,,ჩვენს უდიდეს გულისტკივილს იწვევს ის საბრძოლო მოქმედებები, რასაც რუსეთი უკრაინაში ახორციელებს”- საქართველოს საპატრიარქო

საქართველოს საპატრიარქო 17 მაისთან დაკაშირებით განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ პარაკლისიც და ლოცვითი მსვლელობაც წელს მიძღვნილი იქნება ერთი მხრივ ოჯახის დღისადმი, ხოლო, მეორე მხრივ მშვიდობისადმი, როგორც საქართველოში, ისე უკრაინასა და მთელ მსოფლიოში. საპატრიარქოს განცხადებაში ვკითხულობთ, რომ წელს, ოჯახის სიწმინდისა და სიმტკიცის დაცვის დღეს, თბილისში შემობრძანდება აწყურის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი. „ხატი ტრადიციისამებრ, ოფრედან (თურქეთის რესპუბლიკა) 11 მაისს წამოაბრძანეს ჩვენმა სასულიერო პირებმა და სამშაბათს, 12:30 საათზე, დააბრძანებენ ქაშვეთის წმინდა გიორგის ეკლესიაში, სადაც შესრულდება პარაკლისი, შემდეგ კი მოეწყობა ლოცვითი მსვლელობა წმინდა ხატებით სიონის დედა-ეკლესიისაკენ. სიონის მცირე ტაძრებში გამობრძანებული იქნება დიდი სიწმინდეები, – წმ. დავით გარეჯელის „მადლის ქვა“ და დიდმოწამე გიორგის წმინდა ნაწილი, და მრევლს…

მეტი...

,,იუსტიციის სამინისტრომ აბსოლუტურად რელევანტური წინადადება შესთავაზა მიხეილ სააკაშვილს”- მიხეილ სარჯველაძე

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა ამ ეტაპზე არ იგეგმება. მისი თქმით, თუკი აღმოჩნდება, რომ სერვისის გაწევა საქართველოში შეუძლებელია, მხოლოდ ამის შემდეგ შეიძლება დაიწყოს მსჯელობა სააკაშვილის უცხოეთში გადაყვანაზე. ,,იმისათვის, რომ საზოგადოებამ ცხადად დაინახოს რეალურად არსებული ვითარება, თუ ვინმეს კითხვები აქვს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიიღოს და ობიექტურად დადგინდეს ყველა გარემოება, რომელთან დაკავშირებითაც ვისმენთ ურთიერთგამომრიცხავ განცხადებებს. იუსტიციის სამინისტრომ ამ მიზნით აბსოლუტურად რელევანტური წინადადება შესთავაზა მიხეილ სააკაშვილს, რომ გამოკვლევები ჩატარებულიყო, შესაბამისად, ამ საკითხს ერთხელ და სამუდამოდ წერტილი დასმოდა,”- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

მეტი...

ევროკავშირი უკრაინას 600 მილიონ ევროს გადასცემს

ევროკავშირი უკრაინას 600 მილიონ ევროს 20 მაისამდე გადასცემს,- აღნიშნულ ინფორმაციას ევროკომისიის სპიკერი, დანა სპინატი ავრცელებს. დანა სპინატის განცხადებით, აღნიშნული გადაწყვეტილება უკრაინის გადაუდებელი მაკროფინანსური პროგრამისთვის არის აუცილებელი. “გუშინ ევროკომისიამ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც აუცილებელია უკრაინის გადაუდებელი მაკროფინანსური დახმარების პროგრამის მეორე პაკეტისთვის. მეორე ნაწილი 600 მილიონ ევროს შეადგენს. თანხის პრაქტიკული გადახდა, კი 20 მაისამდეა მოსალოდნელი”, – აღნიშნა დანა სპინატმა.

მეტი...

,,ბრალი მთლიანად დასავლური ქვეყნების ელიტას ეკისრება”- ვლადიმერ პუტინი

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები, ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ეკონომიკას აზარალებს. რუსეთის პრეზიდენტმა მთავრობის წარმომადგენლებთან ეკონომიკური საკითხების განხილვისას აღნიშნა, რომ ევროპულ სახელწიფოებში სანქციების გავლენით ინფლაციის მკვეთრი ზრდა დაფიქსირდება. ,,დასავლეთის სანქციების გაგრძელება გამოიწვევს რთულ პროგნოზირებად შედეგებს. სანქციები დიდწილად გლობალური კრიზისის პროვოცირებას ახდენს. მათი ავტორები, რომლებიც ხელმძღვანელობდნენ პოლიტიკური ამბიციებით, რუსოფობიით, უფრო მეტად ურტყამდნენ საკუთარ ეროვნულ ინტერესებს, საკუთარ ეკონომიკას, თავიანთი მოქალაქეების კეთილდღეობას. ჩვენ ამას პირველ რიგში, ევროპაში ინფლაციის მკვეთრ ზრდაში ვხედავთ. ზოგიერთ ქვეყანაში ის უკვე მიუახლოვდა წლიურ 20%-ს, მთლიანობაში კი ევროზონაში საქონლის ფასებმა 11%-ზე მეტით მოიმატა. სანქციების აკვიატება, თუ შეიძლება…

მეტი...

