კობა კობალაძე ნოდარ რეხვიაშვილის პერსონალურ გამოფენაზე იმყოფებოდა

ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე, მოადგილეებთან, სამსახურის თანამშრომლებთან და ვეტერანებთან ერთად, საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საგამოფენო დარბაზში, ნოდარ რეხვიაშვილის ფერწერული ნამუშევრების პერსონალურ გამოფენაზე იმყოფებოდა. ნოდარ (ავთანდილ) რეხვიაშვილი გახლავთ აფხაზეთის ომის ვეტერანი, საქართველოს მხატვართა კავშირის წევრი, სპორტის ოსტატი ბერძნულ–რომაულ ჭიდაობაში. სპორტითა და ფერწერით ბავშვობიდან იყო გატაცებული. პოლიტექნიკური ინსტიტუტის შემდეგ, მოსე თოიძის სახელობის სამხატვრო სასწავლებელი დაამთავრა. აფხაზეთის ომის შემდეგ, ძალოვან უწყებაში თითქმის 20 წელი მუშაობდა. 4 წელია, რაც ფერწერით აქტიურად დაკავდა და ამ ხნის განმავლობაში, 200-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა. ნოდარ რეხვიაშვილის შემოქმედებაში, განსაკუთრებული ადგილი ეთმობა მისი მშობლიური რაჭის, კერძოდ…

მეტი...

უკრაინა რომის პაპს კიევში იწვევს

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის, დმიტრო კულებას განცხადებოთ ახლა ის დროა, რომის პაპი უკრაინას ეწვიოს. აღნიშნული მიწვევა და ინფორმაცია უკრაინელმა დიპლომატმა  წმინდა საყდრის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანთან შეხვედრაზე დააფიქსირა. „მთავარეპისკოპოსს გადავეცი მილიონობით უკრაინელის იმედი, რომ პონტიფიკოსი ვიზიტით ჩამოვიდეს უკრაინაში. ის გახდება სიმბოლო მხარდაჭერისა და სულიერი ზრუნვისა ყველაზე მძიმე პერიოდში არა მხოლოდ კათოლიკეებისთვის, არამედ მთლიანად უკრაინელი ხალხისთვის. ეს არის სწორედ ის მომენტი, როდესაც მწყემსთავარი უნდა იყოს თავის სამწყსოსთან“, – განაცხადა დმიტრო კულებამ. ვატიკანი მზადყოფნას გამოხატავს, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებაში ჩაერთოს

მეტი...

ვატიკანი მზადყოფნას გამოხატავს, უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკებაში ჩაერთოს

უკრაინა-რუსეთის მოლაპარაკების პროცესში დახმარებას ვატიკანიც სთავაზობს.   წმინდა საყდრის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა, მთავარეპისკოპოსმა პოლ რიჩარდ გალაგერის განცხადებით, ამისთვის საჭიროა მზაობა ორივე მხარემ გამოხატოს. წმინდა საყდრის საერთაშორისო ურთიერთობათა მდივანმა პრესკონფერენციას უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრთან დმიტრო კულებასთან ერთად გამართა. „ნებისმიერი საშუამავლო საქმიანობა მოითხოვს ორი მხრიდან მოწვევას. თუ წმინდა საყდარი მიიღებს უკრაინის და რუსეთის მხრიდან მოწვევას, რომ ხელი შევუწყოთ მოლაპარაკებათა პროცესს, რა თქმა უნდა, ამას მივესალმებოდით და ყოველმხრივ შევეცდებოდით პროცესში ჩავერთოთ“ – აცხადებს ვატიკანის წარმომადგენელი.  

მეტი...

„მდგომარეობა მძიმდება, საჭირო საზღვარგარეთ გადაყვანა“ – მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშილი პირადი ექიმი აცხადებს, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობა გაუარესებისკენ მიდის. როგორც ნიკოლოზ ყიფშიძე აცხადებს, საჭიროა მისი დაუყოვმებლივ საზღვარგარეთ გადაყვანა. „რამდენიმე კვლევა გაუკეთდა, მაგრამ დასკვნებს ჯერჯერობით არ გავცნობილვარ. დღის მეორე ნახევარში შევეცდები მკურნალ ექიმს გავესაუბრო. კომპიუტერული და მაგნიტორეზონანსული ტომოგრაფია ჩაუტარდა. მიმდინარეობს სიმპტომატური მკურნალობა, გადასხმები უკეთდება. სხვა მდგომარეობა არ ვიცი, რადგან სააკაშვილი 2022 წელს არ მინახავს. მდგომარეობა უკეთესობისკენ არ მიდის. ვთვლი, რომ საჭიროა ს საზღვარგარეთ, მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანა, სადაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოსწორება იქნება შესაძლებელი“ – აცხადებს ნიკოლოზ ყიფშიძე.  

მეტი...

პროკურატურა ძალადობაში ბრალდებულ ილია ჯიშკარიანის გამამართლებელ განაჩენს ასაჩივრებს

პროკურატურა სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომლითაც სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით ჩადენილი სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების და ძალადობის ფაქტზე ბრალდებული გამართლდა, სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. საუბარია საკრებულოს ყოფილი წევრის მხრიდან თანამშრომელზე, თამთა თოდაძეზე განხორციელებულ სექსუალურ ძალადობაზე. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დგინდება, რომ 2019 წლის 30 სექტემბერს, ქ.თბილისში, ქ.თბილისის საკრებულოს, ისნის რაიონის საკრებულოს მაჟორიტარმა დეპუტატმა, ი.ჯ.-მ სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით, სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება და ძალადობა განახორციელა მისი ბიუროს სპეციალისტის – თ.თ.-ს მიმართ. ი.ჯ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება, ჩადენილი ძალადობით, სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით) და…

მეტი...

