„საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ“ – დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის – ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ. მამა ანდრია საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მეუფე შიოს ქადაგებასთან დაკავშირებულ კრიტიკას სოციალურ ქსელში ეხმიანება. “ხშირად სხვის შეცდომებს, თუ უპასუხისმგებლობებს, სხვისი შვილები იმკიან. საკითხი მხოლოდ პოლიტიკური რომ ყოფილიყო ამ თემას არ შევეხებოდი, თუმცა ცხადი ხდება, რომ დღეისათვის საქართველოს ომში შეთრევის მსურველებს ჯერ ამ სცენარზე ხელი არ აუღიათ და ამბიონზეც კი უვარდებიან იერარქებს (ზოგჯერ იერარქებიც) ქვეყანაში მშვიდობის მსურველებს. არ მოიწონეს მეუფე შიოს ქადაგებაში ის, რომ მან არ მოიწონა ქვეყნის ომში ჩათრევის კურსი, და მოიწონა…

მეტი...

“ქართულ პოლიტიკას ჰყავს გამორჩეული ჯაყოები და თეიმურაზ ხევისთავები” – ირაკლი კობახიძე დავით უსუფაშვილზე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, პარლამენტის ყოფილ თავმჯდომარეს და ამჟამინდელი ოპოზიციის წარმომადგენელ დავით უსუფაშილს თეიმურაზ ხავისთავებს ადარებს. აღნიშნული განცხადებს მან საპარლამენტო ტრიბუნიდან გააკეთა და აღნიშნა, რომ სამწუხაროა ქართულ პოლიტიკაში ჯაყოები და ხევისთავები. „ერთ-ერთი ფრთიანი ფრაზა იყო, რომ დემოკრატიული სამყაროს ნდობის ხარისხი თურმე ჩვენ მიმართ დღეს ყველაზე დაბალია მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. უსუფაშვილს თუ დავუჯერებთ, მგონი, საბჭოთა პერიოდშიც უფრო მაღალი ნდობა გვქონდა. დავით უსუფაშვილი დღევანდელობას ადარებს იმ პერიოდს, როდესაც ადამიანებს მართლა აწამებდნენ, კლავდნენ. ამ ყველაფერს ადარებს დღევანდელ მოცემულობას დავით უსუფაშვილი. უბრალოდ სირცხვილია, როცა უსუფაშვილი ამბობს, რომ დღევანდელი მოცემულობა არის უფრო…

მეტი...

რუსეთი „აზოვსტალის მებრძოლების“ გაცვლა არ განიხილავს და მათ სასამართლოსთვის ამზადებს

უკრაინიდან რუსეთში გადაყვანილ „აზოვსტალელ მებრძოლებთან“ დაკავშირებით ოკუპანტი ქვეყნის საგარეო უწყება განცხადებას აკეთებს. როგოც  სერგეი ლავროვის მოადგილე აცხადებს, უკრაინელი ტყვეები სასამართლოს წინაშე უნდა წარსდგნენ. „ვიდრე უკრაინელი ჯარისკაცები, რომლებიც ჩაბარდნენ, სასამართლოს წინაშე არ  წარსდგებიან, კიევთან პატიმრების გაცვლის შესახებ განხილვა “ნაადრევი” იქნება. მოსკოვი კიევთან პატიმრების გაცვლას განიხილავს მას შემდეგ, რაც ჩაბარებულ უკრაინელ მებრძოლებს “განაჩენს გამოუტანენ” – აცხადებს ანდრეი რუდენკო. შეგახსენებთ, რომ რუსეთმა უკრაინიდან, კერძოდ კი „აზოვსტალის ქარხნიდან“ 2 000-მდე უკრაინელი მებრძოლი გაიყვანა და დაატყვევა.

მეტი...

,,ცივი წყალი გადაესხა ოპოზიციის მტკიცებას, თითქოს ამერიკის საელჩო ჩადიოდა დანაშაულს” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, აშშ-ის საელჩოს მიერ გამოქვეყნებული განცხადება იმის დადასტურებაა, რომ მთელი ამ ხნის განმავლობაში ოპოზიცია იტყუებოდა. მისი თქმით, საელჩომ ოპოზიციას ცივი წყალი გადაასხა. „ძალიან სწორი განცხადებაა, ზუსტად ისაა, რასაც ვამტკიცებდით ჩვენ. 2012 წლამდეც, მიუხედავად იმისა, რომ მაშინ იყო უმძიმესი რეჟიმი მათ შორის სასამართლოში, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერდა სასამართლო სისტემას და მხარდაჭერა დღესაც გრძელდება უკვე იმ ვითარებაში, როდესაც სასამართლო არის მთლიანად რეფორმირებული. რასაც ჩვენ ვამბობდით, ეს დაადასტურა ამერიკის საელჩოს განცხადებამ და ცივი წყალი გადაესხა ამით ოპოზიციის მტკიცებას იმასთან დაკავშირებით, თითქოს ამერიკის საელჩო ჩადიოდა დანაშაულს, იბარებდა მოსამართლეს,…

მეტი...

