,,სააკაშვილი ცდილობს, მისთვის რეკომენდებული მკურნალობის შესრულებას ხელი შეუშალოს”-მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანასთან დაკავშირებით ოპოზიციის მოთხოვნა უსაფუძვლოა. სარჯველაძის თქმით, ოპოზიციის მიზანი მართლმსაჯულების წინაშე წარდგომის თავიდან არიდებაა. მიხეილ სარჯველაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას შესწავლა და რელევანტური მკურნალობის დანიშვნა სჭირდება. „როგორც ჩანს, პრობლემა სხვა რაღაცაშია და ეს სხვა რაღაცაა ის, რომ სააკაშვილი ცდილობს, მისთვის რეკომენდებული მკურნალობის შესრულებას ხელი შეუშალოს. „ვივამედში“ გადაყვანის მიუხედავად, როცა საკითხი მაინც რჩება აქტუალური უცხოეთში გაყვანაზე, ეს ცალსახად მოწმობს იმას, რომ მათი მიზანია არა მისი ჯანმრთელობისთვის რაღაც საფრთხეების არიდება, არამედ მიზანია – მართლმსაჯულებისთვის გვერდის ავლა. თავდებობის მოთხოვნა კი, სამართლებრივად არასწორია“,…

მეტი...

,,იქმნება ახალი რეალობა და ეს ახალი რეალობა ქმნის შესაძლებლობების ფანჯარას”- დიეგო კოლასი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციაზე

საქართველოში საფრანგეთის ელჩის, დიეგო კოლასის განცხადებით, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ დისკუსია ევროკავშირში არსებული კონტექსტის გათვალისწინებით მოხდება. მისი თქმით, ეს უფრო მეტად იქნება პოლიტიკური პროცესი, ვიდრე იმისი შეფასება, ამა თუ იმ საკითხში, კითხვარის მიხედვით რამდენად შეესაბამებიან ეს ქვეყნები ევროკავშირს. ელჩის განცხადებით, უკრაინაში არსებულმა კრიზისულმა სიტუაციამ და უკრაინის დაჟინებულმა მოთხოვნამ ღია კარის პოლიტიკაზე ახალი რეალობა შექმნა არამარტო კიევისთვის, არამედ სხვა ქვეყნებისთვისაც. ,,მე არაერთხელ მითქვამს ბოლო პერიოდში, რომ იქმნება ახალი რეალობა და ეს ახალი რეალობა ქმნის შესაძლებლობების ფანჯარას, საქართველო კი მზად უნდა იყოს, ყველა ამ სირთულის მიუხედავად, გამოიყენოს ყველა…

მეტი...

„აზოვსტალიდან“ სამხედროების ევაკუაციისთვის გამართულ მოლაპარაკებაში შუამავალი თურქეთი იქნება

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ირინა ვერეშჩუკის ინფორმაციით, „აზოვსტალის“ ფოლადის ქარხნიდან ევაკუაციის მოლაპარაკებაში შუამავლობას თურქეთი დათანხმდა. ვერეშჩუკი განმარტებით, ამ ეტაპზე მიმდინარეობს საევაკუაციო გეგმის შემუშავება, რაშიც ჩართულია გაერო და წითელი ჯვარიც. „დავიწყეთ ახალი რაუნდი, რათა შევიმუშაოთ „აზოვსტალიდან“ ევაკუაციის საგზაო რუკა. დავიწყებთ მძიმედ დაჭრილებით. არის წითელი ჯვარი, რომლის წარმომადგენლებიც დღეს ხვდებიან რუსებს. ასევე, მოვილაპარაკეთ გაერო-სთანაც და მივეცით მანდატი. ჩვენ გვჭირდება დოკუმენტი, თუ როგორ მოხდება „აზოვსტალიდან“ ევაკუაცია და მას ხელი უნდა მოვაწეროთ. ამ რაუნდში შუამავალი არის თურქეთი“,- განაცხადა ირინა ვერეშჩუკმა.

მეტი...

