კიდევ ერთი რუსი მილიარდელის ქონება დააყადაღეს

რუსი მილიარდერის მიხაილ ფრიდმანის აქტივები დაყადაღებულია. აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის სასამართლომ მიიღო. ჯამში, მას  12,4 მილიარდი გრივნას ღირებულების აქტივები გაუყინეს, რაც დაახლოებით 420 მილიონი დოლარს უდრის. ფრიდმანის აღნიშნული აქტივები „ალფა ბანკის“ უკრაინის ფილიალში ინახებოდა. მილიარდელი ამ ეტაპზე ბრიტანეთში ცხოვრობს. მისი განმარტებით, უკრაინაში მოვლენების ასე განვითარება ძალიან საგანგაშოა. მისივე თქმით, რუსეთის პრეზიდენტ პუტინზე ზემოქმედების არავითარი მექანიზმი გააჩნია.  

მეტი...

„ევროკავშირი ამ საკითხს საქართველოში მედია პლურალიზმზე გავლენის კუთხითაც განიხილავს” – კარლ ჰარცელი ნიკა გვარამიას დაკავებაზე

ევროკავშირის ელჩის კარლ ჰარცელის განცხადებით, ნიკა გვარამიას დაკავებას ევროკავშირი საქართველოში მედია პლურალიზმზე გავლენის კუთხითაც განიხილავს. „მთავარი ოპოზიციურად განწყობილი ტელეარხის გენერალურ დირექტორს, 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა სისხლის სამართლის კოდექსის 220–ე მუხლის საფუძველზე. ევროკავშირი კომენტარს არ აკეთებს ინდივიდუალური საქმეების შემადგენლობასა თუ სასამართლო განაჩენების შესახებ, მაგრამ,  აღნიშნავს, რომ ამ საქმესთან დაკავშირებით შეკითხვები დაისვა სახალხო დამცველის მიერ 2019 წლის 4 ნოემბერს გამოქვეყნებულ სასამართლოს მეგობრის მოსაზრებაში. სასამართლომ ეს განაჩენი გამოიტანა ევროკავშირის მიერ არაერთხელ გამოთქმული მოწოდებების ფონზე, რომ მოხდეს სასამართლო ხელისუფლების რეფორმირება ნდობისა განმტკიცებისა და სასამართლოს დამოუკიდებლობის გაზრდის მიზნით. ეს საქართველოს ხელისუფლების დიდი…

მეტი...

რუსული მხარის ინფორმაციით, „აზოვსტალიდან“ დაჭრილებს გამოიყვანენ

რუსული მხარე, კერძოდ თავდაცვის უწყება ავრცელებს ინფორმაციას, რომ ქალაქ მარიუპოლში, „აზოვსტალის“ ქარხანაში ჩარჩენილ დაჭრილებს გამოიყვანენ. თავდაცვის უწყების ინფორმაციით, შეთანხმება მიღწეულია და ევაკუაცია დაიწყება. გავრცელებული ინფორმაციით, შეთანხმების მიხედვით, ჯარისკაცებს, რომლებიც რუსების ალყაში იმყოფებიან, გადაიყვანენ ჰოსპიტალში, რომელიც რუსეთის მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე მდებარეობს. უკრაინული მხარე ინფორმაციას არ ადასტურებს.

მეტი...

არის თუ არა საქართველოში „კოვიდპაციენტების“ გარდაცვალება მაღალი?! – ამირან გამყრელიძე „მედიაცენტრ მთავართან“

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე გაჟღერებულ ბრალდებებთან დაკავშირებით „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვებს უპასუხა. რესპონდენტი არც იმას მალავს, რომ ზოგიერთი ქვეყანა ციფრებით მანიპულირებს და კოვიდპაციენტების გარდაცვალების რეალურ მაჩვენებელს მალავს. „მედიაცენტრი მთავარი“: არაერთხელ გაჟღერდა ბრალდება, რომ კლინიკური მართვა სუსტი იყო. აღნიშნულის ერთ–ერთ დამადასტურებლად კი საქართველოში კოვიდპაციენტების გარდაცვალება საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს ასახელებენ. ეთანხმებით, ნაწილობრივ ეთანხმებით თუ არ ეთანხმებით? ამირან გამყრელიძე: ნაწილობრივ ვეთანხმები. ერთ-ერთი მაჩვენებელი, რომელიც ახასიათებს სიკვდილიანობას, საუბარია, მთლიანი დაინფიცირებიდან რამდენი გარდაიცვალა, ჩვენთან ეს ციფრი არის 1%. ანუ, დაინფიცირდა სადღაც მილინ 600 000-ზე მეტი  ადამიანი და  სამწუხაროდ, დაიღუპა 16 000-ზე…

მეტი...

“ბევრი ქვეყანა და ამ ქვეყნებს არ დავასახელებ, რეალურ მონაცემებს მალავს” – ამირან გამყრელიძე „მედიაცენტრ მთავართან“

მეტი...

