ბრიტანეთი უკრაინას დამატებითი შეიარაღებით უზრუნველყოფს

ბრიტანეთის პრემიერ მინისტრმა და უკრაინის პრეზიდენტმა დახმარების მორიგ ეტაპზე ისაუბრეს. როგორც ბორის ჯონსონმა ვოლოდიმირ ზელენსკისთან აღნიშნა, ბრიტანეთი უკრაინას 1.3 მილიარდი ფუნტი სტერლინგის სამხედრო დახმარებას გაუწევს. სამხედრო დახმარების შემადგენლობაში შორ მანძილზე მოქმედი არტილერია, ხომალდსაწინააღდმდეგო რაკეტები და უპილოტო თვითმფრინავები იქნება. მხარეებმა რუსეთის შეჩერების ვარიანტებიც განიხილეს. ბრიტანეთი უკრაინის ერთ-ერთი მსხვილი მხარდამჭერია.

მეტი...

სოფო ნიჟარაძემ მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში ქალიშვილი მიუყვანა

მომღერალმა სოფო ნიჟარაძემ კლინიკაში გადაყვანილი მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. ის კლინიკაში ქალიშვილთან – ელის მარია სააკაშვილთან ერთად მივიდა, როგორც კლინიკიდან გამოსულმა ნიჟარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, მიშას ძალიან უნდოდა მათი ნახვა და ბედნიერი იყო. „მოვინახულეთ მიშა, მთელი ეს პერიოდი ძალიან ენატრებოდა ბავშვი, აჩვენა როგორ მღერის, ეფერა და ძალიან ბედნიერი იყო. ჩემთვის ძალიან მძიმე იყო ამ პირობებში მისი ნახვა. მას ძალიან უნდოდა ჩვენო ნახვა და დიდი მადლობა ყველას, ვინც ამისი შესაძლებლობა მოგვცა. თვითონ ძალიან ბედნიერი იყო, 7 თვეა ბავშვი არ უნახავს. მოეფერა, ისიამოვნა და ჩვენც ბედნიერები ვართ“ – განცხადა სოფო ნიჟარაძემ.

მეტი...

„აზოვსტალის ქარხნიდან“ უკრაინელი სამხედროები გამოჰყავთ

უკრაინის ქალაქ მარიუპოლში მდებარე მიწასთან გასწორებულ „აზოვსტალის ფოლადის ქარხნიდან“ უკრაინელი მებრძოლების გამოყვანის პროცესი გრძელდება. რუს სამხედროებს ისინი რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიებზე გადაჰყავთ. უკრაინულ მხარეს იმედი აქვს, რომ მათ სამხედროები უვნებლები დარჩებიან და მალე ქვეყანაშიც დაბრუნდებიან. გამოყვანის პროცესში ჩართულია გაერო და „წითელი ჯვარი“. რუსეთის პროკურატურა კი მათ დაკითხვას უწყობს. რა ბედი ელით „აზოვსტალელებს,“  უცნობია. უკრაინული მხარე კი მათ რუს ტყვეებში გაცვლას ელოდება.  

მეტი...

იენს სტოლტენბერგი აცხადებს, რომ ალიანსის გაფართოებაზე თურქეთის პოზიციები გასათვალისწინებელია

ნატო-ს გენერალური მდივნის შეფასებით, თურქეთის კრიტიკა და შეშფოთება ალიანსში ფინეთისა და შვედეთის გაწევრიანებასთან დაკავშირებით გასათვალისწინებელია. როგორც იენს სტოლტენბერგმა აღნიშნა, როდესაც თურქეთი, ალიანსის ძლიერი მოკავშირე შეწუხებულია აღნიშული საკითხით, მოლაპარაკება და საერთო ენის გამონახვა უნდა მოხდეს. „ნამდვილად მნიშვნელოვანი და ისტორიული გადაწყვეტილებების მიღება ხდება. მივესალმები, რომ ფინეთმა და შვედეთმა ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადი წარადგინეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველა მოკავშირის ინტერესები და შეშფოთებები. დარწმუნებული ვარ, რომ სწრაფ გადაწყვეტილებამდე მივალთ, რომ მივესალმოთ შვედეთსა და ფინეთს ნატო-ს ოჯახში. როდესაც ისინი გაწევრიანდებიან, ევროკავშირის მოსახლეობის 96% ნატო-ს ქვეყანებში იცხოვრებს“, – აღნიშნა იენს სტოლტენბერგმა დანიის პრემიერ-მინისტრთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე.…

მეტი...

ჯო ბაიდენი შვედეთისა და ფინეთის ლიდერებს ხვდება

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი შვედეთის პრემიერ-მინისტრსა და ფინეთის პრეზიდენტს მასპინძლობს. შეხვედრის თემა ალიანსში გაწევრიანების საკითხია. შვედეთის პრემიერ-მინისტრ მაგდალენა ანდერსონსა და ფინეთის პრეზიდენტ საული ნიინისტოს აშშ-ის პრეზიდენტი თეთრ სახლში მასპინძლობს. ჯო ბაიდენი ღიად აფიქსირებს, რომ ის მხარს უჭერს ამ ორი ქვეყნის ალიანსში გაწევრიანებას. შეხვედრის დასრულების შემდეგ კი სამი ქვეყნის ლიდერი ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს. შეგახსნებთ, რომ ბოლო რამდენიმე დღეა, ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანება ხმაურის მიზეზი გახდა. კერძოდ, თურქეთი წინააღმდეგია, ეს ორი ქვეყანა ალიანსის წევრი გახდეს, რადგანაც მათ ტერორისტების მფარველობაში ადანაშაულებს.