,,ნაცმოძრაობის, ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის და რუსეთის ფედერაციის ინტერესი ერთმანეთს ემთხვევა”- გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის თქმით, ანდრეი პიონტკოკსკის განცხადება ემთხვევა იმ მიზნებს, რომლებიც უკრაინის ხელისუფლების ნაწილს საქართველოს ომში ჩართვის მოწოდებასთან დაკავშირებით აქვს. ,,პიანტკოვსის რა მიზანი აქვს არ ვიცი, მაგრამ ფაქტია, რომ “ნაცმოძრაობის”, მასთან დაკავშირებული ზოგიერთი უკრაინელი მაღალჩინოსნის და რუსეთის ფედერაციის ინტერესი ერთმანეთს, პრინციპში, ემთხვევა. ენერგორესურსების მიწოდება, საერთოდ სავაჭრო ტვირთბრუნვა, მათ შორის ჩინეთიდან, საქართველოს მეშვეობით შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ, თუკი არ გინდა რუსეთის ტერიტორიის გამოყენება. ამ მოცემულობიდან გამომდინარე, საქართველო იქცა გარკვეული ინტერესის ობიექტად, გარკვეული პოლიტიკური ძალების მხრიდან, რომელსაც სათავეში უდგას ის ძალა, რომელსაც ხელისუფლებაში უნდა მოსვლა,” – განაცხადა გიორგი  ვოლსკიმ. ,,ძალიან მნიშვნელოვანია…

მეტი...

,,უკრაინაზე თავდასხმამ შეცვალა ჩვენი რეალობა და ჩვენი მომავალი”- ბორის ჯონსონი

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, ბორის ჯონსონმა ფინეთის პრეზიდენტ საულ ნინისტესთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე​, რუსეთის ომის შედეგებზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ომმა უკრაინაში ევროპაში არსებული ვითარება რადიკალურად შეცვალა. „რუსეთის უკრაინაზე თავდასხმამ შეცვალა ევროპული უსაფრთხოების ფორმულა, შეცვალა ჩვენი რეალობა და ჩვენი მომავალი. გავხდით მოწმე „ცივი ომის“ შემდგომი ეპოქის დასრულების. უკრაინაზე თავდასხმამ, რაც არ უნდა სამწუხარო იყოს ის, ახალი თავი გახსნა“, -განაცხადა ბორის ჯონსონმა. შეგახსენებთ, დიდმა ბრიტანეთმა დღეს ფინეთსა და შვედეთთან ხელი მოაწერა ერთობლივ დეკლარაციას ურთიერთდახმარების, კერძოდ კი სამხედრო დახმარების შესახებ, საგარეო საფრთხის შემთხვევაში.

მეტი...

,,საქართველოს აქვს უნიკალური ინსტრუმენტების სპექტრი, მიაღწიოს წინსვლას ნატო-ში გაწევრიანების გზაზე”- ალექსანდრე ვინიკოვი

სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელის, ალექსანდრე ვინიკოვის განცხადებით, საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების გზაზე უნიკალური ინსტრუმენტების სპექტრი აქვს. მისი თქმით, არსებული შესაძლებლობები ხელს შეუწყობს ქვეყნის ნატო-ში ინტეგრაციას. ​„საქართველოს ასევე აქვს უნიკალური პაკეტი სახელწოდებით „საქართველოს არსებითი პაკეტი“, რომელიც არც ერთ სხვა პარტნიორს არ აქვს ნატო-სთან, ის ყოველდღიურ დახმარებას უწევს ქვეყანას საქართველოში მყოფი მრჩევლების მეშვეობით, ასევე იმ მრჩევლების მეშვეობით, რომლებიც რეგულარულად სტუმრობენ საქართველოს, რათა დაეხმარონ თავდაცვის სამინისტროს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს ოფისისა და სხვა ინსტიტუტების რეფორმირებაში. გარდა ამისა, ადგილზე გვაქვს ნატო-ს სამეკავშირეო ოფისი, რომელიც მხარს უჭერს პოლიტიკურ დიალოგს და პრაქტიკული შესაძლებლობების განვითარების თანამშრომლობას. ასე რომ…

მეტი...

,,დასავლეთმა უნდა იფიქროს თავისი ქმედებების შესაძლო შედეგებზე”- დიმიტრი მედვედევი

დიმიტრი მედვედევი დასავლეთს ემუქრება. რუსი პოლიტიკოსის განცხადებით, დასავლეთის მიერ უკრაინისთვის იარაღის მიწოდება და ნატოს წვრთნების ჩატარება რუსეთის საზღვრებთან საპასუხო შედეგებს გამოიწვევს. ,,დასავლური “მოლაპარაკე თავები” აგრძელებენ გულწრფელი ცინიზმით ლაპარაკს რუსეთთან ნატოს ომზე. ისინი მთელი ძალით ცდილობენ დღის წესრიგში შეიყვანონ თეზისი იმის შესახებ, რომ რუსეთი მსოფლიოს ბირთვული კონფლიქტით აშინებს. დასავლეთმა უნდა შეწყვიტოს საკუთარი თავისა და სხვების მოტყუება და იფიქროს თავისი ქმედებების შესაძლო შედეგებზე. ასეთ კონფლიქტს ყოველთვის აქვს სრულფასოვან ბირთვულ ომში გადაქცევის რისკი. ეს იქნება ყველასთვის კატასტროფული სცენარი” – განაცხადა დიმიტრი მედვედევმა.

მეტი...

გერმანიამ რუსეთს გაზის საფასური რუბლით გადაუხადა

იტალიის პრემიერ-მინისტრის მარიო დრაგის ინფორმაციით, ​რუსული გაზის უმსხვილესმა იმპორტიორმა   გერმანიაში, ბუნებრივი აირის საფასური რუბლით გადაიხადა. საუბარია გერმანული კომპანია ,,Uniper SE-ზე”, რომელიც გერმანიაში რუსული გაზის უმსხვილესი მყიდველია. „მტკიცებულება, რომელიც ჩვენ ვნახეთ, გვიჩვენებს, რომ გერმანიაში გაზის უმსხვილესმა იმპორტიორმა   საფასური რუბლებში უკვე გადაიხადა,“– განაცხადა მარიო დრაგიმ. იტალიის პრემიერმა აღნიშნა, რომ ევროპულ კომპანიებს შეეძლებათ რუსული გაზის საფასურის გადახდა რუბლებში ისე, რომ არ დაარღვიონ ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციები. „არ არსებობს ოფიციალური განცხადება იმის შესახებ, კონკრეტულად რა ჩაითვლება სანქციების დარღვევად. არავის უთქვამს, რუბლით გადახდები დაარღვევს თუ არა სანქციებს. ეს ასეთი რუხი ზონაა,“ – განაცხადა მარიო დრაგიმ.…

მეტი...

