,,ოპოზიციის ერთადერთი სურვილია, ხელისუფლებაში მოსვლა და ძალაუფლების მოპოვება”- დავით სერგეენკო

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერი დავით სერგეენკო ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ ხელი შეუშალონ, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში. სერგეენკო თქმით, საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტურ უმრავლესობას გაცხადებული აქვს თავისი ნება, რომ ევროკავშირის წევრობა უნდა. მისი განცხადებით, სტატუსთან დაკავშირებით ფორმალური ნაწილები გავლილია და ახლა პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღების დროა. „რაც შეეხება ოპოზიციის მცდელობებს, სიმართლე გითხრათ, დერეფნებში არ მინახავს ოპოზიციის წარმომადგენლები, მაგრამ რამდენადაც ვიცი, ასეთ აქტივობებს აქვს ადგილი და ვფიქრობ, ეს ვერ იქონიებს გავლენას ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანებასთან დაკავშირებით. ათი წლის განმავლობაში, რაც პოლიტიკაში ყოფნა მომიწია, სამწუხაროდ, ორმაგი სტანდარტები მინახავს, როცა ერთ რამეს…

მეტი...

,,ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი სახელმწიფოს წინააღმდეგ”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე  ოპოზიციას სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედებაში ადანაშაულებს და აღნიშნავს, რომ ისინი საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს ხელს უშლიან. ,,ჩვენი ხელისუფლების, ჩვენი გუნდის წარმომადგენლები ახლა დადიან ევროკავშირის დერეფნებში, რომ მაქსიმალურად დააზღვიონ ყველაფერი. პრემიერი იყო ჩასული გუშინ, გუშინწინ, ახლა ბერლინშია მაკა ბოჭორიშვილი, არის სატელეფონო საუბრები, ჩვენი გუნდის წევრები ყოველდღიურად მუშაობენ იმისათვის, რომ ჩვენი განაცხადი იყოს წარმატებული. ზუსტად იგივე დროს, ოპოზიციის წარმომადგენლები იგივე დერეფნებში დადიან და ზუსტად ისევე, როგორც ვიზალიბერალიზაციის წინააღმდეგ გამოდიოდნენ იმ დერეფნებში, იგივეს აკეთებენ კანდიდატის წევრობასთან დაკავშირებით,” – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. კობახიძის თქმით, სახელმწიფოს წინააღმდეგ მოქმედი ადამიანები, დღეს დადიან…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი მოსწავლეებს ბოლო ზარს ულოცავს

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დამამთავრებელი კლასის მოსწავლეებს ბოლო ზარს ულოცავს. პრემიერის თქმით, საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ მათ ჰქონდეთ ყველა შესაძლებლობა, გამოიყენონ თავიანთი ინდივიდუალური რესურსები, მიიღონ განათლება, გახდნენ კონკურენტუნარიანი, სხვადასხვა სფეროს პროფესიონალები და ემსახურონ თავიანთ ქვეყანას. „დღეს, საქართველოს სკოლებში ბოლო ზარი დაირეკება. დღეს უამრავი ახალგაზრდა თავისი ცხოვრების პირველი ეტაპის დამთავრებას, პირველ წარმატებას აღნიშნავს. დარწმუნებული ვარ, ცხოვრების ეს ახალი ეტაპი გახდება თქვენი მომავალი წარმატებებისა და წინსვლის საფუძველი. მჯერა, რომ ჩვენი ქვეყნისა და საზოგადოების ცხოვრებაში თქვენ ახალგაზრდული სულისკვეთებით თქვენს სათქმელს იტყვით. მინდა, ყველამ იცოდეთ, რომ საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ გქონდეთ…

მეტი...