მეტი...

„ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ომი დასრულდება მაისში, მიამიტები არიან”- ალექსეი დანილოვი

უკრაინის ეროვნული უსაფრთხოებისა და თავდაცვის საბჭოს მდივანის, ალექსეი დანილოვის განცხადებით, ომი მაისში ან ერთ კვირაში ვერ დასრულდება. მისი თქმით, ფრონტზე არსებული სიტუაცია დამოკიდებული იქნება დასავლური შეიარაღების მიწოდებაზე. „ის ადამიანები, რომლებიც ამბობენ, რომ ომი დასრულდება მაისში ან ერთ კვირაში, მიამიტები არიან. ეს არის ძალიან რთული და მრავალკომპონენტიანი პროცესი, ჩვენი პარტნიორების დახმარება იარაღით არის დღეს საკვანძო მომენტი სიტუაციის განსაზღვრისთვის. იმის მიხედვით, თუ რისი მოწოდება და რა ვადებში მოხდება, სასწორი გადაიხრება ხან ერთ და ხან მეორე მხარეს“, – განაცხადა ალექსეი დანილოვმა.  

მეტი...

„მგონია, რომ გარემოს შეცვლა და მისი გაყვანა დადებითად იმოქმედებს”- გიული ალასანია

გიული ალასანიამ კლინიკა „ვივამედში” მიხეილ სააკაშვილი მოინახულა. მისი თქმით, ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, საზღვარგარეთ გადაყვანაა საჭირო. „მგონია, რომ გარემოს შეცვლა და მისი გაყვანა დადებითად იმოქმედებს. ჩემთვის მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ძალიან კმაყოფილი ვარ ექიმებით. ვფიქრობ, რომ ყველაფერი სწორად უკეთდება, უბრალოდ ადამიანს აქვს მძიმე მდგომარეობა. მას ბევრი დიაგნოზი აქვს და შესაბამისად ბევრი გამოკვლევა არის საჭირო”, – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

,,აზოვსტალის” ქარხანაზე შეტევა გრძელდება

მარიუპოლში მდებარე ,,აზოვსტალის” ქარხანა კვლავ იბომბება.  ქარხნის ტერიტორიიდან განხორცილებული ევაკუაციის მიუხედავად,  ოკუპანტები ტერიტორიაზე დარჩენილი სამხედროების ბლოკადას აგრძელებენ. ქალაქის მერის, ვადიმ ბოიჩენკოს განცხადებით, ოკუპანტების მიერ მარიუპოლში ჩამოგდებული ყველა ბომბის სიძლიერე ხიროსიმას და ნაგასაკის ატომური ბომბების სიძლიერეს აღემატება. ქალაქის მერმა ოკუპანტების უკრაინელი ერის წინაშე ჩადენილ გენოციდში დაადანაშუალა. ამ დროისთვის მძიმე ვითარებაა დონეცკის ოლქის სხვა ქალაქებშიც. მტერმა იერიში მიიტანა ქალაქ ბახმუტში, 5 სართულიან საცხოვრებელ კორპუსზე, რომელის ნაწილიც მთლიანად განადგურდა. ოლქის გუბერნატორის განცხადებით, მაშვლებმა ნანგრევებიდან 6 ადამიანი ამოიყვანეს, მათ სიცოცლხეს საფრთხე არ ემუქრება.  

მეტი...

„საქართველო უკან მიდის დემოკრატიული რეფორმების კუთხით”- გიორგი ვაშაძე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით,  შეხვედრაზე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც დგას ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის განცხადებით, ამერიკული მხარე ძალიან მძიმედ აღიქვამს  საქართველოში არსებულ ვითარებას. „საქართველო უკან მიდის დემოკრატიული რეფორმების კუთხით და ეს არის ამერიკის ძალიან სერიოზული, ასე ვთქვათ, გულწრფელი შეშფოთება, მეორე პირდაპირი კითხვა იყო ჩვენთანაც, როგორ შეგვიძლია, დაგეხმაროთ, როგორ დავაბრუნოთ საქართველო უკან მნიშვნელოვანი ევროატლანტიკური ინტეგრაციის განრიგში, ჩვენი მხრიდან იყო რამდენიმე მექანიზმზე საუბარი. პირველ რიგში საუბარი იყო ძალიან მკაფიო გზავნილებზე, რომელიც უნდა იყოს ამერიკის…

მეტი...

,,საქართველოში თავისუფალი სიტყვის გამგუდავი საქმე იყო ნიკა გვარამიას დაპატიმრება”- ხატია დეკანოიძე

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი დერეკ შოლე საქართველოში ვიზიტის ფარგლებში ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შეხვდა. ოპოზიციის წარმომადგენლების ინფორმაციით,  შეხვედრაზე ისაუბრეს იმ გამოწვევებზე, რომელიც დგას ქვეყანაში დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარების კუთხით. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ხატია დეკანოიძემ განაცხადა, რომ დერეკ შოლე დაინტერესებულია საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენებით. „პირველი რაზეც იყო საუბარი, ეს არის პოლიტიკური მართლმსაჯულება. ვისაუბრეთ ნიკა გვარამიას დაპატიმრებაზე, ძალიან დეტალურად ავუხსენით და იცოდა თავადაც, რამდენად მძიმე, პოლიტიკური და საქართველოში თავისუფალი სიტყვის გამგუდავი საქმე იყო ნიკა გვარამიას დაპატიმრება. ვისაუბრეთ მიხეილ სააკაშვილის პატიმრობაზე, რომ ვერავითარ შემთხვევაში ვერ მოხდება პოლარიზაციის შესუსტება, როდესაც პირიქით ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ გამოსავალი არ მოიძებნოს.…

მეტი...

