,,რამდენიმე ოპოზიციური პარტიისგან ვხედავთ მიზანმიმართულ საქმიანობას, რათა ჩაშალონ კანდიდატის სტატუსის მონიჭება”- შალვა პაპუაშვილი

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საზოგადოება და „ქართული   ოცნება“ დგას ევროინტეგრაციის მხარეს, ხოლო ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ ხელი შეუშალონ  კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესს. ,,ქართული ოცნება არის ის პარტია, რომელმაც ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას. ახლა უნდათ იმის თქმა, თითქოს ეს იყო „ნაციონალური მოძრაობის“ მხრიდან შეთანხმებული. არაფერი არ იყო საერთოდ შეთანხმებული. „ნაციონალური მოძრაობა“ რომ ყოფილიყო ასოცირების შეთანხმების ხელმოწერა გადაიდებოდა კიდევ წლები. ჰკითხეთ ნებისმიერი ადამიანს, ვინც ჩართული იყო წლები ასოცირების შეთანხმებაზე მოლაპარაკების პროცესში. სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ დამოკიდებულება, მათ შორის რეგულაციების მიმართ, იყო შემაფერხებელი ასოცირების შეთანხმების დადებისა. „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო, რომ ხელისუფლებაში მოსვლიდან 2…

მეტი...

თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ პირობებს აყენებს

თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების მხარდაჭერის სანაცვლოდ, ქვეყნებს გარკვეულ პირობებს უყენებს. პირველ რიგში, თურქეთი კონკრეტულ გარანტიებს ითხოვს შვედეთისგან, რომ სტოკჰოლმი შეწყვეტს „ქურთ მუშათა პარტიისა“ და ასევე ოპოზიციონერი მქადაგებლის, ფეთჰულა გიულენის ორგანიზაციის დაფინანსებასა და მხარდაჭერას. ამ ორგანიზაცებს ოფიციალური ანკარა ტერორისტულ დაჯგუფებად აღიარებს. თურქეთი აცხადებს, რომ შვედეთი „ქურთ მუშათა პარტიას“ შეიარაღებით ამარაგებს, მათ შორის დრონებითა და ტანკსაწინააღდეგო იარაღით. ამასთან, მოთხოვნის თანახმად, შვედეთმა გააუქმოს თურქეთისთვის 2019 წელს დაწესებული ემბარგო შეიარაღების ექსპორტზე. „ჩვენ ვრჩებით ნატო-ს ღია კარი პოლიტიკის ერთგული, თუმცა მივიჩნევთ, რომ ალიანსი და კანდიდატი ქვეყნებიც უნდა თანამშრომლობდნენ ტერორიზმთან ბრძოლისთვის, როგორც ეს სხვა…

მეტი...

,,ევროკავშირის წარმომადგენლებთან წერილი გაიგზავნოს, სადაც გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით”- ლევან იოსელიანი

ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი, ინიციატივით გამოდის და  ოპოზიციას სთავაზობს, ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს ერთობლივი წერილი გაუგზავნონ. მისი თქმით, წერილით დაადასტურებენ მზადყოფნას, რომ გააკეთებენ ყველაფერს, რაც მნიშვნელოვანია საქართველოს ევროინტეგრაციისთვის. „ოპოზიციაში რაღაც კითხვის ნიშნები რომ არ გაჩნდეს, ვის უნდა კანდიდატის სტატუსის მინიჭება და ვის – არა, ვფიქრობ, მნიშვნელოვანია, ასეთი წერილი გაიგზავნოს, სადაც ცალსახად გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს ლევან იოსელიანი. ამ დროისთვის უცნობია, რომელი ოპოზიციონერი დეპუტატები შეუერთდებიან იოსელიანის ინიციატივას.

მეტი...