,,მთავარი ამოცანაა სააკაშვილის გაყვანა, მისი ჯანმრთელობა არავის აინტერესებს”- გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის თანაპარტიელებს მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არ ადარდებთ. მისი თქმით,  მათი მთავარი მიზანი, ყოფილი პრეზიდენტის ქვეყნიდან გაყვანაა. „რაც შეეხება თავდებობას, მთავარი ამოცანაა სააკაშვილის გაყვანა, მისი ჯანმრთელობა არავის აინტერესებს. ჯანმრთელობის შერყევა ერთადერთ მექანიზმად აქვთ გამოყენებული, რომ მთავარი მისია შეასრულონ – როგორმე სააკაშვილი საზღვარგარეთ გაიყვანონ. ეს იმის მიუხედავად, რომ სამედიცინო თვალსაზრისით, ამის საფუძველი არ არსებობს. საფუძველი სამართლებრივადაც არ არსებობს, რადგან ფორმულა, რომ თავდებობა წარმოადგენს პატიმრის საზღვარგარეთ გაყვანის საფუძველს, კანონმდებლობაში არ არსებობს. მათი ერთ-ერთი სტრატეგიული გეგმა და ამოცანა საზოგადოებისთვის დეზინფორმაციის მიწოდებაა,“– განაცხადა გიორგი ვოლსკიმ. ამასთან, პარლამენტის პირველი…

მეტი...

,,ჩვენი მოთხოვნაა მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ გადაიყვანონ”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილი კლინიკა “ვივა მედში” გადაიყვანეს. ადგილზე ცოტა ხნის წინ იმყოფებოდა ყოფილი პრეზიდენტის დედა, გიული ალასანია. ალასანიას განცხადებით, მის მთავარ მოთხოვნად კვლავ, სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანა რჩება. ,,ექიმების მხრიდან ვისმენ, რომ აქ არ არის ის გამოცდილება, რომელსაც მისი დაავადებები მოითხოვს. ცხრა არის უკვე დიაგნოზი, ამიტომ არის საჭირო მისი საზღვარგარეთ გადაყვანა, უცხოეთშიც ყველა კლინიკაში არ ხდება მკურნალობა. ჩვენი მოთხოვნა არის ის, რომ მიხეილ სააკაშვილი საზღვარგარეთ უნდა გადაიყვანონ და ადამიანი მოარჩინონ ბოლოს და ბოლოს,” – განაცხადა გიული ალასანიამ.

მეტი...

,,რუსეთი უკრაინის მთავარი ქალაქების ხელში ჩაგდებას ვერ ახერხებს”- დიდი ბრიტანეთის დაზვერვა

გაერთიანებული სამეფოს დაზვერვის ინფორმაციით, რუსეთი ხარკოვის რეგიონიდან სამხედრო შენაერთებს გამოიყვანს, რათა მძიმე დანაკარგების შემდეგ ძალების რეორგანიზაცია და შევსება მოახდინოს. „უკრაინული ძალები ხარკოვის ჩრდილოეთით კონტრშეტევებს აგრძელებენ და რუსეთის საზღვრის მიმართულებით რამდენიმე ქალაქი და სოფელი დაიბრუნეს. დონბასში რუსეთის  ოპერაციების პრიორიტეტულობამ ხარკოვის რეგიონში განლაგებული ქვედანაყოფები დაუცველი გახადა მობილური და უაღრესად მოტივირებული უკრაინის კონტრშეტევითი ძალების მიმართ,”– ნათქვამია უწყების განცხადებაში. ამასთან, ბრიტანეთის დაზვერვის ცნობით, კონფლიქტის საწყის ეტაპზე ხარკოვის გარშემო მიღწეული წარმატების მიუხედავად, დიდი დანაკარგების შემდეგ, რუსეთმა ამ ტერიტორიიდან ქვედანაყოფები გამოიყვანა. „რუსული ჯარების გაყვანა ხარკოვის რეგიონიდან არის იმის „მდუმარე აღიარება“, რომ რუსეთი უკრაინის იმ მთავარი ქალაქების ხელში ჩაგდებას ვერ…

მეტი...

,,ნატო მოძრაობს ჩვენი ქვეყნის მიმართულებით”- დიმიტრი პესკოვი

რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა დიმიტრი პესკოვმა, ფინეთის ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ისაუბრა. პესკოვის განცხადებით, რუსეთის პასუხი დამოკიდებული იქნება იმაზე, თუ  მომავალში როგორ იქნება ნატო-ს გაფართოების პროცესი გამოხატული და რამდენად ახლოს იქნება სამხედრო ინფრასტრუქტურა განლაგებული რუსეთის საზღვრებთან. „პრეზიდენტისა და მთავარსარდლის ამჟამინდელი ინსტრუქციაა, რომ შემუშავდეს ზომების სია ჩვენი დასავლეთ ფლანგების გასაძლიერებლად, ნატო-ს აღმოსავლეთ ფლანგის გაძლიერებასთან დაკავშირებით, ანუ ნატო მოძრაობს ჩვენი ქვეყნის მიმართულებით. ამიტომ, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გახდება ელემენტები სპციალური ანალიზისა და აუცილებელი ღონისძიებების შესამუშავებლად, რათა დაბალანსდეს სიტუაცია და ჩვენი უსაფრთხოება უზრუნველყოფილი იყოს,“ – განაცხადა დიმიტრი პესკოვმა. ფინეთი ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს დღეს…

მეტი...

