების კამპანიაში და ჰუმანიტარული პროდუქტების სპეც ფასად შეძენაში მოხალისე ორგანიზაციებს და ა.შ. ფორუმის მთავარ ფოკუსში მოხვდა კოვიდ პანდემიის პერიოდში CSR გამოწვევების მართვა; პანდემიის პირველივე დღეებში PSP-ემ უზრუნველყო…

მეტი...

თურქეთმა ბოსფორის სრუტის გავლით მარცვლეულის ექსპორტისთვის, შესაძლოა დერეფანი გახსნას

თურქეთი ბოსფორის სრუტის გავლით მარცვლეულის ექსპორტისთვის დერეფნის გახსნის შესახებ რუსეთსა და უკრაინასთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. გავრცელებული ინფორმაციით, თურქეთი მზადაა წვლილი შეიტანოს ოდესიდან მარცვლეულის ექსპორტის მონიტორინგში შავი ზღვის გავლით. უკრაინის პორტები შავ ზღვაში რუსეთს ამ დრომდე ბლოკირებული აქვს, რის გამოც მარცვლეულის ექსპორტი შეჩერებულია.

მეტი...

,,დონბასზე ოკუპანტების ამჟამინდელმა შეტევამ, შესაძლოა, რეგიონი დაუსახლებელი გახადოს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთის გაძლიერებული თავდასხმა და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები დონბასის რეგიონში, გენოციდის აშკარა პოლიტიკას გამოხატავს. ,,დონბასზე ოკუპანტების ამჟამინდელმა შეტევამ, შესაძლოა, რეგიონი დაუსახლებელი გახადოს. მათ სურთ პოპასნას, ბახმუტის, ლიმანის, ლისიჩანსკის და სევეროდონეცკი ფერფლად აქციონ ვოლნოვახასა და მარიუპოლის მსგავსად. რუსეთის საზღვრებთან ახლოს მდებარე ქალაქებსა და დასახლებებში, დონეცსკა და ლუგანსკში ისინი კრებენ ყველას, ვინც შეუძლიათ, რათა საოკუპაციო კონტინგენტში დაღუპულთა და დაჭრილა ადგილები შეავსონ. ეს ყველაფერი, მათ შორის ჩვენი ხალხის დეპორტაცია და მშვიდობიანი მოსახლეობის მასობრივი მკვლელობები, რუსეთის მიერ გატარებული აშკარა გენოციდის პოლიტიკაა,”- აცხადებს ვოლოდიმირ ზელენსკი.

მეტი...

აშშ რუსეთისთვის სანქციების მოხსნას არ აპირებს

ამერიკის შეერთებული შტატები, სასურსათო პროდუქციის ექსპორტის განხორციელებისთვის, რუსეთისთვის სანქციების მოხსნას არ აპირებს. თეთრი სახლის პრესსპიკერის, კარინ ჟან-პიერის განცხადებით,  რუსეთის წინააღმდეგ შტატებისა და მისი პარტნიორების მიერ დაწესებული ეკონომიკური სანქციები,  უკრაინული და რუსული პროდუქციის ექსპორტს ხელს არ უშლის. თეთრი სახლის პრესპიკერის განმარტებით, რუსეთი თავად ბლოკავს უკრაინული აგრო პროდუქტის ექსპორტს და ამით მსოფლიოს მასობრივი შიმშილის წინაშე აყენებს.  

მეტი...

სომხეთმა მარცვლეულის ექსპორტი აკრძალა

სომხეთმა ხორბლის, წიწიბურას, სიმინდის, მზესუმზირის თესლისა და ქერის ექსპორტი ექვსი თვით აკრძალა. აღნიშნუნლი გადაწყვეტილება სომხეთის მთავრობის სხდომაზე მიიღეს. გავრცელებული ინფორმაციით, მარცვლეული პროდუქტების სომხეთის ადგილობრივი წარმოება ქვეყნის საჭიროებებს ვერ აკმაყოფლებს და ეს ხდება ძირითადად იმპორტის ხარჯზე. აკრძალვა არ ვრცელდება ევრაზიის ეკონომიკური კავშირის წევრ ქვეყნებზე.

მეტი...

