,,იძულებულები ვართ ოპერაციები ანესთეზიის გარეშე ჩავატაროთ”- ,,აზოვის” პოლკის სამხედრო

მარიუპოლის მცველი, “აზოვის პოლკის” მეთაურის მოადგილე, სვიატოსლავ პალამარი “აზოვსტალის” ქარხანაში არსებულ კრიტიკულ  ვითარებაზე საუბრობს. მისი განცხადებით, დაჭრილებისთვის საკმარისი მედიკამენტები არ აქვთ, ამიტომ უწევთ, ოპერაციები ანესთეზიის გარეშე ჩაატარონ. ,,ბიჭები კვდებიან, წამლები არასაკმარისია. იძულებულები ვართ ოპერაციები ანესთეზიის გარეშე ჩავატაროთ. თუ მესამე მხარე არ დაგვეხმარება, კატასტროფა იქნება. საერთაშორისო პარტნიორებისგან გარანტიებია საჭირო და პუტინზე ზეწოლა იმ ქვეყნების მხრიდან, რომლებსაც მასთან საუბარი შეუძლიათ,” – აცხადებს პალამარი.

მეტი...

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი განცხადებას ავრცელებს

ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი, იურიდიული ფირმა „ემ ქეი დის“ უფროსი პარტნიორი ვიქტორ ყიფიანი „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფის მიმართ დავის შესახებ განცხადებას ავრცელებს. ,,ჩვენ დღემდე ვერიდებოდით „კრედიტ სუისის“ საბანკო ჯგუფთან დავაზე ქართულ მედიაში კომენტარს. ამას შეგნებულად ვაკეთებდით, ვინაიდან ნებისმიერ ასეთ კომენტარს – ჩვენგან უნებლიედ, ხოლო სხვებისგან ალბათ გამიზნულადაც კი – შესაძლოა არასწორი და დამახინჯებული ინტერპრეტაცია მოყოლოდა. სწორედ ამიტომ მიზანშეწონილად ჩავთვალეთ, საზოგადოების ობიექტური ინფორმირების მიზნით რამდენიმე აუცილებელი განმარტება. ბატონი ივანიშვილის მხრიდან ზემოაღნიშნულ საბანკო ჯგუფთან გლობალურად წარმოებულ კომპლექსურ დავას ბოლო პერიოდში რამდენიმე სხვა ფაქტი მეტად საეჭვოდ დაემთხვა. საგულისხმოა, რომ არცერთი მათგანი არც აღნიშნულ დავასთან…

მეტი...

,,ულტიმატუმები მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არ არის გასაკვირი”- დიმიტრი ხუნდაძე

,,მკურნალობის რა პრინციპი და რა მისამართი უნდა იყოს არჩეული, ეს არის ექიმების დასადგენი, იმ ანალიზების საფუძველზე, რაც გაკეთდება კლინიკაში,” – აღნიშნული კომენტარი პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, დიმიტრი ხუნდაძემ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე საუბრისას გააკეთა. „ამიტომ, მე ვფიქრობ, რაც უფრო ნაკლებს ისაუბრებენ კონკრეტულ ჯანმრთელობის პრობლემებზე პოლიტიკოსები და მეტს ისაუბრებენ ექიმები, პაციენტისთვის იქნება სასარგებლო ახლა, ულტიმატუმები მიხეილ სააკაშვილის მხრიდან არ არის გასაკვირი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და თუნდაც მისი ცილის დეფიციტის შესაძლო დაშვებიდან გამომდინარე ვფიქრობ, რომ ჭარბი ვიზიტორები პაციენტისთვის არ არის სასურველი. ამიტომ დავუჯეროთ ექიმებს“, – აღნიშნა ხუნდაძემ.

მეტი...

,,რუსებმა შეგნებულად ესროლეს ჰუმანიტარულ მანქანას”- სერგეი გაიდაი

ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი გაიდაის ინფორმაციით, ოკუპანტებმა ლისიჩანსკი-ბახმუტის გზატკეცილზე ჰუმანიტარულ სატვირთო ავტომობილს ცეცხლი გაუხსნეს. ,,გუშინ რუსებმა შეგნებულად ესროლეს ჰუმანიტარულ მანქანას. სატვირთო მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა და ლისიჩანსკიდან ბრუნდებოდა, სადაც მოსახლეობას საკვები მიაწოდა. ლისიჩანსკი-ბახმუტის   გზაზე მანქანას მტრის ნაღმი მოხვდა. საბედნიეროდ, მძღოლი ცოცხალია. გზა ისევ სახიფათოა,” –  აცხადებს   გაიდაი. გაიდაის თქმით, რუსმა სამხედროებმა  სცადეს რუბეჟნოეს აღება, თუმცა მათი მცდელობა წარუმატებლად დასრულდა. ,,რუსი მკვლელები შეიჭრნენ ნიჟნიში, ტოშკივკასა და ორიხოვოში, თუმცა წარმატებას ვერ მიაღწიეს. ორკები ემზადებიან სევეროდონეცკზე თავდასხმისთვის”, – სერგეი გაიდაი.

