რუსეთში თანამდებობიდან ათავისუფლებენ მაღალი რანგის სამხედროებს, რომლებიც უკრაინაში წარუმატებლად მოქმედებდნენ

ბოლო კვირების განმავლობაში რუსეთში თანამდებობიდან ათავისუფლებენ მაღალი რანგის სამხედროებს, რომლებიც უკრაინაში შეჭრის პირველ ეტაპზე არაეფექტურად მოქმედებდნენ. აღნიშნულ  ინფორმაციას  დიდი ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტროს დაზვერვა ავრცელებს. „გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კისელი, რომელიც გვარდიის 1-ელ სატანკო არმიას მეთაურობდა, თანამდებობიდან გადააყენეს ხარკოვის ვერ აღების გამო. ვიცე-ადმირალი იგორ ოსიპოვი, რომელიც რუსეთის შავი ზღვის ფლოტს მეთაურობდა, ასევე გადააყენეს თანამდებობიდან მას შემდეგ, რაც აპრილში კრეისერი „მოსკოვი“ ჩაიძირა. გენშტაბის უფროსი ვალერი გერასიმოვი, როგორც ჩანს, თანამდებობაზე რჩება, მაგრამ უცნობია, კვლავ ენდობა თუ არა მას პუტინი. განტევებიც ვაცების ძებნისა და მიჩუმათების კულტურა ფართოდ არის გავრცელებული რუსეთის სამხედრო და უშიშროების სფეროში. არაერთი ოფიციალური…

მეტი...

თბილისის მერიის პროგრამა „ისწავლე და დასაქმდი“ დაიწყო

თბილისის მუნიციპალიტეტის მერია იწყებს პროგრამა „ისწავლე და დასაქმდის“ ახალ ეტაპს და აცხადებს დაინტერესებული მოქალაქეების ონლაინ რეგისტრაციას პლატფორმა www.dasakmdi.ge-ზე. პროგრამა ითვალისწინებს თბილისში რეგისტრირებული მოქალაქეების პროფესიულ მომზადება/გადამზადებას მოკლევადიანი პროფესიული კურსების მეშვეობით შრომის ბაზარზე მოთხოვნად სპეციალობებში და კერძო სექტორთან თანამშრომლობით დასაქმების ხელშეწყობას. პროგრამის ფარგლებში, მოქალაქეების მომზადება/გადამზადება განხორციელდება 40-მდე სპეციალობაში მშენებლობის, ინჟინერიის, ინფორმაციული ტექნოლოგიების, კვების, ტურიზმის, მომსახურების, დიზაინის, ტრანსპორტის, ვეტერინარიის, ჯანდაცვისა და ფინანსების სფეროებში. ამ ეტაპზე, 1 000-მდე მოქალაქე გაივლის მომზადება/გადამზადებას შემდეგ სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებში: „მერმისი“, „იკაროსი“, „გლდანის პროფესიული მომზადების ცენტრი“ და „სპექტრი“. ბენეფიციარების შერჩევის ძირითადი კრიტერიუმებია: · ქალაქ თბილისში რეგისტრაცია; · მინიმალური ასაკი 18 წელი;…

მეტი...

,,ხელისუფლებაზე ზემოქმედების ერთ-ერთი ბერკეტი არის საპარლამენტო მანდატების დატოვება”- ზაალ უდუმაშვილი

,,ნაციონალური მოძრაობაში” საპარლამენტო ბოიკოტის შესახებ მსჯელობენ. პარტიაში აცხადებენ, რომ ქვეყანაში შექმნილი კრიზისული მდგომარეობის განმუხტვის ერთ-ერთ გზა სწორედ მანდატები დათმობაა. ,,ქვეყანაში არის ძალიან მძიმე და კრიზისული ვითარება, ამ დროს ხელისუფლებაზე ზემოქმედების ერთ-ერთი ბერკეტი არის საპარლამენტო მანდატების დატოვება. მე, ზოგადად, პარლამენტარიზმის მომხრე ვარ და ოპოზიცია პარლამენტში აქტიურად უნდა მუშაობდეს, მაგრამ არ უნდა იქცეს ოპოზიცია შირმად იმისათვის რომ გააპრავოს მრავალპარტიული პარლამენტი ამ ხელისუფლების პირობებში,” – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

მეტი...

თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაღუპული ქართველი სამშობლოში გადმოასვენეს

თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონთან 18 მაისს მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული საქართველოს 5 მოქალაქიდან ერთის მდგომარეობა მძიმეა. თურქული მედიის ინფორმაციით, მძღოლმა საჭერ ვერ დაიმორჩილა და ბარდიულს შეეჯახა. ავარიას საქართველოს ერთი მოქალაქე ემსხვერპლა, რომელიც საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამშობლოში უკვე გადმოასვენეს. აჭარის მთავრობის ცნობით, საშუალო სიმძიმის 3 პაციენტი მრავლობითი მოტეხილობით და სისხლჩაქცევებით კლინიკაში გააგრძელებს მკურნალობას, ხოლო მსუბუქად დაზიანებული ერთი პირი ხვალ დატოვებს სამედიცინო დაწესებულებას.

მეტი...

იანვარ-აპრილში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 582 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია 2022 წლის იანვრი-აპრილის თვის შემოსავლების სტატისტიკას აქვეყნებს. როგორც მონაცემებიდან ირკვევა, ოთხ თვეში საერთაშორისო მოგზაურობიდან საქართველომ 582 მილიონი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 68.9 პროცენტით აღდგენაა. 2021 წლის იანვრ-აპრილის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 478,886,422 (+463.1%) აშშ დოლარით. რაც შეეხება 2022 წლის აპრილის თვეს, ერთ თვეში მოგზაურობიდან მიღებულმა შემოსავალმა 188,588,938 აშშ დოლარი შეადგინა, რაც 2019 წლის მაჩვენებლის 70.6 პროცენტით აღდგენაა. 2021 წლის აპრილის თვესთან შედარებით, მოგზაურობიდან შემოსავლები გაზრდილია 138,729,246 (+278.2%) აშშ დოლარით.

მეტი...

,,რუსეთთან კომპრომისი და მის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია არ იქნება”- ალექსეი არესტოვიჩი

რუსეთთან კომპრომისი და მის მიერ უკრაინის ტერიტორიების ოკუპაცია არ იქნება, ოკუპანტები სრულად უნდა გავიდნენ ჩვენი ქვეყნიდან, – აღნიშნული განცხადება, უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველმა, ალექსეი არესტოვიჩმა გააკეთა. არესტოვიჩის თქმით, ახლა მტერთან რაიმე სახის შერიგებაზე საუბარი არ იქნება. „შერიგების ერთადერთი ვარიანტია – რუსეთის კაპიტულაცია, შეიარაღებული ძალების გაყვანა და საუბრები კომპენსაციაზე. ეს სახელმწიფოს ხელმძღვანელობის პრინციპული პოზიციაა“, – აღნიშნავს არესტოვიჩი. მისი ინფორმაციით, ეს არამხოლოდ პრეზიდენტის, არამედ დიპლომატებისა და უკრაინის საერთაშორისო პარტნიორების, მათ შორის აშშ-ისა და გაერთიანებული სამეფოს პირობებია. „არ იქნება ვარიანტი, სადაც ჩვენ რუსების აქ დარჩენას დავუშვებთ. ცალკეულ ქვეყნებს შეუძლიათ, შეეცადონ შეთანხმებას, მაგრამ ვხედავთ,…

მეტი...

დონეცკის ოლქში დაბომბვის შედეგად 10 ადამიანი გარდაიცვალა

დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტში რუსული ძალების მიერ ნასროლი ჭურვის შედეგად ათი  მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ორი წლის ბავშვი დაიღუპა – აღნიშნულ ინფორმაციას რეგიონის გუბერნატორი პავლო კირილენკო ავრცელებს. გავრცელებული ცნობით, რუსული მხარე ქალაქს პოპასნაიას მიმართულებიდან უტევს. უკრაინის პროკურატურის ინფორმაციით, მაშველებმა დონეცკის ოლქში, ნანგრევებში 35 წლამდე ქალისა და ჩვილის ცხედარი იპოვეს. უფრო ადრე კი, დაბომბვის შედეგად, ოთხი ადამიანი დაშავდა. მათ შორის სამი მცირეწლოვანი. სარაკეტო თავდასხმები განხორციელდა ლვოვზეც. ასევე გავრცელდა ინფორმაცია აფეთქებების შესახებ ვინიცაში, სადაც ფრთოსანი რაკეტები ჩამოვარდა.

მეტი...