 ,,პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამართული დებატების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებმა თავად გაყიდეს საკუთარი თავი. „კიდევ ერთხელ გავიმეორებ იმას, რაც ვთქვი – ეს ადამიანები, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ამტკიცებდნენ, რომ არ ახორციელებდნენ თურმე აგიტაციას კაბინეტებსა და დერეფნებში, რასაც ჩვენ ვამბობდით, რადგან ამაზე გვაქვს ინფორმაცია. რასაც ჩვენ ვამბობდით, ახლა სამი საათის განმავლობაში, პლენალურ სხდომათა დარბაზში ის დაამტკიცეს. საქართველოს პარლამენტში უკვე მესამე საათია, ისინი ამტკიცებენ იმას, რომ საქართველოს არ ეკუთვნის კანდიდატის სტატუსი, თქვენ ძალიან კარგად ხედავთ სად არიან ისინი და სად არის ხელისუფლება, ძალიან მარტივად გაეცა ამ ყველაფერს პასუხი, თავად გაყიდეს…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილმა გუშინ ღამით გონება დაკარგა

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, გუშინ ყოფილმა პრეზიდენტმა გონება დაკარგა. საძაგლიშვილის თქმით, სამედიცინო დახმარება მყისიერად იქნა აღმოჩენილი. ,,გუშინ გვიან ღამით დაკარგა გონი, თუმცა ექიმების დაუყოვნებლივი ჩარევის შედეგად ეს პრობლემა აღმოიფხვრა, რისთვისაც ძალიან მადლობელია სამედიცინო პერსონალის მიმართ, რომ ასე მყისიერად იქნა სამედიცინო დახმარება მისთვის აღმოჩენილი. წარმოდგენაც არ გვინდა თუ რა შედეგი შეიძლება დამდგარიყო თუკი ეს მოხდებოდა მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში. როგორც ჩანს ეს საერთო სისუსტით გამოწვეული გონის დაკარგვის მომენტი, დამატებითი დეტალი ჩემთვის არაა ცნობილი, ნამდვილად არ ვიცი კონკრეტულად რა იყო გამომწვევი მიზეზი. ახლა ნორმალურად არის, ნორმალურად არის იმ თვალსაზრისით, რომ ის…

მეტი...

,,მოვუწოდებ ხელისუფლებას და ოპოზიციას, 4 კვირა მაინც გაჩუმდნენ და ერთმანეთი არ ლანძღონ”- გიორგი გახარია

,,4 კვირის განმავლობაში ჩვენ თუ ვერ შევძლებთ ქვეყნის ევროპული მომავლის იდეის ირგვლივ გაერთიანებას, გავჩუმდეთ მაინც, გავჩუმდეთ”,- ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარემ გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. გახარია ოპოზიციას და ხელისუფლებას მოუწოდებს, ურთიერთდაპირისპირებას მოერიდონ და თუ ერთად დგომა არ შეუძლიათ გაჩუმდნენ. ,,საბოლოო გადაწყვეტილება საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე დღეს მიღებული არ არის, ეს საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული იქნება უახლოესი 4 კვირის განმავლობაში. კრიტიკულად მნიშვნელოვანია როგორი მიდგომა ექნება შიდაპოლიტიკურ კონტექსტს ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ არის ჩვენი ერთიანობა უაღრესად მნიშვნელოვანი. დღეს, ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, არა აქვს მნიშვნელობა ვინ არის – ოპოზიცია თუ ხელისუფლება, ვისაც მართლა…

მეტი...

,,საქართველოს ტერიტორიაზე იმყოფება თითქმის 20 ათასი უკრაინის მოქალაქე, მათგან დაახლოებით 5 500 არის არასრულწლოვანი” – ანდრეი კასიანოვი

საქართველოში უკრაინის საელჩოს წარმომადგენელმა, ანდრეი კასიანოვმა დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ საქართველოდან უკრაინაში ათას ტონაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება გაიგზავნა. მისი თქმით,   გრძელდება ჰუმანიტარული ტვირთების შეგროვება და უკრაინაში გაგზავნა. „24 მაისის საელჩოს მონაცემებით, საქართველოდან უკრაინაში გაიგზავნა ათასზე მეტი ტონა ჰუმანიტარული დახმარება, ეს მოხდა ოთხი თვითმფრინავი და 44 სატვირთო მანქანით. გამჭვირვალობის მიზნით, დეტალურად გაგაცნობთ მონაცემებს. საელჩოს ცალკეულ ანგარიშზე ჩაირიცხა 2 380 625 ლარი. 57 ათასზე მეტი დოლარი და 2 ათას 600-ზე მეტი ევრო. შეგროვილი თანხებით საელჩომ იყიდა 600 საველე აფთიაქი თურქეთში, რომლის საფასურიც შეადგენს 114 ათს დოლარს. ეს თანხა შემოვიდა უკრაინაში ჩვენი მცველების,…

მეტი...

PSP -ს გუნდი ფუტსალის ლიგის 1/2 ფინალშია

გუშინ, 24 მაისს გაიმართა საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის ფუტსალში ჩემპიონატის მესამე გადამწყვეტი თამაში, თავდაცვის სამინისტროს კლუბ არმიასა და PSP -ს  გუნდებს შორის. დაძაბულ თამაშში PSP -ემ იმარჯვა ანგარიშთ 5-2 და ფუტსალის ლიგის 2021-22  წწ. გათამაშების ნახევარფინალის საგზური მოიპოვა! გამორჩეული იყო გუნდის კაპიტანი ლ.სარდანაშვილი რომელმაც დუბლით დაამახსოვრა თავი გულშემატკივარს. “FC PSP – ფეხბურთელთა გუნდი მთლიანად კომპანიის თანამშროლებით არის დაკომპლექტებული, რომელიც წლების მანძლზე ბიზნეს ლიგის ერთ-ერთი უდავო ლიდერი გუნდი და ამ ჩემპიონატის 7 -გზის გამარჯვებულია. ჯანსაღი ცხოვრების წესი და მისი პოპულარიზაცია PSP-ს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულებაა“ – აცხადებენ PSP-ში.  