უკრაინის ელჩი გერმანიას შეიარაღების მიწოდებას გაჭიანურებაში ადანაშაულებს

უკრაინის ელჩი გერმანიის მოქმედებებით უკმაყოფილოა. როგორც ანდრეი მელნიკი აცხადებს, გერმანიის კანცლერმა, ოლაფ შოლცმა შესაძლოა, დრო გააჭიანუროს, რომ უკრაინას მძიმე შეიარაღება არ მიაწოდოს. უკრაინელი დიპლომატის განცხადებით, ნატო-ს თავდაცვის უწყებების ხელმძღვანელების შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ უკრაინას  50 ერთეულ „გეპარდის“ ტიპის თვითმავალი საზენიტო დანადგარის მიაწვდიდნენ, თუმცა, მათი მიწოდება ან დრომდე არ მომხდარა. „გვრჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ კანცლერს ამის გაკეთება არ სურს. გადაცემული იქნა მხოლოდ შვიდი ერთეული თვითმავალი საარტილერიო დანადგარი, მაგრამ არა „გეპარდები“, „ლეოპარდები“ და „მარდერები“. ყველა მათგანი უკვე გამოყვანილია ექსპლუატაციიდან და შესაძლებელია, გადმოგვცეს სამხედრო ინდუსტრიამ გერმანიის თავდაცვითი შესაძლებლობების დაზიანების გარეშე“, -აცხადებს უკრაინის ელჩი.  

მეტი...

გიორგი ფანგანი დამოუკიდებელ ორგანოებთან საქართველოს პარლამენტის ურთიერთობის შეფასების კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო

 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) წევრი, გიორგი ფანგანი დამოუკიდებელ ორგანოებთან საქართველოს პარლამენტის ურთიერთობის შეფასების კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას დაესწრო და დისკუსიაში მონაწილეობა მიიღო. ღონისძიება გახსნა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა. „აღნიშნული კვლევა ერთი მხრივ ხელს უწყობს მარეგულირებელი ინსტიტუტის, როგორ დამოუკიდებელი ორგანოს გაძლიერებას, ხოლო მეორე მხრივ წარმოაჩენს იმ გამოწვევებს, რომელთა დაძლევაც უნდა მოხდეს უწყებების გაძლიერების მიზნით. სემეკი აქტიურად იყო ჩართული კვლევის პროცესში. შესწავლის შედეგად გამოიკვეთა და ხაზი გაესვა, სემეკის დამოუკიდებლობისა და განვითარების მაღალ ხარისხს“, – განაცხადა გიორგი ფანგანმა. დამოუკიდებელ ინსტიტუტებსა და მარეგულირებელ ორგანოებთან საქართველოს პარლამენტის ურთიერთობის შეფასების შესახებ ჩატარდა…

მეტი...

მსოფლიოში ახალი დაავადება – „მაიმუნის ჩუდყვავილა“ ვრცელდება

„კორონავირუსის“ შემდეგ, მსოფლიოს ჯანდაცვას ახალი თავსატეხი გამოუჩნდა. გამოჩნდა ახალი დაავადება, რომელიც „მაიმუნის ჩუდყვავილას“ სახელითაა ცნობილი. დაავადების შემთხვევებს იკვლევენ აშშ-ის, კანადის,  დიდ ბრიტანეთის  ჯანდაცვის სპეციალისტები. დაავადება ყველაზე მეტად ცენტრალურ და დასავლეთ აფრიკის ქვეყნებში ვრცელდება. დაავადება ევროპაშიც აღმოაჩინეს. კერძოდ, საფრანგეთში, იტალიაში, შვედეთსა და ავსტრალიაშიც დაფიქსირდა. რაც შეეხება დაავადების სიმპტომებს, ეს არის ცხელებას, თავის ტკივილს, შეშუპებას, ზურგის ტკივილს, კუნთების ტკივილს და საერთო სისუსტე. შემდეგ კ ვითარდება კანზე გამონაყარი.  გამონაყარს ახასიათებს ქავილი. ინფექცია 14-დან 21 დღემდე გრძელდება.  

მეტი...

,,არის სერიოზული ცვლილებები, რომელიც სასწრაფო მკურნალობას და მიხედვას საჭიროებს”- კობა ნაყოფია

,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის კობა ნაყოფიას განცხადებით,  მიხეილ სააკაშვილს ,,ვივამედის” კლინიკაში თავის მაგნიტო-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა. მისი თქმით, კვლევის შედეგებთან დაკავშირებით კომუნიკაცია სააკაშვილის პირად ექიმ ნიკოლოზ ყიფშიძესა და კლინიკის მედპერსონალს შორის მიმდინარეობს. ,,შედეგები არ მინახავს. ექიმი არ ვარ და რომც მენახა, ვერ შევაფასებ, მაგრამ, როგორც თავად ამბობს, ელაპარაკა ექიმებს და არის სერიოზული ცვლილებები, რომელიც სასწრაფო მკურნალობას და მიხედვას საჭიროებს. როგორც ვიცი, მიმდინარეობს კომუნიკაცია ნიკოლოზ ყიფშიძესა და კლინიკის მედპერსონალს შორის. უნდა ენახა მისი კვლევის შედეგები, ან ანახებენ. ვიმედოვნებ, რომ ნამდვილად დადგა ის დრო როდესაც უნდა მიიღონ ერთადერთი და სწორი გადაწყვეტილება – სააკაშვილის გადაყვანა…

მეტი...