Forbes მკითხველს კახეთში მოგზაურობას ურჩევს

გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა Forbes საქართველოს ტურისტული მიმართულების შესახებ სტატიას ავრცელებს. გამოცემის ჟურნალისტი ბრეანა ვილსონი კახეთის ტურისტულ პოტენციალს აღწერს, – ამის შესახებ ინფორმაციას ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, Forbes-ის ჟურნალისტმა საქართველოში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით იმოგზაურა. „თუ ღვინის მოყვარული ხართ და საქართველო თქვენს სამოგზაურო სიაში ჯერ კიდევ არ არის, გეტყვით რომ დაგიშავებიათ, მაგრამ საბედნიეროდ გვიანი არ არის აზრი შეიცვალოთ, რადგან ქართული ღვინო არის, იქნება და ყოველთვის მოგეცემათ დაგემოვნების შესაძლებლობა. მხოლოდ 2021 წელს საქართველომ 62 ქვეყანაში 107 მილიონი ბოთლი ღვინის ექსპორტირება შეძლო. ქართული ვაზის დაახლოებით 70% კახეთზე მოდის. ამ რეგიონში ყურძნის…

მეტი...

,,ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე წარმატებული კონტრშეტევა”- უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაური

უკრაინის შეიარაღებული ძალების მეთაურის, ვალერი ზალუჟნის განცხადებით, უკრაინელმა სამხედროებმა შეძლეს მოწინააღმდეგისთვის სტრატეგიული ინიციატივის ჩამორთმევა. აღნიშნული ინფორმაცია ზალუჟნიმ ნატო-ს სამხედრო მეთაურების სხდომაზე გამოსვლისას დაადასტურა. მისი თქმით, 2014 წლის შემდეგ უკრაინის სამხედრო ხელმძღვანელობისთვის მოულოდნელი არ იყო, რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესია და უკრაინის არმია ამისთვის ემზადებოდა. „ჩვენ მკაფიოდ ვხვდებოდით, რომ პირველი თვე იქნება გარდამტეხი მომენტი. ჩვენ ჩამოვართვით მოწინააღმდეგეს სტრატეგიული ინიციატივა, კრიტიკული დანაკარგი მივაყენეთ მათ და ვაიძულეთ, უარი ეთქვათ მთავარ მიზანზე – კიევის დაკავებაზე, ჩვენ განვახორციელეთ რამდენიმე წარმატებული კონტრშეტევა. მოვახერხეთ ხარკოვის და ნიკოლაევის განბლოკვა“, – აღნიშნა ზალუჟნიმ. ზალუჟნის ცნობით, უკრაინელმა სამხედროებმა რუსულ კრეისერ „მოსკოვის“ გარდა…

მეტი...

,,თუ უკრაინა შეწყვეტს ბრძოლას, უკრაინა აღარ იქნება”- ენტონი ბლინკენი

აშშ რუსეთს სურსათის იარაღად გამოყენებაში ადანაშაულებს,- ამის შესახებ განცხადებას სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი აკეთებს. გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გამოსვლისას ბლინკენმა განაცხადა,რომ  მსოფლიო სასურსათო კრიზისზე პასუხისმგებლობა მოსკოვს ეკისრება, რომელიც ამ გზით უკრაინელი ხალხის სულისკვეთების გატეხვას ცდილობს. ბლინკენის თქმით, გაერომ უნდა იტვირთოს პასუხისმგებლობა ამ კრიზისის გადასაჭრელად და გაზარდონ ზეწოლა რუსეთზე. ,,რუსეთი ცრუ ინფორმაციას ავრცელებს, როდესაც საერთაშორისო საზოგადოების მიერ დაწესებული სანქციები მოჰყავს გლობალური სასურსათო კრიზისის გამწვავების მიზეზად. სანქციებს არ დაუბლოკავთ შავი ზღვის პორტები, სადაც საკვებით სავსე გემებია გაჭედილი. სანქციები არც უკრაინის გზებსა და რკინიგზას ანადგურებს. ამას რუსეთი აკეთებს. შეწყვიტეთ შავი და აზოვის ზღვების ბლოკადა.…

მეტი...

