,,ნაციონალური მოძრაობა, ენჯეოები, გვარამია და მათი უცხოელი ლობისტები არიან თავისი არსით ანტიევროკავშირი”-ირაკლი კობახიძე

,,კონკრეტულმა კრიმინალებმა ჩაიდინეს კონკრეტული კრიმინალი და როდესაც ამასთან დაკავშირებით, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე კეთდება კრიტიკული განცხადება ეს არის კრიმინალისთვის ხელის დაფარების გარკვეული ფორმა,”- აღნიშნული განცხადება პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ბრიფინგზე გააკეთა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, ქვეყანაში უზრუნვეყოფილია სამართლის უზენაესობა და ამ პრინციპებიდან გადახვევა არ მოხდება. „საქართველო არის სამართლებრივი სახელმწიფო, აქ უზრუნველყოფილია სამართლის უზენაესობა, კანონის უზენაესობა, კრიმინალი იჯდება ციხეში, ვინც არ არის კრიმინალი ის იქნება გარეთ და ა.,შ. ეს არის მარტივი პრინციპები რომელიც მოქმედებს ჩვენს ქვეყანაში და ვერავინ გადაგვახვევინებს ამ პრინციპებიდან. ჩვენ მიჩვეული ვართ, რომ ერთი და იგივე გვარები, მათ შორის უცხოელი…

მეტი...

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, გაძვირებული საწვავის მოსახლეობისთვის მაქსიმალურად იაფ და ხელსაყრელ პირობებში მიწოდება”- ლევან დავითაშვილი

,,განვიხილავთ იაფი წყაროებიდან საწვავით მომარაგების, ასევე მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობებს იმისთვის, რომ მოსახლეობას მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობებით მივაწოდოთ საწვავი,” – ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა საწვავის დისტრიბუტორ მცირე ქსელების წარმომადგენლებთან შეხვედრაზე განაცხადა. „ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ საწვავის ბაზარზე გვქონდეს სრულფასოვანი, კონკურენტული გარემო და შესაძლებელი იყოს გაძვირებული საწვავის მოსახლეობისთვის მაქსიმალურად იაფ და ხელსაყრელ პირობებში მიწოდება. შექმნილი გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან, საომარი ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც რეგიონშია, სამწუხაროდ, მსოფლიოში ფასები საწვავზე არის ძალიან მაღალი და გვესმის, რომ გლობალურ ტენდენციას საქართველო ვერ აცდება, მაგრამ ჩვენი მიზანია, მაქსიმალური კოორდინაციით მოხდეს იაფი წყაროებიდან საწვავით მომარაგება, ასევე მარჟების მინიმუმამდე დაყვანა იმისთვის, რომ…

მეტი...

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი საქართველოს ეწვევა

18 მაისს საქართველოს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მრჩეველი, დერეკ შოლე ეწვევა. ვიზიტის ფარგლებში, შოლე ევროპის უსაფრთხოებისა და დემოკრატიული განვითარების საკითხებზე კონსულტაციებს გამართავს. დერეკ შოლე ოპოზიციისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან განიხილავს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების ოკუპაციას, კრემლის სასტიკ ომს უკრაინის წინააღმდეგ და საქართველოს მოსახლეობის დემოკრატიულ მისწრაფებებს.

მეტი...

,,ის სასამართლო, რომელმაც ნიკა გვარამია გაასამართლა ნაციონალურმა მოძრაობამ შექმნა”- ანა დოლიძე

პარტია „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე ნიკა გვარამიას დაკავების ფაქტს ეხმაურება. მისი შეფასებით, ,,მთავარის არხის” დირექტორის დაპატიმრებით, მმართველი პარტია ცდილობს ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით, საზოგადოებაში არსებული ინტერესი შემცირდეს. „ჩვენი მთავრობა ოქტომბერში ხელისუფლებაში მიხეილ სააკაშვილის საკითხის წყალობით დარჩა. ახლა კი, როდესაც მესამე პრეზიდენტის საკითხი უკანა პლანზე გადავიდა, მათ ცეცხლზე ნავთის დანთება იმ სიძულვილის და ნეგატივის გასაღვივებლად მოინდომეს, რაც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს. ხელისუფლება ამ ნაბიჯს მაშინ დგამს, როდესაც ქვეყნის მომავალი წყდება, ევროკავშირში შესასვლელად ფანჯარა გაიხსნა და როგორც იქნა, შუქი ევროპისკენ მიმავალ გზაზე საქართველოსთვის მწვანე აინთო. რატომ? ამის მიზეზი არის ის, რომ ევროკავშირის კითხვართან დაკავშირებით არ ვილაპარაკოთ,…

მეტი...