,,რუსეთი ბირთვული იარაღის გამოყენებაზე სამარცხვინო ცნობებს აკეთებს”- შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის განცხადებით, გლობალურ უსაფრთხოებას საფრთხე ემუქრება რუსეთის უკრაინაში შეჭრისა და ჩრდილო კორეის  სარაკეტო გამოცდის გამო. მისი თქმით, ბირთვული განიარაღებისა და შეიარაღების კონტროლის საერთაშორისო წესების გაძლიერება  აუცილებელია. ,,რუსეთი უტევს სუვერენულ სახელმწიფო უკრაინას, ბირთვული იარაღის გამოყენებაზე კი სამარცხვინო და მიუღებელ ცნობებს აკეთებს. ეს მხოლოდ ევროპის უსაფრთხოებას არ არღვევს, ეს სახიფათოდ ზრდის ფსონებს მთელი მსოფლიოსთვის. ჩვენ გვაქვს საერთაშორისო წესები და გლობალური ინსტიტუტები ბირთვული შეარაღებისა და განიარაღების კონტროლისთვის, ჩვენ უნდა დავიცვათ და გავაძლიეროთ ისინი მშვიდობისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად”,- აღნიშნა შარლ მიშელმა.

მეტი...

,,სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ვერც ვერავინ შემოდის ციხეში და ვერც ვერავინ გადის”- რატი ბრეგაძე

,,რამდენიც უნდა ისაუბრონ, ვერ გადაგვახვევინებენ იმ გზიდან, რომელსაც ვადგავართ, და ეს არის გზა, რომელიც ემსახურება კანონმდებლობის დაცვას,” – აღნიშნული კომენტარი, იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას გააკეთა. „ზოგადად, პატიმრობა, ბუნებრივია, დაკავშირებულია გარკვეულ სტრესთან. არის ბევრი პატიმარი, რომელთაც თავიდან აქვთ ადაპტაციის გარკვეული პრობლემები, თუმცა, შემდგომში ხდება ამასთან შეგუება და ამ საკითხზე მუშაობენ ფსიქოლოგები. ხაზგასმით ვიტყვი – სამართლებრივი საფუძვლის გარეშე ვერც ვერავინ შემოდის ციხეში და ვერც ვერავინ გადის, და თუკი ამას დავარღვევთ, მაშინ ჩვენ უნდა ვიყოთ დამნაშავეები და ჩვენ არ ვაპირებთ დანაშაულის ჩადენას. ჩვენთვის გამოსავალი არის ის, რასაც გვავალებს კანონმდებლობა, რომ…

მეტი...

„პუტინი საკუთარ თავს ამცირებს მსოფლიო ასპარეზზე”- ლიზ ტრასი

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ლიზ ტრასის განცხადებით, საერთაშორისო სანქციები რუსეთის წინააღმდეგ უნდა შენარჩუნდეს, მანამ რუსეთი უკრაინიდან შეიარაღებულ ძალებს არ გაიყვანს. აღნიშნული განცხადება ლიზ ტრასმა „დიდი შვიდეულის“ წევრი ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრაზე გააკეთა. ბრიტანეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ უკრაინისთვის ნატო-ს სტანდარტის შეიარაღების მიწოდება აუცილებელია და კოლეგებს მოუწოდა, უფრო მეტად დაეხმარონ უკრაინას. „პუტინი საკუთარ თავს ამცირებს მსოფლიო ასპარეზზე. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ მისი დამარცხება უკრაინაში, რაც მას ყველა სარგებელს ართმევს და საბოლოო ჯამში, შეაკავეს რუსეთის შემდგომ აგრესიას“, – განაცხადა ლიზ ტრასმა.

მეტი...

,,აზოვსტალის ტერიტორიის 98 პროცენტი განადგურებულია”- ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილე

