4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდება

,,მომატებული მგზავრთანაკადის გათვალისწინებით, მუნიციპალურ ტრანსპორტს ავტობუსის ხუთი და მიკროავტობუსის სამი ახალი მარშრუტი დაემატება,” – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა. მისივე თქმით, თბილისის მერია საზოგადოებრივ ტრანსპორტს მონიტორინგს მუდმივად უწევს. „ჩვენ წამოვიწყეთ უდიდესი რეფორმა, რომლის ფარგლებში, ძველი ავტობუსები მთლიანად ჩავანაცვლეთ და განვაახლეთ. ასევე, მიკროავტობუსები მთლიანად განახლდა. გვაქვს ახალი მარშრუტები, არის ბევრი სიახლე. რა თქმა უნდა, გარკვეული დისკომფორტი შეიძლება იყოს, თუმცა, თბილისის მერია მუდმივად ახორციელებს მონიტორინგს სატრანსპორტო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით. დაკვირვების შედეგად მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ 4 ივნისიდან დედაქალაქში ავტობუსისა და მიკროავტობუსის ახალი მარშრუტები ამოქმედდეს. იგეგმება ღონისძიებები, რაც…

მეტი...

ხანძარს კახეთში ერთი ადამიანი ემსხვერპლა

ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფელ ცოდნისკარში გაჩენილ ხანძარს ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, ცეცხლი საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული ბუნებრივი აირის გამაცხელებლმა გამოიწვია. სავარაუდოდ, მოწყობილობა გაუმართავი იყო. შემთხვევის შედეგად  70 წლამდე ქალი გარდაიცვალა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა, ადგილზე იმყოფებოდნენ ექსპერტ-კრიმინალისტები და სახანძრო-სამაშველო ჯგუფები.

მეტი...

17 685 სოციალურად დაუცველმა პენსიონერმა 500 ლარიანი ვაუჩერით ისარგებლა

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, „სოციალურად დაუცველი საპენსიო ასაკის პირებისთვის მედიკამენტების დაფინანსების“ პროგრამით უკვე 17 685-მა ბენეფიციარმა ისარგებლა. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, პროგრამა წარმატებით მიმდინარეობს და მომავალშიც გაგრძელდება. „ჩემი წინასაარჩევნო დაპირება იყო სოციალურად დაუცველი პენსიონერებისთვის 500-ლარიანი ვაუჩერების დარიგება. პროგრამა წარმატებით ფუნქციონირებს. დღეის მდგომარეობით, უკვე 17 685–მა პენსიონერმა ისარგებლა. მათ 500-ლარიანი ვაუჩერის გამოყენება სხვადასხვა მედიკამენტზე, წლის ნებისმიერ დროს შეუძლიათ. ძალიან მოქნილი და მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელსაც მომავალშიც გავაგრძელებთ და პენსიონერებს ყველანაირად გვერდში დავუდგებით“, – განაცხადა კახა კალაძემ. ამასთან, თბილისის მერმა კიდევ ერთხელ განმარტა, თუ ვის შეუძლია აღნიშნული პროგრამით სარგებლობა…

მეტი...

,,რუსეთის შეჭრა უკრაინაში შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი ყოფილიყო”- ჯორჯ სოროსი

მილიარდერმა ჯორჯ სოროსმა მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ     რუსეთის  უკრაინაში ინტერვენცია  შესაძლოა, მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი გამხდარიყო. მისი თქმით,   მსოფლიოში ცივილიზაციის და სიმშვიდის შენარჩუნების წინაპირობა, პრეზიდენტ პუტინის ძალების დამარცხებაა. „უკრაინაში ომი შესაძლოა, ყოფილიყო მესამე მსოფლიო ომის დასაწყისი, რასაც ჩვენი ცივილიზაცია შესაძლოა, ვერ გადაურჩებოდა. ჩვენი ცივილიზაციის შესანარჩუნებლად საუკეთეო და ერთადერთი გზა არის პუტინის რაც შეძლება მალე დამარცხება. ეს არის მთავარი“, – აღნიშნა სოროსმა. სოროსის განცხადებით, პუტინი ფიქრობს, რომ უკრაინაში შეჭრა შეცდომა იყო და ემზადება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოსალაპარაკებლად. „თუმცა ცეცხლის შეწყვეტა მიუღწეველია, რადგან პუტინს ვერ ენდობი. რაც უფრო…

მეტი...