,,რუსეთი გააგრძელებს მასობრივ საარტილერიო დარტყმებს”- დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

,,კიევის ჩრდილოეთით მდებარე ჩერნიგოვის რეგიონში, დაახლოებით 3 500 შენობა განადგურდა ან დაზიანდა უკრაინის დედაქალაქისკენ რუსეთის წინსვლის დროს,” – აღნიშნულ ინფორმაციას, დიდი ბრიტანეთის დაზვერვა ავრცელებს. უწყების ინფორმაციით, რეგიონში დაზიანებული შენობების უმეტესობა საცხოვრებელი სახლებია. „ამ ზიანის მასშტაბები მიუთითებს რუსეთის მზადყოფნაზე გამოიყენოს არტილერია დასახლებული ტერიტორიების წინააღმდეგ, გარჩევის ან პროპორციულობის მინიმალური გათვალისწინებით,“ – აღნიშნავენ ბრიტანეთის თავდაცვის უწყებაში. მათივე ცნობით, რუსეთი საარტილერიო დაბომბვას, სავარაუდოდ, სამიზნის აღქმადობის შეზღუდული შესაძლებლობის გამო იყენებს. „უახლოეს კვირებში, რუსეთი, სავარაუდოდ, გააგრძელებს მასობრივ საარტილერიო დარტყმებს, რადგან ის ცდილობს დაიბრუნოს პოზიციები დონბასში,“- ნათქვამია დიდი ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის განცხადებაში.

მეტი...

,,მედიასაშუალებებში მოღვაწეობა თითქოს ჯავშანს უჩენს ადამიანებს, რომ მათზე პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს”- მიხეილ სარჯველაძე

,,ქართული ოცნების” წევრი, მიხეილ სარჯველაძე ,,მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას ეხმაურება. მისი განცხადებით, არასწორი მიდგომაა მედიასაშუალებებში მოღვაწეობის გამო, თავი აარიდო მართლმსაჯულებას. ,,რა მუხტის აგორებასაც ცდილობენ, განწირული მცდელობაა, იმიტომ, რომ რაღაც მომენტში, მოუწევთ პასუხის გაცემა კითხვებზე. ვიღაცები თვლიან, ნორმალურია, რომ სააკაშვილს, რადგან პოლიტიკოსია, აქვს უფლება, თავი დაიხსნას მართლმსაჯულებისგან, თუმცა, გაუგებარია, რატომ არ უნდა ჰქონდეს იგივე უფლება დანარჩენ 9000 პატიმარს. იგივეა მედიასაშუალებებში მოღვაწეობა –  თითქოს ჯავშანს უჩენს ადამიანებს, რომ მათზე პასუხისმგებლობა არ გავრცელდეს, ეს არასწორი მიდგომაა,” – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მეტი...

დიდი ბრიტანეთი მხარს უჭერს შვედეთის და ფინეთის NATO-ში გაწევრიანებას

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, შვედეთი და ფინეთი NATO-ში დაუყონებლივ უნდა გაწევრიანდნენ. ლიზ ტრასის განმარტებით,  დიდმა ბრიტანეთმა ორივე ქვეყნის NATO-ში გაწევრიანებას მხარი მტკიცედ დაუჭირა. ,,ჩვენ მოუთმენლად ველით მათთან, როგორც NATO-ს ახალ მოკავშირეებთან მუშაობას და მზად ვართ, მათ გაწევრიანების პროცესში ჩვენი დახმარება შევთავაზოთ. ჩვენი ორმხრივი უსაფრთხოების დეკლარაციები, რომელთაც შვედეთთან და ფინეთთან ერთად, პრემიერ-მინისტრის მიერ გასულ კვირას ხელი მოეწერა, აჩვენებს ჩვენს მტკიცე და ცალსახა ერთგულებას ორივე ქვეყნის მიმართ, ამ პროცესში და მის მიღმა,” – აღნიშნავს ლიზ ტრასი.

მეტი...