,,რუსეთის მხრიდან სევეროდონეცკის აღება მთელი ლუგანსკის რეგიონის ოკუპაციას გამოიწვევს”- დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყების ინფორმაციით, რუსეთმა გაძლიერა სამხედრო ოპერაციების ინტენსივობას დონბასის რეგიონში. უწყების ცნობით, რუსეთი ცდილობს ალყა შემოარტყას სევეროდონეცკს, ლისიჩანსკსა და რუბეჟნოეს. „უკრაინელებმა ძლიერი წინააღმდეგობა გასწიეს და მათმა ძალებმა კარგად განლაგებული თავდაცვითი პოზიციები დაიკავეს. როგორც ჩანს, უკრაინის გაერთიანებული ძალების ოპერაცია ამ ფრონზე ეფექტურ კონტროლსა და ხელმძღვანელობას ინარჩუნებს. ამის მიუხედავად, რუსეთმა გარკვეულ ადგილობრივ წარმატებებს მიაღწია, ნაწილობრივ საარტილერიო დანაყოფების კონცენტრირების გამო. რუსეთის მხრიდან სევეროდონეცკის „ჯიბის“ აღება მთელი ლუგანსკის რეგიონის ოკუპაციას გამოიწვევს. იმის მიუხედავად, რომ ახლა რუსეთის მთავარი ძალისხმევა ეს არის, აღნიშნული ოპერაცია მხოლოდ რუსული კამპანიის ნაწილია მთელი დონბასის დასაპყრობად“, – ნათქვამია ბრიტანეთის…

მეტი...

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ახმეტაში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

მიმდინარე წლის 28 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით ახმეტაში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება. აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ახმეტის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 129-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. აქცია მოიცავს კარდიოლოგიური პროფილის უფასო გამოკვლევებს ( ექიმი-კარდიოლოგის კონსულტაცია, ელექტროკარდიოგრამა, გულის ექოსკოპია, ლაბორატორიული კვლევები). ბენეფიციართა მიღება იწარმოებს 11:00 საათიდან; მისამართი: ახმეტა, ჭანტურიას ქუჩა N 1 (კულტურის სახლის შენობა) ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, პირველი მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა; ხუთწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდეგ…

მეტი...

,,CEPS-ის პოზიცია საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით, წარმოადგენს ავტორების მოსაზრებებს”- თინათინ ახვლედიანი

„ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ (CEPS) თანამშრომელი თინათინ ახვლედიანი ამავე ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ პუბლიკაციასთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს. ახვლედიანის განმარტებით, ევროკავშირმა საქართველოს წევრის სტატუსი რომ მისცეს, საჭიროა ახალი პოლიტიკური გარემო, რომლის მთავარი მახასიათებელიცაა დემოკრატიული კულტურა, დემოკრატიული სასამართლო სისტემა და ამ ეტაპზე, საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის დაწყება ნაჩქარევია. „ძალიან ბევრი შეკითხვა მივიღე საქართველოს შესახებ „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ პუბლიკაციასთან დაკავშირებით, რომელიც ჩემმა კოლეგებმა დაწერეს. მე დავიწყე მათზე პასუხი დღეს სატელევიზიო ინტერვიუებით, რომლებსაც „ტვიტერზე“ ცალკე გამოვაქვეყნებ, თუმცა მანამდე, ნება მიბოძეთ, განვმარტო. ეს არ არის „ევროპული პოლიტიკის კვლევის ცენტრის“ პოზიცია საქართველოს კანდიდატობასთან დაკავშირებით,…

მეტი...

ერთი კვირის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

გასული ერთი კვირის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 586 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში 605 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ერთი კვირის მონაცემებით, კორონავირუსით გარდაიცვალა ხუთი პაციენტი. ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი ავრცელებს. უწყების ცნობით, უპირატესად ცირკულირებს და დომინანტია ომიკრონის B.A.2 შტამი. ერთ კვირაში ქვეყანაში ჩატარდა 113 058 ტესტი, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 103 058, „პისიარ“ ტესტით – 10 568. 7-დღიანი ტესტირების დადებითობის მაჩვენებელია 0.52%. წინა კვირის (09.05-15.05.2022) მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 602 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 697 პირი, გარდაიცვალა ერთი პაციენტი.

მეტი...