,,სადგურის მოედანი” პარალიზებულია

მეტროსადგური ,,სადგურის მოედანი”, რომელიც ქალაქის მეტროს ორ ხაზს აკავშირებს პარალიზებულია.  მგზავრები მეტროში გადაადგილებას ვერ ახერხებენ. სოციალურ ქსელში აღნიშნული ფაქტის ამსახველი ვიდეო და ფოტო მასალა ვრცელდება. მგზავრების ინფორმაციით, ადგილზე პოლიცია ცდილობს მგზავრთა ნაკადის დარეგულირებას. არსებული ცნობით,  შექმნილი სიტუაციის გამო, ერთ-ერთი მგზავრი შეუძლოდ გახდა. თბილისის მეტროპოლიტენის პრესსამსახურის განცხადებით, მეტროში ტექნიკური შეფერხება არ არის და მეტროს პარალიზება, გაზრდილმა მგზავრთნაკადმა გამოიწვია. „არავითარი ტექნიკური შეფერხება არ არის, მატარებლები ჩვეულებრივი განრიგით მოძრაობენ. სადგურის მოედანზე ძალიან ბევრმა მგზავრმა მოიყარა თავი, რადგან მგზავრთნაკადი ძალიან დიდია, მგზავრების პირველი ხაზიდან მეორე ხაზამდე გადაადგილება უჭირთ“, – აცხადებენ თბილისის მეტროპოლიტენში.

მეტი...

რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში 238 ბავშვი ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიას უკრაინაში 238 ბავშვი ემსხვერპლა, 433-ზე მეტი კი დაშავდა. უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 149, კიევის ოლქში – 116, ხარკოვის ოლქში – 104, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ლუგანსკის ოლქში – 50, ხერსონის ოლქში – 49, ნიკოლაევის ოლქში – 45, ზაპოროჟიეს ოლქში – 28, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16,  ჟიტომირის ოლქში – 15. ოკუპანტის  ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 848 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 173 მთლიანად განადგურებულია. აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და დაშავებულთა…

მეტი...

კობა კობალაძემ კომპანია ვისოლის გენერალურ დირექტორს უმასპინძლა

მიმდინარე წლის 24 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორმა, გენერალ-მაიორმა კობა კობალაძემ კომპანია ვისოლის გენერალურ დირექტორს, ვასილ ხორავას უმასპინძლა. შეხვედრაზე, კობა კობალაძემ, სტუმარს, სამსახურის სტრუქტურა, ადმინისტრაციული მოწყობა და ის გამოწვევები გააცნო, რომლებიც, სახელმწიფოსა და სამსახურის ერთობლივი ძალისხმევის მიუხედავად, ვეტერანთა წინაშე ჯერ კიდევ დგას და რომელთა გადალხვაც მათი საზოგადოებაში მეტად ინტეგრაციის, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯებესებლად უმნიშვნელოვანესია. საუბარი შეეხო აგრარულ სფეროში დასაქმებული ვეტერანების თანადგომას სასოფლო-სამეურნეო სამუშაოების წარმოების პროცესში. კობა კობალაძემ ისაუბრა სამსახურის მხარდაჭერით და გურიაში მცხოვრები ვეტერანების ინიციატივით გურიის რეგიონსა და ხულოს მუნიციპალიტეტში ჩამოყალიბებულ ვეტერან ფერმერთა ასოციაციაზე, მასში გაერთიანებული ფერმერების წინაშე…

მეტი...