„სტრატეგიული გაურკვევლობა უკრაინის ევროპული პერსპექტივის შესახებ უნდა დასრულდეს”- დმიტრო კულება

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი, დმიტრო კულება უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ განცხადებას სოციალურ ქსელ Twitter-ში ავრცელებს. მისი თქმით, გაურკვევლობა უკრაინის ევროპული პერსპექტივის შესახებ უნდა დასრულდეს. „სტრატეგიული გაურკვევლობა უკრაინის ევროპული პერსპექტივის შესახებ, რომელსაც ბოლო წლებში ევროკავშირის ზოგიერთი წევრი სახელმწიფო ახორციელებდა, წარუმატებელი აღმოჩნდა და უნდა დასრულდეს. ამან პუტინი მხოლოდ გაათამამა. ჩვენ არ გვჭირდება სუროგატები ევროკავშირის კანდიდატის სტატუსისთვის, რაც უკრაინის მიმართ მეორეხარისხოვან მოპყრობას ცხადყოფს და უკრაინელების გრძნობებს შეურაცხყოფს“, – წერს დმიტრო კულება  Twitter-ზე.

მეტი...

„ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს, რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერის ოლაფ შოლცის განცხადებით,  უკრაინაში მიმდინარე ომი ევროკავშირის ისტორიაში ყველაზე დიდი კრიზისია. „მშვიდობა მხოლოდ ის არის, რაც შეგვიძლია თავისთავად მივიღოთ, თუ მზად ვართ, დავიცვათ იგი. ეს არის გაკვეთილი, რომელიც ჩვენ უკრაინაზე რუსეთის სასტიკი თავდასხმისგან ვისწავლეთ“, – განაცხადა ოლაფ შოლცმა. გერმანიის კანცლერის განმარტებით, უკრაინაში ომი  გარდამტეხი მომენტია და ევროკავშირის წევრი ქვეყნები,  მას დაუპირისპირდებიან. „ჩვენ ყველას ერთი მიზანი გვაქვს – რუსეთმა არ უნდა გაიმარჯვოს ამ ომში. უკრაინამ უნდა გაიმარჯვოს. ქვეყანას, რომელსაც სასტიკად დაესხნენ თავს, დახმარება სჭირდება საკუთარი თავის დასაცავად და ამას არ შეიძლება ესკალაცია ეწოდოს“, – აღნიშნა ოლაფ შოლცმა.

მეტი...

სემეკმა სს „თელასის“ შესაბამისობის ოფიცრის ანგარიში მოისმინა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკი) საჯარო სხდომაზე, სს „თელასის“ შესაბამისობის ოფიცერმა კომპანიის მიერ შესაბამისობის პროგრამის განსახორციელებლად მიღებული ზომების შესახებ მომზადებული წლიური ანგარიში წარადგინა. შესაბამისობის ოფიცრის ანგარიშის მიხედვით, სს „თელასში“ კანონის მოთხოვნებთან შეუსაბამო ქმედებები დაფიქსირდა, კერძოდ კომპანიაში დღემდე არ არის უზრუნველყოფილი საქმიანობების სრულყოფილად განცალკევება. აღნიშნული წარმოადგენს კანონისა და სემეკის მიერ დამტკიცებული სს „თელასის“ შესაბამისობის პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და მოთხოვნების შეუსრულებლობას. საქმე ეხება სს „თელასის“ მიერ ისეთი ღონისძიებების არასრულყოფილად განხორციელებას, რომელიც უზრუნველყოფს სს „თელასის“, როგორც გამანაწილებელი სისტემის ოპერატორის და შპს „თბილისის ელექტრომიმწოდებელი კომპანიის“ (თელმიკო), როგორც მიმწოდებელი საწარმოს საქმიანობის განცალკევებას.…

მეტი...

,,ნიკა გვარამიასთან დაკავშირებით, ზომები ძალიან სწრაფად იქნება მიღებული”- ნიკა მელია

ოპოზიციის წარმომადგენლები აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველს, დერეკ შოლეს შეხვდნენ. შეხვედრაზე მხარეებმა ქვეყანაში არსებული პოლიტიკურ ვითარებაზე, მართლმსაჯულებასა და უსაფრთხოების კუთხით არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს. ნიკა მელიას განცხადებით, შეხვედრაზე  ნიკა გვარამიასა და მიხეილ სააკაშვილის პატიმრობის შესახებაც ისაუბრეს. ,,ნიკა გვარამიასთან და მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებითაც იყო სრულყოფილად საუბარი. პოლიტიკური პატიმრობა, რომ სენსაციად აღარ აღიქმება ჩვენს ქვეყანაში, ეს არის უფრო შემაშფოთებელია ჩვენი პარტნიორებისთვის. ამ ვითარებას ამძიმებს გარემოება, რომელშიც მიხეილ სააკაშვილი იმყოფება, იგი იბრძვის სიცოცხლისთვის და ებრძვის სიკვდილს და აქაც ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორი სახელმწიფოს წარმადგენლების როლი და აქაც როგორც არასოდეს, ვარ ოპტიმისტურად განწყობილი, რომ ეს ვითარება…

მეტი...