,,ამერიკელები შვედების ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებებს”- მარია ზახაროვა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი მარია ზახაროვა  ,,ტელეგრამზე“  შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, შვედეთის ,,ნატო-ში” გაწევრიანება ამერიკის სურვილია და შვედეთის საზოგადოების აზრს არ ითვალისწინებენ. ,,რატომ არ იყო რეფერენდუმი? მხოლოდ იმიტომ, რომ უკვე დიდი ხანია, რაც არავის არაფერზე აინტერესებს შვედეთის საზოგადოების აზრი. ამერიკელები შვედების ნაცვლად იღებენ გადაწყვეტილებებს. მეგობრებზე საუბრისას აღსანიშნავია, რომ „ისტორიული“ გადაწყვეტილების გამოცხადების დღეს ამერიკელი სენატორები სტოკჰოლმში იმყოფებოდნენ. არა რიგითი კონგრესმენები, არამედ სენატში რესპუბლიკელების ლიდერი მიჩ მაკკონელი. შვედეთი ჯერ არ შეუერთდა ალიანსს, მაგრამ ამერიკელები უკვე კარნახობენ შვედეთის ხელისუფლებას, რა უნდა უთხრან საკუთარ ხალხს და ეს მხოლოდ დემონსტრირებაა…

მეტი...

,,კანონის უზენაესობაში არ ჩავერევით”- ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, ბექა დავითულიანის განცხადებით, რამდენიმე ევროპარლამენტარი კრიმინალებს მფარველობს. მისი თქმით, კანონის უზენაესობაში ჩარევა და კონკრეტულ სასამართლო გადაწყვეტილებების შეცვლის მოთხოვნა ევროპარლამენტარების მხრიდან დაუშვებელია. „ნაციონალური მოძრაობის პირობებში მყოფ სასამართლოში სისხლის სამართლის საქმეების 0,6 პროცენტი იყო გამამართლებელი და მაშინ ამ ქვეყანას დემოკრატიის შუქურას ეძახდნენ, ახლა კი, როცა ეს მაჩვენებელი კარდინალურად შეცვლილია, სასამართლოში მდგომარეობა არსებითად განსხვავებულია, ბევრად თავისუფალი, დემოკრატიულია, ცალკეულმა ევროპარლამენტარებმა სასამართლოს პრობლემა ახლა დაინახეს და მაშინ ვერ ხედავდნენ. ამასაც მხოლოდ მიხეილ სააკაშვილისა და „ნაცმოძრაობის“ საქმეებში ხედავენ, რომელთაც სასჯელი სამართლიანად მიესაჯათ და მათ გათავისუფლებას ითხოვენ. რამდენიმე ევროპარლამენტარი მფარველობს კრიმინალებს. ცალკეული პარლამენტარები ან…

მეტი...

რუსეთი ფინეთს გაზის მიწოდებას შეუწყვეტს

ფინეთის სახელმწიფო გაზის კომპანიის ინფორმაციით, რუსეთი, ხვალ დილით ფინეთისთვის გაზის მიწოდებას შეწყვეტს. Gasum-ის მიერ გავრცელებული განცხადებით ირკვევა, რომ რუსეთი ფინეთს, ბუნებრივი აირის იმპორტს შაბათს, 2022 წლის 21 მაისს 07:00 საათიდან შეუწყვეტს. „პარასკევს, 20 მაისს, Gazprom Export-მა Gasum-ს აცნობა, რომ ფინეთისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება შეწყდება 2022 წლის 21 მაისს, შაბათს, 07:00 საათზე. ხვალიდან, ზაფხულის სეზონისთვის, Gasum-ი თავის აბონენტებს ბუნებრივ გაზს სხვა წყაროებიდან Balticconnector-ის მილსადენით მიაწოდებს. Gasum-ის გაზგასამართი სადგურების ტერიტორიაზე მუშაობა ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება “, – ნათქვამია განცხადებაში.  

მეტი...

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა უკრაინისთვის 19,8 მილიარდი აშშ დოლარი გამოყვეს

„დიდი შვიდეულის“ ქვეყნების ფინანსთა მინისტრებისა და ცენტრალური ბანკების ხელმძღვანელების განცხადებით, უკრაინისთვის 19,8 მილიარდი აშშ დოლარი შეაგროვეს  და განაცხადეს, რომ საჭიროების შემთხვევაში, მეტ ფინანსურ დახმარებას გაიღებენ. „2022 წელს ჩვენ მოვახდინეთ 19,8 მილიარდი აშშ დოლარის მხარდაჭერის მობილიზება, მათ შორისაა 9,5 მილიარდი აშშ დოლარის ვალდებულებები, რათა დავეხმაროთ უკრაინას, დაფაროს თავისი ფინანსური ხარვეზი და გააგრძელოს უკრაინელი ხალხისთვის ძირითადი სერვისების მიწოდების უზრუნველყოფა. გარდა ამისა, ჩვენ მივესალმებით „დიდი შვიდეულისა“ და საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიმდინარე მუშაობას უკრაინის შემდგომი მნიშვნელოვანი დაფინანსების თაობაზე, განსაკუთრებით ევროპული კომისიის წინადადების ჩათვლით, 9 მილიარდ ევრომდე დამატებითი მაკროფინანსური დახმარების შესახებ. უკრაინის სახელმწიფო საწარმოებისა და…

მეტი...