,,ევროკავშირი ზუსტად იმის საპირისპიროა, რასაც გვარამია განასახიერებს”- ირაკლი კობახიძე

,,ჩვენ თუ ევროკავშირს და გვარამიას ერთმანეთთან გავაიგივებთ, გამოდის, რომ ევროკავშირი ყოფილა კორუფცია, დაუსჯელობა და ა.შ. სინამდვილეში კი ევროკავშირი ზუსტად იმის საპირისპიროა, რასაც გვარამია განასახიერებს”,-  ამის შესახებ, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძემ ისაუბრა, თუ რამდენად გამართლებული იყო ნიკა გვარამიას დაპატიმრება  საქართველოსთვის უმნიშვნელოვანესი და ისტორიული გადაწყვეტილების წინ, როდესაც ქვეყანა კანდიდატის სტატუსის მიღებას ელოდება ევროკავშირისგან. „ჩვენ უნდა შევჯერდეთ იმაზე, რომ კანონის და სამართლის აღსრულება არის ევროკავშირი, ამ დროს კი პირიქით არის. სინამდვილეში, ევროკავშირი არის სწორედ კანონის და სამართლის უზენაესობა. ეს არის ევროკავშირი სინამდვილეში და ჩვენ არ უნდა შევჯერდეთ იმაზე, რომ კორუფციაა ევროკავშირი. თუ ევროკავშირსა…

მეტი...

7 ნოემბრის საქმეზე დღეს მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართება

7 ნოემბრის საქმეზე დღეს,  საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის მორიგი პროცესი გაიმართება. სხდომა მტკიცებულებების გამოკვლევით უნდა გაგრძელდეს. ადვოკატების განცხადებით, თუ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ყოფილი პრეზიდენტი  სასამართლოში ვერ მივა, პროცესი სავარაუდოდ, გადაიდება. მიხეილ სააკაშვილი ჯანმრთელობის გამო უკვე რამდენიმე პროცესს ვერ დაესწრო. სააკაშვილის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განცხადებით, მას არ აქვს ინფორმაცია მისი დაცვის ქვეშ მყოფის ჯანრმთელობის მდგომარეობის შესახებ, შესაბამისად, არ იცის შეძლებს თუ არა იგი პროცესზე გამოცხადებას. ,,მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე ვიმყოფებით, თუმცა შუამდგომლობების დაყენების საშუალება მოგვეცემა თუ არა, ეს არის დამოკიდებული იმაზე, შეძლებს თუ არა თავად მიხეილ სააკაშვილი პროცესზე გამოცხადებას ან როგორი დამოკიდებულება…

მეტი...

ჯო ბაიდენმა უკრაინას 100 მილიონი დოლარის სამხედრო ტექნიკა გამოუყო

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა უკრაინას სამხედრო დახმარების სახით 100 მილიონი დოლარის ღირებულების ტექნიკა გამოუყო,- აღნიშნულ ინფორმაციას თეთრი სახლი ავრცელებს. განცხადებაშია აღნიშნული, რომ უკრაინა მიიღებს საარტილერიო დანადგარებს, რადარებს და სხვა ტექნიკას, რომელსაც უკრაინელი სამხედროები უკვე იყენებენ ბრძოლის ველზე. არსებული ცნობით, დახმარების ახალი პაკეტი მოიცავს სამ კონტრსააარტილერიო რადარს, 18 ჰაუბიცს, ასევე მათი გადაადგილების საშუალებებს. ეს იარაღი უკრაინაში დაუყოვნებლივ გაიგზავნება აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის მარაგიდან. აშშ-ის მიერ 24 თებერვლიდან დღემდე უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით გამოყოფილი თანხის რაოდენობა 3,9 მილიარდ დოლარს შეადგენს.  

მეტი...

