პრეზიდენტმა ზელენსკიმ სენატორებს უმასპინძლა

უკრაინაში სენატორთა მორიგი დელეგაცია ჩავიდა. აღნიშნული ქმედებით, აშშ-ის სენატის წარმომადგენლებმა უკრაინის მიმართ სოლიდარობა, მხარდაჭერა და თანაგრძნობა კიდევ ერთხელ გამოხატეს. კიევში ჩასულ კონგრესის წარმომადგენლებს სენატის უმცირესობის წარმომადგენელი მიჩ მაკკონელი ხელმძღვანელობდა. „აღნიშნული ვიზიტი აშშ-ის კონგრესისა და ამერიკელი ხალხის მხრიდან უკრაინის მიმართ ორპარტიული მხარდაჭერის ძლიერი სიგნალია. მადლობა ჩვენს მიმართ იმ ბრძოლაში დახმარებაში, რომელსაც ვაწარმოებთ არა მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ დემოკრატიული ღირებულებებისა და თავისუფლებისთვის“ – როგორც პრეზიდენტი ზელენსკი სოციალურ გვერდზე წერს,  წერს პრეზიდენტი ზელენსკი სოციალურ ქსელში და ფოტოსაც აქვეყნებს.  

მეტი...

მიწისძვრა დაფიქსირდა

რამდენიმე წუთის უკან, საქართველოში მიწისძვრა მოხდა. დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტის სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის სიმძლავრემ  4.5 მაგნიტუდა შეადგინა. ეპიცენტრი კი ისევ სოფელ სამებასთან დაფიქსირდა.

მეტი...

რეფერენდუმი სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთებასთან დაკავშირებით 17 ივლისს გაიმართება

საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის, სამხრეთ ოსეთის ახლად არჩეული „პრეზიდენტი“ აცხადებს, რომ რუსეთთან გაერთიანება ხალხის არჩევანია. ალან გაგლოევი ამ საკითხზე რეფერენდუმის ჩატარებას 17 ივლისს გეგმავს. „სრულად ვუჭერ მხარს გაყოფილი ოსი ხალხის გაერთიანების იდეას ერთიან რუსეთში. სამხრეთ ოსეთის რუსეთთან გაერთიანება ოსი ხალხის უძველესი ოცნებაა“ – აცხადებს ე.წ.  პრეზიდენტი გაგლოევი. მისივე შეფასებით,  სამხრეთ ოსეთის რუსეთის ფედერაციაში გაწევრიანების შესახებ რეფერენდუმზე მიმართული იქნება საერთაშორისო სამართლებრივი ნორმების დაცვაზე, კონსულტაციების გამართვაზე და მოსკოვთან შეთანხმებების შესრულებაზე. „პრეზიდენტის“ განცხადებით, ინაუგურაცია 24 მაისს გაიმართება,  ე.წ. რეფერენდუმი კი 17 ივლისს. შეგახსენებთ რომ სამხრეთ ოსეთის რუსეთთან მიერთების და ამ თემაზე რეფერენდუმის ჩატარების საკითხი…

მეტი...

ბავშვებში ახალი, მწვავე ჰეპატიტი გამოჩნდა, რომელიც აშშ-სა და ევროპაში ვრცელდება და ღვიძლის გადანერგვას მოითხოვს

ახალ მწვავე ჰეპატიტთან დაკავშირებით მსოფლიოში დიდი პანიკაა. ამ ეტაპზე დაზუსტებული არ არის რა ვირუსია ეს, თუმცა, ჰეპატიტი 1-დან 16 წლამდე ასაკის ბავშვებსა და მოზარდებს უტევს და ღვიძლის ფუნქციის მკვეთრი მომატება ახასიათებს. როგორც ინფექციონისტი მაია ბუწაშვილი აცხადებს, მშობლებმა ყურადღება რამდენიმე სიმპტომს უნდა მიაქციონ. „ბოლო ხანებში დიდი ყურადღება ეთმობა ბავშვებში ახალი, გაურკვეველი წარმოშობის მწვავე ჰეპატიტის შემთხვევებს, რომლებიც დაფიქსირდა აშშ-ში და ევროპის რამდენიმე ქვეყანაში. შემთხვევათა რაოდენობა რამდენიმე ასეულს აღწევს. ასაკი 1-დან 16 წლამდე მერყეობს. სიმპტომები, ჩვეულებრივ, მწვავე ჰეპატიტისთვის დამახასიათებელია: კანის და თვალის სკლერების სიყვითლე, საჭმლის მომნელებელი სისტემის მხრივ სიმპტომები, ღვიძლის ფუნქციების მკვეთრი მომატება. ტემპერატურა, როგორც…

მეტი...

