კანადა რუსეთს ახალ სანქციებს უწესებს

კანადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს და მის გარემოცვას სანქციებს უწესებს. სანქცირებულ პირებს შორის მოხვდნენ თავდაცვის მინისტრი სერგეი შოიგუ, საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი და იუსტიციის მინისტრი კონსტანტინე ჩუიჩენკო. ,,პუტინის რეჟიმის სასტიკი თავდასხმის ფონზე, კანადა უკრაინის გვერდით დგას. პუტინის რეჟიმის ახლო თანამოაზრეებისა და მთავარი მხარდამჭერებისთვის, მათ შორის ამ არაპროვოცირებულ აგრესიაზე პასუხისმგებელი პირებისთვის ჩვენს ქვეყანაში შესვლის აკრძალვა არის ერთ-ერთი იმ მრავალ გზას შორის, რომლითაც ჩვენ რუსეთს პასუხისმგებლობას ვაკისრებთ მის დანაშაულებებზე”, -განაცხადაკანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა. 

მეტი...

მედია მენეჯერები კელი დეგნანს ხვდებიან

მედია მენეჯერები ამერიკის საელჩოში იკრიბებიან . ,,მთავარი არხის”, ,,TV პირველისა” და ,,ფორმულას” წარმომადგენლები კელი დეგნანს ნიკა გვარამიას პატიმრობის განსახილველად ხვდებიან. ,,ჩვენი შეხვედრის მიზანი ქალბატონ კელი დეგნანთან არის ერთი, რომ მან მედიის წარმომადგენლებისგან მოისმინოს გზავნილები იმისა, თუ როგორ აღვიქვამთ ჩვენ ნიკა გვარამიას დაპატიმრებას, რა საფრთხეებს შეიცავს ეს პროცესი საქართველოს ევროპული განვითარების გზაზე,” – განაცხადა ტელეკომპანია “ფორმულას” დირექტორმა ზურაბ გუმბერიძემ.

მეტი...

ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი ოფიციალურად შეიტანეს

ფინეთმა და შვედეთმა ნატოში გაწევრიანების თაობაზე განაცხადი ოფიციალურად შეიტანეს. შესაბამისი განაცხადები ალიანსში შვედეთისა და ფინეთის ელჩებმა ნატოს გენერალურ მდივანს, იენს სტოლტენბერგს გადასცეს. განაცხადებზე ოფიციალურ პასუხს ქვეყნები სავარაუდოდ რამდენიმე კვირის შემდეგ მიიღებენ, თუმცა მათ უკვე აქვთ ალიანსის წევრი ქვეყნების თითქმის სრული უმრავლესობის მხარდაჭერა. „თქვენ ჩვენი უახლოესი პარტნიორები ხართ და თქვენი წევრობა ნატოში ჩვენს საერთო უსაფრთხოებას გაზრდის. განაცხადი, რომელიც თქვენ დღეს გააკეთეთ ისტორიული ნაბიჯია“, – აღნიშნა ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა.

მეტი...

ფოთში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება

მიმდინარე წლის 21 მაისს, ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ორგანიზებით, ფოთში საქველმოქმედო სამედიცინო აქცია ჩატარდება. აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ექიმები, ფოთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, ურთიერთთანამშრომლობის  მემორანდუმის ფარგლებში, რიგით 128-ე საქველმოქმედო-სამედიცინო აქციას ჩაატარებენ. ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურსა და აკადემიკოს გ.ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრს შორის, პირველი მემორანდუმი 2017 წელს გაფორმდა; ხუთწლიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობის შემდეგ კი, 2022 წლის 16 აპრილს, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი კვლავ 5 წლით გაგრძელდა. მემორანდუმის ფარგლებში, ვეტერანებისა და მათი ოჯახის წევრებისათვის, საქველმოქმედო სამედიცინო აქციები, მთელი საქართველოს მასშტაბით, პერმანენტულად იმართება. მემორანდუმის გაფორმებიდან,…

მეტი...

მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაცია ივნისში დაიწყება

თბილისის მერია მელიქიშვილის ქუჩის რეაბილიტაციას ივნისის პირველ ნახევარში დაიწყებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დღეს დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. „როგორც იცით, ინფრასტრუქტურული პროექტები ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა ჩვენთვის, რაც ბიუჯეტში ძალიან მსუყედაა ასახული. ბევრი თანხა იხარჯება ამ მიმართულებით. ჩვენ დავიწყეთ მსხვილი პროექტების განხორციელება – ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაცია გვაქვს დაწყებული და სამუშაოები მიმდინარეობს. ივნისის დასაწყისში გვინდა დავიწყოთ მელიქიშვილის ქუჩის სრული რეაბილიტაცია-განახლება. ქუჩა არის უმძიმეს მდგომარეობაში, კრიტიკას ვერ უძლებს მიწისქვეშა კომუნიკაციები. ეს უკვე გზის საფარსაც ეტყობა, კონკრეტულ მონაკვეთებში გზა ჩავარდნილია“, – განაცხადა კახა კალაძემ. მისივე თქმით, პროექტის ფარგლებში, მთლიანად შეიცვლება მიწისქვეშა საკომუნიკაციო ქსელი.…

მეტი...

მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზრდება

დედაქალაქის მერის, კახა კალაძის განცხადებით, მწვანე ნარგავების დაზიანებისა და უკანონო ჭრის შემთხვევების გახშირების გამო, ამ მიმართულებით რეგულაციები გამკაცრდება. როგორც მან თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე აღნიშნა, გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურმა საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა. მწვანე ნარგავების დაზიანებისთვის ჯარიმა 500 ლარიდან 5 000 ლარამდე გაიზრდება, ხოლო განმეორების შემთხვევაში – 1 000-დან 10 000 ლარამდე. „ყველამ კარგად იცით რამხელა მნიშვნელობა აქვს ქალაქში რეკრეაციული სივრცეების არსებობას და რამხელა ყურადღებას უთმობს ქალაქის მთავრობა მათ არსებობას, განახლებას, ჩანაცვლებას. შეიძლება ითქვას, რომ რეაბილიტირებული რეკრეაციული სივრცეები, პარკები, სკვერები თბილისელების და ჩამოსული სტუმრების საყვარელ ადგილებად იქცა, თუმცა, გვაქვს გარკვეული…

მეტი...

საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ მისამართებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება

პირველი ივლისიდან საბურთალოსა და ისნის რაიონების კონკრეტულ ქუჩებზე ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ თბილისის მუნიციპალიტეტის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კალაძის თქმით, პირველი ივნისიდან შესაბამის მისამართებზე განთავსდება სპეციალური საინფორმაციო ჯიხურები, იმისთვის, რომ მოსახლეობამ რეგისტრაცია შეუფერხებლად გაიაროს. „საბურთალოს რაიონში ზონალურ-საათობრივი პარკირება დაწესდება კოსტავას ქუჩის ნაწილზე, ჟიული შარტავას, გიორგი სააკაძის დაღმართსა და სხვა მიმდებარე ქუჩების დიდ ნაწილზე. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთათვის სპეციალური და ელექტრომობილებისთვის დასამუხტი ადგილები გამოიყოფა. რაც შეეხება ისნის რაიონს, ზონალურ-საათობრივი პარკირება ამოქმედდება მეტროსადგურ „სამგორის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ასევე, მეველეს ქუჩაზე“, – განაცხადა კახა კალაძემ.

მეტი...