ბორჯომში ბოლო ზარი მსხვერპლით დასრულდა

ბორჯომში  ბოლო ზარი მსხვერპლით დასრულდა,- აღნიშნულ ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. არსებული ცნობით, მაღალი სიჩქარით მომავალი ორი მანქანის შეჯახების შემდეგ ერთი მდინარეში გადავარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ჯგუფს ერთი მოსწავლე გარდაცვლილი დახვდა, სამი კი დაშავებული. სამივე დაშავებული მრავლობითი დაზიანებებით ბორჯომის ერთ-ერთ  კლინიკაში გადაიყვანეს.

მეტი...

,,ივანიშვილი არც ოლიგარქია და მითუმეტეს არც რუსი”- ბექა დავითულიანი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ბექა დავითულიანი უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილო პოდოლიაკის განცხადებას პასუხობს. დავითულიანის თქმით, უკრაინის ხელისუფლების ზოგიერთი წარმომადგენლის განცხადება არამეგობრული და უსამართლოა. „რუს ოლიგარქებს სანქციებს დაუწესებენ თუ არა, ეს საერთაშორისო საზოგადოებამ უნდა განსაზღვროს და ვინც ჩათვალა საჭიროდ, უკვე დაუწესა და ალბათ, მომავალშიც დაუწესებს. რაც შეეხება ბიძინა ივანიშვილს, ის არც ოლიგარქია და მითუმეტეს, არც რუსი, ამიტომ პოდოლიაკს ურჩევნია თავის საქმეს მიხედოს და ზედმეტად ცხვირს ნუ ჰყოფს სხვა ქვეყნის საქმეებში, ზედმეტად ცხვირს ნუ ყოფს იმაში, რაც მას არ ეკითხება და მისი საქმე არ არის. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, ვუსურვებთ წარმატებას და…

მეტი...

,,ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის საფრთხეებს ზრდის, კრემლი ადეკვატურ საპასუხო ზომებს იღებს”- სერგეი შოიგუ

,,ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანება რუსეთის დასავლეთ საზღვრებთან სამხედრო საფრთხეების გაზრდის ნაწილია და კრემლი ადეკვატურ საპასუხო ზომებს იღებს,”– აღნიშნული განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრმა, სერგეი შოიგუმ გააკეთა. მისი თქმით, უკანასკნელ წლებში შეერთებულმა შტატებმა გააძლიერა სტრატეგიული ტიპის ბომბდამშენების ფრენები, ბალტიის ზღვაში სამხედრო ხომალდები გაგზავნა და ნატო-ს პარტნიორებთან ერთად რეგიონში წვრთნები უფრო ინტენსიური გახადა. შოიგუს ცნობით, რუსეთი პასუხს გასცემს დასავლეთ სამხედრო ოლქში 12 ქვედანაყოფისა და დივიზიის ჩამოყალიბებით და კრემლი მუშაობს თავისი ჯარების საბრძოლო სიძლიერების გაუმჯობესებაზე. „დასავლეთ სამხედრო ოლქის პასუხისმგებლობის ზონაში დაძაბულობა კვლავ იზრდება. ჩვენ ვიღებთ ადეკვატურ საპასუხო ზომებს“, – აღნიშნა შოიგუმ.

მეტი...

„გერმანიის კანცლერი ჯერ არ ჩამოსულა კიევში”-ოლექსანდ მერეჟკო

უკრაინის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე, ოლექსანდ მერეჟკო სოციალურ ქსელ Twitter-ში განცხადებას ავრცელებს. უკრაინელი მაღალჩინოსანი გერმანიის კანცლერს აკრიტიკებს, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, კიევში ვიზიტით ჯერ არ ჩასულა. „გერმანიის კანცლერი ჯერ არ ჩამოსულა კიევში. მაინტერესებს რა შეიძლება იყოს ამის ახსნა-განმარტება. შესაძლო ახსნა-განმარტებებს შორის: 1. ძალიან დაკავებულია 2. რცხვენია თავისი პოლიტიკის 3. ჯერ მოსკოვში წასვლა უნდა“, – წერს ოლექსანდ მერეჟკო.

მეტი...

,,სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება შეჩერებულიყო ქალაქის დაცვა”- დენის პროკოპენკო

ლეგიონ „აზოვის“ მეთაური დენის პროკოპენკო განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, მშვიდობიანი მოსახლეების ევაკუაცია მოხერხდა და უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ ქალაქის დაცვის შეჩერების ბრძანება გასცა. „მარიუპოლის დაცვის 86-ე დღე. უმაღლესმა სამხედრო ხელმძღვანელობამ გასცა ბრძანება, შეენარჩუნებინათ გარნიზონის სამხედრო მოსამსახურეების სოცოცხლე, ჯანმრთელობა და შეჩერებულიყო ქალაქის დაცვა. მძიმე ბრძოლების, ყოვლისმომცველი თავდაცვისა და მარაგების ნაკლებობის მიუხედავად, ჩვენ მუდმივად აღვნიშნავდით ჩვენთვის სამ ყველაზე მნიშვნელოვან პირობას, ესენია: მშვიდობიანი მოქალაქეები, დაჭრილები და დაღუპულები. ჩვენ მოვახერხეთ მშვიდობიანი მოსახლეების ევაკუაცია. მძიმედ დაჭრილებმა მიიღეს საჭირო დახმარება და მოხერხდა მათი ევაკუაცია შემდგომი გაცვლითა და უკრაინის ტერიტორიაზე გადაყვანით. რაც შეეხება დაღუპულ გმირებს – პროცესი გრძელდება. იმედი მაქვს,…

მეტი...