,,გავაკეთებთ ყველაფერს, რომ არხმა არ შეწყვიტოს მაუწყებლობა”- ნიკა მელია

,,ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ  ,,მთავარი არხის” დამფუძნებლის და დირექტორის დაკავების შემდეგ, მნიშვნელოვანია არხმა მაუწყებლობა არ შეწყვიტოს და ამისთვის ოპოზიციური სპექტრი ყველა ბერკეტს გამოიყენებს. მელიას თქმით, განიხილება აქციები და საპარლამენტო მანდატების დათმობის საკითხიც. ,,შევთანხმდით, რომ გავაკეთებთ ყველაფერს სხვადასხვა შესაძლებლობებით, რომ არხმა არ შეწყვიტოს მაუწყებლობა მას შემდეგ, რაც მისი სულის ჩამდგმელი და დამფუძნებელი ნიკა გვარამია უკანონოდ დააპატიმრეს. აქციები იქნება თუ არა, ამასთან დაკავშირებით მჭიდრო კომუნიკაცია გვექნება, თუმცა არ ვიქნებით ადვილად პროგნოზირებადები “ქართული ოცნებისთვის,”- აცხადებს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია.

მეტი...

„,გარნიზონმა „მარიუპოლმა“ შეასრულა დაკისრებული საბრძოლო ამოცანა”- უკრაინის გენშტაბი

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ  გარნიზონმა „მარიუპოლმა“ დაკისრებული საბრძოლო ამოცანა შეასრულა, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებმა მიიღეს პირადი შემადგენლობის სიცოცხლის გადარჩენის ბრძანება. „გარნიზონმა „მარიუპოლმა“ შეასრულა დაკისრებული საბრძოლო ამოცანა. უმაღლესი სამხედრო სარდლობის მიერ „აზოვსტალში“ მყოფი ქვედანაყოფების მეთაურებისთვის გასცა ბრძანება, გადაარჩინონ პირადი შემადგენლობის სიცოცხლე. მიმდინარეობს ქარხნის ტერიტორიაზე ბლოკირებული უკრაინის დამცველების გადარჩენის ოპერაცია“, – წერია გენშტაბის განცხადებაში. უკრაინის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 16 მაისს „აზოვსტალიდან“ განხორციელდა მძიმედ დაჭრილი 53 სამხედროს ევაკუაცია, ისინი ოკუპირებულ ტერიტორიაზე მდებარე ქალაქ ნოვოაზოვსკის სამედიცინო დაწესებულებაში არიან გადაყვანილი. უკრაინული მხარის ცნობით, კიდევ 211 დამცველი ჰუმანიტარული დერეფნით ევაკუირებულია…

მეტი...

,,ჩვენ ვხედავთ საშინელ სისასტიკეს და ომის დანაშაულებს, მილიონობით ლტოლვილს, რომლებიც პუტინის ომს გაექცნენ”- ჯო ბაიდენი

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა საბერძნეთის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა გამართა. შეხვედრაზე მხარეებმა  უკრაინაში მიმდინარე ომზე ისაუბრეს. ჯო ბაიდენის განცხადებით, ამერიკა პარტნიორებთან ერთად ეხმარება უკრაინას და რუსეთს მძიმე ეკონომიკურ ფასს აკისრებს. ,,ჩვენ ვხედავთ საშინელ სისასტიკეს და ომის დანაშაულებს, მასობრივ საფლავებში დამარხულ ბავშვებს, მილიონობით ლტოლვილს, რომლებიც პუტინის ომს გაექცნენ. შეერთებული შტატები დგას უკრაინელი ხალხის მხარდასაჭერად და რუსეთს აკისრებს მძიმე ეკონომიკურ ფასს, რათა პუტინს პასუხისმგებლობა დაეკისროს. ბატონო პრემიერ-მინისტრო, მინდა მადლობა გადაგიხადოთ მორალური გამბედაობისთვის და სიცხადისთვის, რომელიც თქვენ გამოიჩინეთ ამ კრიზისის დასაწყისიდან: დაუყონებლივ დაგმეთ რუსეთის აგრესია, მიიღეთ უკრაინელი ლტოლვილები. ჩვენ ერთად ვაჩვენებთ დემოკრატიების ძალასა…

მეტი...

საჰაერო იერიშს დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში 20 ადამიანი ემსხვერპლა

რუსული მხარე დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიებს უტევს. უკრაინის გაერთიანებული ძალების სამუშაო ჯგუფის განცხადებით,  დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონებში რუსული დაბომბვების შედეგად, 20 მშვიდობიანი მოქალაქე, მათ შორის ერთი ბავშვი დაიღუპა. ცეცხლი რეგიონების 25 დასახლებას გაუხსნეს, მათ შორის 42 საცხოვრებელი კორპუსი და სკოლაა. რუსული ძალების მხრიდან თავდასხმები გრძელდება ქვეყნის დასავლეთ ტერიტორიებზეც. ამასთან, საჰაერო იერიში განხორციელდა ოდესის ოლქში. საოკუპაციო ძალებმა უკრაინის დასავლეთ ნაწილში, პოლონეთის საზღვრიდან დაახლოებით 15 კილომეტრში მდებარე სამხედრო ბაზაზე, სარაკეტო იერიში მიიტანეს. გვიან ღამით აფეთქება მოხდა ლვოვში.  