,,მე მესმის რომელ კარებზე ვაკაკუნებთ, მაგრამ ყველას არ ესმის”- იაგო ხვიჩია

,,გირჩის” ლიდერი იაგო ხვიჩია შარლ მიშელის განცხადებას გამოეხმაურა. ევროსაბჭოს პრეზიდენტის თქმით, რეფორმები დემოკრატიზაციის პროცესში და კანონის უზენაესობა საქართველოში საჭიროა ისე, როგორც არასდროს. იაგო ხვიჩიას განმარტებით,  ახლა მთელი მსოფლიოსთვის გარდამტეხი ეტაპია შესაბამისად, მნიშვნელოვანია სწორი პოზიციის დაკავება. ,,ახლა ძალიან გარდამტეხი ეტაპია არამხოლოდ საქართველოსთვის, მთელი სამყაროსთვის, იცვლება არსებული წესრიგი, ასეთ დროს, თანამოაზრეები, ვისაც ესმის, რომ ერთმმართველობა და დიქტატურა არ არის სწორი განვითარება ერთ მხარეს დგანან, ხოლო ხალხი ვისაც ეს არ ესმის – მეორე მხრეს, ამიტომ ჩვენ ახლა გვეკითხებიან, გესმით თუ არა თქვენ, რომელ კარებზე დააკაკუნეთ და იქცევით თუ არა შესაბამისად. მე მესმის რომელ…

მეტი...

,,ოპოზიციური პარტიები „ომის პარტიისგან“ დამოუკიდებელ სპექტრად ვერ ჩამოყალიბდნენ”- გურამ მაჭარაშვილი

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა, რომ  ოპოზიციას სამოქმედო გეგმა არ აქვს. მისი თქმით, ხელისუფლები ოპონენტებს სერიოზული პრობლემები აქვთ. „ოპოზიციას რომ სამოქმედო გეგმა არც აქამდე ჰქონდა და ვერც ახლა აყალიბებს, ამის მიზეზი ისაა, რომ ოპოზიციური პარტიები „ომის პარტიისგან“ დამოუკიდებელ სპექტრად ვერ ჩამოყალიბდნენ. როცა გინდა, ნეიტრალურ ძალად ჩამოყალიბდე და „ომის პარტიის“ რიტორიკის გამგრძელებელი არ იყო, მაშინ მის რიტორიკაზე არ უნდა დაჯდე. სამწუხაროდ, ჩვენი ოპოზიციის პრობლემაც ესაა. ოპოზიციას გეგმა რომ არ აქვს, ეს ნიშნავს, რომ ოპოზიციაში სერიოზული პრობლემაა, რაც ქვეყნისთვისაც პრობლემაა. ვიდრე საპარლამენტო ოპოზიცია თავიდან ბოლომდე არ გაემიჯნება „ომის…

მეტი...

,,ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან”- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან  გამართუი შეხვედრის შესახებ სოციალურ „ტვიტერში“ წერს. მიშელის განცხადებით, ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას. “ვისაუბრე პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილთან იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირი სრულად უჭერს მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. ევროკავშირი მზად არის, კიდევ უფრო გააძლიეროს პარტნიორობა საქართველოსთან. ხაზგასმით აღინიშნა, რომ დემოკრატიზაციის პროცესისა და კანონის უზენაესობის მიმართულებით რეფორმები საჭიროა ისე, როგორც არასდროს”, – წერს შარლ მიშელი.

მეტი...

,,გამორიცხული არ არის ახალი შტამები საქართველოშიც გამოჩნდეს”- ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“

„პანდემიის მიმდინარეობა ქვეყანაში მკვეთრად შემცირებული და სტაბილურია, თუმცა, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში შემთხვევების მატება მიმდინარეობს”,- ამის შესახებ, იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, იაშვილის  საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, თსსუ-ის პროფესორმა ივანე ჩხაიძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ისაუბრა. ,,მსოფლიოს ძალიან ბევრ ქვეყანაში შემთხვევების მატება ახლა მიმდინარეობს. ასეთი ქვეყნებია როგორც ევროპაში, ისე სამხრეთ აღმოსავლეთ აზიაში. ჯამში, 60-დან 70-მდე ქვეყანაა, სადაც პანდემიის დასრულებაზე საუბარი ჯერ კიდევ ნაადრევია”,- აღნიშნა იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა. ამასთან, ივანე ჩხაიძის განცხადებით, მსოფლიოში კორონავირუსის ახალი შტამები ცირკულირებს და არსებობს რისკი, მათი საქართველოშიც გავრცელების. ,,რამდენიმე კვირის წინ 5…

მეტი...