,,პარტიებს, რომლებიც ეროვნული ინტერესების დაზიანებას ეწევიან საზოგადოება მანდატს არ აძლევს”- ანრი ოხანაშვილი

  ,,გუშინ კიდევ ერთხელ დავინახეთ ის სამწუხარო რეალობა, როგორ შეიძლება, სუბიექტური       დამოკიდებულებიდან გამომდინარე, ეს ყველაფერი გიხაროდეს და საზოგადოებას ტყუილს       აჟიტირებულად გადასცემდე,”- აღნიშნული განცხადება პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის     თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა გააკეთა. მისი თქმით, დეზინფორმაციული კამპანია ქვეყნის ინტერესებს აზიანებს. დეპუტატის განცხადებით, პარტიებს, რომლებიც ეროვნული ინტერესების დაზიანებას ეწევიან საზოგადოება მანდატს არ აძლევს. „აქ საუბარი არ არის გემოვნებაზე, მოწონებაზე, პოლიტიკურ ინტერესებზე, საუბარია ჩვენი ქვეყნის ეროვნულ ინტერესებზე. როცა ამბობენ, რომ პოლიტიკური გემოვნების მიუხედავად მათთვის ძვირფასია ეროვნული ინტერესები, როგორ შეიძლება, ერთი მხრივ, ამას ამბობდე და მეორე მხრივ, მიზანმიმართულად დეზინფორმაციულ კამპანიას აწარმოებდე, თითქოს, ქვეყნის პრემიერს…

მეტი...

დიდი ბრიტანეთი რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

დიდი ბრიტანეთი რუსული ავიაკომპანიებს ახალ სანქციებს უწესებს. დიდი ბრიტანეთის საგარეო მდივნის, ლიზ ტრასის განცხადებით, ბრიტანეთი წარადგენს ახალ შეზღუდვებს, რომლებიც რუსული სახელმწიფო ავიაკომპანიების აქტივებს გაყინავს. სანქციების მიხედვით, დიდი ბრიტანეთის აეროპორტებში რუსულ ავიაკომპანიებს მათი ადგილების გაყიდვა ეკრძალებათ. „ჩვენ უკვე დავხურეთ ჩვენი საჰაერო სივრცე რუსული ავიაკომპანიებისთვის. დღეს ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შესაძლებელია, რომ მათ ვერ შეძლონ, გაანაღდონ ჩვენს აეროპორტებში მათი მომგებიანი დასაჯდომი ადგილები. ყოველი ეკონომიკური სანქცია აძლიერებს ჩვენს გზავნილს პუტინისადმი – ჩვენ არ გავჩერდებით, ვიდრე უკრაინა არ გაიმარჯვებს“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.  

მეტი...

,,დავაკვირდებით როგორი იქნება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნება და შემდეგ იქნება რეაგირება რუსეთის მხრიდან”- ანდრეი რუდენკო

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ანდრეი რუდენკო ოკუპირებულ ცხინვალში ჩატარებული ე.წ. რეფერენდუმის შესახებ ისაუბრა. მისი განმარტებით, რეფერენდუმის საკითხის განხილვისას აუცილებელია, მსოფლიოში არსებული ვითარების გათვალისწინება. ,,სამხრეთ ოსეთში რეფერენდუმის საკითხის განხილვის დროს აუცილებელია, გავითვალისწინოთ მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება. ჯერ დავაკვირდებით იმას, როდის შედგება რეფერენდუმი, როგორი იქნება სამხრეთ ოსეთის მოსახლეობის ნება, შემდეგ კი იქნება რეაგირება რუსეთის მხრიდან. უნდა გავითვალისწინოთ ფაქტორების მთელი ერთობლიობა, მათ შორის მსოფლიოში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება და ის, თუ რამდენად მიზანშეწონილი და დროულია სწორედ ახლა ამ გადაწყვეტილების მიღება,”- განაცხადა ანდრეი რუდენკომ

მეტი...

მედიის წარმომადგენლებმა ნიკა გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით აქცია გამართეს

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველი პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლე  ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრის დაწყებამდე კი მედიის წარმომადგენლებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს, ნიკა გვარამიას გათავისუფლების და  ბიძინა ივანიშვილისთვის სანქციების დაწესების მოთხოვნით. შეგახსენებთ, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, დერეკ შოლე შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან, ოპოზიციური პარტიების წევრებსა და სამოქალაქო საზოგადოების ლიდერებთან.

მეტი...