აშშ უკრაინას 215 მილიონი დოლარით დაეხმარება

აშშ უკრაინას გადაუდებელი სასურსათოს დახმარებისთვის დამატებით 215 მილიონი დოლარით დაეხმარება.   აღნიშნულ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, ენტონი ბლინკენი ავრცელებს. ბლინკენმა სხვა ქვეყნებსაც მოუწოდა, დაეხმარონ უკრაინას რუსეთის შეჭრის შედეგად წარმოქმნილ, სწრაფად მზარდ სასურსათო კრიზისთან გამკლავებაში. „ველით, რომ ჩვენი კონგრესი ძალიან სწრაფად დაამტკიცებს დაახლოებით 5.5 მილიარდი დოლარის ოდენობით დამატებით დაფინანსებას ჰუმანიტარული დახმარებისა და სურსათის უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა ბლინკენმა.

მეტი...

,,საქართველოს პრემიერს გავუზიარეთ შეშფოთება ცხინვალის რეგიონის ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით”- ჯოზეფ ბორელი

საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტმა ჯოზეფ ბორელმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის დეტალებზე ისაუბრა. ევროკომისარმა აღნიშნა, რომ შეხვედრაზე ერთ-ერთი თემა საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებული მდგომარეობა და ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის რუსეთთან მიერთების შესახებ ე.წ. რეფერენდუმის საკითხი იყო. ,,საქართველოს პრემიერს გავუზიარეთ შეშფოთება ცხინვალის რეგიონის ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით, რომელსაც არ ვაღიარებთ,  გავაგრძელებთ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერას“, – განაცხადა ბორელმა.

მეტი...

„ჩვენ არასდროს შევეგუებით დანაშაულებრივ ოკუპაციას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთისგან ყოფს”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ექვსი წელი გავიდა საოკუპაციო ხაზთან ქართველი პატრიოტის, გიგა ოთხოზორიას სასტიკი მკვლელობიდან. აფხაზეთიდან დევნილი, ახალგაზრდა კაცი საოკუპაციო რეჟიმმა იმსხვერპლა,”– ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“ წერს. „მკვლელები სასჯელს ვერ გაექცევიან. ჩვენ ვიყენებთ ყველა შესაძლო სამართლებრივ და დიპლომატიურ ინსტრუმენტს, რათა დამნაშავეებმა კანონის სრული სიმკაცრით აგონ პასუხი“, – აღნიშნავს ირაკლი ღარიბაშვილი. მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ქვეყანა არასოდეს შეეგუება დანაშაულებრივ ოკუპაციას. „ჩვენ არასდროს შევეგუებით დანაშაულებრივ ოკუპაციას, რომელიც საქართველოს მოქალაქეებს ერთმანეთისგან ყოფს და ყველაფერს გავაკეთებთ მის მშვიდობიანად დასასრულებლად“, – ნათქვამია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.

მეტი...

„არ შეიძლება, სისხლის სამართლის ერთმა საქმემ ქართველი ერის ევროპული არჩევანი შეცვალოს”- თეა წულუკიანი

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, არ შეიძლება, სისხლის სამართლის ერთმა საქმემ ქართველი ერის ევროპული არჩევანი შეცვალოს. მისი თქმით, ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსი უხეშად ერევა ქართულ პოლიტიკაში, თუმცა ისინი ,,ნამდვილ ევროპას” არ წარმოადგენენ. „არ შეიძლება, სისხლის სამართლის ერთმა საქმემ ქართველი ერის ევროპული არჩევანი შეცვალოს ან ვინმეს მისცეს იმის უფლება, რომ ესოდენ მნიშვნელოვან საქმედ აქციოს, თუმცა არსებობს უცხოელთა ჯგუფი, რომლებსაც ეს აღელვებთ. ისინი ცდილობენ, რომ ქართველ ხალხს მიჰყიდონ საკუთარი თავი, თითქოს ისინი არიან თვით დასავლეთი და თვით ევროპა, და თუკი ისინი არიან რაღაცით უკმაყოფილო, ეს ნიშნავს, რომ დასავლეთ ევროპა, ნატო, ფრანგები, გერმანელები და…

მეტი...

