დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე მთავარი თემა უკრაინა-რუსეთის ომი იქნება

ხვალ დავოსში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი იხსნება. ფორუმში მონაწილეობას უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მიიღებს და მთავარი თემა სწორედ რუსეთ უკრაინის ომი იქნება. შვეიცარიაში მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი 4 დღე გაგრძელდება. ფორუმში რუსული მხარე არ მონაწილეობს.  

მეტი...

„უკრაინის აღდგენა გაყინული რუსული ქონებით უნდა მოხდეს“ – ანჯეი დუდა რადაში სიტყვით გამოვიდა

უკრაინაში ოფიციალური ვიზიტით ჩასული პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა რადაში სიტყვით გამოვიდა. მან პრეზიდენტ ზელენსკისთან შეხვედრაზე ცრემლებიც კი ვერ შეიკავა. პოლონეთის პრეზიდენტსა და მთლიანად ქვეყანას, რადას წევრები ტაშითა და ოვაციებით შეხვდნენ. რადაში უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკიც ანჯეი დუდასთან ერთად მივიდა. როგორც უკრაინის მეგობარი ქვეყნის პრეზიდენტმა, ანჯეი დუდამ განაცხადა, უკრაინის აღდგენა უნდა მოხდეს სწრაფად და ამისთვის სწორედ რუსეთის გაყინული აქტივების გამოყენება უნდა მოხდეს. „უნდა შეიქმნას სპეციალური პროგრამები, რომლებიც მიანიშნებს იმაზე, რომ მსოფლიო შეშფოთებულია უკრაინის ბედზე და მის განვითარებაზე. გასაგებია, რომ უკრაინა დამპყრობლის, რუსეთისგან მიღებული ფინანსებით უნდა აღდგეს. უნდა გამოიყენოთ სხვადასხვა ფინანსურ ინსტიტუტში…

მეტი...

„ივნისში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ველოდებით” – ვოლოდიმირ ზელენსკი

საფრანგეთის მხრიდან იმედის გადაწურვის მიუხედავად, პრეზიდენტი ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებას ერთ თვეში ელოდება. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება კიევში სტუმრად მყოფ  პოლონეთის პრეზიდენტთან ერთად გააკეთა. როგოც ზელენსკიმ აღნიშნა, უკრაინა დიდი ხანია ევროპის ნაწილია. „ევროპაში უკრაინის გაწევრიანებასთან დაკავშირებით, ჩვენი ახლო მეგობრების (პოლონელების) გარდა არავის ესმის, რომ უკრაინა დიდი ხანია ევროკავშირშია და დიდი ხანია ევროპის ნაწილია.  ჩვენ ვიცავთ ჩვენს თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას. ვფიქრობთ, რომ ეს (უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება) აუცილებლად მოხდება. ჩვენ ივნისში, ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს ველოდებით”, – განაცხადა პრეზიდენტმა ზელენსკიმ. მისი შეფასებით, ევროკავშირის ოფიციალური წევრობის მოსაპოვებლად, ბიუროკრატიული საკითხებია გასავლელი.…

მეტი...

ფრანგული მხარე ფიქრობს, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება 15-20 წელი ვერ მოხერხდება

ფრანგული მხარე სრული გულწრფელობით აცხადებს, რომ უკრაინის ევროკავშირში წევრობას ბევრი წელი დასჭირდება. როგორც საფრანგეთის ევროპულ საქმეთა მინისტრი აცხადებს, პროცესი შესაძლოა, 15 ან 20 წელიც გაგრძელდეს. „უნდა ვიყოთ გულწრფელები. თუ თქვენ ამბობთ, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანებას 6 თვეში, 1 ან 2 წელიწადში აპირებს, თქვენ იტყუებით. ეს ალბათ 15 ან 20 წელიწადში იქნება, ამას დიდი დრო სჭირდება”, – ასეთია კლემენტ ბიონის განცხადება. მისივე შეფასებით, მის ინტერესებში არ შედის, უკრაინულ მხარეს  ილუზია ან ტყუილი მოლოდინი ჰქონდეს.  

მეტი...

უკრაინული მხარის ინფორმაციით, უკრაინაში 30 000-მდე რუსი ჯარისკაცი დაიღუპა

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი უკრაინაში დაღუპულ რუს ჯარისკაცებთან დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. როგორც  უკრაინული მხარე აცხადებს, 24 თებერვლიდან 22 მაისამდე პერიოდში, რუსულმა მხარემ დაახლოებით 29 050 ჯარისკაცი დაკარგა. „მტრის საბრძოლო დანაკარგები 24 თებერვლიდან 22 მაისამდე დაახლოებით იყო 29 050 ჯარისკაცი, 1 285 ტანკი, 3141 ჯავშანმანქანა, 599 საარტილერო სისტემა, 201 მრავალჯერადი გამშვები სარაკეტო სისტემა, 93 საჰაერო თავდაცვის სისტემა, 204 თვითმფრინავი, 170 ვერტმფრენი, 470 ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი, 107 ფრთოსანი რაკეტა, 13 ერთეული გემი/კატერი, 2194 საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზი, 43 სპეცტექნიკა“, – აცხადებენ უწყებაში.  