,,ნატო-ს ყველა წევრის უსაფრთხოების ინტერესები უნდა იყოს გათვალისწინებული”- იენს სტოლტენბერგი

ნატო-ში შვედეთის ელჩმა აქსელ ვერნოფმა და ფინეთის ელჩმა კლაუს კორჰონენმა იენს სტოლტენბერგს ქვეყნების ნატო-ში გაწევრიანების განაცხადები გადასცეს. ნატო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა, რომ მიესალმება ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას. „ეს არის ძალიან კარგი დღე ჩვენი უსაფრთხოებისთვის ამ კრიტიკულ მომენტში. მადლობა ფინეთსა და შვედეთს ნატო-ში გაწევრიანების სურვილის შესახებ განაცხადების გადმოცემისთვის. ყველა ქვეყანას აქვს უფლება, თავად განსაზღვროს საკუთარი გზა. თქვენ, ორივე ქვეყანამ გააკეთეთ თქვენი არჩევანი, დემოკრატიული პროცესების თანმიმდევრულად და მე მივესალმები ფინეთისა და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ განაცხადს. თქვენ ხართ ჩვენი ახლო პარტნიორები, თქვენი ნატო-ში წევრობა გააძლიერებს ჩვენს საერთო უსაფრთხოებას. თქვენი დღევანდელი განაცხადები…

მეტი...

პუტინის განცხადებით, ევროპა სანქციების დაწესებით საკუთარ ეკონომიკას აზიანებს

რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებით, ნავთობის სექტორი ძირეულ ცვლილებებს განიცდის, თუმცა, ევროპა სანქციების დაწესებით, „ეკონომიკურ თვითმკვლელობას“ ჩაიდენს, – აღნიშნული ინფორმაცია უცხოურ მედიაში ვრცელდება. ენერგეტიკულ საკითხებთან დაკავშირებით გამართულ შეხვედრაზე პუტინმა განაცხადა, რომ ევროპა, თავისი ქმედებების შედეგად, ენერგიის უფრო მაღალ ფასებსა და გაზრდილ ინფლაციას მიიღებს. „ნავთობის ბაზარზე ცვლილებები ძირეული ხასიათისაა და ბიზნესის კეთება ჩვეულ რეჟიმში, ძველი მოდელის მიხედვით, ნაკლებად სავარაუდოა. ახალ მოცემულობაში, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ნავთობის მოპოვება, არამედ მთლიანი ვერტიკალური ჯაჭვის აგება, რომლის ბოლო წერტილიც მისი მომხმარებლამდე მიტანაა“, – აღნიშნა პუტინმა. პუტინის თქმით, ევროპა, „ქაოტური ქმედებებით“ არა მხოლოდ აზიანებს საკუთარ ეკონომიკას, არამედ, რუსეთისთვის, ნავთობსა…

მეტი...

სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი „QR“ კოდით განთავსდება

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და FAO-ს ცხოველთა იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის ელექტრონული სისტემის (NAITS) პროექტის მხარდაჭერით, სამომხმარებლო ბაზარზე ხორცი „QR“ კოდით განთავსდება. ამასთან დაკავშირებით, სურსათის ეროვნული სააგენტო ქვეყნის მასშტაბით არსებულ სასაკლაოებს შესაბამისი ტექნიკურ აღჭურვილობას გადასცემს. სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ ვასილ ბასილაძემ აღნიშნა, რომ ბაზარზე ხორცის „QR“ კოდით განთავსება აპრობირებული პრაქტიკაა განვითარებულ ქვეყნებში და დღეიდან უკვე შესაძლებელია საქართველოშიც. „ეს კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია მომხმარებლის ინტერესების დაცვისა და ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით“, – განაცხადა ვასილ ბასილაძემ. ბიზნესოპერატორების ცნობიერების ამაღლებისა და პროგრამის ეფექტიანად განხორციელების მიზნით, სასაკლაოების პერსონალს ჩაუტარდა სწავლებები. მოქმედი კანონმდებლობით, ხორცის ეტიკეტირება სავალდებულოა, თუმცა,…

მეტი...