,,ომი საქართველოში არ დაიწყება – ეს არის ფორმულა”- გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გიორგი ვოლსკის განცხადებით, ანდრეი პიონტკოკსკი ,,კა-გე-ბეს“ ყოფილი მაღალჩინოსანია და მას, შეერთებულ შტატებში ავტორიტეტი არ აქვს. „პიონტკოკსკი „კა-გე-ბეს“ მაღალჩინოსანი იყო, რაღაც გაურკვევლობები ჰქონდა აშშ-თან. იქ მას არ აქვს ავტორიტეტი და, სამწუხაროდ, დაიპყრო უკრაინული მედია, რომელიც ხშირად ციტირებს მას. ამ კომენტარების საგანგებო ნაწილი ასეთია: იმის ხელშემშლელი, რომ საქართველო მეორე ფრონტს ხსნის, არის ბიძინა ივანიშვილის ფაქტორი. სწორედ ამიტომ მათ უნდა უკარნახონ ამერიკის კონგრესს, რომ სანქციები აუცილებლად დაუწესდეს ბიძინა ივანიშვილს, თორემ წინააღმდეგ შემთხვევაში ომი საქართველოში არ დაიწყება – ეს არის ფორმულა და ამის იქით არაფერი იკითხება,“- აღნიშნავს გიორგი ვოლსკი. ,,ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეორე…

მეტი...

,,აქ მოსვლა არ არის მკურნალობა, ეს არის მოსამზადებელი ეტაპი”- გიორგი ჩალაძე

გიორგი ჩალაძის განცხადებით, სააკაშვილის კლინიკა „ვივამედში“ გადაყვანა არ არის მკურნალობის ნაწილი. მისი თქმით, უნდა დაიწყოს მომზადება სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადასაყვანად. „ვივამედში“ სააკაშვილის გადმოყვანა უნდა იყოს მომზადება შემდეგი ეტაპისთვის, საზღვარგარეთ   გასვლისთვის. აქ მოსვლა არ არის მკურნალობა – ეს არის მოსამზადებელი ეტაპი, რომ პრეზიდენტი ქვეყნიდან   გავიდეს“, – აცხადებს გიორგი ჩალაძე.

მეტი...

,,პუტინი არც ჰიტლერია და არც სტალინი, სამწუხაროდ, ის უფრო საშიშია”- მატეუშ მორავიეცკი

პოლონეთის პრემიერის, მატეუშ მორავიეცკის განცხადებით, ვლადიმერ პუტინი გაცილებით საშიშია, ვიდრე ადოლფ ჰიტლერი და იოსებ სტალინი იყვნენ. ,,პუტინი არც ჰიტლერია და არც სტალინი, სამწუხაროდ, ის უფრო საშიშია. მის ხელთ უფრო მომაკვდინებელი იარაღია, მას ასევე ხელთ აქვს მედია მისი პროპაგანდის გასავრცელებლად,”- განაცხადა პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა. მატეუშ მორავიეცკი მიიჩნევს, რომ ევროპისთვის საფრთხის არიდების ერთადერთი გზა პუტინის რეჟიმის შეცვლაა. ,,როგორც ოდესღაც გერმანია დაექვემდებარა დენაციფიკაციას, დღეს რუსეთისა და ცივილიზებული სამყაროს ერთადერთი შანსი არის “დეპუტინიზაცია“. თუ ჩვენ დაუყოვნებლივ არ ჩაერთვებით ამ ამოცანის შესრულებაში, ჩვენ არამარტო უკრაინას დავკარგავთ, არამედ ასევე დავკარგავთ ჩვენ სულს, თავისუფლებაას და სუვერენიტეტს,”- აღნიშნა მატეუშ მორავიეცკიმ.

მეტი...

აშშ-ის საელჩომ შსს-ს უსაფრთხოების სპეციალური ტექნიკა გადასცა

შინაგან საქმეთა სამინისტროს დაცვის პოლიციის დეპარტამენტს საქართველოში აშშ-ის მისიის ხელმძღვანელის მოადგილე – რაიან ჰარკერ ჰარისი, საელჩოს რეგიონული უსაფრთხოების უფროსი – ჯეიმს ულინი და რეგიონული უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომელი – მაკა მალაციძე ეწვივნენ. სტუმრებმა დეპარტამენტს საჩუქრად უსაფრთხოების სპეციალური ტექნიკა – მეტალოდეტექტორის თაღი გადასცეს. დაცვის პოლიციის დეპარტამენტის თავმჯდომარემ – გიორგი ბაგრატიონმა, აშშ-ის საელჩოს წარმომადგენლებთან ერთად, გადმოცემული მეტალოდეტექტორი დაათვალიერა. შემდეგ გაიმართა სამუშაო შეხვედრა, სადაც მხარეებმა არსებული ურთიერთთანამშრომლობის საკითხები და სამომავლო გეგმები მიმოიხილეს.

მეტი...

,,გვაქვს მოლოდინი, რომ საქართველოს დაუფასდება ის მნიშვნელოვანი რეფორმები , რომელიც ქვეყანამ გაატარა”- ილია დარჩიაშვილი

საგარეო საქმეთა მინისტრის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ISIS-ის წინააღმდეგ ბრძოლის გლობალური კოალიციის მინისტერიალში მონაწილეობით, დაფიქსრიდა, რომ საქართველო აქტიურად არის ჩართული გლობალური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში.   საგარეო უწყების ხელმძღვანელის თქმით, მინისტერიალის ფარგლებში, ევროპელ კოლეგებთან შეხვედრის   დროს,   საუბრისას მთავარი თემა იყო საქართველოს ევროპული ინტეგრაცია და ის მოლოდინები, რომელიც   ქვეყანას აქვს კითხვარის შევსების შემდგომ პროცესში. „ჩვენი პარტნიორების მხრიდან კიდევ ერთხელ დაფიქსირდა საქართველოს ხელშესახები შედეგები ევროინტეგრაციის გზაზე და  მათთან ვისაუბრე, თუ რა მოლოდინები შეიძლება ჰქონდეს ჩვენს ქვეყანას და ვფიქრობ, რომ ჩვენი პარტნიორების განწყობა არის ძალიან პოზიტიური და ჩვენ გვაქვს მოლოდინი იმის, რომ საქართველოს დაუფასდება ის…

მეტი...