მეტი...

,,მარიუპოლის დამცველებმა ბრძანება შეასრულეს და 82 დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის ძალებს იგერიებდნენ”- დენის პროკოპენკო

უკრაინულმა მხარემ ,,აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიიდან სამხედროების გათავისუფლების ოპერაცია დაიწყო. არსებული ინფორმაციით, სამედიცინო დაწესებულებაში  53 მძიმედ დაჭრილი სამხედრო გადაიყვანეს, ხოლო  211 ადამიანი ჰუმანიტარული დერეფნით ოლენევაკის მიმართულებით წაიყვანეს. ,,აზოვის” პოლკის მეთაური, დენის პროკოპენკო განცხადებას ავრცელებს და აღნიშნავს, რომ მიუხედავად ყველა სირთულისა, მარიუპოლის დამცველებმა ბრძანება შეასრულეს და ღირსეულად  იგერიებდნენ მოწინააღმდეგის ძალებს. ,,მარიუპოლის დამცველებმა ბრძანება შეასრულეს ყველა სირთულის მიუხედავად, 82 დღის განმავლობაში მოწინააღმდეგის ძალებს იგერიებდნენ და უკრაინის არმიას გადაჯგუფების, მეტი პირადი შემადგენლობის მომზადების და პარტნიორი ქვეყნებისგან მეტი შეიარაღების მიღების საშუალება მისცეს. ვერცერთი შეიარაღება ვერ იმუშავებს პროფესიონალურად მომზადებული სამხედროების გარეშე, რაც მათ არმიის ყველაზე ღირებულ…

მეტი...

,,არ შეიძლება იპარავდე გარკვეული რაოდენობის მილიონებს და პოლიტიკურ პატიმრად ასაღებდე თავს”-გიორგი ვოლსკი

მმართველ გუნდში ,,მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრებას აფასებენ. უმრავლესობის წევრების განცხადებით, პოლიტიკური აქტიურობა ვერ იქნება იმუნიტეტი დანაშაულის ჩამდენისთვის და განმარტავენ, რომ მართლმსაჯულების წინაშე ყველა არის ერთნაირად ანგარიშვალდებული. “დანაშაული სახეზეა. არავის არავის დაჭერის პიროვნული ინტერესი არ გააჩნია, მაგრამ არ შეიძლება იპარავდე გარკვეული რაოდენობის მილიონებს და პოლიტიკურ პატიმრად ასაღებდე თავს. სასამართლოს გადაწყვტილებას უნდა დაუპირისპირდეს აქცია იქნება თუ ცალკეული განცხადება იქნება, სამართლებრივად უნდა ჩამოაყალიბონ თავისი პოზიცია და დაამტკიცონ, რომ ადამიანმა არ მოიპარა, არამედ რაღაცა კომპანიის ინტერესების სასარგებლოდ იმოქმედა,” – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მეტი...

,,ევროკომისია უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის განაცხადს სწავლობს და ძალიან მალე წარუდგენს საბჭოს თავის შეფასებას”- ჯოზეფ ბორელი

,,ევროკომისია ევროკავშირის საბჭოს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის მიერ შევსებული კითხვარის შეფასებას ძალიან მალე წარუდგენს,”– აღნიშნული განცხადება, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების ევროკავშირის გაწევრიანების პროცესს უკრაინის მიერ ევროკავშირის წევრობის განაცხადთან კავშირი არ აქვს. „ევროკომისია სწავლობს უკრაინის, საქართველოსა და მოლდოვის განაცხადს და მალე, ჩვენი სტანდარტებით ძალიან მალე წარუდგენს საბჭოს თავის შეფასებას. მე ვამბობ სწრაფად, რადგან ამგვარ პროცედურებს წლები სჭირდება. პირველი ორი ნაბიჯი – კითხვარის წარდგენა, პასუხების გაცემა და მათი შესწავლა ევროკომისიის მოსაზრების წარსადგენად უკრაინის შემთხვევაში სინათლის სიჩქარით ხდება, სხვა პროცესებთან შედარებით“, – აღნიშნა ბორელმა.

მეტი...