მეტი...

ევროკავშირი რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვას აღარ აპირებს

ევროკავშირის მიერ, რუსეთის წინააღმდეგ მიღებული  სანქციების მეექვსე პაკეტში ცვლილებებია. კერძოდ, ცვლილებები შეეხო ნავთობის მიწოდების აკრძალვას. აღნიშნულ ინფორმაციას ,,Financial Times” ავრცელებს. გამოცემის ინფორმაციით, საუბარია ევროკავშირის საზღვაო გადაზიდვების ინდუსტრიაზე, რუსული ნავთობის ტრანსპორტირების აკრძალვაზე. აღნიშნული გადაწყვეტილება ევროკავშირმა მალტისა და საბერძნეთის მკაცრი ლობირების შემდეგ მიიღო.

მეტი...

,,რუსებს მარიუპოლი არ აუღიათ”- პენტაგონი

პენტაგონის პრესსპიკერის ჯონ კირბის განცხადებით, რუსებს მარიუპოლი არ აუღიათ და პუტინი თავის გეგმას მინიმუმ 2 კვირით ჩამორჩება. ამასთან, პენტაგონის პრესმდივანი აღნიშნავს, რომ “აზოვსტალის” ქარხანაში უკრაინელი ჯარისკაცების რიცხვი მნიშვნელოვნად შეიცვალა. ,,არ ვფიქრობ, რომ მარიუპოლის ქარხანაში უკრაინელი ჯარისკაცების რიცხვი მნიშვნელოვნად შეიცვალა, ამაზე უკრაინელებმა უნდა ისაუბრონ. ჩვენი შეფასებით, რომ ისინი ჯერ კიდევ იქ არიან და კვლავ წინააღმდეგობას უწევენ, ამას ადასტურებს ის, რომ რუსებმა იციან, მარიუპოლი არ აუღიათ, ამიტომ აგრძელებენ მარიუპოლის დაბომბვას და მათ ჯერ კიდევ ჰყავთ ძალები მარიუპოლის გარეთ და ქალაქში”,  – აღნიშნავს კირბი.

მეტი...

,,მიხეილ სააკაშვილი უცხოეთში სამკურნალოდ დროულად გადაიყვანონ”- კობა ნაყოფია

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, კობა ნაყოფია “ქართულ ოცნებას” მიმართავს  და მოუწოდებს, მიხეილ სააკაშვილი სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაიყვანონ. მისი განცხადებით, სააკაშვილის მდგომარეობა  მძიმეა და  საჭიროებს სამედიცინო დახმარებას. ,,მივედით იმ ზღვრამდე, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა უკვე საყურადღებო კი არ არის, როგორც ჩვენ ვეუბნებოდით ჯერ კიდევ იანვარ-თებერვალში, არამედ ახლა სასწრაფოდ ჩარევას და სერიოზულ სამედიცინო დახმარებას გულისხმობს. როგორც ვხვდები, საქართველოში მისი მკურნალობა შეუძლებელი იქნება. ამიტომ, კიდევ ერთხელ, რჩევას ვაძლევ, მოვუწოდებ “ქართული ოცნების” ხელისუფლებას, რომ გონს მოეგონ და დროზე გადაიყვანონ ის სამკურნალოდ უცხოეთში, სპეციალურ დაწესებულებაში,” -აღნიშნა  კობა ნაყოფიამ.

მეტი...

,,ადამიანებს, რომლებსაც ჭრილობები აქვთ, პირდაპირ კიდურების ამპუტაცია უტარდებათ”- ,,აზოვის” პოლკის სამხედრო

ოკუპანტები ,,აზოვსტალის” ქარხნის ტერიტორიას უწყვეტ რეჟიმში ბომბავენ.  ქარხნის ტერიტორიაზე ძალიან ბევრი დაჭრილი იმყოფება, მათ არ აქვთ საჭირო მედიკამენტები და ამიტომ, გადასარჩენად კიდურების ამპუტაცია უწევთ. ,,ოკუპანტებმა თავშესაფარში მოწყობილი მეორე ჰოსპიტალიც გაანადგურეს, ამიტომ ადამიანებს, რომლებსაც ჭრილობები აქვთ, პირდაპირ კიდურების ამპუტაცია უტარდებათ ან კვდებიან. ეს ტანჯვაა, საშინელებაა. ისინი ახლა ნესტიან სარდაფებში იმყოფებიან, ამიტომ საჭიროა სასწრაფო ევაკუაცია აზოვსტალიდან“, – აღნიშნავს “აზოვის” ბატალიონის ყოფილი მეთაური.