ლეგიონ „აზოვის“ მეთაურის მოადგილის, სვიატოსლავ პალამარის განცხადებით, „აზოვსტალის“ ტერიტორიაზე ახლა 600 დაჭრილი მებრძოლი იმყოფება, რომელთაც ევაკუაცია ესაჭიროებათ. მებრძოლის თქმით, მებრძოლები ითხოვენ,  უკრაინის სამხედრო და პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ მოახერხოს რუსი სამხედროების მიერ ალყაში მოქცეული ქარხნიდან სამხედროების ცოცხლად გამოყვანა. „აზოვსტალის“ ტერიტორიის 98 პროცენტი განადგურებულია. ყველა შენობა დანგრეულია, დაბომბილია. ძალიან ბევრი ნანგრევია. ყველაგან, სადაც მივაღწიეთ, სადაც ვიცოდით, რომ იმყოფებოდნენ სამოქალქო პირები და სადაც ჩვენ მივდიოდით ხოლმე მათთან ან დაბომბვების დროს ან შესვენებისას, ყველა ასეთი ადგილიდან ადამიანების ევაკუაცია მოხერხდა. თუმცა, მე გარანტიას ვერ ვიძლევი, რომ ქარხნის ტერიტორიაზე სადმე კიდევ არის ბუნკერები ნანგრევებში. შეიძლება, იქ იყვნენ მოქალაქეები.…

მეტი...

,,შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ არის სახეზე”- გიორგი ვოლსკი

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა საკუთარი ჯანმრთელობა არ უნდა დაიზიანოს პოლიტიკური მიზნების მისაღწევად. „მისი ახლობლები რასაკვირველია უნდა მოითხოვდნენ ექიმებისგან და პირადად სააკაშვილისგან, რომ მან ჯანმრთელობა არ დაიზიანოს ვიღაცის პოლიტიკური მიზნების სასარგებლოდ. აქედან გამომდინარე, შეთქმულება საქართველოს წინააღმდეგ არის სახეზე და სააკაშვილი თავისი პოზიციით ამაში მონაწილეობს“, – განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

მეტი...

,,რეინკარნირებული კომუნისტური პარტია ნაციონალური მოძრაობის სახით ცდილობს შექმნილი აჟიოტაჟი გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისათვის”- რატი ბრეგაძე

,,მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ჩვენ ვუყურებთ დადგმულ სპექტაკლს, რომლის განხორციელებასაც ცდილობს რეინკარნირებული კომუნისტური პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ სახით, რომელიც ძალიან დეზორგანიზებულია, დეზორიენტირებულია და ცდილობს, ხავსს მოეჭიდოს, შექმნილი აჟიოტაჟი გამოიყენოს საკუთარი ინტერესებისათვის, – აღნიშნული განცხადება იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ გააკეთა. ბრეგაძის განცხადებით, „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობაზე მეტად, პარტიულ ინტერესებზე ზრუნავს. „ეს იყო პოლიტიკური კამპანიის ნაწილი, რომ „ნაციონალური მოძრაობა“, რომელმაც განიცადა ამდენი საარჩევნო მარცხი, დაკარგა ყოველგვარი საზოგადოებრივი ნდობა, იმართება თავიდან ბოლომდე არაფორმალურად, აქვთ შიდა განხეთქილება, მოქმედებდნენ თვითგადარჩენის ინსტინქტით და უნდოდათ, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოეყენებინათ საკუთარი პოლიტიკური მიზნებისთვის“, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

მეტი...

გურამ მაჭარაშვილის განცხადებით, სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნა, საქართველოს ჯანდაცვის სისტემის შეურაცხყოფაა

მიხეილ სააკაშვილის კლინიკაში გადაყვანის საკითხს ეხმიანება, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე, გურამ მაჭარაშვილი. მისი თქმით, სააკაშვილის მკურნალობა საქართველოშიც შესაძლებელია და მისი უცხოეთში გადაყვანის მოთხოვნა, საქართველოს ჯანდაცვის სფეროს შეურაცხყოფაა. ,,სასჯელაღსრულების სისტემამ, ჯანდაცვის სისტემამ, იუსტიციის სამინისტრომ ცივი წყალი გადაასხა ყველა იმ რადიკალურ ოპოზიციას თუ მედიასაშუალებებს, ვინც ამტკიცებდა, რომ სასჯელაღსრულების სისტემას არ აინტერესებდა ზოგადად პატიმრების და განსაკუთრებით პატიმარ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. რაც შეეხება იმ აბსურდულ განცხადებას, რომ საქართველოში არ შეიძლება მისი მკურნალობა, ჯერ ერთი რომ ეს არის მთელი ჯანდაცვის სისტემის და მთელი ექიმთა საზოგადოების პირდაპირი შეურაცხყოფა, ასევე ქართული საზოგადოების…

მეტი...