„რუსეთიდან მილსადენებით გაზის მომარაგება ევროკავშირში 26%-მდე შემცირდა”- კადრი სიმსონი

ევროკავშირმა ახალი ენერგეტიკული სტრატეგია წარადგინა, რომლის მიზანი საერთაშორისო პარტნიორებთან ისეთი სამომავლო თანამშრომლობის ჩამოყალიბებაა, რომელიც ერთ წყაროზე დამოკიდებულებას გამორიცხავს. ენერგეტიკის საკითხებში ევროკომისარმა, კადრი სიმსონმა, ევროპარლამენტში გამართულ დებატებზე განაცხადა, რომ  ახალი ენერგეტიკული პლატფორმა ღია იქნება უკრაინისთვის, მოლდოვისთვის და საქართველოსთვის. „რუსეთიდან მილსადენებით გაზის მომარაგება ევროკავშირის გაზის მოხმარებაში 26 პროცენტამდე შემცირდა. მიმდინარე წლის აპრილში, გასული წლის აპრილთან შედარებით წიაღისეულით მომარაგება 40 პროცენტია. იმპულსის შესანარჩუნებლად, ჩვენ შევქმენით ევროკავშირის ენერგეტიკული პლატფორმა, რომელიც ერთად კრავს მოთხოვნას მათთვის, ვისაც სურს, შეუერთდეს მას ინფრასტრუქტურის კოორდინირებისთვის, გამოყენებისთვის და გლობალურ პარტნიორებთან დასაკავშირებლად, როგორც ბუნებრივი აირისთვის, ასევე წყალბადისთვის. პირველი რეგიონული სამუშაო ჯგუფი შეიქმნა სოფიაში და…

მეტი...

ირაკლი ღარიბაშვილი დერეკ შოლეს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს პოლიტიკის საკითხებში, დერეკ შოლეს შეხვდა. მთავრობის მეთაურმა დერეკ შოლეს საქართველოში ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ ეს ქვეყნის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერის კიდევ ერთი მკაფიო გამოხატულებაა. მხარეებმა განიხილეს ორ ქვეყანას შორის არსებული სტრატეგიული პარტნიორობა და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები. ითქვა, რომ 30-წლიანი პარტნიორობის ფარგლებში, საქართველო არის კარგი მაგალითი იმისა, თუ როგორ აძლიერებს აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა და დახმარება ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს, თავდაცვის შესაძლებლობებს, ეკონომიკურ განვითარებას. მხარეებმა განიხილეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მძიმე ვითარება. აშშ-ის მხარემ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერა კიდევ ერთხელ მკაფიოდ დაადასტურა. აგრეთვე, საუბარი შეეხო რეგიონული…

მეტი...

,,ოპოზიცია ჩამორჩენილი და აცდენილია ქვეყნის საშინაო პოლიტიკურ დღის წესრიგს”- ირაკლი ქადაგიშვილი

,,მოვლენებმა ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების ფარისევლური ბუნება კიდევ ერთხელ გვაჩვენა, როცა სიხარულის ყიჟინა შემოჰკრეს, რომ იქნებ, შეხვედრა არ გამართულიყო და ეს გამოყენებული ყოფილიყო ქვეყნის დასაზიანებლად,”- ამის შესახებ, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა. ქადაგიშვილის განცხადებით, ოპოზიცია ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესს არ ითვალისწინებს. „მათი სიხარული ხანმოკლე აღმოჩნდა, რადგან ეს შეხვედრა შედგა. ეს ადამიანები მზად არიან, ქვეყნის ინტერესებიც კი დაზიანდეს, ოღონდ, მათი ვიწროპარტიული ინტერესები იყოს მიღწეული. ჩვენი ქვეყნის ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესი გაცილებით უფრო მაღლა დგას, ვიდრე ოპოზიციური პარტიების რიტორიკაა ხოლმე, რადგან ჩვენ ამ გზაზე უამრავი კონკრეტული ნიშნული გვაქვს გავლილი, მათ შორის…

მეტი...

შსს-მ ,,ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით,  მოსამართლის განჩინების საფუძველზე ჩატარებული კომპლექსური ოპერატიული ღონისძიებების და ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თბილისში, აჭარაში, იმერეთსა და სამეგრელოში “ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 9 პირი დააკავეს, ხოლო 7 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა. “ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით არიან დაკავებული: 1978 წელს დაბადებული რ.კ., 1992 წელს დაბადებული ბ.ზ., 1993 წელს დაბადებული ზ.ც. და 1971 წელს დაბადებული გ.ა. “სამართალდამცველებმა “ქურდული სამყაროს” წევრისთვის მიმართვის ბრალდებით დააკავეს: 1984 წელს დაბადებული ნ.კ., 1970 წელს დაბადებული ი.მ., 1993 წელს დაბადებული თ.ბ. და 1986 წელს დაბადებული ჯ.ს. 1980 წელს დაბადებული ე.ფ. (მეტსახელად „პაჭო“) კი დაკავებულია „ქურდული…

მეტი...

,,ღარიბაშვილისა და სტოლტენბერგის შეხვედრა რომ დემონსტრაციულად გაუქმებულიყო ცუდი იქნებოდა”- სანდრო რაქვიაშვილი

„გირჩის” წევრმა, სანდრო რაქვიაშვილმა ირაკლი ღარიბაშვილისა და იენს სტოლტენბერგის შეხვედრის შესახებ კომენტარი გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრის გაუქმება ქვეყნისთვის ცუდი იქნებოდა და მისთვის გაუგებარია, რატომ ატყდა ამხელა აჟიოტაჟი ამ ამბავის ირგვლივ. „შეხვედრა, რომ დემონსტრაციულად გაუქმებულიყო, ჩვენთვის ძალიან ცუდი იქნებოდა. ეს იქნებოდა მინიშნება, რომ რაღაც ნატო-სთან კარგად არ გვაქვს დალაგებული, თუმცა თავიდანვე ტექნიკურ ამბავს ჰგავდა. ასე არ ხდება ხოლმე, დიპლომატიური შეხვედრები ასე მტრებთანაც არ უქმდება და მით უმეტეს პარტნიორ ქვეყნებთან. თავიდანვე გამიკვირდა, რომ ამაზე ხმაური ატყდა. მთელი დღე ველოდებოდი სიტუაციის გარკვევას. ჩემი კოლეგების ქცევაზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, ყველა თავისებურად უყურებს ამ ისტორიას,…

მეტი...