20 ქვეყანა მზად არის უკრაინას სამხედრო დახმარება გადასცეს

აშშ-ის თავდაცვის მდივანის ლოიდ ოსტინის განცხადებით, 20 ქვეყანა მზად არის უკრაინისთვის სამხედრო დახმარება გამოყოს. ამის შესახებ ლოიდ ოსტინმა უკრაინის დაცვის საკონტაქტო ჯგუფის ვირტუალური შეხვედრის შემდეგ განაცხადა. პენტაგონის ხელმძღვანელის ინფორმაციით, ქვეყნებს შორის, რომლებმაც უკრაინის დახმარების მზადყოფნა გამოთქვეს, არიან იტალია, დანია, საბერძნეთი, ნორვეგია, პოლონეთი. არსებული ცნობით, დანია უკრაინას ხომალდსაწინააღმდეგო რაკეტებს და მათ გამშვებ დანადგარებს გადასცემს. აშშ-ის თავდაცვის მდივანმა ასევე მადლობა გადაუხადა ჩეხეთს უკრაინისთვის საბრძოლო ვერტმფრენების, ტანკებისა და სარაკეტო სისტემების გადაცემისთვის.

მეტი...

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი შეძლებს თურქეთის დარწმუნებას, მხარი დაუჭიროს შვედეთის და ფინეთის ნატო-ში გაწევრიანებას

ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ალიანსი აუცილებლად შეძლებს იპოვოს გზა ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით თურქეთის შეშფოთების გასაქარწყლებლად. ამასთან, ნატო-ს გენერალურმა მდივანმა აღნიშნა, რომ სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადასაწყვეტია, არის თუ არა რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი სამხედრო დამნაშავე ან გენოციდის ავტორი. შეგახსენებთ, გასულ კვირას ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ს გაწევრიანების განაცხადით ოფიციალურად მიმართეს. თუმცა, აღნიშნული ქვეყნების ალიანსში მიღებას ეწინააღმდეგება თურქეთი.

მეტი...

ოკუპანტები ქალაქ ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას ცდილობენ

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის ინფორმაციით, ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასასვლელად, დონეცკის ოლქში რუსული ძალები ქალაქ ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ალყაში მოქცევას ცდილობენ. „მოწინააღმდეგე არ წყვეტს შეტევით ქმედებებს აღმოსავლეთის ოპერაციულ ზონაში. მტერი ინტენსიურ საცეცხლე ზემოქმედებას ახორციელებს შეხების მთელი ხაზის გასწვრივ და დონეცკის, სლობოჟანისა და იუჟნი ბუგის რაიონებში ჩვენი ჯარების თავდაცვის შიგნით. საბრძოლო მოქმედებების ყველაზე მაღალი აქტივობა შეინიშნება დონეცკის ოპერაციულ რაიონში, კერძოდ ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის მახლობლად. დონეცკის მიმართულებაზე მოწინააღმდეგე ფოკუსირებულია შეტევითი ოპერაციის ჩატარებაზე ლისიჩანსკისა და სევეროდონეცკის ალყაში მოქცევის მიზნით ლუგანსკის ადმინისტრაციულ საზღვარზე გასასვლელად“, – წერია გენშტაბის განცხადებაში.

მეტი...

,,იმედი მაქვს, რომ ბიზნესლიდერების იდეებისა შედეგად დადებითი და ხელშესახები ცვლილებები გვექნება”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარეს, პროფესორ კლაუს შვაბსა და ჰილდე შვაბს მათი სახელით გამართულ მიღებაზე მიწვევისთვის მადლობას უხდის. მთავრობის მეთაური იმედს გამოთქვამს, რომ მსოფლიოსა და ბიზნესლიდერების იდეებისა და დისკუსიების შედეგად დადებითი და ხელშესახები ცვლილებები იქნება მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად. „მადლობას ვუხდი დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის დამფუძნებელსა და აღმასრულებელ თავმჯდომარეს, პროფესორ კლაუს შვაბსა და ჰილდე შვაბს მათი სახელით გამართული მიღებისთვის. იმედი მაქვს, რომ მსოფლიოსა და ბიზნესლიდერების იდეებისა და დისკუსიების შედეგად დადებითი და ხელშესახები ცვლილებები გვექნება მშვიდობიანი და მდგრადი მომავლის უზრუნველსაყოფად“, – წერს პრემიერ-მინისტრი…

მეტი...