,,რაც დღეს დონბასში ხდება ჯოჯოხეთია”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი  ახალ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც რუსეთის მიერ უკრაინაში დაწყებული ომის 85-ე დღეს აჯამებს. ზელენსკის თქმით, ოკუპანტები გააზრებულად ცდილობენ, მოკლან რაც შეიძლება მეტი უკრაინელი და გაანადგურონ ქალაქები. „უკრაინის შეიარაღებული ძალები აგრძელებენ ხარკოვის გათავისუფლებას, მაგრამ დონბასზე ოკუპანტები ცდილობენ, უფრო მეტად გაზარდონ ზეწოლა. ის, რაც დღეს დონბასში ხდება ჯოჯოხეთია, ოკუპანტების სასამართლოს წინაშე წარდგებიან. სასტიკი და სრულიად უაზრო გახლდათ სევეროდონეცკის დაბომბვა. იქ ერთ დღეში დაიღუპა 12 ადამიანი, ათობით დაიჭრა. გრძელდება ჩვენი სხვა ქალაქების დაბომბვა საავიაციო და სარაკეტო დარტყმებით. ეს არ არის მხოლოდ საომარი მოქმედებები. რუსეთის არმიის დარტყმა ჩერნიგოვის რაიონზე, კერძოდ საშინელი დარტყმა დესნაზე. იქ ჯერ…

მეტი...

,,გვარამიამ ხომ ძალიან კარგად იცოდა, რომ დანაშაული ჰქონდა ჩადენილი”- ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ, ნიკა გვარამიას დაპატიმრების საკითხზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ყოფილი მაღალჩინოსნების წინააღმდეგ ყველა განაჩენი პოლიტიკურ დევნად იმიტომ ფასდება, რომ დამნაშავეები სასამართლოს დისკრედიტაციას ახდენენ. „როდესაც კრიმინალი ხარ, იცი, რომ დანაშაული ჩადენილი გაქვს და კონკრეტული სასამართლო პროცესი გელოდება, ბუნებრივია, შენთვის ყველაზე მარტივია, მაქსიმალურად სცადო სასამართლოს დისკრედიტაცია, რათა შენი დადანაშაულება არ მოხდეს საზოგადოების მხრიდან. ასეა, სხვა გზა არ გაქვს და იგივე ხდება „ნაცმოძრაობის“ შემთხვევაშიც. მათ იციან, რომ უამრავი დანაშაული აქვთ ჩადენილი და კრიმინალები არიან. გვარამიამ ხომ ძალიან კარგად იცოდა, რომ დანაშაული ჰქონდა ჩადენილი?! ის ძარცვავდა იმ ტელეკომპანიას, რომელიც სტრასბურგის…

მეტი...

,,დღეს უკრაინის დაცვა ნიშნავს, პარტნიორების დაცვას ახალი ომებისგან”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ზელენსკი მადლობას უხდის აშშ-ის სენატს მნიშვნელოვანი ფინანსური დახმარების გამოყოფისთვის. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ეს დახმარება საჩუქარი არაა, არამედ პარტნიორების წვლილია, რომელიც მათ საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეაქვთ. „მე ყოველთვის გულწრფელად ვსაუბრობ, უკრაინის ერთი თვის ბიუჯეტის დეფიციტი ახლა 5 მილიარდი დოლარია. თავისუფლებისთვის ომში, რომ გავძლოთ, გვჭირდება სწრაფი და საკმარისი ფინანსური მხარდაჭერა. ეს პარტნიორების მხრიდან მხოლოდ ხარჯები და საჩუქარი არ არის. ეს არის მათი შენატანი საკუთარი უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. დღეს უკრაინის დაცვა ნიშნავს, პარტნიორების დაცვას ახალი ომებისა და კრიზისებისგან, რომელთა პროვოცირებაც რუსეთს შეუძლია. ამიტომ ყველამ უნდა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთი…

მეტი...