,,თავისი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად მზად არის ყველაფერი გაწიროს – ადამიანები, ქალაქები, ეკონომიკა“- დიმიტრი მედვედევი ზელენსკიზე

,,პირობები, რომლებსაც ზელენსკი აყენებს დაზავებისთვის, იდიოტიზმამდე კატეგორიულია და პრინციპში შეუსრულებელი, – აღნიშნულ კომენტარს, რუსეთის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე დიმიტრი მედვედევი აკეთებს. მედვედევის თქმით, ზელენსკი მოითხოვს დაკავებული ტერიტორიების დეოკუპაციას, რაც მისივე თქმით, ვერ შესულდება. „ულტიმატუმები ლამაზად მხოლოდ ქაღალდზე ჟღერს. დიახ, და ისინი, როგორც წესი, მოწოდებულია ხოლმე სიძლიერის პოზიციიდან და არა აშკარა სისუსტით. გამარჯვების მომენტში და არა დამარცხების დროს, ფხიზელ თავზე და არა ფსიქოტროპული საშუალებების ქვეშ”, – განაცხადა მედვედევმა. მისი თქმით, ზელენსკი მზადაა ამბიციების დასაკმაყოფილებლად უკრაინის მოქალაქეები გაწიროს. ,,მისი ქცევები და განცხადებები ადასტურებს, რომ თავისი პოლიტიკური ამბიციების დასაკმაყოფილებლად მზად არის ყველაფერი გაწიროს…

მეტი...

ბელარუსი უკრაინის საზღვრებთან ახალ ოპერატიულ სამხედრო სამეთაურო პუნქტს ქმნის

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ბელარუსი უკრაინის საზღვრებთან ახალ ოპერატიულ სამხედრო სამეთაურო პუნქტს ქმნის. ლუკაშენკომ გასცა განკარგულება, რომ სამეთაურო პუნქტის შექმნამდე უკრაინის საზღვართან ახალი სამხედრო შენაერთები გაიგზავნოს. უკრაინის შეიარაღებული ძალების განმარტებით, ბელარუსმა ოპერატიულ-ტაქტიკური ფრთოსანი რაკეტები „ისკანდერები“ გადაისროლა ბრესტის ოლქის, ლუნინეცის რაიონში. „არ არის გამორიცხული, რომ ეს ტექნიკა ჩაერთოს უკრაინის დასავლეთ ნაწილში სამხედრო და ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დარტყმებში“, – აღნიშნეს უკრაინის გენშტაბში.  

მეტი...

,,ჩვენ გავაფრთხილეთ დასავლეთი, რომ ისინი აწარმოებენ მარიონეტულ ომს რუსეთის წინააღმდეგ”- სერგეი ლავროვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის განცხადებით, თუ დასავლეთი უკრაინას ისეთ სამხედრო შეიარაღებას მიაწვდის, რომლითაც შესაძლებელი გახდება დარტყმების განხორციელება რუსეთის ტერიტორიაზე, რუსეთს შესაბამისი რეაქცია ექნება. მისი თქმით, დასავლეთი ხელს უშლის რუსეთსა და უკრაინას შორის მოლაპარაკებების წარმართვას. „დასავლეთი გამოდის მოწოდებით, რომ რუსეთი ბრძოლის ველზე დამარცხდეს. ამისთვის კი ომის გაგრძელებაა საჭირო. ამისთვის საჭიროა უკრაინელი ნაციონალისტების შეიარაღების გაგრძელება, ისეთი იარაღით, რომელსაც შეუძლია, მიაღწიოს რუსეთის ფედერაციას. სწორედ ასეთ იარაღს მოითხოვს საჯაროდ ზელენსკი. ჩვენ გავაფრთხილეთ დასავლეთი, რომ ისინი აწარმოებენ მარიონეტულ ომს რუსეთის წინააღმდეგ, რაც ხდება უკრაინელი ნაციონალისტების ხელებით, მაგრამ ეს იქნება მიუღებელი ესკალაციისკენ გადადგმული ნაბიჯი. იმედი…

მეტი...