,,რას გვთხოვენ, აფხაზეთში ტანკებით შევიდეთ, ხალხი ამოვხოცოთ?” – სანდრო რაქვიაშვილი

„გირჩის“ წევრი, სანდრო რაქვიაშვილი რუსი პოლიტოლოგის, ანდრეი პიონტკოვსკის განცხადებას   ეხმაურება,    რომელიც მან ტელეკომპანია „უკრაინა 24“-ის ეთერში გააკეთა. რაქვიაშვილის შეფასებით, უკრაინაში ვითარება უფრო განიმუხტება, თუ მეორე ფრონტს ჩინეთი და იაპონია გახსნიან. „რას გვთხოვენ, აფხაზეთში ტანკებით შევიდეთ, ხალხი ამოვხოცოთ? ეს როგორ წარმოუდგენიათ? ხომ ვხედავთ, ომი რას ნიშნავს? თუ ჩვენ თავდამსხმელები ვართ, ისე უნდა გავაკეთოთ, რასაც რუსები უკრაინაში აკეთებენ და როგო შეიძლება ეს ჩვენგან მოითხოვონ? არ მგონია, ასეთი დისკუსია ვინმემ სერიოზულად დაიწყოს. ყოველ შემთხვევაში, იმ ადამიანმა, ვისაც პრეტენზია აქვს, რომ სიტუაციაში ერკვევა, თორემ თეორიულად, რა თქმა უნდა, ჩინეთმა რომ მეორე ფრონტი გახსნას, ეს…

მეტი...

ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებას ზღუდავს

ამერიკული მედიის ინფორმაციით, აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ადმინისტრაციამ ოფიციალური კიევისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გაზიარებასთან დაკავშირებით ახალი გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტის მიხედვით, აშშ არ გასცემს ისეთ ინფორმაციას, რომელიც ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბულობას შექმნის. „ვაშინგტონი უკრაინაში მილიარდობით აშშ დოლარის ღირებულების იარაღს აგზავნის, მაგრამ შეერთებული შტატები ბევრად უფრო ფრთხილია რუსული არმიის შესახებ უკრაინისთვის სადაზვერვო ინფორმაციის გადაცემაზე,”- წერს გამოცემა The Washington Post. ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დაძაბულობის ესკალაციის თავიდან ასარიდებლად, თეთრი სახლის ადმინისტრაციამ სადაზვერვო ინფორმაციის გასაზიარებლად შესაბამისი სახელმძღვანელო მითითებები შეიმუშავა. დოკუმენტის მიხედვით, აშშ არ გასცემს დეტალურ ინფორმაციას იმაზე, რაც რუსი მაღალჩინოსანი ოფიცრების სიცოცხლეს შეუქმნის საფრთხეს. ამასთან, არ…

მეტი...

,,ვინც აცხადებს, რომ უნდა დაიწყოს ომი, ის საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილია”- მიხეილ სარჯველაძე

მიხეილ სარჯველაძე რუსი პოლიტოლოგის, ანდრეი პიონტკოვსკის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც მან „უკრაინა 24“-ის ეთერში გააკეთა. „მიუხედავად ნაციონალობისა, მიუხედავად ეთნიკური წარმომავლობისა, მოქალაქეობისა, ყველა, ვინც დღეს აცხადებს, რომ საქართველოში უნდა დაიწყოს ომი, ის საქართველოს მიმართ მტრულად განწყობილია. ნებსით თუ უნებლიეთ, ეს საქართველოს მტრობაა. შესაბამისად, რომელ ნაციონალობასაც არ უნდა მიეკუთვნებოდეს ადამიანი, ვინც საქართველოს მოუწოდებს საომარი მდგომარეობის გამოცხადებას, ომში ჩართვას, რასაკვირველია, ეს საქართველოს ინტერესში არ არის. ესაა, ნებსით თუ უნებლიეთ, საქართველოს ინტერესების მტრობა,“ – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. ,,ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა”- ანდრეი პიონტკოვსკი

მეტი...

,,რუსეთის ომი უკრაინის იდენტობის და კულტურის ჩახშობის მცდელობაა”- აშშ-ის ელჩი ეუთოში

ეუთო, უკრაინაში რუსეთის მიერ სამხედრო დანაშაულების გამოძიებას განაგრძობს. უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს დანაშაულის დამამტკიცებელი ფაქტების მოძიება. ამ მიზნით, დღეს კონგრესის საგარეო საქმეთა კომიტეტმა ეუთოში აშშ-ის ელჩს მოუსმინა. მაიკლ კარპენტერის განცხადებით, რუსების მიერ ჩადენილი და ეუთოს მიერ აღწერილი სისასტიკის ფაქტები, შესაძლოა სამხედრო დანაშაულის კატეგორიით გადაკვალიფიცირდეს. ,,რუსეთის ძალების მიერ ჩადენილი სისასტიკის მასშტაბი დრამატულად გაიზარდა. რუსეთმა მარიუპოლის განადგურების კამპანია გააგრძელა და თავდასხმა განაახლა უკრაინის სამხრეთსა და აღმოსავლეთში. მარიუპოლის ბარბაროსულ ალყაში, ათობით ათასი მშვიდობიანი მოქალაქე შეიძლება იყოს დაღუპული. კიევის და ხარკივის მხარეების გათავისუფლებამ გამოავლინა სამოქალაქო პირთა მკვლელობების და სექსუალური ძალადობის მასობრივი შემთხვევები, ჩადენილი რუსეთის ძალების მიერ,” – განაცხადა ელჩმა.…

მეტი...