მეტი...

რუსული მხარე უკრაინაში საომრად 18 წლის სამხედროებს გზავნის

რუსეთი უკრაინაში საბრძოლველად 18 წლის ბიჭებს აგზავნის.  2004 წელს დაბადებული მამაკაცის განცხადებით, უკრაინაში საბრძოლველად  გამოცდილი სამხედროების გარდა,  მის მსგავსად ბევრი ბავშვია წასული. დეტალებზე ახალგაზრდამ მას შემდეგ ისაუბრა, რაც სიცოცხლის გადასარჩენად უკრაინელებს ტყვედ ჩაბარდა. ,,2004 წელს ვარ დაბადებული. უკრაინაში გამომგზავნეს საომრად. 7-ში მივიღე დაზიანება, ხელზე მაქვს ჭრილობა. 2 დღე ტყეში ვიყავი, შემდეგ უკრაინელ სამხედროებს ჩავბარდი რომლებმაც პირველადი სამედიცინო დახმარებას აღმომიჩინეს და მომცეს ყველაფერი, რაც მჭირდებოდა. მინდა, რუსულ მედიას მივმართო, რომ აეხილოთ თვალი და გაიგონ, რომ აქ ოფიცრების და გამოცდილი სამხედროების გარდა, ჩემსავით ბავშვებიც იბრძვიან”, – აღნიშნავს სამხედრო.

მეტი...

,,ყოველი დღე შეიძლება იყოს უკანასკნელი”- ,,აზოვის” პოლკის მებრძოლი

,,აზოვის” პოლკის მებრძოლი, ლეიტენანტი ილია სამოილენკო ,,აზოვსტალის” ქარხანაში არსებულ  ვითარებაზე საუბრობს. ჯარისკაცის განცხადებით, თავშესაფარში მყოფ სამხედროებს შორის ბევრი დაჭრილი და დაღუპულია. ,,გვაქვს მნიშვნელოვანი დანაკარგები. დაჭრილი ჯარისკაცების რაოდენობა საკმაოდ დიდია და სამხედროები იმსახურებენ სათანადო ზრუნვას. არავინ ელოდა, რომ ამდენხანს გავუძლებდით რუსების წინააღმდეგ ბრძოლას, მაგრამ მაინც ვიბრძვით. ჩვენ ვიღებთ დიდ მსხვერპლს, განვიცდით დანაკარგებს. გვაქვს უკიდურესად შეზღუდული რესურსები და ყოველი დღე შეიძლება იყოს უკანასკნელი. შედეგი შეიძლება იყოს დატყვევება მტრის მიერ, რაც ჩვენთვის სიკვდილის ტოლფასია. ჩვენი სიცოცხლე არაფერს ნიშნავს, მაგრამ ჩვენი ბრძოლა – ყველაფერს,” – აღნიშნავს სამოილენკო.  

მეტი...

რუსეთი მარიუპოლიდან უკრაინელი ჯარისკაცების ევაკუაციას არ თანხმდება

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მალტის პარლამენტში გამოსვლის განაცხადა, რომ რუსული მხარე არ თანხმდება  არც ერთ შეთავაზებას “აზოვსტალიდან” უკრაინელი  სამხედროების  ევაკუაციასთან  დაკავშირებით. „მარიუპოლში არიან ქალაქის მცველები. ისინი აზოვსტალის ტერიტორიაზე წინააღმდეგობის გაწევას აგრძელებენ. ჩვენ ვიყენებთ ყველა დიპლომატიურ შესაძლებლობას მათ გადასარჩენად, მაგრამ რუსეთი ჯერ ჯერობით ბევრი შეთავაზებული ვარიანტიდან არც ერთს თანხმდება,“– განაცხადა ზელენსკიმ. ზელენსკიმ აღნიშნა, რომ უკრაინულ მხარეს ჯერჯერობით არ აქვს ის იარაღი, რომელიც ქალაქისა და კონკრეტულად ქარხნის სამხედრო გზით დებლოკადისთვის აუცილებელია. ,,ჩვენ პარტნიორებს ვთხოვეთ საჭირო იარაღი მარიუპოლის განსაბლოკად, მაგრამ ზუსტად ის იარაღი, ზუსტად იმ მოცულობით, რომელიც ამისთვისა საჭიროა, ამჟამად ხელმისაწვდომი არაა,”-აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.  