„ორი რამ დაასრულებს პანდემიას“ – ამირან გამყრელიძე „მედიაცენტრ მთავართან“

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, პანდემიას მხოლოდ ორი რამ დაასრულებს. როგორც რესპონდენტმა „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში განაცხადა, ერთი აცრაა, მეორე კი პოპულაციური იმუნიტეტი. „ორი რამ დაასრულებს პანდემიას, ერთი – მოსახლეობის ფართო მასების აცრა და მეორე – პოპულაციური იმუნიტეტი. თუ მოსახლეობის 70%-ს ავცრით, ბევრად მშვიდად ვიქნებით და შემოდგომის ცივ სეზონს და ზამთარს შედარებით იოლად გადავიტანთ. მეორე ძლიერი იარაღი გვაქვს უკვე და ეს არის წამალი. ამ ეტაპზე, ყველაზე ეფექტურია „პაქსლოვიდი,“ რომელიც მაშინვე ინიშნება, როდესაც ადამიანს ვირუსი უდასტურდება და 5 დღის განმავლობაში იღებს მას ინფიცირებული.  თითქმის 90%-ში დაავადება არ…

მეტი...

შესაძლოა, გაჩნდეს ახალი, ჰიბრიდული შტამი, რომელმაც მძიმე ეპიდაფეთქება გამოიწვიოს – ამირან გამყრელიძეს „მედიაცენტრ მთავართან“ (ვიდეო)   

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, პანდემიის განვითარების სამი სცენარი არსებობს. რას ნიშნავს  რეალური; ოპტიმისტური და ნეგატიური სცენარი და სად არის საქართველო, „მედიაცენტრი მთავარის“ კითხვებს ამირან გამყრელიძემ უპასუხა. „12 მაისს გაიმართა „კოვიდის“ მაღალი დონის სამიტი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ინიციატივით ჩატარდა. სამიტზე ჯანმო-ს დირექტორმა და აშშ-ის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ მთავრდება პანდემიის მწვავე ფაზა მაგრამ პანდემია არ დასრულებულა. პანდემია დასრულდება მაშინ, როცა ის ყველა ქვეყანაში დასრულდება. ამ ეტაპზე სრულდება პანდემიის მწვავე ფაზა, მაგრამ პანდემია ჯერ არ დასრულებულა“ – აღნიშნა ამირან გამყრელიძემ „მედიაცენტრ მთავართან“. რაც შეეხება პანდემიის განვითარების…

მეტი...

“ხარვეზები გვქონდა, თუმცა, ქვეყანას საბედისწერო შეცდომა არ დაუშვია” – ამირან გამყრელიძე “მედიაცენტრ მთავართან”

მეტი...

„აზოვსტალიდან“ დაჭრილებისა და ექიმების გამოყვანაზე მოლაპარაკება მიმდინარეობს

უკრაინის ვიცე-პრემიერი ადასტურებს ინფორმაციას, რომ „აზოვსტალის“ ქარხანაში ჩარჩენილების გამოსაყვანად რუსეთთან მოლაპარაკება მიმდინარეობს. როგორც ირინა ვერეშჩუკი აცხადება, საუბარია 60 ადამიანზე, უფრო კონკრეტულად კი სამედიცინო პერსონალსა და მძიმე დაჭრილებზე, რომლებიც ჭრილობებისგან იტანჯებიან და გვირაბში ვერაფრით შველიან. „ასეული დაჭრილია, პირველ რიგში, მათი გადარჩენაა საჭირო.  რუსები ყველაფერზე ერთბაშად არ თანხმდებიან, ყველას გამოყვანას არ თანხმდებიან.  ჯერ მძიმედ დაჭრილები და ექიმებია გამოსაყვანი, სულ 60 ადამიანია“, – განაცხადა ვერეშჩუკმა.

მეტი...

ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი იმპორტიორი ქვეყნიდან მარცვლეულის ექსპორტს კრძალავს

ინდოეთმა, რომელიც მსოფლიოში ხორბლის ერთ-ერთი მსხვილი ინპორტიორია და დიდი მოსავალიც გააჩნია, ქვეყნიდან ხორბლის ექსპორტს კრძალავს. აღნიშნული გადაწყვეტილება დაკავშირებულია რუსეთ-უკრაინის ომთან, რადგანაც ქვეყანაში ხორბლის დეფიციტი შეიქმნა და ფასები საგრძნობლად გაიზარდა. ქვეყნის საგარეო ვაჭრობის ხელმძღვანელის ინფორმაციით,  ხორბლის ექსპორტი დაუყოვნებლივ აიკრძალება, გარდა იშვიათი შემთხვევებისა. ასეთ შემთხვევად ითვლება სასურსათო უსაფრთხოების ხორბალზე დამოკიდებულებად. შეგახსენებთ, რომ ინდოეთი მსოფლიოში, ხორბლის მეორე ექსპორტიორი ქვეყანაა.  

მეტი...

