მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაჰყავთ

მიხეილ სააკაშვილი ამ წუთებში კლინიკა “ვივა მედში” გადაჰყავთ. გავრცელებული ინფორმაციით, რუსთავის ციხიდან ყოფილი პრეზიდენტი რამდენიმე წუთის წინ გაიყვანეს. ცოტა ხნის წინ კლინიკის ტერიტორია ყვითელი ლენტით შემოსაზღვრეს. ადგილზე შეიყვანეს საბადრაგო ჯგუფები. სამკურნალო დაწესებულებაში სპეციალური ზომები უკვე მიიღეს და მიხეილ სააკაშვილისთვის პალატაც მოამზადეს.

მეტი...

,,მე და ჩემი მეუღლე მუქარებს ვიღებთ”- ალექსეი არესტოვიჩი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩევლის, ალექსეი არესტოვიჩის განცხადებით, ბოლო ორი დღეა მას და მის ოჯახის წევრებს სიცოცხლის მოსპობით ემუქრებიან. არესტოვიჩის თქმით, მუქარის ავტორები ,,აზოველების” ნათესავები არიან. პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი აღნიშნავს, რომ უკრაინის ხელისუფლება ,,აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიიდან, ყველა მებრძოლის გამოსაყვანად მაქსიმალურს აკეთებს. ,,მე და ჩემი მეუღლე უკვე მეორე დღეა მუქარებს ვიღებთ იმ პირებისგან, რომლებიც თავს “აზოვის” მებრძოლების ცოლებად და ნათესავებად ასახელებენ. ისინი ამბობენ, რომ მოკლავენ ჩემს ცოლს, მე და ჩვენს შვილებს, რადგან ჩვენ კიევში ვსხედვართ და უარს ვამბობთ “აზოვზე“. “აზოვის” მებრძოლების გარდა, ადგილზე არიან მესაზღვრეები, 36-ე საზღვაო ბრიგადა, ეროვნული გვარდია – ამ…

მეტი...

12 მაისს ქართული ეკლესია ანდრია პირველწოდებულისა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობას აღნიშნავს

ქართული ეკლესია დღეს, ანდრია პირველწოდებულის და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღეს აღნიშნავს. დღესასწაულებთან დაკავშირებით მოქმედ ყველა ეკლესია-მონასტერში სადღესასწაულო წირვა შესრულდება. ღვთის მსახურება დილის 10:00 საათიდან მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარში   ჩატარდება . საქართველოში ქრისტიანობის თავდაპირველად შემოტანას სწორედ ანდრია მოციქულს უკავშირებენ. ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის დღე ქვეყანაში  მეოთხე წელია აღნიშნება.

მეტი...

,,რუსეთი ყველაზე პირდაპირი საფრთხეა საერთაშორისო წესრიგისთვის”- ურსულა ფონ დერ ლაიენი

ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა ტოკიოში ვიზიტისას, სადაც ის ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ფუმიო კიშიდას შეხვდა რუსეთის აგრესიული პოლიტიკა დაგმო. მხარეებმა მხარდაჭერა გამოხატეს უკრაინის მიმართ და რუსეთისგან მოსალოდნელ საფრთხეებზე ისაუბრეს. ,,რუსეთი ყველაზე პირდაპირი საფრთხეა საერთაშორისო წესრიგისთვის უკრაინაში ამ სასტიკი ომის გამო”- განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ტოკიოში სამიტს ასევე ესწრებოდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი. ევროკავშირის ლიდერების თქმით, ევროკავშირს სურს გახდეს უფრო მსხვილი აქტორი აზიაში. მხარეები შეთანხმდნენ გააძლიერონ პარტნიორობა რუსეთთან ბრძოლაში, ისეთ საკითხებში როგორიცაა ენერგეტიკა. „რუსეთის უკრაინაში შეჭრა მხოლოდ ევროპას არ ეხება, არამედ არყევს საერთაშორისო წესრიგის საფუძველს, მათ შორის აზიაში, რაც არ უნდა იქნას შეწყნარებული,”- აღნიშნა ფუმიო კიშიდამ.

მეტი...

