„პუტინი ფიქრობდა რომ გაანადგურებდა უკრაინას და დაყოფდა ნატო-ს, მაგრამ პირიქით მიიღო“ – ენტონი ბლინკენი

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით,  პუტინს ჩანაფიქრი არ გამოუვიდა. პირიქით, უკრაინის მხარდაჭერა და ნატოს გაძლიერება მიიღო. „პრეზიდენტმა პუტინმა დაიწყო სასტიკი და არაპროვოცირებული ომი, ფიქრობდა, რომ გაანადგურებდა უკრაინას, როგორც დამოუკიდებელ ქვეყანას და დაყოფდა ნატო-ს. ამის ნაცვლად, მან გააძლიერა უკრაინის სუვერენიტეტი და დამოუკიდებლობა, ნატო კი უფრო ძლიერია, ვიდრე არასდროს“ – აღნიშნული განცხადება აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა გააკეთა. მისივე შეფასებით, ნატოს ყველა წევრი უკრაინის მხარდამჭერია. „ნატო-ს 30 მოკავშირე სრულად ერთგული და ჩართულია დემოკრატიული, დამოუკიდებელი უკრაინის მხარდაჭერაში. მსოფლიომ ნახა უკრაინელების ძლიერი გამძლეობა ბოლო სამი თვის განმავლობაში. ჩანდა ერთობა ნატო-ს გულში.…

მეტი...

იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ფინეთი და შვედეთი ალიანსისთვის მნიშვნელოვანია

თურქეთის პრეზიდენტის წინააღმდეგობის მიუხედავად, ნატოს გენერალური მდივანი აცხადებს, რომ ფინეთისა და შვედეთის ალიანსში გაწევრიანება მნიშვნელოვანია. იენს სტოლტენბერგის შეფასებით, შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას გააჩნია მნიშვნელობა ალიანსისთვის და ალიანსი მოძებნის საშუალებებს, უზრუნველყოს უსაფრთხოების გარანტიები ბალტიის რეგიონში. შეგახსენებთ, რომ ფინეთი ალიანსში გაწევრიანების შესახებ განაცხადს გაკეთებისთვის ემზადება. ამ ორი ქვეყნის ალიანსის წევრობას თურქეთი ეწინააღმდეგება. წინააღმდეგია რუსეთის პრეზიდენტი პუტინიც, რომელიც ამ ნაბიჯს გაუმართლებელს და შეცდომას უწოდებს. აშშ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს  

მეტი...

აშშ შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანებას მხარს უჭერს

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, შტატები მომხრეა, ფინეთი და შვედეთი ალიანსის წევრები გახდნენ. როგორც სახელმწიფო მდივანმა ბერლინში, ნატო-ს წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრზე განაცხადა, საერთო ენა უნდა გამოინახოს. „აშშ მტკიცედ დაუჭერს მხარს როგორც შვედეთის, ისე ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების განაცხადს, თუ ისინი გადაწყვეტენ ოფიციალურად მიმართონ ალიანსს. დარწმუნებული ვარ, რომ კონსენსუსს მივაღწევთ”, – ასეთია ბლინკენის გზავნილი. შეგახსენებთ, რომ თურქეთი შვედეთისა და ფინეთის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგია. პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებით,  ფინეთი და შვედეთი ტერორისტული ორგანიზაციებს იფარებენ.  

მეტი...

უკრაინის საგარეო მინისტრი და აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ერთმანეთს გერმანიაში ხვდებიან  

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრი დმიტრო კულება გერმანიაში იმყოფებიან. როგორც კულება აცხადებს, არაერთ მნიშვნელოვანი საკითხი განიხილეს და მათ შორისაა, უკრაინის შეიარაღებით მომარაგება. ორმხრივი შეხვედრა ბერლინში შედგა. „შევთანხმდით, რომ თანამშრომლობა გავაგრძელოთ, რომ უკრაინული სურსათის ექსპორტირება უზრუნველვყოთ აფრიკისა და აზიის მომხმარებლებისთვის. მადლობა მდივან ბლინკენს და აშშ-ს მათი ლიდერობისა და ურყევი მხარდაჭერისთვის“, – აცხადებს კულება სოციალურ ქსელში. უსაფრთხოებიდან გამომდინარე, შეხვედრის სხვა დეტალებზე ინფორმაცია არ ვრცელდება.

მეტი...

„აზოვსტალის ქარხნის“ ტერიტორიაზე ფოსფორი ჭურვები ჩამოყარეს

არანაირი საერთაშორისო  გაფრთხილება, მოწოდება, თხოვნა, მუქარა თუ სანქციები არ ჭრის. რუსეთმა „აზოვსტალის ქარხნის“ ტერიტორიაზე  სპეციალური ცეცხლგამჩენი საბრძოლო მასალა ან ფოსფორის ბომბები ჩამოყარა. ინფორმაციას უკრაინული მხარე ფოტომასალასთან ერთად ავრცელებს. რუსეთი კი ინფორმაციას არ ადასტურებს. „ოკუპანტები ამტკიცებენ, რომ გამოყენებული იყო „9 ემ 22 ეს“ ცეცხლგამჩენი ჭურვები თერმიტის ფენებით. წვის ტემპერატურა დაახლოებით 2-2.5 ათასი გრადუსია. წვის შეჩერება თითქმის შეუძლებელია“, – აცხადებს მარიუპოლის მერის მრჩეველი პეტრ ანდრიუშენკო.  