„შიმშილი არ გვემუქრება, თუმცა, მსოფლიოში კრიზისი ნამდვილად არის“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

„წისქვილკომბინატებს ხორბალი არ შემოაქვთ, ქვეყანა გადასულია ფქვილზე, ეს ფაქტია. ვხედავთ მსოფლიოში რაც ხდება“ – აღნიშნა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში” და მსოფლიოს ლიდერების განცხადების მაგალითი მოიყვანა. „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელი დირექტორის თქმით მსოფლიოში მთავარ თემად სწორედ სასურსათო უსაფრთხოება იქცა. „აშშ-ის თუ საფრანგეთის პრეზიდენტები, გაეროს გენერალური მდივანი, თუ სხვა ლიდერები გამოდიან და სწორედ ხორბალზე საუბრობენ. შეცვლილია პრიორიტეტები მათ შრის სასურსათო უსაფრთხოებისა და ადგილობრივი წარმოების კუთხით. საქართველოც მათ შორის უნდა იყოს“ – აღნიშნა სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“. შეგახსენებთ, რომ „დიდი შვიდეულის“ ქვეყნებმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება, სადაც საუბარია, რომ მსოფლიოს ემუქრება შიმშილი ხორბლის…

მეტი...

„მსგავსი გადაწყვეტილებების მიღება მიუკერძოებლად უნდა მოხდეს“ – კელი დეგნანი გვარამიას დაკავებაზე

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის განცხადებით, სასამართლო გადაწყვეტილებების მიღებისას სამართლიანი სასამართლოს პრინციპი ეჭვქვეშ არ უნდა დადგეს. აღნიშნული შეფასება კელი დეგნანმა მედიასთან, ნიკა გვარამიას დაკავებაზე საუბრისას გააკეთა. „მთავარი საკითხი ის არის, რომ როდესაც საზოგადოებას აქვს გარკვეული ეჭვი და არ აქვს ნდომა ამ გადაწყვეტილების მიმართ, სწორედ ეს არის მნიშვნელოვანი. მსგავსი ტიპის გადაწყვეტილებები მიღებული უნდა იყოს ძალიან მიუკერძოებლად და გამჭვირვალედ.  საზოგადოებას არ უნდა დარჩეს ეჭვები კონკრეტული საკითხის და სასამართლო სისტემის მიმართ. როდესაც საქმეში ჩართულია მედია ორგანიზაცია, ეს კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას სძენს საკითხს. რადგანაც დღის წესრიგში დგება ძირითადი დემოკრატიული პრინციპები – მედია თავისუფლება…

მეტი...

„ამ საქმემ დასაწყისშივე წარმოშვა ბევრი კითხვა“ – კელი დეგნანი ნიკა გვარამიას დაკავებაზე

ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა საქართველოში, ნიკა გვარამიას დაკავებასთან და სასამართლოს მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით მედიის კითხვებს უპასუხა. როგორც კელი დეგნანი განმარტავს, სასამართლო რეფორმა, რომელიც 20 წელის მიმდინარეობს, გასაგრძელებელია. „საქმის შინაარსზე კომენტარს ვერ გავაკეთებ, თუცა, ამ საქმემ დასაწყისშივე წარმოშვა ბევრი კითხვა. მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ მოსახლეობას ჰქონდეს ნდობა სასამართლო გადაწყვეტილების თუ განაჩენის მიმართ, ეს ნდობა უნდა არსებობდეს. ამისთვის კი საჭიროა, რომ საზოგადოება იყოს დარწმუნებული რომ ამ პროცესში არ იყო პოლიტიკური ჩართულობა და საქმე არ იყო პოლიტიზირებული. თუნდაც ის ფაქტი, რომ არსებობს აღქმა, რომ პროცესში არის შერჩევითი სამართალი,  ესეც მოქმედებს საზოგადოების ნდობაზე. საჭიროა გაგრძელდეს ძალიან…

მეტი...

აშშ-ის საელჩო ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო ნიკა გვარამიას დაპატიმრებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების პროცესში, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია. ,,თავიდანვე ამ საქმემ წარმოშვა კითხვები დროის გარემოებასა და ბრალდებებთან დაკავშირებით. შერჩევითი გამოძიებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის შემაშფოთებელი პრაქტიკა, მიმართული ამჟამინდელი მთავრობის ოპოზიციაში მყოფი პირების მიმართ, ძირს უთხრის საზოგადოების ნდობას პოლიციის, პროკურატურის, სასამართლოებისა და თვით მთავრობის მიმართ. განსაკუთრებით ამ დროს, როდესაც საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის გაღრმავების უპრეცედენტო შესაძლებლობა აქვს, სისხლის სამართლებრივი დევნის პოლიტიზირებულად აღქმაც კი ზიანის მომტანია. აშშ-ის მტკიცე პოზიციაა, რომ ჯანსაღი დემოკრატია სასამართლო დამოუკიდებლობის უზრუნველყოფასა და…

მეტი...

,,რომ ნახეს ხორბალი არ არის , იმპორტიორებმა ფქვილზე ფასები გაზარდეს”- მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში”

„ახლა ფქვილი მომატებული ფასებით შემოდის. რომ ნახეს ხორბალი არ არის , იმპორტიორებმა ფქვილზე ფასები გაზარდეს,”- ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. მალხაზ დოლიძემ აღნიშნა, რომ ხორბლის ფასი მთელი მსოფლიოს მასშტაბით იზრდება, რაც უარყოფითად აისახება პურის მწარმოებლებზე. მისივე თქმით, ფასის ცვლილება პურის დეფიციტს არ გამოიწვევს და მოსახლეობას პანიკის საფუძველი არ აქვს. ,,იმპორტიორებმა მოუმატეს ფქვილს ღირებულებას და 72-73 ლარის ნაცვლად 75 ლარზე ნაკლებად აღარ ყიდიან ფქვილს. ეს ძალიან ცუდია პურის მცხობელისთვის. ზუსტად ვერ განსაზღვრავ ფასს. მაისის თვეში ვაცხადებდი, რომ შესაძლებელია პურის ფასი გაძვირდეს 20 თეთრით. ნამდვილად შეიცვალა…

მეტი...