რუსულ აგრესიას ,,აზოვსტალში” 27 წლის ქართველის სიცოცხლე ემსხვერპლა

უკრაინაში კასეტური ბომბის აფეთქებას  27 წლის ქართველი სამხედრო, ტატო ბიგვავა ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი ,,აზოვსტალის” თავშესაფრიდან ბავშვებისა და მოხუცების ევაკუაციისთვის, ჰუმანიტარული დერეფნის უსაფრთხოებას იცავდა. ტატო ბიგვავა ,,აზოვის” პოლკის მეორე ასეულს ხელმძღვანელობდა. უკრაინის სამხედრო აკადემიის დამთავრების შემდეგ, იგი ბატალიონში 2014 წლიდან ირიცხებოდა. დაღუპული სამხედროს ცხედარი ამ დრომდე ,,აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიაზეა და უცნობია როდის მოხერხდება მისი გადმოსვენება.  

მეტი...

,,საქართველოში სააკაშვილის მკურნალობა შეუძლებელია”- რომან გოცირიძე

მიხეილ სააკაშვილის კლინიკა “ვივამედში” გადაყვანას პოლიტიკოსები ეხმაურებიან. სააკაშვილის თანაპარტიელები მიიჩნევენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობისთვის, მისი საზღვარგარეთ გადაყვანა აუცილებელი ნაბიჯია. ,,ეს არის პირველი ეტაპი, რომელმაც ელემენტარულად უნდა აღადგინოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რათა შემდეგ იგი გადაყვანილ იქნას საზღვარგარეთ სამკურნალოდ. საქართველოში მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა შეუძლებელია, არა იმიტომ, რომ ექიმები არ გვყავს, არამედ იმიტომ, რომ ეს არ უნდა ხელისუფლებას,”- აცხადებს რომან გოცირიძე.

მეტი...

,,ბოლოს და ბოლოს, გადაიყვანეს ჩემი შვილი ვივამედში, კმაყოფილი ვარ ამ ფაქტით”- გიული ალასანია

მიხეილ სააკაშვილის დედა, გიული ალასანია ყოფილი პრეზიდენტის კლინიკა “ვივა მედში” გადაყვანას ეხმაურება. ალასანია იმედოვნებს, რომ მისი შვილის გამოკვლევა სათანადოდ მოხდება. ,,გუშინ ღამე, მოგეხსენებათ, ჩვენი საზოგადოების ნაწილს აღმოაჩნდა ასეთი იუმორის გრძნობა, მთელი ღამე გვეთამაშნენ, ხან მიგვიყვანეს, ხან წამოგვიყვანეს და ასე გავატარეთ ღამე. ერთი ადამიანი კიდევ, პარლამენტის ტრიბუნიდან “ტიპად” იხსენიებს ადამიანს, რომლის წყალობითაც დღემდე არსებობს ქართული სახელმწიფოებრიობა. ასეთ მძიმე რეალობაში ვართ სამწუხაროდ. ბოლოს და ბოლოს, გადაიყვანეს ჩემი შვილი “ვივამედში“. კმაყოფილი ვარ ამ ფაქტით და იმედი მაქვს, რომ მოხდება მისი გამოკვლევა, ვნახოთ. დანარჩენი არაფერი ვიცი, როგორ იქნება ჩვენი შეშვება-არშეშვება. ალბათ მიიღებენ რაღაც გადაწყვეტილებას…

მეტი...

,,იარაღები, აღჭურვილობა, ფინანსური დახმარება, სანქციები რუსეთზე”- ვოლოდიმირ ზელენსკი დამატებით დახმარებას ითხოვს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელესნკიმ  ატლანტიკურ საბჭოს გადაცემული ჯილდოსთვის მადლობა გადაუხადა. ზელენსკის განცხადებით, უკრაინელი ხალხის სიმამაცისა და სიბრძნის უკან ათასობით რეალური ისტორია, სახელი და გმირობის ისტორია დგას. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინას რთულ ბრძოლაში იარაღი და ფინანსური დახმარება სჭირდება. მისი თქმით, ახლა უკრაინელებისთვის მნიშვნელოვანია, მთელი მსოფლიოსგან იგრძნონ, რომ ისინი ამ განსაცდელში მარტო არ არიან. ,,ეს სამართლიანი და სწორი ჟესტია, პატივი მიაგო უკრაინელ ხალხს, რადგან სიმამაცე ჩვენი ხასიათის ეროვნული თვისებაა. ესენი არიან მარიუპოლისა და “აზოვსტალის” შეუპოვარი მცველები, რომლებიც თვეებია ინარჩუნებენ პოზიციას. ეს ყველა მებრძოლია, რომელიც დაიღუპა უკრაინის დაცვისთვის, მაშასადამე ევროპის დაცვისთვის. ნუ შეგეშინდებათ, მოდით…

მეტი...

ფინეთი ნატო-ში გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს დღეს გააკეთებს

ფინეთის პრეზიდენტი საული ნიინისტო ნატო-ში ქვეყნის გაწევრიანების შესახებ ოფიციალურ განაცხადს დღეს გააკეთებს. ფინეთი 1300 კილომეტრის სიგრძის საზღვარს იყოფს რუსეთთან.  2014 წელს რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის შემდეგ, ნატო-სთან პარტნიორული ურთიერთობები გააძლიერა. თუმცა, ამ დრომდე გაწევრიანებისგან თავს იკავებდა. ,,ნატო-ში გაწევრიანება გააძლიერებს ფინეთის უსაფრთხოებას. როგორც ნატოს წევრი, ფინეთი გააძლიერებს მთელ თავდაცვის ალიანსს. ფინეთმა დაუყოვნებლივ უნდა მიმართოს ნატოში გაწევრიანებას. ვიმედოვნებთ, რომ ამ გადაწყვეტილების მისაღებად საჭირო ეროვნული ნაბიჯები სწრაფად გადაიდგმება მომდევნო პერიოდში,”- ნათქვამია პრეზიდენტის და პრემიერის საერთო განცხადებაში. ფინეთი განაცხადის გაკეთებით,  ნეიტრალურ სტატუსზე უარს ამბობს.