მეტი...

„მილიონობით ადამიანი შიმშილით მოკვდება“ – “დიდი შვიდეული” რუსეთს აფრთხილებს

დიდი შვიდეულის ქვეყნები რუსეთს მიმართავენ, მოხსნას უკრაინული ხორბლის ბლოკადა. წინააღმდეგ შემთხვევაში, მსოფლიოს შიმშილი ემუქრება. „რუსეთის არაპროვოცირებულმა და წინასწარგანზრახულმა აგრესიულმა ომმა გააუარესა გლობალური ეკონომიკური პერსპექტივა საკვების, საწვავისა და ენერგორესურსების ფასების მკვეთრი ზრდით. რუსეთთან ერთად, რომელიც ბლოკავს უკრაინის მარცვლეულის გასასვლელ მარშრუტებს, მსოფლიო დგას სასურსათო დაუცველობისა და არასრულფასოვანი კვების მდგომარეობის გაუარესების წინაშე. ეს იმ დროს, როდესაც 43 მილიონი ადამიანი უკვე ერთი ნაბიჯით იყო დაშორებული შიმშილისგან“, – აცხადებენ G7-ის წევრი ქვეყნები. შეგახსენებთ, რომ უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი მსხვილი მწარმოებელი ქვეყანაა. უკრაინის ნავსადგურებში კი რუსეთს დაახლოებით 4,5 მილიონი ტონა მარცვლეული აქვს  ბლოკირებული. ხორბლის წარმოების მხრივ, მსოფლიოში მეორე…

მეტი...

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

ქალაქ იზიუმთან კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი რატი შურღაია დაიღუპა. როგორც თანამებრძოლები და ოჯახის წევრები აცხადებენ, მას ძლიერი კანტუზია ჰქონდა მიღებული, რამდენიმე დღე საავადმყოფოშიც მკურნალობდა, თუმცა, ბოლომდე არ იმკურნალა, კლინიკის ფანჯრიდან გადახტა და ისევ ომში წავიდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კი იმდენად გართულდა, ექიმებმა გადარჩენა ვერ შეძლეს. ამ ეტაპამდე, რუსეთ-უკრაინის ომში 11 ქართველი მებრძოლი დაიღუპა: არკადი კასრაძე, ალიკა ცაავა, დავით რატიანი, გია ბერიაშვილი, ზაზა ბიწაძე, ტატო ბიგვავა, ბახვა ჩიქობავა, დავით გობეჯიშვილი, დავით მენაბდიშვილი და ნიკოლოზ შანავა.  

მეტი...

„ჩვენ ვართ განვითარებადი ქვეყანა და ვერ დავხარჯავდით ბევრს“ – ამირან გამყრელიძე პანდემიასთან დაკავშირებით დაწყებულ გამოძიებაზე „მედიაცენტრ მთავართან“ (ვიდეო)

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში არსებულ ბრალდებებსაც უპასუხა, რომელიც კლინიკებში პაციენტების ხელოვნურ ზრდასა და დიდი ოდენობით თანხის გაფლანგვას უკავშირდება. „ჯანდაცვის მინისტრს ჩემზე მეტი აქვს ინფორმაცია ფინანსებთან დაკავშირებით, ხარჯვაბთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ შესწავლას უნდა დაველოდოთ, რაც კლინიკებში მიმდინარეობს და მერე უნდა ვიმსჯელოთ ამ საკითხზე“ – აღნიშნა დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში. როგორც რესპონდენტი განმარტავს, საქართველომ ერთ ინფიცირებულზე, საერთაშორისო მაჩვენებლებით, საშუალოზე ნაკლები თანხა დახარჯა. „რა თქმა უნდა, შესაძლებელია, რომ პამდემიის…

მეტი...

„ომის გაგრძელებით რუსეთი ათობით ქვეყანას შიმშილის წინაშე აყენებს“ – ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მსოფლიოს ქვეყნებთან აქტიური მოლაპარაკებები გრძელდება რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გასაძლიერებლად. როგორც ზელენსკი განმარტავს, ეს ერთადერთი საშუალებაა აგრესიული პუტინის შესაჩერებლად. „ქვეყნების უფრო დიდი რაოდენობა აცნობიერებს, რომ ჩვენთვის შავი ზღვის დაბლოკვით და ამ ომის გაგრძელებით რუსეთი ათობით სხვა ქვეყანას სასურსათო ბაზარზე ფასების ზრდისა და შიმშილის საფრთხის წინაშე აყენებს“ – აცხადებს პრეზიდენტი და სენატორებთან შეხვედრაზეც საუბრობს. „სასურსათო ბაზარზე შექმნილი ვითარება კიდევ ერთი სტიმულია  ომის საწინააღმდეგო კოალიციისთვის, რომ იმოქმედონ ერთად უფრო მტკიცედ. კიევში მოლაპარაკებები გამართა ამერიკელი სენატორების დელეგაციასთან, რომლებთანაც უკრაინის მხარდაჭერის სხვადასხვა საკითხი განვიხილეთ, მათ შორის, უფრო მკაცრი სანქციები რუსეთის წინააღმდეგ. უკრაინის…

მეტი...