,,მივისწრაფვით, რომ ევროკავშირის გაფართოების პროცესი გავხადოთ უფრო ეფექტიანი და ცოცხალი”- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა ევროპის ეკონომიკისა და სოციალური კომიტეტის პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას ევროკავშირის გაფართოების პროცესზე ისაუბრა. მისი თქმით, მთავარი მისწრაფება ამ პროცესის ეფექტურობის გაზრდაა. „გაფართოება – დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენ მივისწრაფვით გავხადოთ ეს პროცესი უფრო ეფექტიანი და ცოცხალი. ჩვენ უნდა გავაცნობიეროთ, რომ დღეს ეს პროცესი არის თამაში ნულოვანი ჯამით. ეს ქმნის იმედგაცრუებას ორივე მხარეს, რაც ყოველთვის ცუდი კომპონენტია მაშინ, როდესაც გინდა, ნდობას იმსახურებდე”, – აცხადებს მიშელი. ევროპული საბჭოს პრეზიდენტის განცხადებით, განსახილველი ქვეყანა შეძლებს ეტაპობრივად ინტეგრირებას ევროკავშირის ყოველდღიურ საქმიანობაში. მიშელის თქმით, როდესაც ქვეყანა მიაღწევს კონკრეტულ მაჩვენებლებს, ის შეძლებს, მიიღოს…

მეტი...

უკრაინაში საომარი მდგომარეობა გახანგრძლივდა

რუსეთის ბოლოდროინდელი ქმედებები ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში შეაფასა. ზელენსკის განცხადებით, ოკუპანტებს ეშინიათ აღიარონ, დაშვებული შეცდომები  უმაღლეს სახელმწიფო და სამხედრო დონეზე. ვიდეომიმართვიდან ირკვევა, რომ უკრაინის პრეზიდენტმა საომარი მდგომარეობა და საერთო მობილიზაციის ვადები გაახანგრძლივა. მისივე თქმით, ომის ხანგრძლივობა ბრძოლის ველზე არსებულ ვითარებაზეა დამოკიდებული. ,,დღეს რუსეთის სახელმწიფოს ერთ-ერთმა წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ოკუპანტებმა, სავარაუდოდ, უკრაინაში ლაზერული იარაღის სისტემების გამოყენება დაიწყეს, თითქოსდა რაკეტების გადასარჩენად. პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ მათ სჭირდებათ რაკეტების გადარჩენა და ამის როგორმე ახსნა. ანუ, რუსული არმიის მიერ უკრაინაში გასროლილი ორ ათასზე მეტი რაკეტა იყო მათი რაკეტების მარაგის ძირითადი ნაწილი. ყველამ უკვე ნახა რუსეთი…

მეტი...

,,ყველა ჩვენმა ქალაქმა, რომელიც დროებითი ოკუპაციის ქვეშაა უნდა იცოდეს, რომ უკრაინა დაბრუნდება”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს, სადაც რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ მოქალაქეებს მიმართავს. „ხერსონმა, მელიტოფპოლმა, ბერდიანსკიმ, ენერგოდარმა, მარიუპოლმა და ყველა ჩვენმა ქალაქმა და თემმა, რომელიც დროებითი ოკუპაციის ქვეშაა, უნდა იცოდეს, რომ უკრაინა დაბრუნდება, იცოდეს, რომ ჩვენი სახელმწიფო არავის ტოვებს“, -განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკის თქმით, უკრაინა იბრუნებს იმას, რაც კანონით ეკუთვნის. „ჩვენ გვახსოვს ყირიმის შესახებ და არასდროს დავივიწყებთ 1944 წელს, გენოციდს, რომელიც ყირიმელ თათრებს საბჭოთა ხელისუფლებამ მოუწყო. არც 2014 წელს ყირიმის ნახევარკუნძულზე მომხდარს დავივიწყებთ“, – აღნიშნავს ზელენსკი.    

მეტი...

,,ისინი ვინც ამბობენ, რომ უკრაინა არ არის მზად ევროკავშირისთვის საზოგადოებრივი აზრით მანიპულირებენ”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება აცხადებს, რომ ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყანა სკეპტიკურად არის განწყობილი უკრაინის წევრობასთან დაკავშირებით. თუმცა მისი თქმით, ვერც ერთი ევროპული ქვეყანა ვერ ბკოკავს ამ გადაწყვეტილებას. ,,ჩვენ ვერ ვხედავთ უთანხმოებას ევროკავშირში სიტყვასა და საქმეში, როდესაც საუბარია იარაღსა და სანქციებზე, თუმცა ვხედავთ, როდესაც საუბარია კანდიდატის სტატუსზე ევროკავშირის წევრობასთან დაკავშირებით. უკვე სამი თვეა, ვისმენთ, რომ უკრაინა ევროპას ეკუთვნის და იმას, თუ როგორ მამაცურად ვიცავთ ევროპულ ღირებულებებს, თუმცა პოლიტიკური აღიარება არ არის. ამიტომ, საკუთარ თავს კითხვას ვუსვამთ, რამდენად გულწრფელია ეს ლამაზი სიტყვები. ისინი, ვინც ამბობენ, რომ უკრაინა არ არის მზად ევროკავშირისთვის და არ…

მეტი...