მეტი...

,,ევროკავშირის ხელმძღვანელობას მივმართავთ და ვთხოვთ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ”- ლევან იოსელიანი

,,ოპოზიციამ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწია. ჩვენ შევძელით შევთანხმებულიყავით ტექსტზე, რომლითაც ევროკავშირის ხელმძღვანელობას მივმართავთ და ვთხოვთ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ,” – ამის შესახებ „მოქალაქეებისთვის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა. იოსელიანის თქმით, არსებული აჟიოტაჟი, თითქოს ოპოზიციაში ვინმე ხელს უშლის საქართველოს ევროინტეგრაციას, უნდა დასრულდეს. „ოპოზიციამ ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებას მიაღწია. ჩვენ შევძელით შევთანხმებულიყავით ტექსტზე, რომლითაც ევროკავშირის ხელმძღვანელობას მივმართავთ და ვთხოვთ, რომ საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიანიჭონ. მინდა, რომ ამით ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დაესვას იმ აჟიოტაჟს, თითქოს ოპოზიციაში ვინმეს არ უნდა, ეს ქვეყანა ევროკავშირის წევრი გახდეს. ყოველ შემთხვევაში, მე…

მეტი...

,,მოგესალმებით ბატონო ბიძინა, როგორ ბრძანდებით?”- დავით უსუფაშვილი

,,მოგესალმებით ბატონო ბიძინა, როგორ ბრძანდებით? არ მგონია, კარგად იყოთ თქვენ ან მე 2022 წელს, – ასე მიმართა „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა პარლამენტში გამართული დებატებისას  ბიძინა ივანიშვილს. უსუფაშვილის განცხადებით, დემოკრატიულ სამყაროს საქართველოს ხელისუფლებისადმი ასეთი დაბალი ნდობა არასდროს ჰქონია. მისი შეფასებით, ევროპასთან შეუთავსებელია ის, რაც ახლა საქართველოში ხდება. „მას შემდეგ 10 წელი გავიდა და დღეს ვსაუბრობთ იმაზე, თუ რა მდგომარეობაშია ჩვენი ქვეყანა ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის თვალსაზრისით. ძალიან კარგად გახსოვთ, იმ 10 წლის წინ, სწორედ ეს საკითხი იყო მთავარი, ის, თუ რამდენად ევროპული გახდებოდა საქართველო ცხოვრების წესით და არა დროშებით იმიტომ,…

მეტი...

,,რუსეთის ჯიბრზე სუნთქვას ხომ არ შევიკრავთ და დავიხოცებით“- ალეკო ელისაშვილი

,,ჩვენ გვაქვს ისეთი საბჭოთა „ჯართი“ ტექნიკა, რომელიც არაფერში არ გვჭირდება. მიმაჩნია, რომ შეგვიძლია ასეთი შეიარაღება გადავცეთ უკრაინას და ხეირიც ვნახოთ,” – ამის შესახებ, პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტში მიმდინარე დებატებზე განაცხადა. ელისაშვილის თქმით, იმ ფონზე, როდესაც უკრაინელების და უკრაინის ხელისუფლების თავგანწირვით მადლიერები უნდა ვიყოთ, ვისმენთ „ქართული ოცნების“ მხრიდან ლანძღვას და აგდებულ ლაპარაკს, თუნდაც ზელენსკიზე, რომელმაც თავისი ქვეყნისთვის „თავი გადადო“. „ჩემთვისაც ძალიან მტკივნეული მოსასმენი იყო დაუსაბუთებელი ბრალდება, თითქოს ჩვენ რუსეთს რაღაცაში ვეთანხმებით, ამას მტკიცებულება უნდა მოჰყოლოდა, მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაფერს გაგებით უნდა მოვეკიდოთ, ის ხალხი არის ბრძოლაში ჩართული და ბავშვები ეღუპებათ,…

მეტი...

,,30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით” – აშშ-ის საელჩო

საქართველოში ამერიკის საელჩო ნიკა გვარამიას საქმის მოსამართლე, ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. საელჩოს განცხადებაში ნათქვამია, რომ აშშ 30 წელია მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც სისტემის დამოუკიდებლობის გაძლიერებისკენაა მიმართული. ,,30 წელია ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოს სასამართლოს პროგრამებით, რომელიც მიმართულია მისი დამოუკიდებლობისა და შესაძლებლობების გაძლიერებაზე. ჩვენი არაპარტიული, აპოლიტიკური დახმარება ხორციელდება მიუხედავად იმისა, თუ რომელი პარტია არის ხელისუფლებაში. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი ძალისხმევა თანხვედრაშია როგორც საქართველოს, ისე ამერიკის კანონმდებლობასთან”,- ნათქვამია საელჩოს განცხადებაში. შეგახსენებთ, ირაკლი კობახიძემ აშშ-ის საელჩოსგან მოსამართლე ლაშა ჩხიკვაძესთან დაკავშირებით განმარტების გაკეთება გუშინ ითხოვა. ,,რადიკალურმა ოპოზიციამ აშშ-ის საელჩოს სასამართლოს…

მეტი...