ევროვიზიის გამარჯვებული უკრაინა გახდა, საქართველოს უმაღლესი ქულა კი უკრაინის ნაცვლად ბრიტანეთს მიაწერეს

ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული ქვეყანა უკრაინა გახდა.  გამარჯვებული ჯგუფი „Kalush Orchestra“ აღმოჩნდა სიმღერით „Stefania“. კონკურსს, რომელიც ამჯერად იტალიაში გაიმართა, მომავალ წელს სწორედ უკრაინა უმასპინძლებს. რაც შეეხება მთავარ სკანდალს, საქართველოდან ჟიურის ყველაზე მაღალი შეფასება – 12 ქულა გაერთიანებული სამეფოს გუნდმა მიიღო,  რომელმაც მეორე ადგილი დაიკავა. მოგვიანებით კი გაირკვა, რომ საქართველომ უმაღლესი შეფასება არა ბრიტანეთი, არამედ, უკრაინას მისცა. აღნიშნულთან დაკავშირებით საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შესაბამისი განცხადებაც გაავრცელა. განცხადების მიხედვით  ევროვიზიის სიმღერის კონკურსზე საქართველოდან ეროვნულმა ჟიურიმ ყველაზე მაღალი შეფასება, პირველი ადგილი უკრაინას მისცა, რაც 12 ქულას ნიშნავს. ამას მოწმობს ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი, რომელიც გადაეგზავნა ევროვიზიის სიმღერის კონკურსის…

მეტი...

რუსი ოლიგარქის ვილა დაყადაღებულია

ცნობილი რუსი ოლიგარქის, ვლადიმერ პუტინის გარემოცვის უახლოესი წევრის, რომან აბრამოვიჩის ვილა დაყადაღებულია. „პუბლიკოს“ ინფორმაციით, სახლი 10 მულიონ ევროდაა შეფასებული. არსებული ინფორმაციით, ოლიგარქი ვილის გაყიდვასაც ცდილობდა, თუმცა, მას აღნიშნულის უფლება არ მისცეს. პორტუგალიის შესაბამისმა უწყებამ ქონებაზე რეგისტრაციის უფლება მარტს ბოლოდან გაყინა. ეს ყველაფერი კი ვლადიმერ პუტინის მიერ უკრაინაში გაჩაღებულ ომს და შემდგომ სანქციებს უკავშირდება. სერიოზული პრობლემების გამო რომელიც უკრაინაში წარმოებული ომის გამო აბრამოვიჩს შეექმნა, ის თავად იყო ჩართული რუსეთ-უკრაინის მოლაპარაკებების პროცესში და თურქეთშიც არაერთხელ ჩავიდა, სადაც მხარეები ხვდებოდნენ. აბრამოვიჩი იძულებული გახდა, ლონდონის საფეხბურთო კლუბი „ჩელსი“ გაეყიდა.

მეტი...

რუსეთი დასავლეთს ჰიბრიდული ომის გაჩაღებაში ადანაშაულებს  

რუსეთის საგარეო მინისტრის განცხადებით, ყველაფერს აკეთებენ, თავიდან აიცილონ დასავლეთთან პირდაპირი შეტაკება, თუმცა, დასავლეთი პირიქით იქცევა. სერგეი ლავროვის განცხადებით, დასავლეთი აქტიურ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს რუსეთის წინააღმდეგ, რუსეთი კი ყველაფერს აკეთებს, რომ შეტევაზე არ გადავიდეს. „ფაქტია, რომ დასავლეთის ქვეყნებმა რუსეთს ტოტალური ჰიბრიდული ომი გამოუცხადეს და რამდენ ხანს გაგრძელდება ის ჯერ უცნობია. საუბარია კოლექტიურ დასავლეთზე, რომელიც რუსეთის წინააღმდეგ იბრძვის. ძნელია პროგნოზირება, რამდენ ხანს გაგრძელდება ეს ყველაფერი. ფაქტი ისიც, რომ ამ ყველაფრის შედეგებს ყველა გამონაკლისების გარეშე იგრძნობს. ყველაფერს ვაკეთებთ, რათა თავიდან ავიცილოთ პირდაპირი შეტაკება, მაგრამ რადგან გამოწვევის წინაშე ვდგავართ, ჩვენ რა თქმა უნდა, მას…

მეტი...