,,რუსეთის სტრატეგიული მარცხი მსოფლიოში უკვე ყველასთვის თვალსაჩინოა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი მორიგ ვიდეომიმართვას ავრცელებს. ზელენსკის განცხადებით, რუსეთის მარცხი აშკარაა მთელი მსოფლიოსთვის, თუმცა ამ მარცხის აღიარების სიმამაცე რუსეთს არ ყოფნის. უკრაინის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ რუსული მხარე განაგრძობს სკოლებისა და საავადმყოფოების დაბომბვას, თავიანთი მარცხის დასამალად. ,,24 თებერვლიდან დაწყებული, რუსმა ჯარებმა 570 სამედიცინო დაწესებულება გაანადგურეს, სრულად განადგურდა 101 საავადმყოფო სრულად – ეს ბარბაროსობაა. ეს არის რუსეთის, როგორც სახელმწიფოს თვითგანადგურება. მათ დარტყმა მიაყენეს ჩერნიგოვის რეგიონს, სკოლებს. რა თქმა უნდა, რუსეთის სახელმწიფო ისეთ პირობებშია, რომ ნებისმიერი განათლება მხოლოდ ხელს უშლის, მაგრამ რისი მიღწევა შეიძლება უკრაინული სკოლების განადგურებით? ყველა რუსი მეთაური, ვინც ასეთ ბრძანებებს გასცემს, უბრალოდ განუკურნებლად…

მეტი...

,,თუ ემუქრები ბირთვულ სახელმწიფოს, ყველა ვარიანტი უნდა გაითვალისწინო“- რუსეთის ელჩის მოადგილე

გაერო-ში რუსეთის ელჩის მოადგილე აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის ნატო-ში გაწევრებასთან ერთად, მისი ევროკავშირში შესვლის წინააღმდეგიც არის. დიმიტრი პოლიანსკის განმარტებით, მოსკოვმა პოზიცია შეცვალა და ამჯერად უკრაინის ევროკავშირში გაწევრების წინააღმდეგაც გამოდის. „ვფიქრობ, იმ მომენტში, როდესაც სტამბოლში უკრაინისა და რუსეთის წარმომადგენელთა მოლაპარაკება იმართებოდა, ჩვენ არ გვაშფოთებდა ევროკავშირი. მაგრამ სიტუაცია შეიცვალა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკური უწყების ხელმძღვანელის განცხადების შემდეგ, რომლის მიხედვითაც, ომი უკრაინაში ბრძოლის ველზე უნდა იყოს მოგებული. ახლა ჩვენი პოზიცია უკრაინის ევროკავშირში გაწევრებასთან დაკავშირებით უფრო ჰგავს კრემლის პოზიციას, რომელიც ჩვენ გვაქვს უკრაინის ნატო-ში გაწევრიანებასთან მიმართებით“- აცხადებს დიმიტრი პოლიანსკი. რუსეთის ელჩის განცხადებით,რუსეთის წინააღმდეგ მუქარები, ბირთვული…

მეტი...

,,მსოფლიოს უკვე აღარ აღელვებს ბარბაროსებისა და მოროდიორების აზრი“- მიხაილ პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველის, მიხაილ პოდოლიაკის განცხადებით, რუსეთის პოზიციის ცვლილება, რომლის მიხედვითაც, მოსკოვი ნატო-ს შემდეგ, უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანების წინააღმდეგ გამოდის, კლასიკური თვალთმაქცობაა. „ეს კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ მოსკოვის სიტყვებს ფასი არც ქაღალდზე აქვს და არც მით უმეტეს, საუბრის დროს. კარგი ამბავი ისაა, რომ მსოფლიოს უკვე აღარ აღელვებს ბარბაროსებისა და მოროდიორების აზრი“, –წერს „ტვიტერში“ მიხაილ პოდოლიაკი.

მეტი...