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დამატებითი ცვლილებები შედის

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების გამო, ტრანსპორტის მოძრაობის სქემაში დამატებითი ცვლილებები შედის. დაგეგმილი ღონისძიებებიდან გამომდინარე, რუსთაველის გამზირზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით არის შეზღუდული. შეზღუდვა 26 მაისის ჩათვლით იმოქმედებს. კერძოდ, გადაადგილება უკვე შეზღუდულია კოტე აფხაზისა და შალვა დადიანის ქუჩებიდან, თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებებისთვის გადაადგილება დასაშვებია ლეონიძის, ინგოროყვას, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების, ასევე, ჭავჭავაძის გამზირის დახმარებით. თბილისის მერიის ცნობით, დამატებითი ცვლილება შეეხება ივანე მაჩაბლის ქუჩას, სადაც მიმართულება შეიცვლება და ლეონიძის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ლადო ასათიანის ქუჩიდან მაჩაბლის ქუჩის გამოყენებით. ასევე, რუსთაველის გამზირზე, რესპუბლიკის მოედნიდან თავისუფლების მოედნამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში, ტრანსპორტის…

მეტი...

,,ანგელა მერკელმა გაზის მიწოდებისთვის რუსეთთან სპეციალური გარიგებები დადო”- ჯორჯ სოროსი

მილიარდერი ჯორჯ სოროსი გერმანიის ყოფილ კანცლერს ანგელა მერკელს  რუსეთთან ენერგორესურსების შესყიდვასთან დაკავშირებულ გარიგებაში ადანაშაულებს. სოროსის თქმით, ანგელა მერკელი მერკანტილურ პოლიტიკას ახორციელებდა. „ევროპის დამოკიდებულება რუსულ წიაღისეულ საწვავზე რჩება გადაჭარბებული ძირითადად ყოფილი კანცლერის ანგელა მერკელის მიერ გატარებული მერკანტილური პოლიტიკის გამო. მან გაზის მიწოდებისთვის რუსეთთან სპეციალური გარიგებები დადო და ჩინეთი გერმანიის უმსხვილეს საექსპორტო ბაზრად აქცია“, – განაცხადა ჯორჯ სოროსმა.    

მეტი...

,,ამ საქმის ახსნა პოლიტიკური მოტივის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია”- გიორგი გახარია

პარტია „საქართველოსთვის” ლიდერმა, გიორგი გახარიამ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, კონკრეტული საქმის განხილვა პოლიტიკური მოტივის   გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. „ჩემთვის ნათელია, რომ ამ საქმის ახსნა პოლიტიკური მოტივის გარეშე უბრალოდ შეუძლებელია. იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად მნიშვნელოვანია დღეს ქვეყნის ევროპულ ფასეულობებთან, მედიასთან დაკავშირებით მთავრობის გადადგმული ნაბიჯები და დამოკიდებულება, სულ რომ 100%-ით სწორი იყოს განაჩენი, რაშიც მე ეჭვს ვერ შევიტან, რადგან საქმეს არ ვიცნობ, მაგრამ ის, თუ როგორ იყო ეს პროცესი წარმართული და როდის რა ნაბიჯები იქნა გადადგმული, აშკარად აჩვენებს ყველასთვის, რომ ეს პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება იყო. თუ…

მეტი...

,,ცენტრალური ხელისუფლების დონეზე შეიქმნას  სპეციალური საგანგებო უწყება, რომლის ერთადერთი ფუნქცია ევროინტეგრაცია იქნება”- ბექა ლილუაშვილი

„თუ ხელისუფლებას სურს დააფიქსიროს ძალიან მკაფიო მიზანი ხელი შეუწყოს ევროინტეგრაციის პროცესს, მაშინ აუცილებელია შეიქმნას ერთიანი სამოქმედო გეგმა და ის არ უნდა იყოს დახურულ კარს მიღმა ერთპიროვნულად დაწერილი კონკრეტული პარტიის მიერ“, – ამის შესახებ, პარლამენტის წევრმა,  ბექა ლილუაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხზე გამართული პოლიტიკური დებატების დროს განაცხადა. ლილუაშვილის თქმით, სამოქმედო გეგმა უნდა იყოს პოლიტიკურ და საზოგადოებრივ კონსოლიდაციაზე დაფუძნებული და მასში უნდა აისახოს კონკრეტულ დროში გაწერილი თანმიმდევრული ნაბიჯები. „ამასთან ერთად, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ  ჩვენ დავრჩეთ უკრაინასთან და მოლდოვასთან მჭიდრო, ეფექტიანი კოორდინაციის პროცესში და ეს გეგმა ითვალისწინებდეს ეფექტიანი სტრატეგიული…

მეტი...

„ქართულ ოცნებას ეკისრება პასუხისმგებლობა ევროკავშირში საქართველოს წევრობაზე განაცხადის წარმატებასა თუ წარუმატებლობაზე”- სალომე სამადაშვილი

„რუსეთ-უკრაინის ომმა უნიკალური შესაძლებლობა გახსნა ჩვენი ქვეყნისთვის, რომ მიიღოს ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი –  სრულად გეკისრებათ პოლიტიკური პასუხისმგებლობა ჩვენი განაცხადის წარმატებაზე, მის წარუმატებლობაზე და იცით რა ეს ძალიან კარგად, სწორედ ამიტომ წამოიწყეთ  ბინძური კამპანია ოპოზიციისკენ ხელის გაშვერის საკუთარი წარუმატებლობის მოლოდინში“,- ამის შესახებ, სალომე სამადაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. სალომე სამადაშვილი „ქართულ ოცნებას“  – შარლ მიშელის შეთანხმების შესრულებისკენ, ხოლო პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის საქართველოს მესამე პრეზიდენტის – მიხეილ სააკაშვილის შეწყალებისკენ მოუწოდებს. მისი შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილება ჩვენი ქვეყნის ევროპულ მომავალს სჭირდება. „თქვენი ხელისუფლების დამსახურებით, იმიტომ, რომ თქვენ, არცერთ თქვენგანს, ვინც ამ დარბაზში სხედხართ, აღარ გაგაჩნიათ არანაირი…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილთან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფს შეუშვებენ

მოსამართლე ნინო ჩახნაშვილმა მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სააკაშვილთან დამოუკიდებელ ექსპერტთა ჯგუფი დაუშვა. ყოფილი პრეზიდენტის უფლებადამცველები მოსამართლისგან ითხოვდნენ, ცენტრ ემპათიას ექსპერტების დაშვებას მიხეილ სააკაშვილთან კლინიკაში, ან სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. შუამდგომლობას დაეთანხმა პროკურატურაც. ზუსტი თარიღი, თუ როდის მოინახულებენ ექსპერტები მიხეილ სააკაშვილს, უცნობია.  