,,რუსეთის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის თავიდან ასაცილებლად”- სერგეი შოიგუ

რუსეთის თავდაცვის მინისტრის სერგეი შოიგუს განცხადებით, რუსეთის მიერ ,,ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის” გათავისუფლება თითქმის დასრულებულია. მისი თქმით, ომის დაწყებიდან 1 377 000-ზე მეტი ადამიანი იქნა გადაყვანილი რუსეთში უკრაინიდან. ,,ქარხანაში ბლოკირებულმა ნაციონალისტებმა დანებება დაიწყეს. ამ დროისთვის ,,აზოვსტალში” 1908 ადამიანმა დაყარა იარაღი. შეგახსენებთ, რომ მანამდე იქ 1387 ქვეითი დანებდა. 177 სამოქალაქო პირი გადარჩა, მათ შორის 85 ქალი და 47 ბავშვი. ყველას გაეწია კვალიფიციური სამედიცინო და ფსიქოლოგიური დახმარება. რუსეთის შეიარაღებული ძალები ყველაფერს აკეთებენ მშვიდობიანი მოსახლეობის დაღუპვის თავიდან ასაცილებლად. ამისთვის ჰუმანიტარული დერეფნები უწყვეტ რეჟიმში მუშაობს. სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებიდან 1 377 000-ზე მეტი ადამიანი ევაკუირებული…

მეტი...

,,საზედამხედველო და მარეგულირებელი ორგანოების დამოუკიდებლობა სათანადოდ უნდა იყოს უზრუნველყოფილი”- შალვა პაპუაშვილი

,,დამოუკიდებელ საზედამხედველო და მარეგულირებელ ორგანოებს პარლამენტის ცხოვრებაში განსაკუთრებული ფუნქცია აქვთ. ამიტომაც, მნიშვნელოვანია, რომ მათი გამჭვირვალობა, ანგარიშვალდებულება და დამოუკიდებლობა სათანადოდ იყოს უზრუნველყოფილი”, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დამოუკიდებელ ინსტიტუტებთან და მარეგულირებელ ორგანოებთან საქართველოს პარლამენტის ურთიერთობის შეფასების პრეზენტაციაზე განაცხადა. სიტყვით გამოსვლისას, შალვა პაპუაშვილმა ევროკავშირს, გაერო-ს განვითარების ფონდსა და ვესტმინსტერის დემოკრატიის ფონდს პარლამენტთან მრავალწლიანი ნაყოფიერი თანამშრომლობისთვის და გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. მისი თქმით, ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანია ქვეყნის უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს საზედამხედველო ფუნქციის კიდევ უფრო გაძლიერების მიმართულებით. მისივე განცხადებით, საკონსტიტუციო რეფორმისა და ახალი რეგლამენტის მიხედვით, პარლამენტი თვისებრივად ახალ ეტაპზე გადავიდა. „პარლამენტის…

მეტი...

,,ფატალურმა შედეგმა შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება”- პაატა მანჯგალაძე

პარტია „სტრატეგია აღმაშენებელის“ წევრმა პაატა მანჯგალაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, სააკაშვილს შესაბამისი მკურნალობა საქართველოში ვერ ჩაუტარდება და გართულებების თავიდან აცილების მიზნით, აუცილებელია მისი საზღვარგარეთ გადაყვანა. „როგორ ვიცი, ექსპერტები ამბობენ, რომ საქართველოში შეუძლებელია ადეკვატური ჯანდაცვის სერვისის მიღება, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა ადამიანი გადარჩეს. არის ჩვეულებრივი პატიმარი, მაგრამ ასევე განსაკუთრებულობაა იმაში, რომ მისმა ფატალურმა შედეგმა შესაძლოა, გამოიწვიოს ქვეყანაში სამოქალაქო დაპირისპირება, ამიტომ ეს ყველაფერი უნდა გავითვალისწინოთ“, – განაცხადა პაატა მანჯგალაძემ.

მეტი...

პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის ადვოკატით მომსახურების წესი იცვლება

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა პირველი მოსმენისთვის განიხილა „პატიმრობის კოდექსში“ შესატანი ცვლილება, რომელიც პატიმრობაში მყოფი ბრალდებულის ადვოკატით მომსახურების წესში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს. ინფორმაციას საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. კანონპროექტის თანახმად, ბრალდებულს, რომელსაც გამომძიებლის ან პროკურორის მოტივირებული გადაწყვეტილებით შეზღუდული აქვს სატელეფონო საუბრის უფლება, აგრეთვე ბრალდებულს, რომელსაც სრულად აქვს გამოყენებული პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებული სატელეფონო საუბრის ლიმიტები, უფლება ექნება, წერილობით მიმართოს პენიტენციურ დაწესებულებას და მოითხოვოს მისი ადვოკატის ინფორმირება მასთან შეხვედრის სურვილის თაობაზე. პენიტენციური დაწესებულება ვალდებული იქნება, დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს მომდევნო სამუშაო დღის დასრულებამდე, უზრუნველყოს განცხადებაში მითითებული ადვოკატისთვის იმავე განცხადებაში დაფიქსირებულ სატელეფონო ნომერზე შესაბამისი შინაარსის…

მეტი...