მეტი...

,,ისვრიან დასახლებული პუნქტების მიმართულებით, ჰუმანიტარული სიტუაცია ზღვარზეა”- სერგეი გაიდაი

ლუგანსკის ოლქის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, სერგეი გაიდაი აცხადებს, რომ რუსი სამხედროები  სევეროდონეცკისა და რუბეჟნოეს სრულად ოკუპირებას ცდილობენ. გაიდაის თქმით, ოკუპანტები  ლუგანსკის   ოლქის მიერთებისთვის იბრძვიან, თუმცა წარუმატებლად. ,,რაშისტები ჯერჯერობით მდინარის გადალახვას ვერ ახერხებენ. მხოლოდ თევზებს კვებავენ საკუთარი თავებით. ჩვენი მებრძოლები ბუზებივით კლავენ მათ. ვერც მთავარი გზა ჩაიგდეს ხელში და 7-კილომეტრიან მონაკვეთს შორიდან ესვრიან. ასევე, ისვრიან დასახლებული პუნქტების მიმართულებით. ჰუმანიტარული სიტუაცია ზღვარზეა. საწყობებში ძალიან ცოტა ჰუმანიტარული დახმარება დარჩა. არ მუშაობს არც მობილური კავშირი. ამ ყველაფრის გამო, შეუძლებელია ხალხის ევაკუაციაც”, – აცხადებს სერგეი გაიდაი.

მეტი...

,,დაგვეხმარეთ აზოვსტალიდან შუამავალ ქვეყანაში გასვლაში”- უკრაინელი სამხედრო დახმარებას ილონ მასკს სთხოვს

მარიუპოლში მებრძოლი უკრაინელი სამხედრო, სერგეი ვოლინა ილონ მასკს სთხოვს ,,აზოვსტალის” ქარხნიდან ევაკუაციაში  დაეხმაროს. უკრაინის 36-ე საზღვაო ქვეითი ბრიგადის მეთაური, ქარხნის ტერიტორიაზე მყოფი პირების  მესამე ქვეყანაში გაყვანას ითხოვს. ,,ისინი ამბობენ, რომ თქვენ სხვა პლანეტიდან ხართ ტელეპორტირებული, რათა ხალხს ასწავლოთ შეუძლებელის რწმენა. ჩვენი პლანეტები ერთმანეთის გვერდით არიან, რადგან მე ვცხოვრობ იქ, სადაც გადარჩენა თითქმის შეუძლებელია. დაგვეხმარეთ ,,აზოვსტალიდან” შუამავალ ქვეყანაში გასვლაში. თუ არა შენ, მაშინ ვინ? მინიშნება მომეცი. მივმართავ ყველა ადამიანს პლანეტა დედამიწაზე, დაეხმარეთ ილონს, ნახოს ჩემი მიმართვა. ამბობენ, რომ მისი ამოცანა იყო კაცობრიობის შთაგონება, შეუძლებელის შესაძლებლობა დაეჯერებინათ. მან დაამტკიცა, რომ მისთვის არ არსებობს გადაუჭრელი პრობლემები, რომ ყველაფერი შესაძლებელია! ის…

მეტი...

მიხეილ სააკაშვილი კლინიკაში გადაიყვანეს

მიხეილ სააკაშვილი რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან კლინიკა „ვივამედში“ გადაიყვანეს. კლინიკა „ვივამედთან“ უსაფრთხოების ზომები გამკაცრებულია და მობილიზებული არიან სამართალდამცველები. სამკურნალო დაწესებულებაში სპეციალური ზომებია მიღებული. შენობის მე-5 სართული, სადაც ყოფილი პრეზიდენტის პალატაა განთავსებული, ფაქტობრივად მთლიანად ცარიელია.

მეტი...

„ნაციონალური მოძრაობის დაშლა, ეს არის რეცეპტი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის”- იაგო ხვიჩია

ოპოზიციონერი დეპუტატი, იაგო ხვიჩია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ გადაყვანა, კლინიკის დასკვნის საფუძველზე ვერ მოხდება. მისი თქმით, ამისთვის საჭიროა ,,ნაცმოძრაობის“ დაშლა. „ჩემი აზრით, ეს პარტია მიხეილ სააკაშვილის საკუთრებაა. შესაბამისად, მისი გადასაწყვეტია მისი საკუთრების განკარგვასთან დაკავშირებული ნებისმიერი ღონისძიება, მათ შორის დაშლა. აქედან გამომდინარე, მთავარი არ არის „ნაცმოძრაობის“ დაშლა, მთავარია მიხეილ სააკაშვილს ეყოს ძალა ასეთი გადაწყვეტილების მიღებისთვის. მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობისთვის უკიდურესად აუცილებელია არა „ვივამედში“ გადაყვანა, არამედ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა, ეს არის რეცეპტი. არ ვიცით, ყველა წამალი საბოლოო ჯამში განკურნავს თუ არა, მაგრამ სწორი წამლის დანიშვნა პირველი გზაა გამოჯანმრთელებისთვის. სწორი წამალი „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლაა, ეს როგორ იმოქმედებს ვნახოთ,…

მეტი...