მეტი...

,,გამარჯვება და მარცხი ყველასია, პასუხისმგებლობა კი ხელისუფლების”- გიორგი გახარია

,,გამარჯვება და მარცხი ყველასია, პასუხისმგებლობა კი ხელისუფლების” -ამის შესახებ, პარტია  „საქართველოსთვის“ თავმჯდომრემ გიორგი გახარიამ ბრიფინგზე განაცხადა. გიორგი გახარიას თქმით, საქართველოს დღეს აქვს ისტორიული შანსი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას ევროინტეგრაციის გზაზე და მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. „დღეს საქართველოს აქვს ისტორიული შანსი, მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგას წინ ევროინტეგრაციის გზაზე და მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი. ასეთი შესაძლებლობის გაჩენას ჩვენი ქვეყანა ელოდება დამოუკიდებლობის აღდგენის დღიდან და ამის ხელიდან გაშვება არ გვეპატიება. მიუხედავად იმისა, როგორია დღეს საქართველოს ხელისუფლება, მიუხედავად იმისა, როგორია ოპოზიცია, მიუხედავად იმისა, ვინ, რა მოტივით ცდილობს დააზიანოს ევროინტეგრაციის პროცესი, საქართველო და ქართველი ხალხი…

მეტი...

,,კონკრეტული პოლიტიკოსები შედიან კონკრეტულ კაბინეტებში და მერე იმ კაბინეტებიდან გამოდის უარყოფითი გზავნილები” – ირაკლი კობახიძე

პარტია ,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის  ქმედებებთან დაკავშირებით ისაუბრა. მისი თქმით, ევროინტეგრაციის პროცესში მნიშვნელოვანია თითოეულ დეტალთან დაკავშირებით ოპოზიციის არგუმენტების მოსმენა. „ჩვენ, რა თქმა უნდა, მაქსიმალურად კონსტრუქციულად ვართ განწყობილი ამ დებატების მიმართ. ჩვენ გვინდა, მოვისმინოთ არგუმენტები, ფაქტები ყველაფერთან დაკავშირებით. თუ ოპოზიციას მიაჩნია, რომ საქართველოს სახელმწიფო იმსახურებს კანდიდატის სტატუსს, ამაზე გვინდა, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები. თუ მიაჩნიათ, რომ არ იმსახურებს, ამაზეც გვინდა, მოვისმინოთ მათი მოსაზრებები. მნიშვნელოვანია მათგან პოზიციის დაფიქსირება, რას ფიქრობენ და რა იქნება სამართლიანი ევროკავშირის მხრიდან. ჩვენი მხრიდან შესაბამისი კითხვებიც დაისმება, ბუნებრივია, ჩვენი არგუმენტები იქნება წარმოდგენილი. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ ყველა…

მეტი...

,,საქართველომ ევროპულ ოჯახთან მიერთებისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგა, ახლა დროა, ევროკავშირმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილებები”- ირაკლი ღარიბაშილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის თემატურ განხილვაში მონაწილეობას სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ეხმაურება. მთავრობის მეთაურის თქმით, საქართველომ ევროპულ ოჯახთან მიერთებისთვის კონკრეტული ნაბიჯები გადადგა და ახლა დროა, ევროკავშირმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილებები ქართველი ხალხისთვის. „მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ თემატურ განხილვაში „სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრების“ მონაწილეობის სახით ძალიან კარგი შესაძლებლობა მომეცა. საქართველოსა და საერთაშორისო თანამეგობრობისთვის მნიშვნელოვანი პერიოდია ჩვენი სამომავლო ალიანსის შესახებ დებატების გასამართად. ევროპულ ოჯახთან მიერთებისთვის საქართველომ კონკრეტული ნაბიჯები გადადგა. ახლა დროა, ევროკავშირმა მიიღოს ისტორიული გადაწყვეტილებები ქართველი ხალხისთვის“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

მეტი...

„ნატო-მ ომის ყველაზე ტრაგიკულ მომენტში თუ არ დახურა უკრაინის ცა, მაშინ რატომ გახსნიან შავ ზღვას”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულებას აცხადებს, რომ დასავლეთს რუსეთის საზღვაო ბლოკადის მოსახსნელად გამბედაობა არ ეყოფა. „ნატო-მ ომის ყველაზე ტრაგიკულ მომენტში თუ არ დახურა უკრაინის ცა, მაშინ რატომ გახსნიან შავ ზღვას, რათა უკრაინიდან შეუფერხებლად მოხდეს სოფლის მეურნეობის პროდუქტების ექსპორტი? მთელი გულით მივესალმები ასეთ გადაწყვეტილებას, მაგრამ არ ვფიქრობ, რომ დასავლეთის ქვეყნებს და სხვა ქვეყნებს ექნებათ საკმარისი ძალა, გამბედაობა, იპოვონ ამ საკითხის ძალისმიერი გადაწყვეტა“, – განაცხადა კულებამ. კულებას განცხადებით, უკრაინის პორტების გახსნასთან დაკავშირებით რუსეთის ფედერაციასთან შეთანხმების მიღწევის შემთხვევაში რუსეთის ნდობა, მაინც არ შეიძლება. „ხელიც რომ მოაწერონ რაიმე გარანტიებს შეუფერხებელი გასასვლელის შესახებ, არ…

მეტი...