უკრაინაში დაღუპული ქართველი მოხალისე ჩამოასვენეს

რატი შურღაია, რომელიც უკრაინაში დაიღუპა, საქართველოში ჩამოასვენეს. დაღუპულის პატივის მისაგებად მისი ახლობლები და რიგითი მოქალაქეები აეროპორტის ტერიტორიაზე შეიკრიბნენ. რატი შურღაიას მშობლიურ სენაკში გადაასვენებენ. როგორც ოჯახის ახლობლები აცხადებენ, ის ომში არასდროს ყოფილა და უკრაინაში მოხალისედ წავიდა. რატი შურღაიას რუსულ არმიასთან ბრძოლის დროს მიღებული მძიმე დაზიანებების გამო ორჯერ განუვითარდა კანტუზია. მან მკურნალობის კურსი ბოლომდე არ გაიარა და ისევ ბრძოლის ველზე დაბრუნდა. ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო, ის დაიღუპა. უკრაინა-რუსეთის ომს სულ 11 ქართველი ემსხვერპლა.  

მეტი...

საფრანგეთი არ გამორიცხავს, რუსეთის აგრესია სხვა ქვეყნებზეც გავრცელდეს

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი ვარაუდობს, რომ რუსეთის აგრესიული პოლიტიკა შესაძლოა, სხვა ქვეყნებსაც გადაედოს. აღნიშნული შესაძლებლობა საფრანგეთის პრეზიდენტმა მოლდოვის პრეზიდენტთან – მაია სანდუსთან შეხვედრაზე დააფიქსირა. „დნესტრისპირეთში მომხდარი არაერთი ინციდენტი აჩვენებს, რომ არ შეიძლება გამორიცხვა რისკის კონფლიქტის მეზობელ ქვეყნებზე გავრცელებასთან დაკავშირებით“, – აცხადებს ემანუელ მაკრონი. მისი შეფასებით, მნიშვნელოვანია, ევროკავშირმა სწრაფად მიიღოს გადაწყვეტილება მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების მოთხოვნაზე.

მეტი...

G7-ის ქვეყნები უკრაინას 18,4 მილიარდ დოლარს გამოუყოფენ

“დიდი შვიდეულის” ქვეყნები უკრაინისთვის მორიგ ფინანსრურ დახმარებაზე შეთანხმდნენ. 7 ქვეყნის ფინანსთა მინისტრები მზად არიან, ომში მყოფი ქვეყნისთვის 18,4 მილიარდი დოლარი გამოყონ. შეერთებული შტატების, იაპონიის, კანადის, დიდი ბრიტანეთის, გერმანიის, საფრანგეთისა და იტალიის ფინანსთა მინისტრები, რომლებიც „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებს წარმოადგენენ,  ყველა ქვეყანას მიმართავენ, უკრაინის გრძელვადიანი აღდგენისთვის გაერთიანდნენ.  

მეტი...

სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდ დოლარიანი დახმარება დაამტკიცა

უკრაინისთვის 40 მილიარდ დოლარიანი დახმარება, რომლის დამტკიცებასაც სენატში პრობლემები შეექმნა, მოგვარებულია. სენატმა გადაწყვეტილება სრული უმრავლესობით მიიღო. 86 ხმა 11-ის წინააღმდეგ – ასეთია სენატის პასუხი რუსულ ომს უკრაინაში. კანონპროექტი უკვე გაიგზავნა თეთრ სახლში, რომელსაც ხელი პრეზიდენტმა ბაიდენმა უნდა მოაწეროს. აღნიშნული თანხა კი ამერიკის იუსტიციის სამინისტროს, პენტაგონის, ბირთვული რეგულირების კომისიის, სოციალური სამსახურებისა და ჯანდაცვის სამინისტროს და სხვა უწყებების ფონდებიდან გამოიყოფა. შეგახსენებთ, რომ აღნიშნული დახმარების დამტკიცებას სენატში პრობლემები შეექმნა, კერძოდ, ის „რესპუბლიკელმა“ წევრმა დაბლოკა.

მეტი...