,,გამოგვიგზავნეთ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, რაც შეიძლება მალე” – დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებით, უკრაინას თავისი ტერიტორიების დეოკუპაციისთვის, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემები სჭირდება. კულებას თქმით, უკრაინის აღმოსავლეთში არსებული ვითარება უკიდურესად მძიმეა. ,,უკრაინის ყველაზე მეტად სჭირდება მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემები, რათა წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის უპირატესობას მძიმე შეიარაღებაში. ჩვენ გვჭირდება მძიმე იარაღი. არტილერიის გარეშე, მრავალჯერადი სარაკეტო სისტემების გარეშე, ჩვენ ვერ შევძლებთ მათ უკან დახევას. თუ მართლა გაღელვებთ უკრაინა, თუ გსურთ, რომ უკრაინამ თავისი ტერიტორიების დეოკუპაცია მოახდინოს, გამოგვიგზავნეთ მრავალჯერადი სარაკეტო სისტემა, რაც შეიძლება მალე”, – განაცხადა კულებამ.

მეტი...

,,რუსულმა არმიამ, სავარაუდოდ ქალაქი ლიმანი დაიკავა”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, დაუდასტურებელი ცნობებით, უკრაინამ  ქალაქი ლიმანი დაკარგა. „დაუდასტურებელი ცნობებით, ჩვენ დავკარგეთ ქალაქი ლიმანი. რუსულმა არმიამ, სავარაუდოდ ის დაიკავა. ის, თუ როგორ ჩაიგდო ხელში რუსეთის არმიამ ეს ქალაქი, მიუთითებს, რომ რუსებს ჰყავთ ნიჭიერი მეთაურები, რომლებმაც სწორად დაგეგმეს ოპერაცია. და ეს მიუთითებს რუსეთის არმიის ოპერატიული მართვისა და ტაქტიკური ცოდნის დონის ამაღლებაზე“, – განაცხადა ალექსეი არესტოვიჩმა.  

მეტი...

,,რუსეთი ამ დრომდე იღებს ევროპელებისგან დღეში თითქმის მილიარდ ევროს ენერგორესურსების მიწოდებისთვის”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. მისი თქმით, უკრაინის პარტნიორები  რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციების მიღებას და იარაღის მიწოდების პროცესს აჭიანურებენ. „უბრალოდ, შეხედეთ დღევანდელ სიტუაციას. რამდენი კვირაა, ცდილობს ევროკავშირი შეათანხმოს სანქციების მეექვსე პაკეტი. რუსეთი ამ დრომდე იღებს ევროპელებისგან დღეში თითქმის მილიარდ ევროს ენერგორესურსების მიწოდებისთვის. ცხადია, მადლობელი ვართ ჩვენი მეგობრების, რომლებიც ახალი სანქციებით გამოდიან, მაგრამ საიდან გაუჩნდა ამდენი ძალა მათ, ვინც სანქციების მეექვსე პაკეტს ბლოკავს? რატომ აძლევენ მათ ამ დრომდე ამ ძალას, მათ შორის შიდაპოლიტიკურ პროცედურებში?“, – აღნიშნა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, დასავლეთი ვერ ბედავს რუსეთის საბანკო სისტემის სრულად სანქცირებას. „უკვე რამდენიმე…

მეტი...

26 მაისი აშშ-ის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა

ვაშინგტონის მერის, მარიელ ბაუზერის გადაწყვეტილებით, 26 მაისი აშშ-ის დედაქალაქში საქართველოს დამოუკიდებლობის დღედ გამოცხადდა. აღნიშნულთან დაკავშირებით განცხადება თავად მერმა გაავრცელა და საქართველოს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. „საქართველომ 1991 წლის 26 მაისს მოიპოვა დამოუკიდებლობა. ქართველი ხალხი და ქართული დიასპორა ამ თარიღის 31 წლისთავს დიდი სიამაყით აღნიშნავს. ქართული სათვისტომო არის ვაშინგტონის სოციალური სტრუქტურის მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ ქვეყნის შესანიშნავი კულტურისა და ისტორიის წამოწევას ახდენს ქართული ცენტრი, საქველმოქმედო ორგანიზაცია, რომელიც დააფუძნეს პირველი თაობის იმიგრანტებმა, რომლებიც აშშ-ში უკეთესი ცხოვრების ოცნებით ჩამოვიდნენ. კოლუმბიის ოლქს აქვს პატივი და მოხარულია, მიესალმოს საქართველოს ახალ ელჩს, დავით ზალკალიანს, საქართველოს ყოფილ ვიცე-პრემიერსა…

მეტი...