„პანდემია არ დასრულებულა, შესაძლოა, ახალ-ახალი შტამები გამოჩნდეს, რისთვისაც მზად უნდა ვიყოთ“ – ამირან გამყრელიძე „მედიაცენტრ მთავართან“

„პანდემია ჯერ არ დასრულებულა, არც ერთი ქვეყანა იყო მზად ასეთი დიდი გამოწვევისთვის“ – აცხადებს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი ამირან გამყრელიძე „მედიაცენტრ მთავართან“ ინტერვიუში. გამყრელიძის შეფასებით, მორიგი დიდი გამოწვევისთვის მზად უნდა ვიყოთ. „გლობალური სამყარო უნდა მოემზადოს შემდგომი ასეთი პანდემიისთვის, რადგანაც, ანალიზმა აჩვენა, რომ სამწუხაროდ, მიუხედავად ყველაფრისა, არც ერთი ქვეყანა არ იყო მზად ასეთი დიდი გამოწვევისთვის. ამიტომ, ჩვენ, ყველამ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან ქვეყანაში სიტუაცია მშვიდია,  ვართ მაღალი მოცვით ვაქცინის ქვეყანა, მოდების წერტილი ბევრია, სადაც შესაძლებელი ინფექცია გავრცელდეს. ამიტომ, მზადყოფნის რეჟიმი ერთ-ერთი მთავარი უნდა იყოს. ბევრი რამ ისწავლა…

მეტი...

თურქეთი ნატოში შვედეთისა და ფინეთის გაწევრიანებას არ ემხრობა

თურქეთის პრეზიდენტი ღიად აცხადებს, რომ ფინეთი და შვედეთი ალიანსის წევრობისთვის მზად არ არიან. როგორც რეჯეფ თაიფ ერდოღანი განმარტავს, ახლა შეცდომების დაშვების დრო არ არის. „თვალს აქტიურად ვადევნებთ შვედეთთან და ფინეთთან დაკავშირებულ მოვლენებს. დადებითად არ ვართ განწყობილი ნატო-ში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.  წინა ხელმძღვანელობის მიერ დაშვებული იყო შეცდომები საბერძნეთთან დაკავშირებით და თქვენ იცით საბერძნეთის დამოკიდებულება თურქეთისა და ნატოს წინააღმდეგ. არ გვინდა, შეცდომა მეორედ დავუშვათ“ – აცხადებს ერდოღანი. მისივე შეფასებით, სწორედ სკანდინავიის ქვეყნებში არიან შეფარებულები „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ წევრები და „რევოლუციური სახალხო-განმათავისუფლებელი პარტიის წარმომადგენლები“.

მეტი...

უკრაინისთვის 40 მილიარდიანი დახმარების დაბლოკვა სენატმა 19 მაისამდე უნდა მოაგვაროს   

ომში მყოფი უკრაინისთვის 40 მილიარ დოლარიანი სამხედრო დახმარების გამოყოფა ბლოკირებულია. მიზეზი „რესპუბლიკელი“ სენატორია, რომელიც ფიქრობს, რომ უკრაინისთვის გამოყოფილ დახმარებასთან დაკავშირებით კანონში ცვლილებები უნდ შევიდეს. პენტაგონის წარმომადგენელი ჯონ კირბი კი აცხადებს, რომ სენატმა დახმარების პაკეტი 19 მაისამდე უნდა დაამტკიცოს. „19 მაისი არის დღე, როდესაც ჩვენ  ხელიდან ვუშვებთ  მიწოდების განხორციელების შესაძლებლობას. ეს გავლენას მოახდენს ჩვენს უნარზე უწყვეტი მიწოდების უზრუნველსაყოფად. გვსურს, გვქონდეს დამატებითი უფლებამოსილებები დამტკიცებული ამ თვის მესამე კვირას, რომ უკრაინისთვის შეიარაღების მიწოდებას საფრთხე არ შეექმნას. სენატს მოვუწოდებთ, იმოქმედოს რაც შეიძლება სწრაფად, რათა მაისის ბოლომდე არ მოგვიწიოს ლოდინი“, – განაცხადა ჯონ კირბიმ. შეგახსენებთ,…

მეტი...

გიული ალასანიას ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ისევ ციხეში დაბრუნებას უპირებენ

პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის დედა აცხადებს, რომ სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანილ სააკაშვილს ისევ პენიტენციურ დაწესებულებაში უპირებენ დაბრუნებას. როგორც გიული ალასანია აცხადებს, მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა მთავრობას ბრიუსელში ვიზიტისთვის დასჭირდა. „სამ დღეში ჩვენი პრემიერი მიბრძანდება ბრიუსელში. შემექმნა შთაბეჭდილება, რომ საავადმყოფოში სააკაშვილის გადმოყვანა მოჩვენებითია. ვფიქრობ, ბრიუსელის მერე, აპირებენ ისევ ციხეში დაბრუნებას, სადაც სააკაშვილი უსათუოდ მოკვდება“ – აღნიშნა ალასანიამ მედიასთან მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ. მისი ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ისევ მძიმეა, ვერ ჭამს და სუსტადაა.

მეტი...