,,სამხედრო დაძაბულობის საერთო დონე გაიზრდება”- სერგეი რიაბკოვი

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგეი რიაბკოვი იმუქრება. მისი განცხადებით, რუსეთი ფინეთის და შვედეთის ნატო-ში გაწევრიანებას არ შეეგუება და საპასუხო რეაქცია ექნება. ,,სიტუაცია, რა თქმა უნდა, რადიკალურად იცვლება იმის ფონზე, რაც ხდება. ჩვენთვის სრულიად აშკარაა ის ფაქტი, რომ შვედეთის, ისევე როგორც ფინეთის უსაფრთხოება ამ გადაწყვეტილების შედეგად არ გაძლიერდება და რა ფორმით უზრუნველვყოფთ ჩვენს უსაფრთხოებას ნატოს ამ ზოგადი კონფიგურაციის შეცვლის შემდეგ – ეს ცალკე საკითხია. ბრიუსელში, ვაშინგტონსა და ნატო-ს სხვა დედაქალაქებში არ უნდა ჰქონდეთ ილუზია, რომ ჩვენ ამას უბრალოდ შევეგუებით. სამხედრო დაძაბულობის საერთო დონე გაიზრდება და ამ სფეროში პროგნოზირებადობა შემცირდება,”- აღნიშნა…

მეტი...

„საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ კანონში ცვლილებებია

დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა მეორე მოსმენით იმსჯელა „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე. ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილის განცხადებით საკითხი ეხება სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთების გადაზიდვაში ანდა საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართული პირების – ტრანსპორტის მენეჯერის, მძღოლის და სახიფათო ტვირთების გადაზიდვების უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის, საწყისი კვალიფიკაციის და პერიოდული გადამზადების საკითხის მოწესრიგებას საკანონმდებლო დონეზე. ცვლილება საშუალებას მისცემს აღნიშნულ პირებს პროფესიული მომზადების ამაღლების მეშვეობით დააკმაყოფილონ ტრანსპორტის სფეროს განვითარების დონესთან დაკავშირებით არსებული თანამედროვე მოთხოვნები. კანონპროექტის მიხედვით, შესაბამისი სწავლების და პერიოდული გადამზადების უფლებამოსილება ენიჭებათ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების…

მეტი...

,,ქვეყანაში სისხლის უსაფრთხოების სისტემა ძირეულ განახლებას საჭიროებს”- თამარ გაბუნია

თავდაცვისა და უშიშროების და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე პირველი მოსმენით განიხილეს „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ და მისგან გამომდინარე კანონპროექტები. მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით მომზადებულ საკანონმდებლო პაკეტზე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ, თამარ გაბუნიამ ისაუბრა. „კანონპროექტის მომზადება მოტივირებულია იმ გარემოებებით, რომ ქვეყანაში სისხლის უსაფრთხოების სისტემა ძირეულ განახლებას საჭიროებს. ეს ვალდებულება ასევე განსაზღვრულია საქართველოსა და ევროკავშირის ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში. მნიშვნელოვანია საკანონმდებლო გარემო, რომელიც ქვეყანაში არეგულირებს სისხლის უსაფრთხოების სისტემას შესაბამისობაში მოვიდეს ევროდირექტივებთან და საერთაშორისო სტანდარტებთან. აღსანიშნავია, რომ მოქმედი…

მეტი...

„მთავარი არხი გვარამიათი არ მთავრდება ისევე, როგორც რუსთავი 2-ით არ დამთავრდა- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, ნიკა გვარამიას შეწყალების საკითხი,  პრეზიდენტის გადასაწყვეტია. თუმცა, თავად ზარქუა მიიჩნევს, რომ ,,მთავარი არხის” დირექტორის შეწყალება არ უნდა მოხდეს. „როგორც მოვისმინე, გვარამიამ ოჯახს მოუწოდა, პრეზიდენტს არ მიმართონ. პრინციპში, მართალიც არის და მის პოზიციას ვიზიარებ, რადგან მისი მთელი შემოქმედება და გუნდი ლანძღავდა სალომე ზურაბიშვილს, მისი უხერხულობა მესმის, თუმცა ეს ყველაფერი პრეზიდენტის გადასაწყვეტია, მაგრამ ასეთი ადამიანის შეწყალება სწორი არ არის. „მთავარი არხი“ გვარამიათი არ მთავრდება ისევე, როგორც „რუსთავი 2“-ით არ დამთავრდა. ვამბობდით, რომ ისეთი კანონმდებლობა გვაქვს, როცა ერთ საათში კომპანიის დარეგისტრირება შეიძლება. ეს არ არის რეჟიმი, რომელიც…

მეტი...

,,ევროპა დაამახსოვრდება ყველას იმით თუ როგორ შევძლებთ უკრაინის აღდგენას”- ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრი

ლიეტუვას საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, რუსეთის წინააღმდეგ მიღებული სანქციები საკმარისი არ არის და ევროკავშირმა მეტი უნდა გააკეთოს. მისი თქმით, საჭიროა უკრაინის აღდგენისთვის  ქმედითი გადაწყვეტილების მიღება. „ჩვენი გადაწყვეტილებები გადაწყვეტს ევროპის მომავალს ათწლეულების განმავლობაში. ჩვენ დავამახსოვრებთ თავს ყველას ჩვენი გადაწყვეტილებებით და ამიტომ სწორი ნაბიჯები უნდა გადავდგათ. პირველ რიგში, როდესაც საქმე ეხება ორგანიზაციის გაფართოებას, უნდა დავიწყოთ ალბანეთთან და ჩრდილოეთ მაკედონიასთან მოლაპარაკებები გაწევრიანებაზე. ამ პროცესში ევროკავშირის არც ერთმა ქვეყანამ არ უნდა გამოიყენოს ვეტოს უფლება და იგივე ეხება უკრაინისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასაც. უმნიშვნელოვანესია უკრაინის აღმშენებლობა. ევროპა დაამახსოვრდება ყველას იმით თუ როგორ შევძლებთ უკრაინის…

მეტი...