ტეხასში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა

ტეხასის ერთ-ერთ სკოლაში თავდასხმის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა. ტეხასის გუბერნატორის გრეგ აბოტის ინფორმაციით, დაღუპულია თავდამსხმელი 18 წლის სალვადორ რამოსი, რომელიც პოლიციელის მიერ გახსნილ ცეცხლს ემსხვერპლა. თავდასხმის მოტივი ჯერ უცნობია. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლაში შეჭრამდე, თავდამსხმელმა თავისი ბებია მოკლა. დანაშაულის მოტივი უცნობია. როგორც ირკვევა რომასმა ცეცხლსასროლი იარაღი მაშინვე იყიდა, რაც სრულწლოვანი გახდა. აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა დაღუპულთა ოჯახის წევრებს მიუსამძიმრა და ამერიკელებს მოუწოდა, იარაღის გავლენიანი ლობის წინააღმდეგ გამოვიდნენ.

მეტი...

,,მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა და არც ველოდები, რომ უკეთესობისკენ იქნება”- ნიკოლოზ ყიფშიძე

მიხეილ სააკაშვილის სამედიცინო ისტორია მის პირად ექიმს უკვე გადაეცა. დამოუკიდებელ ექიმთა კონსილიუმი 400-გვერდიანი დოკუმენტის შესწავლას იწყებს. ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, საჭიროა სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა. ,,აქ არის სამი პრობლემა – საჭმლის მიუღებლობა, კუნთების ატროფია და ამას კიდევ დაემატა ის ცვლილებები, რაც გამოიხატა MRT-ს გამოკვლევის შემდეგ, ეს არის პრეზიდენტ სააკაშვილის ზურგის ტვინის პრობლემები. მისი მდგომარეობა უკეთესობისკენ არ შეცვლილა და არც ველოდები, რომ უკეთესობისკენ იქნება, რადგან ამდენი ხნის საჭმლის მიუღებლობა კატასტროფამდე მიგვიყვანს ადრე თუ გვიან”, – აღნიშნა ნიკოლოზ ყიფშიძემ.

მეტი...

,,გვჭირდება ახალი მიდგომა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ”- სალომე ზურაბიშვილი

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, სოციალურ ქსელში გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილესთან შეხვედრის შესახებ წერს. „შევხვდი ასა რეგნერს, გაერო-ს ქალთა ორგანიზაციის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილეს. იმ ორგანიზაციის წარმომადგენელს, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით გენდერული ნიშნით ძალადობის საკითხებზე მუშაობს. ჩვენ რაც გვჭირდება, ეს არის ახალი მიდგომა ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ საბრძოლველად, ახალი სტრატეგია, რომელიც ერთხელ და სამუდამოდ აღმოფხვრის ფემიციდს!“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

მეტი...

,,არასწორია, 18 წლის ბავშვს შეეძლოს მაღაზიაში შესვლა და იარაღის ყიდვა”- ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი, ჯო ბაიდენი ტეხასის შტატში, სკოლაში მომხდარ ტრაგედიას შესახებ, განცხადებას ავრცელებს. ბაიდენის თქმით, არასწორია, როდესაც 18 წლის ახალგაზრდას მაღაზიაში შესვლა და იარაღის ყიდვა შეუძლია. ,,როცა პრეზიდენტი გავხდი, იმედი მქონდა, რომ ამის გამეორება აღარ მომიწევდა – მორიგი ხოცვა-ჟლეტა. უვალდე, ტეხასი. დაწყებითი სკოლა. ლამაზი, უდანაშაულო მეორე, მესამე, მეოთხე კლასელები. ათობით პატარა ბავშვი, ვინც მომხდარის მომსწრე გახდა და მათი მეგობრების სიკვდილი ნახა, თითქოს ისინი ბრძოლის ველზე არიან. ბავშვის დაკარგვა სულის ნაწილის ამოგლეჯას ჰგავს. რატომ ვართ თანახმა ვიცხოვროთ ამ ხოცვა-ჟლეტით? როგორ შეგვიძლია დავუშვათ, რომ ეს მოხდეს? უბრალოდ არასწორია, 18 წლის ბავშვს შეეძლოს…

მეტი...