15 წლის ბიჭს იძულებით ამუშავებდნენ, მუშაობაზე უარის შემდეგ ფიზიკურად გაუსწორდნენ და ანაზღაურება არ მისცეს

შრომის ინსპექციის სამსახურმა არასრულწლოვანის იძულებითი შრომის ფაქტი გამოავლინა. უწყების ინფორმაციით,  15 წლის ბიჭს, რომელიც საქონლის სასაკლაოზე მუშაობდა, ამავე ობიექტის დირექტორის მოადგილე მის კუთვნილ ფერმაში მუშაობას აიძულებდა, წინააღმდეგ შემთხვევაში კი სამსახურიდან გაგდებით ემუქრებოდა. ინსპექციის განცხადებაში ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც არასრულწლოვანმა უარი უთხრა მის უშუალო ხელმძღვანელს ფერმაში საქმიანობის შესრულებაზე, ბიჭს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს და სამსახურიდან ნამუშევარი დღეების ფულადი ანაზღაურების გარეშე გაათავისუფლეს. არაგეგმიური შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ არასრულწლოვანი, 15 წლის ბიჭი 5 თვის განმავლობაში მუშაობდა მსხვილფეხა საქონლის სასაკლაოზე, რომლის მოვალეობაში შედიოდა ტერიტორიის დასუფთავება და ნარჩენების გატანა (საქონლის შიგთავსის გადაყრა, ხორცის მანქანაში ჩატვირთვა…

მეტი...

,,რუბეჟნოე დანგრეულია, ბევრი სახლი ვეღარ აღდგება, ეზოებში სასაფლაოებია”- სერგეი გაიდაი

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის სერგეი გაიდაის ცნობით, ქალაქ რუბეჟნოეში კრიტიკული ვითარებაა. მისი თქმით, ქალაქმა მარიუპოლის ბედი გაიზიარა. ომამდე რუბეჟნოეში 60 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა, ახლა კი ქალაქი დანგრეულია და მოსახლეობა ევაკუირებული. ,,რუბეჟნოემ მარიუპოლის ბედი გაიზიარა, სამრეწველო ქალაქი დანგრეულია, ბევრი სახლი ვეღარ აღდგება, ეზოებში – სასაფლაოებია. დღეს ადგილობრივები სამ კატეგორიად იმყოფა: ევაკუირებული უსაფრთხო ქალაქებში უკრაინაში ან მის ფარგლებს გარეთ; რუსეთში ან ოკუპირებულ ტერიტორიებზე დეპორტირებულები; ისინი, ვინც ჯერ კიდევ კადიროველების მძევლები არიან და ქალაქის სარდაფებში ცხოვრობენ. ჩვენ აუცილებლად აღვადგენთ ყველაფერს, თუნდაც ნულიდან! მაგრამ თქვენ ორკები პასუხს აგებთ!”- აცხადებს სერგეი გაიდაი.

მეტი...

,,პოდოლიაკი არის რიგითი ჭანჭიკი უკრაინის მთავრობაში”- ირაკლი ზარქუა

,,ქართული ოცნების” დეპუტატი, ირაკლი ზარქუა  უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებას აფასებს. პოდოლიაკმა პრორუსი ოლიგარქების დასანქცირება მოითხოვა და მათ შორის ივანიშვილიც დაასახელა. მმართველი გუნდის წევრის თქმით, რთულია პოდოლიაკს ობიექტურობა და სამართლიანობა მოსთხოვო, რადგან ის ზარქუას შეფასებით ფასიანი ლობისტია. „მან თქვა, რომ მისთვის მთავარია ფული გადაუხადონ და იმ პოზიციას დაიჭერს. ასეთი ადამიანის განცხადება უინტერესოა. ჩვენ უკრაინას მხარს ვუჭერთ და ვამბობთ, რომ რუსეთი აგრესორი და ოკუპანტია, რადგან ჩვენ ეს 2008 წელს გამოვცადეთ. ვერც პოდოლიაკები და ვერც მსგავსი ღირებულების მქონე ადამიანები ქართულ-უკრაინულ ურთიერთობებს ვერაფერს დააკლებენ, რაც არ უნდა ეცადონ. მათი ბრალდებები,…

მეტი...

,,ძალიან დამაზიანებელია, როდესაც ექიმების გადაწყვეტილებაზე არის ამხელა პოლიტიკური წნეხი”- დავით სერგეენკო

დავით სერგეენკომ მიმდინარე სასამართლო პროცესებსა და მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ისაუბრა. მისი თქმით, ოჯახის პოზიცია მათი ახლობლის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით გასაგებია, თუმცა მედიკოსებზე ზეწოლა უნდა შეწყდეს. ,,ძალიან დამაზიანებელია, როდესაც ექიმების გადაწყვეტილებაზე არის ამხელა პოლიტიკური წნეხი. ოჯახის პოზიცია გასაგებია, თუმცა თუ პოლიტიკოსები რაღაცნაირად მონახავენ თავის თავში ძალას და თუნდაც 2 დღიან მორატორიუმს გააკეთებენ იმისათვის, რომ ექიმებზე ასეთი წნეხი და ასეთი პირდაპირი მუქარა არ იყოს. მისცენ საშუალება, რომ სწორი გადაწყვეტილება მიიღონ,” – აღნიშნავს დავით სერგეენკო.

მეტი...

ლუგანსკის რეგიონში საჰაერო იერიშის შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა

ლუგანსკის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ცნობით, ხუთშაბათს საჰაერო იერიშის შედეგად, ოლქში სულ მცირე 13 ადამიანი დაიღუპა. მისი თქმით, დაბომბვისას განადგურდა საცხოვრებელი სახლები. გაიდაიმ აღნიშნა, რომ თავდასხმების მიუხედავად, რუსეთს ლუგანსკისა და დონეცკის ფრონტზე წინსვლა არ აქვს. ,,სევეროდონეცკზე თავდასხმა წარუმატებელი აღმოჩნდა. რუსებმა საკადრო დანაკარგები განიცადეს და უკან დაიხიეს”- განაცხადა გაიდაიმ. ამასთან, ქალაქ სევეროდონეცკის მოსახლეობას ერთი კვირაა არ მიეწოდება ელექტროენერგია და  ინტერნეტი .  

მეტი...