„იმედგაცრუებულები ვართ ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო”-ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი

საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი კლერ ოლბლესი „რუსთავი 2“-ის საქმეზე ნიკა გვარამიას მიმართ სასამართლოს გადაწყვეტილების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „იმედგაცრუებულები ვართ „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების გამო. ეს განსაკუთრებით საგულისხმოა, „რეპორტიორები საზღვრების გარეშეს“ ბოლო ანგარიშის ჭრილში, სადაც საერთაშორისო პრესის თავისუფლების ინდექსში საქართველოს რეიტინგი მნიშვნელოვნად დაკლებულია. დიდი ბრიტანეთი გლობალური მედიათავისუფლების სადარაჯოზეა. თავისუფალი მედიის გარეშე, მოქალაქეები, პოლიტიკური სპექტრის რომელ მხარესაც არ უნდა იდგნენ ისინი, ვერ შეძლებენ საკუთარი დემოკრატიული უფლებების განხორციელებას“, – ნათქვამია საქართველოში ბრიტანეთის ელჩის მოვალეობის შემსრულებლის განცხადებაში.

მეტი...

,,დღეს მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც მექნება მაღალი დონის შეხვედრები”-ირაკლი ღარიბაშვილი

,,დღეს მივემგზავრები ბრიუსელში, სადაც მექნება მაღალი დონის შეხვედრები. ბუნებრივია, ჩვენ გვექნება განხილვა ჩვენს მიერ უკვე წარდგენილი კითხვარის ირგვლივ,”– აღნიშნული განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე გააკეთა. პრემიერის თქმით, მას შეხვედრები ექნება ნატო-ს გენერალურ მდივანთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტთან ბატონ შარლ მიშელთან, ევროპარლამენტის პრეზიდენტთან და სხვა მნიშვნელოვან ადამიანებთან. „მოგეხსენებათ, რომ ჩვენ ვადაზე ადრე დავამთავრეთ კითხვართან დაკავშირებით მუშაობა. კიდევ ერთხელ, მინდა ყველა საჯარო მოხელეს მადლობა გადავუხადო, ვინც იყო ჩართული, მინისტრებს, ყველას, მთელ მთავრობას, ყველა უწყებას, პარლამენტს, რომ დროულად მოხდა კითხვარის შევსება და ევროკავშირისთვის წარდგენა. ამ და სხვა საკითხებზე მექნება შეხვედრები ბრიუსელში, უმაღლეს…

მეტი...

,,ფქვილის მოწოდებისა და მარაგების მხრივ არანაირი შეფერხება არ არსებობს”- ოთარ შამუგია

,,მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ შეფერხება მომარაგებასთან დაკავშირებით არ არსებობს, რეალურად არის მოწოდებაში ცვლილება ფქვილისა და ხორბლის ბალანსში, რაც გამოწვეულია ჩვენი ძირითადი იმპორტიორი ქვეყნის მიერ ხორბალზე დაწესებული საექსპორტო გადასახადით,” – ამის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ოთარ შამუგიამ მთავრობის სხდომაზე განაცხადა. შამუგიას თქმით, დღემდე, მიმდინარე წლის განმავლობაში 54 000 ტონა ფქვილია შემოსული, დაახლოებით 43 000 ტონა ხორბალი და წინა წელთან შედარებით, ეს დისბალანსი, რომელიც შექმნილია, სწორედ ამ საკითხს უკავშირდება, ვინაიდან ხორბალზე დაწესებულმა გადასახადმა არაკონკურენტულ ვითარებაში აღმოაჩინა მომწოდებლები ფქვილისა და ხორბლის ნაწილში. „აქედან გამომდინარე, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ ფქვილის…

მეტი...

საქართველომ ხორბლის მარაგი ამოწურა (ვიდეო)

„ხორბლის მარაგი ფაქტიურად ამოწურულია, წისქვილკომბინატები გაჩერდებიან. ვითხოვთ კონკურენტულ გარემოს. პრობლემა კი ის არის, რომ ფქვილზე საბაჟო გადასახადი 0 ლარია, ხორბალზე კი 120 დოლარი ერთ ტონაზე.  დაბეგვრა ხორბალსა და ფქვილს შორის განსხვავებულია, ფქვილის სასარგებლოდ. წისქვილ-კომბინატებს არ უღირთ ხორბლის შემოტანა და შესაბამისად, ისინი გაჩერდნენ“ – ეს განცხადება „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში“ გააკეთა. შესაბამისად, ხორბლის იმპორტიორები, მუშაობის გასაგრძელებლად კონკურენტუნარიან გარემოს ითხოვენ. „ჩვენი განცხადება იყო, რომ მთლიანობაში ქვეყანაში გვინდა, იყოს სწორი კონკურენციის პირობები ხორბლის იმპორტს, გადამუშავებას და ფქვილის იმპორტს შორის. ამ შემთხვევაში იმუშავებს წისქვილკომბინატი. კონკურენტულ ფასად იქნება ფქვილი პურის…

მეტი...