რუსული ძალების თავდასხმის შედეგად დონბასში 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

უკრაინის სამხედრო ძალების ინფორმაციით, ლუგანსკის და დონეცკის რაიონებში 24 მაისს რუსული ძალების მასობრივი თავდასხმების შედეგად სულ მცირე 14 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა და 15 დაშავდა. სამხედროების ცნობით, ოკუპანტებმა გამოიყენეს მრავალჯერადი სარაკეტო გამშვები მოწყობილობა, არტილერია, ტანკები, ნაღმტყორცნები და რაკეტები. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, დონბასის რეგიონში მდგომარეობას უკიდურესად მძიმეა. მისი თქმით, რუსული ჯარების მიზანია, აღმოსავლეთ უკრაინის მთავარ ქალაქებში ყველაფერი გაანადგურონ.

მეტი...

„შეშფოთებული ვართ ჩრდილოეთ სირიაში პოტენციურად გაზრდილი სამხედრო აქტივობებით”- ნედ პრაისი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელის, ნედ პრაისის განცხადებით, აშშ შეშფოთებულია თურქეთის პრეზიდენტის, რეჯეპ ტაიპ ერდოღანის მიზნებით, სირიის სამხრეთ საზღვართან ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ. პრაისის თქმით, აღნიშნული ოპერაცია საფრთხეს შეუქმნის რეგიონის სტაბილურობას. „შეშფოთებული ვართ ჩრდილოეთ სირიაში პოტენციურად გაზრდილი სამხედრო აქტივობებით. ვაღიარებთ  სამხრეთ საზღვრის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თურქეთის ლეგიტიმურ წუხილს, მაგრამ ნებისმიერი ახალი შეტევა კიდევ უფრო მეტად გამოუთხრის ძირს რეგიონის სტაბილურობს და საფრთხეს შეუქმნის ამერიკის სამხედრო ძალებს და „აისისის“ წინააღმდეგ არსებულ კამპანიას“, – განაცხადა ნედ პრაისმა. რეჯეფ თაიფ ერდოღანი სირიაში ქურთების წინააღმდეგ ახალ სამხედრო ოპერაციას გეგმავს

მეტი...

,,დონბასში ძალიან რთული ვითარებაა, ოკუპანტებს იქ ყველაფრის განადგურება სურთ”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ზელენსკის განცხადებით, დონბასში კრიტიკული ვითარებაა და რუსული მხარის მთელი სამხედრო რესურსი, ამ რეგიონისკენაა მიმართული. ,,ეს არის რუსი ოკუპანტების სამთვიანი ომის დანაშაულები. თავდასხმების, ნგრევის, ბლოკადისა და ჩვენი ხალხის მასობრივი ექსპლუატაციის სამი თვე. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენ ამ სამ თვეს გადავურჩით ათიათასობით ადამიანის წყალობით, ვინც იცავს სახელმწიფოს და ოკუპანტების მიერ მოკლული უკრაინელი კაცებისა და ქალების ათიათასობით სიცოცხლის ფასად. დაიღუპა თითქმის 30 000 რუსი ჯარისკაცი. 200-ზე მეტი ჩამოგდებული თვითმფრინავი, ათასობით დაკარგული რუსული ტანკი, ჯავშანტექნიკა და სხვა აღჭურვილობა. რუსული სარაკეტო საბრძოლო მასალა თითქმის მთლიანად არის გამოყენებული და ტყუილებით უნდათ…

მეტი...

,,ჩვენ იმ ტერიტორიების დაბრუნებაც გვსურს, რაც 24 თებერვლის შემდეგ მიიტაცეს”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსეთთან მოლაპარაკებები განახლდება მას შემდეგ, რაც ოკუპანტი ქვეყანა 24 თებერვლის შემდეგ მიტაცებულ უკრაინის ტერიტორიებს დააბრუნებს. „დარწმუნებული ვარ, რომ უნდა დავიბრუნოთ ჩვენი ყველა ტერიტორია, მაგრამ ამისთვის საფასურის გადახდა მოგვიწევს. ჩვენ იმ ტერიტორიების დაბრუნებაც გვსურს, რაც 24 თებერვლის შემდეგ მიიტაცეს. ამის შემდეგ დავბრუნდებით მოლაპარაკების მაგიდასთან“, – განაცხადა ზელენსკიმ. უკრაინის პრეზიდენტის განმარტებით, რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიების გათავისუფლების გარეშე მოსკოვთან ცეცხლის შეწყვეტის შესახებ დიალოგი რთული იქნება. ამასთან, ზელენსკის განცხადებით, ყირიმი და დონბასი უკრაინის კუთვნილებაა, მაგრამ ახლა მთვარი ამოცანა ბოლო სამი თვის განმავლობაში მიტაცებული ტერიტორიების დაბრუნებაა. „მსოფლიო უკრაინას სამ დღეს…

მეტი...