,,აზოვსტალიდან” ევაკუირებული ჯარისკაცები ყოფილ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მარიუპოლის ,,აზოვსტალის” ქარხნიდან ევაკუირებული ჯარისკაცები , რუსეთის მიერ კონტროლირებად ქალაქ ოლენივკაში, ყოფილ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გადაიყვანეს. 50-მდე მძიმედ დაშავებული სამხედრო გუშინ ღამით რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე, საავადმყოფოში გადაიყვანეს, ხოლო 200-ზე მეტი ჯარისკაცი ოლენივკაში, დონეცკის მახლობლად. შეგახსენებთ, უკრაინა აზოვსტალიდან ევაკუირებულ სამხედროებს რუს ტყვეებში გაცვლის, თუმცა კრემლი ამას ოფიციალურად არ ადასტურებს. ამ დროისთვის უცნობია, თუ რა გარანტიები გასცა რუსულმა მხარემ ევაკუირებულთან დაკავშირებით.

მეტი...

რუსეთის აგრესიას უკრაინაში 229 ბავშვის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, რუსეთის სამხედრო აგრესიის შედეგად უკრაინაში 229 ბავშვი დაიღუპა, 424-ზე მეტი კი დაშავდა. უწყების ცნობით, ყველაზე მეტი ბავშვი დაზარალდა დონეცკის ოლქში – 141, კიევის ოლქში – 116, ხარკოვის ოლქში – 100, ჩერნიგოვის ოლქში – 68, ხერსონის ოლქში – 48, ლუგანსკის ოლქში – 47, მიკოლაევის ოლქში – 44, , ზაპოროჟიეს ოლქში – 28, სუმის ოლქში – 17, დედაქალაქში – 16,  ჟიტომირის ოლქში – 15. ოკუპანტების  მიერ უკრაინის ქალაქებისა და სოფლების მასიური დაბომბვის შედეგად დაზიანდა 1 772 სასწავლო დაწესებულება, საიდანაც 161 მთლიანად განადგურებულია. აქტიური საომარი მოქმედებების გამო, დაღუპულთა და…

მეტი...

,,გარნიზონი ადგილზეა იარაღით ხელში”- „აზოვის“ ლეგიონის დამფუძნებელი

„აზოვის“ ლეგიონის დამფუძნებელი და პარტია „ეროვნული კორპუსის“ ლიდერი, ანდრეი ბილეცკი განცახებას ავრცელებს. მისი თქმით, „აზოვსტალის“ დამცველებთან კავშირი აქვს და ითხოვს, პოლკის ევაკუაციის ყოველი დეტალის გასაჯაროება არ მოხდეს. ამასთან, ბილეცკიმ საზოგადოებას მოუწოდა, მარიუპოლის ოპერაციის შეფასებისა და კრიტიკისგან თავი შეიკავონ. „82 დღე ისინი წარმოუდგენელ პირობებში იბრძოდნენ. 70-ზე მეტი დღის განმავლობაში აკავებდნენ მტერს, სრულ ალყაში მყოფები და მტრის უდიდესი უპირატესობის – საშინელი საავიაციო, სახომალდე, არტილერიისა და სხვა დაბომბვის პირობებში. მათ ჩაიდინეს ისეთი რამ, რაც უსიტყვოდ შევა სამხედრო სახელმძღვანელოების ისტორიაში. ახლა მთავარი ამოცანა ამ ადამიანების გადარჩენაა, ისინი ჯერ კიდევ დასჭირდებიან, რა თქმა უნდა, უკრაინას.…

მეტი...