,,ჩვენი მოლოდინი არის, რომ საწვავის ფასი კიდევ უნდა შემცირდეს”- ლევან დავითაშვილი

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, ქვეყანაში საწვავის ფასი შესაძლოა შემცირდეს. მისი განცხადებით, კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა ბაზარი და მონიტორინგის პროცესის შესაბამისად, მას საინტერესო მიგნებები აქვს. „კონკურენციის სააგენტომ შეისწავლა ბაზარი. კონკურენციის სააგენტოს აქვს საინტერესო მიგნებები მონიტორინგის პროცესის შესაბამისად. ეს მთავრობის ეკონომიკურ გუნდში იყო გაზიარებული. შეხვედრა გვქონდა და დეტალურად გავიარეთ საკითხები, რომლებიც წარმოაჩენს, რომ ბაზარზე ღიად საცალო ქსელებში არსებული ფასები მნიშვნელოვნად განსხვავდება. ყოველ შემთხვევაში, ფასების ზრდის ეფექტი არ არის თანხვედრაში საერთაშორისო ბაზარზე გაძვირებასთან. მას ჰქონდა თავისი ინერცია და ეს იყო რამდენიმეკვირიანი. საწვავის საცალო ფასები რამდენიმეკვირიანი წანაცვლებით არ აისახა…

მეტი...

,,ხორბლისა და ფქვილის საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს”-ირაკლი ღარიბაშვილი

,,საკმარისზე მეტი მარაგი არსებობს ფქვილის, ხორბლის მარაგიც არსებობს ქვეყანაში და სულ რაღაც ერთ თვეში, თვე ნახევარში, ჩვენც საკუთარ ხორბალს უკვე ავიღებთ, მოსავალს ავიღებთ. შესაბამისად არავითარი აჟიოტაჟის საფუძველი არ იყო,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, აჟიოტაჟი იყო ხელოვნურად გამოწვეული და ქვეყანას დღეს ამ მიმართულებით პრობლემა არ აქვს. „დარგის წარმომადგენლები ითხოვენ ფქვილზე გადასახადის შემოღებას, ხომ? – რაც, რა თქმა უნდა, გამოიწვევს პურის ფასის ზრდას. ეს ჩვენს ინტერესებში არ შედის, არც ჩვენი ხალხის, ჩვენი მოსახლეობის ინტერესებში შედის. აქედან გამომდინარე, ეს აჟიოტაჟი, მე ვფიქრობ,…

მეტი...

,,პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ”- ზურაბ აზარაშვილი

პენსიონერებს სესხი და მომსახურების პირობები გაუიაფდებათ, – აღნიშნულ ინფორმაციას,  საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი ავრცელებს. მისი თქმით, დღეს დასრულდა ტენდერი, რომელშიც  „ლიბერთი ბანკმა“ გაიმარჯვა. „დღეს დასრულდა ტენდერი, რომელიც გამოცხადებული გვქონდა ჩვენი პენსიონერებისთვის მნიშვნელოვნად გაუმჯობესებული პირობებით. ტენდერში გაიმარჯვა იგივე ბანკმა, „ლიბერთი ბანკმა“, რომელიც წლებია ემსახურება პენსიონერებს. ეს მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ მათ აქვთ შესაბამისი გამოცდილება და ინფრასტრუქტურა. პირობა იყო  7 წლიანი მომსახურების შესახებ. აქ ყველაზე მნიშვნელოვანია ის, რომ ის სესხები, რომლებსაც პენსიონერებისთვის გასცემენ, მიბმული იქნება რეფინანსირების განაკვეთზე და იქნება მაქსიმუმ + 15%, რომელიც დღეის მდგომარეობით უკვე 25,8%-ია, ნაცვლად 30,6%-ისა, რომელიც…

მეტი...

„წლების განმავლობაში პრობლემა იყო პენსიონერების საბანკო განაკვეთი”- ირაკლი ღარიბაშვილი

,,ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო პენსიონერებისთვის და ამ მიმართულებით ძალიან კარგი შედეგი უკვე გვაქვს,” – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, მთავრობის სხდომაზე განაცხადა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რიგ შემთხვევებში საპროცენტო განაკვეთი 100%-საც შეადგენდა. „წლების განმავლობაში პრობლემა იყო პენსიონერების საბანკო განაკვეთი. ძალიან მაღალი საპროცენტო განაკვეთი იყო პენსიონერებისთვის. ჯერ კიდევ ჩვენი მთავრობაში მოსვლამდე რიგ შემთხვევებში 100%-იც კი იყო საპროცენტო განაკვეთი. ჩვენი მთავრობის დროს ჩვენი უშუალო ძალისხმევით არაერთხელ დაიწია, მაგრამ სესხის პროცენტი ჯერ კიდევ მაღალი იყო. რამდენიმე თვის წინ ბატონ ლევანს დავავალე ეს საკითხი, შეიქმნა სამუშაო ჯგუფი. ჩაერთო ბატონი ზურაბ აზარაშვილი და…

მეტი...

„ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას, წისქვილკომბინატები დაიხურა“ – ლევან სილაგავა „მედიაცენტრ მთავარში“

„წისქვილკომბინატებს ხორბალი არ შემოაქვთ, ქვეყანა გადასულია ფქვილზე, წისქვილკომბინატები იხურება. თუ სწორი კონკურენციის პირობები არ იქნება, მუშაობის გაგრძელება შეუძლებელი იქნება. ვითხოვთ პრემიერ-მინისტრთან შეხვედრას“ – ეს განცხადება „მედიაცენტრ მთავარში „საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ლევან სილაგავამ გააკეთა. როგორც სილაგავა განმარტავს, სამმხრივმა ფორმატმა რომელიც აღნიშნულ საკითხზე იყო შექმნილი თავი ამოწურა. საჭიროა, პრობლემის მოგვარებაში მთავრობის მეთაური ჩაერთოს. „ამ პრობლემის შესახებ თვეების განმავლობაში ჩვენ სამმხრივ სამუშაო ჯგუფთან ვმუშაობთ, რომელიც წარმოდგენილია ეკონომიკის სამინისტროს, ფინანსთა სამინისტროს და სოფლის მეურნეობის მაღალი რანგის წარმომადგენლების დონეზე. ჩვენ იმიტომ ვითხოვთ პრემიერთან შეხვედრას, რომ სამმხრივმა სამუშაო ჯგუფმა თავი ამოწურა. ყველას…

მეტი...

,,ჩვენ განვიხილავთ სანქციების მეექვსე პაკეტს”-ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი

ავსტრიის საგარეო საქმეთა მინისტრი ალექსანდრ შალენბერგი აცხადებს, რომ ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა გაამკაცროს. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება  ევროპული ოჯახის ერთიანობის ძლიერი სიგნალი იქნება. „მიმაჩნია, რომ ევროკავშირის მიდგომა დასავლურ სამყაროსთან ერთად დგომასთან დაკავშირებით სწორია. ჩვენ განვიხილავთ სანქციების მეექვსე პაკეტს. ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ უნდა გადაწყვიტოს უფრო შორს მიმავალი სანქციები. ასე რომ, ეს არის ევროპული ოჯახის ერთიანობის ძლიერი სიგნალი და მჯერა, ჩვენ გავაგრძელებთ ამ გზას. იმედია, რუსეთის ხელმძღვანელობა მიხვდება, რაც მათ გააკეთეს და მიხვდება, რომ საკუთარ იზოლირებას ახდენენ საერთაშორისო სამყაროში. ჩვენ, ავსტრიელები არ ვართ ნატო-ს წევრი და სრულფასოვნად ვცემთ პატივს, რომ ფინეთი,…

მეტი...

,,ხორბლის მარაგი ფაქტიურად ამოწურულია”- ლევან სილაგავა ,,მედიაცენტრ მთავარში”

,,ხორბლის მარაგი ფაქტიურად ამოწურულია, წისქვილკომბინატები გაჩერდებიან, ეს არის სიტუაცია,”- ამის შესახებ ,,საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ლევან სილაგავამ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. ლევან სილაგავას განმარტებით, წისქვილკომბინატების დახურვის მიმართულებით სერიოზული პრობლემები არსებობს, რადგან ისინი ხორბლის შემოტანას ვერ ახერხებენ. ,,წისქვილკომბინატებს ხორბალი არ შემოაქვთ, ქვეყანა გადასულია ფქვილზე. თუ სწორი კონკურენციის პირობები დაბრუნდებოდა, ჩვენ გვქონდა შეთავაზება, რომ სამიზნე ფასს, რასაც პურის მწარმოებლები იტყოდნენ, ჩვენ პირველი ხარისხის ფქვილს მივაწოდებდით,”- განაცხადა ლევან სილაგავამ. ამასთან, ,,საქართველოს ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, საზოგადოებაში გავრცელებული აჟიოტაჟის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ქვეყანაში  ფქვილის სახით მარაგი არის. ,,დაახლოებით სამი…

მეტი...

,,ეკონომიკური სანქციებით და მძიმე შეიარაღების მიწოდებით ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის პოზიციას”- მელანი ჯოლი

ბრიუსელში, უკრაინაში მიმდინარე ომის განსახილველად, ევროკავშირის წევრი ქვეყნების პირველი დიპლომატები იკრიბებიან. კანადის საგარეო საქმეთა მინისტრის მელანი ჯოლის განცხადებით, ეკონომიკური სანქციებით და მძიმე შეიარაღების მიწოდებით, ისინი აძლიერებენ უკრაინის პოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან. “ჩვენ ერთიანი ვართ რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ ვახდენთ რუსეთის იზოლირებას პოლიტიკურად, დიპლომატიურად და ეკონომიკურად. ჩვენ ვთანამშრომლობთ სანქციებთან დაკავშირებით. ჩვენი საუბრები შეეხება ენერგეტიკის, საკვების უსაფრთხოებისა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. ეკონომიკური სანქციებით და მძიმე შეიარაღების მიწოდებით ჩვენ ვაძლიერებთ უკრაინის პოზიციას მოლაპარაკებების მაგიდასთან და ჩვენ ამას გავაგრძელებთ,” – განაცხადა მელანი ჯოლიმ.

მეტი...