,,ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში მეორე ფრონტის გახსნა”- ანდრეი პიონტკოვსკი

,,უკრაინა 24″-ის ეთერში რუსმა პოლიტოლოგმა ანდრეი პიონტკოვსკიმ, საქართველოს შესახებ ისაუბრა. პოლიტოლოგის განცხადებით, აუცილებელია ბიძინა ივანიშვილი მოხვდეს სანქცირებულ პირებს შორის და საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას. ,,ჩვენი ძველი “მეგობარი” მაიკლ მაკფოლი, რომელთანაც მე დიდხანს ვკამათობდი, როდესაც ის იყო რუსეთში აშშ-ის ელჩი, ახლა სწორ პოზიციას იკავებს. ის არის პასუხისმგებელი სანქციებზე. ის საზღვრავს პრინციპულ ხაზს, სანქციების სტრატეგიას, თუ ვისზე გავრცელდეს და რამდენადაც ჩემთვის არის ცნობილი, შექმნილია ამერიკულ-უკრაინული ჯგუფი ერმაკ-მაკფოლი, რომელიც სანქციებითაა დაკავებული. თქვენ, უკრაინელ ჟურნალისტებს გეძლევათ საშუალება, უკარნახოთ ბატონ ერმაკს, მას ხომ ახლა პირდაპირი გზა აქვს მაკფოლთან, რომელიც თავის მხრივ, პირდაპირ ბაიდენთანაა. დავამატებდი, ამაზე წერდა…

მეტი...

„გულითადად გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს”- ირაკლი ღარიბაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მოქალაქეებს ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღესა და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს ულოცავს. „გულითადად გილოცავთ ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს და ღვთისმშობლისადმი საქართველოს წილხვდომილობის ეროვნულ დღესასწაულს! ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისში ქრისტეს პირველმა მოციქულმა საფუძველი ჩაუყარა ქრისტიანობის გავრცელებას ღვთისმშობლის წილხვედრ ჩვენს ქვეყანაში. ორ ათასწლეულზე მეტია, რაც მაცხოვრის სიტყვა და სახარების ფასეულობები განსაზღვრავს ჩვენს იდენტობას, ისტორიას, კულტურას, სახელმწიფოებრიობას, ცხოვრების წესს. ეს ის ფასეულობებია, რომლებმაც ისტორიულად განაპირობა დემოკრატიის, ადამიანის თავისუფლების, მშვიდობისა და კეთილდღეობის პოლიტიკური იდეალები და საფუძვლად დაედო თანამედროვე დასავლურ ცივილიზაციას. ამ ფასეულობებისადმი განუხრელი ერთგულების ნიშნად, 2018 წელს ჩვენ გავიზიარეთ…

მეტი...

საჰაერო იერიშს დნეპროპეტროვსკის ოლქში მსხვერპლი მოჰყვა

დნეპროპეტროვსკის ოლქის, რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, ვალენტინ რეზნიჩენკოს ინფორმაციით, ოკუპანტებმა ოლქი სარაკეტო სისტემა “ურაგანიდან” დაბომბეს. შემთხვევის შედეგად დაიღუპა ერთი ადამიანი. ,,დილით ოკუპანტებმა კვლავ ცეცხლი გაუხსნეს ზელენოდოლსკის თემს “ურაგანებიდან“. სწორედ მაშინ დაარტყეს, როდესაც ხალხი სამსახურში მიდიოდა. ერთი ადამიანი მოკლეს, ერთი დაჭრილია. განადგურდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის ობიექტი,”- განაცხადა ვალენტინ რეზნიჩენკომ. ამასთან, მთელი ღამის განმავლობაში იბომბებოდა კრივოი-როგი, სადაც რუსმა სამხედროებმა აკრძალული იარაღები – ე.წ. ფოსფორის ბომბები და კასეტური საბრძოლო მასალები გამოიყენეს.  

მეტი...

რუსეთი ევროპულ კონპანიებს სანქციებს უწესებს

რუსული მედიის ინფორმაციით, რუსეთმა საპასუხო სანქციები დაუწესა ენერგეტიკულ კომპანიებს, რომელთა საშუალებითაც ევროპაში ბუნებრივი აირის ტრანზიტს ახორციელებდა. სანქციები 31 ორგანიზაციას შეეხო, რომლებიც  გერმანიის, საფრანგეთის, ევროპის კიდევ რამდენიმე ქვეყნისა და ასევე აშშ-სა და სინგაპურის ტერიტორიებზე ოპერირებდნენ. მათ შორისაა „გაზპრომ“ გერმანია და „ევროპოლ გაზიც”. სანქცირებულ კომპანიებთან რუსულ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს ფინანსური ოპერაციების განხორციელება ეკრძალებათ.  

მეტი...

,,სახელმწიფო მედიკამენტებით უზრუნველყოფის პროგრამაში ხარჯავს 24 მილიონს”- დავით სერგეენკო

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ პლენარულ სხდომაზე მედიკამენტებით უზრუნველყოფის  პროგრამაზე ისაუბრა. ,,აღინიშნა, რომ მნიშვნელოვანი პროგრესია მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მხრივ. დათვლილი და დამტკიცებულია, რომ როდესაც სახელმწიფო თავისი ჯანდაცვის ბიუჯეტის დაახლოებით 10 პროცენტს ხარჯავს მედიკამენტებით უზრუნველყოფის  პროგრამაში, ეს ითვლება სტაბილურ თამასად. ჩვენ ახლა ვხარჯავთ 24 მილიონს. ეს დაახლოებით ორი პროცენტია და ეს მაჩვენებელი უნდა გახუთმაგდეს. ეს ის ციფრებია, რომელთან კამათს აზრი არ აქვს, ეს არის მოცემულობა,”-განაცხადა დავით სერგეენკომ. მისი თქმით, რა თქმა უნდა, კრიტიკა საჭიროა, მაგრამ სწორება ამ ციფრებზე უნდა იყოს იმიტომ, რომ ამის გარეშე არც კლინიკურ მედიცინაში და არც ჯანდაცვაში სასწაულები…

მეტი...