,,მთლიანად ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა დატოვოს პარლამენტი”- ნონა მამულაშვილი

,,ნაციონალურ მოძრაობაში” მიიჩნევენ, რომ პრეზიდენტისთვის ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხზე მიმართვა არასწორი ნაბიჯია და ოპოზიციონერ დეპუტატებს პარლამენტის დემონსტრაციულად დატოვებისკენ მოუწოდებენ. ,,ნაციონალური მოძრაობის” წევრის ნონა მამულაშვილის განცხადებით, ამ ეტაპზე შეწყალების შესახებ სალომე ზურაბიშვილისთვის მიმართვა სწორი არ იქნება. ,,მე არ ვთვლი, რომ სალომე ზურაბიშვილთან მიმართვა ამ ეტაპზე იქნება სწორი, იმიტომ, რომ მან ძალიან ღიად და ნათლად გამოხატა პოზიცია, რომ ის აპირებს რუსული ხაზის გატარებას, მიუხედავად ევროპულობისა. მთლიანად ოპოზიციურმა სპექტრმა უნდა დატოვოს პარლამენტი, იმისათვის, რომ ამ დემარშით კიდევ ერთხელ ვაჩვენოთ, რომ ეს ხელისუფლება არ არის ლეგიტიმური, ეს პარლამენტი არ არის ლეგიტიმური,” – განაცხადა ნონა მამულაშვილმა.

მეტი...

,,პრეზიდენტის მხრიდან შეწყალება პრეზიდენტის ინსტიტუტის უპატივცემლობა იქნებოდა”- მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე ნიკა გვარამიას შესაძლო შეწყალების ფაქტზე კომენტარს აკეთებს. მისი განცხადებით, პრეზიდენტის მხრიდან, ნიკა გვარამიას შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება, უპატივცემულობა იქნება თავად პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. ,,პრეზიდენტის მხრიდან ასეთი გადაწყვეტილების მიღება ალბათ იქნებოდა დიდი უპატივცემულობა საკუთრივ, პრეზიდენტის ინსტიტუტის მიმართ. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ ეს ძალიან ლოგიკური და დამაჯერებელი არგუმენტია, რომელზე დაყრდნობითაც შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ იქნება მართებული პრეზიდენტის მხრიდან შეწყალების თაობაზე გადაწყვეტილების მიღება,” – აღნიშნავს მიხეილ სარჯველაძე.

მეტი...

,,საჭიროა ინფორმაციული, დიპლომატიური და კულტურული ზეწოლა რუსეთზე”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვაში ,,აზოვსტალიდან” უკრაინელი სამხედროების ევაკუაციის პროცესზე საუბრობს.  უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, ევაკუაციის პროცესს ზედამხედველობას უკრაინის ჯარი და დაზვერვა უწევს. ზელენსკიმ ვიდეომიმართვაში რამდენიმე რეგიონში რუსეთის სარაკეტო დარტყმებსა და მოსკოვზე სხვადასხვა სახის ზეწოლის აუცილებლობაზე ისაუბრა. ,,83-ე დღე უკრაინაზე რუსული დარტყმების საკმაოდ ძლიერი კომბინაციით დაიწყო. ლვოვის, სუმის, ჩერნიგოვის რეგიონებში სარაკეტო დაბომბვით. საჰაერო დარტყმები იყო ლუჰანსკის რეგიონში. სპეციფიკური დივერსიული აქტივობა უკრაინის სასაზღვრო არეალში.მათ არ შეუძლიათ წარმატების დემონსტრირება ზოგადი სამხედრო მოქმედებებით იმ ადგილებში, სადაც წინსვლას ცდილობენ. ამიტომ, ისინი ცდილობენ აჩვენონ წარმატება თავიანთი რაკეტებით და სხვა ქმედებებით. დღეს საკმაოდ პროდუქტიული საუბარი მქონდა გერმანიის კანცლერთან. უპირველეს…

მეტი...