,,ვისთან გამართავს მოლაპარაკებას უკრაინა? რუსეთის რომელ პრეზიდენტთან?”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ დავოსში გამართულ ღონისძიებაზე საუბრისას განაცხადა, რომ  ომის დასრულების შესახებ რუსეთთან მოლაპარაკებები აუცილებლად გაიმართება, “თუმცა საკითხავია, რუსეთის რომელ პრეზიდენტთან”. მისი თქმით, პუტინი ვერ აცნობიერებს არსებულ მდგომარეობას. „საომარი ნაწილის შემდეგ, იქნება მშვიდობიანი პროცესი, იქნება მოლაპარაკების მაგიდა და იქნება მშვიდობა. კითხვა ისმის, ვისთან გამართავს მოლაპარაკებას უკრაინა? რუსეთის რომელ პრეზიდენტთან? ეს ასევე დამოკიდებულია რუსეთის მოქმედი პრეზიდენტის სურვილზე. ის თავის საინფორმაციო სამყაროში ცხოვრობს და ვერ ხვდება, რომ უკრაინა დათმობაზე არ წავა“,- განაცხადა ზელენსკიმ.

მეტი...

,,ბრალდებები, რასაც უყენებდა აშშ-ის საელჩოს ოპოზიცია, იყო ცარიელი სპეკულაცია და სრული დემაგოგია”- ირაკლი კობახიძე

,,ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიცია აშშ-ის  საელჩოს სასამართლოს დამოუკიდებლობის ხელყოფის მცდელობაში დასდო ბრალი. მისი თქმით, აშშ-ის საელჩოს დუმილი აღნიშნულ საკითხზე, ,,ქართული ოცნების” პოზიციაზე თანხმობას ნიშნავს. ,,დადასტურდა პრაქტიკულად უკვე, რომ ის ბრალდებები, რასაც უყენებდა აშშ-ის საელჩოს ოპოზიცია, იყო ცარიელი სპეკულაცია და სრული დემაგოგია. ეს არის ის შემთხვევა, როცა დუმილი არის ჩვენ პოზიციაზე თანხმობის ნიშანი, ეს არის ზუსტად ეს შემთხვევა. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, საუბარი იმაზე, რომ “დისკრიმინაცია არ ჩამიდენია”, რა თქმა უნდა, უხერხულობას შეიცავს. არც ველოდით ჩვენ, რომ აშშ-ის საელჩო ასეთ განცხადებას გააკეთებდა, რომ არ ჩავდივარ დანაშაულს, დისკრიმინაციას”, – განაცხადა…

მეტი...

,,შესაძლოა, რუსეთის მზერა მხოლოდ უკრაინისკენ არ იყოს მიმართული”- ალექსანდერ შალანბერგი

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრის, ალექსანდერ შალანბერგის განცხადებით, ყველამ უნდა გააცნობიეროს რუსეთიდან მომავალი საფრთხე და ის მნიშვნელოვანი მომენტი, რომელიც დღეს დგას ევროპისთვის. მისი თქმით, რუსეთმა აგრესია შესაძლოა, სხვა ქვეყნებისკენაც მიმართოს. „მსოფლიოსთვის არდადეგები დასრულდა, ჩვენ მშვიდობის სარგებელი მივიღეთ და ასევე ვიყავით ზედმეტად მიამიტები. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ რუსეთს აქვს პოტენციალი, იყოს დამაბრკოლებელი და შესაძლოა, რუსეთის მზერა მხოლოდ უკრაინისკენ არ იყოს მიმართული. საქართველოს აქვს ეს გამოცდილება. ასევე, ჩვენ გვაქვს სერბთა რესპუბლიკაც და სხვა ადგილებიც, ლიბია, სირია, ევროპის მთელ სამეზობლოში. ევროკავშირი უნდა შეეჭიდოს ამ ამოცანას. ეს არის პოლიტიკური ნაბიჯი და არა ბიუროკრატიული“, –განაცხადა შალენბერგმა.…

მეტი...

,,რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე, 24 თებერვლის შემდეგ შეარყია უსაფრთხოების არქიტექტურა”- ალექსანდერ შალენბერგი

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ალექსანდერ შალენბერგმა დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ მსოფლიო უსაფრთოების არქიტექტურა შეცვალა. მისი თქმით, საჭიროა ქმედითი ნაბიჯების გადადგმა და ევროკავშირის ერთიანობა. „აშკარაა, რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე, 24 თებერვლის შემდეგ შეარყია უსაფრთხოების არქიტექტურა, დაამსხვრია ბევრი რამ, რისიც გვჯეროდა, ახლა რთული ვითარება შეიქმნა, მჯერა, რომ ევროკავშირი საკუთარ ქმედებებს ერთობლივად განახორციელებს. ჩვენ შევდივართ ძალიან კონფრონტაციულ პერიოდში და ეს გაგრძელდება წლები, თუ არა ათწლეულები. პოლიტიკაში ვაკუუმი არ არის, ჩვენ ან გამოგვაქვს სტაბილურობა და უსაფრთხოება ჩვენი ცხოვრების მოდელში ან ვართ სხვისი ცხოვრების მოდელის პირისპირ. ფაქტი არის,…

მეტი...