მეტი...

,,ექსპერტთა ჯგუფმა ენერგეტიკული სანქციების საგზაო რუკა შემოგვთავაზა”- ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტმა,ვოლოდიმირ ზელენსკიმ მორიგ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ ენერგეტიკული სანქციების საგზაო რუკა, რომელიც საერთაშორისო ექსპერტთა ჯგუფმა მოამზადა მზად არის და მასზე მუშაობა უკვე დაწყებულია. ,,დღეს, საერთაშორისო ექსპერტთა სპეციალურმა ჯგუფმა მაიკლ მაკფოლისა და ანდრეი ერმაკის თავმჯდომარეობით, შემოგვთავაზა ენერგეტიკული სანქციების საგზაო რუკა. ეს დეტალური დოკუმენტია, რომელიც აღწერს, რა უნდა გაკეთდეს, რომ რუსეთს ომის დაფინანსება გაუჭირდეს ისე, რომ გლობალურმა ეკონომიკამ რუსეთის ენერგორესურსების შეზღუდვის გამო არ იზარალოს. ეს რაციონალურად შედგენილი დოკუმენტია და მის განხორციელებაზე მუშაობა უკვე დაწყებულია,”- აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

მეტი...

,,ათი ათასობით უკრაინელმა სიცოცხლე ევროპული არჩევანისთვის გაწირა”- მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტის ოფისში, დასავლელი პოლიტიკოსების განცხადებებს ეხმაურებიან, უკრაინის ევროკავშირის წევრობის ალტერნატივის შექმნასთან დაკავშირებით. აღნიშნულთან დაკავშირებით, პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ,,ტვიტერზე” განცხადებას ავრცელებს. ,,კარგი ნაღმი ცუდი თამაშისას – ასე გამოიყურება ცალკეული დასავლელი პოლიტიკოსების მცდელობები, ჩაანაცვლონ უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება სიმბოლური ფორმატებით. ათიათასობით უკრაინელმა თავისი სიცოცხლე ევროპული არჩევანისთვის გაწირა  და არა  სათითეებით თამაშის მორიგი სერიისთვის. უკრაინამ უნდა მიიღოს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი,” – აცხადებს პოდოლიაკი.  

მეტი...

აშშ უკრაინას 40 მილიარდ დოლარს გამოუყოფს

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატამ, უკრაინისთვის 40 მილიარდი დოლარის გამოყოფას მხარი დაუჭირა. კანონპროექტს ახლა სენატმა უნდა დაუჭიროს მხარი, შემდეგ კი ის ხელმოსაწერად შეერთებული შტატების პრეზიდენტს ჯო ბაიდენს გადაეგზავნება. დოკუმენტი გულისხმობს ფინანსურ დახმარებაზე პრეზიდენტის უფლებამოსილების 11 მილიარდამდე გაზრდას. ასეთი გადაწყვეტილება ბაიდენის ადმინისტრაციას უფლებამოსილებას აძლევს , ამერიკის შეერთებული შტატების მარაგიდან უკრაინას იარაღი და სამხედრო ტექნიკა გაუგზავნოს. აშშ-ს წარმომადგენელთა პალატის სპკერის, ნენსი პელოსის განცხადებით, აღნიშნულ ვითარებაში დრო უმთავრესია და იგი მოხარულია, რომ კანონპროექტის მიღება სწრაფად მოხერხდა. ,,როცა პუტინი უიმედოდ აჩქარებს თავისი საშინელებისა და სისასტიკის კამპანიას უკრაინაში, დრო უმთავრესია. ამიტომ მოხარულები ვართ, რომ დღეს შევძელით ამ კანონპროექტის დაუყოვნებლივ მიღება, რათა…

მეტი...