დღეიდან რუსთაველი-თავისუფლების მიმართულებით მოძრაობა იკრძალება

00:00 საათიდან,  პირველი რესპუბლიკისა და თავისუფლების მოედნებზე სატრანსპორტო მოძრაობა დროებით შეიზღუდება. აკრძალვა 26 მაისის ჩათვლით იმოქმედება. რესპუბლიკის მოედანზე შემხვევ სატრანსპორტო საშუალებებს რუსთაველის გამზირისკენ მოძრაობისას გადაადგილება მხოლოდ მ. ჯავახიშვილის ქუჩიდან მ. კოსტავას ქუჩის გავლით შეეზღუდებათ, ხოლო რუსთაველის გამზირიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე გადაადგილება უცვლელი დარჩება. სატრანსპორტო საშუალებებისთვის მ. კოსტავას ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედანზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება მ. კოსტავას ქუჩისა და რუსთაველის გამზირის გამოყენებით. თავისუფლების მოედანზე წრე შეიზღუდება ერთი სამოძრაო ზოლით, ხოლო სატრანსპორტო გადაადგილების მიმართულებები უცვლელი დარჩება. საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის ცვლილება განხორციელდება ჯავახიშვილის ქუჩიდან პირველი რესპუბლიკის მოედნის მიმართულებით მოძრავ ავტობუსებზე: N308, N359 და მიკროავტობუსზე:…

მეტი...

„სამი მუშკეტერი“ – რომელია ამირან გამყრელიძე და რას ფიქრობს ამ სტატუსზე?! (ვიდეო)

„სამი მუშკეტერი“ – ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და თენგიზ ცერცვაძე, სწორედ ასე მოიხსენიებენ კოვიდ პამდემიის ე.წ. მმართველებს კრიტიკოსები. რას ფიქრობს თავად ამირან გამყრელიძე აღნიშნულზე, „მედიაცენტრ მთავართან“ საუბრობს. „სამი მუშკეტერი“ ძალიან მიყვარს. წიგნი არაერთხელ მაქვს წაკითხული და ფილმიც ბევრჯერ მაქვს ნანახი“ – გვითხრა მან. კითხვაზე – რომელ მუშკეტერში უფრო მოიაზრებს საკუთარ თავს, ასე გვიპასუხა: „ჩემთვის ყველაზე სიმპათიური ათოსია“.

მეტი...

საფრანგეთი უკრაინას დამატებით იარაღსა და ჰუმანიტარულ დახმარებას გაუგზავნის

ელისეის სასახლის ინფორმაციით, საფრანგეთის პრეზიდენტსა და უკრაინის პრეზიდენტს შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. საუბრის ერთ-ერთი თემა უკრაინისთვის მორიგი დახმარება იყო. ფრანგული მხარის ინფორმაციით, პრეზიდენტი მაკრონი პრეზიდენტ ზელენსკის დაჰპირდა, რომ  დამატებით იარაღს გამოუყოფს. საუბარია როგორც სამხედრო, ისე ჰუმანიტარულ დახმარებაზე. პრეზიდენტებმა ასევე ისაუბრეს უსაფრთხოების გარანტიებსა და „აზოვსტალის“ ქარხნიდან აზოვის მცველების ევაკუაციაზე.

მეტი...

„საქართველოს მისწრაფებები ერთ ღამეში არ ხდება“ – აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი ნედ პრაისი საქართველოს  თანამშრომლობის შესახებ მორიგ განცხადებას აკეთებს. როგორც პრესსპიკერი განმარტავს, საქართველო აშშ-ის სტრატეგიული პარტნიორია და მაქსიმალურად დაეხმარებიან რეფორმების გზაზე. „საქართველოს მისწრაფებები ერთ ღამეში არ ხდება. მათი რეალიზება შეუძლებელია ერთი წლის განმავლობაში, თუნდაც ერთი ათწლეულის განმავლობაში. ამისთვის ბევრი შრომა და მოთმინებაა საჭირო. ჩვენი ამოცანის ნაწილია, გავაგრძელოთ პარტნიორობა საქართველოსთან, გავაგრძელოთ მათი მხარდაჭერა. ჩვენ გავაგრძელებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს ქართველ პარტნიორებთან,“ – აცხადებს ნედ პრაისი.  

მეტი...