უკრაინული მხარე ადასტურებს, რომ ევროპელი ლიდერები პუტინის გამო დათმობაზე წასვლას სთავაზობდნენ

უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის მრჩეველი მიხაილო პოდოლიაკი ადასტურებს ინფორმაციას, რომ როგორც საფრანგეთის პრეზიდენტი, ისე სხვა ლიდერები უკრაინას უკან დახევას სთავაზობდნენ. „იყო ცოტა უცნაური განცხადებები, არამხოლოდ ბატონი მაკრონის, არამედ ასევე, გარკვეული ხალხისაა ევროპის პოლიტიკური საზოგადოებიდან. გასაგებია, რომ უკრაინული საზოგადოება მხარს არ დაუჭერს ასეთ მოთხოვნებს. მეორეც, ნებისმიერი დათმობა რუსეთისთვის ნიშნავს მინსკი-3-ს, შესაბამისად გაჭიანურებულ ომს. ეს უნდა ესმოდეს ევროპის პოლიტიკურ ელიტას. ომის 83-ე დღეს სრულიად გაუგებარია, რატომ უჩნდებათ ევროპაში ასეთი აზრები. სავარაუდოდ, მათ სურთ, დაუბრუნდნენ რუსეთთან ბიზნესის წარმოების მათთვის ჩვეულ წესებს, თუმცა მეჩვენება, რომ ეს ყველაფერი უკვე აღარ იქნება“ – აცხადებს პოდოლიაკი.

მეტი...

კიევში დიპლომატიური მისიები წარმომადგენლობებს ისევ ხსნიან

უკრაინის დედაქალაქ კიევში ამერიკის საელჩო ისევ გაიხსნა. პირველ ეტაპზე, ამერიკული დიპლომატური მისია სრული შემადგენლობით არ დაიტვირთება და შეზღუდულად იმუშავებს. ეტაპობრივად, აშშ-ის საელჩო სრულად დაიტვირთება. აღნიშნული გადაწყვეტილება სახელმწიფო დეპარტამენტმა უკრაინის გასაძლიერებლად, მხარდასაჭერად და მორალურად გვერდით დგომისთვის მიიღო. უკრაინაში  დიპლომატებო საფრანგეთმა, ბრიტანეთმა და გერმანიამაც დააბრუნა. აშშ-მა უკრაინაში ელჩი დაამტკიცა

მეტი...

რუსეთმა ევროპელი დიპლომატები ქვეყნიდან გააძევა

კრემლი აგრესიულ პოლიტიკას ევროპელი დიპლომატების მიმართაც აგრძელებს. ამჯერად, რუსეთის საგარეო უწყებამ 85 ევროპელი დიპლომატი „წითელ ნუსხაში“ შეიყვანა, დაბლოკა და პერსონა  ნონ გრატად გამოაცხადა. მორიგ ჯერზე, რუსეთიდან იტალიელ, ესპანელ და  ფრანგ დიპლომატს აძევებენ. ასეთია რუსეთის დიპლომატიური სვლა იმ ქვეყნების საპასუხოდ, ვინც მის აგრესიულ პოლიტიკას მხარი არ დაუჭირა.

მეტი...

აშშ-მა უკრაინაში ელჩი დაამტკიცა

უკრაინაში ეტაპობრივად დიპლომატები ბრუნდებიან. ამერიკის შეერთებულმა შტატებმა გადაწყვეტილება მიიღო და უკრაინაში ელი დაამტკიცა. სენატის გადაწყვეტილებით, უკრაინაში აშშ-ის ახალი ელჩი  ბრიჯიტ ბრინკი იქნება. ბრიჯიტ ბრინსკი სხვადასხვა წლებში საქართველოში ამერიკის საელჩოშიც მუშაობდა. ის ამჯერად დიპლომატიურ მისიას სლოვაკეთში ასრულებს.

მეტი...