,,ჩვენი წინაპრები საფლავებში გადაბრუნდებოდნენ რომ სცოდნოდათ, მოსკოვში ქართველებს არ უშვებენ”- თინა კანდელაკი

კრემლის პროპაგანდისტი, თინა კანდელაკი Telegram არხზე საქართველოს შესახებ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, ხშირად არ წერს მშობლიურ ქვეყანაზე, რადგან საქართველოში კარგი არაფერი ხდება. ,,ხშირად მეკითხებიან, რატომ ვწერ იშვიათად ჩემს მშობლიურ საქართველოზე. არ მინდა ცუდზე ვწერო, კარგი სიახლეები კი ბოლო წლებში იქიდან არ ყოფილა. ან გავრილოვს პარლამენტში არასწორ სავარძელზე დასვამენ, ან პოზნერის დაბადების დღეს ჩაშლიან. აღსანიშნავია, რომ ყოველი ასეთი ინციდენტის უკან სააკაშვილის ყოფილი მმართველი პარტია იდგა, რომლის ამომრჩეველიც ყოველწლიურად იკლებს, რაც ხელს უწყობს პოლიტიკური სისტემის სტაბილიზაციას. საქართველოს დღევანდელი ხელმძღვანელობის გაწონასწორებულმა პოზიციამ სასიამოვნოდ გამაოცა. ბოლო მოვლენების კონტექსტში, უკრაინელმა ტექნოლოგებმა რამდენჯერმე სცადეს ე.წ. “ქართული…

მეტი...

,,დერეკ შოლე კი არა, ვინც არ უნდა იყოს, ყველა უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა”- გურამ მაჭარაშვილი

,,დერეკ შოლე კი არა, ვინც არ უნდა იყოს, ყველა უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ საქართველო არის სუვერენული ქვეყანა”,-  ამის შესახებ, ,,ქართული ოცნების” დეპუტატმა  გურამ მაჭარაშვილმა, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის მრჩეველზე საუბრისას განაცხადა. ოფიციალური ვიზიტი საქართველოში, დერეკ შოლემ არასამთავრობო ორგანიზაციებთან შეხვედრით დაიწყო. შეხვედრაზე ნიკა გვარამიას დაპატიმრების საკითხიც განიხილეს. „ძალიან ბევრმა ქვეყანამ, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებმა გაიარეს მართლმსაჯულების რეფორმა, მაგრამ არავის აზრად არ მოსვლია ის, რომ ავად თუ კარგად როცა მიმდინარეობდა იმ ქვეყნებში სასამართლო რეფორმა, მართლმსაჯულება ჩაენაცვლებინათ სხვა ქვეყნის წარმომადგენელთა მოსაზრებებით ან იმ ქვეყანაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაციების ან სახალხო დამცველის გადაწყვეტილებებით. შეიძლება რომელიმე…

მეტი...

რუსეთის აგრესიას უკრაინაში 231 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში უკვე 231 ბავშვი დაიღუპა, 427-ზე მეტი კი დაშავდა. ინფორმაციას უკრაინის გენერალური პროკურატურა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 144, კიევის ოლქში – 116, ხარკოვის ოლქში – 100, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ხერსონის ოლქში – 48, ლუგანსკის ოლქში – 47, ნიკოლაევის ოლქში – 44, ზაპოროჟიეს ოლქში – 28, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16,  ჟიტომირის ოლქში – 15. რუსეთის შეიარაღებული ძალების მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 828 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 171 მთლიანად განადგურებულია. აქტიური საომარი მოქმედებების…

მეტი...

,,უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების მოკლე გზა არ არსებობს”- ოლაფ შოლცი

გერმანიის კანცლერი, ოლაფ შოლცი უკრაინის ევროკავშირში დაჩქარებული წესით გაწევრიანების შესახებ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, გაწევრიანების პროცესი არ არის რამდენიმე თვის ან რამდენიმე წლის საკითხი. „ის, რომ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე მოკლე გზა არ არსებობს, სამართლიანობის იმპერატივია დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნის მიმართ, რომლებსაც დიდი ხანია ევროკავშირში გაწევრიანება სურთ“, – აღნიშნა გერმანიის კანცლერმა ბუნდესტაგში სიტყვით გამოსვლისას.

მეტი...