,,მაიმუნის ყვავილი საპანიკო არ გახლავთ, მზადყოფნა კი აუცილებელია“- ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, ამირან გამყრელიძე აცხადებს, რომ  „მაიმუნის ყვავილი“ პანიკის საფუძველს არ წარმოადგენს. მისი თქმით, ახალი შეზღუდვების დაწესება ამ დროისთვის, არ განიხილება. ამირან გამყრელიძის თქმით, ინფექცია ადამიანებს შორის რესპირატორული გზით ვრცელდება, ინფიცირებულ ბიოლოგიურ სითხეებთან პირდაპირი კონტაქტით, ან დაინფიცირებულ ნივთებთან შეხებისას. „მაიმუნის ყვავილი” ახალი ვირუსი არ გახლავთ, 1970 წელს არის აღმოჩენილი და ორთოპოქსვირუსების გვარს მიეკუთვნება. ინფექცია აფრიკის ცენტრალურ ნაწილში აღმოაჩინეს და ის ცხოველიდან ადამიანზე ვრცელდებოდა. მისი დიდი ეპიდაფეთქებები აღწერილი არ გახლავთ. ის უფრო მსუბუქი მიმდინარეობის არის, ვიდრე ნატურალური ყვავილი. დღეისთვის არსებობს „მაიმუნის ყვავილის“ ორი ფორმა, კერძოდ, დასავლეთ აფრიკის და…

მეტი...

,,ვეტყვით ჩვენს ხალხს, რომ საქართველო მიიღებს პოლიტიკურ დეკლარაციას, თუ უნდა ავუხსნათ, რომ ახლა არ არის სწორი დრო”-ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე – „სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრება“, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პერსპექტივაზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების გზაზე ხელშესახები პროგრესი აქვს. „ეს არ იწყება 2014 წელს, როდესაც ხელი მოვაწერეთ ასოცირების შეთანხმებას. ჩვენ გვსურდა გავმხდარიყავით ცივილიზებული ევროპის და მსოფლიოს წევრი საუკუნეების განმავლობაში. ასე რომ ახლა გვსურს, რომ ვუხელმძღვანელოთ ჩვენი ხალხის მოლოდინებს, რადგან ჩვენი პერსპექტივიდან გამომდინარე, თუ როგორ ვხედავთ ამ პროცესს, ჩვენ გვჯერა, რომ ძალიან ლოიალურები ვართ ევროპული პრინციპების და ღირებულებებს მიმართ, ვახორციელებთ დემოკრატიულ რეფორმებს. ჩვენ ვაკეთებთ ყველა საჭირო საქმეს, რაც არის ასოცირების შეთანხმებაში. ჩვენ შევასრულეთ ასოცირების…

მეტი...

,,საქართველომ იცის, რომ ეკუთვნის ევროპას, ახლა ევროპამ უნდა გააკეთოს დასკვნები”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელზე – „სამეზობლოსთან ევროკავშირის პარტნიორობის ხელახალი გააზრება“ ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, საქართველო ევროპული ოჯახის წევრია და ქმედით ნაბიჯებს ელოდება. „ახლა კითხვა არის შემდეგი, ვზრდით თუ არა ამ მოლოდინებს, რომ ვუთხრათ ხალხს, საქართველო მიიღებს სიმბოლურ, პოლიტიკურ განაცხადს და აღიარებას, რომ საქართველო არის ევროპული ოჯახის ნაწილი ან მათ უნდა ავუხსნათ, რომ ახლა არ არის შესაბამისი დრო, უნდა მოვიცადოთ. ჩვენ გვჭირდება, დავინახოთ ქმედება ახლა და დღეს, რადგან ეს უკვე განსხვავებული მსოფლიოა. რაც ახლა უკრაინაში ხდება, ეს არ არის მხოლოდ უკრაინის უსაფრთხოების გამოწვევა,…

მეტი...

ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომელი ხელფასების მითვისების ბრალდებით დააკავეს

პროკურატურამ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე ერთ პირს ბრალდება წარუდგინა. საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის მიერ მოწოდებული, სამსახურეობრივი შემოწმების შედეგად გამოვლენილი დარღვევების ფაქტებზე დაწყებული გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ ტექნიკური უნივერსიტეტის საფინანსო დეპარტამენტის უფროსი სპეციალისტი – მ.ა. სხვადასხვა პერიოდში, სახელფასო ბაზების შევსებისას, ხელფასის დასარიცხად უთითებდა ტექნიკური უნივერსიტეტის თანამშრომლების პირად მონაცემებს, ხოლო მათ სახელფასო ანგარიშის ნაცვლად – საკუთარ საბანკო ანგარიშს, რის შედეგადაც მითითებული თანხები მის ანგარიშზე ირციხებოდა. გარდა ამისა, ბრალდებული ხელფასის გასაწერად შედგენილ დოკუმენტში, ხელფასის დასარიცხად უთითებდა მისი სანაცნობო წრიდან მოძიებული პირების პირად მონაცემებს და საბანკო ანგარიშის ნომრებს, რის შედეგადაც…

მეტი...