,,სად ხედავთ უკუსვლას მედიის თავისუფლების კუთხით”- ირაკლი კობახიძე

ქართული ოცნების” თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ვიოლა ფონ კრამონის მიერ მედიის თავისუფლებაზე გაკეთებულ განცხადებას  უპასუხა. მისი თქმით, ქვეყანაში მედიათავისუფლების მხრივ რეგრესი არ შეიმჩნევა და აღნიშნა, რომ  ტელევიზიების სარედაქციო პოლიტიკაში არავინ ერევა. ,,სად ხედავთ უკუსვლას მედიის თავისუფლების კუთხით? ანუ, რა შეიცვალა? შარშან, გვქონდა ბევრად უკეთესი მდგომარეობა – წელს უარესი? არავითარი ცვლილება არ არის ამ მიმართულებით. სად არის უკუსვლა? უკუსვლა არის აღქმებში. აი, ამ აღქმებს აყალიბებს აქ “ნაცმოძრაობა”, იქ ფონ კრამონები, ფოტიგები და ა.შ. ეს არის სინამდვილეში ერთი პატარა ჯგუფი. ზუსტად ესენი არიან ანტიევროკავშირი იმიტომ, რომ ევროპული ღირებულებები არის ბევრი რამ, მათ შორის, სამართლის უზენაესობა. როდესაც, 2012 წლიდან მოყოლებული, მთავარი,…

მეტი...

,,მგონი, არ უნდა გაგვიკვირდეს დასავლეთის კრიტიკა, როცა მოქმედი ხელისუფლება წინას იჭერს”- იაგო ხვიჩია

„გირჩის“ წევრი იაგო ხვიჩია ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ ხელი შეუშალონ, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში. მისი თქმით, როდესაც მოქმედი ხელისუფლება წინას იჭერს, დასავლეთის კრიტიკა გასაკვირი არ არის. „ევროსტრუქტურებსა და მივლინებებში „ქოცებს“ არ დავყავარ, დაჰყავთ თავიანთი ნაცნობები სხვა ოპოზიციონერები. შესაბამისად, ალბათ, იმათ უკეთ იციან, ვინ ვის რას ელაპარაკება, მე ინფორმაცია არ მაქვს. ერთხელ რომ წამიყვანენ, მაშინ ყველაფერს მოგიყვებით, მაგრამ ამას არ აკეთებენ. თუ სახელმწიფოს წინააღმდეგ რაიმეს საზიანოს და სამტროს ამბობ, არც აქ უნდა თქვა და არც სხვაგან, მაგრამ მივლინებაში ის ხალხი რომ დაგყავს, ვინც ამ ყველაფერს აქ…

მეტი...

,,საქართველოში ყოფნას მენტალურად ვერ იტანს, მით უმეტეს პატიმრის როლში”- ირაკლი ქადაგიშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ქადაგიშვილმა მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანის მოთხოვნასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა. მისი თქმით, სააკაშვილის ოჯახი და მისი გულშემატკივრები აცხადებენ, რომ საქართველოში ყოფნას მენტალურად ვერ იტანს. „მიხეილ სააკაშვილის მიმართ 7 ნოემბერზე სასამართლო სხდომა მიმდინარეობს, მოხდა ჯერ მიტინგის უმოწყალოდ დარბევა და „იმედის“. ოჯახი ითხოვს, რომ გვაჩუქეთ პატიმარიო, არ არის კანონით ისე, რომ პატიმრის ჩუქება შეგეძლოს. სააკაშვილის ოჯახი და მისი გულშემატკივრები ამბობენ, რომ საქართველოში მისი ყოფნა მისთვის დამაზიანებელია. ანუ, საქართველოში ყოფნას მენტალურად ვერ იტანს, მით უმეტეს, პატიმრის როლში. სამართალში ისეთი ცნება არ არსებობს, რომ თუ ადამიანი არის პრემიერი ან…

მეტი...

,,საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ევროატლანტიკურ გზას ძირს ქართული ოცნება უთხრის”- ნონა მამულაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, ნონა მამულაშვილი ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის მიხედვით ოპოზიციის წარმომადგენლები ცდილობენ ხელი შეუშალონ, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებაში. მისი თქმით,  საქართველოს ხელისუფლების მიმართ ძალიან მძიმე კრიტიკა ისმის დასავლეთიდან. „ვინც ამ ქვეყანას ძირს უთხრის, ეს არის ბიძინა ივანიშვილი და მისი წარმომადგენლები მთავრობაში, პარლამენტსა და სასამართლოში. ირაკლი კობახიძე არის რუპორი კრემლის პროპაგანდის და ის იმეორებს იმას, რასაც დაავალებენ. ვინც საქართველოს სახელმწიფოებრიობას და ევროატლანტიკურ გზას უთხრის ძირს და ამ პროცესს კითხვის ქვეშ აყენებს, ეს არის „ქართული ოცნება“. დასავლეთიდან საქართველოს ხელისუფლების მიმართ ძალიან მძიმე კრიტიკა ისმის და მძიმე ნაბიჯებიც იდგმება. შემთხვევითი…

მეტი...