სენატორმა უკრაინისთვის 40 მილიარდიანი დახმარება დაბლოკა

„რესპუბლიკელი“ სენატორი წინააღმდეგია, უკრაინისთვის მორიგი, 40 მილიარდიანი დახმარება გამოიყოს. სენატის წარმომადგენელმა რენდ პოლმა დახმარების პაკეტი დაბლოკა. როგორც კენტუკის შტატის სენატორი განმარტავს, საჭიროა კანონმდებლობაში ცვლილებები შევიდეს და ყოველი გამოყოფილი თანხა სპეციალურმა ინსპექციამ აკონტროლოს. აღნიშნულისთვის კი სენატორი სპეციალური გენერალური ინსპექტორის სამსახურის შექმნას ითხოვს. CNN-ის ინფორმაციით, რენდ პოლის წინააღმდეგობის დაძლევას რამდენიმე დღე დასჭირდება, თუმცა, საბოლოოდ სენატი კანონპროექტს მაინც დაამტკიცებს.  

მეტი...

„რაც დღეს ვნახე, შემეშინდა, უცხოეთში უნდა გადაიყვანონ“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

„ანალიზები უკვე გაკეთდა, პასუხები ჯერ არ ვიცი. უნდა დავაკვირდეთო. როდემდე გაჩერდება არ ვიცი, მაგრამ ზუსტად ვიცი, რომ საჭიროა ადამიანის აქედან გაყვანა. არც დაკვირვება, არც ანალიზები, არც გამოკვლევა არ იქნება საკმარისი. მას სჭირდება ინტენსიური მკურნალობა, გადარჩენაზეა საუბარი“ – აცხადებს მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია და მისი შვილის უცხოეთში გადაყვანას ითხოვს. მისი შეფასებით, მიხეილ სააკაშვილს იმდენად მძიმე მდგომარეობა აქვს, მისი გამოჯანმრთელება საქართველოში ვერ მოხდება. „ძალიან ცდილობს ყველა, რომ შეუმსუბუქოს მდგომარეობა, მაგრამ ყველანაირად ჩანს, რომ აქ მისი რეაბილიტაცია ვერ მოხდება. რაც შეიძლება სწრაფადაა საჭირო, რომ დაიწყოს ეს პროცესი. ყოველ წუთში შეიძლება რომ ადამიანი…

მეტი...

„ფერი საერთოდ არ ჰქონდა, თვალები მეტკინა რომ შევხედე, თეთრი იყო სულ“ – გიული ალასანია მიხეილ სააკაშვილზე

პატიმრობაში მყოფი მიხეილ სააკაშვილის დედა გიული ალასანია აცხადებს, რომ მისი შვილის მდგომარეობა თვალშისაცემად გაუარესებულია. როგორც გიული ალასანიამ სამოქალაქო კლინიკაში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ პრესკონფერენციაზე განაცხადა, მისი შვილი გუშინ სამჯერ დაეცა. „ფერი საერთოდ არ ჰქონდა, თვალები მეტკინა რომ შევხედე, თეთრი იყო სულ. სიარული ძალიან უჭირდა. ვიფიქრე, ჩვენც ხომ არ გვეძინა და ალბათ, ისიც ასეთ მდგომარეობაში იყო, მაგრამ არა, მეძინაო. გუშინ კიდევ სამჯერ დავეციო მითხრა, ასეთი მდგომარეობა აქვს – საშინელი სისუსტე. ექიმები ვნახე, გავიცანი, ძალიან ყურადღებიანი ხალხია, ძალიან კარგი ვითარებაა ამ მხრივ, მაგრამ ეს არ არის კარგად თვითონ, აი, ეს არის პრობლემა“…

მეტი...

გაეროს მონაცემებით, უკრაინას 6 მილიონზე მეტი დევნილი ჰყავს

გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისრის ინფორმაციით,  უკრაინაში რუსეთის მხრიდან საომარი მოქმედებების დაწყების შემდეგ, ქვეყნის დატოვება 6 მილიონზე მეტ ადამიანს მოუწია. უკრაინიდან დევნილთა ნაკადის ყველაზე დიდ მიმღებ ქვეყნად პოლონეთი სახელდება. მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის მონაცემებით კი უკრაინიდან  8 მილიონზე მეტი ადამიანი გავიდა და ყოველი მეხუთე უკრაინელი დევნილად იქცა.  

მეტი...