ვოლოდიმირ ზელენსკი მზად არის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ის მზად არის ვლადიმერ პუტინთან მოლაპარაკებებისთვის. მისი თქმით, დიალოგის გამართვას მხოლოდ იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ ამ მოლაპარაკებების დროს განხილული იქნება რუსეთის მიერ დაწყებული ომის დასრულება. „მათ სახელმწიფოში გადაწყვეტილებების მიღების ასეთი სტრუქტურა აქვთ, რომ მის გარეშე არანაირი გადაწყვეტილებები არ მიიღება. ყველა დაწესებულებას იქ აერთიანებს ერთი გადაწყვეტილება – რუსეთის პრეზიდენტის გადაწყვეტილება. თუ ჩვენ ვსაუბრობთ ომის დასრულების შესახებ კონკრეტულ გადაწყვეტილებაზე, მაშინ, მის გარეშე ეს გადაწყვეტილება არ იქნება, არ გამოვა რუსეთის პრეზიდენტთან შეხვედრის გარეშე. მას შემდეგ, რაც მათ ჩაიდინეს, ამ შეხვედრების დიდი სურვილი ნამდვილად არ არის, შუამავლებთან შეხვედრის…

მეტი...

აბასთუმანში სასტუმროს მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა

აბასთუმანში, სასტუმროს მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა. გავრცელებული ინფორმაციით, 38 წლის კაცს ხერხემლი აქვს დაზიანებული. სასწრაფო დახმარებამ, დაშავებული თავდაპირველად ახალციხის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა. კვლევების თანახმად გაირკვა, რომ მუშას ოპერაცია სჭირდება, რის გამოც თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადმოიყვანეს. არსებული ინფორმაციით მუშა 25-მეტრიანი სიმაღლიდან გადმოვარდა. დამატებითი დეტალები მომხდარის შესახებ  უცნობია.

მეტი...

დღეს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი გაიმართება

დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში, ე.წ. “პიჯაკების საქმეზე” მიხეილ სააკაშვილის  მორიგი პროცესი გაიმართება. სასამართლო სხდომა 11 საათზეა ჩანიშნული. უფლებადამცველები მოსამართისგან ელოდებიან პასუხს, მოხდება თუ არა მიხეილ სააკაშვილთან ალტერნატიული კონსილიუმის წევრი ექიმების შეშვება. სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის თქმით, ყოფილი პრეზიდენტი ჯანმრთელობის გაუარესების გამო სხდომას, სავრაუდოდ, ისევ ვერ დაესწრება. ,,ბუნებრივია პიჯაკების საქმეც არის წმინდა წყლის პოლიტიკური ბრალდებები და პოლიტიკური რეპრესიების ნათელი გამოხატულება, სამწუხაროდ ჩემი გუშინდელი ვიზიტის შემდეგ პრეზიდენტთან, მე ვვარაუდობ რომ ის სავარაუდოდ ვერ შეძლებს გამოცხადებას სასამართლო პროცესზე, იმიტომ რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა იყო რადიკალურად გაუარესებული, თუმცა ჩვენ ველოებით პასუხს შუამდგომლობაზე, რომელიც წინა…

მეტი...

,,რუსეთი აწარმოებს მაქსიმალურად ბარბაროსულ საბრძოლო მოქმედებებს და ახორციელებს უკრაინელების გენოციდს”- მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ძალების გაყვანის გარეშე ცეცხლის ნებისმიერი შეწყვეტა  გამოიწვევს კონფლიქტის გაჭიანურებას. მისი თქმით, უკრაინის ზოგიერთი საერთაშორისო მოკავშირე გარკვეული სახის დათმობებზე წასვლის აუცილებლობაზე საუბრობენ. „მსოფლიომ ჯერ კიდევ ბოლომდე ვერ გაიაზრა, რა არის რუსეთის ფედერაცია დღევანდელი სახით და ამიტომ არის გარკვეული განწყობები, რომ მოდით, დავუბრუნდეთ ომამდელ სიტუაციას და ავაწყოთ ბიზნესი და პარტნიორობა. რადგან სხვა ქვეყნებს არ სურთ, მდიდრული ცხოვრების შესაძლებლობის დაკარგვა“, – განაცხადა პოდოლიაკმა. უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელს მრჩეველის განმარტებით, რუსეთთან ნებისმიერ დათმობებზე წასვლა მიუღებელია. „უპირობოდ ამორალურია ნებისმიერ დათმობებზე წასვლა მას შემდეგ, რაც…

მეტი...

ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოს საკითხზე გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს

უცხოური მედიის ინფორმაციით, ევროკავშირი რუსული ნავთობის ემბარგოს საკითხზე სავარაუდოდ უახლოეს დღეებში იმსჯელებს. გერმანიის ეკონომიკის მინისტრის, რობერტ ჰაბეკის განცხადებით, ემბარგოს დაწესება არ გამოიწვევს კრემლის ავტომატურად შესუსტებას, რადგან ნავთობის მზარდი ფასები რუსეთს საშუალებას აძლევს, მიიღოს მეტი შემოსავალი ნაკლები მოცულობის გაყიდვითაც. მინისტრმა აღნიშნა, რომ განიხილება ნავთობის ღირებულების ზედა ზღვარის დაწესებაც, რათა არ მოხდეს ნებისმიერი ფასის გადახდა ნავთობში. არსებული ცნობით, რუსული ნავთობის იმპორტის აკრძალვას  უნგრეთი ეწინააღმდეგება.

მეტი...

,,როცა საქართველოს წარმატების წინა ეტაპი დგას, ომისა და ღალატის პარტია ცდილობს, ამ წარმატებას ხელი შეუშალოს”- მამუკა მდინარაძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ ხელი შეუშალონ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას. „სამწუხაროდ, ჩვენ ეს კინო ნანახი გვაქვს. ყოველთვის, როდესაც საქართველო წარმატების წინა ეტაპი დგას, ომისა და ღალატის პარტია და ეს სახელი სამართლიანად დაერქვა მას, ცდილობს, ამ წარმატებას ხელი შეუშალოს. გაგახსენებთ, გავრცელებულ ინფორმაციას მილიონ-ნახევრის გამოყოფის შესახებ, რომელიც მათ ლობისტებისთვის გამოყვეს, რომ „ქართულ ოცნებას“ არ მიეწეროს წარმატება, თუ ევროპული ინტეგრაციის პროცესში ჩვენ დიდი ნაბიჯი გადავდგით და არ მოხდეს ეს ჩვენი მმართველობის პირობებში. მეტი ბოროტება ამ ქვეყნის წინააღმდეგ არ შეიძლება. სამწუხაროა, რომ ესენი არ არიან მხოლოდ ქვეყნის შიდა ძალები, როგორც ჩანს, არსებობენ…

მეტი...

,,უკრაინაში რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა ომმა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია”- ჯო ბაიდენი

აშშ-ის პრეზიდენტის ჯო ბაიდენის განცხადებით,  რუსეთის სასტიკი და არაპროვცირებული ომი უკრაინაში ცდება  ევროპის საზღვრებს და გლობალური საკითხია. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ტოკიოში აშშ-ის, იაპონიის, იდნოეთისა და ავსტრალიის სამიტის გახსნისას ისაუბრა. „უკრაინაში რუსეთის სასტიკმა და არაპროვოცირებულმა ომმა ჰუმანიტარული კატასტროფა გამოიწვია, ქუჩებში უდანაშაულო ადამიანები დახოცეს, მილიონობით ლტოლვილი იძულებით გადაადგილებული ან გადასახლებულია. ეს არის მეტი, ვიდრე მხოლოდ ევროპული საკითხი, ეს არის გლობალური საკითხი“, – აღნიშნა ბაიდენმა. ჯო ბაიდენის თქმით, ვლადიმერ პუტინი ცდილობს კულტურის განადგურებას და  რუსეთის სამიზნეს უკრაინაში სკოლები, ეკლესიები და მუზეუმები წარმოადგენს. ამასთან, აშშ-ის პრეზიდენტის თქმით, აშშ გააგრძელებს თავის პარტნიორებთან მუშაობას გლობალური…

მეტი...