,,მოვუწოდებ დამნაშავეებს, სრულად აანაზღაურონ ტელეკომპანიისთვის მიყენებული მრავალმილიონიანი ზიანი”- ქიბარ ხალვაში

ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“ მფლობელი ქიბარ ხალვაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილი განაჩენის შესახებ განცხადებას ავრცელებს. მისი თქმით, „რუსთავი 2“-სთვის მიყენებული ზიანის სრულად ანაზღაურების მიზნით, სასამართლოში სამოქალაქო სარჩელს წარადგენს. „მსურს, გამოვეხმაურო თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ დღეს გამოტანილ გადაწყვეტილებას ტელეკომპანია „რუსთავი 2“-სთვის მრავალმილიონიანი ზიანის მიყენებასთან დაკავშირებულ სისხლის სამართლის საქმეზე. დღევანდელი გადაწყვეტილებით დადასტურდა მარტივი სამართლებრივი ჭეშმარიტება, რომ კომპანია „ინტერმედიასთან“ გარიგების დადების გზით, „რუსთავი 2“-ის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა, ნიკა გვარამიამ, ტელეკომპანიის მაშინდელი არაკანონიერი მფლობელების თანხმობით, „რუსთავი 2“-ს განზრახ 6,7 მილიონი ლარის ოდენობის ფინანსური ზიანი მიაყენა. აღნიშნული ზიანი ახლაც მძიმე ტვირთად აწევს „რუსთავი 2“-ს, რომელიც…

მეტი...

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს, რომლის მიხედვით ირკვევა, რომ  მოსკოვის საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის მილოცვა ე.წ. სამხრეთ ოსეთის პრეზიდენტისადმი, ე.წ. არჩევნებში მის გამარჯვებასთან დაკავშირებით. საპატრიარქოს განცხადებით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის აღნიშნული წერილი  გაუგებრობას ბადებს. „მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქის აღნიშნული წერილი ბადებს გაუგებრობას, რადგან – ა. რუსეთის ეკლესია აღიარებს საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას ე.წ. სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე. ბ. საქართველოს ეკლესია, საქართველოს სახელმწიფო და საერთაშორისო საზოგადოებაც ცნობს საქართველოს საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებს, ხოლო ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოქმედ ადმინისტრაციებს მიიჩნევს საოკუპაციო რეჟიმად. სამწუხაროა, რომ დღეს, როდესაც მართლმადიდებელ ეკლესიებს შორის ურთიერთობების…

მეტი...

,,ახლა გვარამია ყველასთვის გახდა დემოკრატი, პატრიოტი, ამ ქვეყნის ერთგული, გადამრჩენელი”- ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ირაკლი ზარქუა აცხადებს, რომ სასამართლომ ნიკა გვარამიას პატიმრობა კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე მიუსაჯა. ამასთან, ზარქუას თქმით, გვარამიას შეუძლია საქმე გაასაჩივროს. „პარტიული კუთვნილების მიუხედავად, ადამიანის დაკავება არასოდეს გამიხარდება, მაგრამ ნიკა გვარამიას კონკრეტული მტკიცებულებებიდან გამომდინარე მიესაჯა, როცა მან კომპანიას შვიდი მილიონი მოპარა, თუ გაფლანგა. სასამართლომ მიიჩნია, რომ ის არის დამნაშავე და ამის გამო მიუსაჯა. არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიცია, თუ გაკოტრებული პარტიის პოლიტიკოსები ზუსტად იგივე ტექსტებით საუბრობდნენ „რუსთავი 2“-ის საქმეზე, რომ სახელმწიფო ართმევდათ და ჩარეული იყო. სტრასბურგის სასამართლომ დაადგინა, რომ სამართლიანი სასამართლოს უფლება ყველა ეტაპზე დაცული იყო. ამ განცხადების შემდეგ ყველა მიწყნარდა,…

მეტი...

,,ნიკა გვარამიას დაკავება არ გვაძლევს ჩვენ უფლებას გავხდეთ ჭირისუფლები”- ნიკა მელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია ,,მთავარი არხის” დირექტორის, ნიკა გვარამიას დაპატიმრების ფაქტს ეხმაურება. მელიას განცხადებით, გვარამიას დაკავება ოპოზიციას არ აძლევს საფუძველს, გახდნენ ჭირისუფლები. ,,ამ გზაზე, ოლიგარქის დამარცხების გზაზე, ოლიგარქის მიერ განხორციელებულ ქმედებებზე უფრო მძიმეა და უფრო საზიანოა ის ადამიანები, რომლებიც თითქოს არიან არა ბიძინა ივანიშვილის მხარეს გამოხატულად, არამედ ჩვენ მხარეს და სინამდვილეში მის მხარეს არიან, რომლებიც აკრიტიკებდნენ იგივე ნიკა გვარამიას და ამბობდნენ, რომ ნიკა გვარამია არის შეკრული, ეს და ეს არ გააკეთა და ამით ძლიერდებოდა რეჟიმი. უნდა მოიკვეთოს ის ჯგუფი ადამიანებისა, ვინც უარყოფით პროცესებს ავითარებს ოპოზიციის პლატფორმაზე და შეფუთულები არიან…

მეტი...

„ქვეყანაში ფქვილის ნაშთი არსებობს, პური ცხვება და გამოცხვება“ – მალხაზ დოლიძე „მედიაცენტრ მთავარში”

„საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარე, მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში”, ფქვილის მარაგთან დაკავშირებულ, საზოგადოებაში  ატეხილ აჟიოტაჟზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ამ მიმართულებით პანიკის საფუძველი არ არსებობს და მარაგების შევსება მუდმივად მიმდინარეობს. „13 მაისს, არასასიამოვნო ინფორმაცია გაჟღერდა, რომ წისქვილები შეწყვეტენ მუშაობას, რამაც ხალხში თავისებური რეაქცია გამოიწვია. პირველ რიგში, მინდა განვაცხადო, რომ პურის საწარმოებში არის გარკვეული ნაშთი იმისა, რომ თბილისში არ შეიქმნას ამ საკითხთან დაკავშირებული რაიმე პრობლემა. პური ცხვება და გამოცხვება. ჩვენ ვიმყოფებით მოსავლის აღების წინა პერიოდში. იცით, რომ მთელ მსოფლიოში ხორბალთან დაკავშირებული პრობლემები ნამდვილად გაჩნდა. მცურავი საბაჟო გადასახადი, რომელიც ხორბალს დაუწესეს და არა ფქვილს,…

მეტი...