პანდემია არ დასრულებულა, მსოფლიო ახალი შტამების მოლოდინშია – ივანე ჩხაიძე „მედიაცენტრ მთავარში“ 

მსოფლიო, პანდემიის დასრულებულად გამოცხადებას არ ჩქარობს უფრო მეტიც, მოსალოდნელია ახალ-ახალი მუტირებული შტამების გამოჩენა. ახალ შტამებზე, პანდემიის განვითარების სცენარებზე, პანდემიის დასრულების შესაძლებლობებზე, ახალ ჰეპატიტზე, რომელიც მსოფლიოში აქტიურად ვრცელდება,  რატომ გახდნენ ექიმები იმუნიზაციის ყველაზე ნაკლები მხარდამჭერები, ამ და სხვა საკითხებზე  „მედიაცენტრ მთავარში“ (WWW.MCM.GE)  იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელი, იაშვილის  საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, თსსუ-ის პროფესორი ივანე ჩხაიძე 10:30 საათზე ისაუბრებს.  

მეტი...

თურქეთი, ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანების კატეგორიული წინააღმდეგია

თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი ისევ კატეგორიულია და აცხადებს, რომ ფინეთისა და შვედეთის ადგილი ნატო-ში არ არის. რეჯეფ თაიფ ერდოღანი არ აპირებს, ამ ორი ქვეყნის ალიანსში  გაწევრიანებას მხარი დაუჭიროს. პრეზიდენტი ფინეთისა და შვედეთის დელეგაციებს ურჩევს, თურქეთში არ ჩავიდნენ მისი თანხმობის მისაღებად. „ისინი ორშაბათს თურქეთში ჩამოდიან. ჩვენს დასარწმუნებლად მოდიან?  თავს ნუ დაიღლიან. უპირველეს ყოვლისა, ჩვენ არ ვეტყვით ნატო-ში გაწევრიანებაზე „კი“-ს მათ, ვინც თურქეთს სანქციებს უწესებს. რადგან მაშინ ნატო აღარ იქნება უსაფრთხოების ორგანიზაცია და გახდება ტერორისტული ორგანიზაციების წარმომადგენლების კონცენტრაციის ადგილი“, – ასეთია ერდოღანის გზავნილი. თურქეთი ფინეთსა და შვედეთს ტერორისტების მფარველებად ასახელებს და აცხადებს, რომ ისინი „ქურთისტანის მუშათა პარტიასთან“…

მეტი...

პრეზიდენტს იმედი აქვს, რომ ჯარისკაცების სიცოცხლეს გადაარჩენენ

ქალაქ მარიუპოლის „აზოვსტალის ქარხნიდან“ მძიმედ დაჭრილების გამოყვანასთან დაკავშირებით პრეზიდენტი ზელენსკი ვიდეომიმართვაში საუბრობს. ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, მძიმედ დაჭრილების გამოყვანა „წითელი ჯვრისა“ და გაეროს ჩართულობით მოხერხდა. მას იმედი აქვს, რომ უკრაინელ ჯარისკაცებს გადაარჩენენ. ,,უკრაინელი სამხედროების, უკრაინის შეიარაღებული ძალების, დაზვერვის, მოლაპარაკებების ჯგუფის, “წითელი ჯვრის” საერთაშორისო კომიტეტისა და გაეროს ქმედებების წყალობით ვიმედოვნებთ, რომ შევძლებთ ჩვენი ბიჭების სიცოცხლის გადარჩენას. მათ შორის არიან მძიმედ დაჭრილები, მათ სამედიცინო დახმარება უტარდებათ.  უკრაინას ცოცხალი სჭირდება უკრაინელი გმირები.  ყველა ადეკვატური ადამიანი ამ სიტყვებს გაიგებს. მარიუპოლის დამცველების გადარჩენის ოპერაცია ჩვენმა სამხედრო და დაზვერვის ოფიცრებმა დაიწყეს. ბიჭების სახლში მისაყვანად მუშაობა გრძელდება, ამას…

მეტი...

„აზოვსტალის ქარხნიდან“ მძიმედ დაჭრილები გაიყვანეს

უკრაინის თავდაცვის სამინისტრო ადასტურებს ინფორმაციას, რომ ქალაქ მარიუპოლში, კერძოდ, „აზოვსტალის ქარხანაში“ ჩარჩენილი დაჭრილების ევეკუაცია განხორციელდა. გავრცელებული ინფორმაციით, 53 მძიმედ დაჭრილი მებრძოლი ქალაქ ნოვოაზოვსკში გადაიყვანეს, რომელსაც რუსები აკონტროლებენ. 211 ადამიანის კი გადაყვანილია ასევე რუსეთის მიერ კონტროლირებად სხვადასხვა ტერიტორიაზე.  

მეტი...