,,თუ პუტინს წინააღმდეგობა არ გავუწიეთ, უკრაინაში შეჭრა არ იქნება მისი ამბიციების დასასრული”- ბორის ჯონსონი

ბორის ჯონსონმა ჰელსინკში, ფინეთის პრეზიდენტთან გამართულ ერთობლივ ბრიფინგზე, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრა კიდევ ერთხელ დაგმო და მიმდინარე კონფლიქტზე ევროპის საპასუხო სანქციებზე ისაუბრა. ,,ჩემი მიზანია შევაჩერო შემდგომი კატასტროფა, მათ შორის ეკონომიკური შედეგები. თუ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს წინააღმდეგობა არ გავუწიეთ, უკრაინაში შეჭრა არ იქნება მისი ნეოიმპერიალისტური, რევანშისტული ამბიციების დასასრული. კატასტროფის ან რომელიმე ჩვენგანზე თავდასხმის შემთხვევაში, დიახ, ჩვენ დავეხმარებით ერთმანეთს, მათ შორის სამხედრო კუთხით, მაგრამ ამ დახმარების ბუნება დამოკიდებული იქნება მეორე მხარის მოთხოვნაზე,” – აღნიშნავს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი.

მეტი...

,,ნატოს ღია კარი ნიშნავს ღია კარს, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და განხილვას არ ექვემდებარება”- ნედ პრაისი

,,ნატო-ს ღია კარის პოლიტიკა ნიშნავს ღია კარს, ეს მნიშვნელოვანია ჩვენთვის და განხილვას არ ექვემდებარება,” – აღნიშნული კომენტარი,  აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა, ნედ პრაისმა ბრიფინგზე გააკეთა. მედიის წარმომადგენელმა სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელს კითხა, იტყვის თუ არა აშშ უარს ნატო-ს გაფართოებაზე უკრაინასა და საქართველოსთან მიმართებაში, რუსეთთან სამშვიდობო შეთავაზების მიზნით. ნედ პრაისმა ჟურნალისტის კითხვას მკაფიო პასუხი გასცა. „ორი სხვადასხვა საკითხია. ვიდრე ვლადიმერ პუტინი ამ ომის წამოწყებას აირჩევდა, ჩვენ ძალიან მკაფიოდ ვთქვით, რომ მზად ვიყავით განგვეხილა ზოგიერთი საკითხი, რომელიც რუსეთმა მაგიდაზე წარმოადგინა და იყო კონკრეტული ნაბიჯები, კონკრეტული დისკუსიები, რომელიც მიგვაჩნდა, რომ ნებისმიერი მათგანი ხელს შეუწყობს ტრანსატლანტიკური…

მეტი...

,,ჩვენ ახლა ვიცავთ ყველა თავისუფალი ერის თავისუფლებას და სიცოცხლის უფლებას”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენკიმ მორიგ ვიდეო მიმართვაში მადლობა გადაუხადა აშშ-ს და ამერიკელ ხალხს დახმარების ახალი პაკეტის დამტკიცებისთვის, რომლის ღირებულება 40 მილიარდი დოლარია. პრეზიდენტმა მიმართვაში ყურადღება გაამახვილა, ლენდ-ლიზის პროგრამის მნიშვნელობაზეც. ,,შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ მხარი დაუჭირა ჩვენი სახელმწიფოსა და გლობალური დემოკრატიის მხარდაჭერის ახალ და მნიშვნელოვან პაკეტს, რომელიც თითქმის 40 მილიარდ დოლარს მოიცავს. ეს თანხები რაც შეიძლება სწრაფად და ბიუროკრატიის გარეშე უკრაინის თავდაცვის გასაძლიერებლად იქნება გამოყენებული. პირველ რიგში, თანხები მიმართული იქნება იარაღის, საბრძოლო მასალისა და აღჭურვილობისკენ, თუმცა არამხოლოდ ამისთვის, ასევე რუსეთის ფედერაციის, ოკუპანტების მიერ ომის დანაშაულების გამოძიების მხარდაჭერაზე. მეორე გადაწყვეტილება მნიშვნელოვანია…

მეტი...