,,მეც ვყოფილვარ ნაციონალური მოძრაობის შავ სიაში, რაც შემთვის ძალიან დიდი პატივი და კომპლიმენტია“- თეა წულუკიანი

საქართველოს კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრებმა უნდა შეწყვიტონ ,,შავი სიების” გამოქვეყნება. მისი თქმით, ოპოზიციის აღნიშნული ნაბიჯი წარმატებული ვერ იქნება. „მე უკვე ვეღარც ვითვლი, მერამდენე შავი სიაა. შავი სიები ქვეყნდება „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ უკვე მრავალი წელია და წელიწადში რამდენჯერმე. ან ეს იდეა უნდა მიატოვონ, რადგან ვერც ერთხელ შავი სია წარმატებული ვერ იქნა, ან სიის ფერი შეცვალონ, ან რაღაც ახალი მოიგონონ იმიტომ, რომ მეც ვყოფილვარ მათ შავ სიაში, რაც შემთვის მხოლოდ ძალიან დიდი პატივი და კომპლიმენტია“, – განაცხადა თეა წულუკიანმა. შეგახსენებთ, „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა რომან გოცირიძემ მოითხოვა,  შედგეს იმ…

მეტი...

,,ევროკავშირის წევრები გრძნობენ, რომ თქვენ ხართ ერთ-ერთი ჩვენგანი”- ალარ კარისი

ესტონეთის პრეზიდენტმა, ალარ კარისმა დავოსის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ კონფერენციაზე  ევროკავშირის გაფართოების შესახებ ისაუბრა. კარისმა ემანუელ მაკრონის ინიციატივა შეაფასა, რომლის თქმითაც, უნდა  შეიქმნას ახალი ალიანსი, რომელშიც ევროკავშირს მიღმა მყოფი ქვეყნები, მათ შორის უკრაინა და ბრიტანეთი გაერთიანდებიან. კარისის განცხადებით, არსებობს საფრთხე, რომ აღნიშნულმა ალიანსმა ჩაანაცვლოს რეალური კანდიდატობა ან ევროკავშირის წევრობა. „რაც შეეხება კითხვას, გვჭირდება თუ არა სხვადასხვა ტიპის გაერთიანება ევროკავშირში გაწევრიანებამდე. ვიქნები ძალიან გულწრფელი, ჩვენ შემოგვთავაზეს სხვადასხვა ტიპის გაერთიანება, როდესაც ვიწყებდით პროცესს, ჩვენ უარი განვაცხადეთ. ჩვენ ვართ საკმაოდ მტკიცე, ჩვენ უნდა გაგვევლო გზა კანდიდატის სტატუსით და მიგვეღწია მიზნისთვის, რაც შეიძლება მალე, ჩვენ…

მეტი...

პეტრე მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია 15 ივნისიდან იწყება

,,პეტრე მელიქიშვილის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები 15 ივნისიდან დაიწყება,” – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მუნიციპალიტეტის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, მელიქიშვილის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, საგზაო მოძრაობა შეიზღუდება. „15 ივნისიდან უმნიშვნელოვანესი ინფრასტრუქტურული პროექტი – მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია იწყება. პროექტის მიხედვით, აღნიშნულ ქუჩაზე საგზაო მოძრაობა შეიზღუდება, რადგან აქ მიწისქვეშა კომუნიკაციებიც უნდა მოწესრიგდეს. დედაქალაქში ამ თვალსაზრისით მძიმე მდგომარეობაა. ამიტომ თბილისის მერია, გზის სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად, მიწისქვეშა კომუნიკაციების მოწესრიგებას ცდილობს. ამას გარკვეული დისკომფორტი ახლავს, რისთვისაც, პირადად მე გიხდით ბოდიშს, მაგრამ სხვანაირად შეუძლებელია ქალაქის განახლება და წინსვლა“, – განაცხადა კახა კალაძემ. დედაქალაქის…

მეტი...

,,საქართველო არის ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორი ევროკავშირისთვის”-ირაკლი ღარიბაშვილი

,,ჩვენ არ გვაქვს სხვა ალტერნატივა, ევროკავშირი არის ქართველი ხალხის არჩევანი, ყველაფერს გავაკეთებთ, რომ საბოლოო მიზანს მივაღწიოთ,” – აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გააკეთა. მისი განცხადებით, საქართველო და ქართველი ხალხი ერთგულია ევროკავშირის პრინციპების. „დიდი მადლობა მოწვევისთვის, ეს არის ძალიან დიდი შესაძლებლობა, რომ ვისაუბრო ევროკავშირში ჩვენს გაწევრიანებაზე. პრინციპში, ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობაა, რომ „კოვიდის“ შემდეგ შევხვედრილიყავით პირადად და მადლობა ამისთვის. ამასთან, მინდა ვახსენო, რომ საქართველო არის ძალიან სანდო და ლოიალური პარტნიორი ევროკავშირისთვის, ეს არის ჩვენი ხალხის არჩევანი, არ არის მხოლოდ მთავრობის არჩევანი, ეს არის ცივილიზაციური არჩევანი. ჩვენ ძალიან ლოიალურნი და…

მეტი...

პირველი ივნისის ღონისძიებების კვირეული 6 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება

,,ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების კვირეული პირველ ივნისს დაიწყება და 6 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება,”– ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მისი თქმით, საბავშვო ღონისძიებები დედაქალაქის სამ დიდ პარკში გაიმართება. „თქვენ იცით, რომ პირველ ივნისს არის ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე. შესაბამისად, მერიამ დაგეგმა სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები. პირველ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის, საბურთალოს, ვაკისა და ნაძალადევის რაიონების გამგეობების ერთობლივი ორგანიზებით, დაგეგმილია ბავშვთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა დედაქალაქის სამ დიდ პარკში: ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკი, „მზიურის“ პარკი…

მეტი...