ზურაბ აბაშიძესა და გრიგორი კარასინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძის ინფორმაციით, სატელეფონო საუბარი შედგა რუსეთის ფედერაციის საბჭოს საერთაშორისო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გრიგორი კარასინთან. აბაშიძის განცხადებით,  სატელეფონო  საუბარი შეეხო ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმს. „შედგა სატელეფონო საუბარი გრიგორი კარასინთან. მან გააკეთა მოკლე კომენტარი ცხინვალის რეგიონში დაგეგმილ ე.წ. რეფერენდუმთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ მოსკოვში საქმის კურსში არიან ჩვენი უარყოფითი დამოკიდებულების შესახებ, ეს მათი მხრიდან არ დარჩება უყურადღებოდ. მან ასევე თქვა, რომ რეფერენდუმთან დაკავშირებით მოსკოვი არანაირ აქტივობაში არ არის ჩართული. მოგეხსენებათ, ანალოგიური კომენტარი რამდენიმე დღის წინ კრემლის პრესსპიკერმა დიმიტრი პესკოვმაც გააკეთა“, – განაცხადა აბაშიძემ. ზურაბ აბაშიძის განმარტებით, გრიგორი კარასინთან სატელეფონო საუბრისას…

მეტი...

თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაცია 3 ივნისს დაიწყება

თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღებში 2022-2023 სააღმზრდელო წლისთვის ბავშვთა ელექტრონული ორეტაპიანი რეგისტრაცია 3 ივნისს დაიწყება. პირველ ეტაპზე 3-დან 10 ივნისის ჩათვლით პრიორიტეტით მოსარგებლე აპლიკანტები შეძლებენ დარეგისტრირებას, მეორე ეტაპზე რეგისტრაცია დაიწყება 10 ივნისს 10:00 საათზე და ადგილების შევსებამდე გაგრძელდება. აპლიკანტები ელექტრონულად დარეგისტრირებას ასაკობრივი კატეგორიების შესაბამისად შეძლებენ. განათლების სამინისტროსა და საქართველოს პარლამენტის მიერ განხორციელებული ცვლილების მიხედვით, რომელიც სასკოლო ასაკის ზღვრის 15 სექტემბრიდან პირველი ოქტომბრამდე გადაწევას გულისხმობს, აღსაზრდელის რეგისტრაციისთვის აუცილებელია ბავშვი პირველ ოქტომბრამდე იყოს ორი წლის. თბილისის საბავშვო ბაღებში რეგისტრაციის გამარტივებული წესით კვლავ ისარგებლებენ უკრაინის მოქალაქე აღსაზრდელები, რომლებმაც შესაბამისი დოკუმენტაციის უნდა მიმართონ სასურველ ბაღს ან ბაღების მართვის სააგენტოს. ბაგა-ბაღების სააგენტოს დირექტორის, კახაბერ…

მეტი...

რუსულმა მხარემ 900-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი ციხეში გადაიყვანა

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერის, მარია ზახაროვას განცხადებით, 900-ზე მეტი უკრაინელი მებრძოლი, რომელიც მარიუპოლის აზოვსტალის ფოლადის ქარხანაში იყო, რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე ციხე-კოლონიაში გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ქარხანაში, რომელსაც მარიუპოლის დამცველები აფარებდნენ თავს, რამდენიმე კვირის განმავლობაში, საკვებისა და წყლის მარაგის დეფიციტი იყო. ზახაროვას თქმით, სამშაბათის შემდეგ, 959 უკრაინელი სამხედრო მოსამსახურე ჩაბარდათ. მისივე განცხადებით, მათგან 51-ს სამედიცინო მომსახურება სჭირდებოდა და ისინი მკურნალობენ, დანარჩენები კი, დონეცკის რეგიონში, ქალაქ ოლენოვკაში მდებარე ციხე-კოლონიაში გაგზავნეს.  

მეტი...

კლინიკა „ვივამედთან“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები აქციას მართავენ

კლინიკა „ვივამედთან“ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერები და აქტივისტები აქციას მართავენ. ისინი  სააკაშვილის სამკურნალოდ პოლონეთში გადაყვანას ითხოვენ. „ვითხოვთ მის ტრანსფერს პოლონეთში. არამარტო ჩვენ, არამედ პოლონეთის პოლიტიკური  ხელმძღვანელობა ითხოვს ამას, ევროპარლამენტარებიც ითხოვენ. ყველამ კარგად ვიცით, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის მძიმე, ყველამ კარგად ვიცით, მათ შორის ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა და სხვა ავტორიტეტულმა საერთაშორისო აქტორებმაც დაამტკიცეს, რომ ეს ადამიანი იყო არაადამიანური მოპყრობის ქვეშ, რაც ჩამოვიდა და დააკავეს. აუცილებელია, მოხდეს მისი ტრანსფერი, მისი მკურნალობა არის ჩვენი მთავარი მოთხოვნა. თუმცა, იმისთვის, რომ ის გახდეს თავისუფალი და პოლიტიკური დევნა დასრულდეს, საჭიროა მისი სიცოცხლე გადარჩეს. მისი სიცოცხლის გადარჩენისთვის აუცილებელია, რომ ამ კლინიკის…

მეტი...

თურქეთი ფინეთის და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების წინააღმდეგია

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მევლუთ ჩავუშოღლუმ აშშ-ის სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ნატოს ღია კარის პოლიტიკას უკრაინაში ომამდეც უჭერდა. მისი თქმით, ახლა ვითარება შეიცვალა, რადგან თურქეთი უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების გამო, საფრთხეს ხედავს ფინეთის და შვედეთის ალიანსში გაწევრიანებით. „ჩვენ ვხედავთ საფრთხეებს ჩვენს რეგიონში და ამ მიზეზით ჩვენ ვხედავთ, რომ ფინეთსა და შვედეთს სურთ, გახდნენ ნატო-ს ახალი წევრები. თქვენ იცით, რომ თურქეთი ნატოს ღია კარის პოლიტიკას ამ ომამდეც უჭერდა მხარს. თუმცა, რაც შეეხება ამ შესაძლო კანდიდატებს ან უკვე კანდიდატ ქვეყნებს, ჩვენ ასევე გვაქვს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული ლეგიტიმური შეშფოთებები, რომ ისინი მხარს უჭერდნენ…

მეტი...

„ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის გაუქმება საქართველოსთვის ძალიან მძიმე იქნებოდა”- პაატა მანჯგალაძე

ოპოზიციონერი დეპუტატი, პაატა მანჯგალაძე ირაკლი ღარიბაშვილისა და ნატო-ს გენერალური მდივნის შეხვედრის შესახებ კომენტარს აკეთებს. დეპუტატის თქმით, კარგია, რომ შეხვედრა არ გაუქმდა და შედგა. „ნატო-ს გენერალურ მდივანთან შეხვედრის გაუქმება საქართველოსთვის ძალიან მძიმე და ცუდი იქნებოდა. კარგი იყო, რომ რესურსი გამოინახა შეხვედრისთვის, რათა საქართველოს ზიანი არ მიეღო, რადგან ნატო ჩვენი უსაფრთხოების გარანტია. შეიძლება, ვიღაცას ამ შეხვედრის გაუქმება მოკლე მხედველობიდან გამომდინარე გაუხარდა, მაგრამ მე ეს გამიხარდა, რადგან ქვეყნის უსაფრთხოებაზეა საუბარი. ვშიშობდი, ვინმე „ქართული ოცნებიდან“ არ გამოსულიყო და არ ეთქვა, რომ ნატო-ს გენერალური მდივანი ირაკლი ღარიბაშვილს იმიტომ არ ხვდება, რომ მხოლოდ მას ხვდებიან, ვისაც…

მეტი...

,,აქ არ არის კლინიკა, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულყოფილად რეაბილიტირებას”- გიორგი სააკაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ამ დრომდე თერაპიულ განყოფილებაში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. ყოფილი პრეზიდენტის ოჯახის წევრების მოთხოვნა კვლავ უცვლელია, ისინი სააკაშვილის საზღვარგარეთ გადაყვანას ითხოვენ. ,,დღითი დღე მდგომარეობა უარესდება, მაგრამ ვინაიდან ჰოსპიტალში იმყოფება, მაინც იმედი გვაქვს, რომ ფეხზე მაინც შეძლებისდაგვარად წამოაყენებენ, მაგრამ ოჯახის პოზიცია უცვლელია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს არის მხოლოდ შუალედური ეტაპი, აუცილებლად უნდა მოხდეს საზღვარგარეთ გადაყვანა, ვინაიდან, აქ არ არის კლინიკა, რომელიც უზრუნველყოფს მის სრულყოფილად რეაბილიტირებას”,- განაცხადა მიხეილ სააკაშვილის ძმამ, გიორგი სააკაშვილმა.

მეტი...

,,რუსეთი სტუდენტების საომარ მოქმედებებში ჩართვას გეგმავს”- უკრაინის გენშტაბი

უკრაინაში ოკუპანტები არ წყვეტენ შეტევითი ოპერაციებს ქვეყნის აღმოსავლეთის ოპერატიულ ზონაში და მათი ძირითადი აქცენტი დონეცკისკენაა მიმართული,- აღნიშნულ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს. „ბელარუსის რესპუბლიკის ტერიტორიიდან უკრაინის ტერიტორიაზე არსებულ სამოქალაქო და სამხედრო ინფრასტრუქტურის ობიექტებზე სარაკეტო და საარტილერიო დაბომბვის საფრთხე კვლავ ნარჩუნდება. ჩერნიგოვისა და სუმის რაიონებზე მტერმა საარტილერიო და ნაღმმტყორცნებით შეტევა, ხოლო დესნას დასახლებაზე სარაკეტო იერიში განახორციელა. ხარკოვის რეგიონში ოკუპანტების ძირითადი ძალისხმევა მიმართული იყო ოკუპირებული საზღვრების შენარჩუნებაზე და კონტრშეტევების უზრუნველყოფაზე დაკარგული პოზიციების აღდგენის მიზნით. ასევე, დონეცკის რეგიონის დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე სამობილიზაციო რესურსების არარსებობის პირობებში, საოკუპაციო ძალების სარდლობა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების…

მეტი...

დერეკ შოლე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, პოლიტიკის საკითხებში აშშ-ის სახელმწიფო მდივნის უფროსი მრჩეველი, დერეკ შოლე არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრას ასევე ესწრებოდა საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანიც. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავმჯდომარის ნიკა სომონიშვილის განცხადებით, შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა მართლმსაჯულების რეფორმაზე. „რა თქმა უნდა, ამ შეხვედრაზე ძირითადად ჩვენი მხრიდან იყო ინფორმაცია მიწოდებული. მათ განსაკუთრებით შეკითხვები ჰქონდათ მართლმსაჯულების სისტემაზე, როგორ იმართება რეალურად მართლმსაჯულების სისტემა, როგორ არის ის პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენებული. რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან იყო საუბარი წამოჭრილი იმ საკითხებზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ქვეყნის მხარდაჭერა ევროინტეგრაციის პროცესში და რამდენად მნიშვნელოვანია ამ პროცესში რეფორმის ჩატარება მართლმსაჯულების…

მეტი...