,,მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ ასევე არ გვინდა, მესამე მსოფლიო ომში აღმოვჩნდეთ”- აშშ-ს ეროვნული დაზვერვის დირექტორი

აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორმა, ავრილ ჰეინსმა სენატის მოსმენაზე აღნიშნა, რომ ვლადიმერ პუტინი უკრაინაში ხანგრძლივ ომს გეგმავს. ჰეინსის განცხადებით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს უკრაინას, მაგრამ ასევე არ სურთ საბოლოოდ მესამე მსოფლიო ომში აღმოჩნდენ, რომელშიც აქტორები ბირთვულ იარაღს გამოიყენებენ. ,,ვფიქრობ, აშკარაა, რომ ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინას, მაგრამ ასევე არ გვინდა საბოლოოდ მესამე მსოფლიო ომში აღმოვჩნდეთ და არ გვინდა სიტუაცია, რომელშიც აქტორები ბირთვულ იარაღს იყენებენ,” – განაცხადა ჰეინსმა. აშშ-ის ეროვნული დაზვერვის დირექტორი აცხადებს, რომ რუსეთი შესაძლოა მოლდოვის დნესტრისპირეთის სეპარატისტულ რეგიონში სახმელეთო ხიდის გაკეთებას ცდილობდეს და დასძენს, რომ სავარაუდოდ, პრეზიდენტი პუტინი რუსეთში საომარი მდგომარეობის გამოცხადებას შეეცდება. ,,ამჟამინდელი…

მეტი...

პარლამენტში ჯანდაცვის მინისტრს ელოდებიან

საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, დღეს, ჯანდაცვის ახალ მინისტრს – ზურაბ აზარაშვილს ელოდებიან. მინისტრი დეპუტატების წინაშე მინისტრის საათის ფორმატში წარსდგება და ანგარიშს წარადგენს. ამავდროულად, მინისტრი დეპუტატების კითხვებს უპასუხებს. კითხვების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი კოვიდპანდემიას შეეხება. კერძოდ, რატო იყო სუსტი პანდემიის მართვა, რატომ ჰქონდა საქართველოს გარდაცვალების მაღალი მაჩვენებელი, რატომ იყო მოსახლეობის ინფორმირება დაბალი და სხვა. ახალი მინისტრი საკანონმდებლო ორგანოში დღეს პირველად მიდის.

მეტი...

„კარგი ნაღმი ცუდი თამაშისას… უკრაინამ კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს“ – მიხაილო პოდოლიაკი

უკრაინული მხარე საფრანგეთის განცხადებას არასერიოზულად აფასებს და აცხადებს, რომ არანაირი სხვა ალიანსი, უკრაინამ ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი უნდა მიიღოს. შეგახსენებთ რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა, განცხადება გააკეთა სადაც საუბარია ახალ ინიციატივაზე. როგორც ემანუელ მაკრონი აღნიშნავს, კარგი იქნება, შეიქმნას ახალი ალიანსი, რომელშიც ევროკავშირის მიღმა მყოფი ქვეყნები, მათ შორის უკრაინა და ბრიტანეთი გაერთიანდებიან. აღნიშნულ ინიციატივას გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლციც დაეთანხმა. უკრაინული მხარე კი „ზოგიერთი ევროპელი პოლიტიკოსის“  ინიციატივას აკრიტიკებს. „კარგი ნაღმი ცუდი თამაშის დროს. სწორედ  ასე გამოიყურება ცალკეული ევროპელი პოლიტიკოსების მიერ გაკეთებული განცხადებები ევროკავშირში უკრაინის წევრობის სიმბოლური ფორმატებით შეცვლასთან დაკავშირებით. ათი ათასობით უკრაინელმა სიცოცხლე გაწირა…

მეტი...

ბელარუსი უკრაინასთან საზღვარს ამაგრებს

​ბელარუს-უკრაინის საზღვართან სპეციალურ რაზმი განთავსდება. აღნიშნული გადაწყვეტილება ბელარუსმა მოკავშირეების მხრიდან უკრაინის გაძლიერების პროპორციულად მიიღო. „ამერიკის შეერთებული შტატები და მისი მოკავშირეები აგრძელებენ სამხედრო ყოფნის გაზრდას სახელმწიფო საზღვრებზე. ბელარუსის რესპუბლიკის სამხრეთის მიმართულებით უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, სპეცოპერაციების ძალების ქვედანაყოფების ძალების განლაგება სამი ტაქტიკური მიმართულებით მოხდება“, – ასეთია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის – ვიქტორ გულევიჩის განცხადება გულევიჩს ეჭვი აქვს, რომ უკრაინის გაძლიერება საფრთხეს ბელარუსსაც უქმნის და ბელარუსის რესპუბლიკის მიმართ საშიშროება იზრდება. მისი თქმით, უკრაინელებმა ბელარუსის საზღვართან 20 000 კაციანი ჯარი შექმნეს, რასაც ბელარუსისგან „პასუხი სჭირდება”

მეტი...