,,საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის წევრი”- რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრი

რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ბოგდან ლუსიან აურესკუს განცხადებით, რუმინეთი საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანებას მხარს უჭერს. მინისტრის თქმით, რუმინეთი მზადაა ნებისმიერი სახის მხარდაჭერისთვის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე. ,,რუმინეთი არის ერთ-ერთი დიდი მხარდამჭერი საქართველოს გაწევრიანების შესახებ ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ პერსპექტივაში, მხარს ვუჭერთ საქართველოს ძალიან ბევრ საკითხში, მათ შორის არის კითხვარის საკითხი, და ჩვენ ვფიქრობთ, რომ როგორც უკრაინა და მოლდოვა, საქართველოც უნდა იყოს ევროკავშირის წევრი, რადგან ისინი ევროპული ოჯახის წევრები არიან. უკრაინისთვის, მოლდოვისთვისა და საქართველოსთვის წევრობის სტატუსი უმნიშვნელოვანესია, ეს ჯერ ამ პროცესის დასაწყისია, ამ ქვეყნებს სჭირდებათ გზამკვლევი რეფორმებისთვის, ყველა ქვეყნის მსგავსად, ამ სახელმწიფოებმაც უნდა გაიარონ ეტაპები, რუმინეთი მზადაა ამ…

მეტი...

,,გვარამიას დაკავების საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია”- გიორგი ვაშაძე

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე ნიკა გვარამიას დაპატიმრების შესახებ განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, გვარამიას საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია და საჭიროა საზოგადოების ერთიანობა. „ამ პროცესის მაინც და მაინც ახლა დაჩქარება უკავშირდება იმას, რომ „ქართული ოცნება“ დასავლელ პარტნიორებთან მეტ სავაჭრო თემას იტოვებს. „ქართულ ოცნებას“ უახლოეს მომავალში კონკრეტული ნაბიჯების გადადგმა მოუწევს, რადგან საზოგადოება დაინახავს, რომ ისინი მთლიანად აცდნენ დასავლურ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციის გზას. „ქართულ ოცნებას“ მოუწევს, პასუხები გასცეს ჩვენს დასავლელ პარტნიორებს, მაგრამ პირველ რიგში, პასუხი უნდა გასცეს ქართულ საზოგადოებას. ხელისუფლება ნელ-ნელა იგროვებს სავაჭრო საკითხებს, რომელიც როგორც წესი, მათ უნდათ, რომ შემდგომ რაღაც დათმონ, ამ…

მეტი...

„ქვეყანაში ფქვილის 2 თვიანი მარაგი გვაქვს, თავის ტკივილი არ გვექნება“- მალხაზ დოლიძე ,,მედიაცენტრ მთავარში”

„ქვეყანაში ფქვილის 2 თვიანი მარაგი გვაქვს, თავის ტკივილი არ გვექნება, 2 თვის შემდეგ კვლავ შეივსება აღნიშნული მარაგი,“- ამის შესახებ „საქართველოს პურის მრეწველთა კავშირის“ თავმჯდომარემ, მალხაზ დოლიძემ „მედიაცენტრ მთავარში” განაცხადა. მალხაზ დოლიძის განმარტებით, ქვეყანაში ხორბლის მარაგის შევსების პროცესი მუდმივად მიმდინარეობს და ამ მიმართულებით, რაიმე სახის გართულება არ არის მოსალოდნელი. ,,2 თვიანი მარაგი არის ქვეყანაში, პურთან დაკავშირებით არ გვექნება თავის ტკივილი. 2 თვის შემდეგ კვლავ შეივსება აღნიშნული მარაგი. არსებობს რეკომენდაცია, რომ ქვეყანაში ორი თვის მარაგი ყოველთვის იყოს და ამაზე მუდმივად მიმდინარეობს მუშაობა. საქართველოში ხორბლის მოსავალმა 30 პროცენტით მოიმატა წინა წელთან შედარებით. გარდა…

მეტი...

,,აპრილში საარსებო მინიმუმი გაიზარდა”- საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2022 წლის აპრილში, მარტთან შედარებით, საქართველოში საარსებო მინიმუმის ოდენობა გაიზარდა. საქსტატის მონაცემებით, მიმდინარე წლის მარტში შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცთა საარსებო მინიმუმი 238.2 ლარი იყო, მარტში ეს მაჩვენებელი 2.8 ლარით გაიზარდა, ჯამში კი 241 ლარი შეადგინა. საქსტატის ცნობით, 2022 წლის მარტთან შედარებით, აპრილში 2.5 ლარით არის გაზრდილი საშუალო მომხმარებლის საარსებო მინიმუმი და 213.5 ლარს შეადგენს. სტატისტიკის ეროვნული სამსახური საარსებო მინიმუმს მინიმალური სასურსათო კალათის საფუძველზე ადგენს. მინიმალური სასურსათო კალათა კი, შრომისუნარიანი ასაკის მამაკაცის ნორმალური სიცოცხლისა და შრომისუნარიანობისთვის ფიზიოლოგიურად აუცილებელი საკვების რაოდენობას შეიცავს. საარსებო მინიმუმის სასურსათო კალათა შედგება 40 დასახელების პროდუქტისგან…

მეტი...