კანადა უკრაინას 20 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს

ინფორმაციას უკრაინული მედიის ინფორმაციით, კანადა უკრაინას 20 000 საარტილერიო საბრძოლო მასალას გადასცემს. არსებული ინფორმაციით, აღნიშნული სამხედრო მასალა კანადამ ამერიკის შეერთებული შტატებისგან დაახლოებით 98 მილიონ დოლარად შეიძინა. მათი გამოყენება საარტილერიო ქვემეხებიდან, მათ შორის M777 ჰაუბიცებიდანაცაა შესაძლებელი.  დახმარება უკრაინას უკვე გაეგზავნა. მედიის ცნობით, უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო დახმარების გამოყოფა  კანადის თავდაცვის მინისტრმა ანიტა ანანდმა დაანონსა.

მეტი...

საქართველოში მიწისძვრა მოხდა

„დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის“ სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. მიწისძვრის ეპიცენტრი ისევ სოფელ სამებასთან დაფიქსირდა, სიმძლავრე კი 3.2 (ml) მაგნიტუდის სიდიდის იყო. სეისმოლოგ თეა გოდოლაძის ინფორმაციით, მიწისძვრა საქართველოში ყოველდღიურად ხდება, რადგან კავკასია სეისმურად აქტიური ზონაა. როგორც მან „მედიაცენტრ მთავარს განუცხადა, დადებითია, რომ დაგროვილი ენერგიის გამოშვება პატარა მიწისძვრებით ხდება და არა შედარებით მძლავრი მაგნიტუდით.

მეტი...

უკრაინული მხარის ინფორმაციით, განადგურებულია რუსი გენერალი

უკრაინის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა კიდევ ერთი რუსი გენერალი გაანადგურეს. საუბარია გენერალ-მაიორი კანამატ ბოტაშევზე. გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელენებმა თვითმფრინავი – „სუ 25“ ჩამოაგდეს, რომელსაც გენერალი თავად მართავდა.  

მეტი...

18 წლის მზარდმა მოსწავლეები და მასწავლებლები მოკლა

ტეხასში, სკოლაში განხორციელებული თავდასხმის შედეგად, გარდაცვლილთა რაოდენობა იზრდება. დაწყებით სკოლაში მომხდარი სროლის შედეგად, ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილია 19 ბავშვი და 2 მასწავლებელი. კლინიკაში მკურნალობენ სხვა დაშავებულებიც. ზოგის მდგომარეობა კი მძიმეა. დაიღუპა 18 წლის თავდამსხმელიც, რომელიც სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით შევარდა და სროლა დაიწყო. სკოლაში სროლის შედეგად 14 მოსწავლე და 1 მასწავლებელი დაიღუპა

მეტი...

სკოლაში სროლის შედეგად 14 მოსწავლე და 1 მასწავლებელი დაიღუპა

ამერიკის შეერთებულ შტატებში, ტეხასის შტატში, ერთ ერთ სკოლაში ცეცხლსასროლი იარაღით თავდასხმა განხორციელდა. სროლის შედეგად მოსწავლეები და მასწავლებელი დაიღუპა. არსებული ინფორმაციით, დაწყებით სკოლაში გარდაცვლილია 14 მოსწავლე და ერთი მასწავლებელი. არიან დაშავებულებიც, რომლებიც კლინიკებში გადაიყვანეს. თავდამსხმელი კი 18 წლის მამაკაცი იყო, რომელიც გაქცევისას პოლიციელების ტყვიას ემსხვერპლა.  

მეტი...