დონბასში ოპერაციების გასაძლიერებლად რუსეთმა შესაძლოა, ძალები მარიუპოლიდან გადაისროლოს

დონბასში ოპერაციების გასაძლიერებლად რუსეთმა შესაძლოა, თავისი ძალები მარიუპოლიდან გადაისროლოს, – აღნიშნულ ინფორმაციას დიდი ბრიტანეთის თავდაცვის უწყება ავრცელებს. „მას შემდეგ, რაც რუსეთი მარიუპოლის უსაფრთხოებას დაიცავს, სავარაუდოა, რომ ის გადაიყვანს თავის ძალებს, დონბასში ოპერაციების გასაძლიერებლად. უკრაინის მუდმივი წინააღმდეგობა მარიუპოლში ომის დაწყების შემდეგ ნიშნავს, რომ რუსული ძალები ამ მხარეში ხელახლა უნდა აღიჭურვონ და განახლდნენ, ვიდრე ისინი ეფექტურად განლაგდებიან“, – ნათქვამია სადაზვერვო მიმოხილვაში. თუმცა, ბრიტანეთის დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთის ფედერაცია, სავარაუდოდ, ამას სამხედროების სათანადო მომზადების გარეშე გააკეთებს. „ოპერატიული მიზნების სადემონსტრაციოდ მიღწევის გამო რუსეთის სამხედრო სარდლობა ზეწოლის ქვეშ იმყოფება. ეს ნიშნავს, რომ რუსეთი, სავარაუდოდ, სწრაფად გადაანაწილებს…

მეტი...

,,ოპოზიცია ყველა საერთაშორისო ფორმატში მუდმივად აცხადებს, რომ უნდა მოხდეს საქართველოს დასანქცირება”- ირაკლი ქადაგიშვილი

საქართველოს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით , ოპოზიციის წარმომადგენლები საქართველოს წინააღმდეგ კამპანიას აწარმოებენ. მისი თქმით, ოპოზიცია მუდმივად ცდილობს, ყველა საერთაშორისო ფორმატში განაცხადოს, რომ მოხდეს საქართველოს ან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება. „ნახეთ, ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის ფორმატზე ოპოზიციას რა რეაქცია ჰქონდა. ოპოზიციას მოლოდინის შექმნის სურვილი აქვს, რომ თუ საქართველო არ მიიღებს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსს, ეს იქნება ხელისუფლებაზე დარტყმა და ეს იქნება მათთვის რევოლუციური სცენარის განხორციელების საშუალება. ამ ნარატივით საუბრობენ ქვეყნის შიგნითაც და მის გარეთაც. ოპოზიცია მუდმივად ყველა საერთაშორისო ფორმატში მუდმივად აცხადებს, რომ უნდა მოხდეს საქართველოს ან ბიძინა ივანიშვილის დასანქცირება.…

მეტი...

,,40 მილიარდი ჰაერიდან არ მოდის”- რენდ პოლი

აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 86-მა სენატორმა, წინააღმდეგი წავიდა 11 და თავი შეიკავა ორმა. გასულ კვირას, აღნიშნული ფინანსური დახმარების დაჩქარებული წესით გაცემა რესპუბლიკელი სენატორის რენდ პოლის წინააღმდეგობის გამო შეყოვნდა. ,,როდესაც ამერიკელები სასურსათო მაღაზიაში წავლენ, პროდუქტებში უფრო მეტს გადაიხდიან. როდესაც ბენზინის ჩასასხმელთან მივლენ, საწვავში მეტი დაეხარჯებათ. იმიტომ, რომ უფასო სადილი არ არსებობს. 40 მილიარდი ჰაერიდან არ მოდის. ვალი ინფლაციას იწვევს,” – განაცხადა რენდ პოლმა. შეგახსენებთ, რომ უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით დახმარების გამოყოფის თხოვნით კანონმდებლებს აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა მიმართა. ფინანსური დახმარების დიდი…

მეტი...

,,ტრამპს პუტინის მიმართ, ზოგჯერ პირფერობის და ზოგჯერ დამფრთხალი რეაქცია ჰქონდა”- ჩაქ შუმერი

აშშ-ის სენატმა უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის ოდენობით ფინანსური დახმარების გამოყოფას მხარი დაუჭირა. კანონპროექტს მხარი დაუჭირა 86-მა სენატორმა, წინააღმდეგი წავიდა 11, თავი შეიკავა ორმა. სენატის უმრავლესობის ლიდერმა, ჩაქ შუმერმა, უკრაინის დახმარების მოწინააღმდეგეებს კენჭისყრის დაწყებამდე მიმართა. შუმერმა სიტყვით გამოსვლისას, პუტინის მიმართ ტრამპის არასწორი პოლიტიკა გააკრიტიკა. ,,ამ გადაუდებელი დახმარების მიღებით სენატი ეუბნება უკრაინელ ხალხს, რომ გზაშია რეალური, მნიშვნელოვანი დახმარება, რომელიც მათ გამარჯვებას უზრუნველყოფს. გზაშია დახმარება გამარჯვებისთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი ჯაველინების, სტინგერების და სხვა აღჭურვილობის სახით, საჭმელით და თავშესაფრით იმ 6 მილიონი უკრაინელისთვის, რომელიც მეზობელ ქვეყნებში გაექცა პუტინის სასტიკ, შემზარავ დაბომბვებს. მიმაჩნია, რომ ის სამხედრო დამნაშავეა. როგორც ჩანს, უფრო და უფრო მეტი…

მეტი...

პოლიციამ თბილისსა და რეგიონებში უკანონო იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღო

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, სხვადასხვა დროს ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, კახეთში, სამეგრელოსა და იმერეთში უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა ამოიღეს, დაკავებულია ექვსი პირი. ინფორმაციას აღნიშნულთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. „თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, 1985 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.შ. თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა დაკავებულის ბინებში მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული ჩხრეკისას სხვადასხვა ტიპის ორი ცეცხლსასროლი იარაღი და 15 ვაზნა ნივთმტკიცებად ამოიღეს. აჭარის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, 1989 წელს დაბადებული კ.ა. ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, ბათუმში დააკავეს.…

მეტი...