მეტი...

რუსი დეპუტატი აცხადებს, რომ „აზოველების“ გაცვლა არ უნდა მოხდეს და ისინი ტრიბუნალმა გაასამართლოს

დუმის წარმომადგენელი, ხმაურიანი დეპუტატი ლეონიდ სლუცკი აცხადებს, რომ მედიამ მისი კომენტარი არასწორად გააშუქა. საქმე ეხება ვიქტორ მედვედჩუკის „აზოველებზე“ გაცვლის შესაძლებლობას. როგორც სლუცკი აცხადებს, „აზოველების“ გაცვლა არ უნდა მოხდეს და  მათი ბედი ტრიბუნალმა უნდა გადაწყვიტოს. შეგახსენებთ, რომ უკრაინელების ხელში მყოფი ყოფილი უკრაინელი ოლიგარქი, პუტინის ოჯახის უახლოესი წევრი მედვედჩუკი რუსეთს სთხოვს წაიყვანოს და უკრაინელ ტყვეებში გაცვალოს. აღნიშნული წინადადება უკრაინულმა მხარემაც გააჟღერა, თუმცა, რუსეთი თავს იკავებს. მას შემდეგ, რაც რუსულმა მხარემ „აზოვსტალი“ გაათავისუფლა და ასობით მებრძოლი დაატყვევა, გაცვლის საკითხი დღის წესრიგში ისევ დადგა.

მეტი...

პოლონეთის პრეზიდენტი უკრაინაში იმყოფება

პოლონეთის პრეზიდენტი ანდჟეი დუდა უკრაინაშია. პრეზიდენტი რადაში მივა და რადას წევრებს სიტყვით მიმართავს. უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, დღეს პირველად მოხდება, როცა უცხო სხვა სახელმწიფოს ლიდერი უკრაინის რადაში სიტყვით გამოვა. ანჟეი დუდას მასპინძელი პირადად პრეზიდენტი ზელენსკი იქნება დაგეგმილია პრეზიდენტების შეხვედრა და ერთობლივი განცხადების გაკეთებაც.  

მეტი...

რუსეთმა გარდაცვლილ ჯონ მაკკეინს სანქციები დაუწესა და ქვეყანაში შეცვლა აუკრძალა

რუსეთის მიერ დაწესებულ სანქცირებულთა სიაში აწ გარდაცვლილი ყოფილი სენატორი ჯონ მაკკეინიც მოხვდა. 963 სუბიექტისგან შემდგა ე.წ. შავ სიაში, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა სამისტრომ შეადგინა, 5 გარდაცვლილი პირია. მათ რუსეთი საკუთარ ტერიტორიაზე შესვლას უკრაძალავს. 963-ვე ადამიანი, რომელიც რუსეთის საგარეო უწყების ჩამონათვალშია, ამერიკელია. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განმარტებით, ადამიანების მიმართ რუსეთის ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვა მუდმივად მოქმედებს.  

მეტი...

თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ნატოში გაწევრიანებას იმ შემთხვევაში დათანხმდება, თუ მის მოთხოვნას გაითვალისწინებენ

ალიანსის გაფართოება და ფინეთისა და შვედეთის ნატოს წევრობა ისევ მსოფლიოს დღის წესრიგის ერთ-ერთი თემაა. თურქეთი ისევ წინააღმდეგია, ეს პრო ქვეყანა ალიანსის წევრი გახდეს. თუმცა, არსებობს პირობები, რომლის დაკმაყოფილების შემთხვევაში, თურქეთი ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებას დათანხმდება. თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა შვედეთისა და ფინეთის პირველ პირებს ნატოში გაწევრიანების მხარდაჭერისთვის საკუთარი პირობები გააცნო. ერდოღანი შვედეთს მოუწოდებს, გადახედოს მის ურთიერთობას ტერორისტულ დაჯგუფებებთან, ასევე ხაზი გაუსვა იარაღის ექსპორტზე ემბარგოს გაუქმების აუცილებლობას თურქეთისთვის. ფინეთის პრეზიდენტთან საუბრისას ერდოღანმა აღნიშნა, რომ ტერორისტულ დაჯგუფებებთან ბრძოლის არარსებობა, რომელიც წარმოადგენს საფრთხეს მოკავშირისთვის, არ შეესაბამება ალიანსის სულისკვეთებას.  

მეტი...