,,უკრაინის ბრძოლა რუსეთის წინააღმდეგ ომში არის მსოფლიოს ყველა ქვეყნის თავისუფლების დაცვა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ზელესნკის განცხადებით, ოკუპანტები ცდილობენ რაც შეიძლება მეტი ადამიანი და ინფრასტრუქტურა გაანადგურონ. „ყოველდღე, ჩვენი ხალხისადმი მიმართვისას მე ხაზს ვუსვამ, რამდენად მძიმეა და რა ფასად გვიჯდება რუსეთის აგრესიისგან თავდაცვა. ოკუპანტები ჩვენს წინააღმდეგ ძალიან სასტიკ ომს აწარმოებენ. ასეთი ომი ევროპულ კონტინენტზე ნამდვილად არ ყოფილა 77 წლის განმავლობაში. ეს არის ტოტალური ომი, როდესაც მტერი ცდილობს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი და ინფრასტრუქტურა გაანადგუროს“, – აღნიშნა ზელენსკიმ. მისი თქმით, ქალაქ დესნაში სარაკეტო თავდასხმების შედეგად 87 ადამიანი გარდაიცვალა. „ეს მხოლოდ ოთხი რაკეტა იყო. 24 თებერვლის შემდეგ რუსეთის არმიამ უკრაინაზე 1…

მეტი...

ხარკოვის მეტროში შეფარებულები ამოიყვანეს, მეტრო მუშაობას იწყება

ქალაქ ხარკოვში, სადაც მეტრო მოსახლეობის ევაკუაციისთვის იყო გამოყენებული, დღეიდან მუშაობას უბრუნდება. მეტროს თავშესაფრიდან მოსახლეობა ამოიყვანეს და მეტროც მოაწესრიგეს. როგორც ქალაქის მერი აცხადებს, ხარკოვში მეტროს ყველა ხაზი იმუშავებს. საჭიროების შემთხვევაში კი, მოსახლეობას ისევ შეეძლება მეტრო თავშესაფრად გამოიყენოს.  

მეტი...

მიკოლაევში, მანქანებში დასახიჩრებული ცხედრები აღმოაჩინეს

უკრაინული მხარის ინფორმაციით, მიკოლაევის ოლქში აღმოაჩინეს რამდენიმე ავტომანქანა, რომელიც დასახიჩრებული და დახვრეტილი ადამიანების ცხედრებით იყო სავსე. „შესაბამისმა ქვედანაყოფებმა აღმოაჩინეს რამდენიმე სამოქალაქო მანქანა, სადაც არის დასახიჩრებული და დახვრეტილი ადამიანების ცხედრებით. დიდი ალბათობით მანქანები დანაღმულ ტერიტორიაზე შეიტყუეს. როდესაც ადგილობრივმა მოსახლეობამ ევაკუაცია სცადა, ოკუპანტებმა ჯერ მათ აჩვენეს გზა დანაღმული ტერიტორიის გავლით, ვინც აფეთქებას გადაურჩა,  დახვრიტეს. ცხედრებს შორის ორი ბავშვია“ – ასეთია უკრაინული მხარის ინფორმაცია. ტერიტორიების შესწავლა კიდევ გრძელდება.  

მეტი...

უკრაინული მხარის ინფორმაციით, რუსეთმა 1,4 მილიონი უკრაინელი წაიყვანა

უკრაინის სახალხო დამცველის ინფორმაციით, რუსმა სამხედროებმა უკრაინიდან რუსეთის ტერიტორიაზე 1,4 მილიონი უკრაინელი გადაიყვანეს. ლუდმილა დენისოვას ინფორმაციით, უკრაინულ მხარეს ინფორმაცია არ აქვს მათი ადგილსამყოფელისა და მდგომარეობის შესახებ. რუსული მხარეც ადასტურებს, რომ უკრაინიდან რუსეთში დაახლოებით მილიონი ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ეს არის რუსეთის საგარეო უწყების ინფორმაცია. სერგეი ლავროვი აღნიშნულ ფაქტს ევაკუაციას უწოდებს.  

მეტი...